You are on page 1of 4

ბილეთი N1

1.როგორ ხორციელდება ფიზიოლოგიური პროცესების რეგულაცია?


2.რა განსხვავებაა გარეგან და შინაგან სეკრეციას შორის?
3.რაში გამოიხატება უჯრედების მრავალფეროვნება?
4.რა გავლენას ახდენს უჯრედის მეტაბოლიზმზე და შესაბამისად,
ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ნივთიერებები(ალკოჰოლი,
ნიკოტინი)?
5.ორგანიზაციის რომელ დონეებზე იკვლევენ ეკოლოგები ბუნებას?

ბილეთი N2
1.რა ქმნის ადამიანის ნერვულ სისტემას? რა ფუნქციებს ასრულებს იგი?
2.აღწერე თირკმელზედა ჯირკვლის მოქმედების მექანიზმი.
3.რა ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს ნახშირწყლებს?
4.რა კავშირია ენერგეტიკულ და პლასტიკურ ცვლას შორის? მოიყვანე
მაგალითები.
5.რას შეისწავლის ეკოლოგია? რა არის ეკოსისტემა? ეკოლოგიური
ფაქტორები?

ბილეთი N3
1.ნეირონის სტრუქტურა, აგებულების თავისებურება და ფუნქციები.
2.ზრდის ჰორმონის მოქმედების რეგულაცია.
3.რა მნიშვნელობა აქვს უჯრედის არაორგანულ ნივთიერებებს?
4.რა თავისებურება ახასიათებს პლასტიკურ ცვლას მცენარეებში?
5.წყალი, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმის არსებობის აუცილებელი
პირობა.
ბილეთი N4
1.რა ქმნის ნერვებს? მისი სტრუქტურების შესაბამისობა ფუნქციებთან.
2.წყლის ბალანსის რეგულაციის მექანიზმი.
3.შეადარე ნახშირწყლებისა და ლიპიდების ფუნქციები.
4.რა არის მიტოზი და რა ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს მას?
5.დაახასიათე მოდიფიკაციური ცვალებადობა, მოიყვანე მაგალითები.

ბილეთი N5
1.როგორ ვრცელდება ინფორმაცია ნერვული სისტემის საშუალებით?
2.დაახასიათე კუჭქვეშა ჯირკვალი/პანკრეასი, როგორც შერეული
სეკრეციის ჯირკვალი.
3.როგორი ნაერთია ცილა? რა განსაზღვრავს ცილის ფუნქციას?
4.რა არის მეიოზი? მისი ბიოლოგიური მნიშვნელობა.
5.რა არის გენური მუტაცია? მოიყვანე გენური მუტაციის მაგალითები.

ბილეთი N6
1.დაასახელე რეფლექსური რკალის ძირითადი კომპონენტები და ახსენი
თითოეულის ფუნქცია.
2.აღწერე ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, გამომწვევი მიზეზი და
შედეგები.
3. როგორია დნმ-ის სტრუქტურა და ფუნქციები.
4.შეადარე ფოტოსინთეზისა და სუნთქვის პროცესები ერთმანეთს
სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით.
5.დაახასიათე პოპულაციის გენეტიკური მრავალფეროვნების გამომწვევი
მიზეზები.
ბილეთი N7
1.როგორია თავის ტვინის სტრუქტურა და ფუნქციები.
2.აღწერე ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, მისი გამომწვევი მიზეზი
და შედეგები.
3.რა ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს ცილებს?
4.დაახასიათე ბიოტური ურთიერთობა - კონკურენცია, მოიყვანე
მაგალითები.
5.კვებითი ჯაჭვის მიხედვით, აღწერე კვებით რგოლებში ორგანული
ნივთიერებების და ენერგიის მოძრაობის მიმართულება.

ბილეთი N8
1.თავის ტვინის ჰემისფეროების წილები და ფუნქციები.
2.რომელი ჰორმონები მონაწილეობენ გლუკოზის დონის რეგულაციაში?
3.რა არის ენერგეტიკული ცვლა და რა მნიშვნელობა აქვს უჯრედისთვის?
4.დაახასიათე ბიოტური ურთიერთობა- სიმბიოზი. მოიყვანე
მაგალითები.
5.აბიოტური ფაქტორი - სინათლე და ცოცხალი ორგანიზმები.
ბილეთი N9
1.პერიფერიული ნერვული სისტემა.
2.სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციის მექანიზმი.
3.დაასახელე ცილის სინთეზში მონაწილე სტრუქტურები და აღწერე
თითოეულის ფუნქცია.
4. დაასახელე სტრუქტურები, რომლებიც მხოლოდ მცენარეული
უჯრედისთვის არის დამახასიათებელი და აღწერე მათი ფუნქციები.
5.დაახასიათე კვებითი ჯაჭვი, მოიყვანე ტყის ეკოსისტემის კვებითი
ჯაჭვის მაგალითი.

ბილეთი N10
1.რა განსხვავებაა უპირობო და პირობით რეფლექსებს შორის?
2.რა დაავადებას იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის/პანკრეასის ენდოკრინული
ფუნქციის დარღვევა?
3.რა არის პლასტიკური ცვლა? მოიყვანე პლასტიკური ცვლის
მაგალითები.
4.შეადარე სოკოს უჯრედის აგებულება მცენარეულ უჯრედს; აღნიშნე, რა
სტრუქტურები აქვთ საერთო და რით განსხვავდებიან.
5.რა არის კვებითი ჯაჭვი? მოიყვანე ზღვის ეკოსისტემის კვებითი ჯაჭვის
მაგალითი და დაახასიათე.

You might also like