You are on page 1of 10

ბიოდეგრადაცია

დედამიწის გლობალური პირველადი პროდუქციის დიდი ნაწილი ცხოველთა


ლეშისა და ექსკრემენტების ჩათვლით, ნიადაგს უბრუნდება. პირველადი
პროდუქციის 90% დედამიწას მკვდარი მცენარეული მასის სახით უბრუნდება:
ჩამოცვენილი ფოთლები, წიწვები, დამპალი ხის შტამები, აგრარული ნარჩენები და
ა.შ. შესაბამისად, ეკოსისტემა ოთხ ფუნქციურ ქვესისტემად შეიძლება დაიყოს: 1)
პროდუქციის ქვესისტემა; 2) მოხმარების ქვესისტემა; 3) ხრწნის ქვესისტემა; 4)
აბიოტური ქვესისტემა. ხრწნის ქვესისტემა შლის და გადაამუშავებს მკვდარ
ნარჩენებს და ათავისუფლებს CO2-ს, ხოლო ნიადაგს უბრუნებს ნივთიერებებს,
რომლებიც გარდაიქმნებიან საკვებ ნივთიერებებად და ხელახლა აითვისებიან
მცენარეების მიერ. ხრწნის პროცესი ააქტიურებს ნიადაგის კვებით ქსელებს, რომლის
დროს ხდება ნივთიერებების მოდიფიცირება.

ბიოდეგრადაცია არის ნივთიერების დაშლა ბაქტერიების, სოკოების ან სხვა


ბიოლოგიური ორგანიზმების მიერ

მცენარეების ზრდა მთლიანადაა დამოკიდებული ნიადაგში მიმდინარე დაშლის


პროცესებზე, განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ოლიგოტროფულ ნიადაგებში, სადაც
ორგანული ნივთიერებების მეტი ნაწილი ინახება ჩამოცვენილ საფენში და ჰუმუსში
და არა მინარალურ ნიადაგში. პირველადი პროდუქციის შლის პროცესში აქტიურ
მონაწილეობას იღებენ ნიადაგის ჰეტეროტროფული ორგანიზმები. შესაბამისად, ეს
ორი ქვესისტემა - პირველადი პროდუქცია და დეგრადაცია მჭიდროდაა ერთმანეთზე
დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ აგროეკოსისტემები შესამჩნევად ცვლიან
ნიადაგში მიმდინარე ხრწნის პროცესებს, ამ პროცესში მაინც იღებენ მონაწილეობას
სხვადასხვა სპეციფიკის მქონე ნიადაგის ორგანიზმები.

საბოლოო ხრწნა, ანუ დეკომპოზიცია დიდწილად დამოკიდებულია მიკრობთა


აქტივობაზე. მრავალუჯრედიან ცხოველებს როგორც წესი, არ აქვთ ფერმენტები,
რომლებიც განაპირობებენ საფენის სრულ ხრწნას. შესაბამისად, ტერმინს „ხრწნა“,
ძირითადად ორგანული საფენის გაქრობის აღსანიშნავად ხმარობენ.

ნიადაგის ფაუნის როლი ორგანული ნივთიერებების დინამიკასა და ნივთიერებათა


ცვლაში

უკვე ათწლეულებია, რაც მეცნიერები შეისწავლიან ნიადაგის ცხოველების როლს


ნივთიერებათა წრებრუნვაში. ჯერ კიდევ დარვინი აღნიშნავდა ჭიაყელების
მნიშვნელობას ზომიერი ტყეების ნიადაგებში მიმდინარე ხრწნისა და გადამუშავების
პროცესში. ტროპიკულ რეგიონებში იგივე ფუნქციას ტერმიტები ასრულებენ. თუმცა
ხშირ შემთხვევაში მცირე ზომის ორგანიზმები მაკროფაუნაზე გაცილებით დიდ
როლს ასრულებენ. ნიადაგის ფაუნა პირობითად იყოფა სამ ჯგუფად: მიკროფაუნა,
მეზოფაუნა და მაკროფაუნა.

მიკროფაუნა (პროტოზოები, მცირე ზომის ნემატოდები) ძირითადად წყლიან


ადგილებში ბინადრობს. მეზოფაუნა ჰაერით სავსე ნიადაგის ფორებში ბინადრობს.
ხოლო მაკროფაუნა თვითონ ქმნის საკუთარ საბინადრო გარემოს ბურღავს რა
ნიადაგს. ფუნქციურად მათ იგივე როლი აქვთ ნიადაგის ეკოსისტემებში, რაც
მეგაფაუნას - სახმელეთო ეკოსისტემებში. ნიადაგის ფაუნის კვებითი
სპეციალიზაციის მიხედვით, ნიადაგის კვებითი ქსელი სამ ქვეკატეგორიად იყოფა:
ეკოსისტემის ინჟინრები, საფენის დამშლელები და მიკრო კვებითი ქსელები.

ეკოსისტემის ინჟინრებს მიეკუთვნება ჭიაყელები, ჭიანჭველები, და ტერმიტები,


რომლებიც ცვლიან ნიადაგის ფიზიკურ სტრუქტურას, და გავლენას ახდენენ
ნივთიერებათა ცვლაზე და ენერგიის გადაცემაზე. „საფენის დამშლელი“
მიკროართროპოდები ანაწევრებენ საფენს და აადვილებენ მის მისაწვდომობას
მიკრობებისთვის. „მიკრო კვებითი ქსელები“ მოიცავენ მიკრობთა აქტივობას და
მიკრობთა პირდაპირ მტაცებლებს (ნემატოდებსა და პროტოზოებს). სამივე დონე
სხვადასხვა სივრცეში, მასშტაბსა და ზომაზე მოქმედებს.

მიკროფაუნა

საფენსა და ნიადაგში მცხოვრები პროტოზოები ორ ტიპს - სარკომასტიგოფორასა და


ცილიოფორას მიეკუთვნებიან, რომლებიც ოთხ ეკოლოგიურ ჯგუფად იყოფიან:
შოლტოსნები, ამებები, ნიჟარიანი ამებები და წამწამიანები.

1. შოლტოსნები პროტოზოებიდან ყველაზე აქტიური და მრავალრიცხოვანი ჯგუფია.


ბაქტერიებითა და მათი მტაცებლებით კვებითი სპეციალიზაციის გამო ისინი
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნივთიერებათა წრებრუნვაში.

2. ამებების რიცხოვნობა და აქტივობა მაღალია აგრარულ, მინდვრის და ტყიან


ნიადაგებში. იკვებებიან ბაქტერიებით, სოკოებით, წყალმცენარეებით და სხვა
წვრილი ორგანული ნივთიერებებით. სხეულის ფორმის არქონის გამო მათ
შეუძლიათ შეაღწიონ ნიადაგის უწვრილეს ფორებში და გამოიკვებონ იმ
ბაქტერიებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩებოდა.

3. ნიჟარიანი ამებები. სხვა ამებებთან შედარებით ნიჟარიანი ამებები ნაკლები


რაოდენობით გვხვდებიან გარდა ტენიანი ტყიანი ეკოსისტემებისა. ისინიც
ბაქტერიებით იკვებებიან. ზოგი ნიჟარიანი ამება გამოიყენება ნიადაგის ტიპის
ინდიკაციისათვის.

4. წამწამიანებს რთული სასიცოცხლო ციკლი და გამრავლების მექანიზმი აქვთ.


გვხვდებიან ტენიან ან სეზონურად ტენიან ნიადაგებში. რიცხოვნობა შედარებით
დაბალია. ისინი ადვილად აღწევენ ნიადაგის ხვრელებში და იკვებებიან იქ
არსებული ბაქტერიებით. ნიჟარიანი ამებების მსგავსად, წამწამიანები ითვლებიან
მჟავე ჰუმუსის ინდიკატორად.

მეზოფაუნა

ნემატოდები

ნემატოდები, ანუ მრგვალი ჭიები ყველაზე მრავალრიცხოვან მრავალუჯრედიან


ორგანიზმებს განეკუთვნებიან, რომლებიც ყველა ეკოსისტემაში გვხვდებიან.
პროტოზოების მსგავსად, ისინი უმეტესად ნიადაგის წყლით გაჯერებულ ფორებში ან
ღია წყლებში გვხვდებიან.

ნემატოდებს ცილინდრისებური სხეული აქვთ, რომელიც ბოლოში წაწვეტებულია.


მარტივად მათი აღწერა შეიძლება როგორც „მილი მილში“ - საჭმლის მომნელებელი
მილი სხეულში. საჭმლის მომნელებელი სისტემა იწყება პირით, ანუ სტილეტით,
გრძელდება საყლაპავით, შემდეგ ნაწლავით და მთავრდება ანუსით. გამრავლების
ორგანოები საკმაოდ რთული აგებულებისაა. ზოგი ნემატოდა პართენოგენეზულია,
ანუ უსქესოდ მრავლდება.

ნემატოდები მრავალფეროვანი საკვებით იკვებებიან. ზოგადად, ტროფული ჯგუფები


მოიცავენ ბაქტერიით მკვებავებს, ფუნგივორებს, მცენარეებით მკვებავებს,
მტაცებლებს და ნაირმჭამელებს. პირის აპარატის აგებულების მიხედვით
შესაძლებელია მათი კვებითი სპეციფიკის განსაზღვრა. თუმცა ზოგჯერ ეს საკმაოდ
გართულებულია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ლარვული ფორმა ბაქტერიებით
იკვებება, ხოლო სქესმწიფობისას მტაცებელი ხდება, ან სხვა ტროფულ ჯგუფს
მიეკუთვნება.

ზოგი სტილეტიანი ნემატოდა იკვებება ფესვებზეც, ფესვების ბუსუსებზეც და


სოკოების ჰიფებზეც. ზოგ ბაქტერიებით მკვებავ ნემატოდას შეუძია შთანთქას 10 მკმ
სიგანის ციანობაქტერია მაშინ, როცა მათი პირის ღრუს სიგანე მხოლოდ 1 მიკრონია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნემატოდა რაღაცნაირად ჭყლეტს ბაქტერიულ უჯრედს.

მრავალფეროვანი კვებითი სპეციალიზაციის და ყველა ასაკის ეკოსისტემაში


არსებობის უნარის გამო ნემატოდები ხშირად გამოიყენებიან როგორც ზოგადი
ეკოლოგიური მდგომარეობის ინდიკატორები.

მიუხედავად იმისა, რომ ნემატოდები ძირითადად მცენარის ფესვებთან არიან


კონცენტრირებულნი, მათი დიდი რაოდენობის ნახვა შეიძლება აგრეთვე ხრწნად
მცენარეულ მასასთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნემატოდები ეძებენ ამ „ცხელ
წერტილებს“, სადაც ორგანული მასა და ბაქტერიებია თავმოყრილი და არ არიან
პროტოზოები.
მიკროართროპოდები

პრაქტიკულად ყველა ტიპის ნიადაგში გვხვდება დიდი რაოდენობით


მიკროართროპოდები (ძირითადად ტკიპები და კუდფეხები). ტყის საფენის ერთ
კვადრატულ მეტრზე ბინადრობს ასობით ათასი ინდივიდი, რომლებიც რამდენიმე
ასეულ სახეობას განეკუთვნებიან. მიკროართროპოდები განაპირობებენ ტყის
ნიადაგებში მიმდინარე დაშლის პროცესების უმეტეს წილს და დიდი წვლილი
შეაქვთ ტყის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნებაში.

გარდა ამისა, მიკროართროპოდები ნიადაგის კვებითი ქსელების მნიშვნელოვანი


შემადგენელი ნაწილია. ისინი იკვებებიან სოკოს ჰიფებზე და ნემატოდებით და ამით
მიკროფაუნასა და მიკროორგანიზმებს აკავშირებენ საერთო კვებით ქსელში. თავის
მხრივ, მიკროართროპოდები წარმოადგენენ საკვებს ხოჭოებისთვის, ობობებისთვის,
ჭიანჭველებისთვის და ამით ქმნიან კავშირს მაკროფაუნასთან.

მიკროართროპოდების დასახლების სიმჭიდროვე იცვლება სეზონებისა და


ეკოსისტემების მიხედვით. ზომიერი სარტყლის ტყის ნიადაგები, სადაც მაღალია
ორგანული ჰუმუსის შემცველობა, შეიცავენ უამრავ ინდივიდს, ხოლო ტროპიკულ
ნიადაგებში, რომლებიც ირეცხება გამუდმებული წვიმების შედეგად,
მიკროართროპოდების რაოდენობა ნაკლებია.

მიკროართროპოდებს შორის რიცხოვნობით კუდფეხები (კოლემბოლები) და


ჯავშნიანი ტკიპები (Oribatida)გამოირჩევიან

კუდფეხები (Collembola).

კუდფეხების რიცხოვნობა ნიადაგებში ხშირად უტოლდება ტკიპებისას. ისინი


გვხვდებიან მთელს მსოფლიოში არქტიკიდან ტროპიკულ სარტყლამდე და
სტეპებიდან და უდაბნოებიდან ტყეებამდე. კუდფეხები მათ ეწოდათ იმის გამო, რომ
ბევრ სახეობას მუცლის ბოლო ნაწილში აქვს სპეციალური წანაზარდი, რაც მათ
ხტუნვის საშუალებას აძლევს. კოლემბოლები ძირითადად ნიადაგის ზედა ფენაში
გვხვდებიან, სადაც იკვებებიან ხრწნად მცენარეულობასთან ასოცირებული
სოკოებით.

კუდფეხები ძირითადად სოკოებით იკვებებიან, თუმცა დროდადრო იკვებებიან სხვა


ცხოველებით, მცენარეული და ცხოველური ნარჩენებით, ან ფეკალური მასებით.
მათი პირდაპირი გავლენა ნიადაგის ეკოსისტემებზე საკმაოდ მცირეა, თუმცა
კვლევებმა აჩვენა რომ ისინი ზემოქმედებენ აზოტის მინერალიზაციაზე, ნიადაგის
რესპირაციულ პროცესებზე, ორგანული ნახშირბადის გახსნაზე და მცენარეთა
ზრდაზე. სოკოებით კვების უნარი განაპირობებს კუდფეხების წვლილს ნიადაგში
მიმდინარე ხრწნისა და დაშლის პროცესებში.
ტკიპები (Acari)

ნიადაგის ტკიპები ფილოგენეზურად დაკავშირებულნი არიან ობობებთან. ისინი


ისევე, როგორც კოლემბოლები გვხვდებიან პრაქტიკულად ყველა ტიპის ნიადაგში
ყველა გეოგრაფიულ სარტყელში. არიან ძალიან მრავალრიცხოვანნი და
მრავალფეროვანნი, რაც განაპირობებს მათ კვებით სპეციფიკაციას.

ნიადაგის ტკიპებს შორის ჯავშნიანი ტკიპები (Oribatida) როგორც წესი, ფუნგივორები


ან დეტრიტივორები არიან, ან ორივე კვებითი სპეციალიზაცია ახასიათებთ.
მეზოსტიგმატები მტაცებლობენ სხვა წვრილ ფაუნაზე, ხოლო პროსტიგმატები
მრავალფეროვნანი კვებითი სპეციალიზაციით ხასიათდებიან.

ნიადაგის ტკიპებს შორის რიცხოვნობით და მრავალფეროვნებით ჯავშნიანი ტკიპები


გამოირჩევიან. ამას სამი ფაქტორი განაპირობებს: 1) ისინი ყველაზე
მრავალრიცხოვანი ართროპოდები არიან. ასეულ ათასობით ინდივიდის ნახვა
შეიძლება ტყის ნიადაგის ერთ კვადრატულ მეტრზე. 2) არასქესმწიფე ფორმები
მორფოლოგიურად ძლიერ განსხვავდება იმაგოებისგან. 3) სხვა
მიკროართროპოდებისაგან განსხვავებით, ჯავშნიანი ტკიპები საკმაოდ ნელა
მრავლდებიან, წელიწადში ერთ ან ორ თაობას იძლევიან და მდედრი მცირე
რაოდენობით კვერცხებს დებს. ამით მათ ე.წ. K-სტრატეგიის ცხოველებს
მიაკუთვნებენ. ორიბატიდებს ჯავშნისებური, სქელი ქიტინაზიიცის მქონე,
კალციუმის შემცველი გარეგანი საფარველი აქვთ.

ჯავშნიანი ტკიპები იკვებებიან სოკოებით (მიკროფიტოფაგები), ხრწნადი


მცენარეული მასით (მაკროფიტოფაგები) ან ორივეთი (პანფიტოფაგები). თვითონ
ორიბატიდები წარმოადგენენ გარკვეული ხოჭოების და ჭიანჭველების საკვებს.
ზოგჯერ ორიბატიდებით სალამანდრებიც იკვებებიან, თუმცა სქელი კუტიკულის
გამო ისინი პრაქტიკულად მიუწვდომელნი არიან მტაცებელი ტკიპებისთვის.

ჯავშნიანი ტკიპები გავლენას ახდენენ ტყის საფენი ორგანული მასის დაშლაზე და


ნივთიერებათა წრებრუნვაზე, ამიტომ მათ დიდი წვლილი შეაქვთ ორგანული მასის
ბიოდეგრადაციაში.

მაკროფაუნა

მაკროართროპოდები

დიდი ზომის მწერები, ობობები, მრავალფეხები და სხვა, მაკროართროპოდებს


მიეკუთვნება. მათი სხეულის ზომა 10მმ-დან 15 სმ-მდე მერყეობს.
მაკროართროპოდები ნიადაგის კვებითი ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი
ნაწილია. მათ შეუძლიათ პირდაპირი გავლენა მოახდინონ ნიადაგის სტრუქტურაზე.
ტერმიტები და ჭიანჭველები ნიადაგში დაძვრებიან და ქვედა ფენები ზედაპირზე
ამოაქვთ. ჭიჭინობელების ნიმფები გამოჩეკვისას ცვლიან ნიადაგის სტრუქტურას,
ხოლო ხოჭო–ფუნაგორიების ლარვები გადაამუშავებენ ბალახოვანი მასივების
ნიადაგს. ამ და სხვა მაკროართროპოდებს ჭიაყელებთან ერთად „ნიადაგის
ინჟინრებს“ უწოდებენ. ბევრი მათგანი როგორც ნიადაგის ზედაპირზე, ისე მის
სიღრმეში გვხვდება. ბევრი ნიადაგის დროებითი ბინადარია. რთული სასიცოცხლო
ციკლის გამო მათ მრავალფეროვანი კვებითი ჩვევები აქვთ. მაკროართროპოდები
ასევე გავლენას ახდენენ მიკროართროპოდების რიცხოვნობაზე. ბევრი კოლემბოლა
ობობების საკვებს წარმოადგენს. თავის მხრივ, ბევრი მაკროართროპოდა
ხერხემლიანების საკვებს წარმოადგენს და ამით ქმნიან კავშირს მეგაფაუნასთან.

მაკროართროპოდებს შორის ბევრი იკვებება მცენარეული მასით. მაგალითად,


მრავალფეხები აქტიურად მოიხმარენ ჩამოცვენილ ფოთოლს, ბალახს და მკვდარ ხეს.
ამით ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ხრწნის და დაშლის პროცესებში და
გავლენას ახდენენ ნიადაგში ნივთიერებათა ცვლაზე.

უამრავი სხვადასხვა მაკროართროპოდა სხვა ორგანიზმებთან ერთად განაპირობებს


ნიადაგის ბიომრავალფეროვნებას.

მრავალფეხები

მრავალფეხები ფართოდ გავრცელებული საპროფაგებია. ისინი ტროპიკული და


ზომიერი სარტყლის ტყეების ორგანული ნარჩენების მთავარი მომხმარებლები არიან,
სადაც მკვდარი მცენარეული მასით იკვებებიან. მათ არ აქვთ სხეულის მკვრივი
საფარველი და ამიტომ საარსებოდ ტენიანი გარემო სჭირდებათ. ზოგი ნიადაგის
სიღრმის ბინადარია. სხვები უფრო მეტად საფენში და გარდამავალ გარემოში
გვხვდებიან. უპირატესობას კალციუმით მდიდარ საფენს ანიჭებენ, თუმცა არ უყვართ
ახლადჩამოცვენილი ფოთოლი. ზოგი მრავალფეხა კოპროფაგია (ექსკრემენტებით
მკვებავი). ფიქრობენ, რომ ექსკრემენტებში არსებული ბაქტერიები მათ მცენარეული
საკვების გადამუშავებაში ეხმარება.

ფრთიანი მწერები

ბევრი ფრთიანი მწერი გვხვდება ნიადაგში და მონაწილეობს ნიადაგის კვებით


ქსელებში. ზოგი მათგანი მუდმივად ნიადაგში ბინადრობს, ზოგი კი იქ სიცოცხლის
გარკვეულ ეტაპს ატარებს. ყველა მსხვილ ფრთიანი მწერების რიგს (ხეშეშფრთიანებს,
ქერცლფრთიანებს, სიფრიფანაფრთიანებს, ორფრთიანებს) აქვს ნიადაგის ფორმა
მუხლუხოს ან ჭუპრის სახით. ზოგი მათგანი ფესვებით იკვებება, სხვები მტაცებლები
არიან ან ცვლიან ნიადაგის სტრუქტურას.

ჭიაყელები – Oligochaeta
ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ
ჭიაყელებს. მათი მნიშვნელობა გამომდინარეობს მათი როლიდან ნიადაგის
სტრუქტურის ფორმირებაში (ნაწილაკების დაცალკევება ან შეწეპება, ფორიანობის
გაზრდა) და ხრწნისა და დაშლის პროცესებში (მცენარეული ნარჩენების
ფრაგმენტაცია, ჩაფვლა და შერევა). აქედან გამომდინარეობს ჭიაყელების როლი
სოფლის მეურნეობაში, ნარჩენების მართვასა და ნიადაგის რემედიაციაში.

ჭიაყელების კვლევაში უდიდესი როლი შეასრულა ჩარლზ დარვინმა რომელიც


წერდა, რომ „ძნელია იპოვო სხვა ცხოველი, რომელსაც ისეთი როლი ექნება
შესრულებული მსოფლიო ისტორიაში, როგორც ამ საყვარელ არსებებს“. მას შემდეგ
უამრავი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც ეძღვნებოდა ჭიაყელების როლს ნიადაგის
ფორმირებაში, ბიოდეგრადაციაში და ორგანული მასის განაწილებაში ნიადაგში.

ჭიაყელები გვხვდებიან ყველგან, თუკი ნიადაგის ტენიანობა და ტემპერატურა


ხელსაყრელია მათი არსებობისათვის წლის გარკვეულ მონაკვეთში მაინც.
მრავალრიცხოვანნი არიან ტყის და მინდვრის ნიადაგებში ზომიერ და ტროპიკულ
რეგიონებში. შედარებით ნაკლები რაოდენობით გვხვდება მყიფე ეკოსისტემებში,
როგორებიცაა მშრალი და არქტიკული ჰაბიტატები. არახელსაყრელ პირობებშიც კი,
ჭიაყელები პოულობენ მათთვის გასაძლებ გარემოს, როგორიცაა ქალაქის ბაღები ან
უდაბნოს ოაზისები. არახელსაყრელი პირობების დროს ისინი დიაპაუზაში გადადიან
და პირობების გაუმჯობესებას ელიან.

ჭიაყელების დასახლების სიმჭიდროვე მერყეობს კვ. მ–ზე 10–დან 2000 ინდივიდამდე


მაღალი მაჩვენებლებით ნოყიერ საძოვრებზე და დაბალით – მჟავე (წიწვოვანი
ტყეები) ან არიდულ ნიადაგებში. აგრარული სამუშაოები – ხშირი მოხვნა ან
ტოქსიკური ნივთიერებების შეტანა – ამცირებს ჭიაყელების რაოდენობას ან შეუძლია
სრულიად გააქროს ისინი.

მორფოლოგიის, ქცევის და კვებითი სპეციალიზაციის მიხედვით, ჭიაყელები


ეკოლოგიურ ჯგუფებად იყოფა: ეპიგეური ფორმები მოიხმარენ ნიადაგის ზედაპირზე
არსებულ საფენს ან მინერალური ნაიდაგის ზედა ფენას. პოლი–, მეზო– და
ოლიგოჰუმური სახეობები, შესაბამისად გვხვდებიან მაღალი, ზომიერი ან დაბალი
ორგანული მასის შემცველ ნიადაგებში. ხოლო ანაგეური ფორმები იკვებებიან
ნიადაგის ზედაპირზე არსებული მცენარეული მასით, ხოლო ბინადრობენ ნიადაგის
სიღრმეებში.

ჭიაყელების გავლენა ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე გამოიხატება მათ გავლენაში


ნიადაგზე ბურღვითი აქტივობების დროს და ექსკრემენტების (კასტების)
წარმოქმნაში. ექსკრემენტები წარმოიქმნება, როდესაც ჭიაყელები ინელებენ ნიადაგს
და ორგანულ მასას, ურევენ მათ ერთმანეთს, ამდიდრებენ მათ ნაწლავის მიერ
წარმოქმნილი მომნელებელი სეკრეტებით და გამოყოფენ მათ ექსკრემეტების სახით
ნიადაგში ან მის ზედაპირზე. ჭიაყელების მიერ ნიადაგის ბრუნვის მასშტაბი
ზომიერი სარტყლის ბალახოვან მასივში უდრის 40–70 ტონას ერთ ჰექტარზე ერთი
წლის განმავლობაში, ხოლო 500–1000 ტონას ერთ ჰექტარზე ტროპიკულ სავანაში.

ნაწლავში ფორმირების დროს ექსკრემენტებზე სახლდებიან ბაქტერიები, რომლებიც


იწყებენ ნიადაგის ორგანული ნივთიერებების მონელებას. კასტები მდიდარია
მცენარებისათვის ადვილად მისაწვდომი ნივთიერებებით და ამით ზრდიან ნიადაგის
ნოყიერებას.

ჭიაყელების ბურღვა ნიადაგში ქმნის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფორებს ეს


ფორები ხელს უწყობენ ნიადაგის აერაციას, წყლის დინებას და სხვა ნივთიერებების
ტრანსპორტს.

მიუხედავად უამრავი დადებითი მხარის, ჭიაყელების აქტივობას უარყოფითი


მხარეც აქვს. ნიადაგის ზედაპირიდან ნარჩენების მოშორებით, ისინი ნიადაგს ღიად
ტოვებენ ეროზიისათვის. გაზონებზე დარჩენილი ჭიაყელების ექსკრემენტები
არაესთეტიურია, ჭიაყელები ავრცელებენ სარეველების თესლებს და პათოგენებს,
მიწით ავსებენ საირიგაციო ხვრელებს.

ნიადაგის ფაუნის საერთო როლი საფენის დაშლაში

ნიადაგის ფაუნის მნიშვნელობა საფენის დაშლაში უძველესი და კარგად ნაცნობი


საკითხია. გეოლოგიური კვლევები მიუთითებენ რომ ჯავშნიანი ტკიპები
იკვებებოდნენ ილინოისისა და აპალაჩის რეგიონის პრაქტიკულად ყველა
მცენარეული ტაქსონით, რაც აღბეჭდილია ნახშირის დეპოზიტებზე.

შედარებით ახლო წარსულში რუსი მეცნიერის, გალინა კურჩევას (1964. 1966)


კვლევებმა აჩვენა, რომ თუკი საფენს ნაფტალინით დაამუშავებდნენ, მისი ხრწნის
პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობდა. მომდევნო ათწლეულებში ტარდებოდა
ექსპერიმენტები, რომელთა მიხედვით სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენებით
ამცირებდნენ ნიადაგის ფაუნის ამა თუ იმ წარმომადგენლის აქტივობას და
აკვირდებოდნენ თუ რა გავლენსა ახდენდა ეს საფენის დაშლაზე. კვლევებმა აჩვენა,
რომ ბაქტერიულ, სოკოვან და ცხოველურ ორგანიზმებს თანაბარმნიშვნელოვანი
გავლენა აქვთ ორგანული მასის დაშლაში. შესაბამისად, ზოგად ბიოდეგრდადაციაზე
გავლენას ახდენს როგორც ნიადაგის ბიოტას აქტივობა, ისე თვითონ ნიადაგის
ხარისხი და კლიმატი.

რესურსების ხარისხი, კლიმატი და საფენის ხარისხი

საფენის დაშლის სიჩქარე იცვლება ეკოსისტემების გეოგრაფიული მდებარეობის,


ნიადაგის ფაუნის, სუბსტრატის ხარისხის, მიკროკლიმატის და ეკოსისტემის
მდგომარეობის მიხედვით. პრინციპში, ხრწნა და დეგრადაცია ნიადაგში არსებული
ცოცხალი ორგანიზმების მოქმედების შედეგია, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია
კლიმატსა და ნიადაგის თავისებურებებზე.

რესურსების ხარისხი დამოკიდებულია ნიადაგის ორგანული მასის შემცველობაზე.


ნახშირწყლები და სახამებელი ადვილად მოინელება მიკროორგანიზმების და სხვა
ცოცხალი ორგანიზმების მიერ, მაშინ, როცა ლიგნინი, ტანინი და მისი მსგავსი
ნივთიერებების მოხმარების უნარი მხოლოდ სპეციალიზებულ ორგანიზმებს (თეთრ–
წითელ სოკოებს) აქვთ. ცელულოზას მონელების მიხედვით შუალედური
მდგომარეობა უჭირავს. შესაბამისად, ორგანულ მასაში ამ ნივთიერებების
შემცველობა განაპირობებს კიდეც ხრწნის სიჩქარეს. ზომიერი სარტყლის საფენი
ადვილად დაშლადი, ისე რთულად ხრწნადი მასალის ნარევს წარმოადგენს.
ტანინებითა და ლიგნინით მდიდარი ხის მერქნის ხრწნას კი ათწლეულები და
შეიძლება ასწლეულებიც კი დასჭირდეს.

ორგანული მასის დაშლის სისწრაფის პროგნოზირება გეოგრაფიული განედის


გათვალისწინებით, საკმაოდ მარტივია. მაგალითად, უდაბნოს ეკოსისტემებში
ბიოდეგრადაციის პროცესები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაზეც გავლენას
ახდენს ძირითადად ღამით აქტიური ცხოველთა სამყარო. ტროპიკულ
ეკოსისტემებში დაშლაზე გავლენას ახდენს სეზონურობა და ფაუნის დასახლების
სიმჭიდროვე.

ბიოდეგრადაციის სიჩქარე სიმაღლეების მიხედვითაც იცვლება, თუმცა აქ


პროგნოზირება უფრო ძნელია. აშშ–ს არიზონას შტატში ჩატარებულმა კვლევამ
აჩვენა, რომ დაშლა უფრო სწრაფად მიმდინარეობდა ზედა, შედარებით ცივ და
ტენიან სარტყელში. ამ შემთხვევაში მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ტენიანობას და არა
ტემპერატურას. დარღვეულ და სუქსცესიურ ეკოსისტემებში დაშლის პროცესი ასევე
შენელებულია რეგიონის საერთო მაჩვენებელთან შედარებით.

ბიოდეგრადირებადი და არაბიოდეგრადირებადი ნივთიერებები

ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ცხოვრების დაჩქარებულმა რიტმმა, მოთხოვნილებების


ზრდამ გამოიწვია ადამიანების დამოკიდებულება ისეთ ნივთიერებებზე,
როგორებიცაა პლასტიკის ბოთლები, ცელოფნის პარკები, კონსერვის ქილები და
კომპიუტერები. ეს ნივთები ჩვენს ცხოვრებას ამარტოვებენ, თუმცა ალბათ ბევრს არ
უფიქრია იმ ზიანზე, რაც ამ ნივთებს მოაქვთ გარემოსთვის.

ჩვენ მათ ნაგავში ვყრით, თუმცა ამ ნივთიერებების უმეტესობა ბუნებრივი გზით არ


იშლება. ასეთ ნივთიერებებს არაბიოდეგრადირებადი ნივთიერებები ეწოდება.
ყველაზე ჩვეულებრივ საოჯახო ნარჩენებს შორისაა პოლიეთილენის პარკები,
რომლებიც ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი და ფართოდ გამოყენებადი ნივთია
დაწყებული ქუჩის მოვაჭრეებით და დამთავრებული დიდი მარკეტებით.

დღეისათვის მსოფლიოში ყოველწლიურად 100 მილიარდი ტონა პლასტიკატი


იწარმოება. ყველაზე მეტად გამოყენებული ნივთიერების მიხედვით, კაცობრიობის
განვითარებაში ცნობილია ქვის, ბრინჯაოს, რკინის და ფოლადის ხანები. ამ გაგებით,
დღეს პლასტიკის ხანაში ვცხოვრობთ. პლასტიკის ყველა ნაწარმი არაგანახლებადი
რესურსისაგან მზადდება (ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი გაზი).

არადეგრადირებადი ნივთიერებების დაგროვების შედეგად შექმნილი სულ უფრო


მზარდი პრობლემების გამო, გაჩნდა მოთხოვნილება „მწვანე პლასტიკაზე“, რომელიც
მზადდება აგრარული და ზღვის საკვები ნარჩენებისაგან მიღებული
პოლიმერებისაგან. ასეთი ნაწარმი ბიოდეგრადირებადია, თუმცა დამზადება საკმაოდ
რთულ ტექნოლოგიებს მოითხოვს და ძვირი ჯდება. მსგავსი წარმოებები უკვე
მუშაობს აშშ-ში, კანადაში, ევროპასა და იაპონიაში.

ახალი ტქნოლოგიის მთავარი პრობლემა მისი ფასია. იმისათვის, რომ „მწვანე


პლასტიკამ“ კონკურენცია გაუწიოს სინთეურ პლასტიკას, ის ხელმისაწვდომი უნდა
იყოს, თუმცა წარმოება გაცილებით ძვირი ჯდება და ამიტომ ჯერჯერობით ფართო
გამოყენებაში ვერ ინერგება. გამოსავალი საკანონმდებლო რეგულაციებში
მდგომარეობს, რომელთა ძალით შესაძლებელია აკრძალვების დაწესება
არაბიოდეგრადირებადი ნივთიერებების გამოყენებაზე. ასევე, ჩნდება
მოთხოვნილება შესაბამის ეტიკეტირებაზე. დეგრადირებადი ნივთიერებები
შესაძლოა აღნიშნული იქნეს, როგორც „ეკოეტიკეტი“. მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც
ადამიანის ცნობიერების შეცვლაა, რომელიც მიჩვეულია გრძელვადიანი, ლამაზი და
იაფი პლასტიკის ნივთების მოხმარებას.

You might also like