You are on page 1of 4

დედამიწის დაბინძურების

პრობლემა
ჰაერის დაბინძურების მიერ მოყენებული ზიანი
დაბინძურება — დამაბინძურებელი ნივთიერებების მოხვედრა
ფიზიკურ გარემოში, რაც იწვევს მის ხარისხობრივ ცვლილებას,
ცვლის ფიზიკურ სისტემებს და ზიანს აყენებს ან დისკომფორტს
უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ
ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი
წყარო საყოფაცხოვრებო ნარჩენებია; თუმცა გაცილებით
სერიოზულ ზიანს სამრეწველო საწარმოთა და სასოფლო-
სამეურნეო საქმიანობის, ასევე სატრანსპორტო საშუალებათა
ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები იწვევს,
რომლებიც ჰაერსაც აბინძურებს, წყალსაც და ნიადაგსაც
გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ექვსასი წლის წინ
ლონდონის თავზე ჰაერი ქვანახშირის წვის პროდუქტით — სქელი
კვამლით — იყო სავსე. დროთა განმავლობაში მრავალი კანონი
გამოიცა, რათა ზოგიერთი სახის დაბინძურება შეწყვეტილიყო.
დღეს ბევრი ქვეყნის მთავრობაში საგანგებო უწყებები არსებობს,
რომლებსაც გარემოს დაბინძურების შემცირება ავალიათ.
ოკეანის დაბინძურება
ოკეანის დაბინძურება ოკეანე დედამიწის ზედაპირის 360 მილიონ კვადრატულ
კილომეტრზეა გადაჭიმული. საუბედუროდ, ადამიანი მას ნარჩენების მოსათავსებლად
იყენებს, რაც ოკეანის ბინადრებსა და, საერთოდ, ველურ სამყაროს უზარმაზარ ზიანს
აყენებს. ოკეანის მთავარ დამაბინძურებელ ელემენტებს ნავთობი და სხვა
ნავთობქიმიური პროდუქტები წარმოადგენს. ოკეანეები ბინძურდება, ასევე, ნაგვით,
საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ამას ემატება დაბინძურებული ჰაერი. ჩრდილოეთის
ზღვის კვლევამ აჩვენა, რომ იგი ძალიან არის დაბინძურებული გაერთიანებული
სამეფოსა და მისი მოსაზღვრე ევროპული ქვეყნების ნარჩენებით. ამასთანავე,
ოკეანეში ისეთი ქიმიური ნივთიერებები იღვრება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წყლის
ბინადართა სიკვდილი. რაც შეეხება ეკოსისტემაზე გავლენას დაბინძურება გავლენას
ახდენს მსოფლიოს ყველა ოკეანეზე,თუმცა სანაპირო წყლები მეტად ბინძურდება,
ვიდრე ღია ზღვები, რადგან მათში გაცილებით მეტი დამაბინძურებელი წყარო
არსებობს. ხმელთაშუა ზღვაში 120 სანაპირო ქალაქიდან 650 მილიონი ტონა
ჩამდინარე წყალი ჩაედინება, ამასთან მას თან ერთვის 370 მილიონი ადამიანის
ნაგავი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და ისვენებენ. ხმელთაშუა ზღვაში
ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგანან ძუძუმწოვრები. იმისთვის, რომ გადაარჩინონ
ძუძუმწოვრების სიცოცხლე ხშირად ქვეყნის მთავრობები გარკვეულ ხერხებს
მიმართავენ, მაგალითად, ინდონეზიაში ბალის კუნძულზე დატყვევებულ მწვანე კუებს
კვერცხებისგან ათავისუფლებენ, ახალგამოჩეკილ კუებს ზრდიან და ველურ სამყაროში
მაშინ უშვებენ, როდესაც მათი გადარჩენის შანსები უფრო მაღალია .
სლაიდზე მუშაობდნენ
ინფორმაცია მოიძიეს:დიმიტრი მიხელიძე,გიორგი
სუხიშვილი,კოშაძე ალექსანდრე,კაპანაძე ლუკა
პრეზენტაცია ააწყო:გიორგი ბიგანიშვილი

You might also like