You are on page 1of 9

7 სასწავლო კურსის ოპტიკა

სახელწოდება Optics
ავტორი (ავტორები) ემერიტუს პროფესორი რ. ზარიძე
ასოცირებული პროფესორი ო. ხარშილაძე
ლექტორი (ლექტორები) ოლეგ ხარშილაძე,
თსუ ასოცირებული პროფესორი, ფიზ-მათ. მეცნ. კანდიდატი,
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,
ფიზიკის დეპარტამენტი, 599-53-16-02
რამაზ ხომერიკი,
თსუ ასოცირებული პროფესორი, ფიზ. მათ. მეცნ. დოქტორი,
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი,
ფიზიკის დეპარტამენტი,  915681 (სახლი), 595-397216 (მობილური)
khomeriki@hotmail.com
სასწავლო კურსის კოდი
სასწავლო კურსის თსუ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
სტატუსი
ფიზიკის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა “ფიზიკა”

სავალდებულო საგანი

სასწავლო კურსის სტუდენტები დაეუფლონ ზოგადი ფიზიკის საფუძვლებს, გაეცნონ


მიზნები ძირითად ოპტიკურ მოვლენებს და გამზომ ხელსაწყოებს,
ჩამოუყალიბდეთ ექსპერიმენტული მუშაობის და ოპტიკური ამოცანების
ამოხსნის ჩვევები. ოპტიკა ზოგადი ფიზიკის ერთერთი განმსაზღვრელი
ნაწილია, რომელიც ისწავლება როგორც წინა ზოგადი ფიზიკის კურსის
– ელექტრობის ბუნებრივი გაგრძელება. მოცემული კურსის ძირითადი
დანიშნულებაა სტუდენტს მიაწოდოს ცოდნა გეომეტრიული, ტალღური
და კვანტური ოპტიკის შესახებ რეალურ ექსპერიმენტებზე
დაყრდნობით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარალელურ მუშაობას
კონკრეტულ ამოცანებზე როგორც ლაბორატორიებში, ასევე სალექციო
და საკლასო მეცადინეობებზე. კურსი უშუალოდ იწყება გეომეტრიული
ოპტიკის კანონების შესწავლიდან და მათი გამოყვანიდან მაქსველის
განტოლებების საშუალებით და მთავრდება თანამედროვე არაწრფივი
ოპტიკური სისტემების განხილვით. მასალა შეირჩევა ისე, რომ
ძირითადი ფიზიკური იდეები დეტალურად შეისწავლება და
გამოყენებითი ამოცანები კი სტუდენტს მიეცემა დამოუკიდებლად
სამუშაოდ. სალექციო მასალაში პარალელურად გაირჩევა
მნიშვნელოვანი ამოცანებიც.
კრედიტების რაოდენობა  7 კრედიტი
და საათების განაწილება  საკონტაქტო საათები სემესტრში – 120სთ (3სთ ლექცია (სულ 45სთ)
სტუდენტის დატვირთვის და 2სთ პრაქტიკული (სულ 30სთ) და 3სთ ლაბორატორია (სულ
შესაბამისად (ECTS) 45სთ) კვირაში)
 დამოუკიდებელი საათები სემესტრში - 50სთ, აქედან:
 შუალედური გამოცდის მოსამზადებლად და ჩასაბარებლად
განკუთვნილი დრო – 10სთ
 დასკვნითი (საბოლოო) გამოცდის მოსამზადებლად და
ჩასაბარებლად განკუთვნილი დრო – 10სთ
დაშვების წინაპირობები ელექტრომაგნეტიზმი
სწავლის შედეგები ცოდნა და გაცნობიერება - კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს
ექნებათ საფუძვლიანი ცოდნა გეომეტრიულ და ტალღურ ოპტიკაში,
ექნებათ საფუძვლები არაწრფივ და ქვანტურ ოპტიკაში. ექნებათ
წარმოდგენა ოპტიკის კანონებზე სრული ზოგადი ფიზიკის კურსის
ფარგლებში. კურსი ემსახურება საბაზისო ფუნდამენტური განათლების
მიღებას ფიზიკაში და ფიზიკის დარგისათვის აუცილებელი მასალის
თეორიული საბაზისო ცოდნის შეძენას; სტუდენტი იძენს ოპტიკის,

1
როგორც ზოგადი ფიზიკის კურსის, თანამედროვე ზოგადი და
ალტერნატიული მეთოდებისა და ძირითადი პრინციპების ცოდნას,
რათა შემოქმედებითად და ახლებურად მიუდგენ თანამედროვე
ამოცანების დასმისა და ამოხსნის საკითხებს სხვადასხვა ტიპის
გარემოში.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი - სტუდენტი გაეცნობა
თანამედროვე მასალათმცოდნეობის საფუძვლებს და შეიძენს
დამოუკიდებელი, შემოქმედებითი აზროვნების უნარ-ჩვევებს;
პრობლემების იდენტიფიცირების, დასმისა და გადაწყვეტის უნარს;
გაეცნობა მყარი სხეულების ფიზიკის ექსპერიმენტულ მეთოდებს.
დასკვნის უნარი - სტუდენტი იძენს აბსტრაქტული აზროვნების,
ანალიზისა და სინთეზის უნარებს; პრობლემების იდენტიფიცირების,
დასმისა და გადაწყვეტის უნარებს; დასაბუთებული გადაწყვეტილების
მიღების უნარებს.
კომუნიკაციის უნარი - სტუდენტი იძენს ზეპირი და წერილობითი
ფორმით კომუნიკაციის უნარებს; დისკუსიაში დარგობრივი
ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობის უნარებს; სემინარებზე
და სარეფერატოდ მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობის,
ჩამოყალიბებისა და მისაღები ფორმულირებით გადმოცემის უნარებს.
სწავლის უნარი - სხვადასხვა წყაროდან დამოუკიდებლად ან
მინიმალური დახმარებით ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და
ანალიზის უნარს; ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის
უნარს; დისკუსიაში დარგობრივი ტერმინოლოგიის გამოყენებით
მონაწილეობის უნარს; არგუმენტირების, კრიტიკული შეფასების,
სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბების უნარს.
ღირებულებები - სტუდენტი იძენს დროის დაგეგმვისა და მართვის
(დროის მენეჯმენტის) უნარ ს; დაკისრებული ამოცანებისა და ნაკისრი
ვალდებულებების განხორციელებისა და ბოლომდე მიყვანის უნარს.
სასწავლო კურსის
შინაარსი სასწავლო პროგრამა დაყოფილია სამ ნაწილად:
ა) სალექციო კურსი
ბ) დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის
გ) პრაქტიკული მეცადინეობა და ოპტიკის სასწავლო ლაბორატორია

ა) სალექციო კურსი (იხ. დანართი)

ბ) დავალებები დამოუკიდებელი მუშაობისათვის

1. ფრენელის ფორმულების გამოყვანის მეორე შემთხვევა


(პერპენდიკულარულია დაცემის სიბრტყისადმი, მდებარეობს
დაცემის სიბრტყეში). გ. ვეფხვაძე, “ოპტიკა” გვ18.
2. ინტერფერენციის გამოყენებანი. გ. ვეფხვაძე, “ოპტიკა” გვ29.
3. ჰარმონიული მესერი. ამპლიტუდური და ფაზური მესერები. გ.
ვეფხვაძე, “ოპტიკა” გვ36.
4. ჰოლოგრაფიის გამოყენებანი. გ. ვეფხვაძე, “ოპტიკა” გვ37.
5. ჰიუგენსის მეთოდი ერთღერძიან კრისტალებში სხივების
გავრცელების მიმართულების განსაზღვრისათვის. გ. ვეფხვაძე,
“ოპტიკა” გვ41.
6. პოლარიზაციული ხელსაწყოები. გ. ვეფხვაძე, “ოპტიკა” გვ42.
სინათლის გაბნევა. გ. ვეფხვაძე, “ოპტიკა” გვ48.

გ) ოპტიკის სასწავლო ლაბორატორია

ოპტიკის სასწავლო ლაბორატორიაში არის 10 ლაბორატორიული


სამუშაო. თითოეული სამუშაოს შესრულებას სჭირდება საშუალოდ 4 – 5

2
სთ.
1. ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპი ფოტონისათვის.
2. სინათლის დიფრაქციის შესწავლა და დიფრაქციული მესერის
პერიოდის განსაზღვრა.
3. სინათლის წრფივი, წრიული და ელიფსური პოლარიზაციის
შესწავლა.
4. პოლარიზაციის სიბრტყის ბუნებრივი ბრუნვის შესწავლა და შაქრის
პროცენტული რაოდენობის განსაზღვრა პოლარიზაციული
ხელსაწყოებით.
5. პოლარიზაციის სიბრტყის მაგნიტური ბრუნვის შესწავლა
(ფარადეის ეფექტი).
6. სინათლის ინტერფერენციის შესწავლა ბიპრიზმის დახმარებით.
7. მყარი სხეულისათვის ბუგერის კანონის შემოწმება და შთანთქმის
კოეფიციენტის განსაზღვრა.
8. ლინზის ოპტიკური პარამეტრების განსაზღვრა.
9. უცნობი ხსნარის კონცენტრაციის განსაზღვრა პულფრიხის
ფოტომეტრის დახმარებით.
10. სინათლის ნორმალური დისპერსიის შესწავლა.
სწავლების/სწავლის
მეთოდები 1. ზეპირსიტყვიერი (ლექცია)
2. წიგნზე მუშაობის მეთოდი.
3. წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს
ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთებას.
4. დისკუსია, მსჯელობა.
5. პრობლებემზე დაფუძნებული სწავლება.
6. პრაქტიკული მუშაობის ახსნა-განმარტებითი და გამეორების
მეთოდი.
7. ამოცანების დამოუკიდებლად ამოხსნა, საშინაო დავალებების
შესრულება და გადმოცემა კლასში.
8. ლაბორატორიული და დემონსტრირების მეთოდები; ცდების
დაყენება, ვიდეომასალების ჩვენება, ილუსტრირება.
9. ჯგუფური მუშაობა.
10. დედუქცია, ანალიზი, სინთეზი.

ლექცია, ლაბორატორიული სამუშაოები და პრაქტიკული მეცადინეობა


სასწავლო კურსის ძირითადი ფორმაა. ლექციის დროს სტუდენტებს
შეუძლიათ კითხვების დასმა და დისკუსიაში მონაწილეობა. თეორიული
ცოდნის გაღრმავება და შემოწმება მოხდება ლაბორატორიულ
სამუშაოებზე და პრაქტიკულ მეცადინეობებზე. სალექციო მასალის
ცოდნის შესამოწმებლად სემესტრის მანძილზე მოხდება წერითი
გამოკითხვის ჩატარება და ქულებით შეფასება. კურსის ბოლოს
ჩატარდება გამოცდა.
დასწრება და ინტერქტიული მონაწილეობა ლექციებზე 5%
პრაქტიკული 15%
ლაბორატორია 20%
კოლოკვიუმი (შუალედური გამოკითხვა) jamuri 20%
საბოლოო გამოცდა 40%
საბოლოო შეფასება 100%
სალექციო მასალის ცოდნის შესამოწმებლად სემესტრში იქნება წერითი
შუალედური შემოწმება/გამოკითხვა. გამოსაკითხი მასალა მოიცავს
თეორიულ საკითხებს და ამოცანებს. საბოლოო შეფასების ფორმას
წარმოადგენს გამოცდა, რომლის შეფასებისას გამოყენებული იქნება
ქულათა შემუშავებული სისტემა.
შუალედურ გამოკითხვაში მონაწილეობა – ჯამური სულ მაქს. 20

3
ქულა.
პრაქტიკულზე მონაწილეობა –აქტიური მონაწილეობა, დისკუსიები,
ხშირი გამოსვლები დაფასთან საკითხების ამოსახსნელად და ამოხსნის
შეფასების კრიტერიუმები გზების მოძიება, წერითი სამუშაოების შესრულება როგორც
დამოუკიდებლად ასევე აუდიტორიაში, შემაჯამებელი გამოკითხვა –
სულ მაქს. 15ქულა.

ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება – სულ მაქს. 20 ქულა

საბოლოო გამოცდა - მაქს. 40


დასწრება – 5 ქულა
საბოლოო შეფასება - სულ მაქს. 100 ქულა.

შეფასება დეტალურად:
დასწრება: 5 ქულა: დასწრება ლექციაზე და
პრაქტიკუმზე/ლაბორატორიებზე ფასდება 5 ქულით. ყველაზე
დასწრება – 5 ქულა; საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტზე დასწრება –
3 ქულა. ნახევარზე ნაკლებზე დასწრება – 2 ქულა. თითო-ოროლა
ლექციაზე/პრაქტიკულზე/ლაბორატორიულზე დასწრება – 0 ქულა.

წერით გამოკითხვაში (კოლოქვიუმი) მონაწილეობა (ჯამურად):


სულ მაქს. 20 ქულა.

პრაქტიკული მეცადინეობა სულ მაქს. 15 ქულა


პრაქტიკული მეცადინეობები: ორი საკონტროლო წერა, თითოეულში 5
ქულა.
სულ მაქს. 10 ქულა.
5 ქულა - ამოცანების/მაგალითების ამოხსნა სრულად,
3-4 - ნაწილობრივ ამოხნა,
1-2 ქულა - ამოხსნის დაწყება სწორი მეთოდით და ბოლომდე
ვერ მიყვანა;
0 ქულა - მწირი მცდელობა ამოხსნის.
პრაქტიკულ მეცადინეობებზე აქტივობა - 5 ქულა:
მუდმივი აქტივობა – 5 ქულა;
დრო-და-დრო აქტივობა – 3-4 ქულა;
იშვიათად აქტივობა –1-2 ქულა;
მწირი აქტივობა – 0 ქულა.

ლაბორატორიული მეცადინეობები – 20 ქულა: შესასრულებელ


ლაბორატორიულ ამოცანათა მინიმალური რაოდენობაა Nმინ=4, ხოლო
ყოველი სრულყოფილად შესრულებული ამოცანისთვის სტუდენტს
დაეწერება 2 ქულა (თუ ამოცანა შესრულდა ხარვეზებით, დაიწერება
შესაბამისად ნაკლები ქულა). სტუდენტი პრეზენტაციებზე კარგად
წარმოდგენილი ნაშრომისათვის დამატებით 4 ქულას მიიღებს.
მაშასადამე ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 20.

საბოლოო გამოცდა: სულ ჯამურად 40 ქულა.

გამოცდაზე დაშვების წინაპირობა: თსუ წესებით განსაზღვრული


მინიმუმი.
თითოეული კომპონენტისათვის ჯამურად:
30-40 ქულა - ზედმიწევნით ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
ყველა საკითხს; ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც
ძირითადი, ისე დამხმარე ლიტერატურა; ნებისმიერი საპროგრამო
მასალა შეუძლია გადმოსცეს ამომწურავად. იცნობს უახლეს სამეცნიერო

4
შრომებს.
20-29 ქულა - ღრმად ერკვევა პროგრამით გათვალისწინებულ ყველა
საკითხში; საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა
და დამხმარე ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი; აქვს
დამოუკიდებელი აზროვნების უნარი; ნებისმიერი საპროგრამო მასალა
შეუძლია გადმოსცეს სრულყოფილად.
6-19 ქულა - დამაკმაყოფილებლად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ ყველა ძირითად საკითხს; ათვისებული აქვს
როგორც ძირითადი ლიტერატურა, ისე დამხმარე ლიტერატურის
ნაწილი; შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს ცალკეული საპროგრამო
საკითხები.
6 ქულაზე ნაკლები - არ ფლობს საპროგრამო მასალას.

გამოკითხვისათვის მიეცემა 2 სთ.


ძირითადი ლიტერატურა 1. გალინა ვეფხვაძე. ოპტიკა, თსუ, 1998 წ.
2. ი.ე. იროდოვი. ამოცანები ზოგად ფიზიკაში. თსუ, 1987
დამხმარე ლიტერატურა 3. Д. В. Сивухин. Общий курс физики. Оптика. М.: Наука, 1985.
და სხვა სასწავლო მასალა 4. Г.С. Ландсберг. Оптика, М., 1976.
5. А.Н. Матвеев, Оптика, М., «Высшая школа», 1985
6. Е.И. Бутиков, Оптика, М., «Высшая школа», 1986
7. Н. М. Годжаев. Оптика. М.: Высшая школа, 1977.
8. Н. И. Калитеевский. Волновая оптика. М.: Высшая школа, 1978.
9. Г.С. Ландсберг. Оптика, М., 1976.
დამატებითი
ინფორმაცია/პირობები

5
დანართი 1

სასწავლო კურსის შინაარსი

# თემა (ლექცია/სამუშაო სასწავლო მასალა


ლექციები ჯგუფი/პრაქტიკული,ლაბორატორიული სამუშაო და ა.შ.
3სთ სინათლის ელექტრომაგნიტური თეორია, როგორც [1], [2], ლექციის
ელექტრომაგნიტური ტალღების თეორიის კერძო შემთხვევა. ჩანაწერი
სინათლისა და ელექტრომაგნიტური ტალღის ძირითადი
თვისებების გამოყვანა მაქსველის განტოლებებიდან და
ანალიზი. ელ.მაგ. ტალღის პოლარიზაცია. წრფივი, წრიული,
ელიფსური პოლარიზაცია.
3სთ სფერული ტალღის განტოლება, ელექტრომაგნიტური [1], [2] ლექციის ჩანაწერი
ტალღების განივობა. ელექტრომაგნიტური ტალღის ენერგიის
ნაკადი, პოინტინგის ვექტორი.
3სთ ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელება. ფაზური და [1], [2] ლექციის ჩანაწერი
ჯგუფური სიჩქარეები. ელექტრომაგნიტური ტალღის
იმპულსის სპექტრალური წარმოდგენა, ფურიეს პირდაპირი
და შებრუნებული გარდაქმნა. სპექტრის სიგანე.
3სთ ორი დიელექტრიკის ბრტყელ გამყოფ საზღვარზე სასაზღვრო [1], [2] ლექციის ჩანაწერი
პირობების შესრულება, ელ.მაგ. ტალღის ნორმალური დაცემა,
მისი ანალიზი. მდგარი ელექტრომაგნიტური ტალღები.
სინათლის ტალღის განსაზღვრისთვის ვინერის ცდა.
ელექტრომაგნიტური ტალღის არეკვლისა და გარდატეხის
კანონები. სნელიუსის კანონები.
3სთ ორი გარემოს გაყოფის საზღვარზე ტალღის დახრილი დაცემა. [1], [2] ლექციის ჩანაწერი
ფრენელის ფორმულები: როდესაც Е დაცემის სიბრტყის
პარალელურია. მ ისი ანალიზი.ბრიუსტერის კუთხე.
3სთ ბრტყელი მეტალური ზედაპირიდან სინათლის არეკვლა. [1], [2] ლექციის ჩანაწერი
სინათლის გავრცელება მეტალის შიგნით.
ელექტრომაგნიტური ტალღის იმპულსი. სინათლის წნევა,
ლებედევის ცდა
3სთ წრფივ ოპტიკაში სუპერპოზიციის პრინციპი. სინათლის [1], [2] ლექციის ჩანაწერი
ინტერფერენცია. ინტერფერენციული სურათის მიღებისთვის
აუცილებელი პირობები. ინტერფერენციულ სურათში
მინიმუმისა და მაქსიმუმის პირობები. ინტერფერენციულ
ზოლების სიგანე, ინტერფერენციულ სურათზე სინათლის
არაქრომატულობის გავლენა. სივრცული და დროითი
კოჰერენტულობა.
3სთ ტალღის ფრონტის გაყოფის საშუალებით კოჰერენტული [1], [2] ლექციის ჩანაწერი
ტალღების მიღების ხერხები (ფრენელის ბისარკეები,
ფრენელის პრიზმა, სტოქსის მეთოდი, ლლოიდის სარკე).
ტალღის გაყოფით კოჰერენტული კონების მიღების ხერხები
(წყვილი ბრტყელპარალელური ფირფიტების
ინტერფერენცია, “ნიუტონის რგოლები”, მაიკელსონის
ინტერფერომეტრი).
3სთ სინათლის დიფრაქცია, ჰიუგენს-ფრენელის პრინციპი, [1], [2] ლექციის ჩანაწერი
ფრენელის ზონები. ამპლიტუტის გრაფიკული შეკრების
მეთოდი.
3სთ დიფრაქცია მრგვალ ხვრელზე, მრგვალ დაბრკოლებაზე და [1], [2] ლექციის ჩანაწერი

6
გაუმჭირვალე ეკრანის წრფივ კიდეზე. დიფრაქცია
პარალელურ სხივებში. ფრაუნჰოფერის დიფრაქცია.
სინათლის დიფრაქცია მართკუთხა და მრგვალი ხვრელიდან.
ორი და მრავალი ხვრელიდან დიფრაქცია, დიფრაქციული
მესერი.
3სთ სინათლის გავრცელება ანიზოტროპულ გარემოში. ორმაგი [1], [2] ლექციის ჩანაწერი
სხივთტეხა. სხივური ელიფსოიდი. არეკვლა ანიზოტროპულ
გარემოს საზღვარზე. ჰიუგენსის აგება.
3სთ სხეულების არეკვლისა და შთანთქმის თვისებები, [1], [2] ლექციის ჩანაწერი
ზედაპირული გამოსხივების სპექტრალური სიმკვრივე.
აბსოლუტურად შავი სხეული. კირჰოფის კანონი. სტეფან-
ბოლცმანის კანონი.
3სთ ვინის კანონი. რელეი-ჯინსის კანონი. პლანკის ფორმულა. [1], [2] ლექციის ჩანაწერი
პლანკის ფორმულიდან სითბური გამოსხივების კანონების
გამოყვანა. კვანტოელექტრომაგნიტური ტალღის ფიზიკური
არსი. ოპტიკური პირომეტრია.
3სთ ფოტოელექტრული ეფექტი. აინშტაინის ფორმულა. [1], [2] ლექციის ჩანაწერი
ელექტრომაგნიტური ტალღების დუალიზმი, დე-ბროილის
ფორმულა. ელექტრონების დიფრაქცია.
3სთ პოკელსის წრფივი ელექტროოპტიკური ეფექტი. კერის [1], [2] ლექციის ჩანაწერი
კვადრატული ელექტროოპტიკური ეფექტი.

ლაბორატორიული მეცადინეობების განრიგი


მეცადინეობის მეცადინეობის თემა ლიტერატურა
N (შესაბამისი გვერდების
მითითებით)
მეცადინეობა 1 შესავალი საუბარი. ლაბორატორიის სპეციფიკის ლაბორატორიული სამუშაოს
გაცნობა, ლაბორატორიული სამუშაოების ზოგადი აღწერა, რომელიც ინახება
მიმოხილვა, ლაბორატორიაში არსებული ლაბორატორიაში
ხელსაწყოების გაცნობა. ამოცანების აღწერების
განაწილება სტუდენტებზე.
მეცადინეობა 2. ლაბორატორიული სამუშაო #1 - თეორიული ლაბორატორიული სამუშაოს
ნაწილის გამოკითხვა – ჩათვლა. დაკვირვებათა აღწერა, რომელიც ინახება
ცხრილებისა და ცდომილების ფორმულების ლაბორატორიაში
შემოწმება, ამოცანის შესრულების უფლების მიღება.
ცდის ჩატარება. შედეგის დამუშავება – ჩათვლა.
ახალი სამუშაოს გაცემა.

მეცადინეობა 3. ლაბორატორიული სამუშაო #2 - თეორიული ლაბორატორიული სამუშაოს


ნაწილის გამოკითხვა – ჩათვლა. დაკვირვებათა აღწერა, რომელიც ინახება
ცხრილებისა და ცდომილების ფორმულების ლაბორატორიაში
შემოწმება, ამოცანის შესრულების უფლების მიღება.
სამუშაოს შესრულება. შედეგის დამუშავება –
ჩათვლა. ახალი დავალების მიღება.

მეცადინეობა 4. ლაბორატორიული სამუშაო #3 - თეორიული ლაბორატორიული სამუშაოს


ნაწილის გამოკითხვა – ჩათვლა. ხელსაწყოების აღწერა, რომელიც ინახება
გაცნობა და ამოცანის შესრულების უფლების ლაბორატორიაში
მიღება. ცდის ჩატარება.

მეცადინეობა 5. ლაბორატორიული სამუშაო #3 გაგრძელება. ლაბორატორიული სამუშაოს


მიღებული შედეგის დამუშავება – გრაფიკების აგება, აღწერა, რომელიც ინახება
შემოწმება - ჩათვლა. ლაბორატორიაში

7
მეცადინეობა 6. ლაბორატორიული სამუშაო #4 -თეორიული ლაბორატორიული სამუშაოს
ნაწილის გამოკითხვა – ჩათვლა. ცხრილებისა და აღწერა, რომელიც ინახება
ცდომილების ფორმულების შემოწმება, ლაბორატორიაში
ხელსაწყოების შესწავლა, ამოცანის შესრულების
უფლების მიღება. ცდის ჩატარება, შედეგის
დამუშავება, შემოწმება – ჩათვლა. ახალი დავალების
მიღება.

მეცადინეობა 7. ლაბორატორიული სამუშაო #5 - თეორიული ლაბორატორიული სამუშაოს


ნაწილის გამოკითხვა – ჩათვლა. ხელსაწყოების აღწერა, რომელიც ინახება
შესწავლა, ცხრილების შემოწმება, ცდის ლაბორატორიაში
შესრულების უფლების მიღება.

მეცადინეობა 8. ლაბორატორიული სამუშაო #5 გაგრძელება -ცდის ლაბორატორიული სამუშაოს


ჩატარება, შედეგის დამუშავება. შემოწმება – აღწერა, რომელიც ინახება
ჩათვლა. ახალი სამუშაოს მიღება. ლაბორატორიაში

მეცადინეობა 9 ლაბორატორიული სამუშაო #6 - თეორიული ლაბორატორიული სამუშაოს


მასალის გამოკითხვა – ჩათვლა. სამუშაო ცხრილისა აღწერა, რომელიც ინახება
და ცდომილების ფორმულების შემოწმება. ცდის ლაბორატორიაში
ჩატარების უფლების მიღება. ცდის ჩატარება.

მეცადინეობა ლაბორატორიული სამუშაო #7 - #6 ლაბორატორიული სამუშაოს


10. ლაბორატორიული სამუშაოს შემოწმება – ჩათვლა, აღწერა, რომელიც ინახება
#7-ის თეორიული ნაწილის შემოწმება – ჩათვლა, ლაბორატორიაში
ხელსაწყოების გაცნობა. ცდის ჩატარების უფლების
მიღება. სამუშაოს შესრულება.

მეცადინეობა ლაბორატორიული სამუშაო #8 - #7 ლაბორატორიული სამუშაოს


11. ლაბორატორიული სამუშაოს შედეგების შემოწმება – აღწერა, რომელიც ინახება
ჩათვლა, ახალი ამოცანის თეორიული მასალის ლაბორატორიაში
გამოკითხვა – ჩათვლა, სამუშაო ცხრილისა და
ცდომილების ფორმულების შემოწმება. ცდის
ჩატარების უფლების მიღება. ცდის ჩატარება. ახალი
დავალების მიღება.

მეცადინეობა ლაბორატორიული სამუშაო #9 - #8 ამოცანის ლაბორატორიული სამუშაოს


12. შედეგების შემოწმება – ჩათვლა, ახალი ამოცანის აღწერა, რომელიც ინახება
თეორიული მასალის გამოკითხვა – ჩათვლა, ლაბორატორიაში
ხელსაწყოების შესწავლა, ცდის ჩატარების უფლების
მიღება.

მეცადინეობა ლაბორატორიული სამუშაო #9 გაგრძელება -ცდის ლაბორატორიული სამუშაოს


13. ჩატარება, შედეგების დამუშავება, გრაფიკების აგება, აღწერა, რომელიც ინახება
ჩათვლა. ახალი დავალების მიღება. ლაბორატორიაში
მეცადინეობა ლაბორატორიული სამუშაო #10 - თეორიული ლაბორატორიული სამუშაოს
14. მასალის გამოკითხვა – ჩათვლა, ხელსაწყოების აღწერა, რომელიც ინახება
შესწავლა, ცდის ჩატარების უფლების მიღება. ლაბორატორიაში
მეცადინეობა ლაბორატორიული სამუშაო #10 გაგრძელება ლაბორატორიული სამუშაოს
15. ცდის ჩატარება, შედეგების დამუშავება, გრაფიკების აღწერა, რომელიც ინახება
აგება, შემოწმება - ჩათვლა. ლაბორატორიაში

8
პრაქტიკული მეცადინეობების განრიგი
N მეცადინეობის თემა ამოცანები
1 ფოტომეტრია 5.1, 5.3ა, 5.3ბ, 5.4, 5.5, 5.6, 5.7, 5.8, 5.9, 5.10, 5.11,
5.12 [3]
2 ელექტრომაგნიტური ტალღები 4.196, 4.204, 4.211, 4.212, 4.213, 4.215, 4.219,
4.224, 5.234, 5.237, 5.243. [3]
3 ელექტრომაგნიტური გამოსხივება 5.235, 5.245, 6.18, 6.19 [3]
4 სინათლის პოლარიზაცია 5.160, 5.161, 5.163, 5.164, 2.170, 2.172, 2.173,
2.176 [3]
5 პოლარიზაცია სინათლის არეკვლის და 5.166, 5.167, 5.169, 5.170, 5.171, 5.172, 5.173ა,
გარდატეხის დროს. ფრენელის ფორმულები 5.175[3]
6 სინათლის ინტერფერენცია 5.69, 5.71, 5.72, 5.73, 5.74, 5.79, 5.80, 5.84, 5.85,
5.86, 5.87, 5.89, 5.95, 5.96 [3]
47, 49, 53 [4]

7 სინათლის დიფრაქცია 5.66, 5.100, 5.101, 5.119, 5.121, 5.125, 5.126,


5.127, 5.133, 5.134, 5.135, 5.141, 5.142, 5.143,
5.148 [3]
8 გეომეტრიული ოპტიკის ელემენტები ($$71-77, 79, 86, 92, 96), 102, 103, 106, 107, 112
[4]
9 ელექტრომაგნიტური ტალღა ანიზოტროპულ 5.176, 5.178, 5.180, 5.181, 5.182, 5.183, 5.186,
გარემოში 5.187, 5.194, 5.196, 5.197, 5.199 [3]
8.1, 8.2 [5]
10 სინათლის დისპერსია. გამოსხივების გვ. 44, 54, 480, 497, 503 [6]
სპექტრული გაშლა. კვაზიმონოქრომატული 2.1-2.8, 10.7, 10.8 [5]
სინათლე. არაწრფივი ოპტიკის ელემენტები

ყველა თემაზე და მის შემადგენელ საკითხზე პრაქტიკულ მეცადინეობებზე


დეტალურად მუშავდება შესაბამისი პრობლემები და ამოცანები.

პრაქტიკული მეცადინეობების თემები სრულ შესაბამისობაშია სალექციო თემებთან.


პრაქტიკული მასალის ათვისების შემოწმება მოხდება ყოველ მეცადინეობაზე და 2
შუალედურ საკონტროლო წერაზე.

You might also like