You are on page 1of 4

გარემო პირობების ცვლილება

ადამიანთა საქმიანობაზე
ადამიანი უხსოვარი დროიდან
მოიპოვებს და მოიხმარს ბუნებრივ
რესურსებს,ადამიანის წარმოშობასა
და განახლებაზე, უძველესი
ცივილიზაციების განვითარებაზე
უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია
ბუნებრივი გარემოს ისეთმა
ელემენტებმა, როგორებიცაა
კლიმატური პირობები, წყალი და
ნიადაგები.
ბუნებრივი რესურსების ძირითადი ტიპებია: წყალი,
ატმოსფერო, ტყე, მიწა, ბუნებრივი ნედლეული,
წიაღისეული საწვავი.
მათი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური
თვისებების მიხედვით, ბუნებრივი რესურსები
იყოფა:ტყეებად, მინერალებად, მიწად, წყლად და ა.შ.
ბუნებრივ რესურსებს კი სხვადასხვა მნიშვნელობა
ჰქონდა ადამიანების
განვითარების სხვადასხვა
ეტაპზე.
ბუნებრივი რესურსები
უაღრესად მნიშვნელოვან
როლს ასრულებენ ადამიანის
ცხოვრებაში. ბუნებრივი
რესურსები პლანეტაზე
არათანაბრადაა
განაწილებული, ამის შედეგად კი სხვადასხვა
ქვეყნებსა თუ კონტინენტებს აქვთ სხვადასხვა
რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
ბუნებრივი პირობების ცვლილება ზოგ შემთხვევაში
სასიკეთოდ მოქმედებს ადამიანთა ცხოვრებაზე,
ზოგჯერ კი გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს.
ადამიანთა ცხოვრებისთვის სასიკეთო ცვლილებად
შეიძლება მივიჩნიოთ კოლხეთის დაბლობზე
საირიგაციო სისტემების განვითარება და ჭაობების
დაშრობა. ოდესღაც საცხოვრებლად გამოუსადეგარ
ჭაობიან ადგილებზე ქალაქები და სოფლები აშენდა.
უკან დაიხია სხვადასხვა დაავადებებმა (მაგ:
მალარიამ, რომელიც ჭაობიანი ადგილებისთვისაა
დამახასიათებელი)
გაიზარდა სახნავ სათესი სავარგულების ფართობი,
მაგრამ გარემოს ცვლილებას ყოველთვის კარგი
შედეგი არ მოაქვს ადამიანებისათვის. მაგ: კლიმატის
ცვლილება და ტყეების აქტიური გაჩეხვა უაღრესად
საზიანოა ადამიანთა ცხოვრებისათვის.
გარემოს
დაცვის
ექსპერტები

გვაფრთხილებენ, რომ 10 წლის შემდეგ გლობალური


დათბობა 20-ს გადააჭარბებს, ხოლო კლიმატის
ცვლილება შეუქცევადი პროცესი გახდება. გაიზრდება
ბუნებრივი კატასტროფები, ქარები შეიცვლიან
სიჩქარეებს, მოხდება ტემპერატურის მკვეთრი
ცვლილებები, რაც ასეულ მილიონობით ადამიანს
შიმშილის საფრთხის წინაშე და ელემენტალური
საცხოვრებელი პირობების ქონის საფრთხის წინაშე
დააყენებს.
ტემპერატურული ცვლილებების ცუდი შედეგების
მაგალითები საქართველოშიც გვაქვს, როცა 2015
წელს უეცარმა
წყალმოვარდნამ
თბილისში 20
ადამიანის სიცოცხლე
იმსხვერპლა. ასევე
თბილისში მწვავედ
დგას ჰაერის
დაბინძურების
პრობლემა სადაც сo2-ის კონცენტრაცია
განსაკუთრებით მაღალია. საქართველოში სითბური
აირების გაფრქვევის 60% ენერგეტიკის სექტორზე
მოდის, გამოდის რომ ჰიდრორესურსების გონივრული
გამოყენება 2-ჯერ შეამცირებდა ჰაერის დაბინძურებას.

ტყეების შენარჩუნების მხრივაც ძალიან დიდი


ნაბიჯებით მივდივართ უკან.
ავსტრალიის და ამაზონის ტყის ხანძრებმა უდიდესი
ზარალი მიაყენეს კაცობრიობას, სამწუხაროდ ტყის
ხანძრები საქართველოსთვისაც არ არის უცხო.
2017 წლის ზაფხულში საქართველო ტყის ხანძრების
სერიამ მოიცვა. აქედან კი ძალიან მაშტაბური იყო
ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძარი. ხანძრის
ჩაქრობაში კი საქართველოს ეხმარებოდა თურქეთი,
ბელარუსი, სომხეთი და აზერბაიჯანი
საფრთხის მატარებელია ასევე წყლის დაბინძურება.
დედამიწაზე არსებული წყვლის რესურსის მხოლოდ
2,5%-ია მტკნარი წყალი, აქედან ადამიანებისთვის
ხელმისაწვდომი 1%-ზე ნაკლებია. ადამიანთათვის
ხელმისაწვდომი წყლის 70% სარწყავად გამოიყენება.
სოფლის მეურნეობის მხოლოდ 2%-ია ორგანული
სასუქების მომხმარებელუ. ეს იმას ნიშნავს რომ 68%
მტკნარი წყლის მარაგი ბინძურდება ქიმიური
პესტიციდებით, ჰერბიციდებით და მინერალური
სასუქებით, წყალს ერევა ასევე გამოჟონილი საწვავის
და მძიმე მეტალის ნარჩენები, რომლებიც მანქანა
დანადგარების მუშაობის შედეგად გამოიყოფა. ამას
ემატება კანალიზაციიდან გაუფილტრავი მასების
ჩაღვრა მტკნარ წყლებში.
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე
ნებისმიერი განვითარების
მქონე ადამიანი გააკეთებს
დასკვნას რომ ზემოთ
ჩამოთვლილ საკითხებს
მივყავართ მოწამლულ და
დაუსახლებელ გარემომდე,
ფლორისა და ფაუნის
მრავალი წარმომადგენლის
გადაშენებამდე, აგრეთვე მრავალი ახალი
დაავადებების გამოჩენამდე. თუკი არ შეიცვლება
ადამიანთა ცხოვრების წესი და დამოკიდებულება
ბუნებრივი რესურსების და პირობების მიმართ
კატასტროფა გარდაუვალი იქნება.

You might also like