You are on page 1of 20

შემეცნებითი უნარების შეფასება

დავალებების კრებული

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2012

მეტყველება
უნარი: სპონტანური მეტყვლება

შეფასების პროცესი: სპონტანური მეტყველება ფასდება საუბრის პროცესში


სტანდარტული ინსტრუქციების გარეშე. დაუსვით მოსწავლეს შეკითხვები,
სთხოვეთ მოგიყვეთ ან გაიხსენოს რაიე მისთვის მნიშვნელოვანი/საინტერესო
ამბავი, ფილმი და საუბრრის პროცესში ჩაინიშნეთ მისი მეტყველებისათვის
დამახასიათებელი თავისებურებები შეფასები რუბრიკაში მოცემული
კრიტერიუმების მიხედვით.

შეფასება: მეტყვლების შეფასება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:


 მიმართული მეტყველება: მიმართული მეტყველების გაგების უნარი
განისაზღვრება შეკითხვებზე ადექვატური პასუხებით; იმ შემხთვევაში
მოსწავლის პასუხები არ არის ადექვატური, პრობლემის დადსურებისა
და მისი დეტალური შესწავლის მიზნით შესაძლოა მკვლევარმა
მიზანშეწონილად ჩათვალოს დამატებითი სავარჯიშოების გამოყენება
[დასახელებული საგნების ჩვენება, გამეორება]

 არტიკულატოტრული მხარე: მეტყვლების არტიკულატორული მხარე


განისაზღვრება ბგერებისა და სიტყვების წარმოთქმის
თავისებურებებით; პრობლემა შესაძლოა ვლინდებოდეს რამოდენიმე
ბგერის სწორად წარმოთქმაში, ბგერების გადანაცვლებაში ან
ჩანაცვლებაში, თუმცა ამ დროს მოსწავლის საუბარი გასაგებია; ხოლო
ზოგიერთ შემთხვევაში არტიკულატორულ დონეზე დარღვევის გამო
შესაძლოა მოსწავლის საუბარი არ იყოს გასაგები მოსაუბრისათვის.
შეფასებისას, გარდა შეცდომების აღწერის გარდა მნიშვნელოვანია
მიეთითოს რამდენად ახდენს ისინი გავლენას კომუნიკაციის პროცესზე,
ანუ არის თუ არა მოსწავლის მეტყველება გასაგები.
 გრამატიკული მხარე: საუბრის პროცესში გამოყენებული
წინადადებების გრამატიკული სტრუქტურა. ამ შემთხვევაშიც
შეცდომების აღწერის გარდა მნიშვნელოვანია მიეთითოს რამდენად
ახდენს ისინი გავლენას კომუნიკაციის პროცესზე, ანუ არის თუ არა
მოსწავლის მეტყველება გასაგები.
 შინაარსობრივი მხარე: მეტყველების შინაარსობრივი მხარე ფასდება
საუბრის პროცესში გამოყენებული სიტყვების შესაბამისობით და

2
მრავალფერვნებით. შინაარსობრივ დონეზე პრობლმების დროს
ვლინდება შემდეგი ტიპის შეცდომები:
 არსებითი სახელების ჩანაცვლება ნაცვალსახელებით
 მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენების სურთულე:
ჩანაცვლება სიტყვა - პარაზიტებით (მაგ: იმან
ის ქნა)
 შინაარსობრივად მსგავსი მაგრამ მოცემულ კონტექსტში
შეუსაბამო/არაზუსტი სიტყვების გამოყენება (ჩხუბობს-კამათობს)

შენიშვნა: შეკითხვებისა და სასაუბრო თემის შერჩევისას გაითვალისწინეთ


სპეციფიური გარემო, რომელშიც მოზარდი იმყოფება; სტრესულ გარემოში,
მითუმეტეს თუ მოზარდი ახალი შემოსულია დაწესებულებაში შესაძლოა
საერთოდ არ ჰქონდეს საუბრის სურვილი, მითუმეტეს ისეთ საკითხებზე,
როგორიცაა საყვარელი ფილმი ან საყვარელი აქტივობა. ამ დროს შესაძლოა
ყველაზე ადექვატური იყო კითხოთ, როგორ გრძნობს თავს, რას ფიქრობს
მომხდართან დაკავშირებით და შეკითხვაზე რეაქციის მიხედვითა და
პასუხების შინაარსიდან გამომდინარე მიიღოთ შეფასების (მეტყველების
უნარის ან საერთოდ შემცნებითი და აკადემიური უნარების) გაგრძლების ან
შეწყვეტის გადაწყვეტილება. ასეთ შემხთვევაში უთხრაით მოზარდს, რომ
შეფასებას გააგრძლებეთ სხვა დროს (აცნობეთ აგრეთვე დრო, თუ თქვენთვის
ცნობილია სავარაუდო ან ზუსტი დრო, როდის არის შეფასების გაგრძელება)

იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე ვერ/არ ერთვება საუბარში, მეტყველების


შესაფასებლად მიზანშწონილია გამოიყენოთ სურათის აღწერის დავალება.

დავალება: სურათის აღწერა


დავალების აღწერა: მოსწავლეს უჩვენებთ სურათს, რომელზეც გამოსახულია
რაიმე ტიპიური მოვლენა, სიტუაცია (მაგ: ქუჩა, ეზო, სადგური, მაღაზია,
პარკი) და სთოვეთ აღწეროს. საჭირების შემთხვევაში დაუსვით შეკითხვები
შეფასება: იხ. სპონტანური მეტყველების შეფასების რუბრიკა.

დავალება (დამატებითი): დასახელებული სიტყვების ჩვენება

3
დავალების აღწერა: მოსწავლეს წინ უდევს რამოდენიმე 9-12 ფოტო; მკვლევარი
სთხოვს უჩვნოს დასახელებული სიტყვების შესაბამისი გამოსახულება ან
გამოსახულებები.
ჩატარების ინსტრუქცია: დაალაგეთ ბარათები მოსწავლის წინ და რიგრიგობით
სთხოვეთ გიჩვენოთ რომელიმე ორი. თუ მოსწავლე წარამტებიტ ახერხებს
დავალების შესრულებას უთხარით “ეხლა დაგისახელებ ორ-ორ სიტყვას და
შენ უნდა მიჩვენო ბარათები იმავე თანმიმდევრობით რა თანმიმდევრობითაც
მე გიჩვენებ”; ჩაატარეთ დავალება 3 წყვილზე და იმავე ინსტრუქციით
სთხოვეთ მოსწავლეს გიჩვენოთ სამ-სამი სიტყვა (3 ცდა). თუ მოსწავლე
წარმატებით შესძლებს 3 ბარათის თანმიმდევრობით ჩვენებას შეცვალეთ
ბარათები და სთხოვეთ გიჩვენოთ ისეთი სამი ბარათი [გამოიყენეთ ზემოთ
აღწერილი ინსტრუქცია], რომლებიც ერთიდაიგივე ბგერაზე ან მარცვალზე
იწყება.

შეფასება: პასუხების ფურცელზე შესაბმის გრაფაში ჩაინიშნეთ მოსწავლის


თითოეული პასუხი და შედეგების ანალიზისას აღწერეთ
 მითითებული ბარათების რაოდენობა;
 შეცდომები ჟღერადობით მსგავსი და განსხვავებული სიტყვების
ჩამოთვლისას:
 ურევს თანმიმდერობას
 ავიწყდება პირველი სიტყვა
 ავიწყდება ბოლო სიტყვა
 უჩვენებს ბარათს, რომელიც არ ყოფილა დასახელებული
შენიშვნა: მიმართული მეტყვლების გაგების უნარის შესახებ მსჯელობისას
გაითვალიწინეთ მეხსიერების შეაფასებლად გამოყენებული დავალების
“წინადადებების დამახსოვრება” შედეგები. იმ შემთხვევაში, თუ მკვლევარს
ეჭვი უჩნდება, რომ მიართული მეტყვლების გაგება არ ატარებს სისტემურ
ხასიათს და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ნაირად ვლინდება საჭიორა
გამოირცხოს სმენითი აღქმის მოცულობის გავლენა. დავალება
“წინადადებების დამახსოვრება” მისი მოდიფიკაციის შემთხვევაში [სხვადასხვა
სიგრძის წინადადებების გამოყენება], საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ
შეტყობინების სიგრძის გავლენა გაგების უნარზე.

4
უნარი: თხრობა, მეხსიერება
დავალება: მოთხრობის შინაარსის დამახსოვრება და გადმოცემა
დავალების აღწერა: მოსწავლე კითხულობს ან თქვენ უკითხავთ
მცირე მოცულობის მოთხრობას/იგავს და სთხოვთ მოგიყვეთ უშუალოდ
მიწოდების შემდეგ. 30 წუთის შემდეგ კვლავ სთხოვთ მოგიყვეთ.

ჩატარების ინსტრუქცია: წაუკითხეთ (ან სთხოვეთ წაიკითხოს ხმამაღლა)


მოსწავლეს მცირე მოცულობის მოთხრობა და როგორც კი დაასრულებთ
კითხვას სთხოვეთ მოგიყვეთ; ჩაინიშნეთ ან დიქტაფონზე ჩაიწერეთ მისი
მონათხრობი. თუ მოსწავლე ვერ ყვება დაუსვით შეკიხთხვები წაკითხული
ტექსტის გარშემო:
 რას/ვის შეეხებოდა ეს მოთხრობა/ამბავი?
 რა იყო მთავრი აზრი?
 სად/როდის ხდებოდა ეს ამბავი?
 როგორ დაიწყო?
 მერე რა მოხდა?
 როგორ დასრულდა?
 რა გახდა იმის მიზეზი, რომ . . . ?
 რა გამოიწვია . . . ფაქტმა/მოვლენამ?
 როგორ დასრულდა?

თუ მოსწავლე ვერც შეკითხვებზე იძლევა პასუხებს და ტოვებს


შთაბეჭდილებას, რომ ვერ გაიგო ან ვერ დაიმახსოვრა შინაარსი, წაუკითხეთ
კიდევ ერთხელ და მიჰყევით ზემოთ აღწერილ ინსტრუქციას. მიუხედავად
შედეგისა, 30 წთ.-ს შემდეგ სთხოვეთ გაიხსნოს მოთხრობის შინაარსი და
მოგიყვეთ რა ხდებოდა. თუ ვერ იხსნებს კვლავ დაუსვით ზემოთ
ჩამოთვლილი შეკითხვები.

შეფასება: თხრობის უანრის შეფასებისას ფასდება:

 წინადადების გრამატიკული სტრუქტურა


 საუბრის მოქნილობა: გაბმული მეტყველება
 სიტყვების შინაარსობრივი მხარე
 მეტყველების არტიკულატორული მხარე

5
წაკითხული ტექსტის შინაარსის გადმოცემისას მკვლევარს შესაძლებლობა
ეძლევა შეაფასოს ინფომაციის შენახვისა და მისი საჭიორებისამებრ
გამოყენების უნარი; მეხსიერების შეფასებისას მკვლევარი ინიშნავს თუ
როგორი სიზუსტით აღადგენს მოსწავლე ტექსტის შინაარს უშუალო და
გადავადებული აღდგენის დროს; პასუხების ფურცელზე შესაბამის გარფაში
[ტექსტის შინაარსის აღდგენა] მონიშნეთ დებულება/ები, რომელიც ყველაზე
მეტად შეესაბამება მოსწავლის პასუხს.

შენიშვნა: აღნიშნული დავალება შეიძლება გამოყენებეულ იქნეს როგორც


მეხსიერების, ისე თხრობისა და წერის (წაკითხულის შინაარსის) უნარის
შესაფასებლად. შესაძლებელია შეიცვალოს ტექსტის სირთულის ხარისხი
მოსწავლის შესაძლებლობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.

თუ მოზარდს უჭირს ზემოთ აღწრილი დავალებების შესრულება და


მკვლევარი ვერ მოიპოვებს საკმარის ინფორმაციას მისი თხრობის უნარის
შესახებ რეკომედირებულია მოსწავლეს მივცეთ დავალება აღწეროს
სხვადასხვა სირთულის სურათი:

სერიული სიუჯეტური სურათი: მოსწავლეს მიეწოდება ცალკეულ ბარათებზე


გამოსახული სიუჯეტები, რომელიც გარკვეული თანმიმდევრობით დაწყობის
შემთხვევაში ქმის სიუჯეტს, რომელსაც აქვს დასაწყისი,
გაგრძელება/განვითარება და დასასრული. ეს დავალება შესაძლოა გამოიყენოთ
აზროვნების უნარის შესაფასებლადაც თუ ბარათებს მიაწოდებთ არეული
თანმიმდევრობით და სთხოვთ მათ თანმიმდევრობით დალაგებას ისე, რომ
გამოვიდეს ამბავი. შესაძლებელია სიუჯეტი მიაწოდოთ უკვე აწყობილი და
სთხოვოთ მოგიყვეთ რა ხდება მოცემულ სიუჯეტში. შეგიძლიათ გამიყენოთ
მარტივი სიუჯეტი, რომელიც ასახვს სცენას ყოფითი ცხოვრებიდან, მაგ:
პიკნიკი, პარკი, სუპერმარკეტი და ა.შ.

აღწერისას აფასებთ:
 მეტყველების არტიკულატორულ მხარეს
 წინადადების გრამატიკული სტრუქტურას

6
 საუბრის მოქნილობა: გაბმული მეტყველებას
 შინაარსი: მოვლენების ლოგიკური თანმიმდევრობა (აზროვნება)

დავალება : 10 სიტყვა

დავალების აღწერა: მოსწავლეს უკითხვათ 10 ერთმანეთთან აზრობრივად


დაუკავშირებელ და ჯღერადობით განსხვავებულ სიტყვას და სთხოვთ
დაიმახსოვროს და ჩამოთვალოს ისინი.

ჩატარების ინსტრუქცია: უთხარით “ . . . მე წაგიკითხავ 10 სიტყვას და შენი


დავალეებაა დაიმახოსვრო ისინი. მე რამოდენიმეჯერ წაგიკითხავ და ყოველ
ჯერზე შენ უნდა ჩამოთვალო ის სიტყვები, რომელიც დაგამახსოვრდება. მე
წაგიკითხავ ყოველთვის ერთიდაიგივე თანმიმდევრობით, მაგრამ შენ
შეგიძლია ჩამოთვალო ნებისმიერი თანმიმდევრობით, როგორც შენ
დაგამახსოვრდება; დავალების მიზანია ათივე სიტყვა ჩამოთვალო ერთ ჯერზე
. . . . . . ჰკითხეთ გასაგებია თუ არა ინსტრუქცია “გასაგებია დავალება?”,
საჭიროების შემთხვევაში გაუმეორეთ ინსტრუქცია ან აუხსნით გაუგებარი
დეტალები და დაიწყეთ ჩატარება. წაუკითხეთ მოსწავლეს 10 სიტყვა მკაფიო
არტიკულაციით, მისთვის გასაგებ სიმაღლეზე, თანაბარი სიჩქარით.
დაახლოებით წამში ერთი სიტყვა და უთხარით “ჩამომითვალე რომელი
სიტყვებიც დაგამახსოვრდა”; პასუხების პურცელზე ჩიანიშნეთ რომელი
სიტყვებსაც ჩამოთვლის. როცა შეატრყობთ რომ მეტ სიტყვას ვეღარ იხსენებს
უთხარით “კიდევ წაგიკითხავ” და კიდევ ჩამოუთვალეთ 10 სიტყვა იმავე
თანმიმდევრობით და კვლავ სთხოვეთ ჩამოთვალოს ის სიტყვები, რომელიც
დაამხასოვრდა. თუ მოსწავლე მეორე ჯერზე ჩამოთვლის მხოლოდ იმ
სიტყვებს, რომლებიც პირველ ჯერზე არ ჩამოუთვლია, სთხოვეთ პირველ
ჯერზე ჩამოთვლილი სიტყვებიც გაიხსენოს; სანამ სიტყვების ჩამონათვალს
მესამედ წაუკითხვდეთ შეახსნეთ, რომ დავალების მიზანია ათივე სიტყვა
ჩამოთვალოს ერთ ჯერზე და უნდა ჩამოთვალოს ყველ სიტყვა, რომელიც
გაახსნედება და არა მხოლოდ ისინი, რომელიც ჯერ არ უთქვამს.

10 სიტყვის ჩამოთვლის ან 5 მიწოდების შემდეგ უთხარით: “ ცოტა ხნის შემდეგ


ისევ შეგეკითხები ამ სიტყვებს, შეეცადე დაიმახოსვრო” დაინიშნეთ დრო და 2
წუთის შემდეგ სთხოვეთ ჩამოთვალოს სიტყვები, რომელიც ახსოვს.

7
შენიშვნა: გადავადებულ აღდგენამდე, 2 წუთიანი ინტერვალი სასურველია
დაეთმოს არავერბალური ტიპის აქტივობას, მაგ ხატვას ან მოტორული
დავალების შესრულებას.

შეფასება: პასუხების ფურცელზე შესაბამის გრაფაში ჩაინიშნეთ:

 სიტყვები, რომელიც აღადგინა თითოეულ მცდელობაზე


 მიუთითეთ სიტყვების რაოდენობა თითოეული აღდგენის დროს
 რამდენი დაიმახსოვრა სულ
 რამდენი სიტყვა გაიხსენა გადავადებული აღდგენის დროს

შეფასება: მიღებული შედეგების ანალიზი ხდება შემდეგი პარამეტრების


მიხედვით

 რამდენი გამეორება სჭირდება 10 სიტყვის დასახმახსოვრებლად ან


რამდენს იმახსოვრებს 5 გამეორების შემდეგ;
 რამდენ სიტყვას იხსენებს გადავადებული აღდგენისას;
 მატულობს თუ იკლებს დამახსოვრებული სიტყვების რაოდენობა
ყოველ შემდეგ აღდგენაზე, როგორია დინამიკა. თუ სიტყვების
რაოდენობა არ იზრდება, ეს შესძლოა მიუთითიებდეს იმაზე, რომ
გამეორება არ არის დასწავლისთვის ეფექტური საშუალება;
რაოდენობის კლება კი შესაძლოა მიუთითებდეს გადაღლაზე,
გამოფიტვაზე.
 მნიშვნელოვანია გაანალიზედეს და აღიწეროს შეცდომის ტიპები:

სიტყვების ჩანაცვლება: მოსწავლე ასახელებს ჩამონათვალში


არარსებულ სიტყვას; ეს სიტყვა შეილება იყოს ჩამონათვალში
არსებული სიტყვის
ა. ჟღერადობით მსგავი (ბარი-ბალი)
ბ. შინაარსით მსგავსი (ბაღი - ბოსტანი)
გ. დაუკავშირებელი (სკამი - კიტრი)

8
ჟღერადობით მსგავსი სიტყვების აღდგენა შესაძლოა მიუთითებდეს
სმენითი ინფორმაციის გადამუშავების სირთულეზე და შესაბამისად
დამახსოვრებაზე;

შინაარსით მსგავისი სიტყვების აღდეგნა შესაძლოა მიუთითებდეს


სიტყვის ამოტანისა (დამახსოვრებული სიტყვის გახსნების) და
სახელდების სირთულეზე, რომელიც შესაძლაო აისახოს ინფორმაციის
სხავდასხვა ფორმით გადმოცემის, მაგ: სპონტანური მეტყველების,
თხრობისა და წერის დროს.

სიტყვების დამახინჯება: შესაძლაო მიუთითებდეს სმენით აღქმული


ინფორმციის გადამუშავებაზე ან მეტყველების პრობლემებზე.

დავლება: სიტყვათა წყვილები

დავალების აღწერა: მოსწავლეს უკითხავთ სიტყვათა წყვილებს და სთხოვთ


დაიმახოსვროს რომელი სიტყვა რომელ სიტყვასთან არის დაკავშირებული;
მოსწავლეს ჯერ მიეწოდება ერთმანეთთადნ დაუკავშირებელი სიტყვები
[ფარდა - სტაფილო] შემდეგ კი ერთმანეთთადნ ლოგიკურად დაკავშირებული
სიტყვები [ჩაიდანი - საუზმე]

ჩატარების ინსტრუქცია: უთხარით “ . . . მე წაგიკითხავ სიტყვებს წყვილებად


და შენ უნდა შეეცადო დაიმახსოვრო რომელი სიტყვა რომელ სიტყვასთან არის
დაკავშირებული; შემდეგ მე წაგიკითხავ წყვილის პირველ სიტყვას და შენ
უნდა გაიხსნო მასთან დკავშირებული მეორე სიტყვა ”. წაუკითხეთ სიტყვათა 8
წყვილი, რომელც არ არის ერთმანეთთან შინაარსობროვად დაკავშირებული
ბუნბერივი ტემპით (დაახლოებით წამში ერთი სიტყვა); ინტერვალი
დაწყვილებულ სიტყვებს შორის უნდა იყოს გაცილებით მცირე ვიდრე
ინტერვალი თავად წყვილებს შორის. დასრულებისთანავე უთხარით “ ელხა
მე ვკითხულობ პირველ სიტყვას და შენ უნდა გაიხსნო რომელი სიტყვა
მოყვებოდა მას.” წაუკითეხთ წყვილების პირველი სიტყვა და დაელოდეთ
პასუხს: “თოვლი - . . . . ; მაგიდა - . . . . ”; მიუხედავად შედეგისა წაუკითხეთ

9
წყვილები მეორედაც და ისევ სთხოვეთ (ზემოთ აღწერილი ინსტრუქციის
მიხედვით) გაიხსენოს მეწყვილე სიტყვები; თუ მოსწავლე ყველა სიტყვას
სწორად იხსენებს უთხარით, “ძალიან კარგი, ცოტა ხნის შემდეგ ისევ
შეგეკითხები ამ სიტყვებს” და 2 წუთის შემდეგ ჩაატარეთ გადავადებული ცდა.
თუ მოსწავლე ვერ იხსენებს ყველა სიტყვას ცდა ჩაატარეთ მესამედაც და
მხოლოდ ამის შემდეგ, მიუხეადვად შედეგისა გადადით გადავადებული ცდის
ჩატარებაზე.

ჩაინიშნეთ თითოეული პასუხი (სიტყვა) ყოველ ცდაზე. დათვალეთ სწორად


და შეცდომით აღდგენილი სიტყვების რაოდენობა (თითოეულ მცდელობაზე)
და ჩაწერეთ შესაბამის გარაფაში

შეფასება: მიღებული შედეგების ანალიზი ხდება შემდეგი პარამეტრების


მიხედვით:

 რამდენი გამეორება სჭირდება 8 წყვილის დასახმახსოვრებლად ან


რამდენს იმახსოვრებს 3 გამეორების შემდეგ;
 რამდენ სიტყვას იხსენებს გადავადებული აღდგენისას;
 მატულობს თუ იკლებს დამახსოვრებული სიტყვების რაოდენობა
ყოველ შემდეგ აღდგენაზე, როგორია დინამიკა. თუ სიტყვების
რაოდენობა არ იზრდება, ეს შესძლოა მიუთითიებდეს იმაზე, რომ
გამეორება არ არის დასწავლისთვის ეფექტური საშუალება;
რაოდენობის კლება კი შესაძლოა მიუთითებდეს გადაღლაზე,
გამოფიტვაზე.
 შედეგები რაოდენობრივი პარამეტრების მიხდვით დაკავშირებული და
დაუკავშირებელის სიტყევბის შემთხვევაში.
 მნიშვნელოვანია გაანალიზდეს და აღიწეროს შეცდომის ტიპები:

სიტყვების ჩანაცვლება: მოსწავლე ასახელებს ჩამონათვალში


არარსებულ სიტყვას; ეს სიტყვა შეიძლება იყოს ჩამონათვალში
არსებული სიტყვის
ა. ჟღერადობით მსგავსი (ტაფა - დაფა)

10
ბ. შინაარსით მსგავსი (თოვლი - წვიმა)
გ. განსხავებული (სკამი - კიტრი)

დავალება: წინადადების დამახსოვრება

დავალების აღწერა: მოსწავლეს დასამახსობრებლად მიეწოდება ორი


ერთნაირი სიგრძის, შინაარსობრივად განსხვავებული წინადადება; მკვლევარი
უკითხავს ჯერ პირველ წინადადებს და სთხოვს მის გამეორებას, შემდეგ
უკითხავს მეორე წინადადებას და სთხოვს მის გამეორებას, რის შემდეგაც
სთხოვს გაიხსენოს ჯერ პირველი და შემდეგ მეორე იწნადადება

ჩატარების ინსტრუქცია: უთხარით: “ეხლა მე შენ წაგიკითხავ ორ წინადადებას


რიგ-რიგობით. ჯერ წაგიკითხავ ერთ წინადადებას და შენ გაიმეორებ, შემდეგ
წაგიკითხავ მეორე წინადადებას - გაიმეორებ; ამის შემდეგ მე გთხოვ
გაიხსენო ჯერ პირველი, ხოლო შემდეგ მეორე წინადადება . . . დავიწყოთ?
შეკითხვა ხომ არ გაქვს?” საჭიროების შემთხვევაში უპასუხეთ მოსწავლის
შეკითხვებს და დაიწყეთ. წაუკითხეთ პირველი წინადედბა და უტხარით
“გაიმეორე”. პასუხი ჩაინიშნეთ. წაუკითხეთ მეორე წინადადება და სთხოვეთ
გაიმეორეს; პასუხი ჩაინიშნეთ. როგორ კი პასუხებს ჩაინიშნავთ უთხარით :
“გაიხსენე პირველი წინადადება”; პასუხი ჩაინიშნეთ და უხთარით “ეხლა
მეორე” თუ სწორად გპასუხობთ უთხრით “ცოტა ხნის შემდეგ კიდევ
შეგეკიხთები ამ წინადადებებს” და 5 წუთის შემდეგ ჩაატრეთ გადავადებული
აღდგენის ცდა. თუ მოსწავლე ვერ იხსნებს ან ვერ აღადგენს წინადადებას
სწორად კიდევ ერთხელ გაიმეორეთ პროცედურა და შემდეგ ჩაატარეთ
გადავადებული აღდგენის ცდა.

შენიშვნა: წინადადების სიგრძე შესაძლოა შეიცვალოს მოსწავლის


შესაძლებლობებიდან გამომდინარე; თუ მოსწავლე ვერ ასრულებს დავალებას
5-6 სიტყვანი წინადადების შემთხვევაში მიზანშეწონილია ცდა ჩატარდეს 4 ან
3 სიტყვიანი წინადადებების გამოყენებით და მოხდეს შედეგების შედარება.

11
შეფასება: მიღებული შედეგების ანალიზი ხდება შემდეგი პარამეტრების
მიხედვით

 გამეორების რაოდენობა ან ორი გამეორების შემდეგ შედეგები;


 გამეორების დროს დაშვებული შეცდომები, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ა. სიტყვის ჩანაცვლება
ბ. სიტყვის გამოტოვება
გ. სიტყვის დამხინჯება
დ. სიტყვის ჩამატება

 გადავადებული აღდგენის დროს დაშვებული შეცდომები, ასეთის


არსებობის შემთხვევაში:
ა. სიტყვის ჩანაცვლება
ბ. სიტყვის გამოტოვება
გ. სიტყვის დამხინჯება
დ. სიტყვის ჩამატება

დავალება: მოთხრობის შინაარსის დამახსოვრება


დავალების აღწერა: მოსწავლე კითხულობს ან თქვენ უკითხავთ
მცირე მოცულობის მოთხრობას/იგავს და სთხოვთ მოგიყვეთ უშუალოდ
მიწოდების შემდეგ ან 30 წუთის შემდეგ

ჩატარების ინსტრუქცია: წაუკითხეთ (ან სთხოვეთ წაიკითხოს ხმამაღლა)


მოსწავლეს მცირე მოცულობის მოთხრობა და როგორც კი დაასრულებთ
კითხვას უთხრით სთხოვეთ მოგიყვეთ; ჩაინიშნეთ ან დიქტაფონზე ჩაიწერეთ
მისი მონათხრობი. თუ მოსწავლე ვერ ყვება დაუსვით შეკიხთხვები
წაკითხული ტექსტის გარშემო:
 რას/ვის შეეხებოდა ეს მოთხრობა/ამბავი?
 რა იყო მთავრი აზრი?
 სად/როდის ხდებოდა ეს ამბავი?
 როგორ დაიწყო?
 მერე რა მოხდა?
 როგორ დასრულდა?
 რა გახდა იმის მიზეზი, რომ . . . ?

12
 რა გამოიწვია . . . ფაქტმა/მოვლენამ?
 როგორ დასრულდა?

თუ მოსწავლე ვერც შეკითხვებზე იძლევა პასუხებს და ტოვებს


შთაბეჭდილებას, რომ ვერ გაიგო ან ვერ დაიმახსოვრა შინაარსი, წაუკითხეთ
კიდევ ერთხელ და მიჰყევით ზემოთ აღწერილ ინსტრუქციას. მიუხედავად
შედეგისა, 30 წთ.-ს შემდეგ სთხოვეთ გაიხსნოს მოთხრობის შინაარსი და
მოგიყვეთ რა ხდებოდა. თუ ვერ იხსნებს კვლავ დაუსვით ზემოთ
ჩამოთვლილი შეკითხვები.

შენიშვნა: აღნიშნული დავალება შეიძლება გამოყენბეულ იქნეს როგორც


მეხსიერების, ისე თხრობისა და წერის (წაკითხულის შინაარსის) უნარის
შესაფასებლად. შესაძლებელია შეიცვალოს ტექსტის სირთულის ხარისხი
მოსწავლის შესაძლებლობებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.

დავალება: მსგავსებები საგნებს/მოვლენებს შორის

დავალების აღწერა: მოსწავლეს სთხოვთ დაასახელოს ორ საგანს/მოვლენას


შორის საერთო ნიშანი. საგნებს შორის მსგავსება შესაძლოა იყოს თვალსაჩინო
[ფორმა] ან არათვალსაჩინო [ფუნქცია].

ჩატარების ინსტრუქცია: ჰკითხეთ “რითი ჰგავს ერთმანეთს სახლი და ბუდე,


რა საერთოა მათ შორის” ჩაინიშნეთ მოსწავლის პასუხი. თუ მოსწავლე აღწერს
საგნებს შორის განსხვავებას (მაგ: სახლს ადამინები მიწაზე აშენებენ, ბუდე -
ხეზე ჩიტები) უთხარით: “მართალია ამით ისინი განსხვავდებიან

13
ერთმანეთისაგან, მე მაინტერესებს რა საერთოა მათ შორის”. თუ მოწავლე
ასახლებს ორ საგანს/მოვლენას შორის საერთო ნიშანს, მაგრამ აღნინული
ნიშანი დამახასიათებელი საგანთა.მოვლენათა ფართო კატეგორიისათვის,
ხოლო მითითებულ ორ საგანს/მოვლენას აქვს უფრ სფეციფიუირი საერთო
ნიშნანი, მაგ: შეკიხთვაზე, რითი გავს ერთმანეთს ჭერი და იატაკი, მოსწავლე
პასუხობს - - ისინი შენობის ნაწილებია, უთხარით “ მართალია, ისინი შენობის
ნაწილია, ისევე როგრც კედლები, ფანაჯარა, მაგრამ კიდევ რა აკავშირებს მათ,
რა საერთოა მათ შორის?”

შეფასება: ჩაინიშნეთ მოსწავლის თითოეული პასუხი და განსაზღვრეთ


თითოეულისათვის განზოგადების ხარისხი ქვემოთ მოცემული
კრიტერიუმების მიხედვით.

 ვერ ანზოგადებს - პასუხში არ არის აღწერილი საერთო ნიშნები ან;


 განზოგადების დაბალი ხარისხი - პასუხში აღწერილია არარსებითი, ან
მხოლოდ თვალსაჩინო საერთო ნიშნები და იგნორირებული ძირითადი
ნიშნები, რომელიც არსებითი ორივე შესადარებელი
საგნოსათვის/მოვლენისათვის;
 განზოგადების მაღალი ხარისხი - პასუხში აღწერილია
საგნების/მოვლენების არსებითი ნიშნები

იხ.ნიმუში

შესადარებელი ვერ ანზოგადებს დაბალი მარალი


წყვილი განზოგადება განზოგადება
სორო - ბუდე სორო ორივეს ორივე
ადამინებისთვისა, აშენებენ საცხოვრებელია
ბუდე -
ჩიტებისათვის;
ორივე პატარაა
71-143 ორივე რიცხვია ორივე კენტი ორივე რიცხვის
რიცხვია შემადგენელი
ციფრების ჯამი 8-

14
ის ტოლია

დავალება: საგნების დაჯგუფება

დავალების აღწერა: მოსწავლეს მიეწოდება სხვადასხვა კეტეგორიის ან


სხვადასხვა ნიშნით მსგავსი საგნების გამოსახულებები ან დასახელებები
წერილობითი ფორმით და მოეთხოვება დააჯგუფოს ისინი რამდენიმე
ჯგუფად, მატ შორის მსგავსებების ან საერთო ნიშნების საფუძველზე

ჩატარების ინსტრუქცია: დაწაყვეთ მაგიდაზე, მოსწავლის წინ სხვადასხვა


საგნების ბარათები (16 ცალი) ან დაუდეთ ფურცელი საგნების ჩამონათვალით
(16 დასახელება) და უთხარით “მოცემულ ბარათებზე გამოსახულია
სხვადასხვა საგნები [ჩამონათვალში მოცემულია სხვადასხვა საგნების
დასახელებები], რომლებიც სხვადასხვა ნიშნით ერთიანდება ერთ
კატეგორიაში, ერთ ჯგუფში, მაგ წიგნი და სკოლა - შეიძლება ერთად
დავაჯუფოთ, იმიტომ, რომ ორივე სწავლასთან არის დაკავშირებული, მაგრამ
გაითვალისწინე, რომ ერთიდაიგივე საგანი შესაძლოა მიეკუთნებოდეს ორ ან
მეტ კატეგორიას; შენი დავალებაა მოცემული 16 საგანი [სიტყვა] დააჯგუფო 4
კატეგორიაში, ისე, რომ თითოეულში იყოს 4 საგანი [სიტყვა ]”. თუ მოსწავლე
ვერ ასრულებს დავალებას მიუთითეთ ერთი კატეგორიის რომელიმე ორ
წევრზე, მაგ: ფეხი და თავი და უთხარით: “ ფეხი და თავი შეიძლება ერთ
ჯგუფში გავაერთიანოთ, როგორ ფიქრობ, რატომ? ” თუ მოსწავლე გპასუხობთ
სწორად უთხარით “ მართალია, ორივე ადამიანის სხეული ნაწილებია . . . და
კიდევ რომელი სიტყვები (ბარათები) შეიძლება ამ ჯგუფში გავაერთიანოთ?”
თუ მოსწავლე ვერ გპასუხობთ უთხარით: “ თავი და ფეხი ადამინის სხეულის
ნაწილებია, როგორ ფიქრობ, მოცემული სიტყვებიდან [ბარათებიდან] კიდევ რა
შეიძლება მათთან ერთად გავაერთიანოთ?” თუ მოსწავლე მაინც ვერ
გპასუხობთ შეყვიტეთ ამ დავალების ჩატარება და გადადით შემდეგზე; თუ
მოსწავლის პასუხი სწორია უთხარით “ძალიან კარგია/ სწორია . . . . ეხლა
დააჯგუფე დანარჩენები”
დავალების დასრულების შემდეგ სთოვეთ დაასაბუთოს თავისი პასუხი
“რატომ დააჯგუფე ესენი ერთად? რა არის მათ შორის საერთო?” შეკითხვა

15
დაუსვით თითოეულ ჯგუფზე. რომელიმე კატეგორიაში მცდარი წერის
მიკუთვნების შემთხვევაში, აგრეთვე სთხოვეთ დაასაბუთოს თავისი პასუხი.

შეფასება: ჩაინიშნეთ მოსწავლის მიერ სწორად დაჯგუფებული წევრები, მაგ:


ქუდი და შარვალი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დანარჩენი წევრები არ
იყოს სწორად შერჩეული, მაგ: ქუდი, შარვალი, ფეხი, თავი; ჩაინიშნეთ აგრეთვე
მოსწავლის პასუხები, რა ნიშნით ახდენენ მოცემული სიტყვების/ბარათების
დაჯგუფებას. პასუხების ფურცელზე მიუთითეთ სწორად და არასწორად
დაჯგუფებული სიტყვების/ბარათების რაოდენობა და არასწორად
მითითებული წევრების დასაბუთება.

დავალება: ერთი ზედმეტი


დავალების აღწერა: მოსწავლეს მიეწოდება 5 ან 4 ერთმანეთთან
დაკავშირებული სიტყვა (გამოსახულება), რომელთაგან ერთი განსხვავდება
დანარჩენებისაგან; მოსწავლემ უნდა ამოიცნოს ზედმეტი წევრი და
დაასაბუთოს პასუხი.
ჩატარების ინსტრუქცია: დაწერილი სიტყვები, მაგ : ავტობუსი, მანქანა,
ტროლეიბუსი, გემი, ტრამვაი ან ბარათები გამოსახულებით დაალაგეთ
მოსწავლის წინ და უთხარით “ამ სიტყვებს [ბარათებს] შორის ერთერთი
ზედმეტია, ის განსხვავდება დანარჩენი ოთხისაგან [სამისაგან], როგორ
ფიქრობ, რომელია დანარჩენებისაგან განსხვავებული და რატომ?” თუ
მოსწავლე ვერ გპასუხობთ უთხარით: “ ამ სიტყვებიდან ყველა ტრანსპორტის
აღმნიშვნელი სიტყვაა, მაგრამ უმრავლესობა სახმელეთო ტრანსპორტია, გარდა
გემისა, ე.ი. გემი განსხვავდება დანარჩენებისაგან” ახსნის შემდეგ განაგრძეთ
დავალების ჩატარება; თუ მოსწავლე ვერ ასრულებს შემდეგ ორ დავალებას,
შეწყვიტეთ ამ დავალების ჩატარება და გადადით შემდეგზე. წინააღდეგ
შემთხვევაში ჩაატარეთ ყველა.

შენიშვნა: თუ მოსწავლეს აქვს კითხვის ან მიმართული მეტყველების გაგების


სხვადასხვა მიზეზებით (მეტყვლების პრობლემა, ენის ბარიერი) გამოწვეული
სირთულე, აღნიშნული დავალება ჩაატარეთ ვიზუალური მასალის, ბარათების
გამოყენებით.

16
შეფასება: მოინიშნეთ მოსწავლის პასუხი: ხაზი გაუსვით მოსწავლის მიერ
გამოყოფილ ზედმეტ წევრს და ჩაიწერეთ პასუხის დასაბუთება. პასუხების
დამუშვებისას საყურადღებოა იმ ნიშნების იდენტიფიცირება, რომლის
მიხედვითად მოსწავლე აერთიანებს მსგავს წევრებს და გამოყოფს
განსხვავებულს. შეფასება განხორცილედება შემდეგი კრიტერიუმების
მიხედვით:
 სწორად გამოყოფილი პასუხი;
 მსგავის წევრების დაჯგუფება არსებითი ნიშნის მიხედვით;
 ისეთი საერთო ნიშნის იდენტიფიცირება, რომელიც საერთო ყველა
წევრისათვის და არა მხოლოდ ზოგიერთისათვის;
 განსხვავებული წევრის გამოყოფა არსებითი განსხვავებული ნიშნის
მიხედვით.

დავალება: ერთი ზედმეტი


1. ავტობუსი ტროლეიბუსი გემი ტრამვაი
დასაბუთება:

2. მასწავლებელი ექიმი მკითხველი მწერალი მზარეული


დასაბუთება:

3. ხირცი ბოსტნეული სადილი ფქვილი ბურღული


დასაბუთება:

4. წარმატება გამარჯვება დაწინაურება მიღწევა სიმშვიდე


დასაბუთება:

5. თათბირი მსჯელობა დავა ბჭობა მოლაპარაკება


დასაბუთება:

6. ჭერი კედელი იატაკი ტახტი ფანჯარა


დასაბუთება:

7. ბნელი ნათელი ცისფერი კაშკაშა მკრთალი


დასაბუთება:

8. აღელვება წყრომა გაბრაზება აღშფოთება დასჯა


დასაბუთება:

დავალება: ანალოგიები
დავალების აღწერა:

ჩატარების ინსტრუქცია: დაუდეთ მოსწავლეს წინ დავალება:

17
პური სახლი
მცხობელი ქალაქი, ოთახი, კარი, მშენებელი, აგური

წაუკითხეთ სიტყვათა წყვილი, მაგ: “პური-მცხობელი” და უთხარით: “ეს


სიტყვები ერთმანეთთან გარკვეულ კავშირშია, შენი დავალებაა განსაზღვო ეს
კვაშირი და შეარჩიო ამ სიტყვისათვის - სახლი (მიუთითეთ თითით) სიტყვა,
რომელიც იგივე კავშირში იქნება მასთან. სიტყვა უნდა შეაჩიო, ხაზს ქვემოთ
მოცემული სიტყვებიდან - ქალაქი, ოთახი, კარი, მშენებელი, აგური
(მიუთითეთ თითით)” თუ მოსწავლე ვერ ასრულებს დავალებას ჰკითეთ: “ რა
კავშირშია პური და მცხობელი ერთმანეთთან? თუ მოსწავლის პასუხი არ არის
სწორი უთხარით: “მცხობელი აცხობს პურს, და ვინ აშენებს სახლს? ” თუ
მოსწავლის პასუხი სწორია, უთხარით “მართალია მცხობელი პურს აცხობს და
ვინ აშენებს სახლს?” თუ მოსწავლე მაინც ვერ არჩევს სწორ სიტყვას
[მშენებელი] უთხარით: “სახლს აშენებს მშენებლი ე.ი პური კავშირშია
მცხობელთან და იმავე კავშირშია სახლი - მშნებელთან” და შესტავაზეთ
შემდეგი დავალება. თუ მოსწავლის პასუხი სწორია უთხარით: მართალია
“პურს ახცობს მცხობელი და სახლს აშენებს - მშნებელი” და გადადით შემდეგ
დავალებაზე.
მეორე დავალებაზე წარუმატებლობის შემთხვევაში შეწყვიტეთ ამ დავალების
ჩატარება და გადადით სხვა დავალებაზე.

შეფასება: ჩაინიშნეთ მოსწავლის თითოეული პასუხი და გაანალიზეთ:


 შეცდომის შემთხვევაში რა ნიშნით არჩევს მეწყვილეს;
 საჭიროებს თუ არა დახმარებას/ მინიშნებას და საჭიორების
შემთხვევაში როგორ იყენებს მას.

პური სახლი
მცხობელი ქალაქი, ოთახი, კარი, მშენებელი, აგური

წყალი საჭმელი

18
წყურვილი დალევა, შიმშილი, პური, საკვები, პირი

სიმღერა სურათი
ყრუ კოჭლი, მხატვარი, ბრმა, ავადმყოფი, ნახატი

სკოლა საავადმყოფო
სწავლა ექიმი, დაწესებულება, მკურნალობა, ავადმყოფი, ნემსი

საცობი ქვა
ტივტივი მარმარილო, მდინარე, ჩაძირვა, კალატოზი, ფრენა

ხე ხელი
ტოტი ცული, ხელთათმანი, თითი, ფეხი, სამუშაო

დავალება: მიმდევრობის ანალიზი


დავალების აღწერა: მოსწავლეს უჩვენებთ რიცხვთა მიმდერობის პირველ
რამოდენიმე (4,5) წევრს, სთხოვეთ გააგრძელოს იგი, იპოვოს შემდეგი
რამოდენიმე რიცხვი და დაასაბუთოს თავისი პასუხი

ჩატარების ინსტრუქცია: აჩვენეთ მოსწავლეს მარტივი მიმდევრობის ნიმუში “


3,7,11,15,19, ” და უთხარით: “დააკვირდი რიცხვების შემდეგ მიმდევრობას,
როგორ ფიქრობ რა პრინციპით არის ეს რიცხვები დალაგებული? ” დაელოდეთ
მის პასუხს ერთი წუთის განმავლობაში და თუ ვერ გპასუხობთ უთხარით:
“ყოველი შემდგი რიცხვი მის წინ მდგომი რიცხვისა და 4-ის ჯამია, ხედავ
3+4=7, 7+4=11 და ა.შ.? . . . როგორ ფიქრობ რა იქნება შემდეგი?” თუ მოსწავლე
ვერ გპასუხობთ ჰკითხეთ: “რამდენი იქნება 19+4” და დელოდეთ მის პასუხს;
თუ მოსწავლე ვერ გპასუხობთ ან გპასუხობთ არასწორად შეწყვიტეთ
დავალება და გადადით შემდეგ დავალებაზე. თუ მოსწავლე სწორად
გპასუხობთ, უთხრით “ე.ი. შემდეგი რიცხვი იქნება 23 და რა იქნება შემდეგი? ”
თუ მოსწავლე სწორად გპასუხობთ უთხრით “მართალია, გააგრძელე
რიცხვების ჩამოწერა” და ნუღარ ჩაერევით; თუ ვერ გპასუხობთ შეწყვიტეთ
დავალების შესრულება და გადადით შემდეგ დავალებაზე.

19
თუ მოსწავლე იგებს და ასრულებს დავალებას ჩაატრეთ მისი რთული
ვარიანტიც. გამოიყენეთ იგივე ინსტრუქცია.

რთული მიმდევრობა: 1, 2, 6, 24, ? [120] მიმდევრობის მეორე წევრი მიიღება


პირველი წევრისა [1] და 2 გამრვალებით; მესამე წევრი - მეორე წევრისა [2] და
3 გამრავლებით; მეოთხე წევრი - მესამე წევრისა [6] და 4 გამრავლებით.
მიმდევრობის შემდეგი, მეხუთე წევრი იქნება 24 X 5=120; მეექვსე 120 X 6=720

შენიშვნა: თუ მოსწავლეს არ შეუძლია არითმეტიკული ოპერაციების


შესრულება აღნიშნულ დავალებას ნუ ჩაატარებთ.

20

You might also like