You are on page 1of 6

ფიზიკის შესავალი II

საგამოცდო საკითხები
1.სიგრძის, დროის, მასის, იმპულსის, ძალის, ენერგიის ძირითადი ერთეულები.
ამ სიდიდეებიდან აღნიშნეთ რომელია ვექტორული და რომელი სკალარული სიდიდეები?
2. გადატანითი მოძრაობა, ნივთიერი წერტილი. ტრაექტორიის, გავლილი მანძილის და
გადაადგილების განმარტებები ნივთიერი წერტილისათვის. (მოიყვანეთ განმარტებითი
ნახაზი)
3. წრფივი თანაბარი მოძრაობა, სიჩქარე და სიჩქარის ერთეული (განმარტებები).
კოორდინატის და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები წრფივი თანაბარი
მოძრაობისას. როგორ გამოითვლება გადაადგილება სიჩქარის გრაფიკის მიხედვით?
4. წრფივი არათანაბარი მოძრაობა და საშუალო სიჩქარე (განმარტებები).თუ გზის პირველ
v v
ნახევარზე ავტომობილის სიჩქარე იყო 1 და მეორე ნახევარზე 2 , მაშინ რისი ტოლი იქნება
საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე. გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულა.
5. რას ეწოდება წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა, აჩქარება და მისი ერთეული.
დაწერეთ თანაბარაჩქარებული მოძრაობის კინემატიკის განტოლებები: x(t) = ?, vx(t) =?, ax(t)
=? დახაზეთ სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი თანაბარაჩქარებული მოძრაობის
დროს და გამოიყვანეთ გადაადგილების ფორმულა. რა არის გადაადგილების გეომეტრიული
შინაარსი?
6. დახაზეთ კოორდინატის, სიჩქარის და აჩქარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები
წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობისას დადებითი აჩქარების შემთხვევაში.დახაზეთ
კოორდინატის, სიჩქარის და აჩქარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები წრფივი
თანაბარაჩქარებული მოძრაობისას უარყოფითი აჩქარების შემთხვევაში.
7. რას ეწოდება სხეულთა თავისუფალი ვარდნა და რისი ტოლია მისი აჩქარება. რა ძალა
ანიჭებს სხეულს ამ აჩქარებას? (დაწერეთ განმარტებები და შესაბამისი
ფორმულები).გამოთვალეთ რა დროში ჩამოვარდება უსაწყისო სიჩქარით ვარდნილი სხეული
h სიმაღლიდან?
8. დაწერეთ
v0  0 საწყისი სიჩქარით ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის ასვლის
h  t   ?, v  t   ?
სიმაღლისა და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულები როგორი
აჩქარებით მოძრაობს სხეული? რა დროში მიაღწევს სხეული მაქსიმალურ სიმაღლეს და რისი
ტოლია ეს სიმაღლე? (გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულები). ჩათვალეთ რომ თავისუფალი
ვარდნის აჩქარება ცნობილია.
9. საით არის მიმართული და რისი ტოლია r რადიუსიან წრეწირზე  კუთხური სიჩქარით
თანაბრად მბრუნავი ნივთიერი წერტილის სიჩქარე და აჩქარება? შეასრულეთ განმარტებითი
ნახაზი და გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულები.
10. რას ეწოდება ბრუნვის პერიოდი, სიხშირე და კუთხური სიჩქარე წრეწირზე თანაბარი
ბრუნვისას, გამოიყვანეთ მათ შორის დამოკიდებულების ფორმულები.
11. რას ეწოდება ათვლის ინერციული სისტემა.დაწერეთ გალილეის გარდაქმნის ფორმულები
ერთი ინერციული სისტემიდან მეორეში გადასვლის დროს. გამოიყვანეთ სიჩქარის შეკრების
კანონი ერთი ინერციული სისტემიდან მეორეზე გადასვლის დროს.
12. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის პირველი, მეორე და მესამე კანონები. რა სისტემაში სრულდება
ეს კანონები.
13. რა არის სხეულის ინერტულობა, რა ფიზიკური სიდიდით ხასიათდება და რა არის მისი
ერთეული?
14. რას ეწოდება ძალა მექანიკაში, რა არის მისი ერთეული, ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მეორე
კანონი. საით არის მიმართული სხეულის აჩქარება? ძალების შეკრების კანონი. მოიყვანეთ
მაგალითი.
15. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი და დაწერეთ შესაბამისი
ფორმულა. გრავიტაციული მუდმივას ფიზიკური აზრი. ნიუტონის მსოფლიო
მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე გამოიყვანეთ თავისუფალი ვარდნის აჩქარების
გამოსათვლელი ფორმულა. რა სიდიდეებზეა ის დამოკიდებული? როგორ იცვლება
თავისუფალი ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირიდან h სიმაღლეზე ასვლისას?
დაწერეთ შესაბამისი ფორმულა.
16. სხეულის დეფორმაცია (განმარტება). დრეკადობის ძალა და ჰუკის კანონი. რაზეა
დამოკიდებული სიხისტის კოეფიციენტი და რა არის მისი ერთეული? რა შემთხვევაში
სრულდება ჰუკის კანონი?
17. რას ეწოდება უძრაობის, სრიალის და გორვის ხახუნის ძალა? საით არის სრიალის
ხახუნის ძალა მიმართული და რას უდრის მისი სიდიდე? რაზეა დამოკიდებული ხახუნის
კოეფიციენტი?
18. დახრილ სიბრტყეზე მოსრიალებს სხეული. აღწერეთ სქემატურად (გააკეთეთ
განმარტებითი ნახაზი) დახრილ სიბრტყეზე მოსრიალე სხეულზე მოქმედი ძალები და მათი
მიმართულებები. გამოთვალეთ ამ სხეულის აჩქარება თუ დახრის კუთხეა  და ხახუნის
კოეფიციენტი  .
v
19. როგორია ჰორიზონტისადმი  კუთხით 0 საწყისი სიჩქარით გასროლილი სხეულის
მოძრაობის ხასიათი ჰორიზონტალური ღერძის გასწვრივ? ვერტიკალური ღერძის გასწრვივ?
v v
დაწერეთ სიჩქარის x და y ასევე კოორდინატების x და y დროზე დამოკიდებულების
ფორმულები. შეასრულეთ განმარტებითი ნახაზი (გასროლის წერტილი მივიჩნიოთ
კოორდინატთა ათვლის სათავედ x ღერძი მიმართულია ჰორიზონტალურად , ხოლო y
ღერძი ვერტიკალურად ზევით) და გამოიყვანეთ სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის
განტოლება.
20. დაწერეთ ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის სიჩქარის და კოორდინატების
ჰორიზონტალური და ვერტიკალური მდგენელების ცვლილების ხასიათი დროში თუ
v0 საწყისი სიჩქარით h სიმაღლიდან (იხ.ნახაზი). როგორი
სხეული გასროლილია
აჩქარებით მოძრაობს ეს სხეული? რა დროში და l მანძილზე დაეცემა სხეული დედამიწაზე?
(გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულები). გამოიყვანეთ სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის
განტოლება.
21. რას ეწოდება სხეულის იმპულსი. დაწერეთ მისი ფორმულა. რა არის იმპულსის
ერთეული. ჩამოაყალიბეთ იმპულსის შენახვის კანონი სხეულთა ჩაკეტილი სისტემისათვის
და მოიყვანეთ შესაბამისი ფორმულა. ნიუტონის მეორე და მესამე კანონის გამოყენებით
აჩვენეთ, რომ სრულდება იმპულსის შენახვის კანონი ორი სხეულისგან შემდგარი
ჩაკეტილი სისტემისთვის.
22. რას ეწოდება ძალის იმპულსი. რა კავშირია სხეულის იმპულსსა და მასზე მოქმედ ძალის
იმპულსს შორის? დაწერეთ ნიუტონის მეორე კანონი იმპულსის გამოყენებით და ახსენით
მისი შინაარსი.
23. განმარტეთ მექანიკური მუშაობა ვექტორების სკალარული ნამრავლის საშუალებით.
(განმარტება და შესაბამისი ფორმულა). მუშაობის ერთეული. როდის არის მუშაობა
დადებითი და როდის უარყოფითი, ნულის ტოლი? ორი ვექტორის სკალარული ნამრავლი
(განმარტება და შესაბამისი ფორმულა).
24. რას ეწოდება სხეულის კინეტიკური ენერგია. მისი შესაბამისი ფორმულა, ერთეული.
როგორ გამოითვლება სხეულზე მოქმედი ძალების მიერ შესრულებული მუშაობა
კინეტიკური ენერგიის საშუალებით. (გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულა)
25. რა მუშაობა უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ k სიხისტის ზამბარა x მანძილით
გავჭიმოთ. რისი ტოლია მისი პოტენციური ენერგია? (გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულა)
26. რა მუშაობა უნდა შევასრულოთ რომ m მასის სხეული h სიმაღლეზე ავიტანოთ?
(გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულა) რისი ტოლია მისი პოტენციური ენერგია? გამოიყვანეთ
სიმძიმის ძალის მუშაობის ფორმულა, როდესაც სხეული h1 სიმაღლიდან h2 სიმაღლემდე
ვარდება. როგორ არის დაკავშირებული ეს მუშაობა სხეულის პოტენციური ენერგიის
ცვლილებასთან?
27. რა არის სხეულის წონა? რას უდრის სხეულის წონა ლიფტში, თუ ლიფტი გაჩერებულია
და სხეულის მასაა m ? როგორ შეიცვლება და რისი ტოლი გახდება სხეულის წონა როდესაც
ლიფტი დაიწყებს ზევით a აჩქარებით მოძრაობას?როგორ შეიცვლება და რისი ტოლი
გახდება სხეულის წონა როდესაც ლიფტი დაიწყებს ქვევით a აჩქარებით მოძრაობას?
(გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულები)
28. რას ეწოდება სხეულის კინეტიკური ენერგია, პოტენციური ენერგია? მათი ერთეული.
დაწერეთ მუშაობის გამოსათვლელი ფორმულა კინეტიკური ენერგიის საშუალებით,
პოტენციური ენერგიის საშუალებით. ამის საფუძველზე დაამტკიცეთ ენერგიის შენახვის
კანონი.
29. რას ეწოდება სიმძლავრე? დაწერეთ სიმძლავრის ფორმულა. რა არის სიმძლავრის
ერთეული? გამოიყვანეთ როგორ არის დაკავშირებული ავტომობილის ძრავის სიმძლავრე
წევის ძალასათან და სიჩქარესთან მუდმივი სიჩქარით მოძრაობისას?
30. სხეულის მასა (განმარტება). მასის ერთეული. როგორ განისაზღვრება სხეულის
სიმკვრივე? დაწერეთ შესაბამისი ფორმულა. რა არის სიმკვრივის ერთეული?
31. როგორ განისაზღვრება წნევა და რა არის მისი ერთეული? რა არის ატმოსფერული წნევა
და მისი მიზეზი? ახსენით როგორ იცვლება ატმოსფერული წნევა სიმაღლის ზრდასთან
ერთად? როგორ არის დამოკიდებული წყლის დუღილის ტემპერატურა ატმოსფერულ
წნევაზე? (პასუხები დაასაბუთეთ).
32. რისი ტოლია წნევა რომელსაც აწარმოებს სითხე ცილინდრული ჭურჭლის ფსკერზე თუ
სითხის სვეტის სიმაღლეა h , ხოლო სიმკვრივე  . (გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულა). რა
ეწოდება ამ წნევას? ჩამოაყალიბეთ პასკალის კანონი. რა არის ზიარჭურჭელი? გამოიყვანეთ
ზიარჭურჭელის კანონი ერთგვაროვანი და არაერთგვაროვანი სითხეებისათვის. ახსენით
ჰიდრავლიკური წნეხის მუშაობის პრინციპი.
33. გამოიყვანეთ რისი ტოლია სითხეში ჩაძირულ სხეულზე მოქმედი ამომგდები ძალა და
საით არის ის მიმართული. ჩამოაყალიბეთ არქიმედეს კანონი, მოიყვანეთ ფორმულა და
განმარტეთ მასში შემავალი სიდიდეები. ჩამოაყალიბეთ სხეულთა ცურვის პირობები
ძალებისთვის და სიმკვრივეებისათვის.
34. რა არის დიფუზია? როგორ არის დამოკიდებული დიფუზიის სიჩქარე ტემპერატურაზე
და ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობაზე?
რა არის ბროუნის მოძრაობა? როგორ არის დამოკიდებული ბროუნის მოძრაობის
ინტენსივობა ტემპერატურაზე?
35. რა არის მოლი, მოლური მასა. რას გვიჩვენებს და რისი ტოლია ავიგადროს მუდმივა. რა
კავშირია სხეულის  ნივთიერების რაოდენობასა, m მასასა და M მოლურ მასას შორის?
როგორ არის დაკავშირებული M მოლური მასა ერთი მოლეკულის მასასთან
m0 და

ავოგადროს მუდმივასთან N A .
36. რას ეწოდება იდეალური აირი? დაწერეთ იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება
(მენდელეევ-კლაპეირონის განტოლება). დაასახელეთ მასში შემავალი ყველა სიდიდე.
37. იზოთერმული, იზობარული და იზოქორული პროცესების განმარტებები. ამ პროცესების
შესაბამისი განტოლებები და გრაფიკები. ჩამოაყალიბეთ თერმოდინამიკის პირველი კანონი
იზოპროცესებში. (მოიყვნეთ შესაბამისი ფორმულები)
38. ჩამოაყალიბეთ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი დებულებები.
როგორ არის დაკავშირებული იდეალური აირის წნევა აირის მოლეკულების გადატანითი
მოძრაობის საშუალო კინეტიკურ ენერგიასთან? (მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის
ძირითადი განტოლება) რისი ტოლია ერთატომიანი იდეალური აირის ერთი ატომის
საშუალო კინეტიკური ენერგია? მოიყვანეთ შესაბამისი ფორმულები.
39. ჩამოაყალიბეთ თერმოდინამიკის პირველი კანონი.
რას არის სხეულის შინაგანი ენერგია? როგორ შეიძლება შევცვალოთ სხეულის შინაგანი
ენერგია? ერთატომიანი იდეალური აირის შინაგანი ენერგია. (გამოიყვანეთ შესაბამისი
ფორმულა) თუ სხეულის სითბოტევადობაა C , მაშინ სითბოს რა რაოდენობაა საჭირო ამ
სხეულის t1 ტემპერატურიდან t2 ტემპერატურამდე გასათბობად? რა შემთხვევაში ასრულებს
აირი მუშაობას? მოიყვანეთ შესაბამისი ფორმულები.
40. რამდენი სახეობის მუხტი არსებობს? ჩამოაყალიბეთ წერტილოვან მუხტებს შორის
ურთიერთქმდების კანონი (კულონის კანონი). ახსენით რა მსგავსებაა და რა განსხვავება
მსოფლიო მიზიდულობის ძალასა და კულონური ურთიერთქმედების ძალას შორის.
41. როგორ განისაზღვრება ელექტრული ველის დაძაბულობა. დაწერეთ შესაბამისი
ფორმულა. ელექტრული ველის დაძაბულობის ერთეული. განმარტეთ ელექტრული ველის
ძალწირები. შეასრულეთ განმარტებითი ნახაზები. ელექტრული ველის სუპერპოზიციის
პრინციპი.
42. გამოთვალეთ წერტილოვანი მუხტის ელექტრული ველის დაძაბულობა? დაწერეთ
შესაბამისი ფორმულა. საით არის მიმართული წერტილოვანი მუხტის ელექტრული ველის
დაძაბულობა. დახაზეთ წერტილოვანი მუხტის ველის ძალწირები.
43. რა არის ელექტრული დენი. როგორ განისაზღვრება მუდმივი დენის ძალა. დაწერეთ
შესაბამისი ფორმულა. რა არის დენის ძალის განზომილება და ერთეული.
44. ჩამოაყალიბეთ ომის კანონი წრედის უბნისათვის. როგორ არის დამოკიდებული
გამტარის წინაღობა გამტარის სიგრძეზე და განივკვეთის ფართობზე? როგორაა
დამოკიდებული გამტარის წინაღობა ტემპერატურაზე? განიხილეთ გამტარების
მიმდევრობითი და პარალელური შეერთება და გამოიყვანეთ წინაღობის გამოსათვლელი
ფორმულები გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთების დროს, ყველა
შემთხვევისთვის დაწერეთ შესაბამისი ფორმულები.
45. რისი ტოლია ერთგვაროვან ელექტრულ ველში ერთი წერტილიდან მეორე წერტილში
მუხტის გადატანისას შესრულებული მუშაობა? როგორ განისაზღვრება ელექტროსტატიკური
ველის პოტენციალი? როგორ არის დაკავშირებული ელექტროსტატიკური ველის მუშაობა
ორ წერტილს შორის პოტენციალთა სხვაობასთან (ძაბვასთან)? დენის მუშაობა და
სიმძლავრე. ჯოულ-ლენცის კანონი(გამოყვანით) . მოიყვანეთ შესაბამისი ფორმულები.
46. რას ეწოდება რხევითი მოძრაობა მექანიკაში. რას ეწოდება თავისუფალი და იძულებითი
რხევა. მოიყვანეთ მაგალითები. მექანიკური რხევითი მოძრაობის დამახასიათებელი
სიდიდეები. რას ეწოდება რხევის ამპლიტუდა, პერიოდი და სიხშირე? რა ერთეულებში
იზომება რხევის ამპლიტუდა, პერიოდი და სიხშირე? რას ეწოდება ჰარმონიული რხევები.
დაწერეთ კოორდინატის დროზე დამოკიდებულების განტოლება ჰარმონიული რხევებისას.
განმარტეთ მასში შემავალი სიდიდეები.
47. აღწერეთ ზამბარაზე გამობმული სხეულის (ზამბარიანი ქანქარას) რხევითი მოძრაობა
(ხახუნის გარეშე). რა ძალის მოქმედებით ხდება ეს რხევითი მოძრაობა.
დაწერეთ ზამბარიანი ქანქარას მოძრაობის განტოლება (კოორდინატის დროზე
დამოკიდებულება) და ენერგიის შენახვის კანონი.
დაწერეთ ზამბარიანი ქანქარას პერიოდის გამოსათვლელი ფორმულა. რა სიდიდეებზეა ის
დამოკიდებული?
48. რას ეწოდება მათემატიკური ქანქარა. რა ძალების მოქმედებით ხდება, მათემატიკური
ქანქარას რხევითი მოძრაობა? დაწერეთ მათემატიკური ქანქარას პერიოდის გამოსათვლელი
ფორმულა. რა სიდიდეებზეა ის დამოკიდებული?
49. რას ეწოდება მექანიკური ტალღა. როგორი სახის მექანიკური ტალღები არსებობს? რას
ეწოდება მექანიკური ტალღის სიგრძე და და სიჩქარე. დაწერეთ მათ შორის
დამოკიდებულების ფორმულა.
50. რას ეწოდება ბგერითი ტალღები? რას ეწოდება ულტრაბგერა, ინფრაბგერა? ვრცელდება
თუ არა ბგერითი ტალღა ვაკუუმში? როგორაა დამოკიდებული ბგერითი ტალღის
გავრცელების სიჩქარე გარემოს გვარობაზე და ტემპერატურაზე?
51. რას შეისწავლის ოპტიკა? რას ეწოდება სინათლის სხივი? დაასახელეთ სინათლის
ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები. ჩამოაყალიბეთ ერთგვაროვან გარემოში სინათლის
გავრცელების კანონი. ახსენით როგორ მიიღება მკვეთრი და არამკვეთრი ჩრდილები?
მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზები.
52. რას ეწოდება სინათლის არეკვლა? რას ეწოდება სინათლის სხივის დაცემის კუთხე,
არეკვლის კუთხე. სინათლის არეკვლის კანონი. სარკული და დიფუზიური არეკვლა. ააგეთ
წერტილოვანი სინათლის წყაროს გამოსახულება ბრტყელ სარკეში. მოიყვანეთ
განმარტებითი ნახაზები.
53. რას ეწოდება სინათლის გარდატეხა.რას ეწოდება გარდატეხის კუთხე? სინათლის
გარდატეხის კანონი. სინათლის გარდატეხის მაჩვენებლის განსაზღვრა და ფიზიკური აზრი.
სრული შინაგანი არეკვლა. გამოიყვანეთ ზღვრული კუთხის გამოსათვლელი ფორმულა.
მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზები.
54. რას ეწოდება ლინზა. რას ეწოდება თხელი ლინზა. შემკრები და გამბნევი ლინზები. რას
ეწოდება ლინზის მთავარი ოპტიკური ღერძი? რას ეწოდება ლინზის ოპტიკური ცენტრი. რას
ეწოდება ლინზის ფოკუსი და ფოკუსური მანძილი. რას ეწოდება ლინზის ოპტიკური ძალა?
მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზები.
55. როგორ უნდა ავაგოთ გამოსახულება ლინზაში. გამოიყვანეთ თხელი ლინზის ფორმულა.
აღწერეთ ამ ფორმულაში შემავალი სიდიდეები. რას ეწოდება ლინზის გადიდება? მოიყვანეთ
განმარტებითი ნახაზები.
56. ატომის აგებულება ტომსონის და რეზერფორდის (პლანეტარული) მოდელის მიხედვით.
რისგან შედგება ატომი პლანეტარული მოდელის მიხედვით? დაასახელეთ ატომში შემავალი
ნაწილაკები და მათი მუხტები. რა ძალები განაპირობებს ამ ნაწილაკების ურთიერთქმედებას?

You might also like