You are on page 1of 8

განმავითარებელი შეფასების რუბრიკა

ქვემოთ მოცემული შეფასების რუბრიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც


მოსწავლის მიღწევების აღსაწერად სამიზნე ცნებებთან მიმართებით, ისე
განმავითარებელი კომენტარისთვის.

ეს არის მასწავლებლის სამუშაო ფურცელი, რომლის საფუძველზეც ის


ჩამოაყალიბებს კომენტარს სამიზნე ცნებებთან მიმართებით კონკრეტული საკითხების
ფარგლებში. ეს კომენტარები მასწავლებელმა სხვადასხვა სამიზნე ცნებასთან მიმართებით
სწავლა-სწავლების პროცესში პერმანენტულად უნდა აკეთოს, თვის ბოლოს კი ეს
კომენტარები უდნა ასახოს ექსელის ცხრილში.

განმავითარებელი შეფასების რუბრიკის აღწერილობა:


ცხრილის პირველ ჰორიზონტალურ, სატიტულო უჯრაში მოცემული ინფორმაცია ხაზს
უსვამს იმას, რომ:

 ამ ფორმით ფასდება ყველა მოსწავლე ინდივიდუალურად;


 მოსწავლეები ფასდებიან გრძელვადიან მიზნებთან ანუ საგნობრივ სამიზნე
ცნებებთან მიმართებით;
 საგნობრივ ცნებაზე მუშაობა ხდება კონკრეტულ (და არა ზოგად) საგნობრივ
საკითხზე დაყრდნობით;
 საგნობრივ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლის ცოდნის შემოწმება ხდება
კომპლექსური დავალების საშუალებით.

ცისფერ ჰორიზონტალურ სვეტში მოცემულია სამიზნე ცნებები (აქ მოიაზრება იმდენი


ვერტიკალური სვეტი, რამდენი სამიზნე ცნებაცაა კონკრეტულ საგანში), ხოლო ცისფერ
ვერტიკალურ სვეტში მოცემულია ამ სამიზნე ცნებების გააზრების დონეები (SOLO
ტაქსონომიის მიხედვით). ცისფერ სვეტში მოცემულია ზოგადი აღწერილობა, ხოლო
ცნებისა და დონის კვეთაზე ეს აღწერილობები დაკონკრეტდება ქვემოთ მოცემული
მაგალითების შესაბამისად.

1
მოსწავლის სახელი, გვარი _________________________________________
საგანი და სამიზნე ცნება ___________ფიზიკა, მატერია, კვლევა_________________________

1. საკითხი ___________ ატომები, მოლეკულები და მათი ურთიერთქმედება;


დიფუზია; აგრეგატული მდგომარეობის ცვლილება;
_________________________________________________________________________

სამიზნე ცნება სამიზნე ცნება 1 სამიზნე ცნება 2 სამიზნე ცნება 3


კრიტერიუმი
აბსტრაქტული დონე
მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს აღწერილობა კომენტარი
გააზრებული საკითხის არსი / არსობრივი
მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის
განზოგადებისა და მისი
დეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს
მაგალითებთან შედარების საშუალებას
აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს
საკუთარ პირად გამოცდილებას.
მიმართებითი დონე აღწერილობა კომენტარი აღწერილობა კომენტარი აღწერილობა კომენტარი
მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის
არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს
საკითხთან დაკავშირებულ არსებით
სტრუქტურულ ერთეულებს შორის.
მულტისტრუქტურული დონე აღწერილობა კომენტარი აღწერილობა კომენტარი აღწერილობა კომენტარი
მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე,
ერთმანეთთან დაუკავშირებელი,
უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
უნისტრუქტურული დონე აღწერილობა კომენტარი აღწერილობა კომენტარი აღწერილობა კომენტარი
მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი
არასტრუქტურირებული
ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ
საკითხთან დაკავშირებით.
პრე-სტრუქტურული დონე აღწერილობა კომენტარი აღწერილობა კომენტარი აღწერილობა კომენტარი
მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ
აქვს რელევანტური ინფორმაცია.

როგორ უნდა გაკეთდეს კომენტარი განმავითარებელი შეფასებისთვის?

მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ მოსწავლეს ვასწავლით ნივთიერების აგებულებისა და


მის საფუძველზე აგრეგატული მდგომარეობების ფიზიკური თვისებების შესახებ და ამ
საკითხთან დაკავშირებით მივეცით შემდეგი კომპლექსური დავალება:

 მოიძიე ინფორმაცია ნივთიერების აგებულებისა და აგრეგატული მდგომარეობის შესახებ და


მოამზადე რეფერატი, რომელსაც წარმოადგენ პრეზენტაციის სახით.
 დაამზადე მოლეკულები პლასტელინისგან. წითელი და ლურჯი პლასტელინის ბურთებისგან
დაამზადე წყლის და ჟანგბადის მოდელები. წარმოადგინე ერთჯერად თეფშზე ყინულის,
წყლისა და ორთქლის ორთქლის მოლეკულების განლაგების სურათი შენ მიერ დამზადებული
„მოლეკულების“ დახმარებით.
 ჩაატარე ცდა, რომელიც დიფუზიას ადასტურებს: აიღეთ ორი თეთრი გადაშლილი თეფში,
დაალაგეთ ორივეზე წრიულად ფერადი დრაჟეები და დაასხით ერთს - ყინულიანი წყალი,
ხოლო მეორეს - ოთახის ტემპერატურის წყალი ისე, რომ დრაჟეები სანახევროდ დაიფაროს

2
წყლით. დააკვირდით და ჩაინიშნეთ, რა დროის შემდეგ დაიწყებს შერევას საღებავი წყალში
თითოეულ თეფშზე. წარმოადგინე ფერადი დრაჟეებით ჩატარებული ცდის ამსახველი
სურათები

დავალებაში ხაზგასმით წარმოაჩინე:

 თუ რისგან შედგება ნივთიერება, როგორ შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა მისი


შემადგენელი ნაწილაკების ზომის, მათ შორის მანძილების, მათი მოძრაობის
სახისა და სიჩქარის შესახებ (დაასახელე ფაქტები, ცდები) (2ქ);
 ტემპერატურის ცვლილების გავლენა დიფუზიის სიჩქარეზე. დიფუზიის
მოვლენიდან გამომდინარე დასკვნები მოლეკულებისა და ატომების
მდგომარეობის შესახებ (2 ქ)
 კავშირი დიფუზიის სიჩქარესა და ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობას
შორის (1ქ)
 მსჯელობა ერთიდაიგივე ნივთიერების სხვადასხვა შესაძლო მდგომარეობის
შესახებ, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის შეცვლის გზები (2 ქ);
 მსჯელობა ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების განმსაზღვრელ
მიზეზებზე, სამივე აგრეგატული მდგომარეობის აღწერა მოლეკულური
აგებულების საფუძველზე (3ქ);

კომპლექსური დავალება მიმართულია სამიზნე ცნება „მატერია“ გააზრებაზე და


შესაბამისად, მისი კრიტერიუმები (ქუდის ქვეშ „ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას
ხაზგასმით წარმოაჩინე“) უკავშირდება

სამიზნე ცნება „მატერია“ს მკვიდრ წარმოდგენებს:

● სხეულის მასა აჩვენებს მასში მატერიის რაოდენობას და არის ინერტულობის საზომი;

● მატერიის შემადგენელ ნაწილაკებს ატომები წარმოადგენენ, რომლებიც თავადაც უფრო


მცირე ნაწილაკებისაგან შედგებიან;

● ატომებისა და მოლეკულების მოძრაობით შესაძლებელია ნივთიერების აგრეგატული


მდგომარეობების ფიზიკური თვისებების ახსნა;

● სხეულის ფიზიკური თვისებები ზოგადად შეიძლება დამოკიდებული იყოს როგორც მის


შემადგენელ ნივთიერებაზე და ფორმაზე, ასევე გარე პირობებზე;

რა თქმა უნდა, ამ დავალებას სხვადასხვა მოსწავლე სხვადასხვა ხარისხით


შეასრულებს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც მათი მიღწევების შეფასება და
განმავითარებელი კომენტარი განსხვავებული უნდა იყოს.

3
ქვემოთ შეფასებულია 5 მოსწავლის კომპლექსური დავალება ნივთიერების
აგრეგატული მდგომარეობების შესახებ, რომელთაგან პირველი პრესტრუქტურულ დონეს
მიემართება, მეორე - უნისტრუქტურულს, მესამე - მულტისტრუქტურულს, მეოთხე -
მიმართებითს, მეხუთე - აბსტრაქტულს.
თითოეული მოსწავლის შემთხვევაში შევსებულია ორი გრაფა: ერთი ასახავს
 რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე (აღწერილობა)
და მეორე ასახავს, თუ
 რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (კომენტარი).

4
პირველი მოსწავლის ნაშრომი - პრესტრუქტურული დონე

 მოსწავლემ ვერ გაიგო დავალების არსი და მასთან დაკავშირებული შეკითხვები,


შესაბამისად, მასწავლებლის კომენტარი პრესტრუქტურული დონის გრაფაში
აღმოჩნდება სამიზნე ცნება „მატერია“ სვეტში.

სამიზნე ცნება მატერია

კრიტერიუმი აღწერილობა კომენტარი


რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა რა რჩევა მივეცი მოსწავლეს
გავაკეთე ამის საფუძველზე (განმავითარებელი შეფასება)
პრე-სტრუქტურული დონე მოსწავლემ არ შეასრულა დავალება, ვერ გაიხსენე რა გსმენია ან მოიძიე მითითებული
მოსწავლეს საკითხთან მიხვდა ნივთიერების აგრეგატული რესურსიდან ნივთიერების აგებულებისა და
დაკავშირებით არ აქვს მდგომარეობებთან დაკავშირებით აგრეგატული მდგომარეობის შესახებ. მოიძიე
რელევანტური ინფორმაცია. დავალების პირობას ( შეექმნა მოდელი, დამატებითი ინფორმაცია, ან დაფიქრდი, საიდან
ჩაეტარებინა ცდები და დაეწერა შეიძლება გაიგო უფრო მეტი.
რეფერატი )
გაიხსენე შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე
ნივთიერებას ორ სხვადასხვა მდგომარეობაში
ხვდები და ამ მდგომარეობებში ის
სხვადასხვაგვარად იქცევა.

შეეცადე დავალება ამ ორი ფაქტორის


გათვალისწინებით შეასრულო.

მეორე მოსწავლის ნაშრომი - უნისტრუქტურული დონე

 მოსწავლემ დავალების არსი გაიგო, მაგრამ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე


მხოლოდ საკვანძო სიტყვებთან მიმართებით რეაგირებს, შესაბამისად,
მასწავლებლის კომენტარი უნისტრუქტურული დონის გრაფაში აღმოჩნდება
სამიზნე ცნება „მატერია“ სვეტში.

სამიზნე ცნება მატერია

კრიტერიუმი აღწერილობა კომენტარი


რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა რა რჩევა მივეცი მოსწავლეს
გავაკეთე ამის საფუძველზე (განმავითარებელი შეფასება)
უნისტრუქტურული დონე მოსწავლემ გაიგო დავალების არსი, შექმნა შენ ძალიან სწორად გაიგე დავალების პირობა,
მოსწავლეს აქვს მხოლოდ „რეფერატის“ მსგავსი ერთაბზაციანი მაგრამ ჩანს, რომ არ გაქვს წაკითხული სასწავლო
ერთი არასტრუქტურირებული თხზულება, თუმცა, ეს ტექსტი შეიცავს მასალა. გთხოვ, ყურადღებით წაიკითხო და
ასოციაცია/წარმოდგენა მხოლოდ ზედაპირულ შეფასებით დააკონკრეტო, კიდევ რაში გამოიხატება
განსახილველ საკითხთან სიტყვებს (კერძოდ, აღნიშნავს, რომ ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკების
დაკავშირებით. „დიფუზიის დროს მოლეკულები მდგომარეობის ცვლილება ტემპერატურის
ერთმანეთში შეაღწევენ, რადგან მომატებისას, რომელი ფაქტორია გადამწყვეტი
გაცხელებისას მათ შორის მანძილები სხეულის გაფართოებისას და რომელი -
იზრდება და ამიტომ მეტ ტემპერატურაზე დიფუზიის დროს.
დიფუზია უფრო სწრაფად ხდება“). ჩანს,
რომ მოსწავლემ არაფერი იცის თამარის
ეპოქასთან დაკავშირებული ფაქტების
შესახებ.

5
მესამე მოსწავლის ნაშრომი - მულტისტრუქტურული დონე

 მოსწავლეს აქვს არაერთი ასოციაცია შესასწავლ საკითხთან მიმართებით, თუმცა,


იმავე საკითხთან/მთავარ იდეასთან დაკავშირებით მის მიერ გადმოცემულ ამბებს
არ აქვს მწყობრი, თანმიმდევრული სახე. შესაბამისად, მასწავლებლის კომენტარი
მულტისტრუქტურული დონის გრაფაში აღმოჩნდება სამიზნე ცნება „მატერია“
სვეტში.

სამიზნე ცნება მატერია

კრიტერიუმი აღწერილობა კომენტარი


რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა რა რჩევა მივეცი მოსწავლეს
გავაკეთე ამის საფუძველზე (განმავითარებელი შეფასება)
მულტისტრუქტურული დონე მოსწავლემ ზუსტად გაიგო დავალების შენ სწორად გაიგე დავალების პირობა. პარაგრაფში
მოსწავლეს აქვს მხოლოდ არსი და დაუკავშირა მას პარაგრაფში მოცემული მასალაც წაგიკითხავს და
რამდენიმე, ერთმანეთთან წარმოდგენილი მასალა (კერძოდ, აღნიშნა, დავალებასთან დაგიკავშირებია, თუმცა, გთხოვ
დაუკავშირებელი, უსისტემო რომ სხეული შედგება ატომებისა და დავალებაში ხაზგასმით გამოკვეთო, თუ როგორაა
ასოციაცია/წარმოდგენა მოლეკულებისაგან, მანძილი ატომებსა და შესაძლებელი
განსახილველ საკითხთან მოლეკულებს შორის იზრდება სხეულის ატომებისა და მოლეკულების მოძრაობით
დაკავშირებით. გაცხელებისას, რომ მაღალ ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების
ტემპერატურაზე ეს ნაწილაკები მეტი ფიზიკური თვისებების ახსნა, შეუსაბამე
სიჩქარით მოძრაობენ). თუმცა, ის ვარაუდები და დასკვნები ცდებს.
ყურადღებას არ ამახვილებს დავალების
მთავარ იდეაზე, რომ ატომებისა და გაითვალისწინე ისიც, რომ „რეფერატში“
მოლეკულების მოძრაობით შესაძლებელია მოვლენები საინტერესო და დასაბუთებული
ნივთიერების აგრეგატული მსჯელობის სახით უნდა გადმოიცეს , რათა ის
მდგომარეობების ფიზიკური თვისებების მკითხველისათვის უფრო გასაგები იყოს.
ახსნა;

დავალების ფორმაც დასახვეწია, კერძოდ,


მოსწავლე გადმოგვცემს არა მსჯელობას,
როგორც ეს „რეფერატს“ შეშვენის, არამედ
ცალკეულ წინადადებებს საკითხთან
მიმართებით და ამ ცალკეულ ფაქტებს არ
ასაბუთებს ცდებით, ან თუ ასაბუთებს, ვერ
აკავშირებს ცდის შედეგებს შესაბამის
ფაქტებთან.

6
მეოთხე მოსწავლის ნაშრომი - მიმართებითი დონე

 მოსწავლე მწყობრად და თანმიმდევრულად გადმოსცემს სამიზნე ცნებასთან


დაკავშირებულ ისტორიებს. ურთიერთდაკავშირებულად მსჯელობს სამიზნე
ცნების არსობრივ მახასიათებლებზე. გამოკვეთს კომპლექსური დავალების
შეფასების კრიტერიუმების საშუალებით განსაზღვრულ ნიუანსებს. შესაბამისად,
მასწავლებლის კომენტარი მიმართებითი დონის გრაფაში აღმოჩნდება სამიზნე
ცნება „წყაროს“ სვეტში.

სამიზნე ცნება წყარო

კრიტერიუმი აღწერილობა კომენტარი


რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი
გავაკეთე ამის საფუძველზე შეფასება)
მიმართებითი დონე მოსწავლე საინტერესოდ და შემოქმედებითად შენ არაჩვეულებრივად გაართვი თავი დავალებას. შენს
მოსწავლეს ესმის გადმოსცემს ნივთიერების აგებულებისა და რეფერატში გამოკვეთილია კრიტერიუმები:
განსახილველი საკითხის არსი; აგრეგატული მდგომარეობების შესახებ  თუ რისგან შედგება ნივთიერება, როგორ
ხედავს ურთიერთმიმართებებს ინფორმაციას. მის რეფერატში გამოკვეთილია შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა მისი
საკითხთან დაკავშირებულ ფაქტორები, რომლებიც სხვადასხვა აგრეგატულ შემადგენელი ნაწილაკების ზომის, მათ შორის
არსებით სტრუქტურულ მდგომარეობასა და ამ მდგომარეობებში სხეულის მანძილების, მათი მოძრაობის სახისა და
ერთეულებს შორის. ფიზიკური თვისებების სხვადასხვაობას სიჩქარის შესახებ (დაასახელე ფაქტები,
განაპირობებს (კერძოდ, ამბობს, რომ ცდები) ;
ატომებისა და მოლეკულების მოძრაობის  მსჯელობა ერთიდაიგივე ნივთიერების
საფუძველზე შესაძლებელია ნივთიერების სხვადასხვა შესაძლო მდგომარეობის შესახებ,
აგრეგატული მდგომარეობების თვისებების ახსნა, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის
ატომებისა და მოლეკულების ქცევასა და შეცვლის გზები (2 ქ);
განლაგებას აკავშირებს კონკრეტულ აგრეგატულ  მსჯელობა ნივთიერების აგრეგატული
მდგომარეობასთან, აღწერს და ხსნის მდგომარეობების განმსაზღვრელ მიზეზებზე,
აგრეგატული მდგომარეობების ცვლილების სამივე აგრეგატული მდგომარეობის აღწერა
მიზეზებს). მოლეკულური აგებულების საფუძველზე

თუმცა, დავალებაში დაშვებულია შეცდომები,


რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ მოსწავლეს  თუმცა, ნაკლებად ჩანს აქცენტი კრიტერიუმზე -
ბოლომდე კარგად არ აქვს გააზრებული ტემპერატურის ცვლილების გავლენა დიფუზიის
დიფუზიის სიჩქარის მაღალ ტემპერატურაზე სიჩქარეზე. დიფუზიის მოვლენიდან გამომდინარე
გაზრდის ფაქტის ამხსნელი მიზეზები დასკვნები მოლეკულებისა და ატომების
მდგომარეობის შესახებ (მაღალ ტემპერატურაზე
დიფუზიის სიჩქარის ზრდა დაკავშირებულია
მოლეკულების ქაოსური მოძრაობის სიჩქარის
ზრდასთან).

7
მეხუთე მოსწავლის ნაშრომი - აბსტრაქტული დონე

 მოსწავლე კომპლექსური დავალების საშუალებით გამოკვეთილ მაგალითებზე


დაყრდნობით ურთიერთდაკავშირებულად მსჯელობს საგნის ფარგლებში
გამოკვეთილ რამდენიმე/ყველა სამიზნე ცნებაზე. უკავშირებს კომპლექსური
დავალების საშუალებით გამოკვეთილ მოცემულობას პირად გამოცდილებას და
სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს. შესაბამისად, მასწავლებლის კომენტარი
აბსტრაქტული დონის გრაფაში აღმოჩნდება სამიზნე ცნება „წყაროს“ სვეტში.

სამიზნე ცნება წყარო

კრიტერიუმი აღწერილობა კომენტარი


რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა რა რჩევა მივეცი მოსწავლეს
გავაკეთე ამის საფუძველზე (განმავითარებელი შეფასება)
აბსტრაქტული დონე მოსწავლემ გაიგო დავალების არსი, შექმნა შენ მშვენივრად გაართვი დავალებას. შენი
მოსწავლეს სიღრმისეულად „რეფერატი“, რომელშიც ნივთიერების ნაშრომიდან ჩანს, რომ სიღრმისეულად გაიაზრე:
აქვს გააზრებული საკითხის აგებულებისა და მისი აგრეგატული
არსი / არსობრივი მდგომარეობების აღწერა და თვისებების თუ რისგან შედგება ნივთიერება, როგორ
მახასიათებლები, რაც მას ამ დასაბუთება გადმოსცა განსხვავებული შეგვიძლია შევიქმნათ წარმოდგენა მისი
ცოდნის განზოგადებისა და ინტერპრეტაციით: შემადგენელი ნაწილაკების ზომის, მათ შორის
მისი მანძილების, მათი მოძრაობის სახისა და სიჩქარის
დეკონტექსტუალიზების/სხვა მაგალითად: შეიძლება  შესახებ (დაასახელე ფაქტები, ცდები) (2ქ);
მსგავს მაგალითებთან
შედარების საშუალებას აძლევს. იმსჯელოს, ყინვაში როგორ სკდება მილი, ტემპერატურის ცვლილების გავლენა დიფუზიის
უკავშირებს განსახილველ საყინულეში  - მინის ჭურჭელი, სიჩქარეზე. დიფუზიის მოვლენიდან გამომდინარე
საკითხს საკუთარ პირად ანტიფრიზი გაიხსენოს.....  დასკვნები მოლეკულებისა და ატომების
გამოცდილებას.   მდგომარეობის შესახებ (2 ქ)
 დიფუზიის კონტექსტში განიხილოს
კავშირი დიფუზიის სიჩქარესა და ნივთიერების
ინფექციის გავრცელების მაგალითი, ან
აგრეგატულ მდგომარეობას შორის (1ქ)
ბიოლოგიურ პროცესებთან მიმართებაში
განიხილოს დიფუზიის მნიშვნელობა, მსჯელობა ერთიდაიგივე ნივთიერების სხვადასხვა
ჰიგიენა და ა.შ   შესაძლო მდგომარეობის შესახებ, ნივთიერების
  აგრეგატული მდგომარეობის შეცვლის გზები (2 ქ);
შეიძლება დაფიქრდეს რომ გაცხელების
დროსაც იზრდება შორისეთები და მსჯელობა ნივთიერების აგრეგატული
გაყინვის დროსაც შეიძლება ეს მოხდეს  მდგომარეობების განმსაზღვრელ მიზეზებზე,
  სამივე აგრეგატული მდგომარეობის აღწერა
დიფუზიის მოვლენის სადემონსტრაციო მოლეკულური აგებულების საფუძველზე (3ქ);
მოდელის შექმნა და მისი როლის შეფასება
ბუნებასა და ყოფაცხოვრებაში: დიფუზიას
უკავშირებს დღევანდელი პანდემიის გთხოვ გაიხსენო, შენი პირადი ცხოვრებიდან
საკითხს მაგალითები, რომლებიც ნივთიერების
აგებულებასა და მის ფიზიკურ თვისებებს
რეფერატიდან ჩანს, რომ მოსწავლე იცნობს გამოკვეთილ ნიუანსებს უკავშირდება:
მასალას ნივთიერების აგებულებისა და
მისი აგრეგატული მდგომარეობების  ხომ არ დაკვირვებიხარ, როგორ
შესახებ და გააზრებული აქვს ისინი მდგომარეობაშია ზამთარში გაყინული ტბა,
სამიზნე ცნების კონტექსტში; როგორაა განლაგებული წყლისა და ყინულის
ფენები ;
 რატომ აქვს თოვლის ფიფქებს ლამაზი
გეომეტრიული ფორმა ;
 როგორ ახსნიდი სუბლიმაციას და
დესუბლიმაციას
 რატომაა, რომ ზოგიერთ საზომ ხელსაწყოზე
მითითებულია ტემპერატურა

You might also like