You are on page 1of 2

ეკოლოგიური პრობლემები

დღესდღეობით მსოფლიო გლობალური კატასტროფების


საშიშროების წინაშე დგას, უმეტესწილად ამის მიზეზი ადამიანის
საქმიანობის დაუდევრობის შედეგია. მსოფლიოს განვითარებამ
უარყოფითი ზეგავლენა იქონია დედამიწის ეკოლოგიასა და ბუნებრივ
რესურსებზე.

მეცნიერები ეკოლოგიის გადაგვარების საშიშროების გამომწვევი


ფაქტორებიდან განსაკუთრებით გამოყოფენ წარმოების ნარჩენებს.
საწარმოების მფლობელები ძირითადად საკუთარი მოგების
მაქსიმიზაციაზე არიან ორიენტირებულნი, გარეგან ეფექტებს
ყურადღებას არ აქცევენ, რაც კატასტროფულ შედეგებს იძლევა
დედამიწისთვის.

მრავალი მეცნიერი საუბრობს დღევანდელობაში ყველაზე მწვავე,


გლობალური დათბობის პრობლემაზე, ამის მიზეზად კი სითბურ
დაბინძურებას ასახელებენ, რა თქმა უნდა, ესეც ადამიანის
დაუდევარი საქმიანობის შედეგია. გარდა ამისა, ადამიანები ასევე
ფიზიკური და ქიმიური დაბინძურებითაც ვნებენ პლანეტას. ყველაზე
აქტუალურ მაგალითად შეგვიძლია პლასტმასისა და პოლიეთილენის
ნივთები მოვიყვანოთ. დედამიწას მათი გახრწნისთვის ასეული წელი
სჭირდება, მაგრამ ყოველწლიურად მაინც 8 მილიარდ ტონამდე ნივთი
მზადდება ამ ნივრთიერებებისგან და ეს რიცხვი ყოველწლიურად
იზრდება.

რაც უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება გლობალური


პრობლემებით, მით მალე შევაჩერებთ ამ დამღუპველ პროცესებს,
რომლებიც არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ყველა ცოცხალ არსებას
ვნებს დედამიწაზე. ახალი თაობა უფრო მეტად არის ინფორმირებული
ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ ერთობლივი
ძალით ,,გავუხანგძლივოთ სიცოცხლე დედამიწას“.

You might also like