You are on page 1of 8

მექანიკური მოძრაობა

 მოძრაობა მატერიის თვისებაა, ის ყველაზე გავრცელებული მოვლენაა სამყაროში.


 მექანიკური მოძრაობა ფიზიკური მოვლენაა, რომლის დროსაც სხეულის მდებარეობა
იცვლება სივრცეში სხვა სხეულების მიმართ დროის განმავლობაში.
 სხეულს, რომლის მიმართაც მოცემული სხეულის მოძრაობა განიხილება ათვლის
სხეული ჰქვია.
 მოძრაობა და უძრაობა ფარდობითია.
 არ არსებობს აბსოლუტურად უძრავი სხეული.
 ხშირად მექანიკური მოძრაობის შესწავლისას რეალური სხეულის მაგივრად მის
თეორიულად გამარტივებულ მოდელს, ე.ი. ისეთ იდეალიზებულ ,,სხეულს“
განიხილავენ, რომელსაც შენარჩუნებული აქვს რეალური სხეულის ძირითადი
თვისებები, ხოლო ყველა სხვა თვისება, რომელიც მოცემული ამოცანის განხილვისას
არსებითი არ არის, უგულებელყოფილია. მაგ. თუ მოძრავი სხეულის ზომები
მნიშვნელოვნად მცირეა იმ მანძილთან შედარებით, რომელსაც ის მოძრაობისას გადის,
მაშინ სხეულის ზომებს უგულებელყოფენ და მას ნივთიერ წერტილად მიიჩნევენ.
 ნივთიერი ან მატერიალური წერტილი(სხეული) არის სხეული, რომლის ზომის
უგულებელყოფა შეიძლება ამოცანის მოცემულ პირობებში.
 გაითვალისწინე, რომ ბუნებაში ნივთიერი წერტილი არ არსებობს. ის მხოლოდ
რეალური სხეულის მოდელია.
 სხეულის ისეთ მოძრაობას, რომლის დროსაც სხეულის ყველა წერტილი ერთნაირად
მოძრაობს გადატანითი მოძრაობა ეწოდება.
 ფიზიკის იმ ნაწილს, რომელიც სხეულთა მექანიკურ მოძრაობასა და მოძრაობისას მათ
ურთიერთქმედებას შეისწავლის, მექანიკა ეწოდება.
 მექანიკა თავის მხრივ იყოფა კინემატიკად და დინამიკად.
 კინემატიკა (ბერძნულად ,,კინესი“ მოძრაობას ნიშნავს) სხეულის მოძრაობას მისი
გამომწვევი მიზეზის გარეშე შეისწავლის. მისი ამოცანაა მათემატიკურად აღწეროს
როგორ მოძრაობს სხეული, მაგრამ რატომ მოძრაობს ასე სხეული კინემატიკა არ
იკვლევს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დინამიკის ამოცანაა.
 დინამიკა (ბერძნულად ,,დინამი“ ძალას ნიშნავს) მექანიკის ის ნაწილია, რომელიც
სხეულის მოძრაობის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის.
 მექანიკის ძირითადი ამოცანაა დროის ნებისმიერ მომენტში სხეულის (ნივთიერი
წერტილის) მდებარეობის (კოორდინატების) განსაზღვრა.
 ათვლის სიტემას ქმნის ათვლის სხეული, რომელიც პირობითად უძრავადაა
მიჩნეული, ათვლის სხეულთან დაკავშირებული კოორდინატთა სისტემა და საათი
(დროის ასათვლელი საშუალება)
 თუ სხეული (ნივთიერი წერტილი) წრფეზე მოძრაობს მისი მდებარეობა
განისაზღვრება ერთი კოორდინატით.
 თუ სხეული (ნივთიერი წერტილი) სიბრტყეზე მოძრაობს მისი მდებარეობა
განისაზღვრება ორი კოორდინატით.
 თუ სხეული (ნივთიერი წერტილი) სივრცეში მოძრაობს მისი მდებარეობა
განისაზღვრება სამი კოორდინატით.
 ფიზიკური სიდიდე, რომელსაც მხოლოდ რიცხვითი მნიშვნელობა აქვს სკალარულია.
 ფიზიკური სიდიდე, რომელსაც რიცხვითი მნიშვნელობის გარდა აქვს მიმართულება
ვექტორულია.
 ტრაექტორია არის წირი, რომლის გასწვრივაც მოძრაობს სხეული.
 სხეულის მიერ გავლილი მანძილი ტრაექტორიის სიგრძის ტოლია. იგი სკალარული
სიდიდეა.
 S- გავლილი მანძილი -1მ
 წრფის მიმართულ მონაკვეთს, რომელიც სხეულის(ნივთიერი წერტილის) საწყის
მდებარეობას მის მომდევნო მდებარეობასთან აერთებს სხეულის გადაადგილება
ეწოდება. იგი ვექტორული სიდიდეა.

 S -გადაადგილება-1მ
 დროის ნებისმიერ მომენტში სხეულის მდებარეობა, რომ ვიპოვოთ (გადავჭრათ
მექანიკის ძირითადი ამოცანა), უნდა ვიცოდეთ სხეულის საწყისი მდებარეობა და
დროის ამ მომენტისათვის შესრულებული გადაადგილება.
 თუ ვექტორს სიბრტყის (სივრცის) ერთი წერტილიდან ნებისმიერ სხვა წერტილში
სიგრძისა და მიმართულების შეუცვლელად გადავიტანთ, ვექტორი არ შეიცვლება.
 ვექტორების შეკრების სამკუთხედის წესი: a და b ვექტორების შესაკრებად საჭიროა
ისინი დავალაგოთ სიგრძისა და მიმართულების შეუცვლელად ისე, რომ ერთის ბოლო
მეორის სათავეს ემთხვეოდეს. a და b ვექტორების ჯამი არის ვექტორი, რომელიც a
ვექტორის სათავეს b ვექტორის ბოლოსთან აერთებს. სამკუთხედის წესით
შესაძლებელია ორზე მეტი ვექტორის შეკრება.
 ვექტორების შეკრების პარალელოგრამის წესი: a და b ვექტორების შესაკრებად
საჭიროა ისინი დავალაგოთ სიგრძისა და მიმართულების შეუცვლელად, ისე რომ
ორივე ვექტორი ერთი წერტილიდან გამოდიოდეს. a და b ვექტორები განვიხილოთ,
როგორც პარალელოგრამის ორი გვერდი და ავაგოთ მათზე პარალელოგრამი. a და b
ვექტორების ჯამი არის c ვექტორი, რომელიც ვექტორების საერთო სათავიდან
გამოდის და პარალელოგრამის ამავე წერტილიდან გავლებულ დიაგონალს ემთხვევა.
 ვექტორების შეკრების შედეგი ერთი და იგივეა, რომელი წესითაც არ უნდა
შევკრიბოთ.
 იმისათვის, რომ a ვექტორს გამოვაკლოთ b ვექტორი, საჭიროა ისინი დავალაგოთ
სიგრძის და მიმართულების შეუცვლელად, ისე, რომ ორივე ვექტორი ერთ
წერტილიდან გამოდიოდეს. შევაერთოთ a და b ვექტორების ბოლოები b ვექტორიდან
a ვექტორისაკენ (მაკლებიდან საკლებისაკენ) მიმართული c ვექტორით. სწორედ ეს c
ვექტორია a და b ვექტორების სხვაობა.
 იმისათვის, რომ მექანიკის ძირითადი ამოცანა გადავჭრათ (ვიპოვოთ დროის
ნებისმიერ მომენტში სხეულის მდებარეობა X დაY კოორდინატები) უნდა ვიცოდეთ
სხეულის საწყისი მდებარეობა და დროის ამ მომენტისათვის გადაადგილება.
 ვექტორის გეგმილი შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი და ნულის ტოლი.
 თუ ვექტორი საკოორდინატო ღერძის მართობულია, მაშინ მისი გეგმილი ღერძზე
0-ის ტოლია.
 თუ ვექტორი საკოორდინატო ღერძის პარალელურია, მაშინ მისი გეგმილის მოდული
თვით ვექტორის მოდულის ტოლია.
 ჯამური ვექტორის გეგმილი ნებისმიერ ღერძზე ამავე ღერძზე შესაკრები ვექტორების
გეგმილთა ალგებრული ჯამის ტოლია.
 მექანიკის ძირითადი ამოცანა გადაიჭრება X და Y კოორდინატების ცოდნით
X=X0+Sx Sx=X-X0 Y=Y0+SY SY=Y-Y0
 წრფივი თანაბარი მოძრაობა ეწოდება ისეთ მოძრაობას, რომლის დროსაც სხეულის
გადაადგილებები დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ერთნაირია.
 სიჩქარე ვექტორული სიდიდეა და იგი აღინიშნება V ვექტორით
 წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე მუდმივი სიდიდეა და გამოითვლება დროის
ნებისმიერ შუალედში სხეულის გადაადგილების შეფარდებით დროის შუალედის
სიდიდესთან რა დროშიც ეს გადაადგილება მოხდა V=S/t ( S და Vვექტორული
სიდიდეებია) S ვექტორით -გადაადგილება-1მ ; t-დრო-1წმ; Vვექტორით- სიჩქარე-
1მ/წმ ; 1კმ/სთ= 5/18 მ/წმ; 1მ/წმ= 18/5 კმ/სთ;
 სიჩქარის ვექტორის მიმართულება ყოველთვის ემთხვევა გადაადგილების ვექტორის
მიმართულებას;
 წრფივი თანაბარი მოძრაობისას გადაადგილების გეგმილი SX=VX t
 წრფივი თანაბარი მოძრაობისას სხეულის კოორდინატი დროის ნებისმიერ t მომენტში
გამოითვლება ფორმულით X=X0+VX t Y=Y0+ VY t
 წრფივი თანაბარი მოძრაობისას ვიპოვოთ სხეულის (ნივთიერი წერტილის)
მდებარეობა (კოორდინატი X) დროის ნებისმიერ მომენტში საჭიროა ვიცოდეთ
სხეულის საწყისი კოორდინატი ( X0 ) და სიჩქარის გეგმილი ნებისმიერ ღერძზე (VX )
X=X0+VX t VX=const და შესაბამისად Yღერძზე Y=Y0+ VY t VY=const
 X=X0+VX t Vx=(X-X0 )/t SX=VX t
 გადაადგილების და სიჩქარის გეგმილები შეიძლება იყოს როგორც დადებითი ისე
უარყოფითი
 სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი წრფივი თანაბარი მოძრაობისას არის
დროის ღერძის პარალელური წრფე, რადგან წრფივი თანაბარი მოძრაობისას სხეულის
სიჩქარის გეგმილი დროის მიხედვით არ იცვლება VX=const
 სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკით შეიძლება განვსაზღვროთ
გდაადგილება. წრფივი თანაბარი მოძრაობისას გადაადგილების მოდული(გავლილი
მანძილი) რიცხობრივად იმ მართკუთხედის ფართობის ტოლია რომელის ერთი
გვერდია დრო, მერე კი სიჩქარე.
 წრფივი თანაბარი მოძრაობისას სხეულის გადაადგილების გეგმილის მოდული
დროის პირდაპირპროპორციულად იცვლება და შესაბამისად, გადაადგილების
დროზე დამოკიდებულების გრაფიკი სათავეზე გამავალი წრფეა. რაც უფრო მეტია
კუთხე გრაფიკსა და დროთა ღერძის დადებით მიმართულებას შორის, მით მეტია
სხეულის სიჩქარის მოდული
 წრფივი თანაბარი მოძრაობისას სხეულის კოორდინატი დროის მიხედვით წრფივად
იცვლება და შესაბამისად, კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი წრფეა.
 გახსოვდეს: კოორდინატის დროზე დამოკიდებულ;ების გრაფიკი მოძრაობის
ტრაექტორია არ არის: გრაფიკი კოორდინატის დროზე დამოკიდებულ;ების ხასიათს
გვიჩვენებს, მოძრაობის ტრაექტორია კი -გზის ფორმას.
 ფარდობითია მექანიკური მოძრაობის მახასიათებლები: მოძრაობის ტრაექტორია,
გავლილი მანძილი, გადაადგილება, სხეულის კოორდინატები.
 სხეულის გადაადგილება უძრავი ათვლის სისტემის მიმართ ტოლია მოძრავი ათვლის
სისტემის მიმართ მისი გადაადგილებისა და უძრავი ათვლის სისტემის მიმართ
მოძრავი ათვლის სისტემის გადაადგილების ვექტორული) ჯამისა. S=S1+S2 ;
 სხეულის სიჩქარე უძრავი ათვლის სისტემის მიმართ ტოლია მის სიჩქარეს მოძრავი
ათვლის სისტემის მიმართ დამატებული მოძრავი ათვლის სისტემის სიჩქარე უძრავის
მიმართ. სიჩქარეთა შეკრების კანონი V=V1+V2;
 მოძრაობას, რომლის დროსაც სხეულის გადაადგილებები დროის ტოლ შუალედებში
განსხვავებულია, არათანაბარი მოძრაობა ეწოდება.
 არათანაბარი მოძრაობის საშუალო სიჩქარე დროის ერთეულში სხეულის საშუალო
გადაადგილებას გვიჩვენებს.
 საშუალო სიჩქარე გავლილ გზაზე სკალარული სიდიდეა, რომელიც გვიჩვენებს იმ
მანძილს, რომელსაც სხეული საშუალოდ გადის დროის ერთეულში.
Vსაშ=Sმთ/tმთ
 სხეულის სიჩქარეს ტრაექტორიის მოცემულ წერტილში და დროის მოცემულ
მომენტში მყისი სიჩქარე ეწოდება. მყისი სიჩქარე ვექტორული სიდიდეა, იგი იზომება
სპიდომეტრით.
 არათანაბარი მოძრაობის უმარტივესი სახე, როცა მოძრაობისას სხეულის სიჩქარე
დროის ნებისმიერ ტოლ შუალედებში ერთი და იმავე სიდიდით იცვლება არის
თანაბარაჩქარებული მოძრაობა.
 თანაბარაჩქარებულ მოძრაობას ახასიათებენ ფიზიკური სიდიდით, რომელსაც
აჩქარება ჰქვია. აჩქარება გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება სხეულის სიჩქარე დროის
ერთეულში(1წმ-ში, 1წთ-ში, 1სთ-ში და ა. შ.) აჩქარება სიჩქარის ცვლილების სისწრაფის
მახასიათებელია.
 თანაბარაჩქარებულად მოძრავი სხეულის აჩქარება მუდმივი სიდიდეა, რომელიც
გამოითვლება სხეულის სიჩქარის ცვლილების შეფარდებით დროის იმ შუალედთან,
რომელშიც ეს ცვლილება მოხდა. a=v-v0/t
 აჩქარება ვექტორული სიდიდეა და მისი მიმართულება ემთხვევა სიჩქარის
ცვლილების მიმართულებას. აჩქარების ერთეული Si სისტემაში არის 1მ/წმ2
 აჩქარების ერთეულად Si-ში მიღებულია ისეთი თანაბარაჩქარებული მოძრაობის
აჩქარება, როდესაც სხეულის სიჩქარე 1 წამში 1 მ/წმ-ით იცვლება;
 თანაბარაჩქარებული მოძრაობისას საშუალო სიჩქარის გეგმილი სხეულის საწყისი
სიჩქარისა და საბოლოო სიჩქარის გეგმილების ჯამის ნახევრის ტოლია.
 a=V-V0/t; V=V0+at; S=V0+V/2 . t; S=V2-V0/2a; S=V0 t+at2/2; X=X0+ V0 t+at2/2 ;
Vსაშ=V0+V/2; Sn=a/2 (2n-1);
 სიმძიმის ძალის მოქმედებით სხეულის ვარდნას ვაკუუმში თავისუფალი ვარდნა
ეწოდება. g= V-V0/t; V=V0+gt; h=V0+V/2 . t; h=V2-V0/2g; h=V0 t+gt2/2;
y=y0+ V0 t+gt2/2 ; Vსაშ=V0+V/2; hn=g/2 (2n-1);
 V0- საწყისი სიჩქარე-1მ/წმ; V-საბოლოო სიჩქარე-1მ/წმ;
2
a-აჩქარება-1მ/წმ g-თავისუფალი ვარდნის აჩქარება-1მ/წმ2 ; h-სიმაღლე-1მ;
Sn და hn -მეენე წამში გავლილი მანძილი -1მ;
 მრუდწირულია იმ სხეულის მოძრაობა, რომლის ტრაექტორია მრუდი წირია;
 ნებისმიერ მრუდწირულ ტრაექტორიაზე მოძრაობნა შეიძლება წარმოვიდგინოთ,
როგორც მოძრაობა სხვადასხვა რადიუსის მქონე წრეწირის რკალებზე.
 წრეწირზე მოძრავი სხეულის მდებარეობის განსაზღვრისათვის წრეწირის ცენტრს
სხეულის საწყის რადიუს-ვექტორით აერთებენ.
 მრუდწირული მოძრაობისას სხეულის სიჩქარე მრუდის ნებისმიერ წერტილში
მიმართულია ამ წერტილზე გავლებული მხების გასწვრივ;
 მრუდწირულ ტრაექტორიაზე მოძრაობა ყოველთვის აჩქარებულია;
 დროის შუალედს, რომლის განმავლობაში სხეული ერთ ბრუნს ასრულებს, ბრუნვის
პერიოდი ეწოდება. T- პერიოდი -1წმ. N –ბრუნთა რიცხვი;
t-დრო-წმ; T=t/N; T=1/n;
 დროის ერთეულში შესრულებულ ბრუნთა რიცხვს ბრუნვის სიხშირე ეწოდება.
n-სიხშირე-1/წმ=წმ-1=1ჰერცი; n=N/t; n=1/T;
 π−წ რეწირისსიგრძისშეფარდება მის დიამეტრთან=3,14 ; φ -
შემობრუნების კუთხე - 1 რადიანი; R-რადიუსი-1მ;
 1 რადიანი არის ცენტრალური კუთხე, რომლის შესაბამისი რკალის სიგრძე ამ
რკალის რადიუსის სიგრძის ტოლია; 1 რადიანი=570
 წრეწირზე მოძრავი ნივთიერი წერტილის რადიუსის შემობრუნების კუთხის
შეფარდებას დროის იმ შუალედთან, რომლის განმავლობაშიც ეს შემობრუნება
შესრულდა კუთხური სიჩქარე ეწოდება. W-კუთხური სიჩქარე-რად/წმ; W= φ /t ;
W=2 π n; W=2 π /T; W=V/R;
 წრეწირზე მოძრავი სხეულის წირითი სიჩქარე V=l/t; l-რკალის სიგრძე1 1მ;
V= 2 π R/T; V=2 π Rn; V=WR;
 წრეწირზე მოდულით მუდმივი სიჩქარით მოძრაობისას მის ყოველ წერტილში
ცენტრისკენული აჩქარების მოდული ერთი და იგივეა და რადიუსის გასწვრივ
წრეწირის ცენტრისკენაა მიმართული: a=v2/R; a=W2 R;
 სხეულის უძრაობა და წრფივი თანაბარი მოძრაობა მისი ბუნებრივი, წონასწორული
მდგომარეობებია;
 ყოველი სხეული იმყოფება უძრავ მდგომარეობაში ან მოძრაობს წრფივად და
თანაბრად მანამ, ვიდრე მასზე მოქმედი ძალები არ გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან;
 არსებობს ათვლის ისეთი სისტემები, რომელთა მიმართ თავისუფალი სხეულები
ინარჩუნებს მუდმივ სიჩქარეს- ნიუტონის პირველი კანონი;
 ათვლის სისტემებს, რომელთა მიმართაც თავისუფალი სხეულები ინარჩუნებს
მუდმივ სიჩქარეს, ინერციულს უწოდებენ, ხოლო სისტემებს, რომელთა მიმართ ის
არ სრულდება-არაინერციულს;
 მოცემული ტოლქმედი ძალით სხეულის სიჩქარის კონკრეტული მნიშვნელობით
შესაცვლელად გარკვეული დროა საჭირო რაც მეტია ეს დრო, მით უფრო
ინერტულია სხეული;
 მასა სხეულის ინერტულობის რაოდენობრივი ზომაა. m-მასა-1კგ;
 მასა სკალარული ფიზიკური სიდიდეა;
 სხეულის მასა შეიძლება განისაზღვროს სხვადასხვა ხერხით;
 სხეულის აჩქარების გამომწვევი მიზეზი მასზე მოქმედი ძალაა;
 აჩქარების მიმართულება ყოველთვის ემთხვევა სხეულზე მოქმედი ძალის
მიმართულებას;
 ნიუტონის მეორე კანონი:სხეულის აჩქარება პირდაპირპროპორციულიოა მასზე
მოქმედი ძალის და უკუპროპორციულია სხეულის მასის: a=F/m;
F-ძალა-1ნიუტონი=1კგ.1მ/წმ2 ; 1ნიუტონი ისეთი ძალაა, რომელიც 1კგ მასის სხეულს
1მ/წმ2 აჩქარებას ანიჭებს;
 როდესაც სხეულზე რამდენიმე ძალა მოქმედებს, ნიუტონის მეორე კანონის
გამომსახველ ფორმულაში ძალაში სხეულზე მოქმედ ძალთა ტოლქმედი
იგულისხმება;
 ერთი სხეულის ცალმხრივი მოქმედება მეორეზე შეუძლებელია, სხეულები
ყოველთვის ურთიერთქმედებენ;
 ნიუტონის მესამე კანონი: სხეულები ურთიერთქმედებენ ძალებით, რომლებიც ერთი
ბუნებისაა, მოდულით ტოლია და მიმართულია ერთი წრფის გასწვრივ
ურთიერთსაპირისპიროდ: F1=-F2;
 ურთიერთქმედების ძალები მოდებულია სხვადასხვა სხეულზე’
 ურთიერთქმედ სხეულთა აჩქარებების მოდულების შეფარდება მათი მასების
შებრუნებული შეფარდების ტოლია: a2 /a1 = m1/m2;
 სხეულის მასის ნამრავლს მის სიჩქარეზე, სხეულის იმპულსი ეწოდება: P=mv
P -სხეულის იმპულსი-1 კგ.მ/წმ; v -სიჩქარე-1მ/წმ;
 ძალის ნამრავლს მისი მოქმედების დროზე ძალის იმპულსი ეწოდება- Ft -
1ნ.წმ=1კგ.მ/წმ;
 სხეულის იმპულსის ცვლილება სხეულზე მოქმედი ძალის იმპულსის ტოლია-
Ft=mv-mv0 ; ეს ფორმულა გამოსახავს ნიუტონის მეორე კანონს, ჩაწერილს იმპულსის
გამოყენებით; mv-სხეულის საწყისი იმპულსი-1კგ.მ/წმ; mv0-სხეულის საბოლოო
იმპულსი-1კგ.მ/წმ; mv-mv0-- სხეულის იმპულსის ცვლილება-1კგ.მ/წმ;
 ისეთ სხეულთა ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მექანიკური
სისტემა ეწოდება;
 მექანიკური სისტემის იმპულსის ცვლილება სისტემაში შემავალ სხეულზე მოქმედი
გარე ძალების ტოლქმედის იმპულსის ტოლია;
 მექანიკურ სისტემას, რომელზეც გარე ძალები არ მოქმედებს ან მათი მოქმედება
კომპენსირებულია, ჩაკეტილი სისტემა ეწოდება;
 ჩაკეტილ სისტემაში შემავალ სხეულთა იმპულსების ჯამი მუდმივია ამ სხეულებს
შორის ნებისმიერი ურთიერთქმედების დროს: P1+P2+P3+.......+Pn=Const;
 სხეულთა დაჯახებას, რომლის შედეგად სხეულები ერთიანდებიან და იქცევიან
როგორც ერთი სხეული, აბსოლუტურად არადრეკადი შეჯახება ეწოდება;
 სხეულის მოძრაობას, რომელიც აღიძვრება სხეულიდან მისი ნაწილის გარკვეული
სიჩქარით გამოტყორცნის შედეგად, რეაქტიული მოძრაობა ეწოდება;
 მოწყობილობას, რომელიც რეაქტიულ ძალას ქმნის, რეაქტიული ძრავა ეწოდება;
 სამყაროში ნებისმიერ ორ სხეულს შორის მოქმედებს ურთიერთმიზიდვის ძალები,
რომლებსაც მსოფლიო მიზიდულობის ან გრავიტაციული ძალები ეწოდება;
 მსოფლიო მიზიდულობის კანონი: ნებისმიერი ორი სხეული ურთიერთმიიზიდება
ძალით, რომლის მოდული პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლისა და
უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა: F=G.M.m/R2 ;
M და m -სხელთა მასებია-1კგ; R-სხეულების ცენტრებს შორის მანძილი-1მ;
G-პროპორციულობის კოეფიციენტი, რომელსაც მსოფლიო მიზიდულობის
მუდმივას უწოდებენ- G=6,67. 10-11 ნ.მ2 /კგ2 ; გრავიტაციული მუდმივა რიცხობრივად
ტოლია იმ ძალისა, რომლითაც მიეზიდებიან 1 მეტრით დაშორებული თითო
კილოგრამი მასის მქონე სხეულები;
 F=G.M.m/R2 ფორმულა ძალის ზუსტ მნიშვნელობას იძლევა : ა) ნივთიერი
წერტილებისათვის, ბ) ერთგვაროვანი სფერული სხეულისა და მის რადიუსთან
შედარებით ბევრად მცირე ზომის სხეულისათვის, ამასთან სფერული სხეულის
შემთხვევაში მანძილი აითვლება მისი ცენტრიდან;
 გრავიტაციული ძალა ცენტრულია;
 თავისუფალი ვარდნის აჩქარება არ არის დამოკიდებული და დედამიწის მოცემულ
წერტილში ყველა სხეულისათვის ერთნაირია: g=G M/R2 ; g=9,8 მ/წმ2 ;
 სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალა სხეულის მასისა და თავისუფალი ვარდნის
აჩქარების ნამრავლის ტოლია: Fსიმ =mg;
 თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირიდან h სიმაღლეზე ტოლია:
g=G.M/(R+h)2 ;
 დედამიწის ზედაპირიდან სიმაღლის ზრდასთან ერთად, სიმძიმის ძალის მოდული
თანდათან მცირდება;
 დედამიწის სხვადასხვა წერტილში თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსხვავებას
განაპირობებს: 1. დედამიწის დღეღამური ბრუნვა; 2. დედამიწის არასფერული
ფორმა; 3. დედამიწის არათანაბარი სიმკვრივე;
 თუ სხეულზე მხოლოდ სიმძიმის ძალა მოქმედებს, ის მოძრაობს
თანაბარაჩქარებულად, g აჩქარებით;
 სხეულის თავისუფალი ვარდნისას მისი სიჩქარის მოდული თანაბრად იზრდება,
ვერტიკალურად ზევით ასროლილის სხეულის სიჩქარის მოდული კი თანაბრად
მცირდება მანამ, ვიდრე ის ნულის ტოლი გახდება და სხეული მაქსიმალურ
სიმაღლეს მიაღწევს;
 ვერტიკალურად ასროლილი სხეულის მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის დრო და
ასროლის წერტილამდე ქვევით ვარდნის დრო ერთმანეთის ტოლია;
 სხეულის ასროლის საწყისი სიჩქარე მოდულით ტოლია იმ სიჩქარისა, რომელიც მას
ასროლის წერტილში დაბრუნებისას აქვს;
 მაქსიმალურ სიჩქარეს, რომელიც უნდა მივანიჭოთ სხეულს იმისათვის, რომ მან
იმოძრაოს დედამიწის გარშემო წრიულ ორბიტაზე, პირველი კოსმოსური სიჩქარე
ეწოდება;
 პირველი კოსმოსური სიჩქარე დედამიწის ზედაპირიდან h სიმაღლეზე
გამოისახებაფორმულებით: v=√ G M/R+h და v=√ GR2/R+h ;
 ზედაპირიდან სიმაღლის ზრდასთან ერთად, პირველი კოსმოსური სიჩქარე
იკლებს;
 დედამიწის ზედაპირიდან მცირე სიმაღლეებისათვის პირველი კოსმოსური სიჩქარე
გამოისახება ფორმულებით: v=√ GM/R და v=√ gR;
 დედამიწის ზედაპირის მახლობლად პირველი კოსმოსური სიჩქარე 7,9 კმ/წმ-ის
ტოლია, თუ თანამგზვრს პირველ კოსმოსურ სიჩქარეს მივანიჭებთ, სხეული
დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრად იქცევა.
 თუ თანამგზვრს პირველ კოსმოსურ სიჩქარეზე ნაკლებ სიჩქარეს მივანიჭებთ,ის
დედამიწაზე ჩამოვარდება;
 თუ თანამგზვრს პირველ კოსმოსურ სიჩქარეზე მეტ სიჩქარეს მივანიჭებთ, ის
პარაბოლურ ტრაექტორიაზე იმოძრავებს, მას მეორე კოსმოსური სიჩქარე ჰქვია. იგი
√ 2− ჯერ აღემატება პირველს და დაახლოებით 11,2 კმ/წმ-ის ტოლია;
 იმისათვის, რომ თანამგზავრმა მზის მიზიდულობას თავი დააღწიოს და მზის
სისტემა დატოვოს მას მესამე კოსმოსური სიჩქარე დაახლოებით 16,7 კმ/წმ-ის ტოლი
სიჩქარე უნდა მივანიჭოთ;
 ჰორიზონტალურად და ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულები
ლომიძეს ავს ტატიშვილში არ არის;
 სხეულის ფორმის ცვლილებას დეფორმაცია ეწოდება;
 სხეულის დეფორმაციის მიზეზი მისი ერთი ნაწილის მეორის მიმართ მოძრაობაა;
 ძალას, რომელიც აღიძვრება სხეულის დეფორმაციისას და მიმართულია სხეულის
შემადგენელი ნაწილაკების წანაცვლების საწინააღმდეგოდ, დრეკადობის ძალა
ეწოდება;

You might also like