You are on page 1of 12

1

მსოფლიო გლობალური დათბობის ფონზე კლიმატური


ცვლილებები და გამწვანების მნიშვნელობა ქალაქის ჰაერის
ხარისხის გაუმჯობესებაში

1. მსოფლიო გლობალური დათბობა და მისი მოსალოდნელი შედეგები

მსოფლიო გლობალური დათბობის ძირითადი გამომწვევი მიზეზი არის ატმოსფერულ


ჰაერში ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობის დაგროვება.

ბოლო რამოდენიმე ათეული წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოში აღინიშნება


მოსახლეობისა და ავტოტრანსპორტის მკვეთრი მატება, ჩქარი ტემპებით ვითარდება მძიმე და
მსუბუქი მრეწველობა, გრძელდება ვულკანური ამოფრქვევები, გახშირდა სამხედრო
წვრთნები და კონფლიქტები, შესაბამისად გაიზარდა ბუნებრივი აირებისა და
ნავთობპროდუქტების მოპოვება - გამოყენება, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ჟანგბადის
(o2) აქტიური მოხმარება და შესაბამისად მოიმატა ნახშირორჟანგის ( co2 ) რაოდენობაც. მისი
ჭარბი რაოდენობა, დედამიწასა და ატმოსფეროს შორის წარმოშობს ე.წ. ღრუბლისებურ
ნისლეულს, რომელიც ხელს უშლის ჰაერის ვენტილაციას, ამ დროს ვეღარ ხდება
ტემპერატურის ნორმალური გადანაწილება ატმოსფეროს ზედა ფენებში და ხდება ჰაერის
ტემპერატურის როგორც მომატება, ასევე ხანგრძლივად მისი შენარჩუნება, ამ პროცესის გამო
დღეისათვის 1.5-2.0 გრადუსამდე უკვე მომატებულია დედამიწის წლიური საშუალო
ტემპერატურა, რომლის დაკარგვა-განეიტრალებასაც ათასწლეულები სჭირდება. ეს
მომატებული ტემპერატურა იწვევს ატმოსფერული ჰაერის თანდათან გამოშრობასა და
ფარდობითი ტენიანობის შემცირებას, რაც ამ ბოლო ხანებში მკვეთრად აისახა მსოფლიო
მასშტაბით დიდ ხანძრებში, ხანძრები გახშირდა საქართველოშიც, მაგალითად 2017 წლის
ივლის აგვისტო ხანძარმა მოიცვა თითქმის მთელი საქართველო.

საერთოდ დედამიწის ეკოლოგიურ გარემოზე, მსოფლიო გლობალური დათბობის


უარყოფითმა ზემოქმედებამ შესაძლოა მრავალი კატაკლიზმები გამოიწვიოს, მაგალითად
შესაძლოა მასიურად და სწრაფად დადნეს მრავალწლიანი მყინვარები, როგორც მთებში, ასევე
ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესა და ანტარქტიდაში. ეს გამოიწვევს პირველ რიგში მტკნარი
წყლის მსოფლიო დეფიციტს, კატასტროფულად აიწევს საერთაშორისო წყლების დონე,
შემცირდება მიწის დიდი მასივები და შემცირდება გამწვანებაც, ამით შეიზღუდება
მცენარეთა ფოტოსინთეზი, აღარ მოხდება ნახშირორჟანგის შეთვისებისა და ჟანგბადის
გამოყოფის ურთიერთ დაბალანსება, ზოგ ადგილებში დაიწყება და უფრო ფართო მასშტაბებს
მიაღწევს ტერიტორიების გაუდაბნოება, ნიადაგები გამოიფიტება, განადგურდება
მცენარეების სასარგებლო მიკრო ორგანიზმები და შემცირდება მისი ნაყოფიერება, რაც
2

საბოლოო ჯამში გამოიწვევს თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმის მასიურ შიმშილს და


გაიზრდება სიკვდილიანობა და ა.შ.

გარდა ამისა გლობალური დათბობის გახანგრძლივებამ, მოსალოდნელია ატმოსფეროში


დააგროვოს ნახშირორჯანგის ის კრიტიკული კონცენტრაცია, რომელიც შეიძლება იყოს
დედამიწაზე მზის ენერგიის მოწოდების შეზღუდვის ის ძირითადი ბარიერი, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს დედამიწის მყისიერი გამყინვარებაც, ვინაიდან ცნობილია, რომ თუ ციურ
სხეულს არ გააჩნია საკუთარი ენერგია და მას არ ღებულობს სხვა ობიექტებიდან მისი
აბსოლუტური 0- (°C) გრადუსი არის -273 °C (გრადუსი კელვინის).

ამის შესაძლო მაგალითი შეიძლება იყოს, ის რომ 1970 იან წლებში, რუსეთის
მრავალწლიანი ყინულოვანი მზრალების ტერიტორიაზე, კერძოდ კი ციმბირში,
საცხოვრებელი სახლის საძირკვლის გათხრისას აღმოაჩინეს სპილოს ძველი წინაპრი -
"მამონტი", რომლის მთლიანი გაცოცხლება ვერ მოხერხდა, მაგრამ ლენინგრადის ერთერთი
კვლევითი ლაბორატორიის პროფესორებმა მოახერხეს მისი ზოგიერთი უჯრედების
გაცოცხლება, ხოლო სხეულის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ "მამონტს" პირის ღრუში
ჰქონდა მწვანე ბალახი, რაც იმას ნიშნავს რომ იმ პერიოდში, კერძოდ ბალახის ძოვის დროს
მოხდა დედამიწის მყისიერი გამყინვარება. ეს შედეგი შეიძლება დამდგარიყო ჰაერში
ნახშირორჟანგის კრიტიკული რაოდენობის დაგროვებით, რაც შეიძლება გამოწვეულ
ყოფილიყო ვულკანების ამოფრქვევების სიხშირის მატებით, მწვანე მასის სიმცირით და
ბალახისმჭამელი მცოხნავი ცხოველების სიდიდითა და რაოდენობრივი სიმრავლით,
ვინაიდან მათი ცხოველმყოფელობის შედეგად გამოყოფილი ექსტრემენტები ბუნებრივი
დაწვის დროს გამოყოფენ სითბურ ეფექტს.

2. მსოფლიო გლობალური დათბობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები

მსოფლიოს ყველა ქვეყანა უნდა შეეცადოს ატმოსფერულ ჰაერში მაქსიმალურად


შეამციროს ნახშირორჟანგის( CO2 )-ის გამოფრქვევა, ამისათვის საჭიროა:

1) ატომური და თბოელექტრო სადგურები უნდა ჩანაცვლდეს სხვა განახლებადი


ენერგიებით, ჰიდროელექტრო და ქარის ენერგიაზე მომუშავე სადგურებით.

2) ფართოდ უნდა დაინერგოს მზის ენერგიის ტექნიკური გამოყენება, საცხოვრებელი


სახლებისა და სათბურების გასათბობად, დამატებითი ელექტრო ენერგიის მისაღებად და
სხვა.

3) ბუნებრივ აირზე და ნავთობპროდუქტებზე მომუშავე შიდა წვის ძრავები თანდათან


უნდა ჩანაცვლდეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე მომუშავე ძრავებით, როგორიცაა
წყალბადზე მომუშავე, ჰიბრიდული ტრანსპორტი და სხვა.

4) უნდა აიკრძალოს სოფლის მეურნეობის კულტურების ( სიმინდი, სორგო, იონჯა,


ესპარცეტი და სხვა) წარმოება ბუნებრივი საწვავი აირების მოპოვების მიზნით
3

5) იმ ქვეყნებში სადაც მძლავრად არის განვითარებული მძიმე მრეწველობა და


ავტოტრანსპორტის წარმოება სასურველია აშენდეს ატმოსფერული ჰაერიდან
ნახშირორჟანგის შემბოჭველი საცავები.

6) მოხდეს დედამიწის ინტენსიური გამწვანება.

3. გლობალური დათბობა და გამწვანების მნიშვნელობა

ცნობილია რომ დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ნებისმიერ დროს, ჰაერის


შემადგენლობა და მათ შორის ჟანგბადის კონცენტრაცია არის მუდმივი. მაგალითად, მწვანე
მცენარეებით სრულიად დაუსახლებელი ან მისი შეზღუდული რაოდენობით
წარმოდგენილი ტერიტორიებზე, როგორიცაა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე, ანტარქტიდა,
სხვადასხვა სახის ოკეანეები და ზღვები, ასევე აფრიკისა და ცენტრალური აზიის უდაბნოები
და იქ სადაც არის ბუნებრივად ინტენსიური გამწვანება, მათ შორის აზიისა და სამხრეთ
ამერიკის ბუნებრივი ტყეები და გაუვალი ჯუნგლები, ზამთარ-ზაფხულ , დღე და ღამე ჰაერის
შემადგენლობა არის უცვლელი : აზოტი 78-%, ჟანგბადი 21-%, ნახშირორჟანგი 0.03-%, და
სხვა ინერტული აირები. ეს იმას ნიშნავს რომ ატმოსფერული ჰაერი არ ახდენს მცენარეების
მიერ ფოტოსინთეზის შედეგად გამოყოფილი ჟანგბადის დაგროვებას, წინააღმდეგ
შემთხვევაში სავეგეტაციო პერიოდში მომატებული იქნებოდა ჟანგბადის რაოდენობა და მას
როგორც რეზერვს, დედამიწა მოიხმარდა მაშინ როცა საერთოდ არ მიმდინარეობს მცენარეთა
ფოტოსინთეზი, მაგალითად ზამთრის პერიოდში და ღამის საათებში, პირიქით ამ დროს
უფრო გაზრდილია ჟანგბადის მოხმარება და ნახშირორჟანგის გამოყოფა, მაგრამ ჰაერში
ჟანგბადის კონცენტრაცია ყველგან და ყოველთვის უცვლელია, ასევე ამ პერიოდში ადამიანი
ზაფხულისგან განსხვავებით შედარებით თავს უკეთესად გრძნობს და უფრო კარგად
სუნთქავს.

გარდა ამისა, თუ გავიხსენებთ ფოტოსინთეზის ფორმულას და იმასაც , რომ ჰაერში


ჟანგბადის შემცვლელობა არის 21-%, ხოლო ნახშირორჟანგის კი 0.03% - 6 CO2 + 6H2O →
C6H12O6 + 6 O2, დავინახავთ რომ რამდენი მოლეკულა CO2 შთაინთქმება, იმდენივე
მოლეკულა O2-ს გამოყოფს, ამდენად ნახშირორჟანგის სრული შეთვისების შემთხვევაშიც კი,
იქმნება ჟანგბადის 700-ჯერ ნაკლები დეფიციტი, რადგან 21 : 0,03=700. აქედან შეიძლება
ვივარაუდოთ რომ ჰაერში, ჟანგბადის მუდმივი კონცენტრაცია არ არის დამოკიდებული
მხოლოდ მცენარეების მიერ გამოყოფილი ჟანგბადის რაოდენობაზე. მაშასადამე ისმება
კითხვა, რა არის ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციის მუდმივობის წყარო და რა
მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე გამწვანებას.

ამისათვის საჭიროა კიდევ ერთხელ განვიხილოთ მცენარეებში ფოტოსინთეზის


ფიზიოლოგიური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდში
და ისიც მხოლოდ დღის სინათლეზე, მზიდან გამოფრქვეული ენერგიისა და ულტრაიისფერ
გამოსხივების შედეგად, ასევე ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს +10 ≥ 37 °C ,ხოლო მისი
4

ფარდობითი ტენიანობა კი არ უნდა იყოს 50% -ზე დაბალი, სხვა შემთხვევაში ეს პროცესი
ჩერდება: 6 CO2 + 6 H2O → C6H12O6 + 6 O2

ამ საკითხების უკეთ გასარკვევად 1970-1980-იან წლებში გამოყენებული იქნა ჟანგბადის


იზოტოპები, დაკვირვებამ აჩვენა ,რომ ფოტოსინთეზის შედეგად გამოყოფილი ჟანგბადი
მიიღება არა CO2ის, არამედ წყლის გახლეჩვის შედეგად, ხოლო ნახშირორჟანგი, როგორც
მზის შედეგად დაგროვილი ენერგია პირდაპირ აკუმულირდება ნახშირწყლებში და მიიღება
გლუკოზა და ფრუქტოზა, ასევე სხვადასხვა სახის ვიტამინები.

ამრიგად ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ რომ დედამიწის


ატმოსფერულ ჰაერში ჟანგბადის მუდმივობის ძირითად წყაროს წარმოადგენს წყალი და
შესაბამისად ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, ხოლო დედამიწაზე მცენარეების უდიდესი
დამსახურება კი არის ფოტოსინთეზის უნარი, სწორედ ეს არის ბუნების სასწაული, რომლის
შედეგადაც მიღებული ნახშირწყლები წარმოადგენს თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმის
საკვებისა და ენერგიის ძირითადი წყაროს, ხოლო ფოტოსინთეზის დროს ნახშირორჟანგის
შეთვისება და ჟანგბადის გამოყოფა კი თანმდევი ურთიერთდამაბალანსებელი პროცესია,
კერძოდ მცენარეები გარემოდან შთანთქავს ჭარბ ნახშირორჟანგს, ხოლო გამოყოფილი
ჟანგბადი საჭიროების შემთხვევაში ატმოსფერულ ჰაერში ავსებს შესაძლო არსებულ
დეფიციტს და იგი ხელს უწყობს ფარდობითი ტენიანობის რეგულირებას, რაც გარემოსთვის
მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამჟამად შემცირებული გამწვანებული ტერიტორიები ვეღარ უზრუნველყოფენ გარემოში


არსებული ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობის შეთვისებას, ამდენად მსოფლიო
გლობალური დათბობის წინააღმდეგ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მწვანე მცენარეების
რაოდენობრივ ზრდას, როგორც ნახშირორჟანგის ძირითად ბუნებრივ მომხმარებელს,
რომელსაც შეუძლია ამ დარღვეული ბალანსის აღდგენა.

გარდა გამწვანების ზემოაღნიშნული დამსახურებისა, დიდ დასახლებული


პუნქტებისათვის და მათ შორის დიდი ქალაქებისათვის გარემოს ეკოლოგიური გაჯანსაღების
მიზნით, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც შემოგარენის (ბუნებრივი
ტყეები, ხელოვნური ნარგაობა) ასევე მის შიდა გამწვანებულ ტერიტორიებს, რომლითაც
იქმნება ძირითადი მიკროკლიმატი, მაგალითად ზაფხულის ცხელ თვეებში, მცენარეები
ძირითადად ღამის საათებში შეიწოვენ წყალს და მას დღის საათებში გარემოს
ტემპერატურის შესაბამისად ეტაპობრივად აორთქლებენ, ამით თავს იცავენ როგორც
გადახურებისაგან, ასევე ახდენენ ჰაერის ფარდობითი ტენიანობის რეგულირებას. გარდა
ამისა ფოტოსინთეზის შედეგად გამოიყოფა სახეობისათვის დამახასიათებელი, სხვადასხვა
სახის ბიოლოგიურად აქტიური, რთული ქიმიური ნივთიერებები, ე.წ. ფიტონციდები,
რომლებიც ჰაერს ასუფთავებს როგორც ადამიანისათვის მავნე აირებისა და ასევე მიკრო
ორგანიზმებისაგან. ასევე ფილტრავს ჰაერს მტვრის ნაწილაკებისაგან. სწორედ ამის გამოა
რომ ადამიანები თავს უფრო კარგად გრძნობენ და ადვილად სუნთქავენ ინტენსიურად
5

გამწვანებულ ტერიტორიებზე, რაც გამოწვეულია არაჟანგბადის კონცენტრაციის მომატებით,


არამედ დატენიანებული გაჯანსაღებული ჰაერის შეთვისებით. აქედან გამომდინარე
ქ.თბილისში კლიმატური ცვლილებების უარყოფითი ზემოქმედების წინააღმდეგ და გარემოს
გაჯანსაღების კუთხით , გარდა გამწვანებული ტერიტორიების გაზრდისა, საჭიროა
გაიზარდოს ჰაერის ფარდობითი ტენიანობის ასამაღლებლად ხელშემწყობი ფაქტორებიც,
ამისათვის საჭიროა ქალაქში წყლის ხარჯის რაოდენობის მომატება, მაგალითად უნდა
მოხდეს მცენარეების და ქალაქის ქუჩების დიდი ნაწილის ინტენსიური მორწყვა, ასევე უნდა
შეიქმნას დამატებითი ფანტანები და შადრევნები, ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს
უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი, მიუხედავად იმისა რომ ის როგორც სამხრეთული ქალაქი
უფრო ცხელია, მაგრამ ზაფხულში იქ უფრო მაღალი ჰაერის ფარდობითი ტენიანობაა, ვიდრე
თბილისში. გარდა ამისა ქალაქის ტერიტორიები დღეისათვის ირწყვება ძირითადად სასმელი
წყლით, ამდენად ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროდ მიგვაჩნია გამოყენებულ იქნეს
თბილისის ზღვა. რომელიც არის პირველი კატეგორიის სარწყავი წყალი.

4. საქართველოში კლიმატური ცვლილების ძირითადი გამომწვევი მიზეზები და მისი


გარემოზე უარყოფითი შედეგები

საქართველოში კლიმატი და საერთოდ მდგრადი ეკოლოგიური გარემო, ჩამოყალიბდა


მრავალი საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთქმედების საფუძველზე,
როგორიცაა შავი ზღვა, კასპიის ტბა, მთები, ვაკეები, მდინარეები, ბუნებრივი ტყეები,
მრავალწლიანი მყინვარები და სხვა.

მსოფლიო გლობალური დათბობის ფონზე ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან


საქართველოს კლიმატისათვის, ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კავკასიონის
მთებს და მასზე არსებულ მყინვარებს. ბოლო წლებში გარემოს დამცველების შეშფოთებას
იწვევს ამ მყინვარების დიდ ფართობზე შემცირება, როგორც ირკვევა იგი ვეღარ
უზრუნველყოფს-განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში ჰაერის სათანადოდ გაგრილებას და
შემდგომ მის ნორმალურ ცირკულაციას (ჰაერის მასების გადაადგილება) ეს და სხვა
უარყოფითი მოვლენები მკვეთრად აისახა მთელ კავკასიის რეგიონის კლიმატურ
ცვლილებეზე, რომელიც ბოლო 8-10 წლებში განსაკუთრებით აღინიშნება აღმოსავლეთ
საქართველოში, მაგალითად გაუდაბნოება დაიწყო დეოფლისწყაროს რაიონში და მისი
არეალი თანდათან უფრო ფართოვდება, ეს პროცესები ასევე მკვეთრად შესამჩნევი გახდა
რუსთავისა და თბილისის ტერიტორიებზე, კერძოდ ბოლო 5-7 წლების განმავლობაში
ზამთარი და ზაფხული მოიცვა ხანგრძლივმა გვალვებმა, გახშირდა ცხელი ქარები,
შესამჩნევად იკლო ატმოსფერულმა ნალექებმა, მოიმატა ზაფხულისა და შემოდგომის
როგორც ჰაერის ტემპერატურამ ასევე ცხელი დღეების რაოდენობამ და ამ ცხელ დღეებში
გაიზარდა კრიტიკული საათების რაოდენობაც რაც გამოიხატა მაღალი ტემპერატურის
ფონზე, ჰაერის ფარდობითი ტენიანობის მკვეთრი შემცირებით. ამ ყველაფრის გამო
საქართველოში და მათ შორის ქ.თბილისის ტერიტორიაზე ხელოვნურად დარგული
წიწვოვანი მცენარეებიდან ბოლო წლებში მასიური ხმობა დაიწყო შავი ფიჭვის სახეობამ.უნდა
6

აღინიშნოს რომ ფიჭვის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა (თავის სამშობლოში) შეადგენს


300-500 წელს, მაშინ როცა თბილისში გავრცელებული სხვა წიწვოვანი მცენარეების
კვიპაროსი , კედარი , ტუია, სიცოცხლის ხანგრძლივობა 2000-2500 წელზე მეტია, აქედან
გამომდინარე ნათლად ჩანს რომ გენეტიკურად ფიჭვების სიცოცხლის უნარიანობა და მათი
იმუნიტეტი გაცილებით დაბალია ვიდრე სხვა დანარჩენი წიწვოვანი მცენარეების, ამდენად
კლიმატური ცვლილებების უარყოფითი გავლენა პირველ რიგში გამოვლინდა შავი ფიჭვების
სახეობაში, გარდა ამისა დარგვისას არ იყო გათვალისწინებული მცენარეთა კვების არე და
მივიღეთ ჩახშირებული ტიპის ნარგაობა, ამ დროს მცენარეების ურთიერთკონკურენციისა და
თვითგადარჩენის ბიოლოგიური უნარიდან გამომდინარე, ბოლო 30-40 წლებში მოხდა
ნიადაგიდან საკვები ელემენტების ინტენსიური შეთვისება, ასევე ცნობილია რომ
ჩახშირებული ტიპის ფიჭვის ნარგაობის ქვეშ არ ხდება ნიადაგის ბუნებრივი გამდიდრება (არ
წარმოიქმნება ნეშომპალა) რამაც საბოლოოდ გამოიწვია ნიადაგის საკვები ელემენტებით
მცენარეების სასარგებლო მიკროორგანიზმებით გაღარიბება, მცენარეთა ფიზიოლოგიური
შიმშილი და მათი სტადიურად ნაადრევი დაბერება. ეს პროცესი განსაკუთრებით აღინიშნება
ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ, მაშინ როცა ხდება წიწვების მონაცვლეობა და სწორედ ამ
პერიოდშია ხმობის ტენდენციების თვალსაჩინოდ შესამჩნევი. ასევე მათ ხმობას
დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე ხელი შეუწყო ბოლო ხანებში აღმოჩენილმა ახალმა
მწუწნავმა მავნებელმა-მბეჭდავმა ქერქიჭამიამ, რომელიც დაბალი ჰაერაციის პირობებში
საგრძნობლად გავრცელდა თბილისის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. უნდა აღინიშნოს რომ
ბოლო წლებში ხმობა დაიწყო ელდარის ფიჭვმაც და ლიბანის სახეობის კედრებმაც.
განსაკუთრებით ფიჭვების მასიური ხმობა აღინიშნება როგორც ქალაქის შემოგარენის, ასევე
მის შიდა გამწვანებულ ტერიტორიებზე, მაგალითად სოფელ გლდანის თავზე, ოქროყანის,
მთაწმინდის ფერდობების, კუს ტბის მიმდებარედ, სოფელ ვაშლიჯვრის ზედა მხარეს,
აღმაშენებლის ხეივანში, დიდუბეში ექსპო-ჯორჯიას გამოფენის ტერიტორიაზე და სხვა.

ლიბანის სახეობის კედრების წიწვები, განსხვავებით ჰიმალაისა და ატლასის სახეობის


კედრებისგან განსხვავდება სიდიდით, წიწვების სიმოკლითა და სიხშირით, რომლებიც
ზაფხულის ცხელ დღეებში და განსაკუთრებით კრიტიკულ საათებში სათანადოდ ვერ
ახერხებენ ფოთლებიდან წყლის აორთქლებას რაც იწვევს ხშირ შემთხვევაში მათ
გადახურებას და შემდგომ ხმობას, ამიტომაც ასეთი კედრები ხმება ერთიანად და ჰგვანან
როგორც ნახანძრალ ხეებს ამდენად მცენარის დარგვის დროს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ
ატლასისა და ჰიმალაის სახეობის კედრებს, ვინაიდან მათი გამძლეობის უნარი ამ ეტაპზე
აკმაყოფილებს გარემოს მოთხოვნებს. შეინიშნება სხვადასხვა სახის ფართო ფოთლოვან
მცენარეებშიც, როგორიცაა იფნი, აკაცია, სოფორა, ჭადრი, კაკალი და სხვა.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა გაძლიერდეს მცენარეთა ფიტოსანიტარული


მონიტორინგი და ლაბოლატორიული კვლევები, რომლის დასკვნების საფუძველზეც უნდა
ხდებოდეს როგორც აღმოჩენილი მავნებელი დაავადებათა წინააღმდეგ ქიმიური და
ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიო პრეპარატებით დამუშავება. ასევე პერიოდულად უნდა
7

ტარდებოდეს პრევენციული ხასიათის წამლობებიც, მაგალითად როგორც სოკოვანი


დაავადებების შემთხვევაში (ანთრაქნოზი,ნაცარი და სხვა) ასევე მავნებლების წინააღმდეგაც
(ბუგრები, აზიური ფაროსანა, და სხვა). ხოლო ქალაქის შემოგარენისა და ხელოვნურად
დარგული ჩახშირებული ტიპის ნარგაობის გაჯანსაღების მიზნით პირველ რიგში საჭიროა
ჩატარდეს სანიტარული, შემდგომ გამოხშირვითი ჭრები. ხოლო მათი
გაახალგაზრდავებისათვის სასურველია შეიქმნას ე.წ. ფანჯრები, სადაც უნდა მოხდეს
მცენარეთა პირწმინდა ჭრები და შემდგომ გამონთავისუფლებული ტერიტორიები
განახლდეს ტყის სახეობის წინასწარი შერჩეული მცენარეებით, ასევე აუცილებელია მოეწყოს
ხანძარსაწინააღმდეგო მისასვლელი გზები, ხოლო ქალაქის შიდა გამწვანებულ
ტერიტორიებზე უნდა მოიჭრას ხმელი, დაავადებული, ავარიული, ქალაქისათვის
არაესტეთიური, გადაბერებული ხეები, შემდეგ უნდა განხორციელდეს მცენარეთა სხვლა-
ფორმირება, საჭიროა მცენარეების ძირითადი ვარჯი გამოიხშიროს ხმელი ზედმეტი და
ავარიული ტოტებისაგან, ამით გაიზრდება ჰაერაცია, რაც ტექნიკურად გააადვილებს
მცენარეების ქიმიურ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოპრეპერატებით დამუშავების
პროცესებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქის უსაფრთხოებისათვის სერიოზულ
პრობლემას წარმოადგენს ამორტიზირებული, დაავადებული და ავარიული ალვის ხეები,
იგი უკვე აღარ გვხვდება მსოფლიოს თოთქმის არცერთ დიდ ქალაქებში, ამდენად საჭიროა
მათი ეტაპობრივი მოჭრა და თავისუფალი სივრცეების შევსება ქალაქისათვის შესაბამისი
წინასწარ შერჩეული მცენარეებით , რაც ხელს შეუწყობს ქალაქის გამწვანების განახლება-
გაახალგაზრდავებას.

5. ნერგების სწორად დარგვა და ნიადაგის გამოკვება

თუ გავითვალისწინებთ ზემოაღნიშნულ კლიმატურ ცვლილებებს და მის უარყოფით


ზეგავლენას ეკოლოგიურ გარემოზე, ნათლათ დავინახავთ, რომ გარდა მცენარეთა მასიური
ხმობისა და დაავადებებისა ზრდისა, ძალიან გაძნელდა როგორც ახალი დარგული ნერგების
გახარება ასევე მოზარდი მცენარეების შენარჩუნებაც.

ამიტომ მცენარის დარგვისას გასათვალისწინებელია:

ა) ნერგი დაირგვა ორმოს ამოღებისთანავე, წინააღმდეგ შემთხვევაში ტენისგან შრება


როგორც ორმო, ასევე ამოღებული ნიადაგი. ამ დროს იღუპება მიკროორგანიზმების თითქმის
60-80%.

ბ) ნერგის დარგვისას მიწა უნდა დაიტკეპნოს, რათა მთლიანად გამოიდევნოს ჰაერი და არ


აორთქლდეს ჰიგროსკოპიული წყალი , რაც დაიცავს მცენარის ფესვთა სისტემას
გამოშრობისაგან.

გ) მცენარის ირგვლივ,უნდა მოეწყოს ფართო და ოვალისებური ჩაღრმავების მქონე ჯამი,


გაფხვიერდეს და დაიფაროს სპეციალური ორგანული მდიდარი მულჩით.
8

აღსაღნიშნავია რომ სანერგეებში ნერგის გამოყვანისას კერძო მესაკუთრე


დაინტერესებულია მცენარის სწრაფი ვეგეტატიური ნაზარდით. ამდენად, მცენარე
მთლიანად უზრუნველყოფილია მინერალური და ორგანული სასუქებით, ასევე წყლის
მიწოდების უხვი რეჟიმით. ასეთი 3-5 წლიანი ნერგები თბილისის ტერიტორიაზე
გადარგვისას განიცდიან ძლიერ სტრესს, ვინაიდან ქალაქის ტერიტორიის ნიადაგები
უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე , საგრძნობლად გამოიფიტა, კერძოდ
გაღარიბებულია მცენარისათვის სასარგებლო მიკრო ორგანიზმებით და საკვები
ელემენტებით. ამდენად , რომ გაიზარდოს მცენარეთა გახარება და მოხდეს მათი
სიცოცხლიუნარიანობის გახანგრძლივება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სხვა აგროტექნიკურ
ღონისძიებებთან ერთად , მოხდეს ნიადაგის მულჩირება და მისი გამოკვება ბიოორგანული
სასუქებით.

6. მცენარეებისა და ღიაგრუნტის მულჩირება

მულჩირებისას მცენარეების ირგვლივ საგრძნობლად მცირდება სარეველა მცენარეების


განვითარება , ხოლო ბალახის გათიბვისას აღარ ზიანდება მცენარეთა ფესვის ყელი ასვე 4-5
წლის განმავლობაში აღარ საჭიროებს ჯამების განახლება-გაფხვიერებას, სასუქების
ინტენსიურ გამოყენებას, ამავე დროს იგი 45-60%-ით ამცირებს ნიადაგიდან წყლის
აორთქლებას და ანახევრებს მცენარეთა მორწყვის ჯერადობას. ასევე მთელი სავეგეტაციო
პერიოდის განმავლობაში მულჩში არსებული მიკრო ორგანიზმები თავიანთი
ცხოველმყოფელობის შედეგად პერიოდულად ახდენენ ორგანული და ქიმიურად ძნელად
ხსნადი ნივთიერებების ეტაპობრივ დაშლა-დენატურაციას. რაც განაპირობებს
მცენარეებისათვის საკვები ელემენტების წარმოქმნა შეთვისებას .ასევე მოსული
ატმოსფერული ნალექი და მცენარეათა მორწყვა ხელს უწყობს მულჩში არსებული საკვები
ელემენტების ნიადაგში თანდათანობით ჩადინებას და მის შერევას. ამრიგად მულჩირება
ნიადაგს და მცენარეებს იცავს ზამთრის ყინვების, ძლიერი ქარებისა და ზაფხულის
გვალვებისაგან, ატმოსფერულ ჰაერს კი მტვრის ნაწილაკებისაგან ხოლო ნიადაგს ამდიდრებს
ნეშომპალით. რის საფუძველზეც ბიოლოგიურად აქტიურდება ნიადაგი და უმჯობესდება
მისი ფიზიკური თვისებები.

მულჩირებისას ნიადაგი იფარება 5-10 სმ სისქის ფენით,რომლის მოქმედების ვადა 4-5


წელია,მაგრამ მისი მაქსიმალური ეფექტურობისა და მოქმედების გასახანგრძლივებლად
სასურველია ნიადაგი დაიფაროს 5 სმ სისქის ფენით და 4-5 წლის განმავლობაში ყოველ წელს
განახლდეს 2 სმ-ით.

დეკორაციული, ორგანული მულჩი არის,მულჩი რომელიც შეღებილია ეკოლოგიურად


უსაფრთხო ფერადი საღებავით,რომელიც ფართოდ გამოიყენება ბაღ-სკვერების
დეკორატიული მოწყობის მიზნით. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 წლის
განმავლობაში შეისწავლა და უკვე მე-3 წელია მას საქართველოში აწარმოებს შპს "ჯეო
9

მულჩი", რომლის პროდუქციამაც წარმატებით გაიარა სახელმწიფო გამოცდა საქართველოს


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრში (იხ.დანართი), ხოლო
მისი ეკოლოგიური უსაფრთხოება დაადგინა ს/ს მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა
და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა (იხ.დანართი)

დღეისათვის მცენარეების და ღია გრუნტის დეკორაციული მულჩირება წარმატებით


გამოიყენება როგორც მთელ მსოფლიოში ასევე საქართველოში. იგი უკვე 2015-2017
წლეებში წარმატებით გამოყენებული იქნა თბილისის , ყვარელის, სიღნაღის, ბათუმის,
შეკვეთილის სარეკრიაციო ზონებში, ასევე კერძო დაწესებულებებსა და საცხოვრებელი
სახლების მიმდებარე ტერიტორიებზე, მაგალითად თბილისში დეკორაციულად მოეწყო 16
ბაღ-სკვერი, 20-ზე მეტი ბაგა-ბაღის ტერიტორია, რომელიც იცავს ჰაერს მტვრის შეწონილი
ნაწილაკებისაგან,ანოყიერებს ნიადაგს და ასევე მას აქვს მაღალი ესთეთიკური ღირებულება,
ანუ პირველად შეიქმნა დეკორაციულად მოვლილი ტერიტორიების პრეცედენტები.

7.ნიადაგის გამოკვება ბიო-ორგანული სასუქებით

უკანასკნელ წლებში ქ.თბილისის ნიადაგები განიცდიან გამოფიტვას,იგი გაღარიბდა


საკვები ელემენტებითა და მცერეების სასარგებლო მიკროორგანიზმებით, ასეთ ნიადაგებში
მინერალური ქიმიური სასუქების შეტანა ბოლო წლებში უკვე აღარ იძლევა სასურველ
შედეგებს, ვინაიდან სინთეზური სასუქები წარმოადგენენ მარილებს. ასეთი გაღარიბებული
ნიადაგი სათანადოდ ვეღარ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან დაშლას და ფერხდება
მცენარისათვის მათი ნორმალური მიწოდება ან ხდება საკვები ელემენტების სხვადასხვა
დოზით შეთვისება,რამაც შესაძლოა დააჩქაროს, შეანელოს ან შეცვალოს მცენარეებში
მიმდინარე ზოგიერთი ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესები, რაც საბოლოოდ
შესაძლოა გახდეს უარყოფითი შედეგების მიზეზი, ასევე მათმა ხშირმა გამოყენებამ
შესაძლებელია მცენარეები გახადოს ქიმიურ სასუქებზე მეტად დამოკიდებული, ეს
გამოიწვევს ასეთი სასუქების უფრო ინტენსიურ და მომატებული დოზებით გამოყენების
აუცილებლობას, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს როგორც გარემოს ეკოლოგიურ
დაბინძურებას , ასევე ნიადაგების დამლაშებას, რომელიც აუარესებს მის ფიზიკურ
თვისებებს და საერთოდ აქვეითებს ბიოლოგიურ აქტივობას, ამ და სხვა პრობლემის გამო,
ქიმიური სასუქების გამოყენებაზე უკვე ბევრმა ქვეყანამ უარი თქვა ,როგორიცაა ისრაელი და
სხვა.
10

აღსანიშნავია რომ სინთეზური სასუქების (N.P.K.) ერთდროული გამოყენება


მიზანშეწონილი არ არის, მაგალითად კალიუმიანი და ფოსფოროვანი სასუქები ნიადაგში
უნდა შევიდეს გვიან შემოდგომით, ხოლო აზოტოვანი სასუქები კი რამოდენიმეჯერ
ვეგეტაციის პერიოდში, ასევე სასუქების გადანაწილება უნდა მოხდეს მაქსიმალურად
თანაბრად და მორწყვითი პროცესი რომ არ გამოიწვიოს ნიადაგის სიჭრელე, გარდა ამისა მათ
შეტანამდე ნიადაგი წინასწარ კარგად უნდა დატენიანდეს, ხოლო შეტანის შემდეგ
აუცილებელია მისი რამდენჯერმე მიყოლებით მორწყვა, რაც საბოლოოდ თხევადი
ბიოსასუქების გამოყენებასთან შედარებით, (რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივი მორწყვის
დროს) ართულებს და აძვირებს გამწვანებული ტერიტორიების ეფექტიანი მოვლა-
პატრონობის საბოლოო შედეგებს.

თხევადი ბიოორგანული სასუქები წარმატებით გამოიცადა საქართველოს სოფლის


მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ, სადაც შპს "ბიოაგროს" მცენარეთა
ბიოლოგიური დაცვის ცენტრის ადგილობრივი წარმოების სასუქმა "ორგანიკამ" სხვა მსგავსი
ადგილობრივი და უცხოური წარმოშობის სასუქებთან შედარებით მიენიჭა უპირატესობა და
გაიცა მისი გამოყენებისა და შესატანი დოზების დადებითი დასკვნები (იხ.დანართი)

"ორგანიკა" ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ევროკავშირის ქვეყნების მიერ


სერტიფიცირებული, საქართველოში წარმოებული და დარეგისტრირებული თხევადი
ბიოორგანული სასუქი ,იგი შეიცავს თვითგამრავლების უნარის მქონე მცენარის სასარგებლო
სოკოებს, აზოტისა და ფოსფორის ფიქსატორ, ასევე M ჯგუფის ტიპის ბაქტერიებს, რომელიც
გახსნილია პუმინომჟავეებით და მიკროელემენტებით გამდიდრებული წყალხსნარში და
წარმოადგენს მიკროორგანიზმების შემდგომი გამრავლებისათვის საკვებ არეს-სუბსტრაქტს.
მისი ნიადაგში შეტანა და მასში არსებული მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობა ,ხელს
უწყობს წლების მანძილზე,როგორც ხელოვნურად შეტანილი ქიმიური სასუქების,
პესტიციდების, ჰერბიციდების და სხვა, ასევე ბუნებრივად არსებული რთულ დასაშლელი
ბიოქიმიური ნივთიერებებისა და სხვადასხვა სახეობის ორგანული ნარჩენების ეტაპობრივ
დაშლა-მინერალიზაციას, რაც უზრუნველყოფს ნიადაგში ჰუმუსითა და საკვები ელემენტების
ბალანსის აღდგენას, მცენარეებისათვის მისაწვდომ მდგომარეობაში გადაყვანას.

სოფლის მეურნეობაში მაღალი კონკურენტუნარიანი ბიოპროდუქტების მისაღებად,


აგრეთვე გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დიდი ქალაქების, მათ
შორის ქ.თბილისის ტერიტორიებზე ახალგაზრდა, მოზარდ, დასუსტებულ მცენარეებში,
გაზონებსა და ყვავილნარებში "ორგანიკისა" და მცენარეთა მულჩირების სტაბილური
გამოყენება ხელს შეუწყობს ნიადაგის ბიოლოგიური აქტივობის მკვეთრ გაუმჯობესებას და
მცენარეთა საერთო განვითარება, გაჯანსაღებას, კერძოდ მცენარეების ფესვებიდან და
ფოთლებიდან გამოკვება უზრუნველყოფს მცენარის როგორც ფესვთა სისტემის, ასევე
ვეგეტატიური ორგანოების დინამიურ და ჰარმონიულ განვითარებას, რაც საბოლოოდ
გაზრდის მცენარეთა იმუნიტეტს, გააუმჯობესებს სასიცოცხლო ფუნქციებს და გაზრდის მათ
სიცოცხლის უნარიანობას.
11

დასკვნა

ამრიგად თუ გავითვალისწინებთ კლიმატურ ცვლილებებს და ეკოლოგიურ გარემოზე


უარყოფით ზეგავლენას, ადეკვატურ ნაბიჯად მიგვაჩნია გამწვანებულ ტერიტორიებზე
მულჩისა და ორგანიკის ერთობლივი გამოყენება რაც 2015-2017 წლებში უკვე წარმატებით
იქნა გამოყენებული, თბილისის, ბათუმის, ყვარელის, სიღნაღის, შეკვეთილის და სხვა
ქალაქების გამწვანებულ ტერიტორიებზე და კარგ მაგალითს წარმოადგენს ქ.თბილისში
მეტრო დიდუბის წინ არსებული ავტოტრანსპორტის შემოვლითი წრის გამწვანებული
ტერიტორია, სადაც 2016-წლის ადრე გაზაფხულზე დაირგო 200-ზე მეტი როგორც წიწვოვანი
სახეობის ასევე ფართო-ფოთლოვანი ხე-მცენარის ნერგები. მიუხედავად 2017 წლის დიდი
გვალვების და შეზღუდულად მორწყვის პირობებშიც კი მიმდინარე წლის 10
სექტემბრამდე არ გამხმარა არცერთი მცენარე. ყველა ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით და ამ მეთოდების გამოყენებით შესაძლოა უზრუნველყოს გამწვანებულ
ტერიტორიებზე მოვლა-პატრონობის უფრო მაღალი ეკონომიური ეფექტი.

ავტორები:

კუკური გოგინაშვილი -სწავლული აგრონომი

სოფლისმეურნეობის მეცნიერებათა

აკადემიური დოქტორი

გია მურადოვი - საქართველოს ახალგაზრდა მეტყევეთა

ასოციაციის თანადამფუძნებელი
12

You might also like