You are on page 1of 4

შემაჯამებელი № 4. გლობალური გეოგრაფია. 11 კლასი.

ლუკა მექოშვილი

თოთოეულ (1-10) კითხვაზე მოცემულია 3 ან 4 სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია

სწორი.თითოეული დავალება 0.5 ქულით ფასდება.

1. საზოგადოებრივი გეოგრაფიის დისციპლინას არ მიეკუთვნება:


ა. ლანდშაფტმცოდნეობა
ბ. მოსახლეობის გეოგრაფია
გ. სოციალური გეოგრაფია
დ. პოლიტიკური გეოგრაფია

2. ჩამოთვლილი ტერმინებიდან რომელი შეესაბამება „ბუნებრივ გარემოს“


ა.ბუნებრივი გარემოს ის ელემენტები, რომელიც მოქმედებს ადამიანსა და მის სამეურნეო
საქმიანობაზე
ბ. ბუნებისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულება რომელშიც იგულისხმება ბუნებრივი
პირობებისა და რესურსების რაციონალური გამოყენება.
გ. ბუნებრივი ან უმნიშვნელოდ გარდაქმნილი აბიოტური და ბიოტური კომპონენტების
ერთობლიობა.
( აბიოტური- არაორგანული ბუნების ფაქტორების ერთობლიობა,რაც განსაზღვრულ როლს
ასრულებს ცოცხალი ორგანიზმების არსებობაში.მაგ.ტემპერატურა,ტენიანობა,,სინათლე და
სხვა.)

3. რომელი ტერმინი ასახავს გაუდაბურებას.?


ა. ნახევარუდაბნოს ფართობის ზრდა.
ბ. ადამიანის მიერ საცხოვრებელი გარემოს მიტოვება
გ. არქტიკული უდაბნოების ზრდა

4. ჩამოთვლილთაგან მმართველობის ფორმის მიხედვით რომელი სახელმწიფო წარმოადგენს


მონარქიას?
ა. ირლანდია ბ. იტალია გ. საფრანგეთი დ. შვედეთი

5. ტერიტორიული მოწყობის მიხედვით რომელი სახელმწიფო არ არის ფედერაციული?


ა. გერმანია ბ. შვეიცარია გ. კანადა. დ. შვედეთი

6. რა არის ექსპანსია?
ა. აგრესია, მძიმე სახელმწიფო დანაშაული
ბ. საერთაშორისო სისტემა.
გ. სახელმწიფო ტერიტორიის გაფართოება და გავლენის სფეროს გავრცელება სხვა ქვეყნებსა
და ხალხებზე.

7. რომელი ქვეყნები არ არიან NATO-ში გაერთიანებული?


ა. ავსტრია, შვედეთი, ფინეთი
ბ. შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია
გ. საფრანგეთი, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი

8. ევროკავშირის ძირითად დოკუმენტს, რომელშიც განსაზღვრულია წევრ სახელმწიფოთა


სამართლებრივი ,პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ვალდებულებები ეწოდება:
ა. მაასტრიხტის შეთანხმება
ბ. რომის შეთანხმება
გ. ამსტერდამის შეთანხმება
დ. მიერთების შეთანხმება

9. ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის გაეროს ოფიციალური ენები?


ა. არაბული, ესპანური, ინგლისური
ბ. რუსული, ფრანგული, გერმანული
გ. ჩინური, არაბული, ინგლისური

10. გაერთიანებული ერების ორგანისაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვექციის


(UNFCCC ) ფარგლებში დადებულ დამატებით საერთაშორისო შეთანხმებას ეწოდა:
ა. რიოს კომისია;   ბ.კიოტოს ოქმი;      გ.მომავლის კომისია;   დ.ბრუდტლანდის კომისია.

11.შეავსეთ გამოტოვებული სიტყვები: 1 ქულა

ოზონის შრე არის ოზონის გაზის ფენა ( O3), რომელიც


როგორც ფარი ისე იცავს დედამიწას მზის ულტრაიისფერი სხივების გამოსხივებისგან.
ოზონის შრის მთავარი „ მტერი“  ჰალოგენებია, რომლის წარმოებაც დღითი დღე
მატულობა,სანამ 1987 წელს მონრეალში არ ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია.იქ
გადაწყდა,რომ ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების მსოფლიო წარმოება 50%-ით
შემცირებულიყო.
12.ეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ძირითადი ფაქტორები.

სამხედრო

ეკოლოგიური
პოლიტიკური პრობლემის სოციალური
წარმოქმნის
ძირითადი
ფაქტორები

ეკონომიკური

დასაბუთებულად ახსენით,თუ რატომ ეს ოთხი ფაქტორი არის ძირითადი ეკოლოგიური


პრობლემების წარმოქმნაში . პასუხი დაასაბუთეთ. 4 ქულა.

ეს ოთხი ფაქტორი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ეკოლოგიური პრობლემებეის


წარმოქმნაში.ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევი ხშირ შემთხვევაში თავად
ადამიანია,რიგითი ადამიანები ხშირად აბინძურებენ დედამიწას სხვადასხვა
ქმედებებით,მაგალითისთვის,დაბინძურებით,ნაგავი ანადგურებს დედამიწას და ისეთ
ნივთიერებები როგორიც პოლიეთილენია ხშირ შემთვევაში ვერც ახერხებს გახრწნას და
ზიანს აყენებს დედამიწას.საკუთარი ეკონომიკური მიზნებისათვის ადამიანი აშენებს
ქარხნებს იყენებს ბუნებრივ რესურსებს,რაც სპობს გარემოს და მიწას უთხრის დედამიწას,ეს
ყოველივე იწვევს გლობალურ დათბობასა და სხვა პრობლემებს.სამხედრო მოქმედებები
არანაკლებ ზიანს აყენებს დედამიწას,ადამიანებმა საკუთარი მანკიერი მიზნებისათის
შესაძლოა სრულად უგულებელყოს ეკოლოგია და გაანადგუროს საომარი ტერიტორია.გარდა
ამისა ისეთ იარაღები,როგორიც არის ატომური ბომბი დიდი ზიანს აყენებს დედამიწას და იმ
ტერიტორიას,რომელსაც ის შეეხება.საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვისაც ხშირად
ივიწყებენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები თუ რა ზიანი შეიძლება მიაყენონ სამყაროს
საკუთარი ქმედებებით,რისი თვალსაჩინო მაგალითიც კიდევ ერთხელ გლობალური
დათბობაა,რომელიც ნათლად ასახავს პოლიტიკური ლიდერების ეფექტს.ამ ადამიანებს
ხშირად,უჭირთ უარის თქმა საკუთრ მიზნებზე რაც უფრო და უფრო აჩქარებს ამ პრობლემის
მოახლოვებას და საბოლოოდ მათმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა დედამიწა
კატასტროფულ შედეგებამდეც კი მიიყვანოს.

You might also like