You are on page 1of 2

კომპლექსური დავალების ბარათი მშობლებისთვის

 ნიმუში. ქიმია, IX კლასი, თემა 2, კომპლექსური დავალება 2. ორგანულ ნაერთთა


მრავალფეროვნება - იზომერია

საგანი - ქიმია, IX კლასი (სავარაუდო საათების რაოდენობა: ///)


საკითხი
 ორგანულ ნაერთთა მრავალფეროვნება - იზომერია

სამიზნე ცნება
 ნივთიერება (შედეგები1, 2, 3, 5, 8)
 ფიზიკური და ქიმიური მოვლენები (შედეგი: 3, 4, 7, 8, 9,10,11,12,13,14)

დავალების პირობა
ცივი ზამთრის პირობებში ხშირად შეინიშნება ბუნებრივი აირის სატრანზიტო გაზგამყვან მილებში წნევის ვარდნა, რაც გამოწვეულია მილში კონდენსატის
წარმოქმნით, რომელიც ხელს უშლის აირის მოძრაობას მილში. აირის გატარების აღსადგენად აუცილებელია გაზგამყვანი მილების კონკრეტული მონაკვეთის
კონდენსატისაგან დაცლა.

გაეცანით ბუნებრივი აირის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების ფორმულებსა და ფიზიკურ მახასიათებლებს (კონსტანტებს); დაადგინეთ რას წარმოადგენს
მილში წარმოქმნილი კონდენსატი, თუ ცნობილია, რომ ის ჰაერზე 2-ჯერ მძიმეა და ახსენით, როგორ უკავშირდება კონდენსატის წარმოქმნის ფაქტი იზომერიის
მოვლენას.
იმსჯელეთ შესაძლო იზომერების, მათი დასახელებების და ამ ტიპის ნივთიერებების როლისა და მნიშვნელობის შესახებ.
ნაშრომი წარმოადგინეთ ბროშურის სახით.

ნაშრომში/ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:

 რა ტიპის იზომერიაა დამახასიათებელი ნახშირწყალბადებისათვის; როგორია იზომერების დასახელების წესი IUPAC-ის ნომენკლატურის მიხედვით? (ნივთ. 1, 5,
7, 8; ქიმ. ბმა 1, 2, 4; ფიზ. ქიმ. მოვ. 1, 2);
 რა კავშირია იზომერების შედგენილობას, აღნაგობასა და ფიზიკურ / ქიმიურ თვისებებს შორის როგორ დაუკავშირებთ კონდენსატის წარმოქმნის ფაქტს
იზომერიის მოვლენას? (ნივთ. 1, 5, 6, 7, 8; ქიმ. ბმა 1, 2, 4; ფიზ. ქიმ. მოვლ. 1, 2);
 რატომ არის საჭირო ნახშირწყალბადის უმარტივესი, მოლეკულური და სტრუქტურული ფორმულის დადგენა? (ნივთ. 1, 2, 3, 5, 7, 8; ქიმ.ბმა 1, 2, 4; ფიზ.ქიმ.მოვ. 1,
2)
რესურსები:
ბუთხუზი, თ. ფაცაცია, ს. კუჭუხიძე, მ. და ხატისაშვილი, თ. 2021, ქიმია, IX კლასი, მოსწავლის წიგნი,
„საქართველოს მაცნე“, 177 გვ.
სახელმძღვანელო:
§2.2.ორგანული ნივთიერებების აღნაგობა, გვ. 119-121 (კონკრეტულად: იზომერები, გვ. 119-120)
§2.3. ორგანული ნივთიერებების კლასიფიკაცია, გვ. 122-124
§2.4. ნაჯერი ნახშირწყალბადები - ალკანები, გვ. 125-129 (კონკრეტულად: ალკანების ნომენკლატურა, განშტოებული ნახშირწყალბადების დასახელების წესები, გვ. 126)
§2.6. უჯერი ნაცხშირწყალბადები - ალკენები და ალკიმნები, გვ. 132-134 (კონკრეტულად: ალკენებისა და ალკინების ნომენკლატურა, გვ. 133, ცის-ტრანს იზომერია, გვ.
134)
§2.10. არომატული ნახშირწყალბადები ანუ არენები, გვ. 144-146 (კონკრეტულად: ეთილბენზოლის იზომერების ნომენკლატურა, გვ. 145)
-
-სახელმძღვანელო გვ. 118, სავ. 3; გვ. 121, სავ. 2; გვ. 124, სავ. 1;
დამატებითი რესურსები:
www.canva.com
ტელესკოლის გაკვეთილები::
1) ქიმია IX კლასი - ნახშირწყალბადების ზოგადი დახასიათება, ციკლოალკანები და არომატული ნაერთები #ტელესკოლა https://1tv.ge/video/qimia-ix-klasi-
nakhshirwyalbadebis-zogadi-dakhasiateba-cikloalkanebi-da-aromatuli-naertebi-teleskola/
2) ქიმია, IX კლასი - ნახშირწყალბადების ზოგადი დახასიათება- პირველი ივნისი, 2020 #ტელესკოლა https://1tv.ge/video/qimia-ix-klasi-nakhshirwyalbadebis-
zogadi-dakhasiateba-pirveli-ivnisi-2020-teleskola/
3) ქიმია, IX კლასი - ორგანული ნივთიერებები, იზომერია, პოლიმერები - 8 ივნისი, 2020 #ტელესკოლა https://1tv.ge/video/qimia-ix-klasi-organuli-nivtierebebi-
izomeria-polimerebi-8-ivnisi-2020-teleskola/

სპეციალურად შემუშავებული რესურსები:


დანართი. სამუშაო ფურცელი. უმარტივესი, მოლეკულური და სტრუქტურული ფორმულის დადგენის ალგორითმი

You might also like