შეფასებისა კრიტერიუმები

You might also like

You are on page 1of 3

 პრე-სტრუქტურული დონე

მოსწავლემ ვერ გაიგო დავალების არსი და მასთან დაკავშირებული შეკითხვები.


მოსწავლეს

საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.

ჩემი დასკვნა: მოსწავლე ვერ მიხვდა როგორ გამოეთვალა მუზეუმში სხვადასხვა


ქვეყნებიდან ჩამოტანილი სურათების რაოდენობა.

შეფასება: გაიხსენე, როგორ იწერება შენი კლასი რომაულად. აქტივობებზე როგორ

ვპოულობდით ორნიშნა რიცხვების თანრიგს. როგორ ვამრგვალებთ რიცხვებს. კარგად


დააკვირდი, როგორ იწერება ჩვენი საუკუნე.

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლემ დავალების არსი გაიგო, მაგრამ მასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე მხოლოდ


საკვანძო სიტყვებთან მიმართებით რეაგირებს. მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი
არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

ჩემი დასკვნა: მოსწავლემ გაიგო დავალების არსი, შეასრულა მოქმედებები კომპლექსური


დავალების ამოსახსნელად, მაგრამ ვერ გადაიყვანა რიცხვები სხვა თვლის სისტემაში.
არასწორად დაამრგვალა რიცხვები მითითებულ თანრიგებამდე. არ აქვს გაკეთებული
ჩანაწრები, არ ჩანს რამდენად ესმის დამრგვალების არსი. სწორად შეძლო ორნიშნა რიცხვის
თანრიგების დასახელება.

შეფასება: შენ ნაწილობრივ გაიგე დავალების პირობა, მაგრამ ჩანს, რომ არ გაქვს ბოლომდე
წაკითხული. ვერ გადაიყვანე რიცხვები სხვა თვლის სისტემაში. არასწორად დაამრგვალე
რიცხვები მითითებულ თანრიგებამდე. სწორად, მხოლოდ ორნიშნა რიცხვის თანრიგების
შეძელი. არ გაქვს გაკეთებული ჩანაწრები, არ ჩანს რამდენად გესმის დამრგვალების არსი.

მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს აქვს არაერთი ასოციაცია შესასწავლ საკითხთან მიმართებით, თუმცა, იმავე


საკითხთან/მთავარ იდეასთან დაკავშირებით მის შესრულებულ ნაბიჯებს არ აქვს მწყობრი,
თანმიმდევრული სახე. მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან
დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან
დაკავშირებით.

ჩემი დასკვნა: მოსწავლემ ზუსტად გაიგო დავალების არსი და დაუკავშირა მას აქტივობებზე
ნასწავლი მასალა (კერძოდ სწორად იპოვა რიცხვითი მნიშვნელობები ათობით სისტემაში,
გადაიყვანა თვლის უძველეს სისტემაში) შეავსო ცხრილი, ზუსტად შეასრულა
დამრგვალებები, ეტაპობრივად აქვს გაწერილი კეთების წესები. სწორად იპოვა რიცხვების
თანრიგები.

შეფასება: ზუსტად გაიგე დავალების არსი და დაუკავშირე მას აქტივობებზე ნასწავლი


მასალა . (კერძოდ სწორად იპოვე რიცხვითი მნიშვნელობები ათობით სისტემაში, გადაიყვანე
თვლის უძველეს სისტემაში) შეავსე ცხრილი, ზუსტად შეასრულე დამრგვალებები,
ეტაპობრივად ნაჩვენები გაქვს და გაწერილი კეთების წესები. სწორად იპოვე რიცხვების
თანრიგები. აჯობებდა, დასკვნები კონკრეტული აქტივობებისათვის დაგედო. გირჩევ
უყურო ტელესკოლის ვიდეოს, რაც დაგეხმარება დამრგვალების არსის გაგებაში.
https://www.youtube.com/watch?
fbclid=IwAR1hkmgnfeX96psdracabBF1EFj3G8EequxzOun1sTyj_Xed48iIYdltQzs&v=Qp5RX-
_Vr3c&feature=youtu.be

მიმართებითი დონე
მოსწავლე მწყობრად და თანმიმდევრულად გადმოსცემს სამიზნე ცნებასთან
დაკავშირებულ საკითხებს. ურთიერთდაკავშირებულად მსჯელობს სამიზნე ცნების
არსობრივ მახასიათებლებზე. გამოკვეთს კომპლექსური დავალების შეფასების
კრიტერიუმების საშუალებით განსაზღვრულ ნიუანსებს. მოსწავლეს ესმის განსახილველი
საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით
სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

ჩემი დასკვნა: მოსწავლეს ზუსტად აქვს გადმოცემული დავალება, შესაბამისი


კრიტერიუმების გათვალისწინებით ( კერძოდ : ამოსხნილია ამოცანა, ნაპოვნია ათობით
სისტემაში მნიშვნელობები, გადაყვანილია სხვა (ძველი ათვლის სისტემაში, სწორად
პოულობს თანრიგებს, ჩანაწერები და მსჯელობა დამრგვალების წესებზე, მიმართებები
თითოეულ შემთხვევასა და წესს შორის) , მაგრამ არ აქვს ნამუშევარი ბოლო კრიტერიუმზე,
სადაც უნდა შეევსო ცხრილი, მეგობრისთვის უნდა გაემზადებია დავალება და რიცხვების
შედგენისას მასში გადაეტანა ზემოთ მითითებული საკითხების არსის სრულყოფილი
ცოდნა.

შეფასება: შენ არაჩვეულებრივად გაართვი თავი დავალებას. შენს ნაშრომში გამოკვეთილია


კრიტერიუმები: შეუცვალე რიცხვებს თვლის სისტემები. სწორად დაასახელე რიცხვების
თანრიგები. განიხილე თითოეული შემთხვევა და გააკეთე შესაბამისი ჩანაწერი. იმსჯელე
დამრგვალების წესებზე , რა დაგეხმარა დასკვნების გაკეთებაში ? არ ჩანს აქცენტი
კრიტერიუმზე - მსგავსი დავალება შეუდგინე მეგობარს, შეგიძლია შეცვალო რიცხვები, ეს
მარტივია, პირობა იძლევა ამის საშუალებას.

აბსტრაქტული დონე
მოსწავლე კომპლექსური დავალების საშუალებით გამოკვეთილ მაგალითებზე დაყრდნობით
ურთიერთდაკავშირებულად მსჯელობს საგნის ფარგლებში გამოკვეთილ რამდენიმე/ყველა
სამიზნე ცნებაზე. უკავშირებს კომპლექსური დავალების საშუალებით გამოკვეთილ
მოცემულობას პირად გამოცდილებას და სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებს. ( ქმნის
მეგობრისთვის მსგავს დავალებას) მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის
არსი / არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და მისი
დეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს მაგალითებთან შედარების საშუალებას აძლევს.
უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.

ჩემი დასკვნა:მოსწავლემ გაიგო დავალების არსი, შეასრულა მოქმედებები და მიღებული


შედეგები წარმოადგინა სხვასასხვა თვლის სისტემაში. სწორად გამოიყენა ის
დამრგვალებაზე დასკვნების გასაკეთებლად და ამის დასტურად გამოიყენა კიდეც
მეგობრისთვის ახალი დავალების შესაქმნელად აქტივობა. განავრცო და უფრო განაზოგადა
დავალება, გაზარდა ჩემ მიერ მიცემული დავალების მასშტაბები.

შეფასება: შენ მშვენივრად გაართვი დავალებას. შენი ნაშრომიდან ჩანს, რომ სიღრმისეულად
გაიაზრე: რიცხვები ჩაწერე სხვასასხვა თვლის სისტემაში, შეავსე ცხრილი. შეადარე
ერთმანეთს სხვადასხვა თვლის სისტემები და ქართული თვლის სისტემასთან დაკავშირებით
ჩამოაყალიბე საკუთარი აზრი. განიხილე სხვადასხვა მოძიებული შემთხვევა და შესაბამისი
პრეზენტაციის სახით წარმოადგინე. იმსჯელე დამრგვალებისა და თანრიგის პოვნის წესებზე.
განავრცე და უფრო განაზოგადე დავალება, გაზარდე ჩემ მიერ მიცემული დავალების
მასშტაბები.

You might also like