You are on page 1of 2

„ჩვენი ქალაქი“

ზოგადად უნდა ითქვას, რომ ისტორიულად ქართველებისთვის სოფელს უფრო


მეტი მნიშვნელობა ქონდა ვიდრე ქალაქს, თუმცა გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან
ქალაქის მოსახლეობამ ინტენსიური ზრდა დაიწყო და უკანასკნელი აღწერით ქვეყნის
მთლიანი მოსახლეობის 57% შეადგინა (სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი უახლოს
მომავალში კიდევ გაიზრდება). დღევანდელ თანამედროვე ქალაქებზე
საუბრისას ცალკე აღნიშვნის ღირსია გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობა ,
რაც ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურებას, ქალაქში მწვანე გარემოს (ხელოვნური
პარკები, სკვერები, რეკრეაციული ზონა) ფართობის კრიტიკულად შემცირებას და
ავარიული სახლების რეაბილიტაციას ეხება.
წყლის დაბინძურება ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა,
რომელსაც ჩვენი პლანეტის მოსახლეობა აწყდება. მჟავური წვიმები, რომლებიც
ტბებსა და მდინარეებს აბინძურებს, მდინარეებსა და ზღვებში ჩამდინარე
მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები, ნარჩენები, თუ ნავთობი სერიოზულ ზიანს
აყენებს წყალქვეშ და მიწაზე მცხოვრებ ბიოლოგიურ ორგანიზმებს.
ჰაერის დაბინძურება, რომელიც ჩვენს გონებასაც კი აზიანებს წარმოიქმნება
ფაბრიკა-ქარხნების, ავტომანქანებისა და ელექტროსადგურების მიერ გამოყოფილი
უამრავი ნარჩენი აირის, მტვერისა და ჭვარტლის მიერ. საბოლოოდ, შექმნილი
რადიაციული სხივები კი ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის მომაკვდავია.
ჰაერის დაბინძურების მხრივ, ერთ-ერთ დიდ პრობლემად ნისლი გვევლინება.
ნიადაგის დაბინძურებას ჩვენ მიერ გადაყრილი ნაგავი იწვევს. ეს პირდაპირ თუ
არაპირდაპირ გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე. ყველაზე დიდ გავლენას კი
გადაყრილი პლასტმასის ბოთლები იწვევს, რადგან სხვა ნაგვისგან განსხვავებით,
მათი უმეტესობა არასოდეს ლპება.

ხმაურით დაბინძურებას იშვითად თუ აქცევენ ყურადღებას, თუმცა,


სამწუხაროდ, მისგან გამოწვეული ზიანი ყველა ჩვენგანისთვის საშიშია. როგორც
აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც „ხმაურიან“ ქალაქებში ცხოვრობენ მეტად არიან
მიდრეკილი სმენის დაკარგვისკენ.
პირველ რიგში , შევეხოთ წყლის დაბინძურებას. ვფიქრობ რომ მეტად
საინტერესო და ამავდროულად ძალიან სასარგებლო იქნება თანამედროვე
ტექნოლოგიური ფაბრიკის აშენება, რომელიც გაწმენდს წყალს და დაარეგულირებს
მის სისუფთავეს. ეს არა მხოლოდ სასარგებლო იქნება ჩვენი ჯანმრთელობისთვის ,
არამედ ის შეასრულებს ე.წ ‘’ულამაზეს და თანამედროვე შენობის ფუნქციას’’.
ესშენობა თავისი თანამედროვე აღჭურვილობით ფრთხილად შეერევა ლანდშაპტის
სტრუქტურაში.
ასევე მინდა შევეხო ჰაერის დაბინძურებას. ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ რომ
უნდა აშენდეს ‘’ თანამედროვე კოშში’’, რომელიც მინიმალურ ენერგიას გამოიყენებს
და გაფილტრავს სმოგს. მიღებულ ნახშიროჟანგს კი შენობა გარდაქმნიდა ძვირფას
ქვებად.
ნიადაგის დაბინძურება. ნიადაგის დაბინძურებასთან დაკავშირებით ვფიქრობ
“ პლასტმასის გადამამუშავებელი აპარატის შექმნას. ეს აპარატი გაფილტრავს
მათ,ყოველი გადამუშავების პროცედურის შემდეგ კი, ის გამოყოფს ქუჩის
ძაღლებისთვის განკუთვნილ საკვებსა და წყალს.
ჩემი აზრით ხმაურით დაბინძურებული ქალაქების პრობლემის მოგვარება
შემდეგნაირად,ელექტრონული ტრანსპორტის რაოდენობის გაზრდითაა
შესაძლებელი, რომლებიც ნაკლებ ხმას გამოსცემენ.
ყველაზე თვალშისაცემი მაინც საცობების პრობლემაა. მსუბუქი მანქანების
გაზრდილმა რაოდენობამ აუტანელი გახადა ქალაქში გადაადგილება,
განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობამ პირველი
ნაბიჯები გადადგა და თბილისის გარკვეულ უბნებში სავალი გზების რეკონსტრუქცია
განახორციელა, რაც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის
განკუთვნილი ზოლის გამოყოფას. ეს პროცესი, მთელი თბილისის მასშტაბით როცა
დასრულდება, დარწმუნებული ვარ საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად
და სწრაფად იმოძრავებს ქალაქში და მსუბუქი ავტომობილით სიარული აღარ იქნება
აუცილებელი საჭიროება. შესაბამისად ქალაქში მოძრაობა შედარებით
განიტვირთება და ფეხით მოსიარულეთათვისაც მეტად კომფორტული გახდება.
რაც შეხება ეკოლოგიურ პრობლემას, ჩემი აზრით პირველ რიგში თითოეულმა
ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ ამ პრობლემის გადაჭრაზე. კერძოდ, რაც შეიძლება მეტი
ხე - მცენარე დავრგოთ აივნებზე, სახურავებზე, ეზოებში, რასაც აქამდე არ
ვაკეთებდით. ყველა თუ ვიზრუნებთ ჩვენი ქალაქის გამწვანებაზე და კეთილდღეობაზე
ბევრად უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა გვექნება და ბევრად ლამაზი და
მიმზიდველი ქალაქი გვექნება ტურისტებისთვის.

You might also like