You are on page 1of 8

გარემოს ბიოტექნოლოგია: მიმოხილვა

21–ე საუკუნის დასაწყისის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა გარემო და


ბიოტექნოლოგიები. ბიოტექნოლოგიებს შეუძლიათ გადაწყვიტონ გარემოს ბევრი
მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორებიცაა მაგალითად, ენერგიის გაუმჯობესებული
წყაროები („მწვანე“ წყაროები, როგორებიცაა მაგ. გენეტიკურად მოდიფიცირებული
წყალმცენარეები), ტოქსიკური ნარჩენების გადამუშავება (მაგ. გენმოდიფიცირებული
ბაქტერიები, რომლებიც შლიან მდგრად ორგანულ ნივთიერებებს) და დაბინძურების
აღმოჩენის უკეთესი საშუალებები (მაგ. ტრანსგენული თევზები, რომლებიც ფერს იცვლიან
სასმელ წყალში სპეციფიკური დამაბინძურებლების არსებობის შემთხვევაში).

დღეისათვის გარემოს ბიოტექნოლოგია აერთიანებს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის


მრავალ სამეცნიერო დისციპლინას.

განიხილავენ ბიოტექნოლოგიების ოთხ სახეს:

1. ლურჯი ბიოტექნოლოგია - ბიოლოგიური ტექნოლოგიის წყლის გამოყენება.


2. მწვანე ბიოტექნოლოგია - ადამიანის მიერ ბიოტექნოლოგიის უძველესი
გამოყენების შესახებ, ეხება მცენარეებს და ზრდას; 
3. წითელი ბიოტექნოლოგია - გამოიყენება ქიმიური ნაერთების შესაქმნელად
სამედიცინო გამოყენებისთვის ან ორგანიზმის დასახმარებლად
დაავადებებთან ან დაავადებებთან ბრძოლაში; 
4. თეთრი ბიოტექნოლოგია (ხშირად მწვანე ბიოტექნოლოგია - აქცენტი
გაკეთებულია ბიოლოგიურ ორგანიზმებზე, წარმოების ან
მანიპულირებისთვის, ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი გზით;

ბიოტექნოლოგიური ზეგავლენის შეფასება


გარემოს ამჟამინდელი თუ მომავალი პრობლემების განხილვა სისტემურ მიდგომას
საჭიროებს. გარემოში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. თუ არ დავსვამთ შეკითხვას
გარემოზე ბიოტექნოლოგიების შესაძლო გავლენის შესახებ და არ გვექნება მონაცემები, რათა
ვუპასუხოთ ამ შეკითხვას, დადგება დრო, როდესაც აღმოვჩნდებით ეკოლოგიური ან
ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე. ორმაგად სამწუხაროა, თუ ამ პრობლემის
აღკვეთა შესაძლებელი იქნებოდა თუნდაც მინიმალური ყურადღებით.

ბიოტექნოლოგიები ზედგამოჭრილია შეფასებების განსახორციელებლად სწორედ მათი


სირთულის, გვერდითი მოვლენების პროგნოზირების სიძნელის და მოულოდნელი
შედეგების გამო. მაგალითად, აშშ–ს სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიების
დეპარტამენტი არეგულირებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, განსაკუთრებით კი
მცენარეების, მწერების და მიკროორგანიზმების იმპორტს, გადაადგილებას და გარემოში
პოტენციური მოხვედრის გზებს. პროცესში ასევე ჩართულია გარემოს დაცვის სააგენტო და
საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია, ვინაიდან გენმოდიფიცირებული ორგანიზმები
ხშირად გამოიყენებიან გარემოს, სამედიცინო და ინდუსტრიული მიდგომების დროს.
გარემოს შეფასებისას აუცილებლად განიხილება დაგეგმილი აქციის აუცილებლობა და
სავარაუდო ალტერნატივები, „არანაირი ქმედების“ შესაძლებლობის ჩათვლით. სხვა
სიტყვებით, იქნებ გარემოსთვის აჯობებს არ მოხდეს არანაირი ჩარევა ყველა სხვა
ალტერნატივასთან შედარებით? თუკი დაგეგმილი აქცია არ მოახდენს მნიშვნელოვან
გავლენას გარემოზე, ნებართვა გაიცემა, თუკი აქციის შედეგად გარემო შეიცვლება, მაშინ
სააგენტო ითხოვს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რაც მოიცავს გონივრული
ალტერნატივის მოძიებას.

ძალიან უმნიშვნელო ზეგავლენაც კი აუცილებლად გასათვალისწინებელია. ფაქტი, რომ


შედეგების უმეტესობას სასიკეთო შედეგები ექნება, არ გამორიცხავს, რომ უნდა
განიხილებოდეს ყველა შესაძლო შედეგი. ჰიპოთეტურ მაგალითში ოთხი სავარაუდო
შედეგით 97.5% სასიკეთოდ მთავრდება. ზოგჯერ შესაძლოა გამოჩნდეს მოულოდნელი
სასიკეთო შედეგი (0.2%), დანარჩენი შედეგების დიდი ნაწილი არც კარგია, არც ცუდი (2%);
თუმცა იშვიათად, შესაძლებელია მოხდეს არასასურველი გართულებები და ნეგატიური
გავლენა გარემოზე (0.3%). ასეთ შემთხვევაში, სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა
გადაწყვიტონ, ღირს თუ არა 0.3% ნეგატიური შედეგისთვის რისკის გაწევა.

ბიოტექნოლოგიები და ბიოინჟინერია
ტერმინი ბიოტექნოლოგია დაახლოებით ერთ საუკუნეს ითვლის. მისი შემოღება მიეწერება
უნგრელ ინჟინერს კარლ ერეკს, რომელმაც 1919 წელს წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ცოცხალი
ორგანიზმების გამოყენება შეიძლებოდა სხვადასხვა ნივთიერებების საწარმოებლად. 1992
წელს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციამ ბიოტექნოლოგია განმარტა, როგორც
„ნებისმიერი ტექნოლოგიური ქმედება, რომელიც იყენებს ბიოლოგიურ სისტემებს, ცოცხალ
ორგანიზმებს ან მათ დერივატებს პროდუქტების და სხვა სპეციფიკური მოხმარების
პროცესების საწარმოებლად“. ეს უწინარესად მიკრობიოლოგიას გულისხმობს და ამით,
ბიოტექნოლოგია ხაზს უსვამს ცოცხალ ორგანიზმებში ქიმიური პროცესების მიმდინარეობის
ცოდნის აუცილებლობას.

პროცესზე გარემოს კვალის დასადგენად გამოიყენება სასიცოცხლო ციკლის ანალიზი (Life


Cycle Analysis - LCA). LCA ძირითადად წარმოადგენს საინჟინრო დიაგრამების
კომპიუტერული პროგრამების ნაკრებს. ამ გზით შესაძლებელია ბიოტექნოლოგიური
წარმოების ისტორიისა და მომავლის სისტემური განხილვა შესაძლო ჩადებული წილებით
და მიღებული შედეგებით. თავისთავად, ეს გულისხმობს ფიზიკური, ქიმიური და
ბიოლოგიური სისტემების ერთიან სისტემად განხილვას. ბიოტექნოლოგიებში ჩადებული
ყველა ენერგეტიკული და მატერიალური რესურსი უნდა რეალიზდებოდეს მისი
გამოსავლით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი სისტემის რაციონალური და
ობიექტური შესწავლა.

LCA–ს სისტემური ბუნება ჩანს ფიზიკური და ბიოლოგიური პრინციპების თანხვედრით.


ეჭვგარეშეა, რომ მთავარი ბიოინჟინერიული დისციპლინებია ბიოსამედიცინო და გარემოს
ინჟინერია. ორივე პირდაპირ და ირიბად ეხება ცოცხალ ორგანიზმებს და განსაკუთრებით
ადამიანებს. თუმცა ხშირად LCA – ში შემავალი ინფორმაცია რაოდენობრივია, როგორიცაა
მაგალითად გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი პირდაპირი ან
არაპირდაპირი საფრთხეები
ევროპის ბიოტექნოლოგიების ფედერაციის შემუშავებული
მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული რისკების კლასები
საფრთხის დონე მიკრობიული საფრთხის აღწერა
მინიმალური არ არის იდენტიფიცირებული, როგორც
ადამიანის დაავადების გამომწვევი, ან
გარემოსადმი ზიანის მომტანი აგენტი
საფრთხილოა ორგანიზმში მოხვედრისას, შეუძლია ადამიანის დაავადების გამოწვევა
ადამიანის პოპულაციის დაბალი რისკი და ამ მხრივ შესაძლოა საშიში იყოს
ლაბორატორიებში მომუშავე პირთათვის.
ნაკლებად სავარაუდოა მათი გარემოში
გავრცელება. პროფილაქტიკა
ხელმისაწვდომია და მკურნალობა ეფექტური
საშიშია ორგანიზმში მოხვედრისას, ლაბორატორიებში მომუშავე პირთა
ადამიანის პოპულაციის ზომიერი რისკი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის
ქვეშაა, მაგრამ შედარებით დაბალი რისკია
მთელი პოპულაციისათვის. პროფილაქტიკა
ხელმისაწვდომია და მკურნალობა ეფექტური
ადამიანის პოპულაციის მაღალი რისკი ადამიანების საშიში დაავადების გამომწვევი,
ლაბორატორიებში მომუშავე პირთათვის და
ზოგადად, ხალხისათვის სერიოზული
საფრთხე. ეფექტური პროფილაქტიკური
საშუალებები როგორც წესი, არ არსებობს და
არაა ცნობილი მკურნალობის ეფექტური
საშუალებები.
დიდი ეკოლოგიური და ადამიანის ყველაზე დიდი საფრთხე გარემოსთვის,
პოპულაციის რისკი ისევე, როგორც ადამიანებისთვის. შეუძლია
გამოიწვიოს დიდი ეკონომიკური ზარალი.
მოიცავს რამდენიმე კლასს Ep1, Ep2, Ep3
მცენარეთა პათოგენების

ევროპის ბიოტექნოლოგიების ფედერაციის შემუშავებული მცენარეთა


დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების კლასები

ბიოტექნოლოგიების კლასები მიკრობების აღწერა კლასის შიგნით


Ep1 შეუძლიათ მცენარის დაავადების გამოწვევა, მაგრამ აქვთ
მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა. ისინი პათოგენებად
განიხილებიან მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში. ხშირად
ისინი ენდემური მცენარეების პათოგენები არიან და არ
საჭიროებენ სპეციალურ ფიზიკურ პირობებს. თუმცა
შესაძლოა დასჭირდეს კარგი მიკრობიოლოგიური ტექნიკა
Ep2 ცნობილია, როგორც კულტურული და დეკორატიული
მცენარეების დაავადებების გამომწვევები. ეს პათოგენები
შეტანილია სახეობათა სიების რეგულაციებში კონკრეტულ
ქვეყანაში
Ep3 შეტანილია საკარანტინო სიებში. იმპორტი და
გადაადგილება როგორც წესი აკრძალულია.
ბიოტექნოლოგია და საზოგადოება
საზოგადოება საინჟინრო კვლევების და მათ შორის ბიოტექნოლოგიის წარმატების შესახებ
მხოლოდ მათი შედეგების მიხედვით იმსჯელებს. თუკი შემუშავდება სისტემები, რომლებიც
აუმჯობესებენ და აიოლებენ ცხოვრებას, მაშინ ინჟინერია წარმატებულად შეიძლება
ჩაითვალოს. შესაბამისად, თუ რისკები სჭარბობენ მოგებას - ეს ჩავარდნაა.

როგორც მეცნიერები, ჩვენს თავს ვეკითხებით თუ რამდენად გავითვალისწინეთ შესაძლო


ზეგავლენა ადამიანსა და ეკოლოგიაზე. ამის გაგება შესაძლებელია არა მხოლოდ იმით, თუ
როგორ წარიმართება კვლევა, არამედ იმითაც, თუ როგორ გამოიყენება ეს კვლევა.
ბიოტექნოლოგიები, ისევე, როგორც ყველა სიახლე, ბევრ კითხვას ბადებს: ხომ არ გამოიწვევს
სიახლე გარემოსადმი რისკს და ხომ არ გავრცელდება ეს რისკი მთელ საზოგადოებაზე? ხომ
არ იქნება შედეგები შეუქცევადი და ფართოდ გავრცელებადი? ანუ მოკლედ,
ბიოტექნოლოგიური კვლევა საჭიროებს ჯანსაღ, პატიოსან და ობიექტურ მიდგომას და
მომავალზე გათვლებს გარემოს მდგრადი და გაუმჯობესებადი ხარისხის ჩათვლით. ზოგჯერ
მეცნიერები იმდენად არიან დაინტერესებულნი თავიანთი კვლევის წარმატებით, რომ
ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მის შესაძლო ნეგატიურ შედეგებს.

ბიოტექნოლოგია და ბიოინჟინერია მეცნიერების გამოყენებით სფეროებია. საზოგადოება


მოითხოვს სწრაფ სიახლეებს საშიში თანმხლები მოვლენების გარეშე. უკანასკნელ წლებში
ჩატარდა წამყვანი მეცნიერების გამოკითხვა, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ რამდენიმე
სპეციფიურ შეკითხვაზე:

 გავლენა. რა ცვლილებებს შეიტანს ტექნოლოგია ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში?


 შესაბამისობა. იქნება თუ არა ცვლილებები მისაღები, ჯანსაღი და ხელმისაწვდომი
განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის და იქნება თუ არა ეს
ცვლილებები სოციალურად, კულტურულად და პოლიტიკურად მისაღები?
 სიმძიმე. არის თუ არა ის ჯანდაცვის პირველადი საჭიროება?
 განხორციელებადობა. შეიძლება თუ არა ტექნოლოგიის შემუშავება და დანერგვა 5–10
წლის განმავლობაში?
 ცოდნის ამაღლება. ითვლება თუ არა ტექნოლოგია ჯანდაცვაში წინგადადგმულ
ნაბიჯად ცოდნის ამაღლების სფეროში?
 არაპირდაპირი მოგება. გააუმჯობესებს თუ არა ტექნოლოგია გარემოს და ექნება თუ
არა არაპირდაპირი პოზიტიური გავლენა ჯანმრთელობაზე?

აქ ჩამოთვლილი ყველა ქმედება მოიცავს ბიოტექნოლოგიას პირდაპირ (მაგალითად


გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და სექვენირების გაუმჯობესებას) ან ირიბად (გარემოს
გაუმჯობესების საშუალებები). ამრიგად, ბიოინჟინრები ტექნოლოგიური პროგრესის
მოწინავე რიგებში არიან და განაგრძობენ სულ უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაშს
მომავალში.

ბიოტექნოლოგიური მიდგომების მიღმა


მართლაც, ბიოტექნოლოგიური მიდგომების უმეტესობა ეფექტურად ჭრის გარემოს
პრობლემებს და აგრეთვე იყენებს ცოცხალ სისტემებს საზოგადოების დაავადებების
განსაკურნავად. ცოცხალი ორგანიზმები გამოიყენებიან გარემოში მიმდინარე ცვლილებების
შესაგრძნებად და ინდიკაციისთვის (ე.წ. ბიოინდიკატორები); მათ შეუძლიათ გაასუფთავონ
ნარჩენების შესანახი ქიმიურად დაბინძურებული ადგილები (მიკრობები, რომლებიც საშიშ
ქიმიკატებს გარდაქმნიან ნაკლებად ტოქსიკურ ნაერთებად). და მაინც, გარემოს
ბიოტექნოლოგიების ყველაზე დადებითი მხარეა ის, რომ გარემოს ბიოტექნოლოგია უნდა
იყოს მთლიანად მომგებიანი, საფრთხეების გარეშე. საპირისპიროდ, მთავარი სათუო
საკითხად რჩება გარემოს დაბინძურების ზრდა ბიოტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად,
რაც მას საზოგადოების თვალში უარყოფით ელფერს ანიჭებს. სწორედ ამიტომაა რომ
ბიოტექნოლოგიის ყოველი ასპექტი ყურადღებით განხილვას და მეცნიერულ დადასტურებას
ითხოვს.

ტერმინოლოგია
“გარემოს” მეცნიერებისა და ინჟინერიის სხვა სამეცნიერო დისციპლინებისაგან განსხვავება
ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბიოლოგია სწავლობს
ყველაფერს რაც სიცოცხლეს ეხება. ის ქვედისციპლინებად იყოფა. გარემოს ბიოლოგია
სწავლობს ცოცხალ ორგანიზმებს მათ გარშემომყოფ არაცოცხალ სამყაროსთან ერთად.
ბიოლოგები მეტად ინტერესდებიან ცოცხალი ორგანიზმებით, ბიოინჟინრები კი ცოცხალი
ორგანიზმებით ინტერესდებიან მხოლოდ კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად. ანუ,
ბიოინჟინრები ცოცხალ ორგანიზმებს იყენებენ როგორც იარაღს, კონკრეტული მიზნის
მისაღწევად. ბიოლოგიური პროცესი მიუღებლად ითვლება, თუ ის დასახულ შედეგს არ
იძლევა. თუ ეკოსისტემის სხვა მახასიათებლებიც არ შეესაბამებიან მიღწეულ წარმატებას,
წარმატებული ბიორემედიაციაც კი შეიძლება ჩავარდნად ჩაითვალოს (გარემოში
გამოყოფილი შუალედური ქიმიური პროდუქტები, ცვლილებები მიკრობულ
პოპულაციებში, რომლებიც ზიანს აყენებენ ეკოსისტემის მრავალფეროვნებას).

გარემოს დაცვა აღნიშნული სფეროს კიდევ ერთი მიმართულებაა. გარემოს დაცვის


სამინისტროები და სააგენტოები მიზნად ისახავენ დაიცვან როგორც ადამიანის, ისე გარემოს
ჯანმრთელობა. ზოგი თვლის, რომ ეკოსისტემის დაცვა საჭიროა, თვით გარემოს
შესანარჩუნებლად, ზოგის აზრით კი ეკოსისტემა უნდა დავიცვათ, როგორც ინსტრუმენტი,
რომელიც სხვადასხვა მომსახურებას აწვდის ადამიანს. ყველა შემთხვევაში სისტემაში
ნებისმიერი ჩარევა უნდა განიხილებოდეს ეკოლოგიურ, სისტემურ პერსპექტივაში.
ეკოლოგია ხომ ბიოლოგიის ქვედისციპლინაა, რომელიც სწავლობს ორგანიზმების
ურთიერთქმედებას მათ გარემოსთან.

დაბოლოს, რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ბიოტექნოლოგიაზეც. „ბიო“ – აჩვენებს, რომ


საგანი ეხება ცოცხალ ორგანიზმებს. თუმცა როლი, რასაც ცოცხალი ორგანიზმები თამაშობენ
ამ ტექნოლოგიებში, სხვადასხვაა ბიოტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროებში მომუშავე
მეცნიერებისათვის.

ამრიგად, საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ ბიომეცნიერები, ბიოინჟინერია და


ბიოტექნოლოგია. მეცნიერება ხსნის ბუნების ფენომენებს; ინჟინერია არის მეცნიერების
გამოყენება საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად; ტექნოლოგია კი
გამომდინარეობს მეცნიერების და ინჟინერიის წარმატებებისაგან.
გარემოს ბიოტექნოლოგიების მეცნიერება
„მოძრაობა გარემოსათვის“ შედარებით ახალგაზრდაა. ის დაიწყო 1960–იან წლებში, როდესაც
ფიქრი ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზე გასცდა უნივერსიტეტებისა და აკადემიების
კედლებს და დაიმკვიდრა ადგილი ფართო საზოგადოებაში. გაჩნდა მცნება „მშვიდობიანი
დედამიწა“, რაც ნიშნავდა, რომ დედამიწა აუცილებელია ჩვენი ყველას სიცოცხლის
შენარჩუნებას და რომ ჰაერი, წყალი, საკვები, მიწა და ეკოსისტემები სულაც არაა
გამოულეველი. მოძრაობა გარემოსათვის იყო არა მხოლოდ თავისთავადი მოძრაობა, არამედ
პროტესტი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. ნავთობქიმიური მრეწველობა, მილიტარიზმი და
კაპიტალიზმი სულ უფრო მეტად არაპოპულარული ხდებოდა

ნავთობქიმიური მრეწველობის აყვავება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქოს


შეუჩერებლად მიმდინარეობდა. შეიძლება ითქვას, რომ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის
ნებისმიერი გაუმჯობესება და ახალი პუნქტების დამატება თითქმის ყოველთვის რაიმე
კატასტროფის შემდეგ ხდებოდა. სუფთა ჰაერის აქტის შემუშავება განაპირობა დონორაში,
პენსილვანიასა და ლონდონში მომხდარმა მოვლენებმა. საშიში ნარჩენების კანონდებლობის
შემუშავება მოხდა ნიაგარას ჩანჩქერის სიახლოვეს სიყვარულის არხის შემთხვევის შემდეგ.
ნავთობის გაჟონვის აღკვეთის რეგულაციები შემუშავდა ალასკაში ნავთობმომპოვებულ
კომპანიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ; მთელი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა
შეიცვალა ჩერნობილის რადიაქტიული კატასტროფის შემდეგ და ა.შ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა გარემოს პრობლემაა, მაგრამ ეხება ფართო


საზოგადოებასაც. სწორედ ეს უდევს საფუძვლად ნებისმიერ კანონმდებლობას
ბიოტექნოლოგიების ჩათვლით. საინტერესოა, რომ სწორედ საზოგადოების მოთხოვნები
უდევს საფუძვლად ახალი ნივთებისა და პროცესების განვითარებას, რის შემდეგაც
მეცნიერები, ინჟინრები, ექიმები და სხვა მომიჯნავე დარგების წარმომადგენლები ცდილობენ
აღკვეთონ ამ სიახლდეების თანმდევი უარყოფითი შედეგები. მაგალითად, საზოგადოებას
შესაძლოა ძალიან მოსწონს მარწყვზე დაბალი ფასები და მისი ხარისხი, მაგრამ უარყოფითად
განეწყობიან როგორც კი გაიგებენ, რომ პროდუქტი გენმოდიფიცირებულია. ასევე,
დაბინძურებული წყლის და დანალექების გაწმენდა შეუძლიათ გენური ინჟინერიით
მიღებულ ბაქტერიებს და სოკოებს, მაგრამ საზოგადოებას შიში იპყრობს, თუკი ეს
ორგანიზმები გასცდებიან პირვანდელ ჩარჩოებს.

მისაღები რისკი
ინჟინრებს ძალიან არ უყვართ შეკითხვები, „რამდენად ჯანსაღია „საკმაოდ ჯანსაღი“?“,
„რამდენად დაცულია „საკმაოდ დაცული“?“ გარემოს რისკების მართვისას ყოველთვის
საჭიროა ბალანსირება. როგორც წესი, გარემოს პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არ
არსებობს. თუ რამდენად მისაღებია რისკი, დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღების და
ჩატარებული ქმედებების პროცესზე, რაც დამოკიდებულია უარყოფითი თანმდევი
მოვლენების შემცირებაზე, ან ყოველ შემთხვევაში, ნეგატიური შედეგების ნაკლებ შანსზე.

რისკების გაანგარიშება დამოკიდებულია სამ პირობაზე:

 ყველა შესაძლო შედეგის გათვალისწინება შეუძლებელია და ამიტომ მათ მომავალში


დარწმუნებული ვერ ვიქნებით
 რისკის გამომწვევი ფიზიკური და ბიოლოგიური პროცესების სრულად გააზრება
შეუძლებელია, ამიტომ, ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ალგორითმების
მოდელირება გამოიწვევს შეცდომებს თავად მოდელში
 რისკების პროგნოზირება, მოდელის გამოყენებით, დამოკიდებულია სავარაუდო და
რთულ პროცესებზე, რომლებიც მრავალი გამოსავლის პროგნოზირების საშუალებას
იძლევა.

ბევრი საინჟინრო პროექტის წარმოებაში ჩაშვების გადაწყვეტილება, დამოკიდებულია


გარკვეულ რისკზე და უწევს მერყეობა მოგებასა და დანაკარგებს შორის. ის ქმნის
აუცილებლობას იმისა, რომ დანახარჯი და რისკი უნდა გადაიფარებოდეს რაიმე,
საზოგადოებისთვის ღირებული, პროდუქტით. როდესაც ერთმანეთს ვადარებთ მოგებასა და
დანახარჯს, ვერასდროს ვიქნებით დარწმუნებული, რომ ჩვენი სწორია.

ნულოვანი რისკი არ არსებობს. მაგალითად, რეაქტორიდან მიკრობები 99%–ის გაქცევის


აღკვეთა უფრო ადვილია, ვიდრე 99,99%–ისა. საფრთხის ტიპის მიხედვით, 99,999% შესაძლოა
არც შედიოდეს საინჟინრო რისკების სტანდარტებში. ამავდროულად, ზოგი ნივთიერება
ისეთი ტოქსიკურია და ზოგი ბიოლოგიური აგენტი იმდენად ნაკლებადაა ცნობილი, რომ
მათი გარემოში მოხვედრის პრევენცია შეუძლებელიცაა.

ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ რისკების მართვის გადაწყვეტილების მიღება. მათ უნდა


გადაწყვიტონ ღირს თუ არა, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. საინჟინრო
ტერმინოლოგიით, ადამიანები განიხილავენ მრავალ ცვლადს რამდენიმე შესაძლო
გამოსავლით. მაგალითად, ადამიანმა დილით გაღვიძებისას უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ
არა კოფეინიანი ყავის დალევა. ამ შემთხვევაში მოგება სწრაფი გამოფხიზლებაა, რისკი კი –
შესაძლო გულ–სისხლძარღვოვანი ცვლილებები მოკლე ხანში და შესაძლო გრძელვადიანი
საფრთხე კოფეინის რეგულარული მიღებისას. ანუ, გადაწყვეტილება დამოკიდებულია
ფაქტორებზე, როგორებიცაა შეგრძნება (დილით ადრე გაღვიძება და ყავის დალევა კარგი
დადებითი სტიმულია „კი“– სათქმელად), ჩვევა (უმეტესად, დილით ყავის დალევა დილის
რიტუალის ნაწილია) და გარეგანი ზეგავლენა (რეკლამა დილის კარგი ყავის დაწყების, ან
საგაზეთო სტატია ყავის გამო სისხლძარღვოვან დაავადებათა რისკების ზრდის შესახებ).
ვიღაცამ შესაძლოა გადაწყვიტოს საერთოდ არ დალიოს ყავა ან ჩაი. ამას „არანაირი ქმედების“
ალტერნატივა ჰქვია.

თუმცა „არანაირი ქმედების“ ალტერნატივა ყოველთვის როდია მომგებიანი. მაგალითად, თუ


ადამიანმა იცის, რომ ვარჯიში კარგია, მაგრამ არ აკეთებს ამას, ზრდის გულ–
სისხლძარღვოვანი ცვლილებების რისკს. თუ ადამიანი არ იღებს საკმარისი რაოდენობით
ვიტამინებსა და მინერალებს, იმუნიტეტი უქვეითდება და ა.შ. ასევე, ინჟინერმა ქმედება
უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქმედება იძლევა გარემოს პრობლემის
გადაჭრის ოპტიმალურ გზას, ამავდროულად ნაკლები ფინანსური დანახარჯით,
ნორმალური ცხოვრების რიტმის მინიმალური დარღვევით და საზოგადოებისათვის
მისაღები საშუალებებით.

თუ ინჟინრებმა უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ქმედების ყველა შესაძლო დადებითი და


უარყოფითი მხარე, მაშ რატომ ხდება ჩვენს თვალწინ გამუდმებით სხვადასხვა
კატასტროფები? რა ფაქტორებმა შეუშალა ხელი ინჟინრებს უკეთ დაგეგმვაში? ზოგჯერ ესაა
საორგანიზაციო პრობლემები და მოთხოვნები, რომელთა გამოც ინჟინრები იძულებულნი
არიან დაემორჩილონ ადმინისტრაციის მოთხოვნებს.

მეორეს მხრივ, ინჟინერს შესაძლოა დარჩა რაიმე თეთრი ლაქა სწავლის, ან კარიერის
განვითარების პერიოდში. გარემოსდაცვით და საზოგადო ჯანდაცვის გადაწყვეტილებები
ყოველთვის უნდა აქცევდნენ ყურადღებას ტოქსიკურობას და შესაძლო აფეთქების
კალკულაციას.

You might also like