You are on page 1of 1

მანძილი — სხეულებს შორის დაშორების რიცხვითი (რაოდენობრივი)

აღწერა. მათემატიკაში და ფიზიკაში მანძილიარის მეტრის სკალარულიფუნქცია,


რომელიც არის მანძილის ცნების ყოველდღიური გაგების განზოგადება .
როგორც წესი, „მანძილი A-დან B-მდე“ იგივეა, რაც „მანძილი B-დან A-მდე“.
იმისათვის, რომ შევისწავლოთ როგორ მოძრაობს რაიმე სხეული, უნდა ვიცოდეთ სად
არის ის. ამ ადგილს სხეულის კოორდინატი ეწოდება. წრფივად მოძრავი სხეულის
მოძრაობის ილუსტრაციისთვის შეგიძლია გამოიყენოთ რიცხვითი ღერძი . სადაც სხეული
შესაძლოა იყოს როგორც სათავის მარცხნივ, ასევე სათავის მარჯვნივ. საწყის პოზიციად
მიჩნეულია რიცხვითი ღერძის სათავე.
როდესაც სხეული მოძრაობს, ჩვენ ხშირად მის გადაადგილებას მოვიხსენიებთ,
როგორც მანძილს. მანძილის გასაგებად არ არის საჭირო საწყისი კოორდინატისა და
მიმართულების ცოდნა. თუ ავტომობილი 50 კილომეტრს გაივლის, გავლილი მანძილი 50
კილომეტრია, მიუხედავად იმისა საიდან იწყებს მოძრაობას და როგორია მოძრაობის
მიმართულება. ამასთან, თუ გვსურს ვიპოვოთ მანქანის საბოლოო მდებარეობა
(კოორდინატი), მხოლოდ გავლილი მანძილი არ მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ
ის. უნდა ვიცოდეთ საწყისი კოორდინატი და მოძრაობის
მიმართულება. სხეულის მდებარეობის ცვლილებას მექანიკური მოძრაობა
ეწოდება, გადაადგილება კი გამოსახავს უმოკლეს მანძილს საწყის და საბოლოო
კოორდინატებს შორის. გადაადგილება არის ვექტორული სიდიდე და ვექტორები
განხილულია თავში "ვექტორები".

მანძილის ფორმულაა, სიჩქარე გამრავებული დროზე.

s=v*t

You might also like