You are on page 1of 67

ავტორები:

კლარა გელაშვილი _ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის


გარემოს ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა
კათედრის პროფესორი

ქეთევან დადიანი _ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის


საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის დოცენტი

წინასიტყვაობა

ვისთვისაა დაწერილი ეს წიგნი?


ყველასათვის, ვისაც აინტერესებს თავისი ჯანმრთელობის შენარჩუნება გარემო
ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან თავის დაცვის გზით, მაგრამ პირველ რიგში
ახალგაზრდა ექიმების, პირველადი ჯანდაცვის სტრუქტურების წარმომადგენელთა
პროფესიული ცოდნის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების განმტკიცებისთვის. იგი
განსაზღვრულია აგრეთვე სამედიცინო და ბიოლოგიის ფაკულტეტების
სტუდენტთათვის პრევენციული მედიცინის თანამედროვე საკითხების ათვისების,
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და პროპაგანდისათვის. პაციენტებთან
ურთიერთობის დროს მათ უნდა შეძლონ კვალიფიციურად უპასუხონ იმ უამრავ
შეკითხვას, რომელიც საკმაოდ ხშირად აინტერესებს მოსახლეობას გარემო
ფაქტორებთან მიმართებაში.
თანამედროვე ბიოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი განზოგადება მდგომარეობს
იმაში, რომ სიცოცხლის ყველა გამოვლენა ექვემდებარება ფიზიკისა და ქიმიის
კანონებს და სწორედ ამ კანონებით შეიძლება მათი ახსნა. თუმცა ბევრი მოვლენა, რაც
დღეისათვის მეცნიერულად დადასტურებულია, ხალხის ადათ-ჩვევებსა და ყოფაში
ემპირიული ცოდნის დაგროვების შედეგად აისახა. ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნი
დაეხმარება მკითხველს სწორად შეაფასოს ჩვენს ირგვლივ არსებული გარემოს
ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც
დადებითი, ასევე უარყოფითი ხასიათი და აქ ასახული მასალის საფუძველზე
შეძლოს დაიცვას თავისი ჯანმრთელობა მავნე ეკოლოგიური ფაქტორების მიერ
განვითარებული არასასურველი ეფექტებისაგან.

1
შინაარსი

I. ჰაეროვანი გარემო და ადამიანი

1. ზოგადი ცნობები ატმოსფეროს შესახებ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 3

2. ჰაერის ფიზიკური თვისებები და ადამიანის ჯანმრთელობა

2.1. ჰაერის ტემპერატურა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .5

2.2. ჰაერის ტენიანობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ..16

2.3. ჰაერის მოძრაობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .17

2.4. ჰაეროვანი გარემოს კომპლექსური მოქმედება ორგანიზმზე . . . . 19

2.5.Aადამიანის ორგანიზმზე ატმოსფერული წნევის გავლენა . . . . . . . . . . . .20

3. ჰაეროვანი გარემოს ელექტრომაგნიტური ფაქტორები

3.1. ჰაერის ელექტრული მდგომარეობა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 23

3.2. მზის რადიაცია და მისი ჰიგიენური მნიშვნელობა . . . . . . . . . . . . . . . . 28

4. ჰაერის ბუნებრივი ქიმიური შემადგენლობა, მისი გავლენა ორგანიზმზე . 33

II. კლიმატური პირობები და ადამიანი

1. კლიმატური პირობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 37

2. სამედიცინო კლიმატოლოგია. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 40

3. ადამიანის აკლიმატიზაციის ჰიგიენური პრობლემები . . . . . . . . . . . . . . . 48

III. ტესტების ნიმუშები ცოდნის შეფასებისთვის . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 63

2
I. ჰაეროვანი გარემო და ადამიანი

1. ზოგადი ცნობები ატმოსფეროს შესახებ


ჰაეროვანი გარემო. ჰიგიენური თვალსაზრისით ჰაეროვანი გარემო
არაერთგვაროვანია. Gგანასხვავებენ ატმოსფერულ ჰაერს, საწარმოო სათავსთა ჰაერს,
საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების ჰაერს და ასევე მიწისქვეშა ჰაერს
(გვირაბები, მაღაროები, სარდაფები, მეტრო და სხვ). ეს აიხსნება კონკრეტული
კატეგორიის ჰაეროვანი გარემოს დაბინძურებისა და ფორმირების პირობებთან
დაკავშირებული ფიზიკური, ქიმიური თვისებებისა და მავნე მინარევების
მრავალფეროვნებით. ასე მაგალითად, ატმოსფერული ჰაერის ფიზიკური თვისებები
(ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობა, წნევა, ელექტრული მდგომარეობა)
არასტაბილურია და დამოკიდებულია გეოგრაფიული რეგიონის განედურ
მდებარეობაზე, კლიმატურ თავისებურებებზე. ასევე არასტაბილურია მასში
ჟანგბადის, ნახშირორჟანგის, რადონის შემცველობა ადგილმდებარეობის სიმაღლის,
პარციალური წნევისა და სხვა პირობების გავლენით.
მტვრისა და ჭვარტლის სახით აიროვანი და მყარი ნივთიერებების არსე-ბობა
დამოკიდებულია ატმოსფეროში არსებულ გამონაბოლქვებზე, მათი გადანაწილების
პირობებზე და ატმოსფეროში მიმდინარე თვითგაწმენდის პროცესებზე.
ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს
გაბატონებული ქარების სიჩქარე და მიმართულება, ტემპერატურა, ჰაერის ტენი-
ანობა, ნალექების რაოდენობა, მზის რადიაცია, ჰაერში არსებული ტოქსიკური
ნივთიერებების ქიმიური ტრანსფორმაცია, ატმოსფეროში მოხვედრილი
გამონაბოლქვების რაოდენობა, ხარისხი, გამოფრქვევის სიმაღლე და ა.შ.
საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობათა ჰაერის ფიზიკური თვისებები
უფრო სტაბილურია, რაც განპირობებულია მათი უზრუნველყოფით გათბობისა და
ვენტილაციის სისტემებით. მაგრამ ჰაეროვანი გარემოს მინარევებს აქ შეიძლება
უკავშირდებოდეს ადამიანის ცხოველმყოფელობის შედეგად, ასევე პოლიმერული
ნაწარმიდან ან სხვა მასალებიდან თუ საგნებიდან, საყოფაცხოვრებო გაზის წვის
შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები.
საწარმოო სათავსების ჰაეროვან გარემოზე გავლენას ახდენს იქ მიმდინარე
ტექნოლოგიური პროცესები. ამ შემთხვევაში მავნე პროფესიული ფაქტორის
მნიშვნელობა შესაძლებელია გააჩნდეს ჰაეროვანი გარემოს როგორც ფიზიკურ, ასევე
ქიმიურ მაჩვენებლებს. მაგალითად, სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებებით ჰაერის
დაბინძურებამ შესაძლებელია გამოიწვიოს პროფესიული მოწამვლები.
ჰაეროვანი გარემოს შემადგენლობაში მიწისქვეშა ჰაერის ცალკე ჯგუფად გამოყოფის
საფუძველს წარმოადგენს მისი თავისებურება _ რადიოაქტიური აირის _ რადონისა
და მისი დაშლის პროდუქტების ჭარბი შემცველობა, რომელთა კონცენტრაცია
დამოკიდებულია ნიადაგში ბუნებრივი რადიონუკლიდების შემცველობაზე. ეს
საკითხი ძალზედ აქტუალურია ფილტვების პათოლოგიების განვითარების
თვალსაზრისით.

ატმოსფეროს შემადგენლობა. ატმოსფეროს შემადგენლობა დედამიწიდან


სხვადასხვა სიმაღლეზე სხვადასხვაა. ატმოსფეროს ქვედა საზღვარი დედამიწის
ზედაპირია, ხოლო ზედა ჯერ კიდევ არ არის ზუსტად დადგენილი. ვარაუდობენ,

3
რომ ის აღწევს 1300კმ-ს. ატმოსფერო გამოხატული შრეობრივი აგებულებისაა და
შედგება ტროპოსფეროს, სტრატოსფეროს, მეზოსფეროსა და იონოსფეროსაგან.
ტროპოსფერო _ ყველაზე უფრო მკვრივი ჰაეროვანი შრეა, რომელიც
უშუალოდ გარს აკრავს დედამიწას. მისი სისქე დედამიწის სხვადასახვა განედის
გასწვრივ სხვადასხვაა: ზომიერ სარტყელში 10-12კმ, პოლუსებზე7-10კმ, ეკვატორის
გასწვრივ _ 16-18კმ ზღვის დონიდან.
ტროპოსფერო გაჯერებულია შედარებით მუდმივი ქიმიური შემადგენლობისა
და არამდგრადი ფიზიკური თვისებების (ტემპერატურა, ტენიანობა, ატმოსფერული
წნევა და სხვ.) მქონე ჰაერის ვერტიკალური კონვექციური ნაკადებით. მზე ათბობს
ნიადაგს, რომლისგანაც შემდეგ თბება ჰაერის ქვედა მასები. ამასთან დაკავშირებით
ჰაერის ტემპერატურა სიმაღლის ზრდასთან ერთად მცირდება, რაც თავის მხრივ
განაპირობებს ჰაერის მასების ვერტიკალურ გადაადგილებას, წყლის ორთქლის
კონდენსირებას, ღრუბლებისა და ნალექების წარმოქმნას. ყოველი 100მ-ით მაღლა
ასვლისას ჰაერის ტემპერატურა მცირდება საშუალოდ 0.650C-ით. ამ სიდიდეს
ეწოდება ატმოსფეროს ვერტიკალური ტემპერატურული გრადიენტი. ნესტიანი
უქარო ამინდის დროს ეს გრადიენტი იშლება და თბილი ჰაერი ზემოთ ვეღარ ადის,
ვერტიკალური კონვექციური ნაკადები სუსტდება. საწარმოთა ტოქსიკური
გამონაბოლქვები გროვდება ატმოსფეროს ქვედა შრეებში.
ტროპოსფეროს მდგომარეობაზე ზემოქმედებას ახდენს დედამიწის
ზედაპირზე მიმდინარე ნებისმიერი პროცესი. ტროპოსფეროში მუდმივად არსებობს
მტვერი, ჭვარტლი, სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებები, აირები,
მიკროორგანიზმები და სხვ. განსაკუთრებით ეს მოვლენა შეიმჩნევა მსხვილ საწარმოო
რაიონებში. ტროპოსფეროში განუწყვეტლივ მიმდინარეობს საავიაციო საქმიანობა,
რაც მიწასთან ახლოს არსებული ჰაერის დაბინძურების დამატებითი წყაროა.
ტროპოსფეროს ზემოთ, 40კმ სიმაღლეზე ვრცელდება სტრატოსფერო.
სტრატოსფეროში ჰაერი გაიშვიათებულია, ტენის რაოდენობა უმნიშვნელოა,
მთლიანად გამორიცხულია ღრუბლებისა და მტვრის არსებობა. სტრატოსფეროს აქვს
განსაკუთრებული ტემპერატურული რეჟიმი. ზომიერი სარტყლის გასწვრივ,
ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროს საზღვარზე ჰაერის ტემპერატურა (_)560C,
ეკვატორის გასწვრივ კი (_)70-800C. Eეს ტემპერატურა სტრატოსფეროში უცვლელა 30
კმ სიმაღლეზე. უფრო მაღლა ის თანდათანობით იმატებს და დედამიწიდან 50კმ
სიმაღლეზე აღწევს (+)40-500C.Aამის შემდეგ ტემპერატურა ისევ მცირდება.
სტრატოსფეროში კოსმოსური გამოსხივებისა და მზის მოკლეტალღოვანი
რადიაციის მოქმედებით ჰაერის მოლეკულები, მათ შორის ჟანგბადის
მოლეკულებიც, იონიზირდება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ოზონის მოლეკულები.
Oოზონის 60% განთავსებულია ატმოსფეროს 16-32კმ შრეებში, მისი მაქსიმალური
რაოდენობა კი აღინიშნება დედამიწიდან 25 კმ სიმაღლეზე.
სტრატოსფეროდან 80კმ მანძილზე ვრცელდება მეზოსფერო, რომელიც
ატმოსფეროს მასის მხოლოდ 5%-ს შეადგენს. მეზოსფეროს გაგრძელებას იონოსფერო
წარმოადგენს. მისი ზედა საზღვარი იცვლება წლისა და დღის დროის მიხედვით 500-
1000კმ-დე.
იონოსფეროს ჰაერი მკვეთრად იონიზებულია. ჰაერის იონიზაცია და
ტემპერატურა მატულობს სიმაღლის ზრდასთან ერთად.
იონოსფეროს შემდგომი შრე იწოდება ეგზოსფეროდ. მისი სიმკვრივე თითქმის
არ განსხვავდება უჰაერო კოსმიური ოკეანისაგან და ვრცელდება 3000კმ მანძილზე.
კიდევ უფრო მეტია ჰაერის გაიშვიათება მაგნიტოსფეროში, რომლის
4
შემადგენლობაშია რადიაციის სარტყლები. უკანასკნელი მონაცემებით,
მაგნიტოსფერო ვრცელდება 2000-50000კმ-დე. ამგვარად, ატმოსფეროს ზედა
საზღვრად შეიძლება ჩაითვალოს 50 000კმ მანძილი დედამიწის ზედაპირიდან. ეს
არის ის აიროვანი გარსი, რომელიც გარს არტყია ჩვენს პლანეტას.
უკანასკნელ წლებში წარმოიშვა იმ მრავალრიცხოვანი ფაქტორების შესწავლის
აუცილებლობა, რომლებიც კოსმოსურ სივრცეშია და არასასურველ გავლენას
ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე როგორც დედამიწაზე, ასევე კოსმოსურ სადგურებში
ხანგრძლივი ყოფნის ან ღია კოსმოსში მუშაობის პირობებში. კოსმოსურ ხომალდებში
ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის ჰიგიენური პრობლემების წარმატებით
გადაწყვეტა განუყოფელია კოსმოსის ათვისებასთან.

2. ჰაერის ფიზიკური თვისებები და ადამიანის ჯანმრთელობა

ჰაეროვანი გარემოს მოქმედება ორგანიზმზე კომპლექსურია. ამდენად,


ჰაეროვანი გარემოს შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი ყველა
თვისება: ფიზიკური თვისებები_ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობა,
ატმოსფეროს წნევა, ელექტრული მდგომარეობა; ქიმიური თვისებები _ ჰაერის
შემადგენელი ან დამაბინძურებელი აირებისა და აიროვანი მინარევების შემცველობა;
ბაქტერიული შემადგენლობა და ჰაერში სხვადასხვა მექანიკური მინარევების
არსებობა მტვრისა თუ ჭვარტლის სახით.

2. 1. ჰაერის ტემპერატურა

ტემპერატურა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ‘’ნორმალურ მდგომარეობას".


საერთაშორისო სისტემით ტემპერატურის ერთეულია გრადუსი-ცელსიუსი (0C),
თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში გამოიყენებენ ტემპერატურის სხვა ერთეულებსაც
რემიურს (0C) და ფარინჰეიტს (0F). მათ შორის ასეთი დამოკიდებულებაა:
1 0C = 4/50R ; 10C = 9/5 0F
ტემპერატურის გავლენა ცოცხალ ორგანიზმებზე პირველ რიგში გამოიხატება
ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების სიჩქარის შეცვლაში.
ტემპერატურის ოპტიმალური მნიშვნელობების ფარგლებში ტემპერატურის აწევისას
ნივთიერებათა ცვლის პროცესების სიჩქარე იზრდება. ეს თავის მხრივ, ხელს უწყობს
ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების ინტენსივობის გაზრდას,
ზრდისა და განვითარების პროცესების აჩქარებას.
თუ ტემპერატურა მატულობს და სცილდება ოპტიმუმის ფარგლებს,
ადგილი აქვს ფიზიოლოგიური პროცესების არა აჩქარებას, არამედ შენელებას და
პირიქით, სუბლეტალურ ტემპერატურას თან სდევს ფიზიოლოგიური პროცესების
აქტივაცია. ტემპერატურის უფრო ძლიერი დაქვეითებისას იწყება თერმონარკოზი,
რომელიც თავდაპირველად შექცევადია, ხოლო შემდგომ კი _ იწყება ორგანიზმის
ცალკეული ნაწილის ან მთლიანად ამ ორგანიზმის სიკვდილი.
არსებობს ორი თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას უჯრედების თერმული
კვდომის მექანიზმები. პირველის თანახმად, უჯრედების თერმული კვდომის
მიზეზად სახელდება უჯრედთა ციტოპლაზმატური ცილების დენატურაცია. მეორე

5
(ლიპიდური თეორია) კი _ უჯრედების თერმულ კვდომას განიხილავს, როგორც
ციტოპლაზმატური ლიპიდების ლღობის პროცესს.
ამ ორივე თეორიით შესაძლებელია აიხსნას ერთუჯრედიანი ორგანიზმების,
მცენარეების, გამეტების, ან შედარებით დაბალი განვითარების მრავალუჯრედიანი
ორგანიზმების თერმული სიკვდილი, მაგრამ რაც შეეხება უმაღლესი განვითარების
ორგანიზმების ტემპერატურის (მაღალი ან დაბალი) გავლენით განპირობებულ
ლეტალურ გამოსავალს, იგი არის არა მისი ცალკეული ურედების კვდომის შედეგი,
არამედ ნერვული სისტემის სპეციფიკური ცხოველმყოფელობის მოშლის შედეგი.
მაგალითად, სითბური დაკვრის დროს ხდება ორგანიზმის თერმული მდგრადობის
ლიმიტირება უჯრედებს შორის არსებული კოორდინაციული სისტემის ფუნქციის
მოშლით.
დაბალი ტემპერატურით განპირობებული ლეტალური გამოსავლის მიზეზი
შეიძლება იყოს უჯრედების მიერ წყლის დიდი რაოდენობით დაკარგვა, უჯრედსა და
ქსოვილებში მინერალური ნივთიერებების კონცენტრაციის გაზრდა,
ციტოპლაზმატური სტრუქტურების რღვევა, ცილების დენატურაცია და სხვა.
მიკროსკოპულ ობიექტებში ტემპერატურის სწრაფი შემცირება (2-3 წმ-ში
0
100 C) იწვევს წყლის გაყინვას კრისტალიზაციის გარეშე. ეს მოვლენა საფუძვლად
დაედო ცოცხალი ორგანიზმებისა და ორგანოების (სისხლი, ძვლის ტვინი,
სიმსივნური უჯრედები, სპერმატოზოიდები) კონსერვაციას სიცივის პირობებში,
რადგან ამ დროს არ ხდება უჯრედების დაზიანება. ეს მნიშვნელოვანი პირობაა
მედიცინაში გადანერგვის ოპერაციების ჩასატარებლად.

ჰაერის ტემპერატურა

ჰაერის ტემპერატურა წარმოადგენს გარე სამყაროს მუდმივად მოქმედ


ფაქტორს. სხვადასხვა კლიმატურ რაიონში ან ამინდში ადამიანზე სხვადასხვა
ტემპერატურის ჰაერი ზემოქმედებს. ჰაერის ტემპერატურას მნიშვნელოვნად
განსაზღვრავს მზის ინსოლაცია.
ინსოლაცია. დედამიწა არაერთგავაროვანი პლანეტაა. კლიმატური პირობები
მასზე დიდადაა დამოკიდებული ადგილმდებარეობასა და დროზე. მთელს ენერგიას
დედამიწა იღებს მზისაგან და ეს ენერგია მის ზედაპირზე არაერთგვაროვნად
ნაწილდება. დედამიწის ზედაპირის ფართის გარკვეულ ერთეულზე დაცემული მზის
სხივების რაოდენობა განსაზღვრავს ამ ზედაპირის ინსოლაციას, რომელიც
ძირითადად დამოკიდებულია:
_ მზიდან დედამიწამდე ამ სხივების გზის სიშორეზე;
_ დედამიწაზე მათი დაცემის კუთხეზე;
_ ატმოსფეროს ტენიანობაზე;
_ ჰაერის დაბინძურებაზე (მტვერი და სხვა მინარევები);
_ დღის ხანგრძლივობაზე.
ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის ცვლილებებს წინ უსწრებს ინსოლაციის
შეცვლა. მაგალითად ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირება ხდება
დღის მეორე ნახევარში, ხოლო მინიმალურისა კი _ მზის ამოსვლის წინ. ამის
მიზეზია ატმოსფეროს ტემპერატურაზე სითბური გამოსხივების სახით დედამიწიდან
ატმოსფეროში დაბრუნებული სითბოს გავლენა. ეს სხივები ძირითადად
გრძელტალღოვანი სპექტრისაა. მზისგან მოსული ენერგიის ნაწილს დედამიწა
შთანთქავს, ნაწილს კი აირეკლავს. თოვლი, წყლის ზედაპირი, ღია ფერის ნიადაგები

6
მზის სხივების გარკვეულ ნაწილს უკეთესად ირეკლავს, ხოლო მუქი ფერის ნიადაგის
მქონე უბნები, განსაკუთრებით კი მწირი მცენარეული საფარის მქონე, ამ სხივებს
უფრო მეტად შთანთქავს.
ჰაერის ტემპერატურაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ადგილმდებარეობის
რელიეფი. მნიშვნელოვანია თუ როგორაა განლაგებული ფერდობები ჰორიზონტის
სხვადასხვა მხარის მიმართ (რაც განსაზღვრავს ინსოლაციის ხარისხსაც).
დადგენილია, რომ ყველაზე ცივია ჩრდილოეთისაკენ მიმართული ფერდობები,
ხოლო გაცილებით თბილი _ სამხრეთისა და სამხრეთ- დასავლეთისაკენ
მიმართული.
მზის სხივური ენერგია წარმოიქმნება მზის სიღმეებში _ ბირთვული
ენერგიიდან. ამიტომაც არის რომ მეცნიერთა აზრით მზეზე მიმდინარე აფეთქებებს,
რომელთაც ციკლური ხასიათი აქვს, მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ორგანიზმზე
მათი გავლენის თავისებურებები. საუკეთესო ემპირიული ცოდნის გამოვლენის
მაგალითია ამ მხრივ წელიწადზე დამყარებული ჰოროსკოპების შექმნის მცდელობა
ადამიანთა მიერ. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ამოფრქვევებს ახასიათებს 12 წლიანი
ციკლურობა.
დედამიწამდე აღწევს მზის ენერგიის მხოლოდ ნაწილი. დედამიწაზე არც თუ
ისე მცირეა ისეთი უბნები, რომლებიც მწირია მცენარეული საფარით. მცენარეები
ფიტოსინთეზის პროცესში იყენებენ მზისაგან მოსული ენერგიის დაახლოებით 3%-ს.
ამის შემდგომ სხივური ენერგია გარდაიქმნება მცენარეების მიერ სინთეზირებული
ორგანული ნივთიერებების ქიმიური ბმების პოტენციურ ენერგიად. მას შემდეგ, როცა
ეს მცენარე ადამიანისათვის ან ცხოველისათვის გახდება საკვები პროდუქტი, ან იგი
დალპება ბაქტერიების მონაწილეობით, მასში არსებული ორგანული ნივთიერებები
იშლებიან და ამ დროს გამონთავისუფლდება ზუსტად იმდენი ენერგია, რაც
დასჭირდა მათ სინთეზს (თერმოდინამიკის I კანონი). გამოთავისუფლებული
ენერგიის ნაწილი გარდაიქმნება სითბოდ და შემდგომში ის არ გამოიყენება
(თერმოდინამიკის II კანონი). თუ იმ ცხოველს, რომლის საკვებს მცენარეები
წარმოადგენდნენ, საკვებად გამოიყენებს ადამიანი, მოხდება სასარგებლო ენერგიის
შემდგომი შემცირება.

ადამიანის ორგანიზმის თერმორეგულაცია

ფიზიკური ფაქტორები: ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობა,


ატმოსფეროს წნევა, ელექტრული მდგომარეობა მნიშვნელოვნად განაპირობებენ
ორგანიზმის სითბურ ცვლას გარემოსთან. როგორც ცნობილია, ორგანიზმის სითბურ
ცვლას გარემოსთან განსაზღვრავს თერმორეგულაციის ფიზიკური და ქიმიური
პროცესების წონასწორობა. ფიზიკური და ქიმიური რეგულაცია ერთი და იგივე
პროცესის ორი მხარეა. მაგრამ შესწავლის გაიოლების თვალსაზრისით მათ
განიხილავენ ცალ-ცალკე. რაც უფრო გაკაჟებულია დამიანი მით უფრო
სრულყოფილია და გავარჯიშებულია მის ორგანიზმში ფიზიკური და ქიმიური
თერმორეგულაციის პროცესები.
ქიმიურ თერმორეგულაციაში იგულისხმება ორგანიზმის ქსოვილებში
მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულაცია, რომელსაც თან ახლავს
სითბოს პროდუქცია. ამასთან ენერგიის შედარებით უფრო დიდ რაოდენობას
ორგანიზმს აძლევენ კუნთები, ღვიძლი და სხვა ჯირკვლები.

7
ადამიანს დაბადებისთანავე გააჩნია ქიმიური თბორეგულაციის უნარი,
როგორც უპირობო რეფლექსი ჩვენი ორგანიზმისა. მაგრამ ცხოველებში იგი უფრო
მეტადაა გამოხატული. ამის განმაპირობებელია ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია
თავისთვის შექმნას ხელოვნური მიკროკლიმატი (საცხოვრებელი, ტანსაცმელი).
ორგანიზმში სითბოს პროდუქცია დამოკიდებულია ნივთიერებათა ცვლის
ინტენსივობაზე. სითბოს დაგროვება ორგანიზმში წარმოებს ძირითადად საკვებ
ნივთიერებათა დაჟანგვისას და ასევე კუნთების მუშაობისას სითბოს გამომუშავების
შედეგად.
საკვების შემადგენელი, ორგანიზმისთვის ენერგეტიკული მნიშვნელობის
ნუტრიენტებია ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ადამიანის ორგანიზმში
ენერგეტიკული ღირებულების მქონე ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები დაშლისას
სხვადასხვა რაოდენობის ენერგიას იძლევიან. 1გ ნახშირწყლისა და 1გ ცილის
დაშლისას ორგანიზმში წარმოიქმნება 4კკალ (16,7კჯ/გ) ენერგია, ხოლო 1გ ცხიმი
იძლევა 9 კკალ (37,7კჯ/გ) ენერგიას.
მართალია ამ კონკრეტული სიტუაციისთვის ჩვენ ვამბობთ, რომ
ადამიანისათვის ენერგიის წყარო არის საკვები, მაგრამ თუ უფრო მეტად
ჩავუღრმავდებით ამ საკითხს, შეგვიძლია ამ გამოთქმას მივცეთ სხვა
ინტერპრეტაციაც: ადამიანისათვის და ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის
ბიოენერგიის წყარო არის მზე.
ჩვენი საკვები ნაწილობრივ მცენარეული პროდუქტებისაგან შედგება,
ნაწილობრივ კი _ ცხოველურისაგან (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძე და რძის
პროდუქტები, კვერცხი). თუმცა ის ცხოველური პროდუქტი, რომელიც
ადამიანისათვის ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა, შეიცავენ იმ ენერგიას, რომელიც
მათში დაგროვდა მცენარეული საკვებიდან. ე.ი. ყველა ჰომოიოთერმული
(სტაბილური ტემპერატურის მქონე) ორგანიზმის ენერგიის ძირითადი წყარო
დედამიწაზე არსებული მცენარეული საკვებია. მცენარეების ზრდა-
განვითარებისთვის თავის მხრივ საჭიროა წყალი, ნახშირორჟანგი, აზოტოვანი თუ
სხვა სახის მინერალური ნივთიერებები, მაგრამ მათი გარდაქმნა ენერგიად ხდება
მხოლოდ მზის სხივური ენერგიის მოხმარების ხარჯზე. აქედან გამომდინარე,
შეიძლება ვთქვათ, რომ მზის სხივი არის წყარო მთელი ბიოლოგიური ენერგიისა
ჩვენს პლანეტაზე.
ქიმიურ თერმორეგულაციას განსაზღვრავენ გარემო ფაქტორებიც.
მაგალითად ჰაერის ტემპერატურის სწრაფმა შემცირებამ შესაძლებელია გარკვეული
ხნით გამოიწვიოს ქიმიური თერმორეგულაციის ინტენსივობის გაზრდა, რადგან
ორგანიზმის კომპენსატორულ-ადაპტაციური მექანიზმების ხარჯზე ხდება ჟანგვითი
პროცესების აჩქარება, რომელიც შესაძლებელია ორგანიზმის ძირითად ცვლას
აღემატებოდეს 3-4-ჯერ.
სითბოს დაგროვება ორგანიზმში წარმოებს არა მხოლოდ საკვები
ნივთიერებების დაჟანგვისა და კუნთების მუშაობის შედეგად, არამედ მზის სხივური
ენერგიის მეშვეობით გამთბარი ჰაერიდან, საგნებიდან, ცხელი საკვებიდან და სხვა
გზით მიღებული სითბოს საშუალებითაც. Oორგანიზმი ამ სითბოს გასცემს კანის,
ფილტვებისა და ექსკრემენტების გზით. შესაბამისად ამ გზით გაცემული სითბოს
პროცენტული გადანაწილება ასეთია: 85%, 5% და 10%.
ფიზიკური თერმორეგულაციის ცნებაში იგულისხმება ორგანიზმიდან სითბოს
გაცემის შემცირება ან გაძლიერება. ის პროცესი, თუ რა გზით გასცემს ორგანიზმი
სითბოს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე. კერძოდ,
8
ზამთარში მატულობს სითბოს დაკარგვა ორგანიზმიდან გამოყოფილი შარდის
საშუალებით, ხოლო ზაფხულში ოფლის საშუალებით, რადგან ამ დროს
ორგანიზმიდან სითხე გამოიყოფა ძირითადად ოფლის და არა შარდის სახით.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით ფიზიკური თერმორეგულაცია ეფუძნება
ვეგეტატიური ნერვული სისტემის ვაზომოტორულ ფუნქციას. მისი არსი
მდგომარეობს შემდეგში: კანი არის ის საზღვარი, რომელიც სხეულის ქსოვილებს
გამოყოფს გარემოსაგან. კანს აქვს უფრო ნაკლები ტემპერატურა, ვიდრე უფრო ღრმად
განთავსებულ ორგანოებს. სისხლი, რომელსაც აქვს გაცილებით მაღალი
ტემპერატურა, მოხვდება რა კანის ზედაპირზე გადასცემს მას გარკვეულ სითბოს. ეს
სითბო შემდეგ შესაძლებელია გარემოს გადაეცეს კანის გზით.
კანის საშუალებით ორგანიზმს შეუძლია სითბო გასცეს გატარების, კონვექციის,
გამოსხივებისა და აორთქლების გზით. ამ პროცესებს სხვაგვარად თბორეგულაციის
პროცესი ეწოდება.
გატარებით სითბოს გაცემა ხდება ცივ ზედაპირებთან ორგანიზმის შეხების
დროს. იგი დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმისა და შეხებაში მყოფი საგნის
ტემპერატურათა სხვაობასა და საგნის თბოგამტარობაზე.
კონვექციით სითბოს გაცემა უკავშირდება ადამიანის ორგანიზმთან შეხებაში
მყოფი ჰაერის მასების გათბობასა და მათ შემდგომ კონვექციურ გადაადგილებას.
ჰაერის თბოგამტარობა უმნიშვნელოა, ამიტომ გატარების გზით ჰაერზე სითბოს
გადაცემა ჰაერის მასების კონვექციური მოძრაობის გარეშე გამორიცხულია.
კონვექციით სითბოს გაცემის ინტენსივობა დამოკიდებულია ადამიანის სხეულის
ზედაპირის ფართზე, სხეულისა და ჰაერის ტემპერატურათა სხვაობაზე და ჰაერის
მოძრაობის სიჩქარეზე.
კონვექციური ნაკადების სწრაფი გადაადგილება ხელს უწყობს ორგანიზმის
სწრაფ გაგრილებას. ეს პროცესი კარგად ვლინდება ჰაერის ტემპერატურის ერთი და
იმავე მნიშვნელობისას. მაგალითად 180C ჰაერის ტემპერატურისას ჰაერის ნაკადის
მოძრაობის ინტენსივობამ შესაძლებელია კანის ტემპერატურა შეცვალოს 70C -ის
ფარგლებში. რაც უფრო მეტია ჰაერის ტემპერატურა, მით უფრო ნაკლებია ჰაერის
გამაგრილებელი ეფექტი. ჰაერის ტემპერატურის გაზრდისას 340C-დე კანის
ტემპერატურის დამოკიდებულება ჰაერის მოძრაობის სიჩქარეზე აღარ დაიკვირვება
და იგი უცვლელი რჩება. ჰაერის ტემპერატურის შემდგომი აწევისას კი ჰაერის
მოძრაობის გაზრდა ხელს უწყობს ორგანიზმის არა გაგრილებას, არამედ
გადახურებას.
გარემოსა და ორგანიზმს შორის სითბოს ცვლის პროცესებში დიდი
მნიშვნელობა ენიჭება სითბოს დაკარგვის სხივურ (რადიაციულ) გზას. გამოსხივებით
სითბოს გაცემა შესაძლებელია იქ, სადაც ადამიანის გარშემო არსებულ საგნებს გააჩნია
ადამიანის კანზე უფრო დაბალი ტემპერატურა.
ფიზიკური კანონების მიხედვით აბსოლუტურ ნულზე მეტი ტემპერატურის
მქონე ყველა სხეული გარემოში ასხივებს სითბოს. სითბოს გამოსხივება ამ დროს არ
არის დამოკიდებული ჰაერის ტემპერატურაზე და დამოკიდებულია მხოლოდ
გამთბარი სხეულის სითბურ მდგომარეობაზე.
გამომსხივებელი სხეულის ტემპერატურის გაზრდისას გამოსხივების ტალღის
სიგრძე მცირდება, ანუ გამოსხივების სპექტრში ჭარბობს მოკლეტალღოვანი სხივები.
მაგალითად, მეტალის გამოდნობისას იგი ჯერ ასხივებს სითბური მოქმედების
გრძელტალღოვან ინფრაწითელ სხივებს, ხოლო ტემპერატურის მომატებისას
გამოსხივების სპექტრი იხრება მოკლეტალღოვანი გამოსხივებისაკენ და მოიცავს
9
სინათლის, ანუ ხილულ სპექტრსაც. სითბური მოქმედების გარდა მეტალი იწყებს
ნათებას. შესაბამისად, გამოსხივების ენერგიის მაქსიმალური ტალღის სიგრძის
სპექტრის ცოდნით, შესაძლებელია ამა თუ იმ ფიზიოლოგიური მოქმედების წინასწარ
გათვალისწინება და დამცავი ღონისძიებების დაგეგმვა.
სხივური სითბო და კონვექციური სითბო იწვევენ ერთსა და იმავე სუბიექტურ
შეგრძნებას, მაგრამ განსხვავდებიან ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების მექანიზმით.
სხივური სითბო გამჭოლია, ხოლო კონვექციური სითბო ზემოქმედებს მხოლოდ
სხეულის ზედაპირზე და არ აღწევს ღრმად ქსოვილებში.
ადამიანსა და გარემოში არსებულ საგნებს შორის ყოველთვის მიმდინარეობს
სხივური სითბოს გაცვლა. თუ ადამიანის სხეულის ზედაპირი გამოასხივებს იმდენ
სითბოს, რამდენსაც იღებს გარე საგნებიდან, მაშინ რადიაციული ბალანსი ნულის
ტოლია. თუ გარე საგნების საშუალო ტემპერატურა მეტია ადამიანის კანის
ტემპერატურაზე, მაშინ ადამიანი იღებს გარშემო მყოფი საგნებიდან უფრო მეტ
სითბოს, ვიდრე თვითონ გამოსხივებს, ე.ი. რადიაციული ბალანსი დადებითია.
უარყოფითი რადიაციული ბალანსი იქმნება მაშინ, როცა ადამიანი გამოსხივებით
გასცემს უფრო მეტ სითბოს, ვიდრე იღებს. რადიაციული ბალანსის მკვეთრი
დარღვევისას აღინიშნება ორგანიზმის ან გადახურება ან გაგრილება. მაგალითად,
ცხელ საამქროებში შესაძლებელია მომუშავეთა ორგანიზმის გადახურება არა
მხოლოდ ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, არამედ ცხელი საგნების ზედაპირიდან
გამოსხივებული სითბოს მეშვეობითაც, კერძოდ, გახურებული მეტალიდან
გამომავალი სხივური ენერგიის ნაკადის ინტენსიური ჭავლით.
სველი და ცივი კედლები ქმნიან უარყოფითი რადიაციული ბალანსის პირობას.
ასხივებს რა სითბოს ცივი საგნებისაკენ, ხდება ორგანიზმის გაგრილება. Aამ დროს
ჰაერის ტემპერატურა შესაძლებელია იყოს სასურველი, მაგრამ ადამიანი
შეიგრძნობდეს დისკომფორტს, ხოლო როდესაც ჰაერის ტემპერატურაც დაბალია,
ორგანიზმის გაგრილება უფრო სწრაფი და მნიშვნელოვანია.
ოფლის გამოყოფისა და მისი აორთქლებისას ადგილი აქვს სითბოს გაცემას
აორთქლების გზით. ოფლის ინტენსიური აორთქლებისას ორგანიზმიდან
შესაძლებელია დაიკარგოს სითბური ენერგიის 30%.სითბოს მცირე რაოდენობა
ორგანიზმიდან იკარგება ასევე ამოსუნთქულ ჰაერსა (5%)Dდა ექსკრემენტებთან (10%)
ერთად.
მოსვენების მდგომარეობაში ადამიანი გასცემს სითბოს 15,3%-ს კონვექციური
გზით, 55,6%-ს გამოსხივების საშუალებით და 29,1%-ს _აორთქლებით.
თერმორეგულაციის მექანიზმების რეგულირება ხდება ცენტრალური ნერვული
სისტემის მონაწილეობით და მისი მდგომარეობის მიხედვით. სწორედ ფიზიკური და
ქიმიური რეგულაციის ცენტრები აკონტროლებენ სითბოს გამომუშავებისა და გაცემის
პროცესებს ორგანიზმში. და ამ პროცესების დარღვევის შედეგია სითბური დაკვრა.
მზის დაკვრისაგან განსხვავებით მისი წარმოშობის მექანიზმი სხვაა. მზის დაკვრა
განპირობებულია ორგანიზმის თბორეგულაციის ცენტრზე მზის სხივების
მოქმედების შედეგად, რასაც მივყავართ ამ რეგულაციის დარღვევამდე. სითბური
დაკვრის დროს კი
შესაძლებელია ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფა ჩვეულებრივ
მიმდინარეობდეს, მაგრამ მისი აორთქლების პროცესი არ ხდებოდეს, რის შედეგადაც
ორგანიზმი ვეღარ გასცემს სითბოს და ვითარდება იგივე კლინიკური ნიშნები, რაც
მზის დაკვრისთვისაა დამახასიათებელი.

10
ბავშვები, მოზრდილებისაგან განსხვავებით, უფრო იოლად ექვემდებარებიან
გაცივებით დაავადებებს. ეს ძირითადად განპირობებულია მათი სხეულის
გეომეტრიული სიმცირით. ამ საკითხის ახსნა შესაძლებელია მარტივი გაანგარიშებით.
რაც უფრო მცირეა ბავშვის ასაკი, მით უფრო მეტი კანის ფართი მოდის სხეულის მასის
1 კგ-ზე, სხეულში გამომუშავებული სითბო მისი მოცულობის პროპორციულია,
ხოლო ორგანიზმიდან გარემოზე გაცემული სითბო ძირითადად დამოკიდებულია
სხეულის (კანის) ფართზე. როცა სხეულის ზომები მატულობს, მისი მოცულობის
ნამატი კანის ფართთან შედარებით, გაცილებით მეტია. აქედან გამომდინარე, რაც
უფრო მეტად იზრდება სხეულის მოცულობა, მით უფრო მეტი სითბო გამომუშავდება
მასში და გამომუშავებული სითბოს შედარებით ნაკლები რაოდენობა იკარგება კანის
გზით. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ბავშვებისა და მოზარდების კანი განსხვავდება
მოზრდილების კანისგან კიდევ სხვა თვისებებით. მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ მისი სისქე გაცილებით მცირეა ბავშვებში, ასევე
ბავშვის კანში არის კაპილარების უფრო მეტი რაოდენობა, მოზრდილის კანთან
შედარებით. კანის ეს თავისებურებებიც ხელს უწყობს ბავშვთა ორგანიზმიდან
სითბოს დაკარგვის უფრო მეტ ინტენსივობას მოზრდილებთან შედარებით, რაც
შესაბამისად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია ბავშვებში გაცივებითი
დაავადებების სიხშირის ზრდისა.
საინტერესო ფაქტია, რომ ცხოველთა ან ფრინველთა სამყაროში შეინიშნება
ზემოთ აღნიშნული ფაქტორის კომპენსაცია თვით ბუნების მიერ. რაც უფრო მცირეა
ერთსა და იმავე კლიმატურ პირობებში მცხოვრები ცხოველისა თუ ფრინველის
ზომები, მით უფრო ფაფუკი და გრძელია მათი კანის საფარველი და შესაბამისად
უფრო მცირეა მათი ორგანიზმიდან კანის გზით დაკარგული სითბო. გავიხსენოთ
ნიბლია ჩიტი და არწივი, ან სპილო და ციყვი და სხვა.

ჰაერის ტემპერატურის გავლენა ადამიანის სხეულის ტემპერატურის


რეგულირებაზე

გარემოს ტემპერატურას ადამიანი აღიქვამს მექანორეცეპტორების


საშუალებით. სიცივის აღქმა ხდება იმ მექანორეცეპტორებით, რომლებიც ცნობილია
კრაუზეს კოლბების სახელწოდებით, ხოლო სითბოს აღქმა კი _ რუფინის
სხეულაკებით. ყველაზე მეტი მგრძნობელობა გააჩნია ხელის თითების ბალიშებსა და
ტუჩებს, რადგან მათ კანში განთავსებულია ასეთი რეცეპტორების დიდი რაოდენობა.
სხვადასხვა ჰომოიოთერმული ორგანიზმის (ადამიანის, ძუძუმწოვრების,
ფრინველების) მუდმივი ტემპერატურა სხვადასხვაა (36-390C). მაგალითად
ფრინველების მუდმივი ტემპერატურა ადამიანთან შედარებით რამდენადმე მაღალია
და აღწევს 40-430C-ს.
ჰომოიოთერმულ ორგანიზმებში, რომელთა სხეულის ტემპერატურის
მუდმივობა ძირითადად დაცულია, შესაბამისად მუდმივია ნივთიერებათა ცვლის
ინტენსივობაც. ეს მუდმივობა შენარჩუნებულია მაშინაც კი, როცა გარემოს
ტემპერატურა ძალზედ დაბალია. აღნიშნული ფაქტი ნაწილობრივ განპირობებულია
იმით, რომ მათ გააჩნიათ თერმოიზოლირებადი საშუალებები, ადამიანს _ ცხიმოვანი
შრის, ცხოველებს _ ბეწვის საფარის, ხოლო ფრინველებს _ ბუმბულის სახით. ეს
საფარი ნაწილობრივ უზრუნველყოფს ორგანიზმში სითბოს შენარჩუნებას, რის გამოც
არ იცვლება ტემპერატურის მუდმივობა და შესაბამისად მეტაბოლიზმის მაღალი

11
ინტენსივობა. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება თუ რატომ შეუძლია ადამიანს ან
ცხოველს სიცივის პირობებში შეინარჩუნოს თავისი სხეულის ტემპერატურის
მუდმივობა უფრო იოლად, ვიდრე სიცხეში.
სწორედ ამიტომ სამხრეთის ჰავას შეგუებული ადამიანი ბევრად უფრო იოლად
ეგუება ჩრდილოეთის სუსხიან ამინდებს, ვიდრე ცივი ჰავის პირობებს შეგუებული
ადამიანი _ სამხრეთის ცხელ კლიმატს.
ჰაერის ტემპერატურის არასასურველი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე
ყველაზე უფრო კარგადაა გამოხატული საწარმოო პირობებში, სადაც ადამიანზე
შეიძლება მოქმედებდეს როგორც ძალიან მაღალი, ასევე დაბალი ტემპერატურა.
გარდა ამისა, ასეთ არასასურველ პირობებში შეიძლება იმყოფებოდეს ადამიანთა
მთელი ჯგუფი. ასეთ ჯგუფებში შედიან მშენებლობაზე, სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვებაზე, ასევე ხის დამამუშავებელ საწარმოებში, სოფლის მეურნეობაში
დაკავებული პირები, მეომრები საველე პირობებში და სხვა.
ადამიანის ტემპერატურის ნორმა მერყეობს 36-36,80C-ის ფარგლებში, თუმცა
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მოსვენების მდგომარეობაში შინაგანი ორგანოების
ტემპერატურა რამდენადმე მაღალია კანის ტემპერატურასთან შედარებით.
მაგალითად შინაგანი ორგანოებიდან ყველაზე მაღალია ღვიძლის ტემპერატურა _
იგი აღწევს 390C -ს. ღვიძლს ხატოვნად ორგანიზმის "ღუმელს" უწოდებენ. ფიზიკური
დატვირტვის დროს ტემპერატურის მაქსიმუმი შეიმჩნევა კუნთებში და იგი
შესაძლებელია იწევდეს 70C -ით. ან კიდევ, სისხლის ტემპერატურა უფრო მაღალია
მარჯვანა გულში. ადამიანის კანსაც კი სხვადასხვა თერმოტოპოგრაფიული
საზღვრები გააჩნია. მაგალითად ყელის მიდამოში ის – 340C, ტანზე _ 33,40C
ხელებისა და ფეხების დაბოლოებებზე უფრო ნაკლები _28-240C. ახალშობილებში ეს
განსხვავებები გაცილებით ნაკლებია.
ამერიკელი მეცნიერის ა.ი. ვაინბერგის აზრით ადამიანთა დაახლოებით 7,5%-
ის ნორმალური ტემპერატურა 360C -ზე ნაკლებია, ხოლო 2,5%-სა კი _ 370C -ზე მეტი.
დაბანვის მომენტში ადამიანის ტემპერატურა შესაძლებელია გაიზარდოს 38-390C-დე.
ადამიანი განსაზღვრულ დროში ეჩვევა მაღალ ტემპერატურას. ამის მაგალითად
გამოდგება რუსულ-ფინურ აბანოებში ბანაობის პროცესი. აბანოს საორთქლეებში
ტემპერატურა შესაძლებელია აღწევდეს 50-700C –დე, მაგრამ მიუხედავად ამისა იქ
რჩებიან საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
როგორც უკვე აღინიშნა, სხეულის ტემპერატურის რეგულირების პროცესში
ნაწილობრივ მონაწილეობს სისხლის მიმოქცევის სისტემაც, რომელიც
უზრუნველყოფს სისხლის გადანაწილებას ნივთიერებათა ცვლის მაღალი
ინტენსივობის უბნებიდან (ღვიძლი, თირკმლები, თავის ტვინი, კუნთები _
ფიზიკური მუშაობის დროს) ისეთ უბნებზე, რომლებიც გასცემენ სითბოს,
მაგალითად კანი.
ცნობილია რომ ადამიანის ორგანიზმში, განსაკუთრებით კი ხელის მტევანში,
ფეხის ტერფსა და ყურის ნიჟარაში უამრავი არტერიულ-ვენური ანასტომოზია,
რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მოხდეს არტერიული სისხლის გადასვლა
ვენურ სისხლში კაპილარებში გავლის გარეშე. როცა კანის ასეთი უბანი ხვდება
სიცივის ზემოქმედების პირობებში, იზრდება მასთან სისხლის მიდინება, რაც ხელს
უწყობს მის გათბობას, მაგრამ სხვა ქსოვილებში ტემპერატურის შემცირებას.
წინა თავში განხილული იყო თუ როგორ ხდება ადამიანის ორგანიზმში
ტემპერატურის მუდმივობის შენარჩუნება სითბოს რეგულაციის ფიზიკური და
ქიმიური ცენტრებით. ფიზიკური რეგულაციის ცენტრი მდებარეობს
12
ჰიპოთალამუსის არეში. ამასთან, წინა ნაწილი არეგულირებს სითბოს გაცემის
სიჩქარეს, ხოლო მის უკან მდებარე ცენტრი კი _ სითბოს პროდუქციის სიჩქარეს. თუ
სისხლის ტემპერატურა ნორმასთან შედარებით კლებულობს, ღიზიანდება სითბოს
პროდუქციის ცენტრი და თავის მხრივ ააქტიურებს იმ მექანიზმს, რომელიც
უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებასა და წარმოქმნას. სისხლძარღვები იკუმშება
(ხდება სპაზმი), რაც ამცირებს სისხლის მეშვეობით სითბოს დაკარგვას. მცირდება
ასევე სითბოს გაცემა კანიდან გამოსხივების გზით. იზრდება უჯრედული
მეტაბოლიზმის ინტენსივობა და ქსოვილებში სითბოს გამომუშავება.
გარკვეული კუნთების სწრაფი ციკლური შეკუმშვა და მოდუნება (კანკალი)
ასევე ტემპერატურის შენარჩუნების მექანიზმით აიხსნება.
სხეულის ტემპერატურაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ორგანიზმში
მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინტენსივობა. უჯრედებში მიმდინარე
მეტაბოლური რეაქციების დროს, საკვები ნივთიერებების მოლეკულებში არსებული
ენერგიის მხოლოდ ნაწილი (დაახლოებით ნახევარი) ხმარდება
ადენოზინტრიფოსფორმჟავის (ატფ) სინთეზს და ამდენად ორგანიზმში ატფ-ის
სახით იქმნება მისი მარაგი, ნაწილი ვერ გამოიყენება (ენტროფია), ხოლო დანარჩენი
ენერგია განიბნევა სითბოს სახით. თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი,
განსაკუთრებით კი პოიკილოთერმული (არასტაბილური ტემპერატურის მქონე)
ორგანიზმები, ამ სითბურ ენერგიას გადასცემენ გარემოს. სხვა სიტყვებით, მათი
ორგანიზმიდან საკვები ნივთიერებებისაგან მიღებული ენერგიის თითქმის ნახევარი
იკარგება უსარგებლოდ. მათი სხეულის ტემპერატურა იცვლება გარემოს
ტემპერატურის შესაბამისად.
ცოცხალ უჯრედებში, ქიმიური კოლბის მსგავსად, ქიმიური რეაქციების
სიჩქარე დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ტემპერატურის დაახლოებით 100C-ით
გაზრდისას უამრავი რეაქციის სიჩქარე ორმაგდება. ამიტომ პოიკილოთერმულ
ორგანიზმებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები დამოკიდებულია
გარემოს ტემპერატურაზე. შესაბამისად ამინდისა თუ სეზონის შეცვლისას და
სიცივეების დადგომისას მათი აქტიურობა ქრება.
მაგრამ რა ხდება ადამიანის ორგანიზმში? ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი მუდმივი
ტემპერატურის მქონეა და მის ორგანიზმში ეს ტემპერატურა გარემოს ტემპერატურის
ზემოქმედებით შესაძლებელია შეიცვალოს მხოლოდ უმნიშვნელოდ. ასეთ
ორგანიზმებს, როგორც უკვე აღინიშნა, ჰომოიოთერმულ ორგანიზმებს უწოდებენ.
ადამიანის გარდა ჰომოიოთერმულ ორგანიზმებს წარმოადგენენ ძუძუმწოვრები და
ფრინველები.
ადამიანის ტემპერატურის სასურველი დონის შენარჩუნება დაკისრებული
აქვს ფიზიკური რეგულაციის ცენტრს, რომელიც ჰიპოთალამურ არეში მდებარეობს
და ეს ცენტრი მჭიდრო ურთიერთქმედებაშია სითბოს ქიმიურ რეგულატორთან _
ფარისებურ ჯირკვალთან.
ორგანიზმზე ჰაერის მაღალი ტემპერატურის (350C-ზე მაღალი) მოქმედებისას
პირველ რიგში ირღვევა სითბოს გაცემა კონვექციური გზით. გამთბარი ზედაპირები
წყვეტენ ან ამცირებენ ორგანიზმიდან სითბოს დაკარგვას რადიაციული გზით და
ჭარბი სითბოსაგან ადამიანი თავისუფლდება ოფლის აორთქლებით.
ოფლის მეშვეობით სითბოს დაკარგვაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ჰაერის
ტენიანობა და მოძრაობა. მაგალითად, ზომიერი ტენიანობისას და ჰაერის
ტემპერატურის 350C -ზე უფრო მაღლა აწევისას ორგანიზმი საშუალოდ კარგავს 5_8

13
ლ წყალს დღეში. გამონაკლის შემთხვევაში ეს დანაკარგი აღწევს დღეში 10
ლიტრამდე.
წყალი ხასიათდება დიდი თბოტევადობით, ანუ სითბოს შთანთქმის უნარით.
ამიტომ მისი ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ იცვლება. ეს განპირობებულია იმ
ფაქტით, რომ სითბო ძირითადად იხარჯება წყალბადური ბმების გახლეჩვაზე.
ამგვარად, წყალი ზოგავს უჯრედებს ტემპერატურის მკვეთრი შეცვლისაგან.
თხევადი მდგომარეობიდან აიროვან მდგომარეობაში წყლის გადასვლისას
შთაინთქმება დიდი რაოდენობით სითბო, რაც ორგანიზმს ეხმარება გარემოსთვის
ზედმეტი სითბოს გადაცემაში. მაგალითად ფეხბურთელი, რომელიც იწონის
საშუალოდ 100 კგ-ს, თამაშში 1 საათიანი მონაწილეობისას კარგავს ოფლის სახით
დაახლოებით 2 ლ წყალს. ცნობილია, რომ 1 ლიტრი წყლის აორთქლებაზე იხარჯება
574 კკალ სითბო. ე.ი ამ შემთხვევაში სპორტსმენის ორგანიზმიდან დაიკარგა 1148
კკალ ენერგია სითბოს სახით. რომ არ ჰქონოდა ადგილი ოფლის გამოყოფასა და
აორთქლებას და რომ არ არსებობდეს ორგანიზმში ტემპერატურის რეგულირების
მექანიზმები, მაშინ მთელი თამაშის დროს ორგანიზმში გამოყოფილი ენერგია
გაზრდიდა სხეულის ტემპერატურას 11,50C-ით.
ოფლთან ერთად ორგანიზმიდან გამოდის მარილები, რომელთა შორის დიდი
რაოდენობითაა ქლორიდები. ოფლს თან გამოსდევს C და B ჯგუფის წყალში ხსნადი
ვიტამინები. სისხლის პლაზმაში მარილების შემცირება ზრდის სისხლის სიბლანტეს,
რაც ართულებს გულ_სისხლძარღვთა სისტემის მოქმედებას.
როცა ამინდი ხშირად იცვლება, ადამიანებს უჩნდებათ ბიოლოგიური
აუცილებლობა არეგულირონ ორგანიზმის შემგუებლობითი სისტემა სიცივისა და
სითბოს, ბარომეტრული წნევის, სეზონური ტენიანობისა თუ ჰაერის იონიზაციის
ცვლილებათა პარალელურად. ყოველ ასეთ შემთხვევაში ძირითადი დატვირთვა
მოდის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რადგან გარემოს შეცვლილ ფიზიკურ
ფაქტორებთან შეგუება მნიშვნელოვანწილად გამოიხატება სისხლის ცირკულაციის
ცვლილებაში. კანის საშუალებით ორგანიზმი ხან გასცემს (გამოასხივებს, გასცემს
კონვექციის ან აორთქლების გზით) სითბოს, ხან კი ინარჩუნებს მას. რაც უფრო მეტად
ავიცილებთ თავიდან ასეთ დატვირთვებს, მით მეტად დაიზოგება გულ-
სისხლძარღვთა სისტემა და განსაკუთრებით გული. როცა გული ნორმალურად
მუშაობს იგი ყოველ ერთ შეკუმშვაზე აორტაში გადაისვრის დაახლოებით 173გ.
სისხლს. გულის დაზოგვა ნიშნავს იმას, რომ იზოგება ის "ძრავა", რომელიც ამუშავებს
მთელს ჩვენს ორგანიზმს.
მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედებისას იშლება კუჭ_ნაწლავის
ტრაქტის ფუნქცია. ორგანიზმიდან ქლორ-იონის გამოყოფა, წყლის დიდი
რაოდენობის მიღება იწვევს კუჭის სეკრეციის დათრგუნვას და კუჭის წვენის
ბაქტერიოციდული მოქმედების დაქვეითებას, რაც ხელსაყრელ პირობებს უქმნის კუჭ-
ნაწლავის ტრაქტში ანთებითი პროცესების განვითარებას.
ჰაერის მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ცენტრალური
ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობაზე, რასაც თან სდევს ყურადღების
მოდუნება, მოძრაობის სიზუსტისა და კოორდინაციის დარღვევა, რეაქციების
შენელება. ეს შეიძლება გახდეს საწარმოო ტრავმატიზმის მიზეზი.
მუშებში, რომლებიც განუწყვეტლივ იმყოფებიან მაღალი ტემპერატურის
პირობებში, მცირდება ორგანიზმის იმუნობიოლოგიური აქტივობა და ადგილი აქვს
ზოგადად ავადობის ზრდას.

14
ორგანიზმის მკვეთრი გადახურება შეიძლება გახდეს სითბური დაკვრის
მიზეზიც, რომელსაც ახასიათებს კუნთების ტკივილი, პირის სიმშრალე, ნერვულ-
ფსიქიკური აღგზნება. ეს ნიშნები ხშირად შეინიშნება ცხელი ნესტიანი კლიმატის
პირობებში.
ჰაერის მაღალი ტემპერატურის გარდა ადამიანი ხშირად ექვემდებარება ჰაერის
დაბალი ტემპერატურის გავლენასაც. მაგალითად შორეულ ჩრდილოეთში ან
გარკვეულ საწარმოო პირობებში. ამ დროს მნიშვნელოვნად იზრდება სითბოს
დაკარგვა რადიაციისა და კონვექციის გზით და მცირდება ოფლის გამოყოფით.
ორგანიზმიდან სითბოს დაკარგვა ჭარბობს სითბოს პროდუქციას, რასაც მივყავართ
ორგანიზმში სითბოს დეფიციტამდე, კანის ტემპერატურის დაქვეითებამდე,
ორგანიზმის გადაცივებამდე.
ცივი ამინდების პერიოდში ხშირდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა
ბრონქიტი, პნევმონია, გრიპი, რევმატიზმი, პერიფერიული ნერვული სისტემის
დაავადებები (სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის პარეზი, იშიაზი), ზედა
სასუნთქი გზების კატარი, თირკმლის დაავადებები (ალბუმინურია, ნეფრიტი),
რომლებიც ასევე შესაძლებელია თან სდევდეს ცივი აბაზანის მიღების პროცედურებს.
უკანასკნელ წლებში არა ერთი ცნობა არსებობს სიცივესთან დაკავშირებული
ალერგიების თაობაზე.
პირდაპირი ექსპერიმენტული მტკიცებულება ამ დაავადებებსა და სიცივის
ფაქტორს შორის არ არსებობს. ყველა მცდელობა, მიმართული სიცივისა და
გაცივებით გამოწვეულ დაავადებებს შორის კავშირის დადგენისათვის იყო პასტერის
გამოკვლევების განმეორება სხვადასხვა მოდიფიკაციაში. პასტერმა
ექსპერიმენტულად ნათელყო, რომ ქათმები სიცივის ზემოქმედების შემდგომ
ავადდებოდდნენ ციმბირის წყლულით, მაშინ როდესაც ეს დაავადება ამ
ფრინველებში იშვიათად ვლინდებოდა. პასტერი ამ ფაქტს ხსნიდა იმით, რომ
ქათმების სხეულის მუდმივი მაღალი ტემპერატურა აქვეითებს ციმბირის წყლულის
გამომწვევის ვირულენტობას.
როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი სახის გაცივება შესაძლებელია
განვითარდეს მაშინ, როდესაც გარემოს ტემპერატურა ნაკლებია სხეულის
ტემპერატურაზე. ასეთ შემთხვევაში დაბალი ტემპერატურის უარყოფითი
ზემოქმედების შესამცირებლად ორგანიზმში წარიმართება კომპენსატორული
რეაქციები, რომელიც გამოიხატება სისხლძარღვთა შევიწროვებაში, სუნთქვის
გაიშვიათებაში, კუნთოვანი ტონუსის აწევაში, აღინიშნება კანკალი, ასევე
ნივთიერებათა ცვლის პროცესების გაზრდა. ეს რეაქციები ხელს უწყობს სითბოს
პროდუქციას და ამავე დროს ხელს უშლის ორგანიზმიდან სითბოს დაკარგვას.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული საბოლოოდ უზრუნველყოფს ორგანიზმის
ტემპერატურის მუდმივობას. მაგრამ თუ სიცივის ზემოქმედება ხანგრძლივი და
ინტენსიურია, მაშინ ორგანიზმის ტემპერატურა ეცემა, რაც მთავრდება გაყინვით.
ზოგადი გაყინვისას ირღვევა ორგანიზმის სითბური წონასწორობა და დიდი
რაოდენობის სითბო იკარგება კანის გზით. ამის მიზეზი შეიძლება იყოს არა მარტო
სიცივის ინტენსიური და ხანგრძლივი ზემოქმედება სხეულის დიდ ნაწილზე, არამედ
ტანსაცმლის არასაკმარისი დაცვითი ფუნქციაც, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის
მოშლაც.
ტემპერატურის დაქვეითება და კანის ტაქტილური მგრძნობელობის მოდუნება
ორგანიზმის ყველაზე უფრო მგრძნობიარე რეაქციაა სითბური მდგომარეობის
შეცვლისას გაყინვის პირობებში. ამ დროს ადგილი აქვს ორგანიზმის ცენტრალური
15
ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეცვლას, რაც ვლინდება სიცივის
ნარკოზულ მოქმედებაში მისთვის დამახასიათებელი შედეგებით: კუნთების
მოქმედების დაქვეითება, ტკივილის გამაღიზიანებლებზე ორგანიზმის რეაქციის
მოდუნება, ადინამიურობა, ძილიანობა.
ცნობილია ჯარისკაცებში ქვედა კიდურების მოყინვის შემთხვევები (სანგრის
ტერფი) 00C-ის პირობებში, როცა ცივ და ნესტიან სანგრებში ხანგრძლივი იძულებითი
ყოფნის შედეგად ერთის მხრივ ხდებოდა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა,
ხოლო მეორეს მხრივ ფეხები სწრაფად ცივდებოდა სანგრის კედლებისაკენ სითბოს
გამოსხივებით დაკარგვის გამო. ამ პროცესის ინტენსივობა მატულობს სველი
ტანსაცმლის პირობებში, რადგან სითბოს დიდი რაოდენობით დაკარგვა
განპირობებულია ტანსაცმლის თბოგამტარობის გაზრდის მიზეზითაც. ორგანიზმის
გადაცივებისას გაყინვის და ზოგჯერ სიკვდილის ყველაზე დიდი რიცხვი შეინიშნება
მაშინ, როცა ჰაერის დაბალ ტემპერატურას თან ერთვის მისი მაღალი ტენიანობა და
მოძრაობა.
ზოგჯერ, კანის თუნდაც მცირე უბნის გაყინვამ შესაძლებელია გამოიწვიოს არა
მარტო იმ უბნის გაყინვა, არამედ ზოგადი რეაქცია მთელს ორგანიზმში.
ადგილობრივი გადაცივება, განსაკუთრებით ფეხების, რეფლექტორულად
ხელს უწყობს გაცივებითი დაავადებების განვითარებას. მიზეზი უკავშირდება
ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ტემპერატურის რეფლექტორულ შემცირებას რაც
უფრო ნაკლებად არის გაკაჟებულია ორგანიზმი, მით უფრო დიფუზურია
რეფლექტორული რეაქციები. ამ ფაქტორის გათვალისწინება ხდება საცხოვრებელი და
საზოგადოებრივი შენობების სათავსების ტემპერატურული რეჟიმის ჰიგიენური
ნორმირებისას. კერძოდ, ჰაერის ვერტიკალური ტემპერატურული ცვლილება არ უნდა
აღემატებოდეს ყოველ 1მ სიმაღლეზე 2,50C-ს.
ასევე ყურადსაღებია, რადიაციული გზით სითბოს დაკარგვის თავიდან
აცილებისთვის გასატარებელი პრევენციული ღონისძიებები. ცნობილია, რომ თუ
ტემპერატურათა სხვაობა კედლებსა და ჰაერს შორის მნიშვნელოვანია (6oC და მეტი),
იქმნება ორგანიზმის გადაცივებისათვის ხელსაყრელი პირობები.
ჰიგიენურ პრაქტიკაში განახორციელებენ სათავსების ტემპერატურული
რეჟიმის შეფასებას ტემპერატურის გაზომვით სათავსის 9 წერტილში. ეს
წერტილებია: ვერტიკალური მიმართულებით იატაკიდან 0,2; 1,0; 1,5 მ-ის დონეზე,
ანუ "სტანდარტული ადამიანის" სიმაღლის გათვალისწინებით შერჩეული და
ჰორიზონტალურ სიბრტყეზე კი დიაგონალების მიმართულებით ოთახის შუა და
მოპირდაპირე კედლების გასწვრივ შერჩეული 3 წერტილი. მიღებული შედეგებით
მსჯელობენ ჰაერის ტემპერატურის ვარდნებზე სივრცეში და აფასებენ სათავსის
მიკროკლიმატს.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს რიგ შემთხვევებში ადამიანის ორგანიზმისთვის


დაბალი ტემპერატურის სასურველი გავლენა. მაგალითად ყველასათვის ცნობილია,
რომ ტკივილის გაყუჩებას ზოგჯერ ხელს უწყობს ტრავმირებულ ადგილზე ყინულის
დადება ან ცივი წყლის ნაკადის ქვეშ მტკივნეული ადგილის დაყოვნება. ამ მოვლენის
ახსნა შეიძლება შემდეგი სახით: დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებაზე ორგანიზმი
პასუხობს არა მხოლოდ თერმორეგულაციის მექანიზმების, არამედ ტკივილის
შემცირებისა და რეგენერაციის გააქტივებით და ასეთი ფაქტორის ზემოქმედებით
დაზიანებული ქსოვილების რეგენერაცია მიმდინარეობს გაცილებით სწარფად და
ეფექტურად. სიცივის ეს გავლენა საფუძვლად დაედო ჯანმრთელობის დაცვის ახალ
16
მიმართულებას _ კრიომედიცინას. კრიომედიცინა მართალია ახალი მეთოდია,
მაგრამის მისი საფუძვლები შორეულ წარსულში იღებს დასაბამს.
კრიომედიცინაში მთავარი ყურადღება ეთმობა გამყინავი აგენტების
სრულყოფას. მაგალითად სპორტულ პრაქტიკაში მწვავე ტრავმული ტკივილის
შეგრძნების დასაქვეითებლად აქტიურად იყენებენ ისეთ გამაცივებელ აგენტს
როგორიცაა ქლორეთილის აეროზოლი, მაგრამ ამ აგენტის სწრაფი აორთქლების გამო
მისი მოქმედება მეტად ხანმოკლეა. ამიტომ კრიომედიცინაში გასაცივებელი
აგენტების სრულუოფის შემდეგი ნაბიჯი იყო ნახშირჟანგის ყინულის (-780C)
გამოყენება. 1912 წელს გერმანელმა მეცნიერებმა დაიწყეს მისი გამოყენება ფსორიაზის
სამკურნალოდ, ამასთან ნახშირჟანგის ყინულის ტემპერატურა აღწევდა (-)780C-ს,
მაგრამ ამ მეთოდმა არ გაამართლა, რადგან პაციენტების უმრავლესობას, ყინულის
დადების ადგილზე უვითარდებოდა ქსოვილების ადგილობრივი ხასიათის მოყინვა.
დღეისათვის ყველაზე უფრო ფართოდ, სპეციალური კრიოინსტრუმენტების
გამოყენებით, უპირატესობა ენიჭება თხევად აზოტს. მისი ტემპერატურა
შესაძლებელია აღწევდეს (-)1400C -ს.
კრიოთერაპია დღეისათვის გამოიყენება დაავადებების ფართო სპექტრის
სამკურნალოდ: პირველ რიგში კი რევმატოლოგიური, ნევროლოგიური, საყრდენ-
მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა ტრავმატოლოგიური დაავადებების, ასევე
დერმატოლოგიური და სისტემური დაავადებების (ფსორიაზი, ნეიროდერმიტი,
დაღლილობა, შაკიკი) სამკურნალოდ. ის წარმოადგენს ასევე შესანიშნავ
პროფილაქტიკურ საშუალებას გრიპისა და გაცივებითი დაავადებების წინააღმდეგ.
ზოგიერთ ქვეყანაში ცივი ჰაერის პროცედურები ამ დაავადებების საწინააღმდეგოდ
გასატარებელი ყოველწლიური ვაქცინაციის ალტერნატიულ საშუალებას
წარმოადგენს. სიცივეს შეუძლია არა მხოლოდ შეამციროს ტკივილი და ანთება,
არამედ გააძლეროს ორგანიზმის იმუნიტეტი. ეს მეთოდი აქტიურად გამოიყენება
კოსმეტოლოგიური კორექციისთვისაც.

2.2ჰაერის ტენიანობა

ჰაერის ტენიანობა, ისევე როგორც ტემპერატურა, მოქმედებს ორგანიზმსა და


გარემოს შორის სითბოს ცვლის პროცესებზე.
ჰაერის აბსოლუტური ტენიანობა გვაძლევს წარმოდგენას წყლის ორთქლის
გრამებში გამოსახულ იმ რაოდენობაზე, რომელიც მოცემულ პირობებში არსებობს 1მ3
ჰაერში, მაგრამ არ ასახავს ჰაერის წყლის ორთქლით გაჯერების ხარისხს. ეს სიდიდე
დამოკიდებულია გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე, წლის საშუალო
ტემპერატურაზე, ღია წყალსატევებთან სიახლოვეზე და სხვა. მაგალითად
აბსოლუტური ტენიანობის საშუალო მაჩვენებელი ლონდონისთვის აღწევს 9გ/მ3-ში,
პეტერბურგისთვის _ 5 გ/ მ3-ში, თბილისისთვის _ 7,4 გ/მ3-ში, ბათუმისთვის _ 10,3 გ/მ3-
ში და ა.შ. ის გარემოება, რომ ზღვის პირას მდებარე ქალაქების ჰაერი სხვადასხვა
ინტენსივობით იტვირთება წყლის ორთქლით მოწმობს, რომ აბსოლუტური
ტენიანობის ზრდაზე წყალთან სიახლოვის გარდა გავლენას ახდენს მზის დგომის
ინდექსიც.

17
სხვადასხვა ტემპერატურისა და წნევის პირობებში ჰაერის გაჯერება წყლის
ორთქლით სხვადასხვაა. რაც უფრო ნაკლებია ჰაერის ტემპერატურა, მით ნაკლები
წყლის ორთქლია საჭირო მისი მაქსიმალური გაჯერებისთვის და პირიქით.
მაქსიმალური ტენიანობა ასახავს წყლის ორთქლით 1მ3ჰაერის მაქსიმალური
გაჯერების (წყლის წვეთების გამოჩენამდე) შესაძლებლობას არსებული
ტემპერატურისა და წნევის პირობებში. მაგალითად 00C-ზე 1 მ3 ჰაერი შესაძლებელია
მაქსიმალურად გაჯერდეს 4,8 გ წყლის ორთქლით, მაშინ როდესაც 200C -ზე 1 მ3 ჰაერი
შესაძლებელია მაქსიმალურად გაჯერდეს 17,2გ წყლის ორთქლით. როგორც
აბსოლუტური ასევე მაქსიმალური ტენიანობის სიდიდეების ცოდნა აუცილებელია
ფარდობითი ტენიანობის სიდიდის დადგენისთვის.
ჰიგიენურ პრაქტიკაში ძირითადად სარგებლობენ ჰაერის ფარდობითი
ტენიანობისა და ტენიანობის გაჯერების დეფიციტის მნიშვნელობებით. ჰაერის
ფარდობითი ტენიანობა წარმოადგენს აბსოლუტური და მაქსიმალური ტენიანობის
განაყოფს გამოსახულს პროცენტებში, ხოლო ტენიანობის გაჯერების
დეფიციტისხვაობას მაქსიმალურ და აბსოლუტურ ტენიანობათა შორის. ეს
სიდიდეები მნიშვნელოვანია აორთქლების გზით ორგანიზმიდან სითბოს დაკარგვის
შესაფასებლად.
რაც უფრო მეტია ტენიანობის დეფიციტი, მით უფრო მშრალია ჰაერი ანუ მას
შეუძლია უფრო მეტი წყლის ორთქლი აითვისოს, ამიტომ ასეთ შემთხვევაში
ორგანიზმიდან აორთქლების პროცესები უფრო ინტენსიურად წარიმართება და
ადამიანი უფრო მეტ სითბოს დაკარგავს.
მაღალი ტემპერატურა უფრო იოლი ასატანია, თუ ჰაერი მშრალია. როცა ჰაერის
ტემპერატურის მნიშვნელობა მიახლოებულია ადამიანის კანის ტემპერატურასთან,
სითბოს დაკარგვა გამოსხივებითა და კონვექციით უმნიშვნელოა და შესაძლებელია
აორთქლებით. ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და მაღალი ფარდობითი ტენიანობის
(90%-ზე მეტი) პირობებში ოფლის აორთქლება პრაქტიკულად გამორიცხულია. ასეთ
შემთხვევაში ოფლი გამოიყოფა, მაგრამ არ ორთქლდება. შესაბამისად კანის ზედაპირი
არ გრილდება და შეიძლება მოხდეს ორგანიზმის გადახურება. ჰაერის მაღალი
ტემპერატურის პირობებში დაბალი ან ზომიერი ფარდობითი ტენიანობისას (70%)
ორგანიზმიდან ოფლის უფრო მეტი აორთქლების საშუალება იქმნება, რაც აბრკოლებს
ორგანიზმის გადახურების პროცესს.
როცა ტემპერატურა დაბალია, მშრალი ჰაერი ამცირებს ორგანიზმიდან სითბოს
დაკარგვას, მისი ცუდი თბოგამტარებლობის გამო.
მშრალი ჰაერის არასასურველი ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე
გამოვლინდება მხოლოდ უკიდურესი სიმშრალის დროს (20%-ზე ნაკლები
ფარდობითი ტენიანობის პირობებში). ასეთი ჰაერი აშრობს ცხვირის, პირის,
საყლაპავის ლორწოვან გარსს. ლორწოვანზე ჩნდება ნასკდომები, რომლებიც
ადვილად ინფიცირდება. ეს შეიძლება გახდეს სხვადასხვა ანთებითი პროცესის
განვითარების მიზეზი. ორგანიზმზე მშრალი ჰაერის უარყოფითი გავლენა ღრმავდება
ჰაერის მოძრაობის ინტენსივობის გაზრდისას. ცხელი ჰაერი იწვევს არა მარტო
ორგანიზმის გადახურებას, არამედ ის აუარესებს ადამიანის თვითგრძნობას,
ამცირებს შრომისუნარიანობას.
ჰაერის ფარდობითი ტენიანობის სასურველი სიდიდე სხვადასხვაა
განსხვავებული პროფესიის ადამიანებისთვის და იგი მერყეობს 30% - 70%-ის
ფარგლებში. ასეთი დიდი შუალედი განპირობებულია იმ ფაქტითაც, რომ ადამიანის

18
ორგანიზმის თბორეგულაციაზე ტენიანობასთან ერთად მოქმედებენ სხვა
მეტეოროლოგიური ფაქტორებიც.

2.3.ჰაერის მოძრაობა

ჰაერის მოძრაობა გავლენას ახდენს კონვექციისა და აორთქლების გზით


ორგანიზმიდან სითბოს გაცემაზე. ჰაერის მაღალი ტემპერატურისას მისი ზომიერი
მოძრაობა ხელს უწყობს ორგანიზმის (კანის) გაგრილებას. ყინვის პირობებში ადამიანი
სიცივეს უფრო იოლად იტანს უქარო ამინდისას და პირიქით, ზამთარში ჰაერის
მოძრაობის გაზრდისას იზრდება ორგანიზმის გადაცივების საშიშროება კონვექციის
გზით სითბოს დაკარგვის შედეგად, რაც შეიძლება გახდეს კანის ან სხეულის
გარკვეული უბნის მოყინვის მიზეზი. ჰაერის მოძრაობის მომატება ასევე ხელს უწყობს
ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეფლექტორულ
გაზრდას, გარემოს ტემპერატურის დაქვეითებისა და ჰაერის მოძრაობის გაზრდის
შესაბამისად ორგანიზმში იზრდება სითბოს პროდუქციაც.
ძლიერი ქარი (20მ/წმ და მეტი) არღვევს სუნთქვის რიტმს, მექანიკურად
აბრკოლებს გადაადგილებისა თუ სამუშაოს შესრულების პროცესს. ზომიერი ქარი
ახდენს გამამხნევებელ მოქმედებას, ხოლო ძლიერი და ხანგრძლივი ქარი
კი_დამთრგუნველად მოქმედებს. ზაფხულის პერიოდში ატმოსფერული ჰაერის
მოძრაობის შედარებით სასურველი სიჩქარეა 1-5მ/წმ, მაგრამ მაღალი ტემპერატურისა
და ტენიანობის პირობებში ჰაერის მოძრაობამ შესაძლებელია გამოიწვიოს
ორგანიზმის არა გაგრილება, არამედ მისთვის ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს (ცხრ.1).
ჰაერის მოძრაობას გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება ასევე ჰაერის
გასუფთავების თვალსაზრისით. ჰაერის განიავებას სარკმელების, ფანჯრების ან სხვა
ღიობების საშუალებით ეწოდება აერაცია, ხოლო სპეციალური აღჭურვილობების
გამოყენებით კი _ ვენტილაცია.
ფაბრიკა-ქარხნების აგებისას სასურველია გათვალისწინებულ იქნეს ქარების
მიმართულების მარაო და ჰაერის შესაძლო დაბინძურების თავიდან აცილების
მიზნით მათი აგება მოხდეს ქალაქის განაპირა რაიონებში იმ ვარაუდით, რომ
მოცემული ადგილმდებარეობის პირობებში ქარების გაბატონებული მოძრაობის
მიმართულება მოდიოდეს დასახლებული ადგილიდან საწარმოსაკენ და არა
პირიქით.

19
ცხრილი 1. ჰაერის სიჩქარის კლასიფიკაცია
ქარის ქარის ქარის სიჩქარე მ/წმ ქარის
სიჩქარე დასახელება მოქმედების
ბოფორტის დაფიქსირება
შკალით
0 შტილი 0-0,5 ბოლი ადის
ვერტიკალურა

1 წყნარი 0,6-1,7
ბოლი ოდნავ
2 1,8-3,3 იხრება
მსუბუქი
3 3,4-5,2
სუსტი დროშა ირხევა

4 5,3-7,4 ხის ფოთლები


ზომიერი შრიალებენ

5 7,5-9,8 დროშა
გამაგრილებ
ფრიალებს
ელი
6 9,9-12,4
ხის კენწერო
ძლიერი
7 12,5-15,2 ირხევა

მაგარი
8 15,3-18,2 ირხევიან
ტოტები
ძალიან
9 18,3-21,5
ძლიერი,
ირხევიან
10 21,6-25,1 დიდი ხეები
შტორმი,

12 ძლიერი 29-34 და მეტი ქარი


შტორმი,
დამანგრეველა
ქარიშხალი დ მოქმედებს

2.4ჰაეროვანი გარემოს კომპლექსური მოქმედება ორგანიზმზე

ჰაერის ფიზიკური ფაქტორები ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებენ


კომპლექსურად, რაც გამოიხატება ერთნაირ სუბიექტურ შეგრძნებებში
ტემპერატურის, ტენიანობისა და ჰაერის მოძრაობის სიჩქარის სხვადასხვა პირობებში.
ადამიანის სითბური მდგომარეობა დამოკიდებულია კვების ხასიათზე,
ტანსაცმელზე, საქმიანობაზე და შეიძლება იცვლებოდეს ფართო საზღვრებში.

20
ადამიანის სითბური მდგომარეობის ობიექტური შეფასება აუცილებელია ჰაერის
ფიზიკური ფაქტორების ჰიგიენური ნორმირებისას. ორგანიზმის სითბური
მდგომარეობის ობიექტური მაჩვენებლებია სხეულისა და კანის ტემპერატურა,
სუნთქვის სიხშირე და პულსი, არტერიული წნევა, აირცვლა, ოფლის გამოყოფა და
სხვ. ამ მეთოდებიდან არსებითი მნიშვნელობა ენიჭება თერმულ გამღიზიანებლებზე
ორგანიზმის ნერვული სისტემის რეაქციის შესწავლას. ორგანიზმის ფუნქციის
შეცვლის ობიექტური შეფასების გარდა სწავლობენ ადამიანის სუბიექტურ
შეგრძნებებსაც_"ყველაზე უფრო მარტივი სუბიექტური სიგნალი გარემოს მიმართ
ორგანიზმის ობიექტური დამოკიდებულებისა" (ი. პავლოვი).
ორგანიზმზე ჰაეროვანი გარემოს ფიზიკური ფაქტორების კომპლექსური
გავლენა უფრო გამოხატულია დახურულ სათავსებში (საცხოვრებელი,
საზოგადოებრივი და სამუშაო სათავსები). მიკროკლიმატის ფორმირება
დამოკიდებულია ადამიანის საქმიანობაზე, სათავსების დაგეგმარებასა და
მდებარეობაზე, საშენი მასალების თვისებებზე, ადგილობრივ კლიმატურ პირობებზე,
ვენტილაციასა და გათბობაზე.
საშენი მასალების თვისებები მნიშვნელოვნად განაპირობებენ სათავსის
მიკროკლიმატს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასალების თბოტევადობას. კედლები
თბება სხვადასხვა ხარისხით, მაგ. ხის მასალა ნელა თბება და სწრაფად გასცემს
სითბოს. თუ ტემპერატურათა სხვაობა კედლებსა და ჰაერს შორის მნიშვნელოვანია
(6oC და მეტი), იქმნება ორგანიზმის გადაცივებისათვის ხელსაყრელი პირობები.
სათავსის მიკროკლიმატის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ასევე საშენი მასალების
ჰაერგამტარობა და ჰიგროსკოპულობა. რაც უფრო მეტია აღნიშნული მაჩვენებლები,
მით უფრო მნიშვნელოვნად მცირდება ჰაერის ტემპერატურა. დიდი მნიშვნელობა
ენიჭება სათავსის შემინვის ხარისხსაც. უკანასკნელ წლებში შენობებს აშენებენ
ფანჯრის ფართე ღიობებით, რაც ხელს უწყობს სათავსების მიკროკლიმატის
არასტაბილურობას. ფანჯრის მინასთან ზამთარში ხდება ჰაერის ცივი ნაკადების
ფორმირება, ხოლო ზაფხულში_ჰაერის თბილი ნაკადებისა, რაც განაპირობებს ჰაერის
მასების ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას როგორც ჰორიზონტალურ, ასევე
ვერტიკალურ სიბრტყეებში.
საწარმოო სათავსების მიკროკლიმატს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იქ
მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესი, მომუშავეთა რაოდენობა, სავენტილაციო
დანადგარები, გათბობის ტიპი და სხვა. ზოგ საამქროში (ცხელ ან ცივ რეჟიმში
მომუშავე) ხდება ფორმირება ისეთი განსაკუთრებული მიკროკლიმატისა, რომელიც
შესაძლოა უარყოფით გავლენას ახდენდეს ადამიანის სითბურ წონასწორობაზე,
აუარესებდეს მის თვითშეგრძნებას. ასეთ შემთხვევაში მიკროკლიმატი წარმოადგენს
პროფესიულ მავნეობას. ცხელ საამქროებში აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს
როგორც რეალური, ასევე კლიმატური ტემპერატურა, ანუ ჰაერის ტემპერატურა _
გამათბობელი ზედაპირებიდან ინფრაწითელი გამოსხივებით განპირობებული
გავლენის გათვალისწინებით. მაგალითად ცხელ საამქროში კლიმატური
ტემპერატურა შესაძლებელია აღწევდეს 50-60 C-ს, ხოლო რეალური ტემპერატურა არ
o

აჭარბებდეს 28-35oC-ს. რეალური ტემპერატურის განსაზღვრისათვის ჰიგიენურ


პრაქტიკაში იყენებენ ასპირაციული ფსიქრომეტრის მშრალ თერმომეტრს, რომლის
რეზერვუარი ინფრაწითელი სხივების გავლენისაგან დაცულია მეტალის ბუდით.

21
2.5 ადამიანის ორგანიზმზე ატმოსფერული წნევის გავლენა

ჰაერს გააჩნია მასა და წონა. Gგრავიტაციული ველის ზეგავლენით დედამიწის


ზედაპირთან არსებული ჰაერის მასები უფრო მკვრივია. აქედან გამომდინარე აქ
ჰაერის წნევა უფრო მაღალია.
ნორმალური ბარომეტრული წნევა ეწოდება იმ წნევას, რომელიც 450 განედზე
ზღვის დონეზე 0OC ტემპერატურის პირობებში ასწევს წყლის სვეტს 10,3 მ-ით, ხოლო
მასზე 13-ჯერ მძიმე ვერცხლისწყალს _ 76 სმ-ით. აქედან გამომდინარე, ბარომეტრული
წნევის ნორმად მიღებულია 760 მმ. ვ. წყ. სვ.
სიმაღლეზე ასვლის პარალელურად ჰაერის სიმკვრივე და წნევა მცირდება.
ცნობილია, რომ ზღვის დონიდან ყოველი 10 მ-ით მაღლა გადაადგილებისას წნევა
მცირდება 1 მმ. ვ. წყ. სვ.-ით. ამრიგად ადვილი დასადგენია, თუ რა სიმაღლეზე
იმყოფება ზღვის დონიდან ესა თუ ის გეოგრაფიული ადგილი.
თუ ზღვის დონეზე 1 მ3 ჰაერი იწონის 1293 გ-ს, ზღვის დონიდან 20 კმ
სიმაღლეზე მისი წონა შეადგენს მხოლოს 64 გ-ს. აქედან გამომდინარე, ატმოსფერულ
ჰაერში ჟანგბადის ერთნაირი მოცულობითი წილის მიუხედავად მისი წონითი
კონცენტრაცია 20 კმ სიმაღლეზე ზღვის დონესთან შედარებით 20-ჯერ ნაკლებია.
დედამიწის ზედაპირზე, ზღვის დონიდან ერთსა და იმავე სიმაღლეზე
ატმოსფერული წნევის ცვლილებები უკავშირდება ამინდის ცვლილებებს და არ
აღემატება 4-10 მმ ვერცხლის წყ. სვ. თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია
ატმოსფერული წნევის მნიშვნელოვანი ცვლილებებიც, რომელიც არასასურველია
ადამიანის ორგანიზმისთვის.
დაბალი ატმოსფერული წნევა ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ისეთი
სიმპტომოკომპლექსის ჩამოყალიბებას, რომელიც ცნობილია სიმაღლის დაავადების
სახელით. სიმაღლის დაავადების სიმპტომები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს
სიმაღლეზე სწრაფი ასვლის შემთხვევაში და როგორც წესი გვხვდება ალპინისტებსა
და მფრინავებში თუ არ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები, რომელიც თავიდან
ააცილებს მათ ორგანიზმს დაბალი წნევის ზემოქმედებას.
სიმაღლის დაავადება ჩნდება ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევის
შემცირების მიზეზით, რასაც მივყავართ ჟანგბადის შიმშილამდე. ფილტვის ქსოვილში
განუწყვეტლივ მიმდინარეობს აირცვლა ალვეოლურ ჰაერსა და სისხლს შორის.
დიფუნდირებენ რა მემბრანებში აირები გადადიან მაღალი წნევის არიდან დაბალი
წნევის არეში და მიილტვიან წონასწორობის მდგომარეობამდე,
ჟანგბადის პარციალური წნევის შემცირება იწვევს ჰემოგლობინის ჟანგბადით
გაჯერების შემცირებას და უჯრედების ჟანგბადით მომარაგების დარღვევას
(ჰიპოქსია, ანოქსია). სახეზეა ჰიპოქსიისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები:
თავბრუ, გულისრევა, მაჯის აჩქარება, სუნთქვის აჩქარება და სხვა. ზოგჯერ გარემოს
წნევის შემცირების გამო აღინიშნება ცხვირიდან სისხლის დენაც. ამ პროცესს ხელს
უწყობს ის ფაქტიც, რომ დაბალი წნევის პირობებში უფრო ინტენსიურად
მიმდინარეობს აორთქლების პროცესები და მშრალი ჰავის პირობებში გამომშრალ
ლორწოვან გარსებზე მცირე მექანიკური ზემოქმედებაც კი საკმარისია სისხლდენის
განვითარებისთვის.
ატმოსფერული წნევის შემცირებას შესაძლებელია თან ახლდეს კუჭის
სეკრეციის შემცირებაც. მეცნიერთა აზრით ეს პროცესი ტვინის ჟანგბადით
მომარაგების შემცირების რეფლექსური შედეგია.

22
ჟანგბადის რეზერვი ორგანიზმში არ აღემატება 0,9 ლიტრს და განისაზღვრება
სისხლის პლაზმაში გახსნილი ჟანგბადის რაოდენობით. ეს რეზერვი საკმარისია
მხოლოდ სიცოცხლის 5-6 წუთისთვის, რის შემდეგ სწრაფად ვითარდება ჟანგბადის
უკმარისობის ნიშნები. ჟანგბადის უკმარისობის მიმართ ყველაზე უფრო
მგრძნობიარეა თავის ტვინის უჯრედები. თავის ტვინის ქერქი მოიხმარს 30-ჯერ მეტ
ჟანგბადს მასის ერთეულზე, ვიდრე სხვა ქსოვილები. ტვინის უჯრედები კვდება
უფრო ადრე, ვიდრე ეცემა გულმკერდის კუნთების ტონუსი, როცა ჯერ კიდევ
შესაძლებელია სუნთქვითი მოძრაობების განხორციელება. ჟანგბადის უკმარისობის
პირველი ნიშნები ჩნდება 3000 მ სიმაღლეზე ასვლისას ჟანგბადის მოწყობილობის
გარეშე.
საქართველოს რიგი კლიმატური კურორტების სიმაღლე ზღვის დონიდან არ
აღემატება 2000 მ-ს (ცხრ. II).
# კურორტი სიმაღლე (მ) # კურორტი სიმაღლე (მ)

1. ბახმარო 1913 8. კიკეთი 1100

2. ბაკურიანი 1702 9. წაღვერი 1025

3. შოვი 1600 10. წყნეთი 960

4. 1345 11. 915


კოჯორი საირმე
5. 1300 12. 804
აბასთუმანი ბორჯომი
6. 1195 13. 743
მანგლისი სურამი
7. 1117 14. 400
ცემი თბილისი

თანდათანობითი ადაპტაციის პროცესში ატმოსფერული წნევის


დაქვეითებისას ორგანიზმში ვითარდება კომპენსატორულ-შემგუებლობითი
მექანიზმები (ერითროციტების რიცხვის ზრდა, ჰემოგლობინის დონის მომატება,
ორგანიზმში ჟანგვითი პროცესების მიმდინარეობის შეცვლა და სხვ.), რომელთა
მეშვეობით შესაძლებელია შრომისუნარიანობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება. ეს
პროცესები შეიმჩნევა კიდეც მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებში
(დაღესტანი, პამირი, პერუ), სადაც დასახლებული პუნქტები მდებარეობენ ზღვის
დონიდან 2500-4500 მ სიმაღლეზე.
მაღალი ატმოსფერული წნევა წარმოადგენს ერთ-ერთ საწარმოო ფაქტორს
წყალქვეშა გვირაბების, მეტროს მშენებლობისას, ან წყლის ქვეშ რიგი სამუშაოების
ჩატარებისას.
წყლისქვეშ ან წყლით გაჯერებულ მიწისქვეშა გრუნტებში სამუშაოები
ტარდება სპეციალურ კამერებში_კესონებში. კესონი ივსება შეკუმშული ჰაერით,
რომელიც გამოდევნის წყალს სამუშაო სივრციდან. ყოველი 10 მ-ით დაბლა
ჩასვლისას წნევა იზრდება ატმოსფერულ წნევაზე (1 ატმოსფერო) დამატებით კიდევ
1 ატმოსფეროთი. საწარმოო პირობებში კესონის განთავსების სიღრმიდან
გამომდინარე დამატებითი წნევა შეადგენს 0,2-დან 4 ატმოსფერომდე. კესონში
მუშაობისას განასხვავებენ 3 პერიოდს: კომპრესიის პერიოდი_ანუ კესონში ჩასვლის

23
პერიოდი, როცა ადგილი აქვს წნევის თანდათანობით გაზრდას, მაღალი წნევის
პირობებში კესონში მუშაობის პერიოდი და მუშების ამოყვანისას_დეკომპრესიის
პერიოდი, ანუ მაღალი წნევის არიდან ნორმალური წნევის პირობებში გადასვლის
პერიოდი.
კესონში ჩასვლისა და იქ მუშაობის პერიოდები ან მყვინთავებისთვის
წყლისქვეშ ყოფნის პერიოდი უსაფრთხოების წესების დაცვის შემთხვევაში არ იწვევს
გამოხატულ უსიამოვნო შეგრძნებებს. მაღალი ატმოსფერული წნევის პირობებში
ხდება სისხლის გაჯერება აირების, უმეტესად კი აზოტის მეტი რაოდენობით.
გაჯერების პროცესი გრძელდება აზოტის პარციალური წნევების გათანაბრებამდე
ჩასასუნთქ ჰაერსა და ქსოვილებში გახსნილი აზოტის წნევებს შორის.
აზოტით ყველაზე უფრო სწრაფად ხდება სისხლის გაჯერება, ხოლო ყველაზე
უფრო ნელა_ცხიმოვანი ქსოვილისა. მაგრამ ამასთან ცხიმოვანი ქსოვილის გაჯერება
აზოტით 5-ჯერ აღემატება სისხლის ან სხვა ქსოვილების გაჯერებას. მაღალი
ატმოსფერული წნევის პირობებში ორგანიზმში გახსნილი აზოტის რაოდენობა
შესაძლებელია აღწევდეს 4-6 ლ-ს, ნაცვლად ნორმალური ატმოსფერული წნევის
პირობებში გახსნილი 1 ლ-სა.
მაღალი ატმოსფერული წნევის არიდან ნორმალური ატმოსფერული წნევის
არეში სწრაფი გადასვლის შემთხვევაში ირღვევა ქსოვილებიდან და სისხლიდან
აზოტის დესატურაციის (აირის სითხიდან გამოყოფა) პროცესი. აზოტის
დესატურაციის ინტენსივობა სხვადასხვა ქსოვილიდან სხვადასხვაა. მაგალითად
სუსტად ვასკულარიზებული ცხიმოვანი ქსოვილიდან იგი უფრო ნელა
გამოთავისუფლდება.
სწრაფი დეკომპრესიის პირობებში იქმნება დიდი სხვაობა ალვეოლურ ჰაერსა
და ქსოვილებში გახსნილი აზოტის პარციალურ წნევათა შორის. აზოტი ვერ ასწრებს
ფილტვებიდან გამოყოფას და რჩება ბუშტუკების სახით სისხლსა და ქსოვილებში.
აიროვანი ემბოლიის საშიშროება ჩნდება მაშინ, როცა აზოტის პარციალური წნევა
ქსოვილებში 2-ჯერ აღემატება ალვეოლებში არსებული აზოტის პარციალურ წნევას.
აიროვანი ემბოლია არის მეტად მძიმე პროფესიული დაავადების_კესონური
დაავადების გამომწვევი. მისი სიმძიმე და სიმპტომატიკა განისაზღვრება აიროვანი
ემბოლებით სისხლძარღვთა დახშობის მასიურობითა და ლოკალიზაციით.
ცხიმოვანი ქსოვილიდან აზოტის ნელი დესატურაციის მიზეზით უფრო ხშირად
ზიანდება ის ქსოვილები, რომლებშიც მეტი ლიპიდებია_ცენტრალური და
პერიფერიული ნერვული სისტემა, კანქვეშა ცხიმოვანი შრე, ძვლის ტვინი, სახსრები.
კესონური დაავადების თავიდან აცილების საწინააღმდეგოდ შემუშავებულია
სხვადასხვა საინჟინრო-ტექნიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური და სამკურნალო
ღონისძიებების სისტემა.
სამედიცინო პრაქტიკაში ზოგიერთი ქირურგიული თუ თერაპიული
დაავადებების სამკურნალოდ უკანასკნელ წლებში დაიწყეს ჰიპერბარიული
ოქსიგენაციის გამოყენება. სპეციალურ კამერებში იქმნება მაღალი წნევის არე,
რომელიც ხელს უწყობს ჟანგბადით ქსოვილების სწრაფ გაჯერებას, რაც იძლევა
სამკურნალო ეფექტს.
შემუშავებულია ასეთ საოპერაციოებში მუშაობის რეჟიმისა და პირობების
შესაბამისი ჰიგიენური მოთხოვნები, დეკომპრესიის წესები, ბაროკამერებში
დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მუშაობისთვის წინააღმდეგჩვენებათა
ჩამონათვალი. ჰიპერბარიული ოქსიგენაციის მეთოდი განიცდის სრულყოფას, ხოლო
მისი შესაძლებლობები ფართოვდება.
24
წნევის ფაქტორს ზოგიერთი ექიმი იყენებს სხვადასხვა დაავადებებით
დაავადებულთათვის კლიმატური კურორტების შერჩევის დროს. მაგალითად,
რეკომენდებულია დიაბეტით დაავადებულ პირთა იმ სანატორიუმებში გაგზავნა,
რომლებიც განთავსებულია შედარებით მაღალი ატმოსფერული წნევის ადგილებში,
ხოლო ემფიზემით დაავადებულთათვის კი პირიქით, სასურველია დაბალი
ატმოსფერული წნევის პირობები. ასევე ცნობილია, რომ ჰიპერტონული
დაავადებებით დაავადებული პირებს მაღალ ადგილებში გადაადგილებისას _
დაავადება უმძაფრდებათ.
დასასრულ შევნიშნავთ, რომ ბარომეტრული წნევის ცვალებადობას აქვს
თავისი მნიშვნელობა სითბოს რეგულაციის თვალსაზრისითაც. ეს გავლენა
შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ქიმიური პროცესებით გამოხატული.
პირველის არსი მდგომარეობს შემდეგში: რამდენადაც ნაკლებია წნევა, მით უფრო
გაადვილებულია აორთქლება, ე.ი. ორგანიზმის გაგრილება. ქიმიური პროცესების
არსი კი ასეთია: წნევის ცვალებადობას მოსდევს ჟანგბადის პარციალური წნევის
ცვლილება, ხოლო ჟანგბადის საკმაო რაოდენობაზე მნიშვნელოვნადაა
დამოკიდებული ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები და
შესაბამისად სითბოს პროდუქციაც.
მაგალითად, წნევის დაცემა დღის განმავლობაში 22 მილიმეტრით ითვლება
ფორს-მაჟორად. წნევის ასეთ სწრაფ დაცემას ადგილი აქვს მხოლოდ ზამთარში.
ზაფხულში წნევის ასეთი ცვლილებები არ აღინიშნება.
ატმოსფერული წნევის დაქვეითება ნორმასთან შედარებით 20-30
მილიმეტრით, თუ მას თან ახლავს მაგნიტური ქარიშხალი, უარყოფითად მოქმედება
ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ცნებები "ატმოსფერული წნევა" ან "მაგნიტური ქარიშხალი" ერთმანეთთან
პირდაპირ კავშირში არ არიან, თუმცა ექიმების აზრით, ორივეს კომბინაცია
არასასურველად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და არა მხოლოდ
"მეტეოდამოკიდებულ ადამიანებზე", არამედ ქრნიკული დაავადებებით
დაავადებულ პირებზეც. ასეთ პირობებში იზრდება ინფარქტებისა და ინსულტების
განვითარების რისკი.

3. ჰაეროვანი გარემოს ელექტრომაგმიტური ფაქტორები

3.1. ჰაერის ელექტრული მდგომარეობა

ჰაერის ელექტრული მდგომარეობის მახასიათებლებია მისი იონიზაცია, ატმოსფეროს


ელექტრული ველი, ჭექა-ქუხილის ელექტრობა, ბუნებრივი რადიოაქტივობა.
Hჰაერის იონიზაციაში იგულისხმება აიროვანი მოლეკულებისა და ატომების
დაშლა იონიზატორების მოქმედებით. იონიზატორებს მიეკუთვნება ნიადაგისა და
ჰაერის რადიოაქტიური გამოსხივება, მზის ულტრაიისფერი და ხილული
გამოსხივება, კოსმოსური გამოსხივება, წყლის ბალოელექტრული ეფექტი.
იონიზაციის ინტენსივობა ეწოდება დროის ერთეულში 1მლ აირში წარმოქმნილი
იონების რაოდენობას.

25
იონიზაციის შედეგად ნეიტრალური ატომიდან წყდება ელექტრონი, რომელიც
უერთდება მეორე ნეიტრალურ ატომს. წარმოიქმნება დადებითი და უარყოფითი
იონები. ახლად წარმოქმნილ იონებს უერთდება აირის მოლეკულები და
წარმოიქმნება უფრო მდგრადი დადებითი და უარყოფითი იონები. ეს ეგრეთ
წოდებული აირ-იონებია, რომელთა გადაადგილების სიჩქარე 1-2 სმ/წმ, ხოლო
არსებობის დრო _ 1-2 წთ-ია. ისინი სწრაფად რეკომბინირდებიან.
მსუბუქ აირ-იონებს შეუძლიათ მიიერთონ შეწონილი მტვრის ნაწილაკები,
მიკრობული სხეულები და გადაიქცნენ მძიმე იონებად. მძიმე იონი ნაკლებად
მოძრავია, მისი გადაადგილების სიჩქარე არ აღემატება 0,0005 სმ/წმ-ს. ისინი მტკიცედ
ინარჩუნებენ მუხტს.
იონების შექმნის პარალელურად ატმოსფეროში მიმდინარეობს მათი
განადგურების პროცესიც, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მუხტის იონთა
ერთმანეთთან შეერთებით (რეკომბინაცია). ატმოსფეროში მიმდინარე
იონწარმოქმნისა და მათი განადგურების უწყვეტ პროცესებს შორის მყარდება
გარკვეული იონური წონასწორობა. მსუბუქი იონების რაოდენობა დამოკიდებულია
გეოგრაფიულ და გეოლოგიურ პირობებზე, ამინდზე, გარემოს რადიოაქტივობაზე,
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე. ჰაერის ტენიანობის ზრდასთან ერთად
იზრდება მძიმე იონების რაოდენობა, წყლის წვეთებთან იონთა რეკომბინაციის გამო.
ატმოსფერული წნევის დაქვეითება ხელს უწყობს ნიადაგიდან რადონის
ემანაციების გამოყოფას, რასაც მივყავართ მსუბუქი იონების რაოდენობის
გაზრდამდე. წყლის მაიონიზებელი ეფექტი გამოიხატება ჰაერის იონიზაციის
გაზრდაში, რაც შესამჩნევია შადრევნებთან, ჩქარი მდინარეების ნაპირებთან,
წყალსატევებთან.
ჰაეროვანი გარემოს იონიზაციის რეჟიმი განისაზღვრება მძიმე და მსუბუქი
იონების ფარდობით (N/n) და ასევე დადებითი იონებისა და უარყოფითი იონების
რიცხვთა ფარდობით _ უნიპოლარობის კოეფიციენტით (n+/n-).
რაც უფრო დაბინძურებულია ჰაერი, მით უფრო მეტია უნიპოლარობის
კოეფიციენტი. მაგალითად საკურორტო ზონების ჰაერის 1 სმ3-ში 2000-3000 მსუბუქი
იონია, ხოლო სამრეწველო ქალაქების 1 სმ3 ჰაერში კი მათი რაოდენობა მცირდება 40-
დე. მსუბუქი იონების რიცხვის შემცირება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების
მანიშნებელია. ეს დასტურდება ასევე დახურული სათავსების (სკოლა, თეატრი)
იონიზაციაზე დაკვირვებით. სათავსებში მიკროკლიმატის გაუარესებისა და მის
ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობის გაზრდასთან ერთად მსუბუქი იონების
რაოდენობა მცირდება.
მსუბუქი იონების შთანთქმა ხდება სუნთქვის პროცესშიც, ისინი ასევე
ადსორბირებენ ტანსაცმელზე, კანზე. სუნთქვის პროცესში ჰაერში გამოიყოფა უამრავი
მძიმე იონი. შესაბამისად იონიზაციური რეჟიმის შეცვლა საცხოვრებელი და
საზოგადოებრივი სათავსების ჰაეროვანი გარემოს სისუფთავის ერთ-ერთი
მგრძნობიარე მახასიათებელია.
ადამიანის ორგანიზმზე აირ-იონების მოქმედება მრავალმხრივია. იონიზებული
ჰაერის მოქმედების ფიზიოლოგიური მექანიზმი აიხსნება ფილტვის ქსოვილში
მიმდინარე ელექტრული ცვლისა და ასევე კანისა და ლორწოვანი გარსების
რეცეპტორების აირ-იონებით გამოწვეული გაღიზიანების შედეგად განვითარებული
ნეირორეფლექტორული რეაქციებით.
უარყოფითი მსუბუქი იონების(100 000-დე 1 სმ3 ჰაერში) მოქმედებით
ადამიანის ორგანიზმში შეიმჩნევა სასურველი ცვლილებები მინერალურ ცვლასა და
26
აირცვლაში, სტიმულირდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, ინტენსიური ხდება
ჭრილობების შეხორცების პროცესი. უკანასკნელ წლებში ჰაერის უარყოფითი
ხელოვნური იონიზაცია გამოიყენება ჰიპერტონული დაავადებების, ბრონქიალური
ასთმის, ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ.
დადებითი იონები ადამიანზე ახდენენ დამთრგუნველ მოქმედებას, იწვევენ რა
ძილიანობას, დეპრესიას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას. მსუბუქი იონების
არსებობა ჰაეროვანი გარემოს სანიტარიული სანდოობის მაჩვენებელია. არსებობს
გამოცდილება საცხოვრებელ და საზოგადოებრივ სათავსებში სასურველი
იონიზაციური რეჟიმის მისაღწევად ჰაერის ხელოვნური იონიზატორების
გამოყენებისა. პრაქტიკაში მათი ინტენსიური გამოყენება შეფერხებულია იმის გამო,
რომ არ არსებობს ჰაერის იონიზაციის საკონტროლოდ ეფექტური და მარტივი
მეთოდები.
ჰაეროვანი გარემოს ელექტრული მდგომარეობის ერთ-ერთი მახასიათებელია
დედამიწის ელექტრული ველიც. ატმოსფერო წარმოადგენს დადებით პოლუსს.
Aატმოსფეროს ელექტრული ველის დაძაბულობა ისაზღვრება პოტენციალით
ვოლტებში 1 მ სიმაღლეზე მიწის ნიშნულიდან და დედამიწის ზედაპირზე იგი
შეადგენს 250 ვოლტს (V). დედამიწა დამუხტულია უარყოფითად. ამიტომ დადებითი
იონები მიემართებიან დედამიწის ზედაპირისაკენ, ხოლო უარყოფითი იონები მისგან
განიზიდებიან. ამგვარად ატმოსფეროში წარმოიქმნება ვერტიკალურად
დედამიწისაკენ მიმართული დენი. პოტენციალის 100 V/m გრადიენტისას ამ დენის
ძალა შეადგენს 2,2.10-16 A/sm 2-ზე. ატმოსფეროს ელექტრული ველის დაძაბულობა
წლის სეზონების მიხედვით სხვადასხვაა. საშუალო განედებში იგი მეტია ზამთარში.
მაგალითად, ზამთარში ელექტრული ველის დაძაბულობა შეადგენს 260 V/m-ზე,
ზაფხულში კი_100 V/m-ზე. ატმოსფეროს ელექტრულ ველზე გავლენას ახდენს ამინდი
(წვიმა, თოვლი, ნისლი). ატმოსფერული წნევის გაზრდის, ნისლიანობის დროს
ატმოსფეროს ელექტრული ველი მატულობს 2-5-ჯერ. ატმოსფეროს ელექტრული
ველის ძლიერი ცვლილებები შეინიშნება ჭექა-ქუხილის დროს. 1-2 საათის
განმავლობაში პოტენციალის გრადიენტი აღწევს უდიდეს მნიშვნელობებს, რომელიც
შესაძლებელია მერყეობდეს დიდ ფარგლებში და ამასთანავე იცვლიდეს თავის
მუხტსაც -2000-დან +1800 V/m-დე.
ატმოსფეროს ელექტრული ველის ბიოლოგიური მოქმედება ნაკლებადაა
შესწავლილი. არსებობს მონაცემები ნიადაგსა და მცენარეულ საფარს შორის არსებულ
მინერალურ ცვლაზე მისი გავლენის შესახებ. დადგენილია, რომ ატმოსფერული
ელექტრობა მოქმედებს ორგანიზმზე და ხელს უწყობს მეტეოტროპული რეაქციების
განვითარებას ამინდის მკვეთრი ცვლილების ფონზე.
ატმოსფეროს ელექტრულ მდგომარეობას განსაზღვრავს ასევე ჰაეროვანი
გარემოს რადიოაქტივობა, რომელიც განპირობებულია ატმოსფერულ ჰაერში
რადიოაქტიური აირების და სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური წარმოშობის
რადიოაქტიური ნივთიერებების არსებობით. ბუნებრივი რადიოაქტიური ფონი
წარმოიქმნება კოსმოსური გამოსხივებითა და ასევე ნიადაგში, წყალსა და ჰაერში
არსებული რადიოაქტიური ნივთიერებების საშუალებით. ბუნებაში ნივთიერებების
განუწყვეტელი წრებრუნვის შედეგად ადამიანის ორგანიზმში საკვების, წყლისა და
ჰაერის საშუალებით ხვდება თითქმის ყველა რადიოაქტიური ელემენტი. ქსოვილებში
ეს ელემენტები მეტად მცირე რაოდენობითაა.
რადიოაქტიური აირები (რადონი, აქტინონი, თორონი) წარმოადგენენ
ნიადაგში არსებული ბუნებრივი რადიოაქტიური ნივთიერებების (რადიუმი,
27
აქტინიუმი და თორიუმი) დაშლის პროდუქტებს. ნიადაგიდან რადიოაქტიური
აირების გამოთავისუფლება დამოკიდებულია ატმოსფეროსა და ნიადაგის ჰაერს
შორის არსებულ აირცვლაზე. ბარომეტრული წნევისა და ატმოსფეროს ტენიანობის
გაზრდისას ნიადაგიდან აირთა გამოთავისუფლების პროცესი მცირდება. ჰაერის
ტემპერატურის გაზრდისა და ვერტიკალური კონვექციური ნაკადების გაძლიერების
შემთხვევაში კი_იზრდება. სწორედ ამას უკავშირდება წელიწადის დროსა და
ადგილმდებარეობაზე დამოკიდებული ჰაერის ბუნებრივი რადიოაქტივობის
ცვლილებები. ზამთარში ატმოსფეროს რადიოაქტივობა ნაკლებია ზაფხულთან
შედარებით. ჰაერის რადიოაქტივობა მეტია დედამიწის ზედაპირთან, ზემოთ კი
უფრო ნაკლები.
რადონის, თორონის, აქტინონისა და მათი დაშლის პროდუქტების გარდა
ატმოსფერულ ჰაერში არსებობენ სხვა რადიოაქტიური ინერტული აირებიც,
რომლებიც წარმოიქმნებიან კოსმოსური გამოსხივების საშუალებით ძირითადად
აზოტის, წყალბადისა და ჟანგბადის ატომების ბომბარდირებით. ატმოსფერულ
ჰაერში ასევე გაბნეულია სხვა რადიოაქტიური ნივთიერებების (ურანი, რადიუმი,
კალიუმი-40) უმნიშვნელო რაოდენობები, რომლებიც ჰაერში ხვდება მთის ქანების
განქარვის შედეგად.
გალაქტიკიდან დედამიწის ზედაპირისაკენ მოემართება ასევე კოსმოსური
გამოსხივება, რომელიც წარმოიქმნება ვარსკვლავების ზედაპირებსა და ნისლოვან
წარმონაქმნებში მიმდინარე ბირთვული რეაქციების შედეგად. კოსმოსური
გამოსხივება შედგება მსუბუქი ატომების ბირთვებისაგან, რომელთაც გააჩნიათ დიდი
ენერგია ვარსკვლავთშორის სივრცეებში მათი მოძრაობისას განვითარებული
აჩქარებების გამო. ბუნებრივი რადიოაქტივობა და კოსმოსური გამოსხივება
წარმოადგენენ გარემოს ბუნებრივ ფაქტორებს.
არსებობს ლიტერატურული მონაცემები ბიოლოგიურ ობიექტებზე ბუნებრივი
რადიოაქტიური ნივთიერებების მოქმედების შესახებ. კოსმოსური გამოსხივება
ზემოქმედებს მუტაციების სიხშირეზე და უჯრედული დაყოფის ინტენსივობაზე.
ზოგიერთი მცენარის ზრდის პროცესი ფერხდება თუ ნიადაგში ბუნებრივი
რადიოაქტიური ნივთიერებების - ურანის, რადიუმის ნაკლებობაა. ნიადაგში ურანის
მინიმალური რაოდენობით შეტანაც კი, განსაკუთრებით ყვავილობის პერიოდში,
ხელს უწყობს მცენარეთა ნაყოფიერების ზრდას, ბოლქვოვნებში იზრდება
ნახშირწყლების შემცველობა.
დედამიწაზე არსებობენ რაიონები მაღალი ბუნებრივი რადიოაქტივობის
დონით, რაც განპირობებულია მოცემული რეგიონის ნიადაგში რადიოაქტიური
ნივთიერებების მაღალი შემცველობით. ნათელია, რომ ბუნებრივი რადიოაქტივობით
განპირობებული შინაგანი ან გარეგანი დასხივების დოზები არ ახდენს მავნე გავლენას
ადამიანის ორგანიზმზე და გარემოს მუდმივმომქმედ ფაქტორს წარმოადგენს.
ადამიანისათვის იგი ენერგიის წარმომქმნელი ერთ-ერთი წყაროა, არეგულირებს
გულის მუშაობის ავტომატიზმს და სხვ., თუმცა მუტაციები, რომელსაც ის იწვევს, არც
თუ ყოველთვის სასურველია.
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარემოს რადიოაქტივობა განპირობებულია არა
მხოლოდ ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტებით, არამედ ხელოვნური
წარმოშობის რადიოაქტიური ნივთიერებებითაც, რომელთა წარმოქმნა უკავშირდება
ატომ-ბირთვულ აფეთქებებს, ატომური ენერგეტიკის განვითარებას, რადიოაქტიური
ნივთიერებების გამოყენებას მეცნიერებასა და წარმოებაში. პლანეტის ჰაეროვანი
ოკეანის დაბინძურების მძლავრი წყარო ატომური იარაღის აფეთქებები და ატომურ
28
ელექტროსადგურებზე მომხდარი მძლავრი ავარიებია. ამ დროს წარმოიქმნება
სხვადასხვა ნახევარდაშლის პერიოდის მქონე რადიოაქტიური ნივთიერებების დიდი
რაოდენობა. რადიონუკლიდები, რომელთა ნახევარდაშლის პერიოდი მხოლოდ
რამდენიმე დღეა, გარემოს ნაკლებად საშიში დამაბინძურებლებია. რადიოაქტიური
დაშლის ექსპონენციალური კანონის თანახმად, ნაეხევარდაშლის 10 პერიოდის
გასვლის შემდეგ, ისინი პრაქტიკულად წყვეტენ თავიანთ არსებობას. უფრო საშიშია
ისეთი რადიონუკლიდები, როგორიცაა სტრონციუმ-90 და ცეზიუმ-137, რომელთა
ნახევარდაშლის პერიოდი შესაბამისად 29 და 33 წელია. ფიზიკურ-ქიმიური
თვისებების მიხედვით სტრონციუმ-90 ჰგავს კალციუმს, ხოლო ცეზიუმ-137 _
კალიუმს. ბუნებაში მიმდინარე ნივთიერებათა წრებრუნვაში და ორგანიზმში
განხორციელებულ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში ისინი მონაწილეობენ
სტაბილური ნივთიერებების კალციუმისა და კალიუმის თანასწორად. სტრონციუმ-90
ორგანიზმში მოხვედრისას დეპონირდება ძვლებში, ხოლო ცეზიუმ-137 თანაბრად
ნაწილდება ორგანოებში, განსაკუთრებით კუნთებში, რაც უზრუნველყოფს
ორგანიზმის ხანგრძლივ შინაგან დასხივებას წლების განმავლობაში.
გარემოს რადიოაქტიური დაბინძურების ჰიგიენური შეფასებისას მნიშვნელობა
ენიჭება რიგ პირობებს: რადიოაქტიური დაყოფის პროდუქტების ნარჩენების
გარემოში გამოყოფის სიმაღლესა და სიმძლავრეს, ქარის მიმართულებასა და
სიჩქარეს, რადიოაქტიური მტვრის დისპერსულ შემადგენლობას, ამინდის პირობებს,
რომელიც აღინიშნება გამოფრქვევის დღეს _ ნისლი, ნალექი, ჰაერის ნაკადები. ამ
პირობებზეა დამოკიდებული ატმოსფეროდან რადიოაქტიური ნივთიერებების
მოხვედრა ნიადაგში, სადაც მათი მიგრაციის პროცესები გრძელდება. რადიოაქტიური
ნივთიერებების ნაწილი შთაინთქმება ნიადაგის მიერ, მეორე ნაწილი ატმოსფერულ
ნალექებთან ერთად ხვდება ნიადაგის უფრო ღრმა ფენებში და შესაძლებელია
მოხვდეს გრუნტის წყლებში. ჰაერიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოლექვას
თან სდევს ღია წყალსატევების, მცენარეული საფარის, სასოფლო-სამეურნეო
სავარგულების დაბინძურება. ნიადაგისა და წყლის დაბინძურება განაპირობებს
რადიოაქტიური ნივთიერებების დაგროვებას ხმელეთისა და წყლის მცენარეებში, მათ
შორის ცხოველთა საკვებში და აქედან გამომდინარე ცხოველთა ორგანიზმშიც.
ამასთან რადიოაქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია ცხოველთა ორგანიზმებში,
მცენარეებსა და თევზებში მნიშვნელოვნად აჭარბებს კონცენტრაციებს ჰაერში,
ნიადაგსა და წყალში, რაც უკავშირდება ბიოლოგიური ორგანიზმების მიერ თავიანთ
სტრუქტურებში ამა თუ იმ რადიოაქტიური ნივთიერების აკუმულირების უნარს.
შესაბამისად, რადიოაქტიური ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმში ხვდებიან
კვებითი ჯაჭვების საშუალებით. ასეთი ჯაჭვის რგოლების რიცხვი შესაძლებელია
იყოს სხვადასხვა, მაგალითად ატმოსფერო - წყალი - ადამიანი; ატმოსფერო - წყალი,
წყალსატევი - თევზი - ადამიანი; ატმოსფერო - ნიადაგი - მცენარეულობა - შინაური
ცხოველები - რძე - ხორცი - ადამიანი. რადიოაქტიური ნივთიერებებით გარემოს
გაბინძურების ჰიგიენური შეფასებისას აუცილებელია განისაზღვროს რადიოაქტიური
ნივთიერებების კონცენტრაცია არა მხოლოდ ჰაერსა და ნიადაგში, არამედ
წყალსატევების წყალში, საკვებ პროდუქტებში.
გარემოს დღეისათვის არსებული რადიოაქტიური დაბინძურება არ ემუქრება
მოსახლეობას სომატური დარღვევებით, თუმცა არ არის გამორიცხული
სტოქასტიკური ცვლილებების (კანცეროგენური და გენეტიკური) მატების
შესაძლებლობა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობს ამ
გაბინძურების გაზრდის პოტენციური შესაძლებლობა, განპირობებული
29
განსაკუთრებით ატომურ ელექტროსადგურებზე (აეს) ავარიების მოხდენის
საფრთხით, ატომური იარაღის წარმოებითა და გამოცდით. ატმოსფეროში, კოსმოსურ
სივრცეში, წყალქვეშ ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ არსებულ
ხელშეკრულებას (1963) აქვს არა მარტო პოლიტიკური დატვირთვა, არამედ
წარმოადგენს გარემოს რადიოაქტიური გაბინძურებისაგან დაცვის სერიოზულ
პროგრამას. ამ მიმართულებით მოქმედებენ ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები
ატომური ელექტროსადგურების მუშაობის კონტროლის შესახებ, რომელშიც ასევე
განსაზღვრულია ავარიის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდებისა და ავარიის
შედეგების ლიკვიდაციის საერთაშორისო ხასიათი. საერთაშორისო
ურთიერთთანამშრომლობის ეფექტურობა დადასტურდა ჩერნობილის აეს-ზე
მომხდარი ავარიის (აპრილი-მაისი 1986წ) შედეგების ლიკვიდაციისას.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის დასხივების ზღვრულად დასაშვები
დონეების (ზდდ) შემუშავებას, ასევე წყალში, ნიადაგში, ჰაერში, საკვებ პროდუქტებში
რადიოაქტიური ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების (ზდკ)
დადგენას, გარემოს რადიოაქტიური გაბინძურებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებზე
კონტროლის მეთოდების შემუშავებას.
მუშავდება რადიოაქტიური ნივთიერებებისა და მათი გამოსხივებით
განპირობებული მოსახლეობის ჯანმრთელობის სამედიცინო კონტროლის,
მოსახლეობისა და შთამომავლობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის პროგნოზირების,
ფართომასშტაბიანი პროფილაქტიკის განხორციელების მეთოდები. ამ პრობლემებით
დაკავებულია დამოუკიდებელი ჰიგიენური მეცნიერება_ რადიაციული ჰიგიენა.

3.2. მზის რადიაცია და მისი ჰიგიენური მნიშვნელობა

ფიზიკური თვალსაზრისით მზის ენერგია წარმოადგენს სხვადასხვა ტალღის


სიგრძის მქონე ელექტრომაგნიტური სხივების ნაკადს. მზის სპექტრული დიაპაზონი
მეტად ფართოა: დაწყებული გრძელი ტალღებით, დამთავრებული ძალიან მოკლე
ტალღებით. სხივური ენერგიის არეკვლის, შთანთქმისა და გაბნევის გამო მსოფლიო
სივრცეში დედამიწის ზედაპირზე მზის სპექტრი შეზღუდულია, განსაკუთრებით მის
მოკლეტალღოვან ნაწილში.
თუ დედამიწის ატმოსფეროს ზედა საზღვარზე მზის სპექტრის
ულტრაიისფერი ნაწილი შეადგენს 5%-ს, ხილული ნაწილი _ 52%-ს და ინფრაწითელი
ნაწილი _ 43%-ს, დედამიწის ზედაპირზე ეს სხივები ასეთი სახით არის
განაწილებული: ულტრაიისფერი _ 1%, ხილული _ 40%, ხოლო ინფრაწითელი _ 59%.
დედამიწის ზედაპირზე მზის რადიაცია ყოველთვის ნაკლებია, ტროპოსფეროს
საზღვართან შედარებით. ეს აიხსნება როგორც ჰორიზონტის მიმართ მზის დგომის
სხვადასხვა სიმაღლით, ასევე ატმოსფერული ჰაერის სისუფთავის სხვადასხვა
ხარისხით, ამინდის სხვადასხვაობით, ღრუბლიანობით, ნალექებით და ა.შ. სიმაღლის
ზრდასთან ერთად ატმოსფეროს მასა მცირდება, ამ მიზეზით კი მზის რადიაციის
ინტენსივობა იზრდება.
მაგალითად 1000 მ სიმაღლეზე მზის რადიაციის ინტენსივობა შეადგენს 1,17
კალ/(სმ2.წთ); 2000 მ სიმაღლეზე იგი იზრდება 1,26 კალ/(სმ2.წთ)-დე, 3000 მ
სიმაღლეზე კი _ 1,38 კალ/(სმ2.წთ)-დე. ჰორიზონტის მიმართ მზის დგომის სიმაღლის
მიხედვით იცვლება მზის პირდაპირი რადიაციის ფარდობა მზის გაბნეულ

30
რადიაციასთან. სწორედ ამ ფაქტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა მზის რადიაციის
ბიოლოგიური მოქმედების შეფასებისას. მაგალითად, ჰორიზონტის მიმართ მზის 400-
იანი კუთხით დგომისას ეს ფარდობა შეადგენს 47,6%-ს, ხოლო 600-იანი კუთხისას
იზრდება 85%-დე.
მზის რადიაცია წარმოადგენს მძლავრ პროფილაქტიკურ და სამკურნალო
ფაქტორს. ის მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა ფიზიოლოგიურ პროცესზე,
ცვლის ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმის საერთო ტონუსს და შრომისუნარიანობას.
უფრო მეტი ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა მზის სპექტრის
ულტრაიისფერი ნაწილი, რომელიც დედამიწის ზედაპირზე წარმოდგენილია 290-დან
400 მკმ-დე ტალღის სიგრძის დიაპაზონში.
ულტრაიისფერი რადიაციის ინტენსივობა დედამიწის ზედაპირზე არ არის
უცვლელი და დამოკიდებულია ადგილმდებარეობის გეოგრაფიულ განედზე, წლის
დროზე, ამინდზე და ატმოსფეროს გამჭვირვალობაზე. ღრუბლიანი ამინდის დროს
ულტრაიისფერი რადიაციის ინტენსივობა დედამიწის ზედაპირზე შესაძლებელია
მცირდებოდეს 80%-დე, ატმოსფერული ჰაერის დამტვერიანება ცვლის ამ დანაკარგს
11-50%-ით.
ულტრაიისფერი სხივები ხვდებიან რა კანზე, იწვევენ არა მარტო კანის
უჯრედული და ქსოვილოვანი ცილების კოლოიდური მდგომარეობის შეცვლას,
არამედ რეფლექტორული გზით მოქმედებენ მთელს ორგანიზმზე.
ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით ორგანიზმში წარმოიქმნება
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც თავის მხრივ ასტიმულირებენ
ორგანიზმის სხვადასხვა ფიზიოლოგიურ სისტემებს.
ასეთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ორგანიზმში ჩნდება
დასხივებიდან გარკვეული დროის შემდეგ, რაც მიუთითებს ულტრაიისფერი
დასხივების ფოტოქიმიური მოქმედების ხასიათზე. წარმოადგენენ რა ორგანიზმის
ფიზიოლოგიური ფუნქციების არასაპეციფიკურ სტიმულატორებს, ულტრაიისფერი
სხივები დადებითად მოქმედებენ ცილოვან, ცხიმოვან, მინერალურ ცვლაზე, ასევე
ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე და ახდენენ ზოგადგამაჯანსაღებელ და
მატონიზებელ მოქმედებას.
ყველა სისტემასა და ორგანოზე ზოგადბიოლოგიური მოქმედების გარდა,
ულტრაიისფერი რადიაციის სხვადასხვა დიაპაზონის ტალღის სიგრძის სხივები
ხასიათდებიან სპეციფიკური მოქმედების უნარითაც. ცნობილია, რომ 400-320 მკმ
ტალღის სიგრძის დიაპაზონში ულტრაიისფერი რადიაცია ახდენს ერითემულ
(გარუჯვის ტიპის) მოქმედებას, 320-275 მკმ დიაპაზონში _ ანტირაქიტულ და სუსტ
ბაქტერიციდულ მოქმედებას. მცირეტალღოვანი ულტრაიისფერი გამოსხივება 275-180
მკმ დიაპაზონში აზიანებს ბიოლოგიურ ქსოვილს, მაგრამ დედამიწის ზედაპირზე
ბიოლოგიური ობიექტები არ ექვემდებარებიან ულტრაიისფერი რადიაციის
მოკლეტალღოვანი სხივების დამღუპველ მოქმედებას, რადგან ატმოსფეროს ზედა
ფენებში ხდება 290 მკმ-ზე ნაკლები ტალღის სიგრძის სხივების შთანთქმა ან გაბნევა.
დედამიწის ზედაპირზე დარეგისტრირებულია ულტრაიისფერი რადიაციის
ყველაზე მცირე 290 მკმ-დან 291 მკმ-დე ტალღის სიგრძის სხივები.
დედამიწის ზედაპირზე ულტრაიისფერი რადიაციის ყველაზე მეტი
რაოდენობა მოდის ერითემული (გარუჯვის ეფექტის) მოქმედების სხივებზე.
ულტრაიისფერი ერითემა ინფრაწითელი სხივებით გამოწვეული ერითემისაგან
გამოირჩევა რიგი თავისებურებებით. ულტრაიისფერ ერითემას ახასიათებს მკაცრად
შემოსაზღვრული კონტურები. ის წარმოიქმნება დასხივებიდან გარკვეული დროის
31
გასვლის შემდეგ და როგორც წესი, ყოველთვის გადადის გარუჯვაში. ინფრაწითელი
ერითემა ჩნდება სითბური ზემოქმედების მომენტიდან, აქვს შემოუსაზღვრავი
კონტური და არასდროს არ გადადის გარუჯვაში. დღესდღეობით არსებობს ფაქტები,
რომლებიც ადასტურებენ ცენტრალური ნერვული სისტემის მნიშვნელოვან როლზე
ულტრაიისფერი ერითემის განვითარების პროცესში. ასე მაგალითად, კანის
გარკვეულ უბანზე ნოვოკაინის შეყვანისას ან პერიფერიული ნერვების
გამტარებლობის დარღვევისას, ამ უბანზე ერითემა მეტად სუსტია ან საერთოდ არ
ჩნდება.
320-275 მკმ ტალღის სიგრძის დიაპაზონში ულტრაიისფერი რადიაცია
ხასიათდება სპეციფიკური ანტირაქიტული მოქმედებით, რაც ვლინდება ამ
დიაპაზონის ულტრაიისფერი რადიაციის გავლენით D ვიტამინის სინთეზის
ფოტოქიმიურ რეაქციებში. Aამ სპექტრის სხივებით არასაკმარისი დასხივებისას
უარესდება ფოსფორ-კალციუმის ცვლა, ითრგუნება ნერვული სისტემა,
პარენქიმატოზული და სისხლმბადი ორგანოები, მცირდება ჟანგვა-აღდგენითი
პროცესები, უარესდება კაპილარების მდგრადობა, ქვეითდება შრომისუნარიანობა და
გაცივებითი დაავადებებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი. ბავშვებში
ვლინდება რაქიტი, გარკვეული კლინიკური სიმპტომებით. ზრდასრული ასაკის
ადამიანებში D ჰიპოვიტამინოზის ნიადაგზე განვითარებული ფოსფორ-კალციუმის
ცვლის მოშლა ვლინდება ძვლების მოტეხილობებისას მათ ცუდ შეზრდაში, სახსრების
მოდუნებაში, კბილის ემალის სწრაფ დაზიანებაში. როგორც ზემოთ აღინიშნებოდა,
ანტირაქიტული სპექტრის ულტრაიისფერი რადიაცია მიეკუთვნება მოკლეტალღოვან
რადიაციას, ამიტომ იგი ადვილად შთაინთქმება ან განიბნევა დამტვერიანებულ
ატმოსფერულ ჰაერში.
ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით
დაბინძურებული ჰაერის პირობებში, სამრეწველო ქალაქების მოსახლეობა განიცდის
"ულტრაიისფერ შიმშილს". ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობას განიცდიან
შორეული ჩრდილოეთის მაცხოვრებლები, ქვანახშირისა და სხვა წიაღისეულის
მაღაროებში, ასევე ბნელ სათავსებში მომუშავე პირები და ა.შ. მზის ბუნებრივი
რადიაციით დასხივების ნაკლებობის გამო ადამიანთა ამ კონტინგენტს დამატებით
ასხივებენ ულტრაიისფერი გამოსხივების ხელოვნური წყაროებით ფოტარიუმებში, ან
გამანათებელი ნათურების კომბინირებით ულტრაიისფერ სპექტრთან მიახლოებული
გამოსხივების მქონე ნათურებთან. პერსპექტული და პრაქტიკულია ასევე სინათლის
ნაკადის გამდიდრება ერითემული გამოსხივების მქონე დანადგარებითაც.
მოსახლეობის ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების პროფილაქტიკურმა
დასხივებამ დაადასტურა ორგანიზმის რიგ ფიზიოლოგიურ ფუნქციებსა და
შრომისუნარიანობაზე ხელოვნური ულტრაიისფერი დასხივების დადებითი გავლენა.
ასეთი პროფილაქტიკური დასხივებები აუმჯობესებს თვითგრძნობას, ზრდის
გაცივებითი და ინფექციური დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის
უნარს, მატულობს ადამიანის შრომისუნარიანობა.
ულტრაიისფერი რადიაციის ნაკლებობა არასასურველ გავლენას ახდენს არა
მხოლოდ ადამიანზე, არამედ იგი უარყოფითად მოქმედებს მცენარეებში მიმდინარე
ფოტოსინთეზზეც. მარცვლეულის შემთხვევაში ეს გამოიხატება ქიმიური
შემადგენლობის შეცვლასა და, შესაბამისად, საკვები ღირებულების დაქვეითებაში
ცილების შემცირებისა და ნახშირწყლების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე.
ულტრაიისფერი სხივები ბაქტერიოციდული მოქმედებითაც ხასიათდებიან.
ბუნებრივი ულტრაიისფერი გამოსხივების ბაქტერიოციდული ეფექტი ვლინდება
32
ჰაერის, წყლის, ნიადაგის სანაციაში. ბაქტერიოციდული მოქმედებით გამოირჩევიან
180-275 მკმ ტალღის სიგრძის სხივები. სუსტ ბაქტერიოციდულ მოქმედებას ახდენს
მზის რადიაცია 200-310 მკმ ტალღის სიგრძის დიაპაზონში. დედამიწის ზედაპირამდე
მოღწეული ულტრაიისფერი გამოსხივების ბაქტერიოციდული გავლენა მცირდება,
რადგან ასეთი ტალღების დიაპაზონი დედამიწის ზედაპირზე შეზღუდულია 290-291
მკმ სხივების ფარგლებამდე.
ულტრაიისფერი რადიაციის ბაქტერიოციდული ეფექტის მისაღწევად
გამოიყენება სპეციალური ნათურები, რომლებიც იძლევიან ბაქტერიოციდული
სპექტრის ტალღებს, როგორც წესი, უფრო ნაკლები ტალღის სხივით, ვიდრე ეს მზის
ბუნებრივ სპექტრშია. ამ გზით წარმოებს საოპერაციოების, მიკრობიოლოგიური
ბოქსების, სტერილური მედიკამენტოზური საშუალებების დასამზადებელი
სათავსების ჰაერის სანაცია და ა.შ. ბაქტერიოციდული ნათურების საშუალებით
შესაძლებელია რძის, საფუარის, უალკოჰოლო სასმელების, სასმელი წყლის და ა.შ.
გაუვნებლობა, რაც ზრდის მათი შენახვის ვადას. ამასთან, სასმელი წყლის
გაუვნებლობისას არ იცვლება წყლის ორგანოლეპტური თვისებები, ვინაიდან მასში არ
შეაქვთ გარეშე ქიმიური ნივთიერებები.
ულტრაიისფერი სხივების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე ან გარემოზე
ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა. მზის ინტენსიური გამოსხივება იწვევს
გამოხატული ერითემის ჩამოყალიბებას, რომელსაც თან სდევს კანის შეშუპება და
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.
ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით, შესაძლებელია განვითარდეს თვალის
დაზიანება _ ფოტოოფტალმია, კონიუნქტივის ჰიპერემიით, ბლეფაროსპაზმით,
ცრემლდენითა და სინათლის შიშით. ასეთი დაზიანებები გვხვდება არქტიკულ ან
მაღალმთიან რეგიონებში მზის სხივების არეკვლისას თოვლიანი ზედაპირიდან
("თოვლის სიბრმავე").
ლიტერატურაში აღწერილია ულტრაიისფერი სხივების ფოტოსენსიბილური
მოქმედება ამ გამოსხივებისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობის ადამიანებში,
აგრეთვე ქვანახშირის ღუმელებთან მომუშავე პირებში. ულტრაიისფერი
დასხივებისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობა აღინიშნება ტყვიის
ინტოქსიკაციით დაავადებულებში, წითელა გადატანილ ბავშვებში და სხვ.
ბოლო წლების განმავლობაში ლიტერატურაში განიხილება ინტენსიური
ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი დაქვემდებარებულ პირებში კანის სიმსივნური
დაავადებების სიხშირის ზრდა. მოყავთ ცნობები სამხრეთის რეგიონებში მცხოვრებთა
შორის ამ დაავადების უფრო ხშირი გამოვლენისა ჩრდილოეთის ქვეყნების
მოსახლეობასთან შედარებით. მაგალითად, ბორდოს ვენახების ყურძნის მკრეფავთა
შორის კანის სიმსივნეების გამოვლენას, განსაკუთრებით ხელისა და სახის არეში,
უკავშირებენ კანის ამ ღია უბნების ულტრაიისფერი სხივებით ინტენსიურ
დასხივებას. იყო მცდელობები ექსპერიმენტული გზით შეესწავლათ ინტენსიური
ულტრაიისფერი დასხივების გავლენა კანის სიმსივნის განვითარებაზე.
ღია ფანჯრის რაფაზე ულტრაიისფერი რადიაციის ინტენსივობა ქუჩაზე
არსებულ რადიაციასთან შედარებით შეადგენს 50%-ს. ოთახში, ფანჯრიდან 1 მ-ის
დაშორებით ულტრაიისფერი რადიაციის ინტენსივობა მცირდება 25-20%-დე, ხოლო 2
მ-ის სიშორეზე ის არ აჭარბებს ქუჩაში არსებული ულტრაიისფერი რადიაციის
ინტენსივობის 2-3%-ს.
მზის სპექტრის გრძელტალღოვანი ნაწილი წარმოდგენილია ინფრაწითელი
გამოსხივების სახით. ბიოლოგოური აქტივობის მიხედვით ინფრაწითელი
33
გამოსხივება იყოფა მოკლეტალღოვან გამოსხივებად, ტალღის სიგრძით 760-1400 მკმ
დიაპაზონში და გრძელტალღოვან გამოსხივებად _ 1500-25 000 მკმ დიაპაზონში.
ინფრაწითელი გამოსხივება ორგანიზმზე გავლენას ახდენს სითბური ეფექტის
გამოვლინებით, რომელიც მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება კანის მიერ მზის
სხივების შთანთქმის პროცესით. რაც უფრო მცირეა ტალღის სიგრძე, მით უფრო მეტი
გამოსხივება აღწევს ქსოვილებში და მით უფრო ნაკლებია სითბოს ან წვის
სუბიექტური შეგრძნება. ზოგიერთი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ
გამოიყენება ინფრაწითელი გამოსხივება, რომელიც ახდენს ღრმად მდებარე
ქსოვილების გათბობას კანის წვის სუბიექტური შეგრძნების გარეშე.
გრძელტალღოვანი ინფრაწითელი გამოსხივება კი პირიქით, შთაინთქმება კანის
ზედაპირული შრით, სადაც განთავსებულია თერმორეცეპტორები. წვის შეგრძნება ამ
შემთხვევაში მკვეთრად არის გამოხატული.
ინფრაწითელი გამოსხივების უარყოფითი გავლენა ყველაზე უფრო კარგად
არის გამოხატული საწარმოო პირობებში, სადაც ასეთი გამოსხივების ინტენსივობა
შესაძლებელია რამდენჯერმე აღემატებოდეს მზის გამოსხივების ბუნებრივ
სიმძლავრეს. მაგალითად ცხელი ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარეობის
სათავსებში, შუშის დამამზადებელ და სხვა სახის საწარმოებში მომუშავე პირებში,
სადაც მძლავრი ინფრაწითელი გამოსხივებაა, აღინიშნება თვალის ელექტრული
მგრძნობელობის დაქვეითება, იზრდება მხედველობის რეაქციის ფარული პერიოდი,
მცირდება სისხლძარღვთა პირობით-რეფლექტორული რეაქცია. 1500-1700 მკმ
ტალღის სიგრძის ინფრაწითელი სხივები აღწევენ თვალის რქოვანასა და წინა საკანში,
ხოლო 1300 მკმ ტალღის სიგრძის სხივები _ ბროლში. მძიმე შემთხვევებში
შესაძლებელია კატარაქტის განვითარება.
ცნობილია, რომ არასასურველი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად უნდა
გატარდეს სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებები. სანიტარიული ექიმის ერთ-
ერთი ძირითადი ამოცანაა ინფრაწითელ გამოსხივებასთან დაკავშირებული
დაავადებების დროული აცილება.
ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სხივების გარდა მზის სპექტრში არის
ხილული სინათლის მძლავრი ნაკადი. მზის სპექტრის ხილული ნაწილი
წარმოდგენილია 400-760 მკმ ტალღის სიგრძის სხივების დიაპაზონში.
ღია მოედანზე დღის განათება დამოკიდებულია ამინდზე, ნიადაგის
ზედაპირზე, ჰორიზონტის მიმართ მზის დგომის კუთხეზე. განათებულობის
საშუალო სიდიდე თვეების მიხედვით შესაძლებელია იცვლებოდეს ფართო
საზღვრებში. რუსეთის ტერიტორიაზე ეს დიაპაზონი მერყეობს მაგალითად
აგვისტოში 65 000 ლქ-დან 1000 ლქ-დე იანვარში.
ჰაერის დამტვერიანება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დღის განათებაზე.
მსხვილ საწარმოო ქალაქებში იგი 30-40%-ით ნაკლებია, ვიდრე შედარებით სუფთა
ატმოსფერული ჰაერის არეალში მყოფ რაიონებში. მინიმალურია განათება ღამით.
უმთვარო ღამეში განათება მიიღწევა ვარსკვლავების შუქით, ატმოსფეროს გაბნეული
ნათებითა და ცის საკუთარი ნათებით. საერთო განათებაში მცირე წვლილი შეაქვს
აგრეთვე დედამიწის განათებული ობიექტებიდან არეკლილ სინათლეს.
ხილული სინათლეც ზოგადბიოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა. ეს
გამოიხატება არა მხოლოდ მხედველობის ფუნქციაზე სპეციფიკური ზემოქმედებით,
არამედ ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალურ მდგომარეობაზე
გარკვეული ზემოქმედებითაც და ამ გზით ორგანიზმის ყველა სისტემასა და
ორგანოებზე ზემოქმედებით. ორგანიზმი რეაგირებს არა მხოლოდ ამა თუ იმ
34
განათებაზე, არამედ მზის მთლიან სპექტრზე. მხედველობის აპარატისთვის
ოპტიმალურ პირობებს ქმნის სპექტრის მწვანე და ყვითელი ზონის ტალღები.
მეცნიერების მრავალრიცხვოვანი ფიზიოლოგიური ხასიათის შრომებით
ნაჩვენებია ნერვულ-კუნთოვან აგზნებასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე წითელ-
ყვითელი შუქის სასურველი მოქმედება და ცისფერ-იისფერი სხივების
დამთრგუნველი მოქმედება. სინათლის განსაკუთრებული ჰიგიენური მნიშვნელობა
მდგომარეობს მხედველობის ფუნქციაზე მის გავლენაში.
მხედველობის ძირითადი ფუნქციებია_მხედველობის სიმძაფრე (თვალის
უნარი გაარჩიოს ორი წერტილი იზოლირებულად, მათ შორის არსებული დაცილების
უმოკლესი სიდიდისას), კონტრასტული მგრძნობელობა (სიკაშკაშის ხარისხის
გარჩევის უნარი), გარჩევის სისწრაფე (დეტალის ფორმისა და ზომის დადგენის
მინიმალური დრო), ნათელი მხედველობის მდგრადობა (საგნის ნათლად დანახვის
ხანგრძლივობა).
მხედველობის ფიზიოლოგიური დონე გარკვეულ ხარისხში
ინდივიდუალურია, მაგრამ ყოველთვის არის დამოკიდებული განათებულობაზე,
დეტალის ფორმასა და ფერზე, მის ზომაზე და ა.შ.
მცირე განათებულობისას მხედველობის ანალიზატორი სწრაფად იღლება,
შრომისუნარიანობა ქვეითდება. მაგალითად, 30-50 ლქ (განათებულობის ერთეული _
ლუქსი) განათებულობის პირობებში 3 საათიანი მხედველობითი სამუშაოს
შესრულებისას ნათელი მხედველობის მდგრადობა მცირდება 37%-ით, ხოლო 100-200
ლქ განათებულობისას _ 10-15%-ით. სამუშაო ადგილების განათებულობის ჰიგიენური
ნორმირება ხდება მხედველობის ფუნქციის ფიზიოლოგიური თავისებურებების
გათვალისწინებით. სამუშაო ადგილების საკმარისი ბუნებრივი განათებულობით
უზრუნველყოფას დიდი ჰიგიენური მნიშვნელობა ენიჭება.
სათავსების ბუნებრივი განათება მიიღწევა არა მხოლოდ მზის პირდაპირი
განათებით, არამედ როგორც ციდან, ასევე დედამიწის ზედაპირიდან მომავალი
არეკლილი და გაბნეული განათებითაც.
სათავსების ბუნებრივი განათებულობა დამოკიდებულია მხარეების მიმართ
შუქღიობების ორიენტაციაზე. ფანჯრების ორიენტაცია სამხრეთის მიმართულებით,
ჩრდილოეთის მიმართულებასთან შედარებით, ხელს უწყობს სათავსების უფრო
ხანგრძლივ ინსოლაციას. აღმოსავლეთის ორიენტაციისას მზის პირდაპირი სხივები
სათავსში ხვდება დილის საათებში, ხოლო დასავლეთის ორიენტაციისას, ინსოლაცია
შესაძლებელია დღის მეორე ნახევარში.
მზის შუქით სათავსების განათებულობის ინტენსივობაზე გავლენას ახდენს
ახლომდებარე შენობებითა და მწვანე ნარგავებით სათავსის დაჩრდილვის
შესაძლებლობა. თუ ფანჯარაში ცის კამარა არ ჩანს, მაშინ მასში პირდაპირი მზის
სხივები ვერ აღწევენ, რაც აუარესებს სათავსის ჰიგიენურ პირობებს.
სამხრეთის მიმართულებით სათავსის ორიენტაციისას მზის რადიაცია მის
შიგნით შეადგენს გარე რადიაციის @25%-ს, სხვა მიმართულებით სათავსის
ორიენტაციისას კი იგი მცირდება 16%-დე.
კვარტლის მჭიდრო განაშენიანებას, სახლების ერთმანეთისაგან მოკლე
მანძილით დაცილებას მივყავართ მზის რადიაციის და მათ შორის ულტრაიისფერი
გამოსხივების მნიშვნელოვან დანაკარგებამდე. ყველაზე უფრო მეტად ეს ვლინდება
დაბალ სართულებზე განთავსებულ ბინებში და უფრო ნაკლებად ზედა სართულების
სათავსებში. ბუნებრივ განათებაზე გავლენას ახდენს რიგი საამშენებლო-
არქიტექტურული ფაქტორები _ შუქღიობების კონსტრუქციები, დამჩრდილავი
35
არქიტექტურული დეტალები, კედლების ფერი და ა.შ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება
შუშების სისუფთავეს. შუშის დაბინძურება, განსაკუთრებით ორმაგი შუშების
არსებობისას, ამცირებს ბუნებრივ განათებას 50-70%-დე.
თანამედროვე ქალაქ-მშენებლობა ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებს
ითვალისწინებს. ფართო შუქ-ღიობები, დამჩრდილავი არქიტექტურული დეტალების
არარსებობა, შენობების ღია ფერში გადაწყვეტა ქმნის სასურველ პირობებს
საცხოვრებელი სათავსების კარგი ბუნებრივი განათებისთვის.

4.ჰაერის ბუნებრივი ქიმიური შემადგენლობა, მისი გავლენა


ორგანიზმზე

დედამიწის ატმოსფეროში არსებული ჰაერი წარმოადგენს სხვადასხვა


აირებისაგან შემდგარ ნარევს. მშრალი ატმოსფერული ჰაერი შეიცავს 20,95%
ჟანგბადს, 78,09% აზოტს, 0,03% ნახშირორჟანგს. გარდა აღნიშნულისა ატმოსფერულ
ჰაერში უამრავი ინერტული აირია (არგონი, ჰელიუმი, ნეონი, კრიპტონი, წყალბადი,
ქსენონი, რადონი). ატმოსფერულ ჰაერში არის ასევე ოზონის, აზოტის ჟანგეულების,
იოდის, მეთანის, წყლის ორთქლის მცირე რაოდენობები.
მუდმივ შემადგენლობაში არსებული ნაწილაკების გარდა, ატმოსფერო შეიცავს
ბუნებრივი წარმოშობის ზოგიერთ ნაერთს ან სხვა დამაბინძურებელს, რომელიც
მასში ხვდება ადამიანის საქმიანობის შედეგად.
ჟანგბადი. ჰაერში ჟანგბადის მუდმივი შემცველობის შენარჩუნება ხდება
ბუნებაში მისი ცვლის პროცესების საშუალებით. ჟანგბადს მოიხმარს ადამიანი და
ცხოველთა ორგანიზმები სუნთქვის პროცესში. ის აუცილებელია წვისა და
დაჟანგვისთვისაც. მეორეს მხრივ, ჟანგბადის ატმოსფეროსთვის მიწოდება ხდება
მცენარეთა ფოტოსინთეზის გზით. ხმელეთის მცენარეულობა და ფიტოპლანქტონი
ყოველწლიურად გადასცემს ატმოსფეროს დაახლოებით 1,5.1015 ტ ჟანგბადს, რაც
მთლიანად აღადგენს მის დანაკარგს ბუნებაში. დედამიწის ზედაპირზე ჰაერის
მასების მუდმივი გადაადგილებისა და შერევის შედეგად ჟანგბადის კონცენტრაცია
პრაქტიკულად უცვლელია. ამ მხრივ არ არსებობს ასევე სარწმუნო განსხვავება
სოფლისა და ქალაქის ჰაერს შორის. ჟანგბადის კონცენტრაცია ამ დროს
ერთმანეთისაგან განსხვავდება მხოლოდ პროცენტის მეათედ ნაწილში, რაც
ჰიგიენური თვალსაზრისით უმნიშვნელოა. ჟანგბადის პარციალური წნევის დაცემის
დროს, რაც შეიმჩნევა სიმაღლეზე ასვლისას, შესაძლებელია განვითარდეს ჟანგბადის
უკმარისობის ნიშნები. ჟანგბადის პარციალური წნევის კრიტიკული ზღვარია არა
ნაკლებ 110 მმ. ვ.წყ. სვ. ჟანგბადის პარციალური წნევის დაქვეითება ვ. წყ. სვ. 50-60
მმ.-დე ჩვეულებრივ სიცოცხლისათვის შეუთავსებელია. ამასთან პარციალური წნევის
გაზრდა. ვწყ. სვ. 600 მმ.-ზე უფრო მეტად იწვევს ორგანიზმში პათოლოგიური
პროცესების განვითარებას _ ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის შემცირებას,
ფილტვის შეშუპებასა და პნევმონიას.
ოზონი. ჟანგბადთან ერთად ნორმალური ატმოსფერული ჰაერის ერთ-ერთ
შემადგენელ ნაწილს შეადგენს ოზონი.
200 მკმ-დე ტალღის სიგრძის დაბალტალღოვანი ულტრაიისფერი რადიაციის
მოქმედებით ჟანგბადის მოლეკულები დისოცირდებიან ჟანგბადის ატომებად.
ჟანგბადის ახლად წარმოქმნილი ატომები უერთდებიან ჟანგბადის ნეიტრალურ

36
მოლეკულებს. წარმოიქმნება ოზონის მოლეკულა. ოზონის წარმოქმნის
პარალელურად ხდება მისი დაშლაც.
ოზონის ზოგადბიოლოგიური მნიშვნელობა დიდია. ოზონი შთანთქავს
დაბალტალღოვან ულტრაიისფერ რადიაციას, რომელიც ახდენს დამღუპველ
მოქმედებას ყოველივე ცოცხალზე. ამასთან, ოზონი შთანთქავს დედამიწის
ზედაპირიდან მომდინარე ინფრაწითელ რადიაციასაც. ეს პროცესი იცავს
დედამიწის ზედაპირს გადაცივებისაგან. ოზონის კონცენტრაცია სხვადასხვა
სიმაღლეზე სხვადასხვაა. მისი ყველაზე მეტი რაოდენობა შეინიშნება დედამიწის
ზედაპირიდან 20-30კმ სიმაღლეზე. დედამიწის ზედაპირთან მიახლოებისას ოზონის
კონცენტრაცია მცირდება ულტრაიისფერი რადიაციისა და ამ მიზეზით მისი
სინთეზის შემცირების გამო. ტროპოსფეროში ოზონის მიწოდება ხდება
სტრატოსფეროდან ჰაერის მასების შერევის შედეგად.
ოზონი გამოირჩევა დამჟანგავი თვისებებით. ამიტომ ქალაქების
დაბინძურებულ ჰაერში მისი კონცენტრაცია დაბალია სოფლის ჰაერთან შედარებით.
ამ მიზეზით, ადრე ოზონი ჰაერის სისუფთავის მახასიათებელს წარმოადგენდა.
უკანასკნელ წლებში კი დადგენილია, რომ ოზონი წარმოიქმნება ჭვარტლის
ფორმირებისას ფიტოქიმიური რეაქციების მიმდინარეობის შედეგად და მისი
არსებობა მსხვილი სამრეწველო ქალაქების ჰაერში დაბინძურების მანიშნებელია.
აზოტი. ჟანგბადისა და ოზონის გარდა ატმოსფერული ჰაერის
შემადგენლობაში შედის აზოტიც, რომელიც რაოდენობრივი თვალსაზრისით მისი
არსებითი ნაწილია.
აზოტი მიეკუთვნება ინერტულ აირებს. ის არ მონაწილეობს სუნთქვისა და
წვის პროცესებში. აზოტის გარემოში სიცოცხლე შეუძლებელია. ბუნებაში
მიმდინარეობს მისი წრებრუნვა.
ჰაერის აზოტი შთაინთქმება ნიადაგის ბაქტერიების ზოგიერთი სახეობითა და
ლურჯმწვანე წყალმცენარეებით. ელექტრული მუხტების გავლენით ჰაერის აზოტი
გადაიქცევა ჟანგეულებად, რომელიც ნალექებთან ერთად ჰაერიდან გამოლექვის
შედეგად ამდიდრებს ნიადაგს აზოტისა და აზოტოვანი ჟანგეულების მარილებით.
ნიადაგის ბაქტერიების მოქმედებით აზოტოვანმჟავას მარილები გარდაიქმნება
აზოტმჟავას მარილებად, რომლებიც თავის მხრივ შეითვისება მცენარეების მიერ და
წარმოადგენს ცილის წყაროს. დადგენილია, რომ ატმოსფეროს აზოტის 95%
ასიმილირდება ცოცხალი ორგანიზმებით და მხოლოდ 5% გარდაიქმნება ბუნებაში
მიმდინარე ფიზიკური პროცესების შედეგად. აქედან გამომდინარე, შეკავშირებული
აზოტის ძირითადი მასა ბიოგენური წარმოშობისაა. აზოტის შეთვისების
პარალელურად მიმდინარეობს ატმოსფეროში მისი გამოთავისუფლებაც.
თავისუფალი აზოტი წარმოიქმნება ხის, ნახშირის, ნავთობის წვის შედეგად.
თავისუფალი აზოტის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა დენიტრიფიკაციული
მიკროორგანიზმების მონაწილეობით ორგანული ნივთიერებების ხრწნის პროცესში.
ამგვარად, ბუნებაში მიმდინარეობს აზოტის წრებრუნვის განუწყვეტელი პროცესი,
რომლის შედეგად ატმოსფეროს აზოტი გარდაიქმნება ორგანულ ნივთიერებებად. Aამ
ნივთიერებების ხრწნის შედეგად აზოტი აღდგება და უბრუნდება ატმოსფეროს,
შემდეგ კი თავიდან უკავშირდება ბიოლოგიურ ობიექტებს.
აზოტი მნიშვნელოვანია როგორც ჟანგბადის განმზავებელი, რადგან სუფთა
ჟანგბადით სუნთქვა ორგანიზმში იწვევს შეუქცევად ცვლილებებს. ორგანიზმზე
სხვადასხვა კონცენტრაციის აზოტის ზემოქმედების შესწავლისას დადგენილ იქნა,
რომ ჩასასუნთქ ჰაერში მისი გაზრდილი რაოდენობა ხელს უწყობს ჰიპოქსიისა და
37
ასფიქსიის განვითარებას ჟანგბადის პარციალური წნევის შემცირების გამო. აზოტის
რაოდენობის 93%-დე გაზრდისას სიკვდილი გარდუვალია. გამოხატულ უარყოფით
გავლენას აზოტი ახდენს მისი პარციალური წნევის გაზრდისას, რაც
განპირობებულია მისი ნარკოზული მოქმედებით. ცნობილია ასევე აზოტის როლი
კესონური დაავადების განვითარებაში.
აზოტის გარდა ინერტულ აირებს მიეკუთვნება არგონი, ნეონი, კრიპტონი და
ქსენონი. ქიმიური თვალსაზრისით ეს აირები ინერტულია და ორგანიზმის თხევად
ბიოსუბსტრატებში იხსნებიან მათი პარციალური წნევის შესაბამისად. ქსოვილებსა
და სისხლში მათი აბსოლუტური რაოდენობა უმნიშვნელოა.
ინერტული აირების მოქმედება შესაძლებელია იყოს ნარკოზული, თუმცა
ჩვეულებრივ პირობებში იგი არ შეიმჩნევა, რადგან ამისთვის აუცილებელია მათი
მაღალი პარციალური წნევა. ინერტულ აირებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს რადიოაქტიური ნივთიერებების რადიუმის, აქტინიუმისა და თორიუმის
დაშლის პროდუქტებს_რადონს, აქტინონსა და თორონს. ქიმიური თვალსაზრისით ეს
აირები ინერტულია და მათი უარყოფითი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
განპირობებულია მათი რადიოაქტივობით. ბუნებრივ პირობებში ისინი
განსაზღვრავენ ატმოსფეროს ბუნებრივ რადიოაქტივობას. საწარმოო პირობებში ამ
აირების არსებობა საწარმოო ჰაერში ითვლება პროფესიულ მავნეობად. ამიტომაც
აუცილებელია, მაგალითად რადონის აბაზანებთან მომუშავე სამედიცინო
პერსონალის დაცვა მათგან, მათი გამოსხივების კონტროლი და შრომის რეჟიმის
ჰიგიენური ნორმირება. იგივე ითქმის მაღაროებში, მეტროში, გვირაბებში,
სარდაფებსა და სხვა მიწისქვეშა სათავსებში მომუშავე პერსონალთან მიმართებაშიც,
რადგან ამ ადგილებში რადონის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია.
ნახშირორჟანგი. ნახშირორჟანგი ანუ ნახშირბადის დიოქსიდი ბუნებაში
გვხვდება როგორც შეკავშირებული, ასევე თავისუფალი სახით. მისი 70% გახსნილია
ზღვებისა და ოკეანეების წყლებში, საერთო რაოდენობის 22% გვხვდება ზოგიერთ
მინერალში, ხოლო დანარჩენი მოდის მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე. მისი
გარკვეული რაოდენობა გვხვდება ქვანახშირში, ნავთობში, ჰუმუსში.
ბუნებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ნახშირორჟანგის
გამოთავისუფლებისა და შთანთქმის პროცესები. ატმოსფეროში იგი გამოიყოფა
ადამიანისა და ცხოველების სუნთქვის, ასევე წვის, ლპობისა და ხრწნის პროცესების
შედეგად. ნახშირორჟანგის გამოყოფა ხდება მინერალების საწარმოო გამოწვის
შედეგად. მისი გამოყოფა შესაძლებელია ასევე ვულკანურ აირებთან ერთად.
გამოყოფის პროცესების პარალელურად ბუნებაში მიმდინარეობს ნახშირორჟანგის
შთანთქმაც, განსაკუთრებით მცენარეების მიერ ფოტოსინთეზის პროცესში. ჰაერიდან
ნახშირორჟანგის გამოლექვა ხდება ნალექებით.
ატმოსფერულ ჰაერში ნახშირორჟანგის მუდმივი კონცენტრაციის
შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი გამოყოფა ზღვებისა და
ოკეანეების ზედაპირიდან. მათში გახსნილი ნახშირორჟანგი დინამიურ
წონასწორობაშია ატმოსფეროს ნახშირორჟანგთან და ჰაერში მისი პარციალური
წნევის გაზრდისას წყალში იხსნება, ხოლო პარციალური წნევის დაქვეითებისას
ატმოსფეროში გამოიყოფა. წარმოქმნისა და ასიმილაციის პროცესები
ურთიერთკავშირშია. ამ მიზეზით ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფერულ ჰაერში
შედარებით მუდმივია და შეადგენს 0,03%-ს. უკანასკნელ წლებში საწარმოო
ქალაქების ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია იზრდება სათბობის წვის
პროცესების ინტენსივობის შედეგად. ატმოსფერულ ჰაერთან შედარებით, ქალაქის
38
ჰაერში ნახშირორჟანგის რაოდენობის საშუალი წლიური მაჩვენებელი შესაძლებელია
მომატებული იყოს და შეადგენდეს 0,037%-ს. ლიტერატურაში განიხილება
ნახშირორჟანგის როლი ეგრეთწოდებული "სათბურის ეფექტის" ფორმირებაში, რაც
გამოიხატება მიწისზედა ჰაერის მასების ტემპერატურის მომატებაში.
დიოქსიდი სუნთქვის ცენტრის ფიზიოლოგიური აღმგზნებია. სისხლში მისი
პარციალური წნევის უზრუნველყოფა ხდება მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის
რეგულაციით. ორგანიზმში ის არსებობს შეკავშირებულ მდგომარეობაში პლაზმასა
და სისხლის ერითროციტებში ნატრიუმის კარბონატების სახით. ნახშირორჟანგის
დიდი კონცენტრაციით ჩასუნთქვისას ირღვევა ჟანგვა-აღდგენითი პროცესები. რაც
უფრო მეტია ჩასასუნთქ ჰაერში ნახშირბადის დიოქსიდი, მით Uუფრო ნაკლები
რაოდენობით შეიძლება იგი გამოყოს ორგანიზმმა. ნახშირორჟანგის დაგროვება
სისხლსა და ქსოვილებში იწვევს ქსოვილოვან ანოქსიას. ჩასასუნთქ ჰაერში
ნახშირბადის დიოქსიდის შემცველობის მომატებისას 4%-დე აღინიშნება თავის
ტკივილი, ხმაური ყურებში, გულისცემის შეგრძნება, აგზნებული მდგომარეობა,
ხოლო 8%-დე გაზრდისას ადგილი აქვს მწვავე მოწამვლას, რაც შეიძლება გახდეს
სიკვდილის მიზეზი, თუ არ განხორციელდა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.
ნახშირბადის დიოქსიდის შემცველობით მსჯელობენ საცხოვრებელი და
საზოგადოებრივი სათავსების ჰაერის სისუფთავეზე. ამ ნაერთის მნიშვნელოვანი
რაოდენობით დაგროვება დახურული სათავსების ჰაერში მიმანიშნებელია
სანიტარიული თვალსაზრისით ამ სათავსის არაკეთილსაიმედობისა (ცუდი
ვენტილაცია, ხალხის სიმრავლე).
ჩვეულებრივ პირობებში ბუნებრივი ვენტილაციისა და სამშენებლო
მასალების ფორებში ატმოსფერული ჰაერის ინფილტრაციის შემთხვევაში
ნახშირორჟანგის შემცველობა საცხოვრებელ სათავსებში არ აღემატება 0,2%-ს. ასეთი
კონცენტრაციისას ნახშირბადის დიოქსიდი არ არის ტოქსიკური ადამიანის
ორგანიზმისთვის, მაგრამ ასეთ ატმოსფეროში ხანგრძლივი ყოფნისას უარესდება
თვითმგრძნობელობა და მცირდება შრომისუნარიანობა. Eეს აიხსნება იმით, რომ
ნახშირორჟანგის კონცენტრაციის მომატების პარალელურად უარესდება ჰაერის სხვა
თვისებები: მატულობს ტემპერატურა და ტენიანობა, წარმოიქმნება ადამიანის
ცხოველმყოფელობის აირისებრი ტოქსიკური პროდუქტები (მერკაპტანი, ინდოლი,
გოგირდწყალბადი, ამიაკი), იზრდება მტვრისა და მიკროორგანიზმების
რაოდენობები.
მეცნიერების გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ნახშირორჟანგის
რაოდენობის გაზრდისა და საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სათავსების
მიკროკლიმატის გაუარესების პარალელურად იცვლება ჰაერის იონიზაციის რეჟიმიც,
სახელდობრ იზრდება მძიმე და მცირდება მსუბუქი იონების რიცხვი, რაც აიხსნება
სუნთქვის პროცესებისას, კანსა და ტანსაცმელთან შეხებისას მსუბუქი იონების
შთანთქმითა და ადსორბციით და მძიმე იონების გამოყოფით ამონასუნთქ ჰაერთან
ერთად. შესაბამისად ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდასთან ერთად
უარესდება ჰაერის სხვა თვისებები.
ჰაერის თვისებების გაუარესების დამახასიათებელი ყველა მაჩვენებლიდან
ნახშირორჟანგის რაოდენობის განსაზღვრა შედარებით იოლია, ამიტომაც სათავსების
ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შეფასებისას ითვალისწინებენ მის
კონცენტრაციას მოცემული სათავსის ჰაერში. სამკურნალო დაწესებულებების ჰაერში
ნახშირბადის დიოქსიდის ზდკ 0,07%-ია, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი
სათავსების ჰაერში_0,1%. ეს უკანასკნელი მიჩნეულია საანგარიშო სიდიდედ
39
საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სათავსების ვენტილაციის ეფექტურობის
განსაზღვრისას.

II. კლიმატური პირობები და ადამიანის ჯანმრთელობა


ატმოსფერულ მოვლენებსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კავშირის
დადგენას დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში, მედიცინის "მამა"
ჰიპოკრატე თავის ნაშრომში "ჰაერის, წყლისა და ადგილმდებარეობის შესახებ"_
მიუთითებდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ამინდი. ჰავისა და
ამინდის ადამიანის ორგანიზმზე გავლენის არა ერთი მაგალითს ვხვდებით ქართულ
ჰაგიოგრაფიულ ძეგლებშიც. თანდათანობით, მსოფლიო მედიცინის ისტორიაში
დაგროვდა ამ გავლენის დამადასტურებელი ფაქტები. თავდაპირველად ეს ფაქტები
ეხებოდა ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებულ ერთეულ შემთხვევებს. შემდგომ,
ასეთი ფაქტების განმეორებითობამ შესაძლებელი გახადა დასკვნის გამოტანა იმის
თაობაზე, რომ ეს მოვლენები არ იყო შემთხვევითი ხასიათის.

1. კლიმატური პირობები

ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ისეთ


კომპონენტებს, როგორიცაა ჰაერის ტემპერატურა და სინოტივე, მზის რადიაცია,
ატმოსფეროს წნევა, ჰაერის მოძრაობის სიჩქარე და მიმართულება, ნალექების
რაოდენობა, რომლებიც ორგანიზმზე კომპლექსურად მოქმედებენ. ამ კომპონენტების
კომპლექსი ცნობილია ამინდის სახელწოდებით. ამინდის მრავალწლიან
მეტეოროლოგიურ რეჟიმს კი კლიმატი ეწოდება. კლიმატური თავისებურებები,
რომელიც ახასიათებს ადგილმდებარეობის შედარებით მცირე სივრცეს, ცნობილია
მიკროკლიმატის სახელწოდებით. იგი შეიძლება იცვლებოდეს ასეული და ათასეული
მეტრის ფარგლებში იმის შესაბამისად, თუ როგორია ადგილმდებარეობის რელიეფი,
ნიადაგის საფარი, ღია წყალსატევებისა და ბუნებრივი მწვანე მასივების ფართობი და
სხვა.
კლიმატს განსაზღვრავს სხვადასხვა კლიმატური ფაქტორები. ეს ფაქტორებია:
გეოგრაფიული განედი და გრძედი, ატმოსფეროს ცირკულაცია, ადგილის რელიეფი,
ნიადაგი. უკანასკნელ წლებში კლიმატურ პირობებზე გავლენას ახდენს ადამიანის
მრავალფეროვანი საწარმოო ქმედებებიც.
ამა თუ იმ კლიმატური პირობების შექმნაში დიდ როლს ასრულებს დედამიწის
ზედაპირის რადიაციული ბალანსიც, ანუ მზისგან მოსული რადიაციისა და
მიღებული ენერგიის ხარჯვის სხვაობა.
დედამიწის ზედაპირის სითბური ბალანსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს
ჰაერის მასების გათბობა_გაცივების პირობებზე.
დედამიწის ზედაპირზე დაცემული მზის სხივების რაოდენობაზე გავლენას
ახდენს ღრუბლიანობა, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია ატმოსფეროს
ცირკულაციაზე. ზამთარში ღრუბლიანობა მატულობს ინტენსიური ციკლონური
ქმედების განვითარების გამო, რომელიც უფრო მეტია დასავლეთის მიმართულებით.

40
აღმოსავლეთის მიმართულებით ატმოსფერული წნევის გაზრდისა და
ციკლონური ქმედების შემცირების გამო ღრუბლიანობა მცირდება. ამის გამო
აღმოსავლეთში, მზის სხივების ნაკადი ზამთარში უფრო მეტია დასავლეთთან
შედარებით.
ინსოლაციის რეჟიმის, ტემპერატურის, და ჰაერის ტენიანობის შეცვლას
განაპირობებს ასევე მცენარეული საფარი, ნიადაგის შრეები, რეგიონის ეროზიული
მდგომარეობა, რაც ყველაფერი ერთად აღებული იძლევა წარმოდგენას კლიმატურ
რაიონზე.
თავისი სპეციფიკურობის მიხედვით ანუ იანვრის და ივლისის საშუალო
ტემპერატურათა მიხედვით განასხვავებენ 4 კლიმატურ რაიონს:
- ცივს ანუ პოლარულს (იანვრის ტემპერატურა -280C -დან -140C ფარგლებში,
ივლისისა +40C–დან +220C -მდე),
- ზომიერს (იანვრის ტემპერატურა -140C-დან -40C-დე; ივლისის _ +100C-დან
+220C -დე),
- თბილს (იანვრის ტემპერატურა -140C-დან +4 0C-დე; ივლისის +28 0C-დან +34
0C-დე),
- ცხელს (იანვრის ტემპერატურა +40C-ზე, ხოლო ივლისის ტემპერატურა +340C-
ზე მეტი).
ძირითადი კლიმატური რაიონების გარდა არსებობს კლიმატის ადგილობრივი
სახეებიც _ ზღვის, ველის, მთის და სხვ. კერძოდ, ადგილმდებარეობის მიხედვით
განასხვავებენ:
- ზღვისპირეთის ჰავას;
- კონტინენტურს, რომელიც ვრცელდება ზღვის დონიდან არა უმეტეს 400 მ-ზე
და იყოფა მთის, ველის, ფოთლოვანი ტყეების, ტუნდრის, უდაბნოს და სხვ.
ჰავად;
- საშუალო მთის ჰავას (ზღვის დონიდან 400-2000 მ);
- მაღალი მთის ჰავას (ზღვის დონიდან 2000 მ-ზე მაღლა).
საქართველოს კლიმატი დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ გვხვდება
ყველა სახის კლიმატი, დაწყებული კავკასიონის მაღალ-მთის მარადი თოვლისა და
მყინვარების კლიმატიდან, დამთავრებული შავი ზღვის სანაპიროს ნოტიო
სუბტროპიკული და აღმოსავლეთ საქართველოს ბარის მშრალი კონტინენტური
კლიმატით.
ზღვის ჰავას, ისევე როგორც მთის ჰავას ჰაერის შედარებითი სისუფთავის გამო
ახასიათებს უხვი ულტრაიისფერი სხივოსნობა და მაღალი იონიზაცია. საერთოდ,
სამხრეთის ქვეყნებში ზღვის ჰავა ხასიათდება ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე
საშუალო ტემპერატურით. ზღვა, წყლის დიდი სითბოტევადობის გამო წარმოადგენს
მზის სითბური ენერგიის დამგროვებელ რეზერვუარს. ზღვის სიღრმეში მზის
სხივები აღწევენ 20-30 მ მანძილზე. მაგრამ ღია წყალსატევები: ზღვები, ტბები და სხვ.
სითბოს გარდა ატმოსფეროს ამარაგებენ წყლის ორთქლითაც. ამიტომ, რაც უფრო
მეტადაა დაცილებული ესა თუ ის ადგილი ზღვის ნაპირიდან, მით უფრო მშრალია
იქ ჰავა. მაგალითად უდაბნოებში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 5-10%-ს არ
აღემატება.
ტროპიკული ჰავის პირობებში ზამთარი იმ გაგებით, როგორიც ჩვენთვისაა
ცნობილი, არ არსებობს. ასეთი ჰავის პირობებში ზამთარში ხშირია ტროპიკული
წვიმების პერიოდი. ამ ჰავას ახასიათებს ჰაერის მაღალი საშუალო ტემპერატურა და
ტენიანობა. პოლარული ჰავა კი პირიქით, ხასიათდება ჰაერის მეტად დაბალი
41
საშუალო ტემპერატურით. საერთოდ, ზომიერი ჰავისგან განსხვავებით, პოლარული
და ტროპიკული ჰავის ქვეყნებში ატმოსფეროს ტემპერატურათა სხვაობა წლიურ
მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის შედარებით მცირეა. სხვაგვარად წარიმართება
აგრეთვე ტროპიკული და პოლარული ჰავის ქვეყნებში ატმოსფეროს ტემპერატურის
სადღეღამისო მაჩვენებლების ცვლილებაც. მაგალითად, თუ პოლუსთან სითბო-
სიცივის ტემპერატურათა შორის დღეღამური სხვაობა 20C-ს არ აღემატება,
ეკვატორთან _ მაგალითად საჰარის უდაბნოშო ამ ამპლიტუდამ შესაძლებელია 500C-
ს მიაღწიოს, რადგან გავარვარებული დღის შემდეგ დაეცეს 00C-ზე დაბლა.
ჰაეროვანი გარემოს ფიზიკური თვისებების ცვლას ძირითადად განსაზღვრავს
ასტრონომიული პირობების ერთობლიობა _ დღისა და ღამის ხანგრძლივობა, წლის
სეზონური მონაცვლეობა, გეოგრაფიულ განედთან დაკავშირებული მზის დგომის
მაქსიმალური სიმაღლე წლის განმავლობაში.
ადგილმდებარეობის მიუხედავად ტემპერატურის წლიური ცვლილების
წარმოდგენა ხდება მრუდის სახით, იანვრისა და თებერვლის თვეებში
ტემპერატურის დაცემითა და ივლისი-აგვისტოს თვეებში მისი მომატებით.
ტემპერატურის დღე-ღამური ამპლიტუდა მეტია ჩრდილოეთსა და ზომიერ
სარტყელში და ნაკლებია სამხრეთში.
ამინდის ცვლილებები უკავშირდება დედამიწის ზედაპირთან ჰაერის
ატმოსფერული წნევის ცვლილებებსაც, რომელიც არ ატარებს პერიოდულ ხასიათს.
Uუცვლელი ამინდის შემთხვევაში ატმოსფერული წნევის სადღეღამისო
ცვლილებები არ აღემატება 1-2 მმ. ვ.წყ.სვ.-სა.
ტროპოსფეროში ტემპერატურის გადანაწილების გამო ეკვატორთან ჰაერის
ქვედა ფენებში წარმოიქმნება დაბალი წნევის არე, ხოლო პოლუსებთან კი _ მაღალი
წნევის არე. ტროპოსფეროს ზედა შრეებში წნევის გადანაწილება საპირისპიროა.
მაღალი წნევის ჰაერის მასებს (ანტიციკლონებს) ხშირ შემთხვევაში მოაქვთ კარგი
ამინდი. ციკლონების ყოველ ახალ სერიას წინ უსწრებენ ანტიციკლონები.
ციკლონებს ზურგიდან მოყვება კოკისპირული წვიმები, რომლებიც
გამოწვეულია ჰაერის ცივი მასების შემოჭრით.
დაბალი ატმოსფერული წნევა ციკლონის შუაშია. ქარი ვრცელდება
პერიფერიიდან ცენტრისაკენ, მაგრამ დედამიწის ბრუნვის გამო გადაიხრება
სპირალურად მარჯვნივ. ციკლონის ცენტრში მოდენილი ჰაერი ადის მაღლა და
დედამიწის ზედაპირიდან 4-9 კმ სიმაღლეზე მიემართება ისევ პერიფერიისაკენ.
ციკლონური მასების გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე წარმოებს
სხვადასხვა სიჩქარით. ევროპულ ნაწილში ციკლონების გადაადგილება ძირითადად
ხდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.
წლის განმავლობაში იცვლება ატმოსფეროს ელექტრობის კომპონენტებიც.
დედამიწის ელექტრული ველის დაძაბულობა ყველაზე დაბალია ზაფხულში და
მაღალია_ზამთარში. ამასთან დაკავშირებით, თბილი და ცხელი ამინდები
გამოირჩევა ელექტრული ველის დაბალი დაძაბულობით, ხოლო ცივი_მაღალი
დაძაბულობით.
დედამიწის ზედაპირზე აღინიშნება ასევე მაგნიტური ველის ძალების
მოქმედებაც, რომლის მიმართულება თავისუფლად მბრუნავი მაგნიტური ისრის
მიმართულების თანმხვედრია.
გეომაგნიტური ველის სწრაფი ცვლილებები (მაგნიტური ქარი, მაგნიტური
ჭექა-ქუხილი, მაგნიტური ღელვა) წარმოიქმნება მზისგან წამოსული დამუხტული
ნაწილაკების გაძლიერებული ნაკადებით.
42
მაგნიტური ქარი მაქსიმალურად შეინიშნება ბუნიობის პერიოდში. იგი
განსაკუთრებით მატულობს აქტიური მზის პერიოდში. ზაფხულში ასევე იზრდება
ჭექა-ქუხილით გამოწვეული ელექტრომაგნიტური რხევების აქტიურობაც, რომელიც
ზამთარში მცირდება.
ამგვარად, "კლიმატის" ცნებაში იგულისხმება არა მხოლოდ ტემპერატურის,
ტენიანობის, ჰაერის მასების მოძრაობის და ატმოსფერული წნევის პარამეტრები,
არამედ ელექტრომაგნიტური ფაქტორების (მაგნიტური ველის დაძაბულობა, ჰაერის
ელექტროგამტარობა, ელექტრომაგნიტური რხევები, მზის გამოსხივება)
მნიშვნელობებიც.

2. სამედიცინო კლიმატოლოგია

განსაზღვრული ჰავა ხელს უწყობს განსაზღვრული დაავადებების


აღმოცენებას. მაგალითად: ლეიშმანიოზი, ამებური დიზენტერია, ტკიპისმიერი
შებრუნებითი ტიფი, ბრუცელოზი, მალარია და სხვა დაავადებების განვითარებაზე
ჰავის გავლენა მეტად საგულისხმოა. მაგრამ ზოგჯერ ჰავამ შესაძლებელია არა
მხოლოდ უარყოფითი, არამედ დადებითი როლი შეასრულოს ამა თუ იმ დაავადების
მკურნალობაში. სწორედ ამ პრინციპზეა დამყარებული ავადმყოფთათვის
კლიმატური კურორტების შერჩევის საკითხი.
დიდი ხანია, რაც შეამჩნიეს, რომ ზოგიერთი დაავადების სიმპტომების
გამოვლენა ხდება რიტმულად და დამოკიდებულია დღე-ღამის გარკვეულ
მონაკვეთზე. მაგალითად, ღამე უფრო ხშირია ტვინის სისხლძარღვთა თრომბოზების,
ინსულტების, ინფარქტების, სტენოკარდიული შეტევების, ჰიპერტონული კრიზებისა
და ბრონქიალური ასთმის შეტევების განვითარება.
თერაპევტები ხშირად Aაღნიშნავენ ისეთ დღეებს (2-3 დღე), როცა იზრდება
გულსისხლძარღვთა პათოლოგიების, ბრონქიალური ასთმის, ნაღველკენჭოვანი ან
სხვა დაავადებების მიზეზით პაციენტთა მომართვიანობა. ბავშვთა სეზონური
დაავადებების პერიოდები _ პედიატრთა დაკვირვების ობიექტია. ქირურგების
დაკვირვებით, ცვალებადი ამინდებისას ჩატარებული ოპერაციები ემბოლიისა და
ოპერაციის შემდგომი სისხლდენის განვითარების საშიშროებით გამოირჩევა.
ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კლიმატის გავლენის შესწავლა თანამედროვე
მედიკო-ბიოლოგიური კვლევების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მუშავდება
პროგნოზები პრაქტიკულად ჯანმრთელ და შრომისუნარიან ადამიანებზე
ქრონიკული დაავადებების თავიდან აცილებისა და უჩვეულო კლიმატურ-
გეოგრაფიული ფაქტორების ან ექსტრემალური პირობების თავიდან აცილების
მიზნით.
კლიმატური ფაქტორები ზემოქმედებენ ორგანიზმის სხვადასხვა
ფიზიოლოგიური სისტემების ბიოლოგიურ რიტმებზე. ამ ფაქტორების გავლენით
ვითარდება სეზონური დაავადებები, ასევე ქრონიკული დაავადებების
გართულებები. არსებობს ცნება "მეტეოტროპული დაავადებები". ამინდის უეცარ
ცვლილებებს თან მოსდევს ჯანმრთელობის გაუარესება და შრომისუნარიანობის
დაქვეითება.
მზის სხივების დაცემის კუთხეზე დამოკიდებულებით იცვლება მზის
გამოსხივების ენერგიისა და ასევე სხივების სპექტრული შემადგენლობის
მაჩვენებლებიც. სინათლისა და სიბნელის მონაცვლეობას უკავშირდება ადამიანის
ორგანიზმის ბიორითმები. ბიორითმების ამპლიტუდის სიდიდე თავის მხრივ

43
კავშირშია მეტეოროლოგიური ფაქტორების: ტემპერატურის, ჰაერის წნევის,
ტენიანობის, ქარის ძალის და სხვ. ცვლილებებთან. შესაბამისად, სინათლის
კლიმატთან ერთად, ამ ფაქტორების სეზონური ცვლა წარმოადგენს მასზე ცოცხალი
ორგანიზმის რეაგირების მნიშვნელოვან სიგნალს. მრავალრიცხოვანი კლინიკური
გამოკვლევებით დასტურდება, რომ ბიოლოგიური რიტმების მთავარი
სინქრონიზატორი ადამიანისათვის არის სინათლე; დედამიწის დღე-ღამური ბრუნვა
იწვევს ორგანიზმის ფუნქციათა ისეთ ცვლილებებს, რომელთა სიხშირე
მიახლოებულია 24 საათთან. ორგანიზმის ასეთი რიტმების სახელწოდებაა
ცირკადიანური რიტმები. მათი სიხშირე სხვადასხვაა.
ადამიანის ორგანიზმში გარკვეული სიხშირით გამოირჩევა და ხასიათდება
წამწამთა ხამხამი, პულსი, სუნთქვა, ნაწლავთა პერისტალტიკა და სხვ. ზოგიერთი
ფუნქციის პერიოდი გამოითვლება საათებში (თირკმლის ფუნქცია, სისხლში
ადრენალინის დონის ცვლა, კუჭის სეკრეცია), ზოგიერთი ფუნქციისა კი, მაგალითად
შეკუმშვათა სიხშირის პერიოდები, მინიმალურია (გულის მოქმედება, ნერვული
იმპულსის გადაცემა და სხვ.). ზოგიერთი ფიზიოლოგიური პროცესის მაქსიმუმი
მოდის დღის პირველ ნახევარზე, ზოგისა კი _ მეორეზე.
დღის ნათელ პერიოდში იზრდება ადამიანის აქტივობა, ნივთიერებათა ცვლის
პროცესები, ნაღვლის გამოყოფა. ღვიძლის გლიკოგენის მარაგის შედარებით მაღალი
დონე აღინიშნება გათენებისას, ხოლო შემდეგ დღის 3 საათისათვის, იგი
კლებულობს. ამ ფაქტს აქვს დიდი მნიშვნელობა დიაბეტით დაავადებულთა, ან კუჭ-
ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პირთათვის სამკურნალო რაციონების
შექმნისას. ციკლური მოქმედება ახასიათებს გულს, კუჭქვეშა ჯირკვალს, ძვლის
ტვინს, ლიმფურ კვანძებს. დღის განმავლობაში იცვლება ასევე ფორმიანი
ელემენტების რაოდენობა ცირკულირებად სისხლში. ჰემოგლობინის მაქსიმალური
რაოდენობა სისხლში აღინიშნება დღის 1-2 საათისათვის, ხოლო მინიმალური _ დღის
4-6 საათისათვის. დღე-ღამის განმავლობაში იცვლება კალიუმის, მაგნიუმის,
კალციუმისა და რკინის შემცველობები. ღამით სისხლში მატულობს მაგნიუმის
მარილების, ხოლო ტვინის ქსოვილში_კალიუმის მარილების რაოდენობა.
ცნობილია აგრეთვე, რომ ბავშვები უფრო ხშირად ღამე იბადებიან. ადამიანთა
სიკვდილის შემთხვევები ასევე ხშირია, სწორედ დღე-ღამის ბნელ ნაწილში.
კლინიკურად დადასტურებულია აგრეთვე ფიზიოლოგიური ფუნქციების
სეზონური ცვლილებებიც. მაგალითად, ცნობილია ულტრაიისფერი სხივების
მიმართ კანის მგრძნობელობის ციკლური ცვლილებები წლის განმავლობაში, იგი
მომატებულია ზამთარში და უფრო ნაკლებია ზაფხულში.
ზაფხულში აღინიშნება სისხლის გადმონაწილება შინაგანი ორგანოებიდან
კანის საფარველისაკენ, მისი კაპილარების სითბური გაფართოვების გამო. ამიტომაც
არტერიული წნევა ზაფხულში უფრო დაბალია, ვიდრე ზამთარში. ასევე ზაფხულში
იზრდება გულის წუთობრივი მოცულობა, ქსოვილების მიერ ჟანგბადის მეტი
რაოდენობით მოხმარება, ნაკლებად არის გამოხატული სისხლძარღვთა სხვადასხვა
რეაქცია. ზამთარში უფრო მომატებულია სისხლში ნახშირორჟანგის გადასვლა.
სეზონური ცვლილებები ასევე გავლენას ახდენენ ფარისებრი ჯირკვლის
ფუნქციაზეც. იოდის აქტივობა სისხლსა და ფარისებრ ჯირკვალში მეტია ზაფხულის
პერიოდში და ნაკლებია-გაზაფხულზე. ამავე სეზონებში შეინიშნება ასევე
თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციონალური აქტივობის მომატება.
"არასასურველი დღეების" ფართოდ გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად,
ყოველი ადამიანის სიცოცხლე მიმდინარეობს გარკვეულ ციკლებთან შესაბამისობაში:
44
ფიზიკური _ 23 დღიანი პერიოდებით, ემოციური _ 28 დღიანი პერიოდებით, ხოლო
ინტელექტუალური _ 33 დღიანი პერიოდით. ყველა ციკლში პირველი ნახევარი
დადებითია, მეორე კი _ უარყოფითი. დღეები, როდესაც ხდება დადებითი ფაზის
უარყოფითში გადასვლა, ან პირიქით _ ჯანმრთელობისთვის არასახარბიელოა. Aამ
დღეებში იზრდება ემოციური თავშეუკავებლობა, არასწორი გადაწყვეტილებების
მიღებისა და უბედური შემთხვევების რიცხვი.
მზის გამოსხივების სიხშირეთა ციკლურობაზე უკვე 2 ასწლეულია
დაკვირვებას აწარმოებენ ასტრონომიული ობსერვატორიები. მიღებულია ფასეული
მონაცემები წლის სეზონურობაზე დამოკიდებულებით მზის აქტივობის შესახებ,
მზეზე ციკლური ქრომოსფერული აფეთქებებისა და ასევე მზის გარსის ცვლილებათა
შესახებ. მზის კორპუსკულარული გამოსხივება მისი აქტიურობის ციკლის მიხედვით
შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს რამდენიმე ათეულჯერ ან ასეულჯერ.
დადგენილია კავშირები მზის ელექტრომაგნიტურ მოქმედებასა და ცოცხალი
ორგანიზმების ბიორიტმებს შორის.
მზის გამოსხივების ელექტრომაგნიტური ინტენსივობა განსაზღვრავს
ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესების აქტივობას. Mმზის აქტიურ
პერიოდებში იზრდება ეპიდემიების რიცხვი, მრავლდებიან სასოფლო –სამეურნეო
კულტურების მავნებლები. ლ. ჩიჟევსკიმ 1930 წელს მზის აქტივობისა და ქოლერის
ვიბრიონის აქტივობის მონაცემთა ანალიზით იწინასწარმეტყველა 1960-1962 წლებში
ქოლერის შესაძლო ეპიდაფეთქება, რომელსაც ნამდვილად ჰქონდა ადგილი სამხრეთ-
აღმოსავლეთ აზიაში. ამ მეცნიერის მიერ გრიპის ნაწინასწატმეტყველები 9
პანდემიიდან, რეალურად აღინიშნა 8 პანდემია, რომელთა შორის იყო 1968-1969 წწ
გრიპის პანდემია ევროპაში.
ბიოლოგების, ენტომოლოგების, ზოოლოგების არა ერთი შრომით
დადასტურდა, რომ ცხოველთა მასიური დაავადება ხასიათდება დაახლოებით 11
წლიანი პერიოდულობით და მაშასადამე იგი სინქრონულია მზის აქტივობისა. მზის
აქტივობისა და ამინდის შეცვლა ხელს უწყობს ადამიანებში ქრონიკული
დაავადებების გამწვავებას.
კლინიკური დაკვირვებებით დასტურდება მზის აქტიურ პერიოდებში
სისხლის შედედების ხანგრძლივობის ზრდის პროცესი, რაც უკავშირდება გულ-
სისხლძარღვთა პათოლოგიებისა და მათ შორის მიოკარდის ინფარქტების რიცხვის
ზრდას.
ანალოგიური კანონზომიერებები აღინიშნება ფსიქიკურად დაავადებულ
ადამიანთა მდგომარეობის შეფასებისას. Mმზის აქტივობის მომატებისას ასეთ
ავადმყოფებში მწვავდება პათოლოგიური პროცესები. მაგნიტური ქარიშხლის
არსებობისას განსაკუთრებული დათრგუნულობა აღენიშნება ალკოჰოლიზმით
დაავადებულ პირებს.
ყველა მეტეოროლოგიური ფაქტორი ხასიათდება მნიშვნელოვანი გადახრებით
როგორც სეზონის, ასევე ამინდის ცვლის შესაბამისად ცალკეულ კონკრეტულ
შემთხვევაში.
ატმოსფერული წნევა განსაკუთრებული ცვალებადობით ხასიათდება. მისი
დაკლება სადღეღამისო მნიშვნელობიდან 1-4 მბარით არ ითვლება მნიშვნელოვან
ცვლილებად, ზომიერია _ 5-8 მბარით მისი დაკლება, ხოლო 8 მბარითა და მეტით _
უკვე მკვეთრ ცვლილებებს იწვევს.
ატმოსფერული წნევის ცვლილება მჭიდრო კავშირშია ატმოსფეროს სხვა
ფიზიკური მაჩვენებლების ცვლილებებთან. თუ ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 55%-
45
ია, კლიმატოლოგები თვლიან რომ ჰაერი არის მშრალი, თუ _ 56-70%-ია მაშინ იგი
ზომიერად მშრალია, ხოლო როცა ფარდობითი ტენიანობა 85%-ია, მაშინ ის ძლიერ
ტენიანია. თუ დღეღამის განმავლობაში ატმოსფერული ნალექების რიცხვი არ
აღემატება 1 მმ-ს, ითვლება რომ ამინდი უნალექოა. ქარის ძალა განისაზღვრება
სიმპსონ-ბოფორტის შკალით.
მცირე ხნით ქარის გაძლიერება 20მ/წმ სიჩქარემდე ან მეტად, იწოდება
გრიგალად (შკვალი). ქარის მოქმედება ორგანიზმზე არაერთგვაროვანია. ზაფხულში,
ჰაერის მოძრაობის სიჩქარის ზომიერი გაზრდა ხელს უწყობს სითბოს გაცემას კანის
ზედაპირიდან და ასევე ოფლის აორთქლების გაძლიერებას. ცხელი ჰაერი აუარესებს
ადამიანის თვითშეგრძნებას, ხელს უწყობს ორგანიზმის გადახურებას,
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მეტია კანის საშუალო
ტემპერატურაზე.
ცივ ამინდში, განსაკუთრებით კი ჰაერის მაღალი ტენიანობისას, ქარი ხელს
უწყობს ორგანიზმის გადაცივებას. ამ პირობებში ხშირია სხეულის ნაწილების
მოყინვები. ავადმყოფი ადამიანები ცუდად იტანენ ძლიერ ქარს.
მშრალ და ცხელ ძლიერ ქარს (ხორშაკი) მოაქვს ცხელი ქვიშა. მტვერი აღწევს
სახლში და ამტვერიანებს ტანსაცმელს, თმას, ხვდება თვალებში, ცხვირ-ხახაში,
იწვევს უჰაერობის შეგრძნებას. ადამიანთა განწყობა მძიმდება, განსაკუთრებით
ხშირია ნერვული და გულსისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების რეციდივების
წარმოქმნა.
კლიმატური ფაქტორების ზემოქმედების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოვლენაა
სეზონური დაავადებებისა და ქრონიკული დაავადებების სეზონური გამწვავების
გამოვლენა. წლის სეზონებთან მიმართებაში ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება
გაციებითი დაავადებების (გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადებები, ფილტვის
ანთებითი დაავადებები და სხვ.) კავშირი. ამ დაავადებათა მაქსიმალური რიცხვი
მოდის შემოდგომის, ზამთრისა და ადრეული გაზაფხულის პერიოდებზე.
1 წლამდე ბავშვთა პნევმონიის ყველაზე დიდი სიხშირე
დარეგისტრირებულია იანვარსა და აპრილში, როცა ამინდის ცვალებადობა
მკვეთრია. გაცივება, ცხვირ-ხახის ტროფიკის დარღვევა თავის მხრივ ხელს უწყობს
ინფექციური დაავადებების განვითარებას. წელიწადის ცივ პერიოდებში სიკვდილის
შემთხვევები მატულობს. ფილტვების ტუბერკულოზით სიკვდილის ყველაზე დიდი
მაჩვენებელი დარეგისტრირებულია ზამთრის პერიოდში და ადრეულ გაზაფხულზე,
ხოლო გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა შემთხვევები კი _ ნოემბერ-
დეკემბერზე.
გაზაფხულზე ატმოსფერული წნევა დღის განმავლობაში შეიძლება
მერყეობდეს. ძირითადად ეს პროცესი ატარებს შემცირების ტენდენციას. შესაბამისად
ჰაერში მცირდება ჟანგბადის აბსოლუტური რაოდენობაც. გაზაფხულზე ჰაერის
მასების ხშირი ცვლილების გამო იზრდება ატმოსფეროს მეტეოპათიური ეფექტების
დღეების რიცხვი. ასეთ შემთხვევებში ხშირია ქრონიკული იშემიური დაავადებების
გამწვავებები, ჰიპოტენზიური ტიპის ვეგეტოდისტონიებისა და ბრონქიალური
ასთმის დაავადებათა რიცხვი. გაზაფხულზე, არასასურველი ამინდის პირობებთან
ადამიანის ორგანიზმის ადაპტაციის პროცესს ხელს უშლის საკვებში ვიტამინების
ნაკლებობა და, შესაბამისად, ორგანიზმში განვითარებული ჰიპოვიტამინოზური
მდგომარეობა, ასევე ულტრაიისფერი სხივების ნაკლებობა.
ამინდთან დაკავშირებულ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებს მრავალი
წელი უკავშირებდნენ ატმოსფერული წნევის მერყეობას. მაგრამ ბოლო წლების
46
გამოკვლევების თანახმად, ამინდთან დაკავშირებული ატმოსფერული წნევის
ცვლილებები არ ახდენენ ორგანიზმზე საგრძნობ გავლენას, ვინაიდან ეს
ცვლილებები მცირეა და დაახლოებით იგი ტოლფასია წნევათა იმ სხვაობისა,
რომელსაც ადგილი აქვს ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე გადაადგილებისას.
კლიმატურ კამერებში ჩატარებული დაკვირვებები მიუთითებენ წნევასთან
დაკავშირებულ რეგულატორული დარღვევების ნიშნებზე (პულსის შენელება,
წუთობრივი მოცულობისა და ფილტვის სასიცოცხლო ტევადობის გაზრდა) იმ
შემთხვევაში, როდესაც წნევის ცვლილება შეესაბამება 3000 მ სიმაღლეზე
ატმოსფერული ჰაერის წნევის მნიშვნელობას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამინდთან
დაკავშირებული ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში აიხსნება სხვადასხვა
ფაქტორთა კომპლექსით, რომლებშიც მოიაზრება არა მხოლოდ ჩვეულებრივი
მეტეოროლოგიური ფაქტორები (ტემპერატურა, ტენიანობა, ჰაერის მოძრაობა,
ატმოსფერული წნევა), არამედ ელექტრომეტეოროლოგიური ფაქტორებიც
(დედამიწის მაგნიტური ველი, ჰაერის ელექტროგამტარობა და სხვ.).
კლიმატოლოგიის ისტორიაში დაფიქსირებულია დღეები, როდესაც ამინდის
მკვეთრი ცვლილებების გამო ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დაავადებების
განვითარებას. მაგალითად, პეტერბურგში 1780 წლის იანვარში ადგილი ჰქონდა
ამინდის ისეთ ძლირ ცვლილებას, როდესაც ტემპერატურამ აიწია - 440C-დან +60C -
დე, ტაშკენტში 1954 წლის 18 ნოემბერს თბილი მზიანი ამინდი +15 ტემპერატურით
შეიცვალა ქარიანი ამინდით, რომლის დროს ჰაერის ტემპერატურა დაეცა _21
ტემპერატურამდე. ამინდის ასეთი კატასტროფული ცვლილების შედეგად აღინიშნა
გაცივებითი დაავადებების სიხშირის მკვეთრი ზრდა. ასევე, გულ-სისხლძარღვთა და
სასუნთქი სისტემის პათოლოგიების გამწვავებები. ამინდის შეცვლასთან
დაკავშირებულმა ორგანიზმის არასასურველმა რეაქციებმა მიიღო სახელწოდება _
მეტეოპათია.
აღნიშნული რეაქციების წარმოქმნისათვის აუცილებელია ორგანიზმის
გარკვეული განწყობა, მეტეოლაბილურობა, რაც თავის მხრივ კავშირშია ორგანიზმის
ფიზიოლოგიურ სისტემებთან. იმ დაავადებებისას, რომელთა დროს მცირდება
ორგანიზმის შეგუებითი მექანიზმები, მეტეოპათიური რეაქციები უფრო ხშირად
გამოვლინდება და უფრო ძლიერად გამოიხატება ავადმყოფებში, ვიდრე
ჯანმრთელებში.
შედარებით შესამჩნევია მეტეოპათიური რეაქციები განსაკუთრებით
ექსტრემალური პირობების ახალ კლიმატურ რაიონებში გადასვლის შემთხვევებში.
ერთსა და იმავე კლიმატურ ზონაში მეტეოპათიური რეაქციები შესაძლებელია
უკავშირდებოდეს მეტეოროლოგიური ფაქტორების სეზონურ ცვლილებებს.
ზომიერ სარტყელში აღინიშნება ისეთი ინფექციური დაავადებების სეზონური
მატება, როგორიცაა მწვავე რესპირატორული დაავადებები, გრიპი, პნევმონია,
ქუნთრუშა, დიზენტერია. შემოდგომიდან ზამთარზე გადასვლის პერიოდში
აღინიშნება სიკვდილიანობის ზრდა მიოკარდის ინფარქტით, ტვინის ინსულტით და
სხვ. გარდამავალ სეზონებს (გაზაფხული, შემოდგომა) თან ახლავს კუჭის წყლულის,
ჰიპერტონული და იშემიური დაავადებების გამწვავება. და ბოლოს, მეტეოპათიური
რეაქციები შეიძლება იყოს განპირობებული ნებისმიერ კლიმატურ ზონაში არსებული
ამინდის ცვლილებებით, რადგან თვით ყველაზე სასურველ კლიმატშიც კი
შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ამინდის არასასურველ ცვლილებებს.
დადგენილია კავშირი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულებებსა და
ამინდის ცვლილებებს შორს. ასეთ ავადმყოფებს მეტეოპათიური რეაქციები
47
მკვეთრად უძლიერდებათ დაბალი ატმოსფერული წნევის დღეებში (92% 13-16%-ის
წინააღმდეგ ნორმალური და მაღალი წნევისას).
ჰიპერტონული კრიზები ხშირია მაღალი ატმოსფერული წნევის დღეებში,
რომელსაც თან სდევს ტემპერატურის სწრაფი დაცემა და მაღალი ტენიანობა. ასეთ
დროს ვითარდება რეაქციის ე.წ. სპასტიკური ტიპი საერთო აღგზნებულობით, ძილის
მოშლით, ტკივილით გულის არეში.
ჰიპოტონიური და გულის იშემიური დაავადებების მქონე ადამიანებისათვის
არასასურველად ითვლება ატმოსფერული წნევის დაქვეითება თბილი და ტენიანი
ჰაერის პირობებში. ფაქტორთა ასეთი კომპლექსისას მცირდება ატმოსფერულ ჰაერში
ჟანგბადის წნევა, რაც ხელს უწყობს ჰიპოქსიის განვითარებას საერთო სისუსტითა და
ძილიანობით. აღინიშნება იშემიური ტკივილები, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.
ზოგადი მდგომარეობის გაუარესება ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურისა და
წნევის შემცირების დროს აღენიშნება სახსრების ანთებითი დაავადებების მქონე
პირებს. ბრონქიალური ასთმით დაავადებულთათვის შედარებით არასასურველია
ისეთი დღეების არსებობა, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იცვლება, ძლიერდება
ქარი და ნალექები. ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის მეტეოპათიური
რეაქციები შეინიშნება თებერვალ-მარტისა და სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდებში.
დაავადებებისა და მათი გამწვავებების რიცხვის ზრდა უკავშირდება ამინდის
მკვეთრ ცვლილებებს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სინოპტიკური საზღვრების
გადაკვეთას. სინოპტიკური საზღვარი წარმოადგენს ორი სხვადასხვა წარმოშობის
ჰაერის მასებს შორის არსებულ გამყოფ სიბრტყეს. ასეთი საზღვრის გავლისას
მკვეთრად იცვლება ყველა მეტეოროლოგიური ფაქტორი (წნევა, ტემპერატურა,
ტენიანობა, ქარის სიჩქარე, იონიზაცია, ჰაერის ელექტროგამტარობა, ბუნებრივი
რადიოაქტივობა) ერთად.
სინოპტიკური საზღვრის გავლისას ელექტრომაგნიტური ფაქტორების
ცვლილება მიმდინარეობს სტადიებად. პირველ რიგში იცვლება მხოლოდ
ატმოსფეროს ელექტროობის კომპონენტები _ დედამიწის ელექტრული დაძაბულობა,
ჰაერის ელექტროგამტარობა და ელექტრომაგნიტური იმპულსების ინტენსივობა. ამ
პერიოდში სხვა მეტეოროლოგიური ფაქტორები, როგორიცაა წნევა, ჰაერის
ტემპერატურა, ტენიანობა, ქარის სიჩქარე არ გამოდის დღეღამური რხევის
ფარგლებიდან.
მეორე სტადია, რომელიც მოიცავს 1-6 საათს, ხასიათდება ზემოთ აღნიშნული
მეტეოროლოგიური ფაქტორებისა და ატმოსფერული ელექტრობის მკვეთრი
ნახტომისებური ცვლილებით.
სინოპტიკური საზღვრის გავლის მესამე პერიოდი მოიცავს 1 დღეს. ამ დროს
ხდება ყველა ელექტრომეტეოროლოგიური ფაქტორის დონის აღდგენა.
სინოპტიკური საზღვრის (ფრონტის) წარმოქმნამდე, მისი გავლისას და მის
შემდეგაც ადგილი აქვს სხვადასხვა პათოლოგიური რეაქციების გამოვლენასა და
ქრონიკული დაავადებების გამწვავებას. კლინიკური დაკვირვებების თანახმად,
ასეთი ცვლილებების ყველაზე დიდი პროცენტი აღინიშნება სინოპტიკური
საზღვრის გადაკვეთამდე 1-2 დღით ადრე, ანუ ატმოსფერული ელექტროობის
კომპონენტების ყველაზე მკვეთრი ცვლილების პერიოდში. ამ სტადიაზე
გამწვავებები აღენიშნება ჰიპერტონული დაავადებების მქონეთა 70%-ს,
სტენოკარდიული დაავადებებით დაავადებულთა 80%-ს, ეგზემითა და
ტუბერკულოზით დაავადებულთა 70%-ს.

48
დადგენილია ასევე ურთიერთკავშირი ამინდზე ორგანიზმის რეაქციასა და
უმაღლესი ნერვული მოქმედების ტიპს შორის. ძლიერი და გაწონასწორებული ტიპის
უმაღლესი ნერვული მოქმედების მქონე პირების რეაგირება ფრონტის გავლისას
მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებებით შემოიფარგლება. სუსტი და
გაუწონასწორებელი უმაღლესი ნერვული სისტემის მოქმედების მქონე პირებს კი
გამოუვლინდება მდგომარეობის გაუარესების ობიექტური ნიშნები – არტერიული
წნევის მომატება, პერიფერიული არტერიების ტონუსის ცვლილება, ოპტიკური
ქრონაქსიის გახანგრძლივება, ელექტროკარდიოგრამის შეცვლა. ამასთან ერთად
გამოვლინდება ცვლილებები ბიოქიმიურ ანალიზებში _ სისხლში ნატრიუმის,
ქოლესტერინისა და პროთრომბინის რაოდენობის გაზრდა, სისხლის ზოგიერთი
ფერმენტის აქტივობის დაქვეითება, მაგალითად კატალაზის, პეროქსიდაზის და სხვ.
მეტეოტროპული რეაქციების მექანიზმს ზოგიერთი ავტორი ხსნის
ელექტრომაგნიტური იმპულსების მოქმედებით, რომელიც წინ უსწრებს
მეტეოროლოგიურ ფაქტორებს და შემდგომ ამ ფაქტორებისა (განსაკუთრებით
დაბალი ტემპერატურის პირობებში) და ელექტრომაგნიტური იმპულსების
ორგანიზმზე მოქმედებით იცვლება ცენტრალური ნერვული სისტემის
ფუნქციონალური მდგომარეობა, სისხლძარღვთა ტონუსი და ნივთიერებათა ცვლის
პროცესები, რასაც მივყავართ პათოლოგიური პროცესების გამწვავებამდე და
მდგომარეობის სუბიექტურ გაუარესებამდე.
ამგვარად, მეტეოპათიური რეაქციების განვითარების მიზეზები მეტად
მრავალფეროვანია (ამინდის უეცარი ცვლილებები, სინოპტიკური საზღვრის გავლა,
ციკლონები და ანტიციკლონები, გეომაგნიტური ცვლილებები: მაგნიტური გრიგალი,
მზის აქტივობის გაზრდა, ელექტრომეტეოროლოგიური პირობების შეცვლა). ყველა
ზემოთ აღნიშნული ფაქტორი ხელს უწყობს მეტეოლაბილურ პირებში
პათოლოგიური პროცესების განვითარებას. ეს კავშირი აუცილებელია
გათვალისწინებულ იქნეს ყოველდღიური საქმიანობისას ქრონიკულ ავადმყოფებში
მეტეოპათიური რეაქციების პროფილაქტიკისათვის.
სხვადასხვა ქრონიკული დაავადებებისას რეციდივების საწინააღმდეგო
მკურნალობა უნდა წარიმართოს სეზონური გამწვავებების გათვალისწინებით.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კლიმატოთერაპია წარმოადგენს უამრავი
ქრონიკული დაავადების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამკურნალო მეთოდს.
კლიმატური ფაქტორების სამკურნალი მიზნით გამოყენება ჯერ კიდევ შორეულ
წარსულში წარმოებდა. ჰიპოკრატე წერდა "დაავადებები სხვადასხვა ქვეყნებსა თუ
სხვადასხვა პირობებში სხვადასხვაგავარად წარიმართება. მშრალი პერიოდი უფრო
ჯანმრთელი და ნაკლებ საშიშია, ვიდრე წვიმებისა. არის ისეთი დაავადებები,
რომლებიც გარკვეულ პერიოდში უფრო ხშირად გვხვდებიან და მწვავდებიან".
სამედიცინო კლიმატოლოგია ჩამოყალიბდა მედიცინის ცალკე დარგად.
დაავადებების აღმოსაფხვრელად და ქრონიკული დააავადებების გართულებების
თავიდან ასაცილებლად იგი შეისწავლის და შეიმუშავებს არა მხოლოდ სამკურნალო,
არამედ _ პროფილაქტიკურ ღონისძიებებსაც.
კლიმატური პირობები პირობითად იყოფა დამზოგველ და გამაღიზიანებელ
პირობებად (ცხრ.3). მაგალითად ცივი და წვიმიანი ამინდი ცუდად გადაიტანება
ადამიანის მიერ და ამიტომ იქ სადაც მათი სიჭარბეა კლიმატიც გამაღიზიანებელია.
დამზოგველი პირობების გარდა, სამკურნალო პროცესში მნიშვნელობა ენიჭება
ამინდის გამაჯანსაღებელ მოქმედებასაც. მთის კლიმატი, ზოგჯერ კი ჩრდილოეთის

49
ზღვების სანაპიროთა ცივი ამინდი, ციმბირის კონტინენტური კლიმატი გამოიყენება
სხვადასხვა ნერვული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის მშრალი ყინულოვანი ამინდებიც კი
მზის სხივების სიუხვისას შესაძლებელია რეკომენდებულ იქნეს
კლიმატოთერაპიისათვის. მოღრუბლული, წვიმიანი ამინდი, განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც მისი ხანგრძლივობა ნიშვნელოვნია _ კლიმატოთერაპიისათვის
არასასურველია.
ცხრ. 3. ამინდის კლიმატური ტიპები
სადღეღამისო რხევები ჰაერის
ამინდის ტიპი მოძრაობის
ტემპერატურა 0C ატმოსფერული
წნევა _ მმ.ვ.წყ.სვ სიჩქარე, მ/წმ

ოპტიმალური არა უმეტეს 2 არა უმეტეს 3 არა უმეტეს 3

გამაღიზიანებელი არა უმეტეს 4 არა უმეტეს 6 არა უმეტეს 9

მწვავე 4-ზე მეტი 6-ზე მეტი 9-ზე მეტი

ასეთი ამინდები არც თუ ისე იშვიათია ევროპის ნაწილის ტყის ზონის კურორტებზე
ზაფხულობით. ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს ჭექა-ქუხილი, როცა
მკვეთრად იცვლება ატმოსფეროს ელექტრული აქტივობა. ეს იწვევს ავადმყოფებში
თვითშეგრძნების გაუარესებასა და ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.
კლიმატოთერაპიის ეფექტურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ამინდის ტიპზე,
არამედ სეზონის, თვის, დღის განმავლობაში მის ცვალებადობაზეც, ანუ მის
კონტრასტულობაზე. მაგალითად, სამხრეთში ჰაერის ტემპერატურა _ -100C –ზე
დაბლა, ზამთარშიც კი აღიქმება როგორც ძალიან ცივი, რადგან ზამთარში ამ
რეგიონების ტემპერატურა ხშირად დადებითია და სწორედ მასთან არის
მისადაგებული შენობების ტიპი, ტანსაცმელი, ყოფაცხოვრება და მეურნეობის
წარმართვა. ამ პირობებში ხშირია ქრონიკული დაავადებების გამწვავებები,
განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებით
დაავადებულთა შორის. თუმცა რუსეთის ისეთი ცივ ქალაქში, როგორიცაა
ნოვოსიბირსკი, ზამთრის პერიოდში -100C ჰაერის ტემპერატურა ითვლება
უჩვეულოდ თბილად, რადგან აქ მცხოვრები ადამიანები შეჩვეულები არიან
გაცილებით მკაცრ, ხანგრძლივ ზამთარს. ასევე არაერთგვაროვნად რეაგირებენ
ადამიანები ზაფხულის პერიოდში ჰაერის +300C ტემპერატურაზე და ა.შ.
ამდენად ბუნებრივი კლიმატური ფაქტორები მეტად აქტიურად გამოიყენება
გაკაჟებისა თუ ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

50
3. ადამიანის აკლიმატიზაციის ჰიგიენური პრობლემები
შორეული ჩრდილოეთის, უდაბნოსა და ნახევარუდაბნოების რეგიონთა
სამრეწველო-ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ზოგიერთი მედიკო-
ბიოლოგიური და ჰიგიენური პრობლემის გადაწყვეტის გარეშე, რომელთა შორის
ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის აკლიმატიზაციას და მისი შედარებით
იოლად წარმართვისათვის რიგი ღონისძიებების შემუშავებას. ექსტრემალური
ბუნებრივი კლიმატური პირობების მქონე რაიონების სამრეწველო ათვისება
მნიშვნელოვნად უკავშირდება ჩასული მოსახლეობის დამკვიდრებას.
აკლიმატიზაციას განიხილავენ როგორც ცხოვრების ახალ კლიმატურ
პირობებთან ბიოლოგიური ობიექტების შეგუების პროცესს. დედამიწაზე ცხოვრების
პირობების შეცვლას, ტყის გაჩეხვას, მდინარეების დაშრობას, წყალსაცავების
მოწყობას მივყავართ ერთი სახეობის მცენარეების, ცხოველების, ბიოცენოზების
განადგურებამდე და სიცოცხლის სხვა ფორმებისა და სახეობების განვითარებამდე.
ცხოველებისა და მცენარეების აკლიმატიზაციის პროცესში წარმოდგენილია ორი
სისტემა _ ბიოლოგიური ობიექტებისა და ახალი გარემოს ურთიერთკავშირის სახით.
ადამიანის აკლიმატიზაციისას მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ უჩვეულო
კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებს, არამედ ცხოვრების პირობებსაც, ანუ
ფაქტორებს, რომელთა მეშვეობით ადამიანი ამცირებს მისთვის უჩვეულო პირობების
მავნე გავლენას. მაგალითად, კომფორტული საცხოვრებელი და ტანსაცმელი
მოცემული კლიმატის გათვალისწინებით, შრომისა და დასვენების რაციონალური
რეჟიმი, სრულფასოვანი კვება, მატერიალური უზრუნველყოფის მაღალი დონე,
კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ქმნიან ადამიანის უჩვეულო კლიმატურ
პირობებთან შეგუების საფუძველს.
ამასთან დაკავშირებით, ადამიანის აკლიმატიზაციას აქვს სოციალური
ხასიათიც: იმდენად, რამდენადაც ადამიანზე გეოგრაფიული გარემო მოქმედებს არა
უშუალოდ, არამედ მისი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე. ცხოვრების
პირობები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ადამიანის ორგანიზმზე და მის
ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების გარდაქმნაში. შორეულ ჩრდილოეთსა და
სამხრეთ რაიონებში გადასხლებული მოსახლეობის აკლიმატიზაციის პროცესებზე
მრავალწლიანმა დაკვირვებებმა უჩვენეს, რომ ადამიანის აკლიმატიზაციისას
პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება არა იმდენად მკაცრ კლიმატურ-
გეოგერაფიულ პირობებს, რამდენადაც ცხოვრებისა და შრომის სასურველ პირობებს.
აკლიმატიზაციის პრობლემების მოგვარებისას, რომელთაც აქვთ თავიანთი
სამართლებრივი, სოციალური და ეკონოკიკური ასპექტებიც, პირველხარისხოვანი
მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენურ და სამედიცინო საკითხებს.
აკლიმატიზაციის პროცესი წარმოადგენს ახალ კლიმატურ პირობებთან
ადაპტაციის ხანგრძლივ პერიოდს, რომლის დროსაც წარმოიქმნება ახალი
დინამიური სტერეოტიპი, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემის მეშვეობით
ყალიბდება და დგინდება დროებითი და მუდმივი რეფლექტორული კავშირები
გარემოსთან.
ადაპტაცია წარმოადგენს ორგანიზმის ჰომეოსტატიკური სისტემების
ფუნქციონალური მდგომარეობის განმტკიცების პროცესს, რომელიც უზრუნველყოფს
მის შენარჩუნებას, განვითარებას, ქმედითუნარიანობას, გარემოს არაადექვატურ
პირობებში სიცოცხლის მაქსიმალურ გახანგრძლივებას. გარემოს არაადექვატურ
პირობებში ორგანიზმის ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელია

51
სასიცოცხლო ფუნქციების მახასიათებელთა ოპტიმალური შენარჩუნება, რაც
შესაძლებელია ფიზიოლოგიური რეაქციების ადაპტაციური მექანიზმების
დამატებითი ჩართვით.
"ყოველი ცხოველური ორგანიზმი წარმოადგენს რთულ განკერძოებულ
სისტემას, რომლის შინაგანი ძალები, სანამ ისინი არსებობენ როგორც ასეთი, ყოველ
მომენტში წონასწორდებიან გარემოს გარეგანი ძალებით" (ი. პ. პავლოვი).
აკლიმატიზაცია მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ კლიმატური ფაქტორები არ
უქმნიან ორგანიზმს ისეთ დიდ მოთხოვნებს, რომელიც სცილდება მათი
ფუნქციონალური შესაძლებლობებისა და კომპენსატორული მექანიზმების ზღვარს.
აკლიმატიზაცია, როგორც ფიზიოლოგიური მოვლენა, არის ორგანიზმის უნარი
დაამყაროს გარემოს ახალ კლიმატურ –გეოგრაფიულ პირობებთან მისთვის
ხელსაყრელი ურთიერთობა. თუ ეს მოთხოვნები აღემატება ორგანიზმის
შესაძლებლობებს ვითარდება დეკომპენსაციური მდგომარეობა გამოხატული
პათოლოგიურ პროცესებში.
შედარებით მკაცრი მოთხოვნები წაეყენება ადამიანის ორგანიზმს მაღალი
განედების ცივ კლიმატურ პირობებში. ჩრდილოეთის განედის 600-ზე ზევით
არსებულ ტერიტორიას ჟენევის 1964 წლის კონფერენციის რეკომენდაციებით
მიღებულია ეწოდოს "მაღალი განედი", თუმცა ხშირად მას სხვა სახელწოდებებითაც
მოიხსენიებენ _ "უკიდურესი ჩრდილოეთი", "არქტიკა", "იმიერპოლარეთი". ამ
სარტყელს თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით ანალოგი არა აქვს. გარემოს
სხვადასხვა ექსტრემალური ფაქტორების შერწყმა განსაზღვრავს სწორედ მის
სპეციფიკურობასა და განუმეორებლობას.
უკიდურეს ჩრდილოეთში გადასახლების შემთხვევაში ცხოვრების პირველ
კვირებში აღინიშნება უძილობა, მომატებული დაღლილობა, შრომის უნარის
დაქვეითება, სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილები, ვეგეტოსისხლძარღვოვანი
მოშლილობები "პოლარული ქოშინით", რაც უკავშირდება დინამიური სტერეოტიპის
გარდაქმნასა და გარემოსთან ორგანიზმის დროებითი კავშირების ფორმირებას.
ამ რაიონებისათვის დამახასიათებელია ჰაერის დაბალი ტემპერატურა,
მაღალი ფარდობითი ტენიანობა, ქარი _ რომელსაც ხშირად გრიგალის სიჩქარე
გააჩნია, ხანგრძლივი პოლარული ღამე მაგნიტური ქარბუქითა და პოლარული
ნათებით. ხანმოკლე პოლარული გაზაფხული, ადრეული და ხანგრძლივი ზამთარი,
უკიდეგანო თოვლის სივრცე ქმნიან ერთგვაროვან და მკაცრ სურათს.
მაღალ განედებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მზის აქტივობის
შეცვლას, რომელიც პირველ რიგში გამოიხატება მაგნიტური ველის შეცვლაში. იგი
პოლარულ რაიონებში მაღალია, ვინაიდან დედამიწის მაგნიტური ველის
დაძაბულობა მნიშვნელოვნად იზრდება გეოგრაფიული განედის ზრდასთან ერთად.
ამ რეგიონში იგი არასტაბილურიცაა. გარდა ამისა, ხშირი და არაპერიოდული
მაგნიტური დაძაბულობები ვლინდება მაგნიტური ქარიშხლების სახით, რომელთა
დროს მაგნიტური ველის დაძაბულობა შეიძლება აღწევდეს დიდ მნიშვნელობებს და
გრძელდებოდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე.
შეცვლილია ასევე მზის სხივების სპექტრი, კერძოდ მასში ულტრაიისფერი
სხივები ნაკლებადაა წარმოდგენილი. ეს ფაქტი განპირობებულია ჰორიზონტისადმი
მზის მაღლა დგომითა და ღრუბლიანობით. ატმოსფეროს ქვედა იარუსის ღრუბლები
ნათელი ცის ულტრაიისფერ გამოსხივებასთან შედარებით, პირდაპირ
ულტრაიისფერ სხივებს ამცირებენ 100%-ით, ხოლო გაბნეულს 55%-ით.
ჰორიზონტისადმი მზის 250-ზე ნაკლებ სიმაღლეზე დგომისას ულტრაიისფერი
52
სხივების ზოგადბიოლოგიური მოქმედების ტალღები (304-295 მკმ ტალღის სიგრძით)
ვერ აღწევენ დედამიწის ზედაპირამდე. დგება "ულტრაიისფერი შიმშილის"
პერიოდი.
გეოგრაფიული განედიდან გამომდინარე ეს პერიოდი გრძელდება 2 თვიდან 6
თვემდე. პოლარული დღისა და ღამის ხანგრძლივობა სხვადასხვა ზონაში
სხვადასხვაა. მაგალითად, 660 განედზე თეთრი ღამეები გრძელდება 12 მაისიდან 13
აგვისტომდე, პოლარული დღეების რიცხვია _ 17; 700 განედზე პოლარული დღეების
რიცხვი 71-ია, ხოლო პოლარული ღამეების პერიოდი 53 დღეს მოიცავს; 780 განედზე
პოლარული დღეების რიცხვი 127-ია, ხოლო ღამეებისა _ 111, რომელთა შორის
პოლარული ღამეები ბინდის გარეშე 77-ია.
უკიდურეს ჩრდილოეთში ატმოსფეროს არამდგრადი მდგომარეობა
უკავშირდება ატლანტიკუტი და არქტიკული მიმართულების სხვადასხვა
წარმოშობის ჰაერის მასების ურთიერთქმედებას. ამ ოლქებში ადგილი აქვს
ატმოსფერული წნევის მკვეთრ ცვლილებებს, ძლიერ ქარს, რომელიც ხშირად
გრიგალში გადადის. ასეთი დღეების რაოდენობა წელიწადში 100-122-ია.
უკიდურეს ჩრდილოეთზე მოდის ნალექების დიდი რაოდენობაც (200-500 მმ
წელიწადში). გაყინული გრუნტი წყალს ვერ ატარებს, რაც ზრდის ნიადაგის
დაჭაობებას. ჰაერის დაბალი ტემპერატურა ქმნის აბსოლუტური ტენიანობის
შემცირებისთვის ხელსაყრელ პირობებს, მაგრამ ფარდობითი ტენიანობა მაღალია და
წლის სეზონების მიხედვით იგი მერყეობს 65%-დან 95%-დე.
არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ჰაერში ჟანგბადის სიმკვრივის შემცირებას.
ცნობილია, რომ მეტეოროლოგიური პირობების შეცვლისას იცვლება არა იმდენად
ჟანგბადის პროცენტული შემცველობა, რამდენადაც მისი სიმკვრივე. ეს სიდიდე
დამოკიდებულია ტემპერატურის, ტენიანობისა და ატმოსფერული წნევის
სიდიდეებზე და იგი იცვლება წნევის პირდაპირპროპორციულად, ხოლო
ტემპერატურისა და ტენიანობის უკუპროპორციულად. ჩრდილოეთში
მაცხოვრებლებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჟანგბადის სიმკვრივე დახურულ
სათავსებში ატმოსფერულ ჰაერთან შედარებით ზამთრის პერიოდში 10-15%-ით,
ხოლო ზაფხულობით 1-5%-ით ნაკლებია. ანტიციკლონების შემოჭრისას, რომელიც
მაღალი ატმოსფერული წნევით ხასიათდება, ჟანგბადის სიმკვრივე იზრდება.
უკიდურესი ჩრდილოეთის გარემოს თავისებურებებიდან უნდა აღინიშნოს
ასევე: მცირედ მინერალიზებული წყლები, ადგილობრივ საკვებ პროდუქტებში
მაკრო- და მიკროელემენტების განსაკუთრებული შეხამება, პროდუქტებში
მინერალურ ნივთიერებათა რაოდენობის შემცირება.
სიცივე არის ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც ამ რეგიონში ადამიანის
ორგანიზმზე მოქმედებს. როგორც ცნობილია, ორგანიზმში სითბოს პროდუქციას
უზრუნველყოფს ძირითადი ცვლა. ჩრდილოეთის მკვიდრ ან დიდხანს მცხოვრებ
მოსახლეობას ძირითადი ცვლის მაჩვენებელი გაზრდილი აქვს 13-30%-ით,
განსაკუთრებით გაზრდილია ენერგოხარჯვის მაჩვენებელი ფიზიკური სამუშაოს
შესრულებისას (ზომიერ კლიმატურ პირობებში მცხოვრებ ადამიანთა იგივე
მაჩვენებელს ზოგჯერ აღემატება 2-ჯერ).
სიცივეზე ორგანიზმის რეაქციისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფიზიკურ
თერმორეგულაციას. როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენა, კანის საშუალო ტემპერატურა
იმ ადამიანებში, რომლებიც 3 თვე იცხოვრებენ ამ პირობებში, უკვე მესამე თვეზე
უმცირდება 32,3-დან 29,90C-დე. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩრდილოეთში მცხოვრებ
ადამიანთა კანის ლოკალურ რეაქციას სიცივეზე. ესკიმოს მეთევზეებში, რომეთა
53
ხელები ცივი წყლის მოქმედებას ექვემდებარება, ხელების კანის რეაქცია სიცივეზე
შემცირებულია. მათი ხელების კანის ტემპერატურა და სისხლის მიმოქცევა სწრაფად
ნორმალიზდება სიცივის მოქმედების მოხსნის შემდეგ. სიცივის სუბიექტური
შეგრძნების შემცირება უკავშირდება სიცივის აღმქმელი რეცეპტორების რაოდენობის
შემცირებას.
ჩრდილოეთში საცხოვრებლად წასვლისას ირღვევა ორგანიზმის ვიტამინური
სტატუსი. აღინიშნება წყალში ხსნადი ვიტამინების დეფიციტი, სისხლში მცირდება
C, B1, B2, B6, PP ვიტამინების შემცველობა. ნახშირწყლების ცვლის მოშლას
მივყავართ სისხლში პიროყურძნისმჟავისა და რძემჟავის გაზრდამდე. ცხიმოვანი
ცვლის მოშლას თან სდევს ჰიპერქოლესტერინემია, განსაკუთრებით ჩრდილოეთში
საცხოვრებლად გადასვლიდან პირველ 6 თვეს.
სიცივის ხანგრძლივი მოქმედების დროს ადამიანის მოთხოვნილება ცხიმოვან
საკვებზე იზრდება, რაზეც მიუთითებს კიდეც ჩრდილოელ აბორიგენთა
ტრადიციული კვების რაციონების შესწავლა. მათი საკვები დიდი რაოდენობის ცხიმს
შეიცავს. ჩრდილოეთში ჩასული მოსახლეობაც ცხიმს დიდ უპირატესობას აძლევს,
მიუხედავად იმისა იყენებდნენ თუ არა ისინი მას ადრე.
უკიდურესი ჩრდილოეთის მძიმე კლიმატური პირობები მნიშვნელოვნად
მოქმედებს იქ ჩასული პირების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. პოლარული
გამოზამთრების პირობებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირგვლივ ადამიანთა
რაოდენობა მცირეა, ადგილი აქვს სენსორულ უკმარისობას, ჰიპოკინეზიას,
კლიმატური და სოციალური გამაღიზიანებლების მონოტონურობას. ავტორთა
ცნობით, უკიდურესი ჩრდილოეთის პირობებთან ფსიქოლოგიური ადაპტაცია
მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ადამიანთა სოციალურ განწყობაზე და ბევრად
უფრო გაადვილებულია იმ პირებში, რომელთაც აქვთ გამოხატული სოციალური
მოტივაცია (ახალი დანადგარების, კვლევის მეთოდების გამოცდა და სხვ.).
ახალჩასულები უფრო ხშირად მშფოთვარე მდგომარეობაში იმყოფებიან _
დაწყებული ფსიქოლოგიური დისკომფორტიდან დამთავრებული ნევროზულ
აფეთქებამდე. ფსიქო-ემოციონალური დაძაბულობის ასეთი სინდრომი
განპირობებულია რიგი ფიზიოლოგიური გადახრებით (უძილობა, დეპრესია, თავის
ტკივილი და სხვ.). ასეთი მდგომარეობის აღსანიშნავად შემოთავაზებული იყო
ტერმინი "დეზადაპტაციური ნევროზი".
დედამიწის პოლარული და მიმდებარე რაიონების მოსახლეობას აქვს
კარდიოლოგიური ხასიათის ჩივილები (ქოშინი, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი
გულის არეში). ასეთი სახის ჩივილების უმრავლესობა აღინიშნება ჩრდილოეთში
ცხოვრების პირველ თვეებში, განსაკუთრებით კი პოლარული ღამის პერიოდში
მეტეოროლოგიურად არასასურველ დღეებში.
ზოგიერთი ავტორი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთის მოსახლეობაში აღინიშნება
არტერიული ჰიპერტენზიის უფრო მაღალი პროცენტი ზომიერი სარტყლის
მოსახლეობასთან შედარებით. ჰიპერტონული დაავადება განსაკუთრებული
სირთულით მიმდინარეობს უკვე განვითარებული ჰიპერტენზიით საცხოვრებლად
ჩამოსულ პირებში. მაგალითად მურმანსკის პროზექტურების მონაცემებით, გულ-
სისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალებულთა პროცენტი უფრო მაღალია
ჩრდილოეთის მოსახლეობაში, ვიდრე ზომიერი სარტყლის მოსახლეობაში.
უკიდურესი ჩრდილოეთის ახალმოსახლეთა ყველაზე ხშირი ჩივილია _
სუნთქვის თავისებური გაძნელება, რომელიც ლიტერატურაში ცნობილია, როგორც
"პოლარული ქოშინი". ეს ქოშინი მეცნიერთა აზრით ჟანგბადის რეჟიმზე
54
პასუხისმგებელი ფუნქციონალური სისტემების შემგუებლობით-კომპენსატორული
რეაქციაა. ამასთან, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა და სარეზერვო მოცულობა,
ასევე სისხლში ჟანგბადის რაოდენობა სარწმუნოდ მცირდება. შესაბამისად, შინაგანი
სუნთქვის ფუნქციაც ვერ აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნებს ჟანგბადზე.
"პოლარული ქოშინის" ეტიოლოგიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დიდი
სიჩქარით მოძრავი ცივი ჰაერის ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისადმი მექანიკური
წინააღმდეგობა.
ახალმოსახლეებში ფორმირდება თავისებური მორფო-ფუნქციონალური
მდგომარეობა, რომელიც ცნობილია "ქრონიკული ჰიპოქსიის სინდრომის" სახელით.
მისი მიზეზია ატმოსფერული წნევის ხშირი და მკვეთრი ცვლა, რაც თავის მხრივ
განპირობებულია ციკლონების სიჭარბით, ჰაერში ჟანგბადის სიმკვრივის
შემცირებით, ნებისმიერ სეზონში მზის აქტივობისა და ატმოსფერული ელექტრობის
მკვეთრი ცვლილებებით.
გამოვლენილია კორელაცია ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებსა და კარიესის
სიხშირეს შორის. მოსახლეობის 94,5%-ს არხანგელსკისა და ნენეცკის ოლქებში
აღენიშნათ კარიესული დაზიანებები. ამ დაავადების ასეთი ფართო გავრცელების
მიზეზი მრავალგვარია: C ჰიპოვიტამინოზი, სასმელ წყალში ფტორის უკმარისობა,
კალციუმისა და სტრონციუმის თანაფარდობათა დარღვევა, კატარალური და
ჰიპერტროფული გინგივიტების, ასევე პარადონტოზების საწყისი სტადიების
სიხშირე. ჩრდილოეთის მკვიდრ მოსახლეობაში დიდია ჰიპოაციდური გასტრიტით
დაავადებულთა რიცხვი, რაც უკავშირდება კუჭის ლორწოვანის სეკრეტორული
ფუნქციის დაქვეითებას.
ლიტერატურაში ცნობილია მონაცემები ფეხმძიმობის გართულებათა შესახებ,
განსაკუთრებით ქალების ემიგრირების პირველ წლებში. ეს გართულებები ვლინდება
ადრეული და გვიანი ტოქსიკოზების, ორსულთა ანემიების, დღენაკლული ნაყოფის
სახით. დადგენილია, რომ ორსულობის პერიოდში გამოვლენილი გართულებები
გარკვეულწილად უკავშირდება ე.წ. პოლარულ დაძაბულობას, განსაკუთრებით
ცხოვრების პირველ 3 წელიწადს. ჩრდილოეთის პირობებში მწვავდება ქრონიკული
დაავადებები. გაცივებით და ანთებით დაავადებებს თან არ სდევს ტემპერატურის
მომატება. ჭრილობების შეხორცება გაძნელებულია 2-2,5-ჯერ. სიხშირის მიხედვით
პირველ ადგილზეა კბილისა და პირის ღრუს დაავადებები, ტრავმები, ზედა
სასუნთქი გზების დაავადებები, სახრებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის
დაავადებები.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული აუცილებელს ხდის ჩრდილოეთში დროებით
სამუშაოდ წასვლის შემთხვევაში წინასწარი სამედიცინო შემოწმების ჩატარებას.
როგორც წესი აქ სამუშაოდ დაიშვებიან 35-37 წლამდე ასაკის მამაკაცები, რომელთაც
აქვთ კარგი ფიზიკური განვითარება და არ აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები.
ბოლო წლებში ლიტერატურაში დაგროვდა საკმაოდ ბევრი მონაცემი
ანტარქტიდაში პოლარულ სადგურებზე ადამიანთა გამოზამთრების ჰიგიენური
ასპექტების შესახებ. ანტარქტიდა მოიცავს საკუთრივ ანტარქტიდას _ სამხრეთ-
პოლარულ მატერიკს, ანტარქტიდის წყლებს და ასევე კუნძულებს კონვერგენციის
ზონაში (ატლანტიკის, წყნარი და ინდოეთის ოკეანის წყლების შეერთების ზონა).
კლიმატური ზონების მიხედვით განასხვავებენ სანაპირო ზონას ოკეანის
გასწვრივ _ მცირე სიმაღლის ხმელეთს ვიწრო ზოლის სახით და ყინულოვანი
ფერდობის ზონას _ 3000 მ-დე სიმაღლის 600 კმ-იანი ზოლის სახით მატერიკის
პერიმეტრის გასწვრივ. ასევე გამოყოფენ ანტარქტიდის ცენტრალურ რაიონს _
55
ცენტრალურ პლატოს სამხრეთ პოლუსის ახლოს (3000 მ და მეტი სიმაღლის) მეტად
მკაცრი კლიმატური პირობებით.
თითქმის მთელი მატერიკი დაფარულია 4 კმ სისქის ყინულით. ყინულისაგან
თავისუფალია ტერიტორიის მხოლოდ 4%. ეს არის მთიანი რაიონი 2200 მ-დე
საშუალო სიმაღლით. ანტარქტიდა სიცივის "სამეფოა". ზაფხულის თვეებში
(დეკემბერი, იანვარი) ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით +2 - _20C -ია, ზაფხულში
იზრდება ღრუბლიანობა და მატულობს ჰაერის ტენიანობა, შემდგომ თვეებში
(თებერვალი, მარტი) ჰაერის ტემპერატურა მცირდება _650C –დე. მარტიდან აქ უკვე
ზამთარი იწყება რომელიც გრძელდება 8 თვე (ოქტომბრამდე). ჰაერის ტემპერატურა
ეცემა _70 - _800C-დე. გაზაფხულზე (ოქტომბერ-ნოემბერში) მატერიკის ცენტრალურ
ნაწილში ტემპერატურა მატულობს _500C–დე. ეს პერიოდი ყველაზე უფრო მშრალია.
შედარებით უფრო მკაცრი პირობებია ანტარქტიდის პლატოზე. ზამთარში
ტემპერატურა აქ -880C –ს აღწევს, ყველაზე უფრო თბილ სეზონში კი ჰაერის
ტემპერატურა 85% შემთხვევაში შეადგენს _30 - _350C-ს. ჰაერის დაბალი
ტემპერატურის პარალელურად ქრის ძლიერი ქარი, ხშირია გრიგალი. ასეთ
პირობებში ცნობილია, რომ კანის ღია უბანი კარგავს მგრძნობელობას და 20-30 წთ-ში
იყინება. ჰაერის აბსოლუტური ტენიანობა მცირეა. ფილტვების გზით სითბოს
დაკარგვა იზრდება, რის გამოც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ფილტვების
მოყინვასაც. ანტარქტიდის პლატოს მაღალ ზონაში ატმოსფერული წნევა მცირეა და
შეადგენს 460-480 მმ. ვ. წყ. სვ. , ამ მიზეზით შემცირებულია ჟანგბადის პარციალური
წნევაც. მატერიკის პოლუსთან აღინიშნება ელექტრო-მეტეოროლოგიური
ფაქტორების უჩვეული ინტენსივობა. მკვეთრადაა გაზრდილი ბუნებრივი
კოსმოსური გამოსხივების ფონი, მეტად დიდია ელექტრული ველის დაძაბულობა და
იგი სხვადასხვა პერიოდში აღწევს 90 000 ვ/მ –დე, მაშინ როცა მისი მნიშვნელობა აქ
ჩვეულებრივ 500 ვ/მ-დან 100 ვ/მ-დეა (ზომიერ სარტყელში).
პოლარული გამოზამთრების პირობებში სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო
ფაქტორები იძენენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რადგან ადამიანი ცდილობს
მაქსიმალურად იყოს იზოლირებული გარემოდან და მისი საქმიანობა ძირითადად
ხელოვნურ პირობებში წარმოებს.
ანტარქტიდის სანაპირო ზოლის სადგურებზე გამოზამთრებისას ადამიანები
გარე სივრცეში იმყოფებიან დროის მხოლოდ 13%-ში, ხოლო ანტარქტიდის
ცენტრალურ ნაწილში კი _ არა უმეტეს 20-30 წთ მთელი დღე-ღამის განმავლობაში.
რაც უფრო მკაცრია კლიმატი, მით მეტია ადამიანთა იზოლაცია გარემოდან (ცხრ. 4).
ასეთ პირობებში გამოზამთრებისას დიდი მნისვნელობა ენიჭება
საცხოვრებლის ჰიგიენურ მახასიათებლებს. ეს არის სახლი-ბლოკების სისტემა,
შეერთებული თბილი გადასასვლელებით. საცხოვრებლის მაქსიმალური
კომპაქტურობა აუცილებელი პირობაა მასში სითბოს შენარჩუნებისათვის.
სამშენებლო მასალად გამოიყენება დაპრესილი მუყაო და ფიცარნაგი ნაბდის (ქეჩის)
დამათბობლით, რომელიც საშუალებას იძლევა ატმოსფერული ტემპერატურის
მკვეთრი ცვლილების მიუხედავად საცხოვრებელში იყოს შენარჩუნებული
ადამიანისათვის ოპტიმალური ტემპერატურა. საცხოვრებელი სათავსები მოქცეულია
თოვლის ქვეშ, ან ნახევრად თოვლშია. განათება მხოლოდ ხელოვნურია, რადგან
ისედაც მცირე ზომის ფანჯრები მათი მოყინვისა და თოვლით ამოვსების გამო
სათავსში ბუნებრივ შუქს არ უშვებს. სათავსის შიგნით და გარეთ ტემპერატურის
მკვეთრი სხვაობა და მუდმივი ქარების არსებობის გამო ჰაერცვლის გაზრდილი
ჯერადობა (საათში 2-ჯერ) ქმნის ორპირი ქარის შეგრძნებას. საცხოვრებელი სათავსის
56
მცირე ზომისა და მასში ხალხის თავშეყრის გამო ნახშირორჟანგის კონცენტრაცია
სათავსის შიგნით ხშირად აღემატება დასაშვებ დონეს.

ცხრ. 4. ანტარქტიდაში ადამიანთა გარე პირობებში ყოფნის მაქსიმალური დრო


ჰაერის ტემპერატურა სადგურის ძირითადი ახალჩასულები
(4-8 მ/წმ ქარის დანიშნულება
0
პირობებში) C ზომიერი მძიმე სამუშაო
სამუშაო
მინუს 30 შეუზღუდავი შეუზღუდავი არა უმეტეს 1 სთ

მინუს 30 – 40-დე შეუზღუდავი 1 სთ 30-40 წთ

მინუს 40 – 50-დე 1 სთ 30-40 წთ 20-30 წთ

მინუს 50 - 60-დე 30-40 წთ 15-20 წთ 10-15 წთ

მინუს 60 – 70-დე 15-20 წთ 10-15 წთ -

მინუს 70 - 80-დე 10 წუთამდე მხოლოდ -


ავარიისას
მინუს 80-ზე ნაკლები მხოლოს მხოლოდ -
ავარიისას ავარიისას

ვერტიკალური მიმართულებით ყოველ 1მ სიმაღლეზე 5-150C-ია, ხოლო


ჰორიზონტალური მიმართულებით _ 4-80C. იქ სადაც ჰაერის ცირკულაცია არ ხდება,
მაგალითად კუთხეებში ან ტახტქვეშ, კონდენსატისაგან ჩნდება ყინულის ლოლუები.
ვენტილატორის საშუალებით ჰაერის გადაადგილება ვერტიკალურ გრადიენტს
ამცირებს 1,50C -დე.
80 - _850C ტემპერატურის პირობებში გარეთ ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ
შალისა და ბეწვის ჩასაცმელის მეშვეობით. თანსაცმლის საერთო დასაშვები მასა
შეადგენს 12-15 კგ-ს. სახის დამცველი ნიღბების გამოყენება ნაკლებად ეფექტურია.
უფრო მიზანშეწონილია სპეციალური ნიღაბი-აპარატის გამოყენება, რომლის
საშუალებითაც ორგანიზმს მიეწოდება ჟანგბადი და ამავე დროს ხდება სითბოს
შენარჩუნებაც.
შრომის შედეგად გამოწვეული დატვირთვა ამ დროს მატულობს, ორგანიზმი
ასთენიურია, ადგილი აქვს უძილობას. გარე სამყაროსაგან ხანგრძლივი მოწყვეტა
დაღს ასვამს თვით პიროვნებასაც. კოლექტივის წევრების
ურთიერთდამოკიდებულება იზრდება, ჯგუფის გამიჯვნა სხვა ბაზებიდან
ადამიანებს აიძულებს კრიტიკულ მომენტებში დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ
ძალებს.
ასეთი ადამიანის საკვები რაციონი ძირითადად კონსერვებისა და მშრალი
პროდუქტებისაგან შედგება, მაგრამ პროდუქტების გაყინვის გამო, მათი ხარისხი
მცირდება. წყლის დუღილის დაბალი ტემპერატურა (840ჩ) აძნელებს პროდუქტების
კულინარიულ დამუშავებას, ამიტომ ხარშვის პროცესის გახანგრძლივება ამცირებს
მათში ვიტამინების შემცველობას, აუარესებს გემოს. სასმელი მიზნებისათვის
გამოიყენება მცირედ მინერალიზებული ნადნობი წყალი. მოზამთრის დღიური

57
რაციონის ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4000 კკალ,
ცილების, ნახშირწყლებისა და ცხიმების ფარდობა კი უნდა შეესაბამებოდეს 1 : 1 : 3,5
-ს. ამასთან რაციონში ცილების რაოდენობა უნდა იყოს 144გ (მათ შორის ცხოველური
67%), ცხიმების _ 144,5 გ (ცხოველური 67%), ნახშირწყლები _ 495გ (მათ შორის 35%
შაქრები). რაციონში ვიტამინების შემცველობა უნდა იყოს 30-60%-ით მეტი ზომიერი
სარტყლის ნორმატივებთან შედარებით. საკვებში ვიტამინ C-ს შემცველობა უნდა
გაიზარდოს 180 მგ/დღეში.
უკიდურეს ჩრდილოეთში ბავშვთა ადაპტაციის თავისებურებები _
დადგენილია რომ ახალ კლიმატურ პირობებთან შეგუების დროს წამყვანი როლი
ეკუთვნის ცენტრალური ნერვული სისტემის ადაპტაციურ-ტროფიკულ
მარეგულირებელ ფუნქციებს. ბავშვთა ცენტრალური ნერვული სისტემის
ფუნქციონირება ხასიათდება რიგი თავისებურებებით, რის მეშვეობითაც პირობით-
რეფლექტორული კავშირების წარმოქმნა გარემოსთან უფრო იოლად და სწრაფად
წარიმართება. ბავშვის ორგანიზმს გააჩნია მეტად დიდი პოტენციური
შესაძლებლობები შეეგუოს სხვადასხვა კლიმატურ-გეოგრაფიულ პირობებს, თუ
მათი ზემოქმედება არ სცილდება შემგუებლობით საზღვრებს. აღსანიშნავია
ჩრდილოეთის სუსხიან კლიმატში დაბადებულ ბავშვთა დიდი ტოლერანტობა
სიცივის მიმართ. მათ ასევე ნაკლებად აღენიშნებათ ნევროზული ხასიათის
ჩივილები, რაც ხშირია ჩამოსული ბავშვების ანამნეზში.
ბავშვობის ასაკში დაწყებული კლიმატური ადაპტაცია უფრო სრული და
მყარია, თუმცა უნდა არსებობდეს სასურველი პირობები (ბავშვის ანატომიურ-
ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი), რაც უზრუნველყოფს მის
ნორმალურ ფიზიკურ და ნერვულ-ფსიქიკურ განვითარებას, მაღალ იმუნო-
ბიოლოგიურ რეაქტიულობას.
ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე ადრეულ ასაკში, ბავშვთა ფუნქციური და
მორფოლოგიური განვითარება უფრო ინტენსიურია, მაგრამ მათი ორგანიზმის
ნერვული სისტემის მაღალი დინამიურობა ერწყმის ფიზიოლოგიური სისტემების
გამოხატულ სისუსტეს. ამიტომ ცხოველმყოფელობისა და ადაპტაციის
ფუნქციონალური მდგრადობა მით უფრო ნაკლებია, რაც უფრო მცირეწლოვანია
ბავშვი.
ფიზიოლოგებისა და კლინიცისტების უმეტესობის აზრით, ბავშვის
ორგანიზმზე შედარებით მეტ არასასურველ გავლენას ახდენენ ჩრდილოეთის
კლიმატის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ცივი და არასტაბილური ამინდი, მზის
სინათლის უკმარისობა, მაღალი ტენიანობა და ნიადაგის მუდმივი გამყინვარების
გამო მისი დაბალი ტემპერატურა. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ხელს უწყობს
ბიოლოგიური რიტმებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებისა და
შეკავების პროცესების თანაფარდობის დარღვევას, რასაც თან ერთვის სომატური
რეაქციების ცვლილებები, ფოსფორისა და კალციუმის ცვლის მოშლა, ასევე ისეთი
ვიტამინების დეფიციტი, როგორიცაა C, B1, B2, PP და D. ყოველივე ეს კი ასახვას
ჰპოვებს ბავშვთა ფიზიკურ განვითარებაზე. მაგალითად, მურმანსკში მცხოვრები 13-
14 წლის გოგონები მოსკოველ თანატოლებს 7,27 სმ-ით ჩამორჩებიან ზრდაში, ხოლო
სხეულის მასაში _ 4,13 კგ-ით. ასეთივე სურათია ბიჭებშიც. მათი სიმაღლისა და მასის
მაჩვენებლები განსხვავებულია შესაბამისად 8,28 სმ-ით და 5,26 კგ-ით.
Qჩრდილოეთში მცხოვრები ბავშვების დაავადებათა სტრუქტურაში ხშირია
მხედველობითი სისტემის ისეთი პათოლოგია, როგორიცაა ახლომხედველობა, ასევე
დაახლოებით ორჯერ უფრო ხშირია პნევმონიის შემთხვევები. მაგალითად,
58
კრასნოიარსკის მხარის იმიერპოლარეთში პნევმონიის ტოქსიკური ფორმის სიხშირის
მაჩვენებელი 35,6%-ია და იგი საგრძნობლად განსხვავდება ამ მხარის ბავშვთა
მთლიანი კონტინგენტის იგივე მაჩვენებლისგან (2,6%). იაკუტიის მოსწავლეთა
სამედიცინო შემოწმებით დაავადებათა სტრუქტურაში გამოვლენილია რევმატიზმის
სიხშირის ზრდა, რომელსაც 64% შემთხვევაში თან ერთვის გულის სარქვლოვანი
უკმარისობა. ასევე სამეცნიერო ლიტერატურაში ხშირია ჩრდილოეთის ცივ
კლიმატურ პირობებში მცხოვრები ადრეული ასაკისა და ძუძუთი კვების ასაკის
ბავშვებში რაქიტის ფართო გავრცელების, D ჰიპოვიტამინოზის ფარული ფორმების
დამადასტურებელი ცნობები, რის ძირითად მიზეზადაც სახელდება ორსულობის
პერიოდში დედათა "შიმშილი" მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი. დედის
სისხლში და რძეში C ვიტამინის დეფიციტი იწვევს C-ავიტამინოზს ბავშვებშიც. 5-6
თვიდან, როცა ბავშვთა კვების რაციონი მდიდრდება სხვა პროდუქტებით, ბავშვების
მასის მატება შემცირებულია და 2-3 წლისთვის მისი დეფიციტი 1-1,5 კგ-ია. როგორც
ჩანს ჩრდილოეთში ბავშვის ადაპტაციას თან ერთვის უამრავი სიძნელე.
ჩრდილოეთის მკაცრი კლიმატური პირობების შემცირება ხერხდება კვებისა
და საყოფაცხოვრებო პირობების განსაკუთრებული რეჟიმის შექმნის გზით, რაც
საფუძველია ორგანიზმის ფუნქციონალური მდგომარეობის ნორმალიზებისათვის,
ამას მოწმობს ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისას მიღებული
მონაცემები. მაგალითად იამალ-ნენეცკის ნაციონალური ოლქის მცხოვრებლები
ტრადიციულ ყოფასა და კვებას ინარჩუნებენ. ბავშვები 6 თვემდე იკვებებიან
მხოლოდ დედის რძით, რის შემდეგაც შემოდის დამატებითი კვება პურის, თევზისა
და ხორცის ბულიონების სახით. მაგრამ რაც შეეხება ბოსტნეულსა და ხილს, ამ
პროდუქტებს ბავშვები ფაქტიურად არ მიირთმევენ. უკვე 1,5-2 წლის ასაკიდან
ბავშვთა კვება პრაქტიკულად არ განსხვავდება უფროსების კვებისაგან. რაციონში
ჭარბობს თევზისა და ირმის ხორცის კერძები _ უფრო ხშირად უმი სახით. არც თუ
ისე იშვიათად ბავშვებს უმ თევზს აძლევენ ძუძუთი კვების პერიოდშიც, რაც
ორგანიზმს უზრუნველყოფს ვიტამინების საკმაო რაოდენობით. საერთოდ, უმი
პროდუქტებით კვება, რაც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთის მოსახლეობაში,
ემპირიული მიგნებაა სასიცოცხლო ვიტამინებზე ორგანიზმის მოთხოვნილების
დასაკმაყოფილებლად.
რაციონში ძირითადი ადგილი უჭირავს ცხოველურ პროდუქტებს,
ცხოველური ცილების საშუალებით კი შედარებით სრულად იფარება ორგანიზმის
მაღალი ენერგეტიკული დანახარჯები, იზრდება სისხლის შრატში გლობულინების
(განსაკუტრებით ფოლის მჟავის შემცველი ფრაქციის) ფარდობითი რაოდენობა, ამას
კი დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის მაღალი იმუნობიოლოგიური
რეაქტიულობის ფორმირებაში.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ჩრდილოეთის მკვიდრი ბავშვები წელიწადის
ნებისმიერ დროს დიდხანს არიან ჰაერზე, რაც ხელს უწყობს ჟანგვა-აღდგენითი
პროცესების სათანადო დონეზე შენარჩუნებას და ამასთანავე ამცირებს რაქიტის
განვითარების შესაძლებლობას.
ჩრდილოეთის აბორიგენ მოსახლეობაში აღინიშნება რესპირატორული
ვირუსული ინფექციების მძიმე მიმდინარეობა, რაც განპირობებულია ასეთი სახის
ინფექციებისადმი ორგანიზმის იმუნიტეტის დაბალი დონით. ამის მიზეზად
მკვიდრი მოსახლეობის ცხოვრების იზოლირებული წესი სახელდება. ისინი
ცხოვრობენ ცალკეულ, არც თუ ისე დიდ ჯგუფებად და იშვიათად კონტაქტირებენ
რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებთან, განსხვავებით ქალაქის მოსახლეობისა,
59
რომელსაც უფრო ხშირი კონტაქტი აქვს აღნიშნულ ინფექციებთან, მისი ხშირი
ცირკულაციის გამო.
უკიდურეს ჩრდილოეთში ჩასული ბავშვების კლინიკური გამოკვლევის
შედეგები განსხვავებულია მკვიდრი მოსახლეობის ჯანმრთელობის
მდგომარეობისაგან. ჩასული ბავშვების ფიზიკური განვითარება საკმაოდ
დამაკმაყოფილებელია, თუმცა სკოლამდელი ასაკის ბავშვებში აღინიშნება ჩივილები
დაღლილობისა და მადის დაკარგვის მხრივ, ადგილი აქვს ასევე ცხვირ-ხახის
ინფექციების, კბილის კარიესის, კუნთების ჰიპოტონიის გავრცელების მაღალ
მაჩვენებელს, კარდიოვაზოპათიის ფუნქციონალურ ნიშნებს _ გულის პირველი
ტონის მოყრუების სახით, გულის კოვზზე ფუნქციონალურ სისტოლურ შუილებს.
ადაპტაციის პროცესის შესუსტების განმაპირობებელი დამატებითი
ფაქტორები შეიძლება იყოს დღის რეჟიმისა და კვების მოშლა (ცხოველური
წარმოშობის ცხიმების, ბოსტნეულისა და ხილის უკმარისობა, ჰიპოდინამია, ჰაერზე
ყოფნის ხანგრძლივობის შემცირება).
ცხელი კლიმატი. არანაკლებ სერიოზული ცვლილებები ვითარდება
ორგანიზმში ცხელ კლიმატურ პირობებთან შეგუებისას. ცხელი კლიმატი ახასიათებს
უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს, სადაც ჰაერის მაღალი ტემპერატურა (500C და
მეტი) შენარჩუნებულია 5 თვის განმავლობაში. ამ გეოგრაფიულ რეგიონებში
აღინიშნება ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დღე-ღამური ცვლილებები (ღამით
ტემპერატურა შეიძლება შემცირდეს _100C -დე). მზის ინტენსიური რადიაცია,
გარშემო მყოფი საგნებისა და ნიადაგის მაღალი ტემპერატურა, ჰაერის დაბალი
ფარდობითი ტენიანობა (12-20%), ასევე ქარი, რომელიც ქვიშის მომტანია ცხელი
კლიმატის დამახასიათებელი ნიშნებია.
ნესტიანი ტროპიკული კლიმატი ორგანიზმს მეტად მაღალ მოთხოვნებს
უყენებს. წლის ან დღე-ღამის განმავლობაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა (300ჩ-ზე
მეტი), რომელიც აქ პრაქტიკულად მუდმივია, ასევე ჰაერის მაღალი ფარდობითი
ტენიანობა აძნელებს ორგანიზმიდან სითბოს გაცემის პროცესს. მაღალი
ტემპერატურის პირობებში ცნობილია, რომ ორგანიზმიდან სითბოს გაცემა ხდება
აორთქლების საშუალებით და სუნთქვით, რაც უზრუნველყოფს სითბური ბალანსის
შენარჩუნებას. ცხელ კლიმატში ადამიანის სითბური ბალანსი სწრაფად ირღვევა,
მკვეთრად მცირდება შრომისუნარიანობა, ქვეითდება ორგანიზმში მიმდინარე
ძირითადი ცვლის პროცესი. ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, რაც
გავლენას ახდენს ენერგეტიკულ ცვლაზე, მცირდება სითბოს წარმოქმნა.
ცხელ კლიმატურ პირობებში ახალმოსახლეთა აკლიმატიზაცია წარიმართება
ტაქიკარდიის, არტერიული წნევის არამდგრადობისა და სუნთქვის გახშირების
ფონზე.
ცხელ კლიმატში მკვეთრად მცირდება ჰაერის ტემპერატურასა და კანის
ტემპერატურას შორის არსებული სხვაობა. ტემპერატურის ეგზოგენური მოქმედების
გამო კანის ტემპერატურა მატულობს 390C -დე.
პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოვება, რომელიც სითბოზე
ორგანიზმის რეაქციის ერთ-ერთი ძირითადი გამოვლენაა, იწვევს ცირკულირებადი
სისხლის მოცულობის ზრდას და არტერიული წნევის შემცირებას. თავის მხრივ
მცირდება ორგანიზმის გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური
შესაძლებლობები. კანის სისხლის ნაკადის შესანარჩუნებლად ადეკვატურად
ვიწროვდება შინაგანი ორგანოების (ღვიძლის, თირკმლების, ნაწლავების)
სისხლძარღვებიც. საბოლოო ჯამში, ოფლის ინტენსიური გამოყოფის შედეგად ხდება
60
ორგანიზმის დეჰიდრატაცია და ადგილი აქვს სისხლის სიბლანტის გაზრდას.
ოფლთან ერთად ორგანიზმი კარგავს წყალში ხსნად ვიტამინებსა და მარილებს.
ოფლის გამოყოფის შედეგად ასევე მცირდება ორგანიზმის მასაც. ამ გზით,
მასის 15%-ზე მეტის დაკარგვას თან სდევს შეუქცევადი ცვლილებები გულ-
სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მხრივ. ქვიშის შემცველი ცხელი ჰაერი
აზიანებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს, ცხვირის ნესტოები ფართოვდება,
ცხვირიდან სუნთქვა ძნელდება, ვითარდება მწვავე და ქრონიკული რინიტები და
ფარინგოლარინგიტები. ჰაერში შეწონილი ნაწილაკების გაფილტვრის უნარი
ცხვირის მიერ და ასევე ლორწოვანი გარსის ბაქტერიოციდული თვისებები
ქვეითდება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს ბრონქიტების განვითარებასა და ფილტვის
პარენქიმის დაზიანებას. ოფლის ინტენსიური აორთქლება, მომთენთავი სიცხე და
წყლის ჭარბი მიღება წყალ-ელექტროლიტური ბალანსის რღვევისა და სითბური
გამოფიტვის მიზეზი ხდება.
ცხელი კლიმატური ფაქტორების კომლექსური მოქმედება გამოიხატება
საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დათრგუნვაშიც, რასაც წინ უსწრებს
ნერწყვის რაოდენობის შემცირება და გასქელება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის
მოძრაობითი აქტივობისა და ტონუსის შემცირება, კუჭის წვენის მჟავურობის
დაქვეითება, რაც თავის მხრივ, ასევე განაპირობებს ჰიპოაციდური გასტრიტის
შემთხვევათა სიხშირის ზრდას ჩამოსულ ახალმოსახლეებში.
ჩაი სწრაფად აღადგენს წყლის ბალანსს, ფიზიკური (კუნთოვანი) მუშაობისას
მნიშვნელოვნად ამცირებს სითბოს პროდუქციას. დადგენილია, რომ ორგანიზმში
წყლის შეკავებისა და ასევე შარდისა და ოფლის გამოყოფის შემცირების უნარით
გამოირჩევა სხვადასხვა წვენები (ბოსტნეულის ნახარშები, ხილის წვენები, ბურახი).
ისინი ხელს უწყობენ სითბური წონასწორობის შენარჩუნებას.
ცხელი კლიმატის პირობებთან ბავშვთა ადაპტაციას აქვს თავისი
თავისებურებები. როგორც ცნობილია, გარემოს მაღალი ტემპერატურა აქვეითებს
საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეტორულ ფუნქციას და ასევე საჭმლის
მონელების პროცესში ჩართული ფერმენტების აქტიურობას, რაც ხელს უწყობს
დისპეპსიურ მოშლილობებს. ცხელ ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებში გავრცელებულია
კუჭ-ნაწლავთა სისტემის ქრონიკული და მწვავე დაავადებები, რომელთაც
შესაძლებელია თან სდევდეს მძიმე ტოქსიკოზები, სწრაფი გახდომა, ლეტალური
გამოსავლის შესაძლებლობა.
ბავშვები უნდა იქნენ უზრუნველყოფილნი შერეული საკვებით, რომელშიც
უნდა სჭარბობდეს რძისა და ბოსტნეულის პროდუქტები. განსაკუთრებული
მნიშვნელობა ენიჭება სითხის მიღების რეჟიმს. სითხეზე ბავშვის ორგანიზმის
მოთხოვნილება მით უფრო მეტია, რაც უფრო ნაკლებია მისი ასაკი და ეს მოთხოვნა
40-50%-ით განსხვავებულია ზომიერი სარტყლის პირობებში მცხოვრები ბავშვების
ნორმიდან. წყალზე უკეთ წყურვილის გრძნობას კლავს მწვანე ჩაი, რომელიც
ბაქტერიოციდული თვისებებითაც გამოირჩევა. იგი ასევე მდიდარია PP ვიტამინით.
ცხელ კლიმატურ პირობებში მოხვედრისას ბავშვთა ორგანიზმის ადაპტირება
გარემო ფაქტორებისადმი დამაკმაყოფილებელია და ხშირად ასეთი ბავშვები
თავიანთი ფიზიკური განვითარებითა თუ ფუნქციური მაჩვენებლებით წინ უსწრებენ
ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც.
საერთოდ, უჩვეულო კლიმატურ პირობებში მოხვედრისას აკლიმატიზაციის
პროცესი, როგორც წესი, მიმდინარეობს 6 თვის განმავლობაში.

61
აკლიმატიზაცია, მართალია, არ არის პათოლოგიური პროცესი, მაგრამ
მიმდინარეობს ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციების გარკვეული გადაძაბვით,
რომელიც შეიძლება ზოგიერთი ავადმყოფური რეაქციის დროებითი გამოვლენისა და
შრომის უნარის დაქვეითების მიზეზი გახდეს.
არასასურველ კლიმატურ პირობებში აკლიმატიზაციის პროცესის გაიოლებასა
და სწრაფად წარმართვაზე დიდ გავლენას ახდენს შრომისა და ცხოვრების პირობები,
რაციონალური კვება, სწორად შერჩეული ტანსაცმელი. მნიშვნელოვანია ასევე
ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებები _
გამაჯანსაღებელი პროცედურები, საკვების ვიტამინიზაცია, მოსახლეობის სანაცია და
ვაქცინაცია, ქრონიკული დაავადებების რეციდივების აღმოფხვრისაკენ მიმართული
ღონისძიებები და ა.შ.
ცხელ და ცივ კლიმატურ პირობებში გასატარებელი ჰიგიენური ღონისძიებები
ერთმანეთისაგან განსხვავდება.
ჩრდილოეთის ცივ კლიმატში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საცხოვრებლის
რაციონალურ მოწყობას, რომლის მიკროკლიმატი ამინდის ცვლილების მიუხედავად
უნდა იყოს უცვლელი.
ჩრდილოეთის ცივ კლიმატურ პირობებში ატმოსფერული და სათავსს შიგნით
არსებული ჰაერის ტემპერატურის სხვაობა შესაძლებელია აღწევდეს 30-500C-ს.
ატმოსფერული ჰაერისა და ნიადაგის დაბალი ტემპერატურა, ცივი ჰაერის მასების
მოძრაობა ქარისა და ხშირად გრიგალების სახით იძლევა საფუძველს, რათა
საცხოვრებელი სათავსების ჰაერის ტემპერატურულ რეჟიმს წავუყენოთ
განსაკუთრებული ჰიგიენური მოთხოვნები. როგორც მოსახლეობის მასიურმა
გამოკითხვებმა უჩვენეს, სათავსის ტემპერატურა კომფორტულია იმ შემთხვევაში,
როდესაც იგი მეტია 220C-ზე. გაცივების თავიდან ასაცილებლად და ქარებისაგან
დასაცავად აუცილებელია ქალაქდაგეგმარებითი ღონისძიებების გათვალისწინება,
მაგალითად კვარტლის მჭიდრო დასახლება და სამოსახლო ტერიტორიის დაცვა
პერიმეტრზე. პოლარული ღამეების პერიოდში უარესდება სათავსის ბუნებრივი
განათების პირობები. ეს პრობლემა აქ გამძაფრებულია ჰაერის მაღალი ფარდობითი
ტენიანობის მიზეზითაც. ჩრდილოეთის განედის 520-ის ზემოთ განათების
გაუმჯობესებისთვის მისაღებია სინათლის ღიობების ნებისმიერი ორიენტაცია,
გარდა ჩრდილოეთისა. ასეთ პირობებში სათავსების ბუნებრივი განათების
სასურველი დონე შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დღის პირველ ან მეორე ნახევარში.
ჩრდილოეთის პირობებში ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს საცხოვრებელი ფართის
სიდიდე და მოხერხებულობა, რადგან ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს სახლში
ატარებს. საცხოვრებლის კომფორტაბელურობა, მისი აღჭურვა ყველა
საყოფაცხოვრებო კომფორტით აუცილებელია. ხიმინჯიან საფუძველზე აგებული
შენობები საჭიროებენ პირველი სართულის იატაკის კარგ თბოიზოლაციას, რადგან
მუდმივი გამყინვარების გამო იქმნება საუკეთესო პირობები სათავსებს შიგნით
სიცივისა და ტენიანობის გაზრდისათვის. პოლარული ღამეების პერიოდში
ადამიანების სასურველი ემოციური ტონუსის შენარჩუნებისათვის აუცილებელი
ხდება საცხოვრებელი, სასწავლო, სამუშაო და სხვა სახის სათავსების მკვეთრი
ხელოვნური განათება.
სიცივესთან ადამიანის ადაპტაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ადგილი უჭირავს კვების ხასიათს. ამ დროს უნდა გაიზარდოს რაციონის
ენერგეტიკული ღირებულება 15-20%-ით, ასევე ცილების რაოდენობა _ 15-18%-ით და
ცხიმების _ 20-25%-ით.
62
რაციონში ველურად გაზრდილი მცენარეების, ადრეული ბოსტნეულის,
ასკილისა და წიწვოვანი მცენარეების ნახარშის ჩართვა ზრდის C ვიტამინის
შემცველობას საკვებ რაციონში. ასევე მნიშვნელოვანია კვების რეჟიმის დაცვა,
ადამიანების კვება ცხელი საკვებით. ბავშვთა რაციონში აუცილებელია ცხოველური
ცილებისა და ცხიმების რაოდენობის გაზრდა ასაკობრივი ნორმების ზედა
საზღვრებამდე, საკვებ რაციონში ბოსტნეულის, ხილის, მწვანილის საკმაო
რაოდენობებით ჩართვა ნედლი, პიურეს თუ წვენების სახით.
ჩრდილოეთში მცხოვრები ბავშვები რეალურად დგანან D ვიტამინის
დეფიციტის საშიშროების წინაშე, რაც განპირობებულია მზის "შიმშილით".
ნოემბრიდან აპრილამდე ბავშვების ხელოვნური დასხივება ულტრაიისფერი
სხივებით ხელს უწყობს რაქიტის პროფილაქტიკას, სისხლში ჰემოგლობინის
შემცველობის ზრდას, გაცივებითი დაავადებების სიხშირის შემცირებას, თუმცა უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ ასეთი დასხივება ვერ უზრუნველყოფს მზის "შიმშილის"
სრულ ლიკვიდაციას. ულტრაიისფერი სხივების გარდა ადამიანის, და რა თქმა უნდა,
ბავშვის ორგანიზმისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ხილულ და ინფრაწითელ
გამოსხივებასაც. იმიერპოლარეთში, ბავშვთა დაწესებულებებში აუცილებელია ყველა
სასწავლო სათავსისა და სათამაშო ოთახების ოპტიმალური ხელოვნური განათება და
ისეთი გამათბობელი მოწყობილობებით აღჭურვა, რომლებიც ინტენსიურად
გამოასხივებენ ინფრაწითელ სხივებს.
ბავშვებისათვის მეტად მნიშვნელოვანია სეირნობა სუფთა ჰაერზე, აქტიური
თამაშებისა და სპორტული მეცადინეობების ორგანიზება ქარისაგან დაცულ
გადახურულ ადგილებში, სპეციალურ მოედნებზე, რომლებიც უზრუნველყოფილია
ხელოვნური განათებით.
პოლარული ღამისა და დღის პერიოდში ირღვევა ფიზიოლოგიური
ფუნქციების პერიოდულობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის
შრომისუნარიანობაზე. ძილის გახანგრძლივება ღამისა და ხანმოკლე პოლარული
დღის განმავლობაში აუარესებს თვითშეგრძნებას. ამასთან დაკავშირებით დიდი
მნიშვნელობა ენიჭება შრომისა და დასვენების სწორ რეგლამენტირებას,
განსაკუთრებით კი პოლარული ღამის პერიოდში კულტურული და
საზოგადოებრივი საქმიანობის ტემპსა და რიტმს, რაც საშუალებას იძლევა შედგეს
დღის სწორი რეჟიმი.
ჩრდილოეთის მკაცრ პირობებში ადამიანის აკლიმატიზაციის წარმატებული
წარმართვისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამკურნალო-პროფილაქტიკური
ღონისძიებების დაგეგმვას (პირის ღრუს სანაციას, ინფექციების ადგილობრივი
კერების მკურნალობას, დეჰელმინთიზაციას).
ქრონიკული დაავადებების რეციდივების საწინააღმდეგოდ მიმართული
მკურნალობა, დროული ვაქცინაცია, დისპანზერიზაცია, მოყინვისა და თოვლისმიერი
ოფტალმიის თავიდან აცილება, პოლარული ღამის პერიოდში ულტრაიისფერი
სხივებით დამატებითი დასხივება, გამაჯანსაღებელი პროცედურები და
რეგულარული სპორტული ვარჯიშები უზრუნველყოფენ საუკეთესო ჯანმრთელობას
და ხელს უწყობენ აკლიმატიზაციის პროცესის წარმატებით წარმართვას.
იმიერპოლარეთში მცხოვრებ ბავშვთა საზაფხულო დასვენებისათვის უფრო
მისაღებია არა სამხრეთის, არამედ ზომიერი სარტყლის კურორტები. სამხრეთში მათი
დასვენების შემთხვევაში ჩრდილოეთის კლიმატური პირობებისადმი
გამომუშავებული ადაპტაციური რეაქციები სწრაფად ილევა, განსაკუთრებით
ადრეული ასაკის ბავშვებში, რომელთა ადაპტაცია მიმდინარეობს ორგანიზმის საკმაო
63
გადაძაბვით. ამიტომ მათთვის სამხრეთის ჰავის პირობებში დასვენება არა
სარგებლობის, არამედ ზიანის მომტანია.
ცხელ კლიმატში ადამიანის აკლიმატიზაცია მიმდინარეობს რამდენადმე
განსახვავებული სახით. დასახლებული პუნქტების განაშენიანებისა თუ
ორგანიზებისას მთავარი პრობლემაა საცხოვრებელი სათავსების გადახურების
თავიდან აცილება, რისთვისაც გასათვალისწინებელია კაპიტალური შენობების
აშენება, რომელთა კედლის სისქე არანაკლებ 55-60 სმ-ია. 450-ის სამხრეთით
სასურველია შენობების ორიენტაცია სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით.
სამხრეთის ორიენტაციისას შენობა ნათდება და თბება მზის პირდაპირი, მაგრამ
ციცაბო სხივებით, რომლებიც ცურავენ რა შენობის ზედაპირზე პირდაპირი
სხივებისაგან განსხვავებით არ იწვევენ მის ზედმეტ გადახურებას. ასეთ
შემთხვევებში ყველაზე მიუღებელია სინათლის ღიობების ორიენტირება
დასავლეთის მიმართულებით, რადგან მზის ირიბი სხივები ღრმად შედიან
სათავსებში და მაღლა სწევენ ჰაერის ტემპერატურას, განსაკუთრებით დღის მეორე
ნახევარში, როცა ჰაერის ტემპერატურა მეტია 250C-ზე.
შენობების დაცვა გადახურებისაგან შესაძლებელია ზოგიერთი
არქიტექტურული დეტალის გამოყენებით: საჩრდილობლებით, დარაბებით,
შემინული ვერანდებითა და აივნებით. ცხელი კლიმატის მოქმედებას ასევე ამცირებს
ფასადების ვერტიკალური გამწვანება, ფასადზე ღრმად ჩამჯდარი ფანჯრების
დაყენება.
კვარტლის თავისუფალი დაგეგმარება ხელს უწყობს მის განიავებას და
შესაბამისად კვარტლის შიგნით და საცხოვრებელ ბინებში სასურველი
მიკროკლიმატის ფორმირებას.
ცხელ კლიმატში, ზომიერი სარტყლისაგან განსხვავებით, სითბური კომფორტი
შეიგრძნობა უფრო დაბალი ტემპერატურისას, რომელიც შეადგენს 17-180C-ს.
სათავსებში საუკეთესო მიკროკლიმატის შესაქმნელად აუცილებელია კონდიცირების
გათვალისწინება. გამწვანება, ხელოვნური წყალსატევები, შადრევნები აუმჯობესებენ
მიკროკლიმატს, ამცირებენ სიცხის მომთენთავ გავლენას.
ხილითა და ბოსტნეულით კვებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის
ტრაქტის აშლილობები. თუ ამას ემატება ერთფეროვანი კვებაც (პური და
ბოსტნეული), სახეზეა ვიტამინების შეწოვის დარღვევა, რაც თავის მხრივ ასევე ხელს
უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების ჩამოყალიბებას.
მოსახლეობის რაციონში უნდა შედიოდეს რძე, ხორცი, კვერცხი, როგორც
ცხოველური ცილების წყარო. რაციონში ცილის რაოდენობის შემცირებას მივყავართ
ბავშვთა ფიზიკური განვითარების შეფერხებამდე და ჯანმრთელობის დარღვევამდე.
გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა კვების რეჟიმიც. საკვების
მაქსიმალური რაოდენობა უნდა მოდიოდეს ღამის საათებში, მაშინ როცა სიცხე
იკლებს. საუზმისა და სადილის ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეადგენდეს
დღიური ღირებულების 25-30%-ს, ხოლო ვახშმისა კი _ 50%-ს.
რაციონალურად უნდა შეიცვალოს შრომისა და დასვენების რეჟიმიც. დღის
ცხელ მონაკვეთში სასურველია ორგანიზებულ იქნეს ხანგრძლივი დასვენება,
რომელიც შრომით ანაზღაურდება გვიან საათებში. მიზანშეწონილია სამუშაოს
დაწყება დილის 7 სთ-დან 13 სთ-დე, რასაც უნდა მოყვეს შესვენება 18 სთ-დე და
შემდეგ კი სამუშაო უნდა გაგრძელდეს 18 სთ-დან 21 სთ-დე. სიცხის არასასურველი
ზემოქმედების შემცირება მიიღწევა მწვანე ნარგავების ზონაში ყოფნით, ბანაობით.
გარემოს მეტეოროლოგიური ფაქტორების ცვლილებებთან შეგუებისას სხვა
64
ფაქტორების გარდა დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩაცმასაც. ტანსაცმელი ადამიანს
იცავს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი რყევისაგან, ქარისაგან, დაბინძურებისაგან და
მექანიკური დაზიანებისაგან.
ცნობილი ჰიგიენისტი ფ. ერისმანი წერდა: "თუ ჩვენი სახლის კედლები
აგებულია კარგი თბოგამტარობისა და ჰაერგამტარობის მქონე მასალისაგან, ეს
ნიშნავს რომ უკვე არსებობს პირველი რგოლი გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან
(სიცივე, ქარი, მზის არასასურველი გამოსხივება და სხვ.) ჩვენი ჯანმრთელობის
დასაცავად. მაგრამ დაცვის მეორე რგოლს წარმოადგენს ტანსაცმელი, რომლის
საშუალებითაც ჩვენ საკუთარ თავს გარემოსაგან შემოვფარგლავთ ჰაეროვანი გარსით,
რომლის ტემპერატურა, მართალია ოთახის ტემპერატურაზე მეტია, მაგრამ
სამაგიეროდ იგი ნაკლებ გარდაქმნებს ექვემდებარება." ცნობილია, რომ ტანსაცმლის
თვისებები დამოკიდებულია ქსოვილის არა მხოლოდ თვისებებზე, არამედ მის
თარგზეც.
ქსოვილის ჰიგიენურ თვისებებს განსაზღვრავს მის მიერ წყლის, ჰაერის, მზის
ენერგიის ნაკადის გატარების, შეკავებისა და არეკვლის უნარი., რაც თავის მხრივ
უკავშირდება არა მხოლოდ საწყისი ნედლეულის თვისებებს, არამედ ქსოვილის
დამუშავების ხერხს, ქსოვის სახეს, ფერს.
ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენლები (გეოლოგები, სამხედროები და სხვ.)
ხშირად საქმიანობენ ისეთ პირობებში, როდესაც შენობის ნაცვლად გარემოს მავნე
ზემოქმედებისაგან მათი ორგანიზმის დაცვის დატვირთვა თითქმის მთლიანად
ტანსაცმელზე მოდის. სიცივის პირობებში ტანსაცმელი უნდა პასუხობდეს
ორგანიზმის თბორეგულაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. ჰაერის დაბალი
ტემპერატურისა და მაღალი ფარდობითი ტენიანობის მიუხედავად, ორგანიზმიდან
მაინც ხდება კანის გზით ოფლის აორთქლება. მისი რაოდენობა შესაძლებელია
მერყეობდეს დღეში 113-700 გ-ის ფარგლებში. ცნობილი მოგზაური ამუნდსენი
წერდა: "უფრო იოლია იპოვო მსხვილბეწვიანი ტანსაცმლის კომპლექტი, რომელიც
აგარიდებს ნებისმიერ ყინვას, მაგრამ არც თუ ისე იოლია იპოვო ჩასაცმელი,
რომელიც რაციონალურია ყველა თვალსაზრისით".
ოფლის აორთქლება, როგორც აღინიშნა, გასათვალისწინებელია ცივ
კლიმატურ პირობებშიც. გამოყოფილი ოფლი კონდენსირდება ტანსაცმლის იმ
ფენაში, რომელსაც აქვს მოცემული რაოდენობის წყლის ორთქლის შესაბამისი ნამის
წერტილი. ეს ტენი თრთვილად გადაიქცევა ტანსაცმლის მეორე ან მესამე შრეში.
ჩრდილოეთის პირობებისთვის რაციონალური ტანსაცმლის კონსტრუირებისას
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ თრთვილის გადატანას ტანსაცმლის ზედა შრეში,
რომლის გამოცვლა უფრო იოლია. ბეწვიანი ჩასაცმელის ზემოთ საჭიროა
თავისუფალი ტანსაცმლის, ანუ როგორც ამბობენ "თოვლის პერანგის" ჩაცმა,
რომელიც ოფლის გამოყოფას არ აკავებს. "თოვლის პერანგის" ზედაპირი, რომლის
ტემპერატურა შედარებით დაბალია, არის სწორედ თრთვილის წარმოქმნის ადგილი.
"თოვლის პერანგის" გახდა და შესაბამისად თრთვილის მოცილება უფრო იოლია.
Bბეწვის ტანსაცმელი კი ამ შემთხვევაში მშრალი და რბილი რჩება, არ იყინება და არ
ზღუდავს მოძრაობას.
ჩრდილოეთის პირობებში ტანსაცმლისადმი წაყენებული ჰიგიენური
მოთხოვნებიდან ერთ-ერთია მისი დაბალი თბოგამტარობა, საკმაო
ორთქლგამტარობა და ჰაერგამტარობა. ზედა ჩასაცმლის გარეთა ზედაპირი უნდა
იცავდეს ტანსაცმლის სხვა ფენებს დასველებისაგან როგორც გარედან, ასევე
ოფლისგანაც, ამავე დროს უნდა წარმოადგენდეს ქარისაგან ორგანიზმის დამცავ
65
საშუალებასაც. ცივი კლიმატისას ყველაზე კარგ ქსოვილებად ითვლება ბეწვი და
შალი, თარგი არ უნდა იყოს შეზღუდული, რათა არ დაირღვეს ტანსაცმლის შიგნითა
შრეების ვენტილაცია. ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს ბეწვის "კაპიუშონები."
ფეხსაცმელი არ უნდა ზღუდავდეს მოძრაობას სახსრებში, უმჯობესია ბეწვის
ფეხსაცმელი და დამატებით კიდევ ბეწვის წინდები.
ცხელ კლიმატურ პირობებში ტანსაცმელი უნდა იცავდეს ადამიანს
გადახურებისა და ცხელი ქარებისაგან, რომელთაც ხშირად მტვერი მოსდევთ. ასევე
ტანსაცმელი უნდა უზრუნველყოფდეს ორგანიზმიდან ოფლის ეფექტურ
აორთქლებას. როცა ჰაერის ტემპერატურა და ინსოლაცია ძალიან მაღალია, მსუბუქი
ტანსაცმლის გამოყენებას არ მოაქვს კომფორტული შეგრძნება და სიცხისგან თავის
დაცვის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს სქელფენიანი ტანსაცმლის ჩაცმა. ამ
შემთხვევაში, ორგანიზმის გადახურებისაგან დასაცავად ტანსაცმლის ქსოვილი უნდა
იყოს მცირე სითბოგამტარობისა და საკმაო სისქის. საუკეთესო ქსოვილს ამ
მიმართებით წარმოადგენს შალი და ბამბა.
ოფლის კარგი აორთქლებისათვის ტანსაცმლის ქსოვილი უნდა იყოს ასევე
წყალგამტარი და ჰიგროსკოპული, რათა ერთის მხრივ კარგად შეიწოვოს სითხე და
მეორეს მხრივ, არ შეაფერხოს ოფლის აორთქლება. მშრალ და სველ მდგომარეობაში
კარგი ჰაერგამტარობა არის ის მნიშვნელოვანი პირობა, რომელსაც უნდა
აკმაყოფილებდეს ცხელი და მშრალი კლიმატური პირობებისათვის განკუთვნილი
თანსაცმელი. მზის სხივების მაქსიმალური არეკვლის მიზნით ტანსაცმელი უნდა
იყოს ღია ფერის, ჰქონდეს პრიალა ან ბრჭყვიალა ზედაპირი. საერთოდ,Yხორკლიანი
ქსოვილი ატლასის ქსოვილთან შედარებით მზის სხივების ინტეგრალურ ნაკადს
ცუდად აირეკლავს.
ტანსაცმლის ფართო თარგი საშუალებას იძლევა ტანსაცმლის შიგნით
არსებული სივრცის კარგი ვენტილაციისათვის და იცავს სხეულს მტვრის
დაგროვებისაგან.
ცხელი კლიმატური პირობებისთვის ტანსაცმელს კერავენ შალის, ტილოს,
ბამბეულისა და ატლასის ქსოვილისაგან.
ცხელ კლიმატში მცხოვრები ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ
თავსაბურავსაც. იგი უნდა ამცირებდეს თავზე მზის სხივების ზემოქმედებას,
ამასთანავე იცავდეს თვალებს მზის თვალის მომჭრელი გამოსხივებისაგან.
თავსაბურავის საკმაო მოცულობა, მის ქვეშ სივრცის არსებობა უზრუნველყოფს
თავსაბურის კარგ ჰაერგამტარობას. თავსაბურის Fფართო ნაპირები იცავენ ასევე
თვალებს მზისგან, ჩრდილავენ მოგრძო ტვინსა და კისრის სისხლძარღვებს.
მზის სხივების არეკვლას ხელს უწყობს თავსაბურის ფერიც. ულტრაიისფერი
და ინფრაწითელი სხივების შთანთქმისთვის ქუდის სარჩულად იყენებენ ფერად
ქსოვილს. მწვანე და წითელი ქსოვილი შთანთქავს ბიოლოგიურად აქტიურ მზის
სხივებს და ამით ამცირებს თავის ტვინის გადახურების შესაძლებლობას.
ცხელ კლიმატში განსაკუთრებული ჰიგიენური მოთხოვნები წაეყენება
ფეხსაცმელსაც, მსუბუქი ფეხსაცმელი არ უწყობს ხელს გადახურებისგან დაცვას.
უდაბნოში რაციონალურია მსხვილ ძირიანი ფეხსაცმლის ხმარება, რომელიც კარგად
ფარავს ტერფს და არ აძნელებს სახსრებში მოძრაობას.
ადამიანის წარმატებული აკლიმატიზაციისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება
არა იმდენად კლიმატური პირობების სიმაცრეს, რამდენადაც მიზანშეწონილ და
რაციონალურ საცხოვრებელს, ჩასაცმელს, შრომის რეჟიმსა და კვებას. ამ საკითხების
წარმატებით გადაწყვეტისას ადამიანის აკლიმატიზაცია არასასურველ კლიმატურ
66
პირობებშიც კი წარმატებით მიმდინარეობს და არ მოაქვს ზიანი არც ადამიანის
ჯანმრთელობისთვის და არც მის შრომისუნარიანობას ამცირებს.

67

You might also like