You are on page 1of 10

სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი)

სასწავლო კურსის სახელწოდება

ზოგადი ქიმია

GENERAL CHEMISTRY

სასწავლო კურსის კოდი: PHS82110G1-LP

აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური


ბაკალავრიატი მაგისტრატურა დოქტორანტურა

სწავლების ენა
ქართული

ავტორი/ავტორები
გვარი, სახელი: ვახტანგ უგრეხელიძე
სამუშაო ადგილი: სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის
ფაკულტეტი
0192 თბილისი, გურამიშვილის გამზ. 17
თანამდებობა: ასოცირებული პროფესორი
ტელეფონი: 599946832
ელ–ფოსტა: v.ugrekhelidze@gmail.com

სასწავლო კურსის მიზანი

კურსის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას საბაზისო ცოდნა ზოგად ქიმიაში. მიღებული ცოდნის
საფუძველზე ისინი უნდა გაერკვნენ ნივთიერებათა ზოგად და სპეციფიკურ თვისებებში,
უნდა გაერკვნენ იმ დამოკიდებულებებში, რომლებიც არსებობს ნივთიერების აღნაგობასა და
თვისებებს შორის. მათ უნდა შეძლონ სხვადასხვა სისტემაში რეაქციათა მიმდინარეობის
შესაძლებლობის განსაზღვრა. მათ უნდა იცოდნენ ქიმიურ ნაერთთა ურთიერთქმედების
სხვადასხვა ასპექტები.

დაშვების წინაპირობები

არ გააჩნია

-1- (სულ 10 გვ.)


სწავლის შედეგები
№ საგნის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები
ცოდნა და გაცნობიერება. იცის და აცნობიერებს ქიმიის ძირითად კონცეფციებს,
1 ფაქტებს და პრინციპებს საწყისი კურსის ფარგლებში; იცის არაორგანულ ნაერთთა
კლასები. მათი ზოგადი თვისებები;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. ქიმიური ტერმინოლოგიის და
2 პრინციპების პრაქტიკაში გამოყენების უნარი; აგრარული ტექნოლოგიების
სპეციალობასთან დაკავშირებული ქიმიური პროცესების გააზრების უნარი.
კომუნიკაციის უნარი. ქიმიის უმარტივესი ფაქტების, კონცეფციების და
3 პრინციპების ცოდნისა და დემონსტრირების უნარი; აგრარული ტექნოლოგიების
სპეციალობასთან დაკავშირებული პროცესების ახსნის და გადმოცემის უნარი.
სწავლის უნარი. საკუთარი ცოდნის შეფასებისა და შემდგომი სწავლის საჭიროების
4
განსაზღვრის უნარი; ცოდნის განახლების უნარი;
სწავლის შედეგების მიღწევის (სწავლება-სწავლის) მეთოდები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული ლაბორატორიული პრაქტიკა


საკურსო სამუშაო/პროექტი კონსულტაცია დამოუკიდებელი მუშაობა

სწავლება-სწავლის მეთოდების შესაბამისი აქტივობები:


დისკუსია/დებატები – ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
მეთოდია. დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და
აქტიურობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში და ეს პროცესი არ
შემოიფარგლება მხოლოდ პედაგოგის მიერ დასმული შეკითხვებით. იგი უვითარებს
სტუდენტს მსჯელობისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
ჯგუფური (collaborative) მუშაობა – ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა
ჯგუფურად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალებების მიცემას. ჯგუფის წევრები
ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ თავის მოსაზრებებს
ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის
მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია
უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას
გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტიანია. ხშირ შემთხვევაში
უმჯობესია მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მოვაწოდოთ სტუდენტებს.
შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია როგორც მასწავლებლის, ასევე
სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის
სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს
დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს
საკითხის/პრობლემის არსს. დემონსტრირება შესაძლოა მარტივ სახეს ატარებდეს.
ანალიზის მეთოდი – გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი მთლიანის, შემადგენელ
ნაწილებად დაშლაში. ამით მარტივდება რთული პრობლემის შიგნით არსებული ცალკეული
საკითხების დეტალური გაშუქება.
სინთეზის მეთოდი – გულისხმობს ცალკეული საკითხების დაჯგუფებით ერთი მთლიანის
შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლემის, როგორც მთლიანის დანახვის უნარის
განვითარებას.
ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ.
პედაგოგს მასალის გადმოცემისას მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით

-2- (სულ 10 გვ.)


განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.

კრედიტების რაოდენობა: 4
საათების განაწილება სტუდენტის დატვირთვის შესაბამისად (სთ.)
ლექცია: 15
სემინარი (ჯგუფში მუშაობა):
პრაქტიკული: 15
ლაბორატორიული:
საკურსო სამუშაო/პროექტი:
პრაქტიკა:
შუასემესტრული /დასკვნითი გამოცდა 1/1
დამოუკიდებელი მუშაობა: 68

ლექცია
№ თემების დასახელება და შინაარსი
ატომი, მოლეკულა, იონი. ატომი და ატომური თეორია. ატომის სტრუქტურა, ბირთვი,
ატომური მასა და მოლი, ორბიტალები, ელექტრონის სპინი და პაულის პრინციპი,
1
ელექტრონული კონფიგურაცია, ელექტრონების განაწილება პერიოდული სისტემა.
იზოტოპი. რადიოაქტივობა.
ქიმიური ბმები. იონი. იონური ბმა. იონიზაციის ენერგია. იონური ნაერთების
ფორმულები. იონების ნომენკლატურა. კოვალენტური ბმა. კოვალენტური ნაერთები.
2 კოვალენტური ბმების თვისებები. პოლარული კოვალენტური ბმები, ვალენტური ბმების
თეორია. ჰიბრიდიზაცია და ჰიბრიდული ორბიტალები. მოლეკულური ორბიტალების
თეორია.
ქიმიური რეაქციები. რეაქციების ტიპები. ქიმიური რეაქციების განტოლებები.
3 ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები. რაოდენობრივი სიდიდეები ქიმიურ რეაქციებში.
მოლი. მოლური მასა. მოლური ურთიერთქმედებები ქიმიურ რეაქციებში.
ენერგია და ქიმიური პროცესები. ენერგია და მისი ერთეულები. სითბო. ენტროპია.
ფაზური გარდაქმნები. ენერგია და ენთალპია. თავისუფალი ენერგია ბმის ენერგია
4
და ქიმიური რეაქციები. ფიზიკური და ქიმიური გარდაქმნებია ენთალპია.
კალორიმეტრია და სითბოტევადობა. ჰესის კანონი. ბმის დისოციაციის ენერგია.
ნივთიერების აირადი მდგომარეობა. გაზები. წნევა. გაზების კანონები. ბოილ-
მარიოტის კანონი. შარლის კანონიგეი ლუსაკის კანონი, ავოგადროს კანონი.
5 იდეალური გაზების განტოლება. გაზთა ნარევები. პარციალური წნევა. დალტონის
კანონი. გაზების კინეტიკური თეორია. გადახრები იდეალური გაზის კანონიდან. ვან
დერ ვაალსის განტოლება.
ნივთიერების თხევადი მდგომარეობა. სითხეების ბუნება. აორთქლება და
6 ორთქლის წნევა. დუღილის და ლღობის წერტილები. მოლეკულათშორისი ძალები.
დიპოლ-დიპოლური ურთიერთქმედება.
ნივთიერების მყარი მდგომარეობა. მყარი მდგომარეობა. იონური მყარი ნაერთები.
მოლეკულური მყარი ნაერთები. მეტალური მყარი ნაერთები. ფაზური გარდაქმნები.
7
გაცხელების და გაცივების მრუდები. ფაზური დიაგრამები. კრიტიკული
ტემპერატურა.
-3- (სულ 10 გვ.)
ხსნარები და მათი თვისებები. ენერგიის ცვლილება და გახსნის პროცესი.
კონცენტრაცია. გახსნის პროცესი. მასზე სხვადასხვა ფაქტორების გავლენა.
8
ხსნარების ფიზიკური მახასიათებლები, კოლიგატიური თვისებები. ხსნარების
თვისებები. ოსმოსი და ოსმოსური წნევა.
ქიმიური წონასწორობა. ქიმიური წონასწორობა, როგორც მდგრადი დინამიკური
მდგომარეობა. ლე შატელიეს პრინციპი. ქიმიური რეაქციების მიმდინარეობის
9 მიმართულების განმსაზღვრელი ფაქტორები. ქიმიური წონასწორობის კონსტანტა,
ურთიერთკავშირი წონასწორობის კონსტანტასა და გიბსის სტანდარტული
ენერგიის ცვლილებას შორის.
მჟავები და ფუძეები. ბრიონსტედ-ლოურის თეორია. მჟავას და ფუძის სიძლიერე.
წყლის დისოციაცია. pH და მისი გაზომვა. წონასწორობა სუსტი მჟავების ხსნარებში.
10
სუსტი მჟავების ხსნარების წონასწორული კონცენტრაციის გამოთვლა. წონასწორობა
სუსტი ფუძეების ხსნარებში. მარილების მჟავურ-ფუძური თვისებები.
ელექტროლიტთა ხსნარები. მჟავების, ფუძეების, მარილების ელექტროლიტთა დი-
სოციაცია; მჟავებისა და ფუძეების პროტოლიტური თეორია. წყლის იონური
11
ნამრავლი. მარილთა ჰიდროლიზი. ბუფერული ხსნარები. ჰენდერსონ-ჰასელბახის
განტოლება. ხსნადობის განტოლება. სხვადასხვა ფაქტორების გავლენა ხსნადობაზე.
ელექტროქიმია. გალვანური ელემენტი. პოტენციალი და თავისუფალი ენერგია.
სტანდარტული აღდგენითი პოტენციალი. pH ელექტროქიმიური განსაზღვრა.
12
ბატარეა. თბური ელემენტი. ელექტროლიზი. ელექტროლიზის რაოდენობრივი
ასპექტები
ქიმიური კინეტიკა და კატალიზი. რეაქციის სიჩქარე და მასზე მოქმედი ფაქტორები.
მოქმედ მასათა კანონი. რეაქციის მოლეკულურობა და რიგი. რეაქციების
13
კინეტიკური განტოლებები და სიჩქარეთა კონსტანტები. რეაქციის აქტივაციის
ენერგია და კატალიზატორის მოქმედების მექანიზმი
კოორდინაციული ნაერთები. კომპლექსები. ლიგანდები. კოორდინაციული
კომპლექსების ნომენკლატურა. იზომერიზმი კოორდინაციულ კომპლექსებში.
14
სტრუქტურული იზომერები. სტერეოიზომერები. ბმა გარდამავალი მეტალების
კომპლექსებში. ვალენტური ბმის თეორია. კრისტალური ველის თეორია.
ბირთვული ქიმია. რადიაქტივობა. ალფა ემისია და ბირთვული განტოლებები. ბეტა
ემისია, პოზიტრონული ემისია და ელექტრონის ჩაჭერა. ინდუცირებული
15 რადიაქტივობა. ბირთვული ტრანსმუტაცია. ნაწილაკების აჩქარება და დადებითად
დამუხტული ნაწილაკებით ბომბარდირება. ნეიტრონებით ბომბარდირება.
რადიაქტიული ელემენტების ნახევრად დაშლის პერიოდი .

პრაქტიკული
№ თემების დასახელება და შინაარსი
ქიმიური ელემენტები. ატომის აღნაგობის თეორია. რეზერფორდის მოდელი. ატომური
1
რიცხვი. იზოტოპები. ატომური მასა. პერიოდულობის კანონი.
ქიმიური ბმები. იონური ბმები. ელექტრონის გადატანა. იონის წარმოქმნა. ლუისის
დიაგრამა. ზოგიერთი მრავალატომიანი იონი. ზღვის წყალი. კოვალენტური ბმა. ზიარი
2 ელექტრონული წყვილი. ნაერთები, რომლებიც ერთდროულად შეიცავს იონურ და
კოველენტურ ბმებს. კოვალენტური ბმის პოლარობა. კოვალენტური ბმები ორგანულ
ნაერთებში.
3 ქიმიური რეაქციები. ქიმიური განტოლება. რაოდენობრივი ასპექტები ქიმიური

-4- (სულ 10 გვ.)


რეაქციების განტოლებებში. სინთეზის, დაშლის და ჟანგვის რეაქციები. ჟანგვა-
აღდგენითი რეაქციები. ელექტროენერგიის ქიმიური წყარო.
ენერგია და ქიმიური პროცესები. ქიმიური რეაქციების სითბური ეფექტი. სითბური
4
ეფექტი ფაზური გარდაქმნების დროს. სუბლიმაცია. ქიმიური მბის ენერგია.
ნივთიერების აირადი მდგომარეობა. გაზები. გაზების კინეტიკური თეორია. წნევა.
5 ატმოსფეროს შედგენილობა. ფარდობითი ტენიანობა და ნამის წერტილი.
ნახშირბადის და აზოტის ციკლი ბუნებაში. ჰაერის დაბინძურება.
ნივთიერების თხევადი მდგომარეობა. სითხეების ბუნება. აორთქლება და
6 ორთქლის წნევა. აორთქლების ენთალპია. მოლეკულათშორისი ძალები და
დუღილის წერტილი.
ნივთიერების მყარი მდგომარეობა. კრისტალური და ამორფული ნაერთები.
7
კრისტალის ზრდა.
ხსნარები. ხსნარების სახეობები. ჭეშმარიტი და კოლოიდური ხსნარები. ხსნარების
8 კონცენტრაცია. ხსნადობა. პროცენტული და მოლური ხსნარები. ხსნარების მომზადება.
ექვივალენტი. განზავება.
ქიმიური კინეტიკა და კატალიზი. რეაქციის მექანიზმები. რეაქციის რიგი და
9 ტემპერატურა. არენიუსის განტოლება და მისი გამოყენება. ჰომოგენური და
ჰეტერობენური კატალიზი.
ქიმიური წონასწორობა. წუნასწორობის კონსტანტა და მისი გამოყენება.
წონასწორული ნარევის შედგენილობაზე მოქმედი ფაქტორები. წონასწორობაზე
10
კატალიზატორის გავლენა. კავშირი ქიმიურ წონასწორობასა და ქიმიურ კინეტიკას
შორის.
მჟავები და ფუძეები. წყალის ორმაგი ბუნება (მჟავა და ფუძე). მჟავების და ფუძეების
11
სიძლიერე. ხშირად გამოყენებული მჟავები და ფუძეები. pH. ბუფერები.
ელექტროლიტთა ხსნარები. ძლიერი და სუსტი მჟავები და ფუძეები. სიძლიერის
12
განმსაზღვრელი ფაქტორები. pH შკალა და გაზომვა. ლუისის მჟავები
ელექტროქიმია. გალვანური ელემენტი. ბატარეა. თბური ელემენტი. კოროზია.
13
ელექტროლიზი. ელექტროლიზის გამოყენება.
კოორდინაციული ნაერთები. კომპლექსები. ზოგიერთი მნიშვნელოვანი კომპლექსი.
14
გარდამავალი მეტალების კომპლექსების შეფერილობა.
ბირთვული ქიმია. რადიაქტივობის გამოყენება სამეცნიერო კვლევებში. ასაკის
15
დადგენა. რადიოიზოტოპების გამოყენება მედიცინაში.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.


დადებითი შეფასებებია:

-5- (სულ 10 გვ.)


● (A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;

● (B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;

● (C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;

● (D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;

● (E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.

უარყოფითი შეფასებებია:

● (FX ) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება;
● (F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

შეფასების ფორმები და მეთოდები:

შეფასების ფორმები შეფასების მეთოდები

მიმდინარე აქტივობების მაქსიმალური შეფასებაა 30 ქულა,


მინიმალური ჯამური დადებითი შეფასება - 15 ქულა.
მიმდინარე აქტივობა მიმდინარე აქტივობის შეფასება ხდება პრაქტიკული
დავალების და კაზუსებით.
სემესტრის განმავლობაში (15 სასწავლო კვირის მანძილზე)
სტუდენტს შესასრულებლად ხუთჯერ მიეცემა პრაქტიკული
დავალება და ხუთჯერ შეფასდება კაზუსებით.
თითოეული პრაქტიკული დავალება ფასდება მაქსიმუმ 3

-6- (სულ 10 გვ.)


ქულით, კაზუსი ფასდება მაქსიმუმ 3 ქულით.
შუასემესტრული გამოცდის მაქსიმალური შეფასებაა 30
ქულა. მინიმალური დადებითი შეფასებაა 7,5 ქულა.
შეფასება ხდება დახურულ კითხვებიანი ტესტით (20 ქულა),
შუასემესტრული
რომელიც მოიცავს 20 კითხვას, სწორი პასუხი ფასდება 1
გამოცდა
ქულით, და 2 ღია კითხვებიანი ტესტით (5 ქულა X 2 =10
ქულა) საფუძველზე, ჯამში 30 ქულა.

დასკვნითი/დამატებითი დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულა ¬– 40.


გამოცდა დასკვნითი შეფასების მინიმალური დადებითი ქულაა 10.
შეფასება ხდება დახურულ კითხვებიანი ტესტით (15 ქულა),
რომელიც მოიცავს 15 კითხვას, სწორი პასუხი ფასდება 1
ქულით, და 5 ღია კითხვებიანი ტესტით (5 ქულა X 5=25
ქულა) საფუძველზე, ჯამში 40 ქულა.

შეფასების კრიტერიუმები:

შეფასების ფორმები შეფასების კრიტერიუმები

პრაქტიკული დავალების შეფასება:


3 ქულა - დავალება სრულად და უშეცდომოდ არის
შესრულებული.
მიმდინარე აქტივობა
2 ქულა - დავალება არასრულად არის შესრულებული.
სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები.
1 ქულა - დავალება არასრულად არის შესრულებული.
სპეციალური ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი
სრულად ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
მასალას.
0 ქულა – შესრულება დავალების შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არაა მოცემული.
კაზუსის შეფასება:
3 ქულა - კაზუსი უნაკლოდ არის შესრულებული.
2 ქულა - კაზუსი სრულად არის შესრულებული, მაგრამ აქვს
ხარვეზები.
1 ქულა - კაზუსი არასრულად არის შესრულებული.

-7- (სულ 10 გვ.)


0 ქულა – პასუხი შესაბამისი არ არის ან

საერთოდ არაა შესრულებული.

შუასემესტრული დახურულ კითხვებიანი ტესტი მოიცავს 20 კითხვას, სწორი


გამოცდა პასუხი ფასდება 0.5 ქულით.
ღია კითხვებიანი ტესტის საკითხი ფასდება 5 ქულით.

5 ქულა: პასუხი ზუსტი და ამომწურავია. სტუდენტი


ზედმიწევნით კარგად ფლობს, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული პროგრამით გათვალისწინებული
გავლილი მასალა.
4 ქულა: პასუხი სწორია, მაგრამ შეიცავს მცირე
უზუსტობებს; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ გავლილ
მასალას;
3 ქულა: პასუხი არსებითად დამაკმაყოფილებელია,
მაგრამ შეიცავს უზუსტობებს, სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ
აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
2 ქულა: პასუხი არასრულია; აღინიშნება რამდენიმე
არსებითი შეცდომა. არასრულად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას;
1 ქულა: პასუხში აღინიშნება არსებითი შეცდომები.
მინიმალურად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
გავლილ მასალას;
0 ქულა: პასუხი შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული

დასკვნითი/დამატებითი დახურულ კითხვებიანი ტესტი მოიცავს 15 კითხვას, სწორი


გამოცდა პასუხი ფასდება 1 ქულით.
ღია კითხვებიანი ტესტის საკითხი ფასდება 5 ქულით.

-8- (სულ 10 გვ.)


5 ქულა: პასუხი ზუსტი და ამომწურავია. სტუდენტი
ზედმიწევნით კარგად ფლობს, ღრმად და საფუძვლიანად
აქვს ათვისებული პროგრამით გათვალისწინებული
გავლილი მასალა.
4 ქულა: პასუხი სწორია, მაგრამ შეიცავს მცირე
უზუსტობებს; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ გავლილ
მასალას;
3 ქულა: პასუხი არსებითად დამაკმაყოფილებელია,
მაგრამ შეიცავს უზუსტობებს, სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ
აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
2 ქულა: პასუხი არასრულია; აღინიშნება რამდენიმე
არსებითი შეცდომა. არასრულად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას;
1 ქულა: პასუხში აღინიშნება არსებითი შეცდომები.
მინიმალურად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
გავლილ მასალას;

0 ქულა: პასუხი შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა


მოცემული

ძირითადი ლიტერატურა

1. მ. ცინცაძე, ნ. მაისურაძე, გ. მანველიძე. ზოგადი და არაორგანული ქიმია.


თბილისი, ,,ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2009, 146 გვ., სტუ-ს ცენტრალური
ბიბლიოთეკა 546(02)/68.
2. ა. ლეჟავა, მ. ცინცაძე. ზოგადი ქიმია. თბილისი, ,,ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2010,
112 გვ., სტუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკა 566(02)/62.
დამხმარე ლიტერატურა

1. თ. წივწივაძე. ზოგადი ქიმია. თბილისი, ,,განათლება“, 1995, 606 გვ., სტუ-ს


ცენტრალური ბიბლიოთეკა 54(02)/64.
2. გ. ცინცაძე, ვ. კოკოჩაშვილი, თ. ცეცხლაძე. ზოგადი და არაორგანული ქიმიის კურსი, I
ნაწილი. თბილისი, ,,განათლება“, 1988. 667 გვ., სტუ-ს ცენტრალური ბიბლიოთეკა
54(02)/55.
3. John E. McMurry, Robert C. Fay, Jordan Fantili - Chemistry, Pearson Education, Inc, 2012,
1075 p.
4. Peter Atkins, Loretta Jones, Leroy Laverman – Chemical Principles, W.H. Freeman and
Company, 2013, 851 p.
5. Brain Murphy, Clair Murphy, Brain J. Hathaway – Basic Principles of Inorganic Chemistry –
The Royal Society of Chemistry 1998, 167 p.
6. Ахметов Н.С. – Общая и Неорганическая Химия - 4-е изд., испр. - М.: Высш. шк., Изд.
центр "Академия", 2001, 743 с.

-9- (სულ 10 გვ.)


სილაბუსის ავტორი/ავტორები ვახტანგ უგრეხელიძე

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების


ინჟინერინგის ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მ.შ. ვახტანგ უგრეხელიძე

სასურსათო ტექნოლოგიის
დეპარტამენტის უფროსი გურამ ტყემალაძე

შეთანხმებულია
სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ირმა ინაშვილი

მოდიფიცირებულია
აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების
ინჟინერინგის ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე
27.02.2018 წ.

ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ქვარცხავა

-10- (სულ 10 გვ.)

You might also like