You are on page 1of 8

ავეჯის გადაზიდვა

გრძელვადიანი მიზანი
სამიზნე ცნება - ძალა, ენერგია საკვანძო შეკითხვა - როგორ წარმოჩენთ ძალის გარდაქმნის პროცესს თქვენ
(შედეგი 1.2.3,4). მიერ შექმნილი მარტივი მექანიზმის - ჭოჭონაქის მოდელის გამოყენებით
ქვეცნება - ძალის მომენტი და როგორ დაასაბუთებთ მარტივი მექანიზმების გამოყენების
მექანიკური ენერგია, შინაგანი მიზანშეწონილობას დახრილ სიბრტყის და ჭოჭონაქის მაგალითზე?
ენერგია

თემა - მექანიკური მოვლენები

საკითხი - მარტივი მექანიზმები

ქვესაკითხები
 მექანიკურიმუშაობა
კომპლექსური დავალების იდეა - მოსწავლე ქმნის ჭოჭონაქის მოდელს და
 მარტივი მექანიზმები,
ატარებს კვლევას ძალის გარდაქმნის შესასწავლად, აანალიზებს მარტივი
დახრილი სიბრტყე, ჭოჭონაქი
მექანიზმების - დახრილი სიბრტყის და ჭოჭონაქის გამოყენების ფიზიკურ
 მექანიკურიენერგია
პრინციპებს.
 შინაგანი ენერგია
დავალების პირობა:
 Მარტივი მექანიზმების მქკ
 Მექანიკის ოქროს წესი
ავეჯის გადაზიდვა
ნიკას ოჯახი იცვლის საცხოვრებელ ბინას. მძიმე ავეჯის
გადასატანად დაიქირავეს სატვირთო მანქანა და 2 მუშა. მათ
გაუჭირდათ მასიური ხის კარადის აწევა. ნიკამ დაინახა ეზოში ორი
ფიცარი - 6 მ-იანი და 7,5 მეტრიანი და მუშებს შესთავაზა იდეა,
როგორ დაედოთ 150 კგ-იანი კარადა მანქანის 1,5 მ სიმაღლის ძარაზე.
ნიკამ მუშებს მეორედ შესთავაზა დახმარება, როცა ახალ სახლში
ავეჯის ატანისას კვლავ პრობლემის წინაშე დადგნენ: დიდი
მაცივარი, რომლის მასა იყო 120 კგ, ლიფტში არ შეეტია. როგორ უნდა
აეტანათ იგი მე-3 სართულზე აივნიდან?

მოიფიქრეთ, რა დახმარება შესთავაზა ნიკამ მუშებს ორივე


შემთხვევაში. დაადგინეთ, რა მარტივი მექანიზმების დახმარებით
შეასრულეს მუშებმა სამუშაო. გამოიანგარიშეთ, რა ძალით შეეძლოთ
მუშებს კარადის აწევა 1,5მ სიმაღლეზე ნიკას დახმარებამდე და
დახმარების შემდეგ? მოიგეს თუ არა მუშაობაში დახმარების შემდეგ?
დაამზადეთ დახრილი სიბრტყე და ჭოჭონაქი და აჩვენეთ, რომ
მათი საშუალებით შესაძლებელია ძალაში მოგება. დაგეგმეთ და
ჩაატარეთ მარტივი ექსპერიმენტები დახრილი სიბრტყისა და
ჭოჭონაქის გამოყენებით სხვადასხვა ტვირთის აწევაზე. თქვენი
ვარაუდები, გამოთვლები და კითხვებზე პასუხები წარმოადგინეთ
პრეზენტაციის სახით.

მოსწავლე პრეზენტაციის სახით წარმოადგენს შესასწავლ საკითხს.


სამიზნე ცნების მკვიდრი შეფასების კრიტერიუმი - შეფასების კრიტერიუმი - (კონკრეტულ

1
წარმოდგენები (ზოგადი) კომპლექსურ დავალებაზე
მისადაგებული)
მოსწავლეს შეუძლია: ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს,
რომ:
ძალა ძალა კრიტერიუმი N1

 სხეულებს შორის  იმსჯელოს, რა სახის აღწერეთ რომელი ფიზიკური


ურთიერთქმედება ურთიერთქმედებები სიდიდეებით ხასიათდება დახრილი
ხასიათდება ფიზიკური ხვდება მას სიბრტყით და ჭოჭონაქით (უძრავი და
სიდიდით - ძალით. ბუნებაში განსახილველ მოძრავი) ტვირთის გარკვეულ
ურთიერთქმედების ოთხი მოვლენაში და როგორ სიმაღლეზე ატანის პროცესი და რა
სახე გვხვდება; აღიწერება ეს სახის ურთიერთქმედებებს აქვს ადგილი
 ძალის მოქმედება ურთიერთქმედებები; თქვენ მიერ განხილულ მოვლენაში?
განსაზღვრავს სხეულის  გააანალიზოს, რას ხახუნს ნუ გაითვალისწინებთ (ძალა 1.2)
მოძრაობის ცვლილებას ან/და იწვევს
მის დეფორმაციას, შედეგი კი სხეულზე/სისტემაზე კრიტერიუმი N2
დამოკიდებულია ძალის მოქმედი ძალები და
მოდულზე, მიმართულებასა რაზეა დამოკიდებული რომელი ძალის გათვალისწინება
და მოდების წერტილზე; ძალის მოქმედებით მოგიწევდათ რეალურ პირობებში თქვენ
გამოწვეული შედეგები; მიერ განხილული მოვლენის
ენერგია შესასწავლად? იმსჯელეთ ტვირთის
ენერგიაზე მის უკიდეურეს ზედა და
 ენერგია სისტემის ქვედა მდგომარეობაში. დაადგინეთ,
მდგომარეობის ერთ - ერთი რომელი შიდა და გარე ფაქტორები
ძირითადი განმსაზღვრელია ენერგია განაპირობებს მოძრაობის პროცესში
და ახასიათებს მის მიერ ენერგიების ურთიერთგარდაქმნას და
მუშაობის შესრულების უნარს;  იმსჯელოს, ენერგიაზე, ტვირთის სრული ენერგიის ცვლლებას.
 სისტემის შემადგენელ როგორც სისტემის (ძალა 1.2, ენერგია 1,2,3)
სხეულებს/ნაწილაკებს მდგომარეობის
გააჩნიათ სხვადასხვა სახის განმსაზღვრელ კრიტერიუმი N3
ენერგია, რომელიც ძირითად სიდიდეზე
შესაძლებელია გარდაიქმნას ან/და ამ სისტემის დაადგინეთ, რომელი მარტივი
ერთი სახიდან მეორეში. მუშაობის შესრულების მექანიზმების დახმარებით შეასრულეს
ჩაკეტილი სისტემის სრული უნარზე; მუშებმა სამუშაო ნიკას რეკომენდაციით
ენერგია მუდმივია; და რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ნიკას
  გააცნობიეროს, რჩევა? (ძალა 1.2)
სისტემაში ენერგიის ენერგიის რომელი
გარდაქმნა განპირობებულია სახეებით ხასიათდებიან
შიდა ფაქტორებით, ხოლო განსახილველ
სისტემის სრული ენერგიის მოვლენაში/საკითხში
ცვლილება - გარე მონაწილე სხეულები და
ფაქტორებით. როგორ გარდაქიმნება
ენერგია;

 დაადგინოს, რომელი
შიდა ფაქტორები
განაპირობებს
სისტემაში ენერგიის
გარდაქმნებს და
რომელი გარე

2
ფაქტორები - სისტემის
სრული ენერგიის
ცვლილებას;
კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)
ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
რესურსები/განსახილველი ქეისები:

რესურსი 1. ავეჯის გადაზიდვა_ პირობა გახსენით ჰიპერლინკი


რესურსი 2. ვიდეორგოლი, რა არის ჭოჭონაქი
https://www.youtube.com/watch?v=V9L1eeKjFZU
რესურსი 3. ვიდეორგოლი, რა არის დახრილი სიბრტყე?
https://www.youtube.com/watch?v=sTOWiDDgTIk
რესურსი 4. ვიდეორგოლი, ჭოჭონაქის დამზადება
https://www.youtube.com/watch?v=0z9tE3_svf0

რესურსი 5. მოდელირება:
მოდელირება | CK-12 Foundation (ck12.org)
რესურსი 6. რა არის ფიზიკა #ტელესკოლა, მე-7 წუთიდან - რა არის მოდელი:
https://youtu.be/lah3Zt7-bwc?t=412

კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

სარეკომენდაციო აქტივობა 1: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაეცნენ კომპლექსური დავალების პირობას.


რესურს 1-ს. რესურს 2-ზე და რესურს 3-ზე დაყრდნობით იმსჯელონ, რისთვის იყენებენ ჭოჭონაქს და დახრილ
სიბრტყეს, აქვთ თუ არა ინფორმაცია ჭოჭონაქის და დახრული სიბრტყის სარგებლობის შესახებ

აქტივობა 2. მოდელის გაცნობა: რესურს 4-ზე და რესურს 5-ზე და რესურს 6-ზე დაყრდნობით მოსწავლეები
განიხილავენ, რა არის მოდელი, განიხილავენ მოდელის მაგალითებს. მოსწავლეები მსჯელობენ და ინიშნავენ
რვეულში მოდელის შესაქმნელად საჭირო რესურსს და ეტაპებს. გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, როგორ
შექმნან ისეთი მოდელი, რომელიც პრეზენტაციისას გამოადგებათ. მსჯელობენ, როგორი უნდა იყოს საბოლოო
პრეზენტაცია და რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისათვის, რომ პრეზენტაცია დამაჯერებელი გამოვიდეს.

კომპლექსური დავალების პირობის გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები:

 რა გსმენიათ მარტივი მექანიზმების შესახებ?


 რა ინფორმაციის მოძიება და რა ცოდნა-უნარების შეძენა მოგიწევთ მარტივი მექანიზმების შესასწავლად?
 გიმუშავიათ თუ არა ვირტუალურ ლაბორატორიაში

მოდელის შესახებ

 შეგიქმნიათ თუ არა მოდელი?


 როგორი სახის მოდელი გინახავთ?
 რა იყო წარმოდგენილი თქვენ მიერ ნანახ მოდელზე და რამდენად გამოხატავდა იგი სათქმელს?
 რა უნდა ვიცოდეთ მოდელის შესაქმნელად?

3
 რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ წარმოდგენილი დავალების მიხედვით ჭოჭონაქის მოდელის
შესაქმნელად?
კომპლექსური დავალება
 თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ, რას შეეხება დღეს მოცემული დავალება, რომელზეც რამდენიმე
გაკვეთილის განმავლობაშ უნდა იმუშავოთ?
 მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა


ქვეცნება - ძალის მომენტიმექანიკური ენერგია, შინაგანი ენერგია

ნაბიჯი 1 - შეფასების კრიტერიუმი 1

აღწერეთ რომელი ფიზიკური სიდიდეებით ხასიათდება დახრილი სიბრტყით და ჭოჭონაქით (უძრავი და


მოძრავი) ტვირთის გარკვეულ სიმაღლეზე ატანის პროცესი თეორიულად და რა სახის ურთიერთქმედებებს აქვს
ადგილი თქვენ მიერ განხილულ მოვლენაში? ხახუნს ნუ გაითვალისწინებთ (ძალა 1.2)

რესურსი.1: სახელმძღვანელო: მარტივი მექანიზმები, დახრილი სიბრტყე, ჭოჭონაქები, მექანიკის ოქროს წესი,
მარტივი მექანიზმების მარგი ქმედების კოეფიციენტი;
რესურსი : ვიდეოგაკვეთილი, სილქნეტი, ჭოჭონაქი:
https://www.youtube.com/watch?v=gEyelRZg1ng&t=1s

რესურსი 3: ვიდეოგაკვეთილი: ფიზიკის დრო - ძალის მომენტი. სხეულთა წონასწორობა. მარტივი მექანიზმები
#ტელესკოლა - https://www.youtube.com/watch?v=ahH8Nlm_VLY

რესურსი 4: სიმულაცია დახრილ სიბრტყეზე


https://phet.colorado.edu/sims/cheerpj/the-ramp/latest/the-ramp.html?simulation=the-ramp

რესურსი 5: ვიდეორგოლი - დახრილი სიბრტყე:


Simple Machines: The Inclined Plane – https://www.youtube.com/watch?v=5c4J_PW9wsg&t=260s

რესურსი 6: CK-12-ის სიმულაცია:

https://interactives.ck12.org/simulations/physics/ramp-and-piano/app/index.html

https://interactives.ck12.org/simulations/physics/ramp-and-piano/app/index.html?screen=sandbox

აქტივობა 1: მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ეცნობიან მარტივ მექანიზმებს და მათი გამოყენების


ფიზიკურ პრინციპებს სახელმძღვანელოს, ვიდეოგაკვეთილების, სიმულაციების და ვიდეორგოლის მეშვეობით;

დამხმარე კითხვები:

 რა არის მარტივი მექანიზმი?


 რისთვის გვჭირდება მარტივი მექანიზმები?
 რამდენჯერ გვაძლევს ძალაში მოგებას დახრილი სიბრტყე?(ხახუნის ძალა უგულებელყავით);
 ჩამოაყალიბეთ „ოქროს წესი;“
 რა განსხვავებაა უძრავ და მოძრავ ჭოჭონაქებს შორის?
 გვაძლეევს თუ არა უძრავი ჭოჭონაქი მოგებას მანძილში? ძალაში?
 რა მიზნით იყენებენ უძრავ ჭოჭონაქს?

4
 გვაძლევს თუ არა მოძრავი ჭოჭონაქი მოგებას მანძილში? ძალაში? რამდენჯერ?

აქტივობა 2: მოიძიეთ ოჯახში მარტივი მექანიზმები და აღწერეთ მათი საშუალებით ძალაში/ მანძილში მოგება.
იმსჯელეთ მექანიკის ოქროს წესზე. შეასრულეთ ნახაზები.
დამხმარე კითხვები:
 რომელი მარტივი მექანიზმები მოიძიეთ ოჯახში და რამდენჯერ ვიგებთ ძალაში/ მანძილში მათი
გამოყენებით?

აქტივობა 3: ამოხსენით ამოცანები. თემა: მარტივი მექანიზმები, დახრილი სიბრტყე, ჭოჭონაქები, მექანიკის
ოქროს წესი.

ნაბიჯი 2 - შეფასების კრიტერიუმი 2

რომელი ძალის გათვალისწინება მოგიწევდათ რეალურ პირობებში თქვენ მიერ განხილული მოვლენის
შესასწავლად? იმსჯელეთ ტვირთის ენერგიაზე მის და ზედა და ქვედა მდგომარეობაში. დაადგინეთ, რომელი
შიდა და გარე ფაქტორები განაპირობებს მოძრაობის პროცესში ენერგიების ურთიერთ გარდაქმნას და ტვირთის
სრული ენერგიის ცვლილებას. (ძალა 1.2, ენერგია 1,2,3)

რესურსი 1: ვიდეოგაკვეთილი, სილქნეტი, მარტივი მექანიზმები. მარგი ქმედების კოეფიციენტი


https://www.youtube.com/watch?v=KqtJ0BBF3L4&t=4s

რესურსი 2: ვიდეოგაკვეთილი, სილქნეტი, მარტივი მექანიზმები. მარგი ქმედების კოეფიციენტი (ამოცანები)


https://www.youtube.com/watch?v=ySi7c8qRCDg

რესურსი 3: ვიდეოგაკვეთილი სილქნეტი, ჭოჭონაქი, ამოცანები


https://www.youtube.com/watch?v=6woNfqvXsFw

რესურსი 4: ვიდეოპრეზენტზცია - მარტივი მექანიზმები ყოფა-ცხოვრებაში:


https://www.youtube.com/watch?v=7F-jdeOTqiw

აქტივობა 1: ჩაატარეთ ექსპერიმენტი: დახრილი სიბრტყის მარგი ქმედების კოეფიციენტის განსაზღვრა


საჭირო ხელსაწყოები:
რამდენიმე წიგნი, ფიცარი, დინამომეტრი, საზომი ლენტი ან სახაზავი, ძელაკი
ექსპერიმენტისთვის საჭირო აქტივობები: ძელაკის ფიცრის გასწვრივ დინამომეტრით თანაბრად ასრიალების
პირობებში გამოთვალეთ წევის ძალის მუშაობა და შეადარეთ იგივე ძელაკის ვერტიკალურად ზევით, იგივე
სიმაღლეზე აწევისას ამწევი ძალის მუშაობას.
კვლევითი კითხვები:
 როგორ გამოთვლით ძელაკის ფიცრის გასწვრის ასრიალებისას წევის ძალის მიერ შესრულებულ
მუშაობას?
 როგორ გამოთვლით ძელაკის ვერტიკალურად ზემოთ აწევისას ამწევი ძალის მიერ შესრულებულ
მუშაობას?
 შესრულდა თუ არა მექანიკის „ოქროს წესი“?
 რომელი ძალის გათვალისწინება გვიწევს, იდეალური შემთხვევისგან განსხვავებით, რეალურ პირობებში
წევის ძალის მიერ შესრულებული მუშაობის გამოსათვლელად?
 ცვალეთ დახრილი სიბრტყის სიმაღლე წიგნების საშუალებით და გამოთვალეთ ყველა შემთხვევაში
დახრილი სიბრტყის მარგი ქმედების კოეფიციენტი;
 დახაზეთ შესაბამისი ცხრილი და შეიტანეთ გაზომვების და გამოთვლების შედეგები;
 გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები.

5
დამხმარე კითხვები:

 რეალურ პირობებში ერთნაირია თუ არა მექანიზმზე მოქმედი ძალების მუშაობა?


 გაანალიზეთ, რას ნიშნავს მექანიზმის სარგებლიანობის (ტექნიკური დონის) მახასიათებლის 1-თან
ტოლობა;
 რატომ არის მექანიზმის მქკ ყოველთვის 1-ზე ნაკლები?
 რატომ არის შეუძლებელი მუშაობაში მოგება და რომელი ფუნდამენტური კანონი დაირღვეოდა ამ
შემთხვევაში?
 დახრილის სიბრტყის შეთხვევაში რის შეცვლა განაპირობებს მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდას?
 როგორ არის დაკავშირებული მუშაობა ენერგიის ცვლილებასთან?
 ყოველთვის ინახება თუ არა სისტემის მექანიკური ენერგია? სრული?
 რა შემთხვევაში ირღვევა მექანიკური ენერგიის კანონი?
 არის თუ არა ხახუნი დახრილ სიბრტყეზე სხეულის ასრიალებისას?
 რომელ ენერგიად გარდაიქმნება მექანიკური ენერგია ხახუნის შემთხვევაში?

აქტივობა 2: გაეცანით კომპლექსურ დავალებაში წარმოდგენილ რესურსს ჭოჭონაქის დამზადების შესახებ (ეტაპი
I, რესურსი 4) და დაამზადეთ ჭოჭონაქი - უძრავი და მოძრავი.

აქტივობა 3: მოიფიქრეთ და დაგეგმეთ ექსპერიმენტები იმის გასარკვევად, შენ მიერ დამზადებული ჭოჭონაქი
(უძრავი, მოძრავი) იძლევა თუ არა ძალაში მოგებას.
 ივარაუდეთ, რეალურ პირობებში მარტივი მექანიზმებით ძალის მოგება დაემთხვევა თუ არა
თეორიულად (ფორმულით) გამოთვლილი ძალის მოგების ტოლი?
 რა ექსპერიმენტები დაგეგმე იმის გასარკვევად, გაძლევს თუ არა შენ მიერ დამზადებული ჭოჭონაქი
ძალაში/მანძილში მოგებას?
 რა მოხდა რეალურად, გაძლევს თუ არა ძალაში/მანძილში მოგებას შენ მიერ დამზადებული ჭოჭონაქი
(უძრავი, მოძრავი)?
 როგორ გამოითვლით თქვენ მიერ შექმნილი ჭოჭონაქის (უძრავი, მოძრავი) მარგი ქმედების კოეფიციენტს?
 რა არის თითოეულის მქკ?
 ექსპერიმენტების შედეგებიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებთ, რეალურ პირობებში ძალის მოგება არის
თუ არა თეორიულად გამოთვლილ ძალის მოგების ტოლი? გამართლდა თუ არა თქვენი ვარაუდი?
 რით ახსნით მიღებულ შედეგებს?

დამხმარე კითხვები:
 რეალურად რამდენჯერ ვიგებთ ძალაში მარტივი მექანიზმების გამოყენებით?
 არსებობს თუ არა ღერძთან ხახუნი ჭოჭონაქის შემთხვევაში?
 თუ ერთნაირი ჭოჭონაქები გვაქვს, როდის იქნება სისტემის მქკ უფრო ნაკლები, როდესაც სისტემაში არის
მეტი ჭოჭონაქი თუ ნაკლები?

აქტივობა 4: გაეცანით რესურს 1,2,3,4-ს და ამოხსენით ამოცანები (თემა: მარტივი მექანიზმები, ენერგიის
გარდაქმნა, მქკ)

ნაბიჯი 3 - შეფასების კრიტერიუმი 3

დაადგინეთ, რომელი მარტივი მექანიზმების დახმარებით შეასრულეს მუშებმა სამუშაო ნიკას რეკომენდაციით
და რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ნიკას რჩევა? (ძალა 1.2)

რესურსი/აქტივობა/

6
დამხმარე კითხვები:

 რომელი მარტივი მექანიზმებით შეასრულეს მუშებმა სამუშაო?


 რომელი ფიცარი გამოიყენეს მუშებმა ნიკას რჩევით?
 თქვენი აზრით, როგორ ჯობდა მძიმე კარადის ასრიალება დახრილ სიბრტყეზე?
 კარადას ბორბლები რომ ჰქონოდა, რა შეიცვლებოდა ამით?
 გამოიანგარიშეთ, რა ძალით შეეძლოთ მუშებს კარადის აწევა 1,5მ სიმაღლეზე 6მ-იანი ფიცრით? 7,5 მ-იანი
ფიცრით?
 რომელი ფიცრის გამოყენება ურჩია მათ ნიკამ?
 რამდენჯერ მოიგეს ძალაში ამ შემთხვევაში? რამდენჯერ წააგეს მანძილში?
 რითი შეძლეს მუშებმა მაცივრის ატანა?
 რამდენი და როგორი ჭოჭონაქი დასჭირდებოდათ? (შეასრულეთ ნახაზი)
 გამოადგათ თუ არა მუშებს ნიკას რეკომენდაციები?

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები


კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად

აღწერე, როგორ მიმდინარეობს/წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;


 როგორ გეგმავ/დაგეგმე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი? რას ითვალისწინებდი სამუშაო
პროცესის დაგეგმვისას?
 დაგეხმარა თუ არა პირველადი გეგმა მუშაობის პროცესში?
 რა დეტალებზე აკეთებდი აქცენტს ჭოჭონაქის მოდელის დასამზადებლად?
 წარიმართა თუ არა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი დაგეგმილის შესაბამისად?
 გახდა თუ არა საჭირო თავდაპირველად შემუშავებულ გეგმებში ცვლილებების შეტანა?
 რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
 რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
 რა ფაქტორებმა გამოიწვია/შეუძლია გამოიწვიოს პირველადი დასკვნების გადასინჯვა?
 რა პროდუქტი შექმენით კომპლექსური დავალების სახით?

ახსენი, რატომ შექმენი ჭოჭონაქის მოდელი? რა საკითხის შესახებ გამოხატე შენი ცოდნა კომპლექსური
დავალების საშუალებით?
 რატომ განახორციელეთ კომპლექსური დავალება?
 რა გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს ისახავდით კომლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 ვისთვის და რატომ არის ეს პროდუქტი სასარგებლო და საინტერესო?
 რა იცოდი შესასწავლი საკითხის შესახებ? რა გაიგე ახალი? დამატებით რის გაგებას ისურვებდი?
 რა დასკვნებამდე მიხვედი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რითი დასტურდება შენ მიერ
გაკეთებული დასკვნების მართებულობა/თანმიმდევრულობა?
 რა ხერხები გამოიყენე სასწავლო მასალის უკეთ გასააზრებლად? / კომპლექსური დავალების უკეთ
შესასრულებლად?

რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? რა დაგეხმარათ კომპლექსურ დავალებაზე


მუშაობის პროცესში?
 ვის წინაშე იყავით ანგარიშვალდებული სამუშაო პროცესში (მასწავლებლის, თანაკლასელების)?
 რა საერთო მიზანი გქონდათ შენ და შენს მასწავლებელს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 გქონდათ თუ არა საერთო მიზნები თანაკლასელებთან ერთად? იყო თუ არა საინტერესო და სასიამოვნო
თქვენთვის კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი?

7
 რა გააკეთეთ დამოუკიდებლად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 რა გამოგივიდათ კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 ვინ და როგორ დაგეხმარათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? ვისთან ითანამშრომლეთ
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? (რა დახმარება გაუწიეთ თანაკლასელებს/მასწავლებელს;
რა მხარდაჭერა მიიღეთ მათგან);
 წააწყდით თუ არა კონფლიქტურ სიტუაციებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ
შეძელით კონფლიქტის დარეგულირება?
 წააწყდით თუ არა გაურკვევლობებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გაერკვიეთ
ბუნდოვანებით მოცულ საკითხებში?
 შეხვდით თუ არა განსხვავებულ მოსაზრებებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რამდენად
შეძელით თანამშრომლობა განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან? რა დაგეხმარება, რომ უკეთ
გაიგო თანაკლასელების, მასწავლებლის სათქმელი?
 გააანალიზეთ რა წესებს/კანონებს იცავდით და რატომ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
(მაგალითად, რამდენად მოახერხეთ აზრთა სხვადასხვაობის ვითარებაში ორიენტირებული
ყოფილიყავით პრობლემაზე და არა კომუნიკაციაში ჩართულ ადამიანებზე? რით და როგორ გამოხატავდი
ადამიანების მიმართ პატივისცემას კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში)?
 რით დაგეხმარათ მასწავლებელთან, სხვა მოსწავლეებთან დიალოგი კომპლექსური დავალების
შესრულებაში?
 რით შეიძლება დახმარება გაუწიოს თქვენმა შეკითხვებმა თანაკლასელებს სათქმელის უკეთ
ჩამოყალიბებაში?
 რა ფაქტორები გაითვალისწინე/უნდა გაითვალისწინოთ საიმისოდ, რომ თქვენი კომპლექსური
დავალების პრეზენტაცია მსმენელისთვის გასაგები და მისაღები ყიფოლიყო (მაგ.: ფუნქციური
სამეტყველო ქმედების (თხრობა, აღწერა, მსჯელობა) სწორად შერჩევა, სენსიტიური ნიუანსების წინ
წამოწევა; ჟესტიკულაციის, მიმიკის, არავერბალური სიგნალების გამოყენება)
 გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რაში დაგეხმარათ
ტექნოლოგიების გამოყენება?
 რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
 შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან?
როგორ წარმოაჩენ ამ განსხვავებებს შეკითხვების სახით?
 შეაფასეთ, რამდენად გამოგივიდათ ის, რაც მასწავლებლისგან გქონდათ დავალებული?

You might also like