You are on page 1of 2

კომპლექსური დავალება: “სხეულის მოძრაობა დახრილ სიბრტყეზე“

საგანი - ფიზიკა

საკითხი/საკითხები -
 აჩქარებულიმოძრაობა, თანაბარაჩქარებული მოძრაობის აჩქარება, გავლილი
მანძილი და გადაადგილება თანაბარაჩქარებული მოძრაობის დროს.
ქვეცნებები: აჩქარება, სიჩქარე, თანაბარაჩქარებული მოძრაობა.
სამიზნე ცნება:
მოძრაობა - შედეგი: (ფიზ.საბ. 2,3,4,5,6,7,8,9,10,11,12)

დავალების პირობა:
სხეულის მოძრაობა დახრილ სიბრტყეზე

თქვენი დავალებაა გამოიკვლიოთ, რომელი სახის მოძრაობას მიეკუთნება დახრილ


სიბრტყეზე მოძრაობა და როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ამ მოძრაობის
მახასიათებელი პარამეტრები. ამისათვის ჩაატარეთ დავალების პირობაში მოცემული
ექსპერიმენტი და მიღებული შედეგები წარმოადგინეთ ppt ელექტრონული
პრეზენტაციის და ვიდეოს სახით (საკმარისია ერთი ცდის ჩატარების ამსახველი
რამდენიმე წამიანი ვიდეო).

დაგეგმეთ და ჩაატარეთ ექსპერიმენტები:


ექსპერიმენტი 1
დახრილ სიბრტყეზე მოძრავი ბურთულის აჩქარების გამოანგარიშება
1. ააწყვეთ დახრილი სიბრტყის მოდელი. შეგიძლიათ გამოიყენოთ კუთხოვანა ან ორი
სწორი ხის ნაჭერი მოათავსოთ ერთმანეთის პარალელურად ისე, რომ მათ შორის მცირე
მანძილი (ღარი) დარჩეს. ამ ღარში უნდა იმოძრაოს ბურთულამ). პირველად აიღეთ
ძალიან მცირე დახრილობა.
2. გაზომეთ დახრილი სიბრტყის სიგრძე ( უმჯობესია მისი სიგრძე იყოს 1,8მ - 2მ
ფარგლებში).
3. აიღეთ ბურთულა, მოათავსეთ უძრავად დახრილი სიბრტყის სათავეში და გაუშვით
ხელი (ისე, რომ არ უბიძგოთ).
4. ტელეფონის წამმზომით აითვალეთ ბურთულის ჩამოსრიალების დრო. (ცდა
ჩაატარეთ 5-ჯერ და დრო აითვალეთ 5-ჯერ, შემდეგ კი აიღეთ ყველა დროის
საშუალო დრო ანუ საშუალო არითმეტიკული);
5. გამოთვალეთ შესაბამისი ფორმულით ბურთულის აჩქარების და საბოლოო სიჩქარის
მნიშვნელობა;
6. 3,4 და 5 პუნქტები გაიმეორეთ კიდევ 2-ჯერ ანუ ცდა ჩაატარეთ კიდევ 2-ჯერ
სიბრტყის სხვადასხვა დახრილობისთვის. (არცერთ ცდაში კუთხე არ აღემატებოდეს 30
გრადუსს)
7. სამივე ცდის გაზომვისა და გამოთვლის შედეგები შეიტანეთ ცხრილში.
8. დახაზეთ ბურთულის სიჩქარის და აჩქარების დროზე დამოკიდებულების
გრაფიკები (3-დან ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით);
ექსპერიმენტი 2
1. კიდევ ჩაატარეთ იგივე ცდა რაც შეიძლება მცირე დახრილობისთვის, მონიშნეთ და
გაზომეთ დახრილ სიბრტყეზე ბურთულას მოძრაობისას პირველ, მეორე და მესამე
წამში გავლილი მანძილები 5 ცდის საშუალო შედეგების მიხედვით და გამოიანგარიშეთ
მათი შეფარდებები, დამრგვალებული მთელი რიცხვის სიზუსტით S1: S2 : S3 =
2. გაზომვისა და გამოთვლის შედეგები შეიტანეთ ცხრილში.
გაზომვებისა და გამოთვლების შედეგები წარმოადგინეთ ppt ელექტრონული
პრეზენტაციის და ვიდეოს სახით.
ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
 როგორი სახის მოძრაობას ასრულებს დახრილ სიბრტყეზე ჩამოსრიალებული
ძელაკი?
 რა სიდიდეებით ხასიათდება ასეთი მოძრაობა?
 რომელი ფორმულები გამოიყენე აჩქარებისა და საბოლოო სიჩქარის
გამოსაანგარიშებლად?
 რაზეა დამოკიდებული დახრილ სიბრტყეზე მოძრაობისას აჩქარება და
საბოლოო სიჩქარე?
 როგორი სახე აქვს ძელაკის სიჩქარისა და აჩქარების დროზე დამოკიდებულების
მიახლოებით გრაფიკებს?
 რომელი განტოლებები გამოიყენეთ ამ გრაფიკების ასაგებად? (დაწერეთ ეს
განტოლებები როგორც ზოგადი, ისე კერძო სახით)
 როგორ თანაფარდობაშია ერთმანეთთან ბურთულის მიერ პირველ, მეორე და
მესამე წამში გავლილი მანძილები?

შესაძლო რესურსები:
 სახელმძღვანელო;
 რვეული;
 კალამი;
 ბრტყელი მყარი 2 მეტრამდე სიგრძის კუთხოვანა ან 2 ზოლი დახრილი
სიბრტყისათვის (მაგ. ფიცარი, პლასტმასი, ლითონის პროფილი)
 ჩამოსასრიალებელი ბურთულა, მცირე ზომის;
 წამმზომი;
 კალკულატორი გამოსათვლელად;
 გრძელი სახაზავი ან საზომი ლენტი (რულონი)
 კომპიუტერი;
 ინტერნეტი;

You might also like