You are on page 1of 16

სილაბუსი

გენი, უჯრედი და ქსოვილი II


სასწავლო კურსი
დიპლომირებული მედიკოსი
საგანმანათლებლო პროგრამა

მედიცინა
ფაკულტეტი
ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა
სწავლების საფეხური

II
სწავლების სემესტრი

ცისანა გიორგაძე, აფილირებული პროფესორი


E-mail: giorgadze.tsisana@eu.edu.ge
ნათია ჯოჯუა, აფილირებული პროფესორი
E-mail: jojua.natia@eu.edu.ge
ლიანა რამიშვილი, ასოც. პროფ. e-mail: liana.ramishvili@eu.edu.ge
ირინე ვაშაკიძე, ასოც. პროფ. E-mail: irine.vashakidze@eu.edu.ge
თეა მუსელილანი, აფილ. ასისტ. პროფ. E-mail: tea.museliani@eu.edu.ge
ლია გელაზონია, ასისტ.პროფესორი,
სასწავლო კურსის E-mail: Lia.gelazonia@eu.edu.ge
ლექტორ(ებ)ი ეკატერინე ბოჭორიშვილი, მოწვეული ლექტორი,
E-mail: Ekaterine.botchorishvili@eu.edu.ge
მარიამ ფიჩხაია, მოწვეული ლექტორი,
E-mail: Mariam.pitchkhaia@eu.edu.ge
თათია მაღლაფერიძე, მოწვეული ლექტორი,
E-mail: tatia.maglaferidze@eu.edu.ge

საკონსულტაციო შეხვედრები: კვირაში ორი საათი, შეხვედრის დრო


და ადგილი განისაზღვრება სემესტრის დასაწყისში.
სავალდებულო
სასწავლო კურსის სტატუსი

სასწავლო კურსის მიზანი  მისცეს სტუდენტებს მტკიცე ცოდნა ადამიანის ორგანიზმის


მოლეკულურ და ქსოვილოვან დონეზე, რომელიც
კოდირებულია გენებში და რეალიზდება ბიოქიმიურ
პროცესებში. შეასწავლოს სიგნალის გადაცემის მოლეკულური
მექანიზმები.
 ასწავლოს სტუდენტს ნახშირწყლების, ამინომჟავების და ჰემის
მეტაბოლიზმის გზები და რეგულაციის მექანიზმები. ნერვული
სისტემის განვითარება და ნერვული ქსოვილის მეტაბოლიზმის
ძირითადი თავისებურებები.
 ასწავლოს სტუდენტებს როგორ ვითარდება ადამიანი ერთი
უჯრედიდან რთულ ცოცხალ ორგანიზმამდე როგორც ეს

1
გამოკვლეულია ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიური
მეცნიერებების მიერ.
კრედიტების რაოდენობა და სულ - 10 კრედიტი/300 საათი
საათების განაწილება მოლეკულური ბიოლოგია - 2/60
ბიოქიმია - 3/90
სამედიცინო გენეტიკა - 2/60
ჰისტოლოგია & ემბრიოლოგია - 3/90

ლექციები/პრაქტიკული მეცადინეობა (საკონტაქტო საათები):


მოლეკულური ბიოლოგია - 15/30
სამედიცინო ბიოქიმია - 15/32
სამედიცინო გენეტიკა - 15/30
ჰისტოლოგია & ემბრიოლოგია - 15/30

გამოცდები (საათები):
შუალედური გამოცდა - 1
დასკვნითი გამოცდა - 2

საკონტაქტო საათები სულ – 185 სთ

დამოუკიდებელი სამუშაო საათები სულ- 115 სთ

სასწავლო კვირები ეთმობა ლექციებს/ პრაქტიკულ მეცადინეობებს


სასესიო კვირები ეთმობა შუალედურ/დასკვნით გამოცდებს

შუალედური გამოცდა ტარდება სასწავლო სემესტრის მე-8 კვირას,


დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის მე-17 - მე-18 კვირას
დამატებითი გამოცდა ტარდება სემესტრის მე-19 - მე-20 კვირას

დაშვების წინაპირობები გენი, უჯრედი და ქსოვილები I


სასწავლო კურსის სწავლის
შედეგები 1. დარგობრივი ცოდნა სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ
სტუდენტი:
 აღწერს გენეტიკის პრინციპებს,
რეგულირების მექანიზმებს,
გამეტოგენეზს, განსაზღვრავს
მემკვიდრეობის ტიპებს, მუტაციას და
გენეტიკური აბერაციებს.

 განსაზღვრავს ღერძული ჩონჩხის


ემბრიოლოგიური განვითარების
პროცესს და ეტაპებს.

 განსაზღვრავს სხვადასხვა ტიპის


ქსოვილებს და აღწერს გულის
კუნთის, ჩონჩხის კუნთის, ძვლოვანი
სისტემის და ნერვული ქსოვილის
სტრუქტურულ მახასიათებლებს.

2
 აღწერს გარემო ფაქტორების როლს
გენეტიკური ინფორმაციის
ტრანსფერის პროცესში.

 აღწერს უჯრედების სასიცოცხლო


ციკლს, მათი დაყოფის ძირითად
მექანიზმებს.

 აღწერს უჯრედის სტრუქტურის და


აგებულების ძირითად
მახასიათებლებს.

 აღწერს ნახშირწყლების,
ამინომჟავებისა და ჰემის
მეტაბოლიზმს. მათ რეგულაციის
პრინციპებს და დარღვევებს;

 აღწერს თავის ტვინის ენერგეტიკულ


მეტაბოლიზმს;

 აღწერს ღეროვან უჯრედებს, ახდენს


მათ კლასიფიკაციას, განსაზღვრავს
მათ როლს მედიცინაში.

14. პროფესიონალიზმი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ


სტუდენტი:
 ეფექტურად მართავს დროს.
 იცავს აკადემიური
კეთილსინდისიერების პრინციპებს;
 აანალიზებს და გამოაქვს დასკვნა;
 ახდენს ცოდნის დემონსტრირებას
პრაქტიკულ საქმიანობაში.
სასწავლო კურსის შინაარსი იხ. დანართი 1

სწავლება-სწავლის მეთოდები სწავლება-სწავლის მეთოდები:


და აქტივობები  ლექცია
 პრაქტიკული მეცადინეობა
აქტივობები:
ლექციის აქტივობები:
 ახსნა-განმარტება
 დემონსტრირება
 სასწავლო ვიდეო ფილმები
პრაქტიკული მეცადინეობის აქტივობები:
 ჯგუფური სამუშაო;
 პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL)
 ლაბორატორიული მუშაობა
 პრეზენტაცია
 პრაქტიკული უნარების დემონსტრირება

3
შეფასების სისტემა სტუდენტის ცოდნის შეფასება მოხდება 100 ქულიანი სისტემით. 100
ქულა არის მაქსიმალური შეფასება. კრედიტის მინიჭების წინაპირობაა
100–დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება.
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
ა) ხუთ სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და
ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც
ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის
საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაშიც თუ მან


გადალახა დადებითი შეფასების მინიმალური ზღვარი, მაგრამ ვერ
გადალახა დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარი.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების


მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია:


ა) დასკვნითი შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის
შემთხვევაში;
ბ) საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ 51
ქულის მოგროვების შემთხვევაში.
შეფასების ფორმები, სტუდენტის ცოდნის შეფასების კომპონენტები:
მეთოდები და კრიტერიუმები
ჯამური შეფასება - 100 ქულა, სადაც:
შუალედური შეფასება - სულ 60 ქულა, მათ შორის:
 ქვიზი – 12 ქულა
 ზეპირი გამოკითხვა - 20 ქულა
 ლაბორატორიული სამუშაო – 4 ქულა
 პრაქტიკული აქტივობა - 4 ქულა
 შუალედური გამოცდა - 20 ქულა

დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა

შეფასების კრიტერიუმების აღწერა:


1. ქვიზი - სულ 12 ქულა

4
ქვიზი ტარდება 1-ჯერ სემესტრის განმავლობაში. თოთოეული ქვიზი
ფასდება 12 ქულით და მასში შედის 16 ტესტი მრავალი არჩევითი
პასუხით და 4 მოკლე პასუხიანი შეკითხვა.
 თითოეული ტესტი ფასდება - 0,5 ქულით
 თითოეული მოკლე პასუხიანი შეკითხვა ფასდება - 1 ქულით

2. ზეპირი გამოკითხვა - 20 ქულა


ტარდება 20-ჯერ სემესტრის განმავლობაში. თოთოეული ფასდება 1
ქულით. (მოლეკულური ბიოლოგიაში 5-ჯერ, ბიოქიმია - 5-ჯერ,
სამედიცინო გენეტიკა 5-ჯერ, ჰისტოლოგია & ემბრიოლოგიაში 5-ჯერ)
ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმები:
1 ქულა: სტუდენტი კარგად არის მომზადებული, ზედმიწევნით
ფლობს სილაბუსის მასალას. პასუხები კითხვებზე არის სწორი,
დასაბუთებული და გამართული. სტუდენტს კარგად აქვს
გააზრებული მასალა და გათვითცნობიერებულია პრობლემის
არეალში.
0,5 ქულა: სტუდენტმა იცის სილაბუსის თემის მხოლოდ ნაწილი,
კითხვებზე პასუხები სწორია, მაგრამ არასრული / არ არის ამომწურავი.
0 ქულა: სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია. არ აქვს შესწავლილი
სილაბუსის თემა, ვერ პასუხობს კითხვებს.

3. პრაქტიკული აქტივობა - 4 ქულა.


პრაქტიკული აქტივობა ტარდება 4-ჯერ სემესტრის განმავლობაში,
ჰისტოლოგიაში. თითოეული პრაქტიკული აქტივობა ფასდება
მაქსიმუმ 1 ქულით.
ჰისტოლოგიის პრაქტიკული აქტივობის შეფასების კრიტერიუმებია:
 სტუდენტი ახდენს პრეპარატის სასაგნე მინაზე წარმოდგენილი
უჯრედული სტრუქტურის იდენტიფიცირებას და
დახასიათებას - 1 ქულა
 სტუდენტი ვერ ახდენს პრეპარატზე წარმოდგენილი
სტრუქტურის იდენტიფიცირებასა და დახასიათებას - 0 ქულა

4. ლაბორატორიული სამუშაო - 4 ქულა


ლაბორატორიული სამუშაო ტარდება 2-ჯერ სემესტრის განმავლობაში
ბიოქიმიაში. თითოეული ლაბორატორიული სამუშაო ფასდება
მაქსიმუმ 2 ქულით.
ბიოქიმიის ლაბორატორიული სამუშაოს შეფასების კრიტერიუმებია:
 სტუდენტი სწორად ასრულებს ლაბორატორიულ სამუშაოს - 1
ქულა
 სტუდენტს შეუძლია ლაბორატორიული სამუშაოს შედეგის
სწორი ინტერპრეტაცია და დასკვნის გაკეთება- 1 ქულა
 სტუდენტი სწორად ვერ ასრულებს ლაბორატორიულ სამუშაოს
- 0 ქულა

5
4. შუალედური გამოცდა - 20 ქულა
შუალედური გამოცდა შედგება 30 კითხვისგან, მათ შორის 20
ტესტი მრავალი არჩევითი პასუხით (0.5 ქულა) და 10 ტესტი
მრავალი არჩევითი პასუხით (1 ქულა)

5. დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა.


OSPE – 5 ქულა და ტესტი - 35 ქულა
 ა) ტესტი: 55 კითხვისგან, მათ შორის 40 ტესტი მრავალი
არჩევითი პასუხით (0,5 ქულა) და 15 ტესტი მრავალი
არჩევითი პასუხით (1 ქულა)

ბ) OSPE: ობიექტურად სტრუქტურირებული პრაქტიკული


გამოცდა ჰისტოლოგიაში, რომელიც ფასდება 5 ქულით და 2
სადგური. თითოეული კომპონენტის შეფასება სადგურებზე
განისაზღვრება შეფასების ფურცლის მიხედვით ისე, რომ
ჯამური შეფასება შეადგენს 5 ქულას. შეფასების ფურცელი
შემუშავებულია უშუალოდ შესასრულებელი დავალების
სპეციფიკის გათვალისწინებით. სადგურზე შესასრულებელი
დავალების შესაბამისი ქულების განაწილება დეტალურად
მოცემულია შეფასების ფურცელში.

პლაგიატი აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმებისა და


მოთხოვნების სერიოზული დარვევაა. მიუღებელია სხვისი ნაშრომის,
იდეის ან აზრის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე. ასეთ
შემთხვევაში, ლექტორი ვალდებულია შეფასების გარეშე დატოვოს
სტუდენტის დავალება.წერითი დავალება, რომლითაც
გათვალისწინებულია წყაროს მითითების აუცილებლობა, შემოწმდება
პლაგიატის ამომაცნობი პროგრამის (Turnitin) გამოყენებით.
პლაგიატის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში განულდება სტუდენტის
წერითი ნაშრომი. ლექტორი ვალდებულია სტუდენტს მისცეს
შესაბამისი უკუკავშირი. სტუდენტი უფლებამოსილია, გაასაჩივროს
ლექტორის გადაწყვეტილება ნაშრომის განულების შესახებ. საჩივრის
განხილვა ხდება უნივერსიტეტის ,,ეთიკისა და დისციპლინური
პასუხისმგებლობის კოდექსის“ შესაბამისად.

ადმინისტრაციული  სასწავლო კურსის ხელმძღვანელი ვალდებულია პირველ


შენიშვნები ლექციაზე სტუდენტს გააცნოს საგანმანათლებლო პროგრამით
განსაზღვრული მოთხოვნები და შემდგომი მუშაობის სტრატეგია.
 სტუდენტი ვალდებულია:
 ყურადღებით გაეცნოს სასწავლო კურსის სილაბუსს.
 შეასრულოს სილაბუსით გათვალისწინებული მოთხოვნები
(შეასრულოს საშინაო დავალება; მოემზადოს სემინარული თუ
პრაქტიკული მუშაობისთვის; ტესტირებისთვის;
პრეზენტაციისათვის და ა.შ).
 შუალედური შეფასებების შედეგებით სტუდენტმა უნდა
6
გადალახოს არანაკლებ 50 % = 30 ქულა. წინააღმდეგ
შემთხვევაში არ დაიშვება დასკვნით გამოცდაზე.
 დასკვნითი გამოცდის მინიმალური ზღვარია 50% +1 = 21 ქულა.
დასკვნითი გამოცდის დამატებით გამოცდაზე სტუდენტს
გასვლის უფლება აქვს Fx მიღების შემთხვევაში, დასკვნითი
გამოცდის დამატებით გამოცდაზე სტუდენტს გასვლის უფლება
აქვს, თუ სტუდენტს უგროვდება მაქსიმალური შეფასების 41-50
ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით
დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტში, Fx-ის მიღების
შემთხვევაში დამატებითი გამოცდა ინიშნება დასკვნითი
გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღეში.
 სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას
არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა
რაოდენობა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის
დასკვნითი შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის
კომპონენტის საბოლოო შეფასებაში. დამატებით გამოცდაზე
მიღებული შეფასების გათვალისწინებით საგანმანათლებლო
კომპონენტის საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების
შემთხვევაში, სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.

ძირითადი ლიტერატურა 1. ჰისტოლოგია - რ. რუხაძე, მეორე გამოცემა, 2009


2. ზოგადი ჰისტოლოგია - დოლიძე, ქ. /2014
3. ემბრიოლოგიის ჰენდაუთი
4. უჯრედის მოლეკულური ბიოლოგია. ნინო ხვიტია, მანანა
ფრუიძე. თსსუ 2020
5. ტომპსონი&ტომპსონი : გენეტიკა მედიცინაში, მერვეგამოცემა.
რობერტ ლ.ნუსბაუმი, როდერიკ რ.მაკინესი,ჰანტინგტონ ფ.
ვილარდი, ადა ჰემოში ; მთავარი რედაქტორი: ელენე
აბზიანიძე. თბილისი. 2016
6. ფუნქციური ბიოქიმია, კოშორიძე, ნ., მენაბდე, ქ. მეორე
შესწორებული და შევსებული გამოცემა, 2018
7. ბიოქიმია კლინიკური კორელაციებით, დევლინი, 2008
დამხმარე ლიტერატურა და 1. სამედიცინო ბიოლოგია/ ნინო ხვიტია. თბილისი. 2011
სხვა სასწავლო მასალა 2. სამედიცინო გენეტიკა : მოლეკულური გენეტიკის
საფუძვლებით. თეიმურაზ ლეჟავა ; თანაავტორები: თინათინ
ჯოხაძე, ნათელა ჯანგულაშვილი ; ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2011
3. ზოგადი გენეტიკა. აივენგო შათირიშვილი, ნანა დვალიშვილი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა თბილისი
2015 წელი
4. Essential Cell Biology, 4th edition 2014
5. Molecular biology of the cell, Alberts, Bruce 6th edition, 2014
6. Harper's Illustrated Biochemistry by Victor W. Rodwell Thirty-First
Edition 31st Edition 2018
7. Leningher principles of biochemistry, 7th ed. 2017
8. Histology: A Text and Atlas: With Correlated Cell and Molecular

7
Biology, 8th edition, Wojciech Pawlina, 2018, Wolters Kluwer
9. Netter's Histology Flash Cards, William K. Ovalle, Patric C.
Nahirney, 2013, Saunders
10. BRS Cell Biology and Histology, 8th edition, Gartner Leslie, 2018,
Wolters Kluwer

დანართი 1
სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა სასწავლო
თემა, საათების განაწილება
მასალა
მოლეკულური ბიოლოგია (1/2)
ენდოციტოზი. რეცეპტორ-განპირობებული ენდოციტოზის დარღვევები და 4
მისი კლინიკასთან ურთიერთკავშირი. ლიზოსომები. სტრუქტურა და
ფუნქცია. ლიზოსომური მემბრანა და მისი უნიკალურობა. ლიზოსომაში
ნივთიერებათა გადატანის გზები. ლიზოსომური ფერმენტების სინთეზის
დარღვევები- მუკოპოლისაქარიდების დაგროვების დაავადებები.

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)


გამეტოგენეზი: სპერმატოგენეზი, ოოგენეზი. 1

I ბიოქიმია - (1/2)
ნახშირწყლების მეტაბოლიზმი: გლიკოლიზი, მისი როლი. პირუვატი და 6,7
ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდი - ანაერობულ და აერობულ
გლიკოლიზში. გლიკოლიზის რეგულაცია. კლინიკური კორელაცია:
დარიშხანით მოწამვლა, გლიცერლდეჰიდ-3-ფოსფატდეჰიდროგენაზა და
ჰიპერგლიკემია, რძემჟავა აციდოზი.

სამედიცინო გენეტიკა (1/2)


ერთეული გენის მემკვიდრეობის ტიპები. გენოტიპი და ფენოტიპი. 5
პენეტრანტობა და ექსპრესიულობა. საგვარტომო ნუსხა. აუტოსომურ-
რეცესიული მემკვიდრეობა. აუტოსომურ-დომინანტური მემკვიდრეობა.
ფსეუდოაუტოსომური მემკვიდრეობა. მოზაიციზმი.
მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4
უჯრედების სასიცოცხლო ციკლი. მიმოხილვა. სიმსივნური ცილა-
სუპრესორები; მათი კლინიკური მიმოხილვა. P53; Rb. უჯრედის დაყოფის
ძირითადი მექანიზმები - მიტოზი. ქრომატინის კონდენსაცია, ბირთვული
გარსის რღვევა. მიკრომილაკებისა და კინეტოქორების როლი მიტოზში.
აპოპტოზი.
II
ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2) 1
ემბრიონალური განვითარების პირველი კვირა: ოვულაცია, განაყოფიერება,
იმპლანტაცია, ზიგოტა, ბლასტოცისტის წარმოქმნა.

ბიოქიმია (1/2)
გლიკოგენის მეტაბოლიზმი. გლიკოგენის სტრუქტურა და ფუნქცია. 6,7
გლიკოგენოლიზი და გლიკოგენეზი.გლიკოგენის სინთეზისა და დაშლის
8
ჰორმონული და ნეირონული კონტროლი. გლიკოგენის დაგროვების
დაავადებები.

სამედიცინო გენეტიკა (1/2)


X- ქრომოსომასთან შეჭიდული გენების ექსპრესია. X- ქრომოსომასთან 5
შეჭიდული დაავადებების რეცესიული და დომინანტური მემკვიდრეობა. X-
შეჭიდული რეცესიული მემკვიდრეობის მახასიათებლები. X- შეჭიდული
დომინანტური მემკვიდრეობის მახასიათებლები.
მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4
ციტოჩონჩხი. სტრუქტურა და თვისებები. მიკრომილაკები. მიკრომილაკები და
მათი კავშირი კლინიკასთან. შუალედური ფილამენტები. წამწამები, შოლტები
და ცენტრიოლები. წამწამების დისფუნქცია ადამიანში. აქტინის ფილამენტები.
აქტინის ციტოჩონჩხი და სიმსივნე.
ზეპირი გამოკითხვა

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)


1
ემბრიონალური განვითარების მეორე კვირა: ორშრიანი ჩანასახოვანი დისკის
(ბლასტულა) წარმოქმნა.

ზეპირი გამოკითხვა
6,7

III ბიოქიმია - (1/3)


ნახშირწყლების მეტაბოლიზმი: გლუკონეოგენეზი და სისხლში გლუკოზას
დონის შენარჩუნება. გლუკონეოგენეზის სუბსტრატები, კორის და ალანანის
ციკლი. გლუკონეოგენეზის რეგულაცია.
5
ზეპირი გამოკითხვა

სამედიცინო გენეტიკა (1/2)


მშობლისეური წარმომავლობის გავლენა მემკვიდრეობის ტიპზე. გნომური
იმპრინტინგით განპირობებული უჩვეულო მემკვიდრეობის მაგალითები.
მემკვიდრული პარაგანგლიომები. არასტაბილური განმეორებადობების
ექსპანსიები. პოლიგლუტამინური დარღვევები. ჰანტინგტონის დაავადება.
ფრაგილური X-სინდრომი. არასტაბილური განმეორებადობის ექსპანსიით
გამოწვეული დარღვევათა მსგავსება და განსხვავება.
ზეპირი გამოკითხვა

მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4


უჯრედების ადჰეზია და უჯრედგარეთა მატრიქსი. კადჰერინები.
სელექტინები. ინტეგრინები. უჯრედშორისი შეერთება. დესმოსომები.
ჰემიდესმოსომები. ადჰეზიის როლი ქსოვილის ფუნქციაში. ლეიკოციტების
ადჰეზია და მიგრაცია. ფონ ვილებრანდის დაავადების უჯრედული
ბიოლოგია.
IV
ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2) 1
ემბრიონული განვითარების მესამე კვირა: სამშრიანი ჩანასახოვანი დისკის
(გასტრულა) წარმოქმნა - გასტრულაცია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის
განვითარების დასაწყისი.
პრაქტიკული აქტივობა - მიკროსკოპში მუშაობა
9
ბიოქიმია (1/2)
მეტაბოლიზმის სპეციალური გზები და გლუკოკონიუგატები. 6,7
პენტოზაფოსფატური გზა და ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდ
ფოსფატი. NADPH - ის როლი. გლუკოზა- 6 ფოსფატ დეჰიდროგენაზას
დეფიციტი.

სამედიცინო გენეტიკა (1/2) 5


მიტოქონდრიუმი გენომი, მიტოქონდრიული დნმ-ის დედისეული
მემკვიდრულობა, მიტოქონდრიული მემკვიდრეობის მახასიათებლები.
მიტოქონდრიული გენომის მუტაციებით დაავადებების დედისეული
მემკვიდრეობა. ალელური ჰეტეროგენურობა. ლოკუსური ჰეტეროგენურობა.
კლინიკური ჰეტეროგენურობა.

მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4


უჯრედული ადჰეზიის ფუნქცია ემბრიონული განვითარების პროცესში.
ადჰეზიის როლი უჯრედების ზრდას, დიფერენცირებასა და
სიცოცხლისუნარიანობაში.

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)


1
ემბრიონული განვითარების მე-4-ე - მე-8-ე კვირა (ემბრიონალური პერიოდი)
. ნაწლავის მილი და სხეულის ღრუები.

ზეპირი გამოკითხვა 6,7

ბიოქიმია (1/2)
V
ნახშირწყლების ურთიერთგარდაქმნა. მონოსაქარიდების მეტაბოლიზმი.
ესენციური ფრუქტოზურია, ფრუქტოზას აუტანლობა, გალაქტოკინაზას
დეფიციტი, კლასიკური გალაქტოზემია, სორბიტოლი და გალაქტიტოლი.
ლაქტოზას სინთეზი.
ზეპირი გამოკითხვა 5

სამედიცინო გენეტიკა (1/2)


კომპლექსური მემკვიდრეობით გამოწვეული ფართოდ გავრცელებული
მულტიფაქტორული დაავადებები. რაოდენობრივი და თვისობრივი
მახასიათებლები. ოჯახური აგრეგაცია და კორელაცია. გენებისა და გარემოს
ფარდობითი როლი კომპლექსური დაავადების განვითარებაში.
მულტიფაქტორული დაავადებების მაგალითები.

მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4


უჯრედგარე მატრიქსი. კოლაგენი - უჯრედგარე მატრიქსის ძირითადი
შემადგენელი კომპონენტი. ელასტინისა და ფიბრილინის როლი ქსოვილების
VI ელასტიურობაში. ლამინინი - ბაზალური მემბრანების ძირითადი კომპონენტი.
ფონ ვილებრანდის ფაქტორი სისხლის ნორმალური და პათოლოგიური
შედედებისას.
ზეპირი გამოკითხვა
10
ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)
მესამე თვიდან დაბადებამდე. ჩანასახი და პლაცენტა. 1

ბიოქიმია (1/3)
ერითროციტებისა და სისხლის სხვა უჯრედების ბიოქიმია. 6,7
ლაბორატორიული სამუშაო - აღმდგენი ნახშირწყლების აღმოჩენა

სამედიცინო გენეტიკა (1/2) 5


გენოტიპები და ფენოტიპები პოპულაციებში. ჰარდი-ვაინბერგის კანონი.
ჰარდი-ვაინბერგის კანონი და აუტოსომურ-რეცესიული დაავადებები. ჰარდი-
ვაინბერგის კანონის გამოყენება X- შეჭიდული დაავადებების მიმართ. ჰარდი-
ვაინბერგის წონასწორობის ხელისშემშლელი ფაქტორები.

ზეპირი გამოკითხვა
მოლეკულური ბიოლოგია (1/2)
სასქესო უჯრედები და განაყოფიერება. სქესობრივი გამრავლების 4
უპირატესობა. მეიოზი. კროსინგოვერი და გენეტიკური რეკომბინაცია.
ქიაზმების როლი მეიოზის დროს. კოჰეზინები.

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)


პრენატალური დიაგნოსტიკის მეთოდები ( ულტრასონოგრაფია, 3
ამნიოცენტეზი, ქორიონული ვილის ნიმუშის აღება) და თანდაყოლილი
დეფექტები.
პრაქტიკული აქტივობა - მიკროსკოპში მუშაობა
VII
ბიოქიმია (1/2)
თავის ტვინის ენერგეტიკული მეტაბოლიზმი. ჰემატოენცეფალური ბარიერი. 6,7
გლუკოზას ტრანსპორტირება ჰემატოენცეფალურ ბარიერსა და ნეირონებში.

სამედიცინო გენეტიკა (1/2)


ადამიანის დაავადების გენეტიკური საფუძვლების იდენტიფიკაცია. 5
შეჭიდულობის ანალიზისა და ასოციაციურობის გენეტიკური ანალიზი.
ადამიანის დაავადების განმაპირობებელი გენების კარტირება. გენის
კარტირებიდან გენის იდენტიფიკაციამდე. დაავადებაზე პასუხისმგებელი
გენების გამოვლენა გენომის სექვენირებით.

VIII შუალედური გამოცდა – 1 სთ.

მოლეკულური ბიოლოგია (1/2)


კვერცხუჯრედი. კვერცუჯრედის ეტაპობრივი განვითარება. სპერმატოზოიდი. 4
სპერმატოგენეზი. განყოფიერება. სქესობრივი გამრავლების
ზოგადბიოლოგიური მნიშვნელობა. სქესობრივი დიმორფიზმი.

IX
ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)
კუნთოვანი ქსოვილი, კუნთოვანი ქსოვილის ტიპები; ჰისტოლოგიური
1,2
სტრუქტურა; ჩონჩხის კუნთების ორგანიზაცია, შეკუმშვის მექანიზმი.

ბიოქიმია (1/2)

11
ამინომჟავების მეტაბოლიზმი: ტრანსამინირების რეაქციები, ამინომჟავებიდან
ამინო ჯგუფის მოცილება ამონიუმის ფორმით, გლუტამატის როლი
ამინომჟავების აზოტის მეტაბოლიზმში, ალანინისა და გლუტამინის როლი 6,7
ამინომჟავების აზოტის ღვიძლამდე ტრანსპორტირებაში. შარდოვანას ციკლი.
შარდოვანას ციკლის დარღვევები. ჰიპერამონემია.

ინტეგრირებული PBL ნაწილი 1

სამედიცინო გენეტიკა (1/2)


განვითარების გენეტიკა და თანდაყოლილი მანკები. მანკები, 5
დეფგანმაპირობებელი გორმაციები და დესტრუქციები. მანკების გენეტიკური,
გენომური და გარემო ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები.
აქონდროპლაზია, სმიტ-ლემლი-ოპიცის სინდრომი, ლოუის სინდრომი.
პლეიოტროპია: სინდრომები და შედეგები.
მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4
ხელოვნური განაყოფიერება. ექსტრაკორპორალური განაყოფიერება.
გამეტების და ემბრიონების გაყინვა.

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)


გულის კუნთი, პურკინიეს ბოჭკოები. გლუვი კუნთები. კუნთოვანი ქსოვილის 1,2
რეგენერაცია.
პრაქტიკული აქტივობა მიკროსკოპში მუშაობა

ბიოქიმია (1/2)
X ამინომჟავების დაშლა და სინთეზი. გლუტათიონი. ფენილკეტონურია, 6,7
თიროზინემიები, ალკაპტონურია, გოგირდშემცველი ამინომჟავების
დაავადებები, ფოლის მჟავის დეფიციტი, პროლინის მეტაბოლიზმის
დარღვევები.
ინტეგრირებული PBL ნაწილი 2

სამედიცინო გენეტიკა (1/2)


განვითარება და ევოლუცია. განვითარების გენეტიკა. განვითარების 5
უჯრედული პროცესები. ნერვული მილის დეფექტები. ანენცეფალია. სპინა
ბიფიდა. გაპობილი ტუჩი და გაპობილი სასა; (ერთად ან ცალ-ცალკე) და
გულის თანდაყოლილი მანკები.
მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4
ინდივიდუალური განვითარების საფუძვლები. ონტოგენეზის დახასიათება.
ონტოგენეზის პერიოდიზაცია რეპროდუქციის უნარის მიხედვით.
ონტოგენეზის პერიოდიზაცია ემბრიოგენეზის საფუძველზე. ცოცხალი
ორგანიზმების განვითარების ტიპები. ემბრიოგენეზის ზოგადი
კანონზომიერებები.
XI ზეპირი გამოკითხვა

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2) 1,2


კუნთოვანი სისტემის განვითარება; ქსოვილების წარმოქმნა და
დიფერენცირება; კიდურების კუნთების განვითარება.
ზეპირი გამოკითხვა
6,7

12
ბიოქიმია - (1/2)
ამინომჟავების გარდაქმნა აზოტისშემცველ ნაერთებად. ჰემი. სტრუქტურა,
მეტაბოლიზმი. ჰემის სინთეზი. პორფირიები.
5
სამედიცინო გენეტიკა (1/2)
პრენატალური დიაგნოსტიკა, ჩვენებები პრენატალური დიაგნოსტირებისთვის
ინვაზიური ტესტირებით. პრენატალური დიაგნოსტიკის მეთოდები.
ინვაზიური ტესტირება - ამნიოცენტეზი; ქორიონული ხაოს ნიმუშების
გამოკვლევა. არაინვაზიური პრენატალური დიაგნოსტიკა. ნერვული მილის
დეფექტების სკრინინგი. დაუნის სინდრომის და სხვა ანეუპლოიდური
დარღვევების სკრინინგი.
ზეპირი გამოკითხვა

მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4


ღეროვანი უჯრედები. ღეროვანი უჯრედების კლასიფიკაცია უჯრედთა ტიპის
მიხედვით. სისხლმბადი ღეროვანი უჯრედები. მეზენქიმური ღეროვანი
უჯრედები. ღეროვანი უჯრედების გამოყენება მედიცინაში.

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)


საყრდენი ჩონჩხის, მალების, ხერხემლის, თავის ქალის 1,2
განვითარება/ემბრიოლოგია.

ბიოქიმია (1/2)
ჰემის მეტაბოლიზმი. ჰემის დაშლა. სიყვითლის ტიპები.
XII
ზეპირი გამოკითხვა 6,7

სამედიცინო გენეტიკა (1/2)


ნეოპლაზია. სიმსივნის გენეტიკური საფუძვლები. სიმსივნის ოჯახური 5
ფორმები. ონკოგენები. გააქტიურებული ონკოგენები და მემკვიდრული
სიმსივნური სინდრომები: მრავლობითი ენდოკრინული ადენომატოზი, მე-2
ტიპი. ქრომოსომული ტრანსლოკაციით გამოწვეული ონკოგენების აქტივაცია:
ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია, ბერკიტის ლიმფომა, ფოლიკულური
ლიმფომა. ტელემორეზა, როგორც ონკოგენი.

ქვიზი
მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4
განვითარების კრიტიკული პერიოდები. ტერატოგენური ფაქტორების
ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. განვითარების მანკების კლასიფიკაცია.
ზრდა და განვითარება. ორგანოებისა და ორგანიზმის ზრდის ტიპები.

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)


XIII ნერვული ქსოვილი. ნერვული უჯრედები: ნეირონების სტრუქტურა (ტიპები
1,2
ფუნქციის და მორჩების რაოდენობის მიხედვით), გლიური უჯრედების
ტიპები. მიელინიანი და უმიელინო ბოჭკოები. სინაპსური კავშირები.

ზეპირი გამოკითხვა

ბიოქიმია (1/2) 6,7

13
უჯრედული სიგნალის გადაცემა ქიმიური მესენჯერებით - ქიმიური
სასიგნალო სისტემის ძირითადი ასპექტები. უჯრედშიდა და პლაზმური
მემბრანის რეცეპტორები. სიგნალის ტერმინაცია. ქიმიური მესენჯერების
ტიპები. ნეიროტრანსმიტერები, მათი მეტაბოლიზმი . კატექოლამინები,
სეროტონინი, ჰისტამინი, აცეტილქოლინი, გლუტამატი, გამა-ამინობუტირატი,
ასპარტატი, გლიცინი , აზოტის მონოქსიდი.
ზეპირი გამოკითხვა

5
სამედიცინო გენეტიკა (1/2)
სიმსივნის სუპრესორი გენები. რეტინობლასტომა; ლი-ფრაუმენის სინდრომი;
ნეიროფიბრომატოზი ტიპი 1. BBRCA1 და BRCA2 მუტაციებით
განპირობებული მკერდის სიმსივნის და მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის
ოჯახური ფორმები; ლინჩის სინდრომი. ციტოგენეტიკური ცვლილებები
სიმსივნეების დროს.

მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4


ზრდისა და განვითარების ნეიროჰუმორული რეგულაცია ადამიანში.
ჰორმონების მოლეკულური ბუნება და მოქმედების მექანიზმი. სქესობრივი
მომწიფება. ჰომეოსტაზი. ჰომეოსტაზის რეგულაციის დონეები. ჰომეოსტაზის
შენარჩუნების უჯრედული მექანიზმები.
ზეპირი გამოკითხვა

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)


1,2
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავის და ზურგის ტვინის
შრეობრივი/უჯრედული აგებულება. მენინგეალური გარსები. სისხლ-
ტვინოვანი ბარიერი.
პრაქტიკული აქტივობა - მიკროსკოპში მუშაობა
XIV

ბიოქიმია (1/2)
6,7
პლაზმური მემბრანის რეცეპტორები და სიგნალის გადაცემა - იონ-
არხულირეცეპტორები. რეცეპტორები, რომლებიც წარმოადგენენ და
ააქტივებენ პროტეინკინაზებს.
ზეპირი გამოკითხვა

სამედიცინო გენეტიკა (1/2) 5


გენეტიკური კონსულტაცია და რისკის შეფასება. ოჯახური ისტორია და
რისკის შეფასება. გენეტიკური კონსულტაცია კლინიკურ პრაქტიკაში.
კონსულტაცია კომპლექსური დაავადებების შემთხვევაში. გენეტიკური
კონსულტაცია ახლონათესაური ქორწინების შემთხვევაში.

14
მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4
რეგენერაცია. ფიზიოლოგიური რეგენერაცია და მისი მექანიზმი. ზოგიერთი
ორგანოს და ქსოვილის რეგენერაციული შესაძლებლობები. ტრანსპლანტაცია.
ტრანსპლანტაციის კლასიფიკაცია. ქსოვილოვანი შეუთავსებლობა.

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2)


პერიფერიული ნერვული სისტემა: პერიფერიული ნერვების ორგანიზაცია.
სენსორული და ავტონომიური განგლიები. ნეირონული პლასტიურობა. 1
,
ნერვული ქსოვილის დაზიანება და აღდგენა.
2
ზეპირი გამოკითხვა

ბიოქიმია (1/2)
XV
სიგნალის გადაცემა ჰეპტაჰელიკულური რეცეპტორებით, ჰეტეროტრიმერული
G ცილები. cAMP- ზე დაფუძნებული სიგნალის გადაცემა, 6
,
Ca2+დაფუძნებულისიგნალისგადაცემა, ფოსფოლიპიდზე დაფუძნებული
7
სიგნალის გადაცემა. სასიგნალო გზების ურთიერთკავშირი.

სამედიცინო გენეტიკა (1/2) 5


ფარმაკოგენომიკა. დაავადების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობის
სკრინინგი. გენეტიკურ ეპიდემიოლოგიაში გამოყენებული სტრატეგიები.
პერსონალიზებული გენომური მედიცინა. ოჯახური ანამნეზი, როგორც
პერსონალიზებული გენეტიკური მედიცინის ნაწილი. ეთნიკურობის და
რასობრივი კუთვნილების როლი პერსონალიზებულ მედიცინაში.
ზეპირი გამოკითხვა

მოლეკულური ბიოლოგია (1/2) 4


სიბერე - ონტოგენეზის დამამთავრებელი ეტაპი. სიცოოცხლის ხანგრძლივობა.
სიბერის მექანიზმები. თანამედროვე შეხედულებები დაბერების მექანიზმების
და მისი შეჩერების შესახებ. ტელომერაზას ჰიპოთეზა. პლორიფერაციული
დაბერება. სიბერის გამოვლინების დამოკიდებულება გენოტიპზე, საარსებო
პირობებსა და ცხოვრების წესზე.
ზეპირი გამოკითხვა

ჰისტოლოგია &ემბრიოლოგია (1/2) 1,2


ნერვული სისტემის განვითარება.
XVI

ბიოქიმია (0/3)
ლაბორატორიული სამუშაო - ამინომჟავების აღმომჩენი რეაქცია 6,7

სამედიცინო გენეტიკა (1/2)


ბიოსამედიცინო ეთიკის პრინციპები. ეთიკური დილემა სამედიცინო 5
გენეტიკაში. გენეტიკური ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ევგენიკისა და
დისგენიკის გავლენა სამედიცინო გენეტიკაზე. გენეტიკის როლი მედიცინაში.

ზეპირი გამოკითხვა
15
XVII -
დასკვნითი გამოცდა (2 საათი)
XVIII
XIX -
დამატებითი გამოცდა
XX

შენიშვნა: სასწავლო მასალაში მითითებული რიგითი ნომერი შეესაბამება მოცემული სასწავლო


კურსის სავალდებულო ლიტერატურაში მითითებული წყაროს რიგით ნომერს.

16

You might also like