You are on page 1of 12

შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი

ფაკულტეტი: სტომატოლოგია

საგანმანათლებლო პროგრამა და საფეხური: სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი

საგანმანათლებლო პროგრამა

სილაბუსი

სასწავლო კურსი: სამედიცინო ქიმია

ავტორი: ასოცირებული პროფესორი ნანა ოსიპოვა


სასწავლო კურსის სამედიცინო ქიმია
სახელწოდება და (სავალდებულო კურსი)
სტატუსი
სწავლების ენა ქართული
ავტორი/ავტორების ასოცირებული პროფესორი ნანა ოსიპოვა –
სახელი გვარი, მისამართი: ქ. თბილისი, გამსახურდიას გამზ.33, ბ-16
საკონტაქტო ტელ. 593 52 26 43
ინფორმაცია
სასწავლო სემესტრი I სემესტრი
სასწავლო კურსის სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს:
მიზნები
 ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ქიმიური ელემენტების
თავისებურებები ორგანიზმში;
 ქიმიური პროცესების მიმდინარეობის მექანიზმები და
ძირითადი კანონზომიერებები;
 ქიმიური და ბიოქიმიური კინეტიკა; ფერმენტული კატალიზი
და მისი თავისებურებები;
 ბიოგენური ელემენტები და მათი როლი სასიცოცხლო
პროცესებში;

 ორგანიზმის სითხეები, მათი თვისებები და როლი, მჟავე-


ტუტოვანი წონასწორობა, ბუფერული სისტემები მათი
მოქმედება და როლი ორგანიზმის ცხოველქმედებაში;
 ორგანული ნაერთების კლასიფიკაცია და მათი ბიოლოგიური
როლი.

კრედიტების 4 კრედიტი;
რაოდენობა და
საათების განაწილება საკონტაქტო საათების რაოდენობა – 48საათი
სტუდენტის (ლექცია - 15 სთ,პრაქტიკული მეცადინეობა - 30 სთ, შუალედური
დატვირთვის
გამოცდა – 1 სთ., კონსულტაცია და დასკვნითი გამოცდა - 2სთ. ).
შესაბამისად
დამოუკიდებელი მუშაობა - 52 სთ.
საათების რაოდენობა სულ 100 სთ.
საკონსულტაციო
დრო
დაშვების წინაპირობები არა აქვს.
წინაპირობები
სწავლის შედეგები
1. ცოდნა და გაცნობიერება

სტუდენტს ეცოდინება:
 ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ელემენტების ქიმიური
თავისებურებები ორგანიზმში;
 ქიმიური პროცესების მიმდინარეობის მექანიზმები და
ძირითადი კანონზომიერებები;
 ქიმიური და ბიოქიმიური კინეტიკა; ფერმენტული კატალიზი
და მისი თავისებურებები;
 ბიოგენური ელემენტები და მათი როლი სასიცოცხლო
პროცესებში;

 ორგანიზმის სითხეები, მათი თვისებები და როლი, მჟავე-


ტუტოვანი წონასწორობა, ბუფერული სისტემები მათი
მოქმედება და როლი ორგანიზმის ცხოველქმედებაში;
 ორგანული ნაერთების კლასიფიკაცია და მათი ბიოლოგიური
როლი.

2. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სტუდენტი შეძლებს:

 ორგანიზმში მიმდინარე ცალკეული ქიმიური და ფიზიკო-


ქიმიური პროცესების კანონზომიერებების ახსნას;
 ცილების შემადგენლობაში შემავალი ქიმიური ელემენტების
ფიზიკო-ქიმიური და კოლოიდური თვისებების განსაზღვრას;
 ლაბორატორიის პირობებში pH –ის განსაზღვრას, თვისებრივი
რეაქციების ჩატარებას ნიკოტინზე, კოფეინზე, ატროპინზე,
პაპავერინზე, პეპტიდურ ბმაზე (ბიურეტის რეაქცია), ცილებზე
(ქსანტოპროტეინის რეაქცია), - ამინომჟავების ამფოტერული
თვისებების დადგენას; გლუკოზის აღმდგენი და ჟანგვითი
რეაქციის განსაზღვრას (ფელინგის რეაქცია, ტოლენსის
რეაქცია);
 მენდელეევის პერიოდული სისტემის გამოყენებას ქიმიურ
რეაციებში ნივთიერებათა თვისებების განსაზღვრისათვის;

3. დასკვნის უნარი

სტუდენტი შეძლებს:

 სამედიცინო ქიმიაში ინფორმაციული მონაცემების მოძიებას,


ანალიზს, შეფასებასა და დასკვნის გამოტანას.

4. კომუნიკაციის უნარი
სტუდენტი შეძლებს:
 სამედიცინო ქიმიის საკითხებზე ეფექტურ ზეპირ
კომუნიკაციას;
5. სწავლის უნარი

სტუდენტი შეძლებს:

 მიღებული ცოდნა გამოიყენოს საგანმანათლებლო პროგრამის


შემდგომ საფეხურზე თეორიული და კლინიკური საგნების
ათვისებაში.
შინაარსი
1 კვირა– ლექცია- 1სთ.
ბიოარაორგანული ქიმია – სამედიცინო ქიმიის საგანი და ამოცანები.
არაორგანული ბიოქიმიის განვითარება. თანამედროვე წარმოდგენები
ქიმიური ბმის შესახებ. ატომისა და ქიმიური ბმის კვანტურ-
მექანიკური თეორიები. ბიოსისტემებში არსებული
ურთიერთქმედების სახეები: კოვალენტური ბმა; იონური ბმა,
წყალბადური ბმა, მოლეკულათაშორისი ურთიერთქმედება
(ორიენტაციული, ინდუქციური და დისპერსიული). პერიოდული
სისტემა ატომის აღნაგობის თეორიის შუქზე.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
ელემენტთა პერიოდული სისტემის განხილვა; პერიოდის ჯგუფის
განსჯა; ელემენტების ელექტრონული ფორმულების შედგენა; ატომის
აღნაგობის გაანალიზება პერიოდული სისტემის მესამე პერიოდის
ელემენტის მაგალითზე.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

2 კვირა– ლექცია- 1სთ.


ქიმიური და ბიოქიმიური კინეტიკა; ფერმენტული კატალიზი და მისი
თავისებურებები. კატალიზური აქტივობის მექანიზმი. ფერმენტების
ნომენკლატურა და კლასიფიკაცია; ფერმენტთა ინჰიბირება და
ინჰიბიტორები; ფერმენტთა აქტივატორები. კომპლექსური ნაერთები;
მათი კლასიფიკაცია, ნომენკლატურა და იზომერია; ქიმიური ბმების
ბუნება კომპლექსურ ნაერთებში, კომპლექსების მდგრადობა და
მეტალ-ლიგანდური ჰომეოსტაზი.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
მნიშვნელოვანი ქიმიური კატალიზური განსჯა რეაქციების, რომელთა
მიმდინარეობის მექანიზმი განიხილება ფერმენტების კატალიზური
აქტივობის გათვალისწინებით; განხილული იქნება მნიშვნელოვანი
ბიოლოგიური კატალიზატორები – ფერმენტები. განხილული იქნება
კომპლექსური ნაერთების კლასიფიკაცია. დასახელდება
მნიშვნელოვანი კომპლექსები ლიგანდის ბუნების, შიგა სფეროს
მუხტის, ნაერთთა გარკვეული კლასისადმი მიკუთვნების მიხედვით;
გვექნება დისკუსია კომპლექნაერთების იზომერიის არსებობის
შესახებ.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.
3 კვირა– ლექცია- 1სთ.,
ბიოგენური ელემენტების ქიმია; s, p, d, f – ელემენტები. ქიმიური
ელემეტების ბიოლოგიური როლი ადამიანის ორგანიმზში;
მაკროელემეტების ძირითადი ფუნქცია ქსოვილის აგებასა,
ოსმოსური წნევისა და ფუძე-მჟავური წონასწორობის მუდმივობის
შენარჩუნებაში; ცოცხალ სისტემებში ორგანოგენები, მიკრო და
მაკრო ელემენტები. ბიოგენური ელემენტების ტოპოგრაფია;
ორგანიზმის ელემენტური შედგენილობის გავლენა მასში
მიმდინარე ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესებზე;
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება:შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
განხილული იქნება ბიოგენური ელემენტები, რომლებიც
აუცილებელია ორგანიზმის სხვადასხვა უჯრედის აგებისა და
ცხოველქმედებისთვის. დასახელება სიცოცხლის ათი ელემეტი;
გვექნება განსჯა მიკრო და მაკროელემენტების ბიოლოგიურ როლზე.
გვექნება დისკუსია იმის შესახებ, რომ გამოვლენილია არაერთი
დაავადება, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა ბიოლოგიური
ელემენტების სიჭარბეს ან უკმარისობას; მითითებული იქნება, რომ
ელემენტების ბიოლოგიური როლის შესწავლა ხელს შეუწყობს ახალი
სამკურნალო პრეპარატების შექმნას და მათი დოზირების
ოპტიმალური რეჟიმების შემუშავებას. ლაბორატორიული მეთოდის
გამოყენება (თვისებითი რეაქციები სხვადასხვა ელემენტების
იონებზე).
ლაბორატორიული სამუშაო და ანალიზი.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

4 კვირა– ლექცია- 1სთ.,


ხსნარები და გამხსნელები; არაელექტროლიტთა და ელექტროლიტთა
ხსნარების თვისებები; ხსნადობა; გახსნის პროცესის თერმოდინამიკა;
წყალი – უნიკალური ბიოგამხსნელი; მჟავათა და ფუძეთა თეორიები;
ბრენსტედ-ლოურის თეორია; ლუისის მჟავები და ფუძეები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
განხილული იქნება ხსნარების კონცენტრაციის გამოსახვის
სხვადასხვა ხერხები (მასური წილი, მოცულობითი წილი, მოლური
წილი, მოლური კონცენტრაცია, ექვივალენტის მოლური
კონცენტრაცია, მოლალული კონცენტრაცია). გვექნება დისკუსია ისეთ
მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: დიფუზია, ოსმოსი, ჰენრის,
დალტონის, სეჩენოვის კანონები; ორგანიზმის
ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ფუძე-
მჟავური წონასწორობის არსებობა; ლაბორატორიული მეთოდის
გამოყენება.
ლაბორატორიული სამუშაო და ანალიზი.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.
5 კვირა– ლექცია- 1სთ.,
ბუფერული ხსნარები და მათი თვისებები; ორგანიზმის
პროტოლიტური ბალანსი; ბუფერული მოქმედების მექანიზმი.
ორგანიზმის ბუფერული სისტემები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
მოვამზადებთ ბუფერულ ხნსარს; განვიხილავთ სხვადასხვა ტიპის
ბუფერულ ხსნარებს; გავარჩევთ თითოეული მათგანის მოქმედების
მექანიზმებს; გვექნება დისკუსია ხსნარების pH –ის მაჩვენებელზე.
შევეხებით მნიშვნელოვან საკითხს – ფუძე – მჟავური ჰომეოსტატი. pH
–ის ლაბორატორიული მეთოდის გამოყენება.
ლაბორატორიული სამუშაო და ანალიზი.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

6 კვირა– ლექცია- 1სთ.,


ორგანული ქიმია - ორგანულ ნაერთთა კლასიფიკაცია და
ნომენკლატურა (IUPAC-ის ნომენკლატურა). ორგანული მოლეკულების
სივრცითი აღნაგობა, კონფიგურაცია და კონფორმაცია
სტერეოიზომერია; ოპტიკური და გეომეტრიული იზომერია, ატომთა
ურთიერთგავლენა ორგანულ ნაერთთა მოლეკულებში;
შეუღლებული სისტემები; ინდუქციური და მეზომერული ეფექტები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
განვიხილავთ ორგანულ ნაერთთა სხვადასხვა კლასის
წარმომადგენლებს; მათ ფუნქციურ ჯგუფებს: დავასახელებთ მონო,
პოლი, ჰეტეროფუნქციური ჯგუფის შემცველ ნაერთებს; ვისაუბრებთ
იზომერიის მოვლენაზე; განვიხილავთ ნ და П დიასტერეომერებს,
გვექნება დისკუსია მოლეკულაში ატომთა ურთიერთგავლენაზე,
განვიხილავთ ინდუქციური ეფექტის გამომწვევ მიზეზებს. გავარჩევთ
მეზომერული ეფექტის გამოვლენის მიზეზებს;
ლაბორატორიული სამუშაო და ანალიზი.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

7 კვირა– ლექცია- 1სთ.,


პოლი და ჰეტეროფუნქციური ნაერთები; მრავალატომიანი სპირტები
და ფენოლები; ორფუძიანი კარბონმჟავები; დიამინები;
ამინოსპირტები და ამინოფენოლები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
შევისწავლით ერთ და მრავალტომიანი სპიტების ნომენკლატურას და
იზომერიას. ყურადღებას გავამახვილებთ მეთანოლზე, ეთანოლზე.
გვექნება დისკუსია ეთილენგლიკოლზე – რომელიც გამოიყენება
პოლიეთერული ბოჭკოს დასამზადებლად. გლიცეროლზე - რომელიც
გამოიყენება პარფიუმერულ, კვებისა და ტყავის წარმოებაში. გვექნება
დისკუსია ამინო ფენოლების მნიშვნელოვან ნაწარმებზე –
კატექოლამინებზე, რომლებიც მნიშვნელოვან ბიოლოგიურ
ფუნქციებს ასრულებენ ცოცხალ ორგანიზმში.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

8 კვირა– შუალედური გამოცდა – 1 სთ.

9 კვირა– ლექცია- 1სთ.,


ერთი და ორი ჰეტეროატომის შემცველი ხუთწევრიანი
ჰეტეროციკლები (პიროლი, ფურანი, თიოფენი); ტეტრაპიროლური
ნაერთები. აზოლები: პირაზოლი, იმიდაზოლი, ოქსაზოლი, თიაზოლი
– ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები; მათი ბიოლოგიური როლი
ორგანიზმის ცხოველქმედებაში.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
განხილული იქნება პიროლის ბირთვის შემცველი ნაერთები,
ტეტრაპიროლური ნაერთები – პორფინი; ჰემი; ბილივერდინი,
ბილირუბინი; განვსჯით აღნიშნული ციკლების ბიოლოგიურ როლს
ცოცხალ ორგანიზმებში.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

10 კვირა– ლექცია- 1სთ.,


ერთი და ორი ატომის შემცველი ექვწევრიანი ჰეტეროციკლები;
ლაქტიმ-ლაქტამური ტაუტომერია; ბიციკლური ჰეტეროციკლები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
განვიხილავთ ბენზოლის ბირთვის შემცველ ნაერთებს: პირიდინს,
პირიმიდინს და მათ ნაწარმებს; გვექნება დისკუსია აღნიშნული
ნაერთების ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე ცოცხალი ორგანიზმის
ცხოველქმედებისთვის. გვექნება ზეპირი განსჯა პურინის და მისი
ნაწარმების ბიოლოგიურ მნიშვნელობაზე.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

11 კვირა– ლექცია- 1სთ.,


ალკალოიდები – პირიდინის, ქინოლინის, იზოქინოლინის,
ტროპანის, ჰურინის, იზოქინოლინფენანტრენის ჯგუფის
ალკალოიდები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
განვიხილავთ თითოეული ჯგუფის წარმომადგენლის აღნაგობას.
გვექნება დისკუსია აღნიშნული ნაერთების კლასიფიკაციის
სხვადასხვა მეთოდებზე. გვექნება ზეპირი განსჯა მათი ბიოლოგიური
როლის შესახებ ცოცხალ ორგანიზმებში. ლაბორატორიული სამუშაო:
თვისებითი რეაქციები თითოეულზე (ნიკოტინი, კოფეინი, ატროპინი,
პაპავერინი).
ლაბორატორიული სამუშაო და ანალიზი.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

12. კვირა– ლექცია- 1სთ.


ამინომჟავები; მათი კლასიფიკაცია და სტერეოიზომერია;
ამინომჟავების ფუძე-მჟავური თვისებები; ამინომჟავების ქიმიური
თვისებები; მათი ბიოლოგიური როლი.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
განხილული იქნება ამინომჟავების კლასიფიკაცია და
სტერეოიზომერია; დავასახელებთ არაპოლარულ, პოლარულ,
უარყოფითად და დადებითად დამუხტულ ამინომჟავებს.
ვისაუბრებთ მათ ფუძე-მჟავურ (ამფოტერულ თვისებებზე); გვექნება
დისკუსია ამინომჟავების ბიოლოგიურ როლზე ცოცხალ
ორგანიზმებში. ლაბორატორიული სამუშაო - ამინომჟავების
ამფოტერული თვისებების დადგენა.
ლაბორატორიული სამუშაო და ანალიზი.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

13 კვირა– ლექცია- 1სთ.,


პეპტიდები; ცილები, ცილების შედგენილობა და ბიოლოგიური
ფუნქციები, ცილების ფიზიკურ-ქიმიური, კოლოიდური თვისებები.
ცილების ამფოტერობა; ცილების პირველადი, მეორეული, მესამეული
და მეოთხეული სტრუქტურა. ცილების დენატურაცია; მარტივი და
რთული ცილები; მათი ბიოლოგიური როლი.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
განვიხილავთ პეპტიდურ (ამიდურ) ბმებს; ვისაუბრებთ პეპტიდური
ბმის მექანიზმზე. გვექნება დისკუსია ცილების პირველადი
სტრუქტურის შესახებ; მათ ბიოლოგიურ ფუნქციებზე ცოცხალ
ორგანიზმებში. ვისაუბრებთ მეორეული სტრუქტურის შესახებ, ასევე
გავეცნობით ცილების დენატურაციის საკითხს. განვსჯით ცილის
მესამეულ და მეოთხეულ სტრუქტურას. ლაბორატორიული მეთოდის
გამოყენება, თვისებითი რეაქცია პეპტიდურ ბმაზე (ბიურეტის
რეაქცია), ცილების თვისებითი რეაქცია (ქსანტოპროტეინის რეაქცია).
ლაბორატორიული სამუშაო და ანალიზი.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

14 კვირა– ლექცია- 1სთ.,


ნახშირწყლები; მონოსაქარიდების აღნაგობა და სტერეოიზომერია;
მონოსაქარიდების ნაწარმები; ოლიგოსაქარიდები; პოლისაქარიდები;
ჰომო და ჰეტეროპოლისაქარიდები; ლიპიდები; მარტივი და რთული
ლიპიდები.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
განვიხილავთ მონასაქარიდების წარმომადგენელს – გლუკოზას – მის
ქიმიურ აღნაგობას, გლუკოზის იზომერს ფრუქტოზას, ვისაუბრებთ
მათ ბიოლოგიურ აქტივობაზე; ოლიგოსაქარიდებიდან ყურადღებას
გავამახვილებთ დისაქარიდებზე – მალტოზა, ცელობიოზა,
გენციობიოზა, ლაქტოზა, საქაროზა, გვექნება დისკუსია აღნიშნული
ნაერთების ბიოლოგიურ როლზე. განვიხილავთ მარტივი ლიპიდების
აღნაგობას; რთული ლიპიდებიდან გამოვყოფთ ფოსფოლიპიდებს,
როგორც ბიოლოგიურად მნიშვნელოვან ნაერთებს. ლაბორატორიული
სამუშაო – გლუკოზის აღმდგენი და ჟანგვითი რეაქცია (ფელინგის
რეაქცია, ტოლენსის რეაქცია).
ლაბორატორიული სამუშაო და ანალიზი.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

15 კვირა– ლექცია- 1სთ.


სტეროიდები; მათი ფუნქცია და როლი ცოცხალ ორგანიზმში
მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებში.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
გვექნება დისკუსია სტეროიდების ქიმიურ აღნაგობაზე, გამოვყოფთ
ქალის და მამაკაცის ჰორმონებს, განვიხილავთ მათ ბიოლოგიურ
აქტივობას ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და ფიზიოლოგიური
პროცესების რეგულირებაში.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.

16 კვირა– ლექცია- 1სთ.


ნუკლეინმჟავები; პირველადი და მეორეული სტრუქტურები.
ნომენკლატურა; მათი როლი ბიოლოგიურ პროცესებში.
კოფერმენტები; მათი როლი ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
პრაქტიკული მეცადინეობა – 2 სთ.
დავალების შემოწმება: შესწავლილი მასალის ზეპირი პრეზენტაცია.
განვიხილავთ ნუკლეინმჟავათა ორ ტიპს-რიბო და
დეზოქსირიბონუკლაინ მჟავების აღნაგობას. გვექნება დისკუსია
ნუკლეინმჟავათა პირველადი და მეორეული სტრუქტურის შესახებ.
განვსჯით აღნიშნული ნივთიერებების ბიოლოგიურ მნიშვნელობებს
ცოცხალი ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში.
დავალება: ლექციაზე და პრაქტიკულზე განხილული მასალის
დასწავლა.
ქვიზი

17-19 კვირა - კონსულტაცია და დასკვნითი გამოცდა - 2სთ.

სწავლების ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა .


ფორმატი
სასწავლო კურსის ლაბორატორია, კომპიუტერი, პროექტორი
განხორციელებისათვის
აუცილებელი
მატერიალურ-
ტექნიკური რესურსები
სწავლების/  მასალის ვერბალური პრეზენტაცია - თეორიული მასალის
სწავლის მეთოდები ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა კონკრეტულ საკითხებზე,
რომელიც შეიძლება განხორციელდეს ნარატივის სახით ან
შეკითხვებზე პასუხის სახით.
 მასალის დემონსტრირება - თვალსაჩინოებების გამოყენება,
ვიზუალური მასალის პრეზენტაცია Power Point -ით.
 ლაბორატორიული სამუშაო - თეორიული მასალის
დამადასტურებელი ცდის/რეაქციების ჩატარება და მიღებული
შედეგის ანალიზი და ინტერპრეტაცია.
 ანალიზი (ლაბორატორიული სამუშაოს ფარგლებში) -
მონაცემების ინტერპრეტაცია, კლასიფიკაცია და შეფასება.
 ქვიზი - შედგენილი კითხვების სახით, რომელიც შეიძლება
შესრულდეს როგორც წერითი, ასევე ზეპირი ფორმით.
 ტესტი - წერილობითი ნამუშევარი, შედგენილი კონკრეტული
თემატიკის საკითხების ან შეკითხვების სახით.
 წიგნზე მუშაობის მეთოდი - მითითებული ლიტერატურის
დამუშავება.
 წერითი მუშაობის მეთოდი -კონსპექტების, ჩანაწერების
გაკეთება.
 კონსულტაცია - პედაგოგთან ინდივიდუალური შეხვედრა
გაურკვეველ, დასაზუსტებელ საკითხებთან დაკავშირებით.

შეფასების შეფასების სისტემა უშვებს:


კრიტერიუმები
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) ( A ) ფრიადი –მაქსიმალური შეფასების 91% –100%;
ა.ბ) ( B ) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 %;
ა.გ) ( C ) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 %;
ა.დ) ( D ) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;
ა.ე) ( E ) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 %.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა– მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც


ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და
ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე
ერთხელ გასვლის უფლება.
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტის შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც


ნაწილდება შემდეგნაირად: 60 ქულა - შუალედური შეფასებები, 40
ქულა - დასკვნითი გამოცდა.

 შუალედური შეფასებების ქულათა ჯამს სემესტრის


განმავლობაში სტუდენტი შემდეგ კომპონენტებში დააგროვებს:

- მასალის ზეპირი პრეზენტაცია - ტარდება 14-ჯერ, ფასდება


სემესტრში 14 ქულით.
- ლაბორატორიული სამუშაო და ანალიზის მეთოდი
(თვისებრივი რეაქციები ელემენტებზე, რეაქციები ორგანულ
ნაერთებზე შემადგენელი ელემენტების განსაზღვრის მიზნით) -
ტარდება 8-ჯერ, ქიმიური რეაქციების ჩატარება- 1ქულა,
შედეგების ანალიზი - 1 ქულა -სულ 16 ქულა.
- ქვიზი - შედგება 10 საკითხისაგან, თითო საკითხი ფასდება 1
ქულით. სულ - 10 ქულა.

- შუალედური გამოცდა: ტარდება ტესტის სახით, სადაც


მოცემულია 20 კითხვა, თითო საკითხი ფასდება თითო ქულით.

შუალედური შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი


განისაზღვრება 21 ქულით.

 დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა.


ტარდება ტესტის სახით, სადაც მოცემულია 40 კითხვა, თითო
საკითხი ფასდება თითო ქულით.

დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი


განისაზღვრება 14 ქულით.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს,


რომელსაც შუალედურ შეფასებებში დაგროვილი აქვს არანაკლებ 21
ქულისა.

სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე


სემესტრში (20-21-ე კვირა). დასკვნით და შესაბამის დამატებით
გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა.
1.გაბრიჩიძე ო., არზიანი ბ. - სამედიცინო ქიმია, თბ., 2003 წ.
ძირითადი 2.შველაშვილი – ბიოარაორგანული და ბიოფიზიკური ქიმიის
ლიტერატურა შესავალი. თბ. 1989 წ.

დამხმარე 1.გაბრიჩიძე ო., არზიანი ბ., ბერიძე ლ. და სხ. – სამედიცინო ქიმიის


ლიტერატურა პრაქტიკუმი. თბ. 2003 წ.
2.კოკოჩაშვილი ვ. – ქიმია. თბ., 1983 წ.
3.სერედა ი.პ. – საკონკურსო ამოცანები ქიმიაში. თბ., 1986 წ.
4.ხომჩენკო გ. – ქიმია. თბ., 1988 წ.
5.Burdge Julia R.- Chemistry . 2nd ed. McGraw-Hill Companies, New York, 2011
ელექტრონული წიგნი:

1.Орлов В.Д. и др.- Медицинская химия. Харьков, 2005 г.


2.Гранник В.Г. – Основы медхимий. М., 2001.

ავტორი/ავტორები:

You might also like