You are on page 1of 6

შუალედური სასწავლო მიზანი N 1

ბეჭედი

გრძელვადიანი მიზანი შუალედური სასწავლო მიზანი N

სამიზნე ცნება - მატერია საკვანძო შეკითხვა - როგორ ვაჩვენო კვლევით ნაშრომში, თუ როგორ შეიძლება
(შედეგი 1.2.3,4). დავადგინო, რა ნივთიერებისგან არის დამზადებული სხეული?

ქვეცნება - ფიზიკური სხეული,


ნივთიერება, მყარი ნივთიერება,
სითხე, აირი, მოლეკულა, ატომი კომპლექსური დავალების იდეა - შექმენი კვლევითი ნაშრომი, რომელშიც
აჩვენებ, როგორ შეიძლება დაადგინო, რა ნივთიერებისგან არის დამზადებული
თემა - ნივთიერების აგებულება და სხეული.
ფიზიკური თვისებები
საკითხები - მასა, სიმკვრივე, ბეჭედი
აგრეგატული მდგომარეობა, ნინიმ და ანიმ პარკში სეირნობისას ბეჭედი იპოვეს, რომელიც მზეზე
ოქროსფრად ბრწყინავდა. ნინიმ გადაწყვიტა ბეჭედი ოქრომჭედელთან
ნივთიერების აგებულება
წაეღო და დაედგინა, იყო თუ არა ბეჭედი ოქროსი. ანიმ უთხრა, რომ მათ
თავადაც შეეძლოთ ამის დადგენა.
ქვესაკითხები - მასის გაზომვა, როგორ ფიქრობთ, მოახერხებდენ გოგონები გაეგოთ, იყო თუ არა ბეჭედი
მოცულობის გაზომვა, სიმკვრივის ოქროსი?
ექსპერიმენტული დადგენა თქვენი დავალებაა გამოიკვლიოთ, როგორ შეიძლება გავიგოთ, რა
ნივთიერებისგან არის დამზადებული მოცემული ფიზიკური სხეული.
ჩაატარეთ კვლევა, შექმენით კვლევითი ნაშრომი.

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები შეფასების კრიტერიუმი - (ზოგადი) შეფასების კრიტერიუმი - (კონკრეტულ
კომპლექსურ დავალებაზე მისადაგებული)
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ: მოსწავლეს შეუძლია: ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
მატერია 1. გააცნობიეროს, მატერიის რომელი 1) როგორ შეიძლება არაწესიერი
1. ყველაფერი რაც ჩვენ გარშემო სახეები ხვდება მას, განსახილველ გეომეტრიული ფორმის სხეულის
არსებობს მატერიაა. იგი ორი სახისაა: საკითხში, რისგან შედგება
ნივთიერება, რომელიც მის მიერ
მოცულობის დადგენა და სხეულის მასის
ნივთიერება და ველი. ყველა
განსახილველ საკითხში ექსპერიმენტული განსაზღვრა, სითხის
ნივთიერება შედგება ნაწილაკებისაგან
მონაწილეობს; რა თვისებებს ვიყენებთ მოცულობის
- მოლეკულებისა და ატომებისგან;
დადგენისას (მატერია 1, 2)
2. გააანალიზოს, რა
2. ნივთიერების ფიზიკური თვისებები დამოკიდებულებაა განსახილველ
დამოკიდებულია მის შემადგენელ საკითხში წარმოდგენილი 2) როგორ შეგვიძლია ექსპერიმენტულად
ნაწილაკებზე და სტრუქტურაზე, ნივთიერების თვისებებსა და მის განვსაზღვროთ ნივთიერების სიმკვრივე.
ხოლო ველის ფიზიკური თვისებები - სტრუქტურას შორის, რა როგორ შეიძლება გაზომილი სიმკვრივის
ველის შემქნელი ობიექტების დამოკიდებულებაა განსახილველ მიხედვით დავადგინოთ, რა
მოძრაობასა და განლაგებაზე; საკითხში არსებული ველის
ნივთიერებისგან იყო დამზადებული
თვისებებსა და ველის შემქმნელი
ობიექტების ბეჭედი (მატერია 2, 3).
3. მატერიის ფიზიკური თვისებები
შეიძლება შეიცვალოს შიდა/გარე განლაგებას/მოძრაობას შორის;
ფაქტორებით. ეს თვისებები და მათი
ცვლილება ხასიათდება ფიზიკური 3. იმსჯელოს, რომელი გარე/შიდა
ფაქტორები განაპირობებს
სიდიდეებით, რომლებიც იზომება
მატერიის ფიზიკური თვისებების
ცდის მეშვეობით.
ცვლილებებს და რომელი ფიზიკური
სიდიდეებით ხასიათდება მატერიის
ეს თვისებები და მათი ცვლილება.

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)


ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
რესურსები/განსახილველი ქეისები:

რესურსი 1. სამეცნიერო კვლევა


https://ka.khanacademy.org/science/biology/intro-to-biology/science-of-biology/a/the-science-of-biology
რესურსი 2. კვლევითი ნაშრომი
https://emis188-my.sharepoint.com/:w:/g/personal/glomidze_mes_gov_ge/EW2hU4w7fLdEuiIr2OuzPU8BnN4XB9_9EIeT_ptxZRly6Q?
e=8jG6v6
რესურსი 3. არქიმედეს ცნობილი ლეგენდა „ევრიკა“. როგორ უკავშირდება წინამდებარე კომპლექსურ დავალებას.
ბეჭედი - მულტფილმი ოქროს გვირგვინზე.mp4
რესურსი 4. სამოტივაციო ვიდეორგოლი - მყარი სხეულის მოცულობის გაზომვა
საძიებო ფრაზა „Measuring the Volume of a Solid“
https://www.youtube.com/watch?v=fh4WcyusoCc

კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა


სარეკომენდაციო აქტივობა: რესურს 3 და 4 -ზე დაყრდნობით, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაეცნონ
არაწესიერი გეომეტრიული ფორმის სხეულის სიმკვრივის განსაზღვრის იდეას, შეადარონ არქიმედეს ლეგენდა
დავალების პირობას. რესურს 1,2 -ზე დაყრდნობით გაეცნობიან, თუ როგორ უნდა შექმნან კვლევითი ნაშრომი.

კომპლექსური დავალების პირობის გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები:


არქიმედეს ცნობილი ლეგენდა (რესურსი 3, 4)
 რა პრობლემა ჰქონდა არქიმედეს?
 რით ჰგავს და განსხვავდება დავალების პირობაში დასმული პრობლემა არქიმედეს ლეგენდას?

კვლევითი ნაშრომი (რესურსი 1, 2 )


 რა არის კვლევითი ნაშრომი?
 მოგიმზადებია კვლევითი ნაშრომი?
 რა არის წარმოდგენილი კვლევით ნაშრომში?
 რა შემთხვევაში დაგჭირდება კვლევითი ნაშრომის შექმნა?
 როგორი სტუქტურა აქვს კვლევით ნაშრომს?

კომპლექსური დავალება
 თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ, რას შეეხება დღეს მოცემული დავალება, რომელზეც რამდენიმე გაკვეთილის
განმავლობაში უნდა იმუშაოთ? მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა


ქვეცნება - ფიზიკური სხეული, ნივთიერება, მყარი ნივთიერება, სითხე, აირი, მოლეკულა, ატომი

ნაბიჯი 1 - შეფასების კრიტერიუმი 1) როგორ შეიძლება არაწესიერი გეომეტრიული ფორმის სხეულის მოცულობის
დადგენა და სითხის რა თვისებებს ვიყენებთ ამისათვის (მატერია 1, 2)

რესურსი/აქტივობა/დამხმარე კითხვები:

რესურსი 1. მე- 7 კლასის სახელმძღვანელო.


პარაგრაფები: მოცულობა. მოცულობის გაზომვა. ცდომილება. ნივთიერების აგებულება. მოლეკულები და ატომები.მასის
გაზომვა, მასის გაზომვა, ერთეულები
რესურსი 2. ტელესკოლა - ფიზიკის დრო. გაზომვადი სიდიდეები. ცდომილება.
https://1tv.ge/video/fizikis-dro-gazomvadi-sidideebi-cdomileba-teleskola/
რესურსი 3. როგორ გამოვთვალოთ მართკუთხა პრიზმის მოცულობა
https://www.youtube.com/watch?v=zLgs_b40J8Q
რესურსი 4. მენზურა. YouTube საძიებო ფრაზა YouTube „DIY Measuring Cylinder | Science Projects“
https://www.youtube.com/watch?v=J23L2hXOLzc
რესურსი 5. აგრეგატული მდგომარეობა
https://phet.colorado.edu/sims/html/states-of-matter-basics/latest/states-of-matter-basics_en.html
რესურსი 6. პინებიანი სასწორის დამზადება
https://www.youtube.com/watch?v=KDL3YUU-iFQ
რესურსი 7. კუბის დამზადება
https://www.youtube.com/watch?v=x8_6AVQQm7E

აქტივობა 1. განსაზღვრე სხვადასხვა ხელსაწყოს მაგ: სახაზავის, მენზურის დანაყოფის ფასი. დაადგინე ცდომილება და
გაზომვის ზედა და ქვედა ზღვარი.
აქტივობა 2. დაამზადე მენზურა. საჭირო მასალა: მინის ან პლასტმასის ცილინდრული ფორმის გამჭირვალე ჭურჭელი. 5მლ
მოცულობის შპრიცი, მარკერი, ქაღალდის წებოვანი ლენტი (იხ. რესურსი 1, 4).
აქტივობა 3. გაზომეთ მართკუთხა პარალელეპიპედის მქონე სხეულის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. დაადგინე მოცემული
სხეულის მოცულობა. მონაცემები წარმოადგინე SI სისტემის ერთეულებით (იხ. რესურსი 1, 3).
აქტივობა 4. მენზურის გამოყენებით გაზომე აქტივობა 3 -ში გამოყენებული მართკუთხა პარალელეპიპედის მოცულობა და
შეადარე აქტივობა 3 - ში მიღებულ შედეგს.
მენზურის გამოყენებით დაადგინე არაწესიერი გეომეტრიული ფორმის სხეულის მოცულობა.
აქტივობა 5. ჩაასხი შპრიცში წყალი და შეეცადე შეკუმშო. ახსენი, რატომ ვერ ცვლი წყლის მოცულობას (იხ. რესურსი 1, 5)
აქტივობა 6. დაამზადე მენზურა. საჭირო მასალა: მინის ან პლასტმასის ცილინდრული ფორმის გამჭირვალე ჭურჭელი. 5მლ
მოცულობის შპრიცი, მარკერი, ქაღალდის წებოვანი ლენტი.
აქტივობა 7. დაამზადე პინებიანი სასწორი. საჭირო მასალა: სახაზავი, ორი ერთჯერადი პოლიეთილენის ჭიქა, მსხვილი
ძაფი (იხ. რესურსი 6)
აქტივობა 8. ამოცანების განხილვა.
აქტივობა 9. დაამზადეთ მუყაოსგან 2 ცალი 1ლ-იანი კუბი (ზევიდან იყოს ღია) (იხ. რესურსი 7);
გამოთვალეთ და თითოეულ წახნაგს დააწერეთ კუბის მოცულობა. ერთზე - კუბურ დეციმეტრებში, მეორე წახნაგზე -
კუბურ სანტიმეტრებში, მესამე წახნაგზე - კუბურ მეტრებში, მეოთხე წახნაგზე კი ლიტრებში.
თქვენ მიერ დამზადებული ორი კუბით უნდა მოახერხოთ განსხვავებული მოლეკულებით აგებული ორი “სხეულის”
მოდელირება. მოიფიქრეთ, რა შეიძლება გამოიყენოთ მოლეკულების/ატომების როლში (მოდელად), გაავსეთ
პირველი კუბი ამ „მოლეკულებით“, უწოდეთ მას „პირველი სხეული“. განსაზღვრეთ ამ „სხეულის“ მასა. მოიფიქრეთ
მოლეკულების/ატომების განსხვავებული სახე, აავსეთ მეორე 1-ლიტრიანი კუბი ამ სხვანაირი „მოლეკულებით“,
დაარქვით მას „მეორე სხეული“ და ამ სხეულების მასა განსაზღვრეთ;

დამხმარე კითხვები:
 როგორ შეიძლება მართკუთხა პარალელეპიპედის მქონე ძელაკის მოცულობის დადგენა?
 რომელი ხელსაწყო გამოიყენება არაწესიერი გეომეტრიული ფორმის სხეულის მოცულობის დასადგენად?
 რა არის ხელსაწყოს დანაყოფის ფასი?
 რა არის გაზომვის ზედა ზღვარი?
 რა არის გაზომვის ქვედა ზღვარი?
 როგორ შეიძლება მენზურის გამოყენებით განსაზღვრო სხეულის მოცულობა?
 მოცულობის რომელი ერთეულები იცი?
 როგორ შეიძლება მენზურის დამზადება?
 როგორი აგებულება აქვს სითხეს, აირს, მყარ სხეულს?
 რატომ არ იცვლის სითხე მოცულობას?
 რატომ იცვლის სითხე ფორმას ადვილად?
 სითხის რა თვისებას ვიყენებთ არაწესიერი გეომეტრიული ფორმის სხეულის მოცულობის დადგენისას?
 მასის რომელი ერთეულები იცი?
 იცვლება თუ არა სხეულის მასა გათბობისას? გაცივებისას?
 იცვლება თუ არა სხეულის მასა აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებით?
 როგორ შეგიძლია სხეულის მასის განსაზღვრა?
 როგორ ხდება სხეულის მასის განსაზღვრა პინებიანი სასწორით?
 როგორ დაამზადებ პინებიან სასწორს?
 შეიძლება თუ არა საპირწონედ გამოიყენო 5 თეთრიანი, 10 თეთრიანი და 20 თეთრიანი მონეტები?

ქვეცნება - ფიზიკური სხეული, ნივთიერება, მყარი ნივთიერება, სითხე, აირი, მოლეკულა, ატომი

ნაბიჯი 2. შეფასების კრიტერიუმი 2) როგორ შეგვიძლია ექსპერიმენტულად განვსაზღვროთ ნივთიერების სიმკვრივე.


როგორ შეიძლება გაზომილი სიმკვრივის მიხედვით დავადგინოთ, რა ნივთიერებისგან იყო დამზადებული ბეჭედი
(მატერია 2, 3).

რესურსი/აქტივობა/დამხმარე კითხვები:
რესურსი 1. მე- 7 კლასის სახელმძღვანელო.
პარაგრაფები: ნივთიერების სიმკვრივე
რესურსი 2. ფიზიკის დრო - სიმკვრივე, სიმკვრივის გამსაზღვრა, რობოტი ლაბორანტი #ტელესკოლა
https://1tv.ge/video/fizikis-dro-xxviii-gakvetili-simkvrive-simkvrivis-gamsazghvra-roboti-laboranti-teleskola/
რესურსი 3. არაწესიერი გეომეტრიული ფორმის სხეულის სიმკვრივის დადგენა
https://www.youtube.com/watch?v=ovdE_-FCWpc
რესურსი 4. არაწესიერი გეომეტრიული ფორმის სხეულის სიმკვრივის დადგენა
YouTube -ზე საძიებო ფრაზა „Experiment to Determine the DENSITY OF AN IRREGULAR SOLID | Practical PHYSICS“
https://www.youtube.com/watch?v=zLgs_b40J8Q
რესურსი 5. ვირტუალური ლაბორატორია - ნივთიერების სიმკვრივის დადგენა
https://contrib.pbslearningmedia.org/WGBH/arct15/SimBucket/Simulations/densitylab/content/index.html

აქტივობა1. განსაზღვრეთ წყლის და ზეთის სიმკვრივე ანალიზურად. მოცულობის დასადგენად გამოიყენეთ წარწერა ზეთის
ბოთლზე. ზეთის მასას გაიგებთ პროდუქტზე მითითებული წარწერიდან „მასა ნეტო“. თქვენ მიერ გამოთვლილი სიმკვრივე
გამოსახეთ გ/სმ3 და კგ/მ3 .
აქტივობა 2. განსაზღვრეთ არაწესიერი გეომეტრიული ფორმის სხეულის სიმკვრივე ექსპერიმენტულად. მოცულობის
დასადგენად გამოიყენეთ თქვენ მიერ დამზადებული მენზურა და სასწორი. გამოთვლილი სიმკვრივე გამოსახე გ/სმ 3 და
კგ/მ3
აქტივობა 3. გაზომეთ საკლასო ოთახში არსებული ჰაერის მოცულობა და მასა.
აქტივობა 4. ამოცანების ამოხსნა ნივთიერების სიმკვრივეზე.
აქტივობა 5. გამოიყენეთ სიმკვრივის ვირტუალური ლაბორატორია (რესურსი 5) და შეავსეთ ცხრილი:

№ ნივთიერება მასა, გ მოცულობა, სიმკვრივე, სიმკვრივე ამ სიმკვრივის მქონე


ინგლისურად მლ (სმ 3) გ/სმ
3
, კგ/მ 3 ნივთიერება
ცხრილიდან,
ქართულად
1 Gold 40.53 27.6-25.5=2.1 40.53:2.1=19. 19 300
3
2 Lead
3 Foam
4 Ice
5 Iron
6 Wood
7 Rubber
8 ?????

დამხმარე კითხვები:
 რა არის ნივთიერების სიმკვრივე?
 როგორ გამოითვლება ნივთიერების სიმკვრივე?
 სიმკვრივის რომელი ერთეულები იცი?
 რატომ აქვთ ერთნაირი მოცულობის სხეულებს განსხვავებული სიმკვრივე?
 იცვლება თუ არა სხეულის სიმკვრივე გათბობისას?
 იცვლება თუ არა სხეულის სიმკვრივე გაცივებისას?
 რომელი ფიზიკური სიდიდეების განსაზღვრაა საჭირო ნივთიერების სიმკვრივის დასადგენად?
 როგორ შეიძლება ნივთიერების სიმკვრივის ცოდნა დაგეხმაროს ნივთიერების ამოცნობაში?
 განსხვავდება თუ არა ერთი და იგივე ნივთიერების სიმკვრივე სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში?
 რომელია მეტი 1გ/სმ3 თუ 1კგ/მ3

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები


კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად

აღწერე, როგორ მიმდინარეობს/წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;


 როგორ გეგმავ/დაგეგმე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი? რას ითვალისწინებდი სამუშაო პროცესის
დაგეგმვისას?
 დაგეხმარა თუ არა პირველადი გეგმა მუშაობის პროცესში?
 რა დეტალებზე აკეთებდი აქცენტს კვლევითი ნაშრომის დასამზადებლად?
 წარიმართა თუ არა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი დაგეგმილის შესაბამისად?
 გახდა თუ არა საჭირო თავდაპირველად შემუშავებულ გეგმებში ცვლილებების შეტანა?
 რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
 რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
 რა ფაქტორებმა გამოიწვია/შეუძლია გამოიწვიოს პირველადი დასკვნების გადასინჯვა?
 რა პროდუქტი შექმენით კომპლექსური დავალების სახით?
 რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი კვლევითი ნაშრომი გვეხმარება ნივთიერების სიმკვრივის ადვილად აღქმაში?

ახსენი, რატომ შექმენი პოსტერი? რა საკითხის შესახებ გამოხატე შენი ცოდნა კომპლექსური დავალების საშუალებით?
 რატომ განახორციელეთ კომპლექსური დავალება?
 რა გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს ისახავდით კომლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 ვისთვის და რატომ არის ეს პროდუქტი სასარგებლო და საინტერესო?
 რა იცოდი შესასწავლი საკითხის შესახებ? რა გაიგე ახალი? დამატებით რის გაგებას ისურვებდი?
 რა დასკვნებამდე მიხვედი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რითი დასტურდება შენ მიერ გაკეთებული
დასკვნების მართებულობა/თანმიმდევრულობა?
 რა ხერხები გამოიყენე სასწავლო მასალის უკეთ გასააზრებლად? / კომპლექსური დავალების უკეთ შესასრულებლად?

რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? რა დაგეხმარათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის


პროცესში?
 ვის წინაშე იყავით ანგარიშვალდებული სამუშაო პროცესში (მასწავლებლის, თანაკლასელების)?
 რა საერთო მიზანი გქონდათ შენ და შენს მასწავლებელს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 გქონდათ თუ არა საერთო მიზნები თანაკლასელებთან ერთად? იყო თუ არა საინტერესო და სასიამოვნო თქვენთვის
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი?
 რა გააკეთეთ დამოუკიდებლად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 რა გამოგივიდათ კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 ვინ და როგორ დაგეხმარათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? ვისთან ითანამშრომლეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობის პროცესში? (რა დახმარება გაუწიეთ თანაკლასელებს/მასწავლებელს; რა მხარდაჭერა მიიღეთ
მათგან);
 წააწყდით თუ არა კონფლიქტურ სიტუაციებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ შეძელით
კონფლიქტის დარეგულირება?
 წააწყდით თუ არა გაურკვევლობებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გაერკვიეთ ბუნდოვანებით
მოცულ საკითხებში?
 შეხვდით თუ არა განსხვავებულ მოსაზრებებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რამდენად შეძელით
თანამშრომლობა განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან? რა დაგეხმარება, რომ უკეთ გაიგო თანაკლასელების,
მასწავლებლის სათქმელი?
 გააანალიზეთ რა წესებს/კანონებს იცავდით და რატომ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? (მაგალითად,
რამდენად მოახერხეთ აზრთა სხვადასხვაობის ვითარებაში ორიენტირებული ყოფილიყავით პრობლემაზე და არა
კომუნიკაციაში ჩართულ ადამიანებზე? რით და როგორ გამოხატავდი ადამიანების მიმართ პატივისცემას კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობის პროცესში)?
 რით დაგეხმარათ მასწავლებელთან, სხვა მოსწავლეებთან დიალოგი კომპლექსური დავალების შესრულებაში?
 რით შეიძლება დახმარება გაუწიოს თქვენმა შეკითხვებმა თანაკლასელებს სათქმელის უკეთ ჩამოყალიბებაში?
 რა ფაქტორები გაითვალისწინე/უნდა გაითვალისწინოთ საიმისოდ, რომ თქვენი კომპლექსური დავალების
პრეზენტაცია მსმენელისთვის გასაგები და მისაღები ყიფოლიყო (მაგ.: ფუნქციური სამეტყველო ქმედების (თხრობა,
აღწერა, მსჯელობა) სწორად შერჩევა, სენსიტიური ნიუანსების წინ წამოწევა; ჟესტიკულაციის, მიმიკის, არავერბალური
სიგნალების გამოყენება)
 გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რაში დაგეხმარათ
ტექნოლოგიების გამოყენება?
 რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
 შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან? როგორ წარმოაჩენ
ამ განსხვავებებს შეკითხვების სახით?
 შეაფასეთ, რამდენად გამოგივიდათ ის, რაც მასწავლებლისგან გქონდათ დავალებული?

You might also like