You are on page 1of 3

ფიზიკის შესავალი

I შუალედური გამოცდის საკითხები


1. სიგრძის დროის და მასის ძირითადი ერთეულები.
2. ტრაექტორიის, გავლილი მანძილის და გადაადგილების განმარტებები.
3. გადატანითი მოძრაობა, ნივთიერი წერტილი (განმარტებები).
4. წრფივი თანაბარი მოძრაობა, სიჩქარე და სიჩქარის ერთეული. (განმარტებები)
5. კოორდინატის და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების გრაფიკები წრფივი
თანაბარი მოძრაობისას.
6. წრფივი არათანაბარი მოძრაობა და საშუალო სიჩქარე (განმარტებები).
7. წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა, აჩქარება და მისი ერთეული
(განმარტებები).
8. დაწერეთ თანაბარაჩქარებული მოძრაობის კინემატიკის განტოლებები. x(t) = ?, vx(t) =
?, ax(t) = ?
9. დახაზეთ კოორდინატის, სიჩქარის და აჩქარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები
წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობისას დადებითი აჩქარების შემთხვევაში.
10. დახაზეთ კოორდინატის, სიჩქარის და აჩქარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკები
წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობისას უარყოფითი აჩქარების შემთხვევაში.
11. რას ეწოდება სხეულთა თავისუფალი ვარდნა და რისი ტოლია მისი აჩქარება.
12. დაწერეთ საწყისი სიჩქარით ვერტიკალურად ზევით ასროლილი სხეულის ასვლის
სიმაღლისა და სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულები
ჩათვალეთ რომ თავისუფალი ვარდნის აჩქარება ცნობილია.
13. საით არის მიმართული და რისი ტოლია რადიუსიან წრეწირზე კუთხური სიჩქარით
თანაბრად მბრუნავი ნივთიერი წერტილის სიჩქარე და აჩქარება? (შეასრულეთ განმარტებითი
ნახაზი)
14.დაწერეთ ცენტრისკენული აჩქარების ფორმულა რადიუსიან წრეწირზე ნივთიერი
წერტილის თანაბარი მოძრაობის დროს თუ არის ბრუნვათა რიცხვი დროში.
15. რას ეწოდება ბრუნვის პერიოდი, სიხშირე და კუთხური სიჩქარე წრეწირზე თანაბარი
ბრუნვისას, დაწერეთ მათ შორის დამოკიდებულების ფორმულები.
16. რას ეწოდება ათვლის ინერციული სისტემა. დაწერეთ გალილეის გარდაქმნის
ფორმულები ერთი ინერციული სისტემიდან მეორეში გადასვლის დროს.
17. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის პირველი კანონი. რომელი ათვლის სისტემის მიმართ
სრულდება ეს კანონი?
18. რა არის სხეულის ინერტულობა, რა ფიზიკური სიდიდით ხასიათდება და რა არის მისი
ერთეული?
19. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მეორე კანონი და დაწერეთ შესაბამისი ფორმულა.
20. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მესამე კანონი.
21. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი და დაწერეთ შესაბამისი
ფორმულა. გრავიტაციული მუდმივას ფიზიკური შინაარსი.
22. რას ეწოდება სიმძიმის ძალა. ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან
გამოიყვანეთ მიზიდულობის ძალის ფორმულა.
23. ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე გამოიყვანეთ
თავისუფალი ვარდნის აჩქარების გამოსათვლელი ფორმულა. როგორ იცვლება თავისუფალი
ვარდნის აჩქარება დედამიწის ზედაპირიდან სიმაღლეზე ასვლისას. რა სიდიდეებზეა ის
დამოკიდებული?
24. დრეკადობის ძალა და ჰუკის კანონი. რას არის ზამბარის სიხისტის კოეფიციენტი, რაზეა
ის დამოკიდებული და მისი ერთეული.
25. რას ეწოდება სრიალის ხახუნის ძალა, საით არის ის მიმართული და რას უდრის მისი
სიდიდე? დადებითია თუ უარყოფითი სრიალის ხახუნის ძალის მიერ შესრულებული
მუშაობა? (ახსენით რატომ).
26. აღწერეთ სქემატურად დახრილ სიბრტყეზე მოთავსებულ სხეულზე (იხ. ნახაზი)
მოქმედი ძალები და მათი მიმართულებები (მიუთითეთ ნახაზზე). (ისრით
ნაჩვენებია სხეულის მოძრაობის მიმართულება). რომელი ძალის მიერ
შესრულებული მუშაობა არის დადებითი, რომლის უარყოფითი, ნულის ტოლი.

27. როგორია ჰორიზონტისადმი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობის ხასიათი


ჰორიზონტალური ღერძის გასწვრივ? ვერტიკალური ღერძის გასწრვივ? მოიყვანეთ
სხეულის კოორდინატების დროზე დამოკიდებულების ფორმულები. დაწერეთ
სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის განტოლება. მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზი.
28. აღწერეთ ჰორიზონტალურად გასროლილი სხეულის სიჩქარის ჰორიზონტალური
და ვერტიკალური მდგენელების ცვლილების ხასიათი დროში. როგორი აჩქარებით
მოძრაობს ეს სხეული? დაწერეთ კოორდინატების დროში ცვლილების განტოლებები.
აქედან გამომდინარე გამოიყვანეთ სხეულის მოძრაობის ტრაექტორიის
განტოლება.მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზი.
29. რას ეწოდება პირველი კოსმოსური სიჩქარე. ნიუტონის მეორე და მსოფლიო
მიზიდულობის კანონიდან გამომდინარე გამოიყვანეთ მისი გამოსათვლელი
ფორმულა.
30. რას ეწოდება სხეულის იმპულსი, დაწერეთ მისი შესაბამისი ფორმულა.იმპულსის
ერთეული.
31. რას ეწოდება ძალის იმპულსი. რა კავშირია სხეულის იმპულსსა და ძალის
იმპულსს შორის. ჩამოაყალიბეთ ნიუტონის მეორე კანონი იმპულსის გამოყენებით.
32. ჩამოაყალიბეთ იმპულსის შენახვის კანონი სხეულთა სისტემისათვის.
ნიუტონის მესამე კანონისა და ძალის იმპულსის გამოყენებით აჩვენეთ, რომ
სრულდება იმპულსის შენახვის კანონი ორი სხეულისგან შემდგარი ჩაკეტილი
სისტემისთვის.
33. რას ეწოდება მექანიკური მუშაობა (განმარტება და შესაბამისი ფორმულა).
მუშაობის ერთეული.
34. როდის არის ძალის მიერ შესრულებული მუშაობა დადებითი, როდის
უარყოფითი, ნულის ტოლი? (ახსენით რატომ) მოიყვანეთ განმარტებითი ნახაზი.
35. რას ეწოდება სხეულის კინეტიკური ენერგია. მისი შესაბამისი ფორმულა.
ერთეული.
36. რა მუშაობა უნდა შესრულდეს იმისათვის რომ sixistis zambara
მანძილით გავჭიმოთ. (გამოიყვანეთ შესაბამისი ფორმულა). რისი ტოლია -ით
გაჭიმული -სიხისტის ზამბარის პოტენციური ენერგია?
37. რა მუშაობა უნდა შევასრულოთ რომ მასის სხეული სიმაღლეზე ავიტანოთ?
(გამოიყვანეთ ფორმულა). რისი ტოლია მისი პოტენციური ენერგია?
გამოიყვანეთ სიმძიმის ძალის მუშაობის ფორმულა როდესაც სხეული
სიმაღლიდან სიმაღლემდე ვარდება. დამოკიდებულია თუ არა სიმძიმის ძალის
მუშაობა სხეულის მოძრაობის ტრაექტორიაზე?
38. გამოიყვანეთ სხეულზე მოქმედი ძალის მუშაობის ფორმულა, თუ მასის
სხეულის სიჩქარე მნიშვნელობიდან მნიშვნელობამდე შეიცვალა. როგორ არის
დაკავშირებული ეს მუშაობა კინეტიკურ ენერგიასთან? როდის არის ის დადებითი
და როდის უარყოფითი?
39. როგორ არის დაკავშირებული მუშაობა სხეულის კინეტიკური ენერგიის
ცვლილებასთან? პოტენციური ენერგიის ცვლილებასთან? სიმძიმის ძალის და
დრეკადობის ძალის მაგალითზე ჩამოაყალიბეთ ენერგიის შენახვის კანონი.
(მოიყვანეთ შესაბამისი ფორმულები)
40. რა ეწოდება მანქანის ან მექანიზმის სიმძლავრე და მარგი ქმედების კოეფიციენტი.
სიმძლავრის ერთეული. (განმარტებები და შესაბამისი ფორმულები).

You might also like