Biologia

You might also like

You are on page 1of 4

ადამიანის გავლენა გარემოზე

როდესაც კლიმატის ცვლილება და საწვავის ზღვარს გადაჭარბებული მაჩვენებელი


განიხილება, გარემოს დაბინძურების გავლენა ადამიანებზე და ბუნებაზე გარდაუვალია.
ყოველ წელს სულ უფრო და უფრო მეტი წყალი ბინძურდება, იკარგება ბუნებრივი
ლანდშაფტი და ცხოველები ზიანისა და გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.
ბიომრავალფეროვნების დაკარგვა ზრდის დაავადების გაჩენის რისკს, ასევე უფრო
სწრაფად ხდება ადამიანების მიერ გარემოს დაბინძურება, ვიდრე მისი აღდგენა.

ატმოსფეროს დაბინძურება

რატომ არის ატმოსფერო მნიშვნელოვანი?


 
 ატმოსფერო  მნიშვნელოვან როლს თამაშობს  დედამიწის მტკნარი წყლით
მომარაგებაში. ის წყლის ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილია.  ატმოსფეროდან
წყლის ორთქლის კონდენსაციის გზით მდინარეებსა და ტბებში იცვლება
წყლის დონე. ატმოსფერო ამარაგებს ორგანიზმებს სიცოცხლისთვის
აუცილებელი აირებით. ის შეიცავს ჟანგბადს უჯრედული სუნთქვისთვის და
ნახშირორჟანგს, რომელიც ფოტოსინთეზისთვის არის საჭირო.  

ჰაერის დაბინძურება

ადამიანის საქმიანობით შესაძლებელია დაბინძურდეს ატმოსფერო.  ჰაერის


დაბინძურება  მოიცავს ქიმიური ნაერთების, მტვრის ნაწილაკების არსებობას
ჰაერში. ეს ქიმიური პროდუქტები კი ადამიანის საქმიანობის შედეგია.
დაბინძურების ძირითადი მიზეზია ავტომობილების და ქარხნების
გამონაბოლქვი. ცხრილში მოცემულია ინფორმაცია დამაბინძურებლების
ძირითადი წყაროების შესახებ.  სასუქების გამოყენებაც ჰაერის დაბინძურების
მიზეზია.  ნიადაგის ეროზიის გამო ჰაერში მტვრის ნაწილაკების რაოდენობა
იზრდება.  
ჰაერის დაბინძურება ადამიანებში იწვევს რესპირატორულ და გულ-
სისხლძარღვთა (კარდიო ვასკულარულ) დაავადებებს. მრავალი ადამიანი
ყოველწლიურად  იღუპება  ამ მიზეზებით.  ჰაერის დაბინძურება გავლენას
ახდენს ეკოსისტემებზე მჟავა წვიმების, ოზონის ხვრელის გადიდების და
გლობალური დათბობის სახით.   ჰაერის დაბინძურების შემცირების ერთ-
ერთი გზაა ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენება. 
მჟავური წვიმები
ადამიანის და ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის  სიცოცხლე  ეყრდნობა  pH -
ის  მერყეობას ძალიან ვიწრო დიაპაზონში, რადგან ყველა ორგანიზმი
ცილებისგან შედგება და ცილების სტრუქტურა და ფუნქცია ძალიან
მგრძნობიარეა   pH -ის მიმართ.  ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა გამოიწვიოს
მისი მჟავიანობის გაზრდა.  აზოტის და გოგირდის ოქსიდების  უმთავრესი
წყაროა  მანქანების გამონაბოლქვი.  ეს ოქსიდები წყალთან ურთიერთქმედების
დროს წარმოქმნის მჟავებს. წარმოქმნილი მჟავები დაბლა სწევს  pH -ის
მნიშვნელობას, რის შედეგსაც   მჟავური წვიმა  წარმოადგენს. მჟავური წვიმა
აზიანებს ნიადაგს და მის ორგანიზმებს. ის კლავს მცენარეებს. თუ წვიმა ჩავა
ტბებში, შემცირდება წყლის  pH, ამის გამო  იხოცება წყლის ორგანიზმები.

[
ოზონის შემცირება
 ოზონის  ორი ფორმა არსებობს. მათ ცუდ და კარგ ოზონს უწოდებენ. ორივე
ჰაერის დაბინძურების შედეგად წარმოიქმნება:
 ცუდი ოზონი წარმოიქმნება მიწასთან ახლოს,  როცა დამაბინძურებელთან
ურთიერთქმედებს მზის სინათლე. მიწასთან ახლოს არსებული ოზონი
აზიანებს ადამიანების და ცხოველების სასუნთქ სისტემას. 
 კარგი ოზონი წარმოიქმნება ატმოსფეროს ზედა ფენებში, დედამიწის
ზედაპირიდან  15 -დან  35  კმ-ის საზღვრებში.  ეს ოზონი აკავებს მზის
ულტრაიისფერი სხივების ატმოსფეროში შემოჭრას.  ულტრაიისფერ
სხივებს შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს  ორგანიზმის დნმ. 
სამწუხაროდ,  ,,კარგი" ოზონის შემცირებას იწვევს ჰაერის დაბინძურება. 
ყველაზე საშიშია ქლორის და ბრომის შემცველი აირადი ნაერთები.  ისინი
წარმოიქმენა აეროზოლების შემადგენელი ნივთიერებებიდან. ოზონის
რაოდენობის შემცირებამ გამოიწვია   ოზონის ხვრელის   გაჩენა ანტარქტიდის
მახლობლად.  ოზონის შემცირება განაპირობებს დედამიწამდე მოღწეული
ულტრაიისფერი სხივების კონცენტრაციის გაზრდას.  ადამიანებში ეს იწვევს
სიმსივნეებს და თვალის კატარაქტას. ის ასევე არღვევს აზოტის ციკლს, კლავს
პლანქტონს და არღვევს ოკეანეში არსებულ კვებით ქსელებს.   ოზონის
რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვევს დედამიწის დიდ ნაწილში
ცოცხალი ორგანიზმების განადგურებას. მნიშვნელოვანია პრევენციული
ღონისძიებების გატარება ოზონის რაოდენობის შემცირების საწინააღმდეგოდ. 

წყლის დაბინძურება
განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს დაბინძურებული წყალი, მაგრამ ვიდრე
ადამიანების სახლებში შევა ის გაწმენდის ძალიან ბევრ ეტაპს გადის. სასმელმა
წყალმა საერთაშორისო სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. 
დამაბინძურებლების ბევრი წყარო არსებობს.
მტკნარი წყლის და ოკეანის დაბინძურება სერიოზულ გლობალურ პრობლემას
წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის. წყალში
გაჩენილი დაავადებები  ყოველწლიურად  ბევრ ქვეყანაში იწვევს
მილიონობით ადამიანის სიკვდილს.  
წყლის დაბინძურების წყაროები
წყლის დაბინძურება იწვევს  წყლის დეფიციტს განსაკუთრებით ისეთ
ადგილებში, სადაც წყლით მომარაგება ისედაც გართულებულია.
განვითარებად ქვეყნებში, კანალიზაცია ჩაედინება იმ წყალში, რომლსაც
სასმელედ იყენებენ, ან ბანაობენ მასში. განვითარებულ ქვეყნებშიც კი წყლის
დაბინძურება იწვევს ადამიანის დაავადებებს და გარემოს დაზიანებას. 
წყლის დაბინძურება მოიცავს ყველა დამაბინძურებელს, რომელიც ჩაედინება
ტბაში, მდინარეში ან ოკეანეში.  ბევრ განვითარებად  ქვეყანაში წყლის
დაბინძურების უმთავრესი წყაროა კანალიზაცია. განვითარებულ ქვეყნებში კი
წყლის დაბინძურების  სამი ძირითადი წყარო არსებობს. 
1: მუნიციპალური დამაბინძურებლები
ქალაქის ჩამდინარე წყლები შეიცავს ბევრ დამაბინძურებელს: სახლებიდან,
საწარმოებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან. 
 არასაკმარისად გადამუშავებული ნარჩენები. 

  სახლებიდან ჩანადენი კანალიზაცია. 


 ეზოდან ჩანადენი ჰერბიციდები, სასუქები. 

2: ინდუსტრიული დამაბინძურებლები
ქარხნები და სავადმყოფოები ნარჩენებს გამოჰყოფენ ჰაერში ან წყალში.
ზოგიერთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ნარჩენი მოცემულია ქვემოთ:
 რადიაქტიური ნარჩენები ატომური სადგურებიდან, სამედიცინო და
სამეცნიერო წყაროებიდან. 
 მძიმე მეტალები, ორგანული შხამები, ზეთები და მყარი ნარჩენები.
 გოგირდის შემცველი ნაერთები, რომლებიც წიაღისეულის წვისას მიიღება.
 ზეთები და სხვა ნავთობპროდუქტები, რომლებიც ტანკერის დაზიანების ან
სხვა შემთხვევების შედეგად ხვდება წყალში. 
 ელექტროსადგურებიდან ჩამავალი თბილი წყალი.
 3: სასოფლო - სამეურნეო დამაბინძურებლები
ადგილობრივი  მეფრინველეობის და მეცხოველეობის ფერმებიდან ჩამდინარე
წყლები შეიცავს ცხოველების ფეკალურ მასებს, სასუქების და საკვები
დანმატების ნარჩენებს.  ცხოველების ნარჩენებს ძალიან ბევრი დაავადების
გადატანა შეუძლიათ. სასუქები მნიშვნელოვნად აზიანებს გარეომოს.
ნიტრატები  ხელს უწყობენ   წყალმცენარეების ზრდას.  მდინარეები და
ყურეები წყალმცენარეებით და წყლისმცენარეებით იკეტება.  საბოლოოდ ეს
ორგანიზმები იღუპებიან და იშლებიან. დაშლის პროცესი  წყალში არსებული
ჟანგბადის მთელ რესუსრსს მოითხოვს.  ჟანგბადის გარეშე კი მცენარეების,
თევზების და ფსკერის ცხოველების დიდი ნაწილი იღუპება. 

მიწის დაბინძურება
მიწა დედამიწაზე მცხოვრები ყველა ცოცხალი არსების მთავარი საცხოვრებელი
ადგილია. ამ საცხოვრებლის თავისებურებებისა და ხარისხისათვის ზიანის
მიმყენებელ ყველა სახის მოვლენას ნიადაგის დაბინძურება ეწოდება. ნიადაგის
დაბინძურება პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენას ახდენს ყველა ცოცხალ
არსებაზე. ნიადაგის დაბინძურების შემქმნელი ფაქტორების უმრავლესობა ადამიანის
მიერაა გამოწვეული.
-საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ნარჩენების პირდაპირ გარემოში
გადაყრა,
- გამონაბოლქვი გაზები, სასოფლო სამეურნეო წამლები და ქიმიური სასუქები,
-ჰაერის დამბინძურებელი მავნე გაზების წვიმის შედეგად მიწაში შერევა,
-ტყეების განადგურების შედეგად გამოწვული ნიადაგის ეროზია - ნიადაგის
დაბინძურების მთავარი მიზეზებია.
ნიადაგის დაბინძურება მასში არსებული სასარგებლო ნივთიერებების ბალანსს
არღვევს. არაბუნებრივი მკვრივი ნივთიერებები ნიადაგში გროვდება და მიწის
ფიზიკურ თავისებურებებს ცვლის. ქიმიური ნარჩენები ნიადაგში არსებულ კულტურულ
მცენარეებს ერევა და მათ ბიოლოგიურ თავისებურებებზე უარყოფით გავლენას
ახდენს. ნიადაგში დაგროვილი მძიმე მეტალები, გაზები და სხვა ნარჩენები
მცენარეების განვითარებასა და ხარისხს აუარესებს. ნიადაგში მიმდინარე ეს
უარყოფითი ცვლილებები ჯაჭვურად ვრცელდება და მცენარეებში, ცხოველებსა და
ადამიანებში გადადის.

ნიადაგის დაბინძურება სერიოზულ გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე და ამასთანავე


საფრთხეს უქმნის როგორც ადამიანის, ასევე სხვა ცოცხალი არსებების სიცოცხლეს .
ჯანმრთელი მომავლისა და საცხოვრებლად ვარგისი დედამიწისათვის ნიადაგის
სისუფთავის შენარჩუნება ყველას მოვალეობაა.

You might also like