You are on page 1of 7

კომპლექსური დავალება .

თემა - ატომის აღნაგობა და ქიმიური ბმა

კომპლექსური დავალება - სამყაროს შეცნობა ოდითგანვე იყო მეცნიერების განსაკუთრებული


კვლევის საგანი. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 460 წელს, ბერძენმა ფილოსოფოსმა
დემოკრიტემ გამოთქვა მოსაზრება, რომ სხეულის შემადგენელი მატერია შეიძლება დაიყოს
უმცირეს განუყოფელ ნაწილაკებად-ატომებად და რომ საგანთა მრავალფეროვნებას
განაპირობებს ის, თუ რომელი ატომები ჭარბობს მათში...
გავიდა დრო, ბევრჯერ შეიცვალა შეხედულებები ატომზე, არაერთი მეცნიერი ცდილობდა არა
მარტო ატომის აღნაგობის გარკვევას, არამედ იმ დროისათვის ცნობილი ყველა ელემენტის
ატომის ერთ სისტემაში მოქცევას, ატომის აღნაგობის მის თვისებებთან დაკავშირებას. რუსმა
მეცნიერმა, დ.ი. მენდელეევმა, პირველმა შექმნა ქიმიური ელემენტების პერიოდულობის ცხრილი,
რომელშიც იმ დროისათვის ცნობილი ყველა ელემენტი მოათავსა მათი ატომური მასების ზრდის
მიხედვით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში დაუშვა გამონაკლისი. მაგ. იოდი და ტელური. თუ
განვიხილავთ პერიოდულობის ცხრილში მიმდევრობით განლაგებულ სამ ელემენტს, CI35.45, Ar39.94,
K39.10-ს, ვნახავთ, რომ CI-ის და Ar-ის შემთხვევაში დაცულია ეს კანონზომიერება, ხოლო Ar-ის და K-ის
შემთხვევაში -არა. როგორ ფიქრობთ, რა იყო ამის მიზეზი, რატომ არ შეუცვალა ადგილი დ. ი.
მენდელეევმა არგონს და კალიუმს? რატომ დაუსვა კითხვის ნიშნები იოდსა და ტელურს? გაეცანით
CI-ის, Ar-ის, K-ის ატომების აღნაგობას, იმსჯელეთ მათ ბუნებაზე, პერიოდულობის ცხრილში მათი
მდებარეობის კანონზომიერებაზე და განაზოგადეთ დასკვნები. ნაშრომი წარმოადგინეთ
პოსტერის სახით.

სამიზნე ცნებასთან/ცნებებთან შეფასების კრიტერიუმი


დაკავშირებული მკვიდრი მოსწავლეს შეუძლია: ნაშრომში/ნაშრომში
წარმოდგენები პრეზენტაციისას ხაზგასმით
მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ: წარმოაჩინეთ:
ნივთიერება (შედეგები:1, 2, 3, 4) ნივთიერება  რა ინფორმაციის მიღებაა
 ნივთიერების კლასიფიცირება
1. ნივთიერებები (არა ყველა!) შედგენილობისა და თვისებების შესაძლებელი
შედგება მოლეკულებისაგან, მიხედვით (ნივთ. მკ.წ.1,3 ); პერიოდულობის
მოლეკულები - ატომებისაგან.  ნივთიერებათა რაოდენობრივ
ცხრილიდან ელემენტის
ატომი შედგება სუბატომური მახასიათებლებზე მსჯელობა (ნივთ.მკვ. სუბატომური ნაწილაკების
წ. 4); შესახებ და რას იწვევს
ნაწილაკებისაგან:
სუბატომური ნაწილაკების
პროტონებისაგან, ნეიტრონებისა  ნივთიერებათა თვისებების დაკავშირება
მათ შედგენილობაში შემავალ ატომთა ცვლილება ატომში
და ელექტრონებისაგან; აღნაგობასთან (ნივთ.მკვ. წ.1,2 ).
(ნივთ.1, 2, 4);
2. პერიოდულობის ცხრილში  რატომ დაუშვა
ქიმიური ელემენტები მენდელეევმა
განლაგებულია გარკვეული გამონაკლისი არგონი-
კანონზომიერებით. ქიმიური კალიუმის განლაგებისას
ელემენტების თვისებები, მათი პერიოდულობის ცხრილში
ნაერთების ფორმები და და როგორ ახსნით
თვისებები პერიოდულ ფიზიკური და ქიმიური მოვლენები პერიოდულობის კანონის
 ნივთიერებათა გარდაქმნების თანამედროვე
დამოკიდებულებაშია თანმხლები ნიშნების მიხედვით
ატომბირთვის მუხტის ბუნებაში მიმდინარე ცვლილებების ფორმულირების
სიდიდესთან;
მიკუთვნება ფიზიკურ/ქიმიურ საფუძველზე ამ დაშვების
მოვლენებთან (ფიზ/ქიმ.მოვლ.მკ.წ. 1);
3. ყოველ ნივთიერებას აქვს  ნივთიერებათა შორის მიმდინარე მართებულობას? (ნივთ.1,
გარდაქმნების მიზეზ-შედეგობრივ
თვისებათა უნიკალური ნაკრები კავშირებზე მსჯელობა 2, 4);
და ნივთიერებები (ფიზ/ქიმ.მოვლ.მკ.წ. 2);  რა კავშირია ელემენტის
 ფიზიკური და ქიმიური მოვლენების ატომის აღნაგობასა და მის
კლასიფიცირდება სხვადასხვა შესახებ ცოდნის გამოყენება
ნიშნით: მყარი, თხევადი, კონკრეტული მეტალურ/არამეტალურ
პრობლემის გადასაჭრელად
თვისებებს შორის, როგორ
აირადი, სუფთა ნივთიერებები (ფიზ/ქიმ.მოვლ.მკ.წ 1).
და რატომ იცვლება მათი
და ნარევები. მარტივი და
ნაერთების ფორმები და
რთული ნივთიერებები, თვისებები პერიოდებსა და
არაორგანული და ორგანული ჯგუფებში (ნივთ. 1,2, 3, 4;
ნაერთები; ფიზ. და ქიმ. მოვლენები
4. ნივთიერებებს აქვთ 1, 2)
რაოდენობრივი
მახასიათებლები: ფარდობითი
ატომური და მოლეკულური
მასა, მოლური მოცულობა,
პროცენტული შედგენილობა

ფიზიკური და ქიმიური მოვლენები


(შედეგები: 1,2,3,4)
1. ბუნებაში მიმდინარე
ცვლილებები მიეკუთვნება
ფიზიკურ/ქიმიურ მოვლენებს;
2. ფიზიკური მოვლენის დროს
ნივთიერება არ იცვლება,
ქიმიური მოვლენის დროს
ნივთიერება იცვლება. ქიმიურ
მოვლენებს სხვაგვარად
ქიმიური რეაქციები ეწოდება

რესურსები/განსახილველი ქეისები კომპლექსური დავალების განსახორციელებლად:


რესურსი 1. სახელმძღვანელო: ბუთხუზი, თ. ფაცაცია, ს. კუჭუხიძე, მ. და ხატისაშვილი,

რესურსი 2. ტელესკოლის გაკვეთილები:


 ატომის აღნაგობა-https://1tv.ge/video/qimia-x-klasi-atomis-aghnagoba-teleskola/?
fbclid=IwAR3MLMXUfAWEY1Z6YoRoC1X4yywQNMHY5tIeIEIDenj9nMO8VpYO4NakUA0
 პერიოდულობის კანონი და ატომის აღნაგობა-https://1tv.ge/video/qimia-x-klasi-atomis-
aghnagoba-teleskola/?
fbclid=IwAR3MLMXUfAWEY1Z6YoRoC1X4yywQNMHY5tIeIEIDenj9nMO8VpYO4NakUA0
 ატომის აღნაგობა-https://1tv.ge/video/qimia-x-klasi-2-aprili-2020-teleskola/
 პერიოდულობის ცხრილი და პერიოდულობის კანონი-https://1tv.ge/video/qimia-x-klasi-9-aprili-
2020-teleskola/
რესურსი 3.
მენდელეევის მიერ შექმნილი პირველი პერიოდულობის ცხრილი
რესურსი 4. როგორ შექმნით პოსტერს?
https://ka.termotools.com/1035-create-a-booklet-online.html
https://www.youtube.com/watch?v=sKLUDHXmXII
https://www.youtube.com/watch?v=ysS3Cq9AseI

რესურსი 5. სიმულაციები:
https://phet.colorado.edu/en/simulations/filter?subjects=chemistry&type=html&sort=alpha&view=grid
https://phet.colorado.edu/sims/html/build-an-atom/latest/build-an-atom_en.html
https://phet.colorado.edu/sims/html/isotopes-and-atomic-mass/latest/isotopes-and-atomic-mass_en.html
https://learningapps.org/1656272
რესურსი 6. Ck-12-პერიოდული სისტემის შექმნის ისტორია-https://flexbooks.ck12.org/user:z2vvcmdpywnozw1pc3ryeteyqgdtywlslmnvbq../cbook/chemistry-9-
grade/section/9.2/primary/lesson/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-
%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D
%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/
რესურსი 7. პერიოდულობის ცხრილი

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები


ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა
კომპლექსური დავალების პირობის გააზრებაზე ორიენტირებული შეკითხვები:
პოსტერი
 რა მახასიათებლები აქვს პოსტერს? (რესურსი 4)
 რა განასხვავებს პოსტერს წარდგენის სხვა ფორმებისგან?
 რა ეტაპები უნდა გაიაროთ პოსტერის შესაქმნელად?

ყოფა-ცხოვრება
 რა ინფორმაციის ამოღებაა შესაძლებელი მოცემული ცხრილიდან? რა სიდიდეა მითითებული ქიმიურ
ელემენტთა სიმბოლოების მარჯვნივ?(რესურსი 3)
 ამჩნევთ თუ არა რაიმე კანონზომიერებას ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ რიგებში?
 თქვენი აზრით, რატომაა დასმული კითხვის ნიშნები ზოგიერთ ადგილას?

კომპლექსური დავალება
 თქვენი სიტყვებით ჩამოაყალიბეთ, რას შეეხება დღეს მოცემული დავალება, რომელზეც რამდენიმე გაკვეთილის
განმავლობაში უნდა იმუშაოთ?
 მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა


 სამიზნე ცნება - ნივთიერება (შედეგი 1.2.3.4); ქვეცნება- სუბატომური ნაწილაკები, იზოტოპური შედგენილობა,
ელექტრონული გარსი; ქვესაკითხი - ატომის აღნაგობა III და IV პერიოდის ელემენტების მაგალითზე;
ელემენტების (Cl, Ar, K) საშუალო ატომური მასის გამოთვლა მათი ბუნებრივი იზოტოპური შედგენილობის
საფუძველზე; პერიოდულობის კანონი და პერიოდულობის ცხრილი ატომის აღნაგობის საფუძველზე;
 სამიზნე ცნება-ფიზიკური და ქიმიური მოვლენები (შედეგი 1.2.3.4); ქვეცნება- იონიზაციის ენერგია,
ელექტრონისადმი სწრაფვა, ელექტროუარყოფითობა. ქვესაკითხი - მეტალური და არამეტალური თვისებების
პერიოდული ცვლილება; ატომთა მახასიათებლები და მათი პერიოდული ცვლა

ნაბიჯი 1. შეფასების კრიტერიუმი 1.


 რა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი პერიოდულობის ცხრილიდან ელემენტის სუბატომური ნაწილაკების
შესახებ და რას იწვევს სუბატომური ნაწილაკების ცვლილება ატომში (ნივთ.1, 2, 4);

ქვეცნება- სუბატომური ნაწილაკები;


ქვესაკითხი - ატომის აღნაგობა III და IV პერიოდის ელემენტების მაგალითზე;
რესურსი 1: სახელმძღვანელო (§ 1.3- 1.4 , გვ.14-22.
რესურსი 2. ტელესკოლის გაკვეთილები:
 ატომის აღნაგობა-https://1tv.ge/video/qimia-x-klasi-atomis-aghnagoba-teleskola/?
fbclid=IwAR3MLMXUfAWEY1Z6YoRoC1X4yywQNMHY5tIeIEIDenj9nMO8VpYO4NakUA0
 ატომის აღნაგობა-https://1tv.ge/video/qimia-x-klasi-2-aprili-2020-teleskola/
რესურსი 5. სიმულაციები:
 https://phet.colorado.edu/en/simulations/filter?subjects=chemistry&type=html&sort=alpha&view=grid
https://phet.colorado.edu/sims/html/build-an-atom/latest/build-an-atom_en.html
https://phet.colorado.edu/sims/html/isotopes-and-atomic-mass/latest/isotopes-and-atomic-mass_en.html
https://learningapps.org/1656272
რესურსი 6. Ck-12-პერიოდული სისტემის შექმნის ისტორია-https://flexbooks.ck12.org/user:z2vvcmdpywnozw1pc3ryeteyqgdtywlslmnvbq../
cbook/chemistry-9-grade/section/9.2/primary/lesson/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A
%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-
%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/

აქტივობა :
 საინფორმაციო ტექსტის გაცნობა;
 ატომის სტრუქტურის გაცნობა ატომის მოდელის საშუალებით;
 phet.colorado-ს სიმულაციით იონებისა და იზოტოპების შექმნა/შედარება;
 ატომის, იონისა და იზოტოპების მსგავსება/განსხვავების ჩვენება;

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები


 რომელი სუბატომური ნაწილაკებისაგან შედგება ატომი/ბირთვი?
 როგორ მოძრაობენ ელექტრონები ბირთვის გარშემო?
 როგორ დაადგენთ სუბატომური ნაწილაკების რიცხვს ატომში?
 რას უდრის ელექტრონის, პროტონის, ნეიტრონის პირობითი მუხტი და მასა?
 რა არის მასური რიცხვი?
 რას გვიჩვენებს რიგობრივი, ანუ ატომური ნომერი?
 რა ხდება როდესაც იცვლება ატომში ელექტრონების რიცხვი, ნეიტრონების რიცხვი?
 რა მსგავსება-განსხვავებაა ატომს, იონსა და იზოტოპს შორის?
 რა მსგავსება-განსხვავებაა H, C, N, O, Cl, Na, K, Ca ელემენტების ატომებს შორის?

ნაბიჯი 2 . შეფასების კრიტერიუმი 2.


 რატომ დაუშვა მენდელეევმა გამონაკლისი არგონი-კალიუმის განლაგებისას პერიოდულობის ცხრილში და როგორ
ახსნით პერიოდულობის კანონის თანამედროვე ფორმულირების საფუძველზე ამ დაშვების მართებულობას?
(ნივთ.1, 2, 4);
ქვეცნება - იზოტოპური შედგენილობა;
ქვესაკითხი - ელემენტების (Cl, Ar, K) საშუალო ატომური მასის გამოთვლა მათი ბუნებრივი იზოტოპური შედგენილობის
საფუძველზე;

რესურსი 1. სახელმძღვანელო (§პარ.1.2 გვ.10-12)


რესურსი 5. https://phet.colorado.edu/sims/html/build-an-atom/latest/build-an-atom_en.html
რესურსი 7. პერიოდულობის ცხრილი

აქტივობა:
 საინფორმაციო ტექსტის გაცნობა;
 პერიოდული სისტემის სტრუქტურის გაცნობა (ჯგუფი, პერიოდი);
 ელემენტების საშუალო ატომურ მასის გამოთვლა მათი ბუნებრივი იზოტოპური შედგენილობის საფუძველზე.

სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები


 როგორი ფორმულირებით ჩამოაყალიბა მენდელეევმა თავდაპირველად პერიოდულობის კანონი?
 მოძებნეთ პერიოდულ სისტემაში იოდი I და ტელური Te, შეადარეთ მათი საშუალო (იზოტოპური) მასები
ერთმანეთს. რა დარღვევას ამჩნევთ?
 რომელი სუბატომური ნაწილაკები განსაზღვრავს ფარდობითი ატომური მასის სიდიდეს?
 როგორ გამოითვლით ელემენტების (Cl, Ar, K) საშუალო ატომურ მასას მათი ბუნებრივი იზოტოპური
შედგენილობის საფუძველზე?
 პერიოდულობის ცხრილში ატომური მასის ზრდის მიხედვით, კიდევ რომელი ელემენტების განლაგებაშია
დარღვეული კანონზომიერება?
 როგორია პერიოდულობის კანონის თანამედროვე ფორმულირება და რაგახდა მისი შეცვლის მიზეზი ?
 შეეძლო თუ არა მენდელეევს აეხსნა, Ar-K-ის პერიოდულობის ცხრილში განლაგებისას
კანონზომიერების დარღვევის მიზეზი?
 თქვენ შეგიძლიათ ამის ახსნა?

ნაბიჯი 3. შეფასების კრიტერიუმი 3.


 რა კავშირია ელემენტის ატომის აღნაგობასა და მის მეტალურ/არამეტალურ თვისებებს შორის, როგორ და რატომ
იცვლება მათი ნაერთების ფორმები და თვისებები პერიოდებსა და ჯგუფებში (ნივთ. 1,2, 3, 4; ფიზ. და ქიმ.
მოვლენები 1, 2)
 ქვეცნება - ელექტრონული გარსი; იონიზაციის ენერგია, ელექტრონისადმი სწრაფვა, ელექტროუარყოფითობა;
 ქვესაკითხი - ატომის აღნაგობა III და IV პერიოდის ელემენტების მაგალითზე; მეტალური და არამეტალური
თვისებების პერიოდული ცვლილება; ატომთა მახასიათებლები და მათი პერიოდული ცვლა
რესურსი 1: სახელმძღვანელო (§ 2.3.1 -2.3.2-2.33-2.3.4, გვ.39-46.
რესურსი 2. ტელესკოლის გაკვეთილები:
 ატომის აღნაგობა-https://1tv.ge/video/qimia-x-klasi-atomis-aghnagoba-teleskola/?
fbclid=IwAR3MLMXUfAWEY1Z6YoRoC1X4yywQNMHY5tIeIEIDenj9nMO8VpYO4NakUA0
 პერიოდულობის კანონი და ატომის აღნაგობა-https://1tv.ge/video/qimia-x-klasi-atomis-aghnagoba-teleskola/?
fbclid=IwAR3MLMXUfAWEY1Z6YoRoC1X4yywQNMHY5tIeIEIDenj9nMO8VpYO4NakUA0
 ატომის აღნაგობა-https://1tv.ge/video/qimia-x-klasi-2-aprili-2020-teleskola/
 პერიოდულობის ცხრილი და პერიოდულობის კანონი-https://1tv.ge/video/qimia-x-klasi-9-aprili-2020-teleskola/

აქტივობა:
 საინფორმაციო ტექსტის გაცნობა;
 პერიოდულობის ცხრილის გამოყენება ქიმიური ელემენტის დასახასიათებლად;
 ატომის მახასიათებლებზე მსჯელობა;
 ქიმიური ელემენტების კლასიფიცირება მეტალებად და არამეტალებად ატომის აღნაგობის გათვალისწინებით;
 ატომთა მახასიათებლებზე დაყრდნობით მეტალების და არამეტალების შედარებითი აქტიურობის განხილვა;
 სხვადასხვა სტრუქტურის მქონე ნაერთების თვისებების შედარება;
სამიზნე ცოდნის (დეკლარატიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები
 რა კავშირია ელემენტის ატომის ელექტრონული გარსის აღნაგობასა და მისი მდებარეობას შორის პერიოდულობის
ცხრილში?
 როგორ იცვლება მეტალური და არამეტალური თვისებები ჯგუფებში და პერიოდებში?
 როგორი კანონზომიერებით იცვლება გარე შრეზე ელექტრონობის რიცხვი და როგორ უკავშირდება ის ელემენტის
ატომის ვალენტობას?
 რა საერთო აქვთ ერთ პერიოდში/ჯგუფში მოთავსებულ ელემენტებს, ატომის აღნაგობიდან გამომდინარე?
 რა არის ატომური რადიუსი, იონური რადიუსი, იონიზაციის ენერგია და სწრაფვა ელექტრონისადმი,
ელექტროუარყოფითობა?
 როგორ იცვლება ატომური რადიუსი, იონური რადიუსი, იონიზაციის ენერგია და სწრაფვა ელექტრონისადმი
პერიოდული ცხრილის ჯგუფებში და პერიოდებში?
 რა განსხვავებაა მეტალისა და არამეტალის გარე ელექტრონულ შრეებს შორის?
 რატომ გასცემენ მეტალები ელექტრონებს?
 რატომ გასცემენ/იერთებენ არამეტალები ელექტრონებს?
 როგორ და რატომ იცვლება ელემენტების, მათი ნაერთების ფორმები და თვისებები ატომური მუხტის ზრდასთან
ერთად ჯგუფსა და პერიოდში?
 რა კავშირია ელემენტის მდებარეობას პერიოდულობის ცხრილში, შესაბამისი მარტივი ნივთიერების თვისებებსა
და გამოყენებას შორის?
 რა მნიშვნელობა აქვს მეტალების/არამეტალებისა და მათი ნაერთების შესწავლას ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების
თვალსაზრისით?

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში მასწავლებლის მიერ დასმული შეკითხვები


კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად

აღწერე, როგორ მიმდინარეობს/წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;


 როგორ გეგმავ/დაგეგმე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი? რას ითვალისწინებდი სამუშაო პროცესის
დაგეგმვისას?
 დაგეხმარა თუ არა პირველადი გეგმა მუშაობის პროცესში?
 რა დეტალებზე აკეთებდი აქცენტს პოსტერის მოსამზადებლად?
 წარიმართა თუ არა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი დაგეგმილის შესაბამისად?
 გახდა თუ არა საჭირო თავდაპირველად შემუშავებულ გეგმებში ცვლილებების შეტანა?
 რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
 რით განსხვავდება შესრულებული დავალების პირველადი ვერსია საბოლოოსგან?
 რა ფაქტორებმა გამოიწვია/შეუძლია გამოიწვიოს პირველადი დასკვნების გადასინჯვა?
 რა პროდუქტი შექმენით კომპლექსური დავალების სახით?
 რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი პოსტერია?
ახსენი, რატომ შექმენი პოსტერი? რა საკითხის შესახებ გამოხატე შენი ცოდნა კომპლექსური დავალების საშუალებით?
 რატომ განახორციელეთ კომპლექსური დავალება?
 რა გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს ისახავდით კომლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 ვისთვის და რატომ არის ეს პროდუქტი სასარგებლო და საინტერესო?
 რა იცოდი შესასწავლი საკითხის შესახებ? რა გაიგე ახალი? დამატებით რის გაგებას ისურვებდი?
 რა დასკვნებამდე მიხვედი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რითი დასტურდება შენ მიერ
გამოტანილი დასკვნების მართებულობა/თანმიმდევრულობა?( მაგ: მეტალების, არამეტალების და მათი ნაერთების
მნიშვნელობის განსაზღვრა ადამიანის ორგანიზმისთვის)
 რა ხერხები გამოიყენე სასწავლო მასალის უკეთ გასააზრებლად? / კომპლექსური დავალების უკეთ
შესასრულებლად?
რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? რა დაგეხმარათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის
პროცესში?
 რა საერთო მიზანი გქონდათ შენ და შენს მასწავლებელს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 გქონდათ თუ არა საერთო მიზნები თანაკლასელებთან ერთად? იყო თუ არა საინტერესო და სასიამოვნო თქვენთვის
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი?
 რა გააკეთეთ დამოუკიდებლად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 რა გამოგივიდათ კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 ვინ და როგორ დაგეხმარათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? ვისთან ითანამშრომლეთ კომპლექსურ
დავალებაზე მუშაობის პროცესში? (რა დახმარება გაუწიეთ თანაკლასელებს/სამეზობლო თემის
წევრებს/მასწავლებელს; რა მხარდაჭერა მიიღეთ მათგან);
 წააწყდით თუ არა გაურკვევლობებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გაერკვიეთ
ბუნდოვანებით მოცულ საკითხებში?
 შეხვდით თუ არა განსხვავებულ მოსაზრებებს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რამდენად შეძელით
თანამშრომლობა განსხვავებული შეხედულებების ადამიანებთან? რა დაგეხმარება, რომ უკეთ გაიგო
თანაკლასელების, მასწავლებლის სათქმელი?
 რით დაგეხმარათ მასწავლებელთან, სხვა მოსწავლეებთან დიალოგი კომპლექსური დავალების შესრულებაში?
 რით შეიძლება დახმარება გაუწიოს თქვენმა შეკითხვებმა თანაკლასელებს სათქმელის უკეთ ჩამოყალიბებაში?
 რა ფაქტორები გაითვალისწინე/უნდა გაითვალისწინოთ საიმისოდ, რომ თქვენი კომპლექსური დავალების
პრეზენტაცია მსმენელისთვის გასაგები და მისაღები ყიფოლიყო (მაგ.: ფუნქციური სამეტყველო ქმედების (თხრობა,
აღწერა, მსჯელობა) სწორად შერჩევა, სენსიტიური ნიუანსების წინ წამოწევა; ჟესტიკულაციის, მიმიკის,
არავერბალური სიგნალების გამოყენება)
 გამოიყენეთ თუ არა ტექნოლოგიები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში? რაში დაგეხმარათ
ტექნოლოგიების გამოყენება?
 რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
 შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების ნაშრომებისგან? როგორ
წარმოაჩენ ამ განსხვავებებს შეკითხვების სახით?
 შეაფასეთ, რამდენად გამოგივიდათ ის, რაც მასწავლებლისგან გქონდათ დავალებული?

You might also like