You are on page 1of 23

ნახშირბადის ციკლი

ნათია გურული
ნახშირბადი C
ნახშირბადი უმნიშვნელოვანესი
ელემენტია მის ციკლში. პროტეინები,
ნუკლეინის მჟავები, ლიპიდები,
ნახშირწყლები და სხვა ორგანული
მოლეკულები ნახშირბადს შეიცავს რაც
უმნიშცნელოვანესია სიცოცხლისათვის.
თითქმის ყველა ორგანული მოლეკულა
ნახშირბადულ ჩონჩხზეა აწყობილი, მისი
ქიმიური ბუნებიდან გამომდინარე.
ორგანული მოლეკულები
(ამინომჟავის მაგალითი)
 ნახშირბადს შეიცავს არაორგანული
ნაერთებიც. ატმოსფეროში ის
წარმოდგენილია აირ ნახშირორჟანგის
სახით. იგი ატმოსფეროს 0,04% - ს შეადგენს.
 ოკეანესა და მტკნარ წყალში ის გახსნილი
იონების სახით არის წარმოდგენილი.
 ნიადაგის შემადგენლობაში ის კალციუმის
კარბონატის და სხვა ნაერთების სახით
გვხვდება.

კირქვა
CaCO3
დედამიწის ატმოსფეროში ნახშირბადი ორი
ძირითადი ნაერთის სახით არსებობს,
ესენია ნახშირბადის ოქსიდი (CO2) და მეთანი
(CH4)). ეს ორივე აირადი ნივთიერება შთანთქავს
ატმოსფეროში შემოსულ სითბოს და
გარკვეულწილად ისინი არიან
პასუხისმგებელნი სათბურის ეფექტზე.
ნახშირბადის ციკლი
ნახშირბადის გლობალურ წრებრუნვას
აბიოტურ (არაცოცხალ) გარემოსა და
ცოცხალ ორგანიზმებს შორის, ნახშირბადის
ციკლი ეწოდება.
ნახშირბადის ციკლი
1 საფეხური. ფოტოსინთეზი
 ფოტოსინთეზის პროცესში მცენარეები,
წყალმცენარეები და ციანობაქტერიები
ატმოსფეროდან შთანჩქავენ
ნახშირორჟანგს და მათ უჯრრედებში ქმნიან
რთულ ორგანულ მოლეკულებს როგორიცაა
მაგ. გლუკოზა.
 ფოტოსინთეზის პროცესში ნახშირბადი
აბიოტური გარემოდან რთული
მოლეკულების სახით ცოცხალ
ორგანიზმებში რთული ორგანული
მოლეკულების სახით მარაგდება.
ფოტოსინთეზი
საფეხური 2. სუნთქვა და
ორგანიზმთა ხრწნა.
ბევრი ორგანული ნაერთი მარაგის, შაქრების
სახით ინახება ცოცხალი ორგანიზმების
უჯრედებში, როგორიცაა მაგ. გლუკოზა. გლუკოზა
ენერგიის წყაროა. ცხოველქმედებისათვის
საჭირო ენერგია კი ორგანიზებში უჯრედული
სუნთქვის პროცესში თავისუფლდება. გლუკოზის
დაშლით. ამ დროს გამოიყოფა ნახშირორჟანგიც
რომელიც ისევ ბრუნდება ატმოსფეროში.
წყალმცენარეები კი ნახშირორჟანგს სუნთქვის
პროცესში წყალში გამოჰყოფენ. ნახშირორჟანგი
წყალში იხსნება. ასე ხვდება იგი ოკეანეებსა თუ
სხვა აკვასისტემებში.
 ფოტოსინთეზის შედეგად ნახშირორჟანგი
პროდუცენტებში (მცენარეები,
წყალმცენარეები და ციანობაქტერიები)
შაქრებად გარდაიქმნება.
 კონსუმენტები როდესაც ისინი
მოიხმარენ/ჭამენ პროდუცენტებს თავად
იღებენ მათში არსებული ორგანული
ნივთიერებების მარაგს საკუთარი
ცხოველქმედებებისათვის. უჯრედული
სუნთქვისას გამოყოფილი ნახშირორჟანგი
კი ისევ ატმოსფეროში ბრუნდება.
უჯრედული სუნქვა
უჯრედული სუნთქვა
(გლიკოლიზის ფორმულა)
საფეხური 4. წიაღისეული.
 ნახშირბადი ასევე ხვდება ნიადაგში
მცენარეებისა და ცხოველების ხრწნის
შედეგად. დროთაგანმავლობაში ეს
ბიოლოგიური ნარჩენები ნიადაგში
სხვადასხვა სახის ნედლეულს ქმნის,
როგორიცაა ქვანახშირი, ნავთობი
ბუნებრივი აირი და ა.შ. რასაც ადამიანი
იყენებს.
წიაღისეული
საფეხური 5. წვა
 ორგანული ნივთიერებების წვა როგორიცაა:
ხე, ბუნებრივი აირი, საწვავი და ა.შ
ჟანგბადის თანაობისაც წვის პროცესში
შლის ორგანულ ნაერთებს და ნახშირბადს
ატმოსფეროში აბრუნებს ნახშირორჟანგის
სახით რა დროსაც ასევე გამოიყოფა წყალი,
სითბო და სინათლე.
 ვულკანების ამოფრქვევაც ერთ-ერთი
ფაქტორია ნახშირორჟანგის ამოსფეროში
გამოავისუფლებისა.
წვა
ვულკანის ამოფრქვევა
ნახშირბადის დიდ მარაგს ასევე ქმნიან
წყალმცენარეები, მათი სიკვდილისა და
ხრწნის შემდეგ ნახშირბადი ოკეანის
ფსკერზე ნედლულს ქმნის მილიონობით
წლის განმავლობაში.
საფეხური 6. ეროზია
მთელი რიგი გეოლოგიური პროცესების
როგორიცაა მაგ. ეროზია, ფიზიკური და
ქიმიური ფაქტორების ზეგავლენით
ნიადაგში არსებული კირქვისაგან
ნახშირბადი ნელა, თუმცა კვლავ
ატმოსფეროსა და წყალში ბრუნდება და
კვლავ ერთვება ციკლში.
ქანების ეროზია
ნახშირბადის ციკლის
მნიშვნელობა
ნახშირბადის ეს „ღრმა ციკლი“ ძალზე
მნიშვნელოვანია დედამიწის ზედაპირსა და
ატმოსფეროს შორის ნახშირბადის
მოძრაობაზე. თუ ეს პროცესი არ იარსებებდა,
ნახშირბადი დარჩებოდა ატმოსფეროში,
სადაც იგი მიაღწევდა უკიდურესად მაღალ
კონცენტრაციას. ამრიგად, ნახშირბადის ღრმა
ციკლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს
ხმელეთზე სიცოცხლის არსებობისთვის
აუცილებელი პირობების შექმნაში.

You might also like