You are on page 1of 7

N2

მცენარეული სამყაროს დაყოფა - არაფორმალური და სისტემატიკური ჯგუფები.


მცენარეთა სასიცოცხლო ფორმები და ეკოლოგიური ჯგუფები.
მცენარეთა სამყარო ფართო გაგებით. არაფორმალური ჯგუფები. მცენარეთა სამეფო. მცენარეთა
სასიცოცხლო ფორმები. ეკოლოგიური ჯგუფები. ბიომები. ორგანიზმთა შორის ურთიერთქმედება.

მცენარეულ სამყაროს ყოფენ 2 პირობით ნაწილად : უმდაბლესი და უმაღლესი მცენარეები. ეს დაყოფა


სისტემატიკურად თითქმის შეესაბამება ქვესამეფოებს.

უმდაბლესი მცენარეების ვეგეტატიური სხეული არ არის დანაწევრებული ღეროდ, ფოთლებად და ა.შ. ისინი
შეიძლება იყვნენ ერთ ან მრავალუჯრედიანი, მიკროსკოპულად პატარა ან დიდი ზომის, მაგრამ არასოდეს
ღეროფოთლოვანი. ასეთ სხეულს ეწოდება თალუსი ან ტალომი და შესაბამისად მცენარეებს თალუსიანები ან
ტალომიანები (Thalophyta). არ გააჩნიათ დანაწევრება ანატომიურ-ფიზიოლოგიურ ქსოვილებად ( არ
გააჩნიათ გამტარი ქსოვილები და ა.შ.). მათ რიცხვს განეკუთვნებიან წყალმცენარეები ( მწვანე, წაბლა,
წითელი, ლურჯ-მწვანე და ა.შ.).

უმდაბლესი მცენარეების ფარგლებში განიხილება


ასევე ორი დიდი ჯგუფი: სოკოები და ლიქენები.

უმაღლესი მცენარეების ქვესამეფო იყოფა ორ


დიდ არაფორმალურ ჯგუფად: სპოროვანი და
თესლოვანი მცენარეები.

სპოროვანი მცენარეების ჯგუფს მიაკუთვნებენ


ხავსებს, შვიტებს, ლიკოპოდიუმებს, გვიმრებს.
თესლოვან მცენარეებს განეკუთვნებიან
შიშველთესლოვნები (ფართო გაგებით) და
ფარულთესლოვნები (ერთლებნიანები და
ორლებნიანები).

ამრიგად, მცენარეთა სამყაროს გაცნობისას ვისაუბრებთ წყალმცენარეებზე, სოკოებზე, ლიქენებზე, ხავსებსა


და შვიტებზე, ლიკოპოდიუმებზე, გვიმრებზე და თესლოვან მცენარეებზე (შიშველთესლოვნებსა და
ფარულთესლოვნებზე). მცენარეული სამყაროს განხილვის დროს ჩვენ განვიხილავთ ყველა იმ ჯგუფს,
რომელთა წარმომადგენლებიც ტრადიციულად განიხილებოდნენ მცენარეებად, მიუხედავად მათი
თანამედროვე სისტემატიკური დაყოფისა. ესენი არიან: ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (პროკარიოტებიდან),
6 ტიპის წყალმცენარე პროტისტებიდან, სოკოები (3 ტიპი + არაფორმალური ჯგუფი უსრული სოკოებისა),
სოკოსმსგავსი პროტისტების 4 ტიპი, ლიქენები, მცენარეები.
1
მცენარეები (ფართო გაგებით)
=============================================================================
პროკარიოტები
სამეფო Bacteria
ბაქტერიები (Eubacteria) - გვარი Cyanobacteria (ლურჯ-მწვანე ბაქტერიები ანუ ციანობაქტერიები)
================================================================================
ეუკარიოტები
სამეფო Protista უმარტივესები
ჰეტეროტროფული პროტისტები ტიპი Chrysophyta (დიატომები ანუ ოქროსფერი
ტიპი Oomycota (ოომიცეტები ანუ წყლის ობი) წყალმცენარეები)
ტიპი Chytridiomycota ( ქიტრიდიომიცეტები) ტიპი Pyrrophyta (დინოფლაგელატები)
ტიპი Acrasiomycota (აკრაზიომიცეტები ანუ ტიპი Euglenophyta (ევგლენისნაირნი)
უჯრედული ლორწოვანები) ტიპი Rhodophyta (წითელი წყალმცენარეები)
ტიპი Myxomicota (მიქსომიცეტები ანუ ტიპი Phaeophyta (წაბლა წყალმცენარეები)
პლაზმოდიალური ლორწოვნები) ტიპი Chlorophyta (მწვანე წყალმცენარეები)
======================================= =====================================
ავტოტროფული პროტისტები
სამეფო Fungi სოკოები
ტიპი Zygomycota (ზიგომიცეტები)
ტიპი Ascomycota (ჩანთიანი სოკოები ანუ ასკომიცეტები)
ტიპი Basidiomycota (ქუდიანი სოკოები ანუ ბაზიდიომიცეტები)
არაფორმალური ჯგუფი Deuteromycota (უსრული სოკოები, დეიტერომიცეტები)
არაფორმალური ჯგუფი ლიქენები Lichenes
=====================================================================================
სამეფო Plantae მცენარეები

სპოროვანი მცენარეები

ტიპი Rhyniophyta (რინიოფიტები) თესლოვანი მცენარეები


ტიპი Zosterophyllophyta (ზოსტეროფიტები)
ტიპი Bryophyta (ხავსისნაირნი) ტიპი Cycadophyta (ციკასისებრნი)
კლასი Hepaticae (ღვიძლის ხავსები) ტიპიGinkgophyta (გინკგოსებრნი)
კლასი Anthocerotae (ანთოცეროტისებრნი) ტიპიConiferophyta (წიწვოვნები)
კლასი Musci (ღეროფოთლოვანი ხავსები) ტიპი Gnetophyta (გნეტისებრნი)
ტიპი Psilotophyta (ფსილოტისებრნი) ტიპიAnthophyta ფარულთესლოვნები
ტიპი Lycophyta (Lycopodiophyta) კლასი Dicotiledones (ორლებნიანები)
(ლიკოპოდიუმისებრნი) კლასი Monocotiledones (ერთლებნიანები)
ტიპი Sphenophita (Equisetophyta)
(შვიტისებრნი)
ტიპი Pterophyta (polypodiophyta) (გვიმრები)

2
მცენარეთა სასიცოცხლო ფორმები

ხმელეთის სხვადასხვა პირობებთან შეგუებამ წარმოშვა მცენარეული ორგანიზმების ფორმების


დიდი მრავალფეროვნება

სასიცოცხლო ფორმა (ბიომორფი) - ეს არის მცენარის გარეგნული ფორმა (ჰაბიტუსი), რომელიც


ასახავს მის შეგუებას გარემო პირობებთან.

ინდივიდუალური განვითარების პროცესში მცენარის გარეგნობა იცვლება. ამ ცვლილებებს


იწვევს როგორც გარეგანი ფაქტორები, ასევე შინაგანი გენეტიკური რესურსები.

ცნება „სასიცოცხლო ფორმა“ პირველად შემოიტანა 1884წ დანიელმა მეცნიერმა იოჰანეს


ვარმინგმა, რომელმაც შექმნა სისტემა მცენარეთა დაყოფისა გარეგნული სახისა და სიცოცხლის
ხანგრძლივობის მიხედვით. ის დღემდე აქტუალურია:

ხე - მრავალწლიანი მცენარე, გამერქნებული მიწისზედა ნაწილით და კარგად


გამოხატული ცენტრალური ღეროთი, სიმაღლით არა ნაკლებ 2მ.

ბუჩქი - მრავალწლიანი მცენარე, გამერქნებული მიწისზედა ნაწილით. ხეებისაგან


განსხვავებით აქვს რამოდენიმე ღერო (დატოტვა იწყება ტოტის ძირიდან)

ნახევრადბუჩქი - განსხვავდება ბუჩქისაგან იმით, რომ უმერქნდება ყლორტის მხოლოდ ქვედა


ნაწილი, ზედა კი ყოველწლიურად კვდება (განახლდება).

ლიანა - მცენარე მოჭიდებული, მხვიარა ან მცოცავი ღეროთი.

ბალახი - მცენარე, რომლის მიწისზედა ნაწილი ყოველწლიურად კვდება. მრავალწლიან


ბალახებს უნარჩუნდებათ მიწისქვეშა ორგანოები (ფესურა, ბოლქვი, ტუბერი და
სხვ.).ერთწლიანებს მიწისქვეშა ნაწილიც უკვდება.

სუკულენტი - მრავალწლიანი მცენარეები ხორცოვანი ყლორტებით, რომლებიც დიდი


რაოდენობით შეიცავენ წყალს.

1903წ დანიელმა მეცნიერმა რაუნკიერმა შექმნა ფარულთესლოვანთა სასიცოცხლო ფორმების


სისტემა, რომელიც ასევე დღემდე გამოიყენება. ამ სისტემას საფუძვლად უდევს ორი პრინციპი:

ა) მორფოლოგიური - განახლების კვირტების მდებარეობა მიწის ზედაპირთან შედარებით და


მათი დაცვის გზები არახელსაყრელ პირობებში; ბ)ფიზიოლოგიური - მცენარის რეაქცია
სვენების პერიოდზე.

ამ სისტემის მიხედვით არიანგანარჩევენ სასიცოცხლო ფორმების შემდეგ ტიპებს:

ფანეროფიტები - მცენარეები, რომელთა განახლების კვირტები მიწის ზედაპირიდან 25სმ-ზე


მეტზეა.
3
ჰამეფიტები - განახლების კვირტები 25სმ-ზე დაბლაა.

ჰემიკრიპტოფიტები - განახლების კვირტები მიწის ზედაპირზეა, სვენების პერიოდში დაფარულია


მკვდარი მიწისზწდა ნაწილით ან მიწით.

კრიპტოფიტები - განახლების კვირტი მიწის ან წყლის ქვეშაა.

ტეროფიტები - ერთწლიანი მცენარეები, რომლებიც წელიწადის არახელსაყრელ პერიოდს თესლის


სახით ატარებენ.

ეს სისტემა უნიკალურია და მოიცავს ყველა სასიცოცხლო ფორმას, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს


დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. ეს სისტემა არა მარტო აღწერს სხვადასხვა სასიცოცხლო ფორმებს,
არამედ უჩვენებს ევოლუციის მიმართულებას ხეებიდან ბალახოვანი მცენარეებისაკენ.

სასიცოცხლო ფორმები რაუნკიერის მიხედვით ( მარცხნიდან მარჯვნივ): ფანეროფიტი (ტოტზე - ეპიფიტი) ჰამეფიტი,
ჰემიკრიპტოფიტი, ორი კრიპტოფიტი (ფესურით და ბოლქვით), ტეროფიტი

მცენარეთა ეკოლოგიური ჯგუფები

მცენარეები, რომლებიც შეეგუენ გარემოს ერთ რომელიმე (მნიშვნელოვან და განმსაზღვრელ)


ფაქტორს, ერთიანდებიან ეკოლოგიურ ჯგუფებად.

ტენიანობასთან დამოკიდებულებაში არჩევენ შემდეგ ჯგუფებს:

ქსეროფიტები - მცენარეები, რომლებიც ცხოვრობენ წყლის მნიშვნელოვანი დეფიციტის


პირობებში (დროებითი ან მუდმივი). ახასიათებთ რიგი მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური
თვისებებისა: ქსოვილებში დიდი რაოდენობით წყლის დაგროვება, ფოთლების დაწვრილება ან
რედუქცია, ძლიერი და ღრმა ფესვთა სისტემა და სხვ.

4
მეზოფიტები - ცხოვრობენ ზომიერი დატენიანების პირობებში. მათი ფესვის, ღეროს და ფოთლის
სტრუქტურა ეტალონადაა მიჩნეული.

ჰიგროფიტები- ცხოვრობენ ნიადაგისა და ჰაერის ჭარბი დატენიანების პირობებში.

ჰიდროფიტები - მცენარეები, რომლებიც წყალში ცხოვრობენ. ზოგიერთი მათგანი მთლიანად


არიან წყალში ჩაძირული, ზოგიერთი - ნაწილობრივ. ისინი ან ემაგრებიან ფსკერს, ან
თავისუფლად ცურავენ წყალში. ახასიათებთ ორგანოების ზედაპირირს დიდი ფართობი,
ქსოვილებში იგროვებენ დიდი რაოდენობით ჰაერის ბუშტუკებს.

შუქთან დამოკიდებულებაში

სციოფიტები - ჩრდილის მოყვარული მცენარეები. ცხოვრობენ მუდმივი დაჩრდილვის პირობებში


(ქვედა იარუსის ბალახები)

ჰელიოფიტები - შუქის მოყვარული მცენარეები, ვერ უძლებენ დაჩრდილვას.

ჩრდილის ამტანი მცენარეები აერთიანებს იმ ორგანიზმებს, რომლებსაც ურჩევნიათ გაშლილ


ტერიტორიაზე ცხოვრება, თუმცა შეიძლება გაუძლონ ნაწილობრივ დაჩრდილვასაც.

ზოგიერთ მცენარეს ერთ კრონაში გააჩნია ე.წ. ჩრდილისა და სინათლის ფოთლები. სინათლის
ფოთლები აგებულებით გვანან ქსეროფიტების ფოთლებს, ჩრდილის - ჰიგროფიტების.

დაბურული ტყეების პირობებში მხოვრებ მცენარეებში ჩამოყალიბდა ისეთი სასიცოცხლო


ტიპები, როდესაც მცენარეები კვირტების ძირითად მასას ივითარებენ ზედა იარუსში,
სინათლესთან ახლოს. ესენი არიან ლიანები და ეპიფიტები. ლიანები - სწრაფადმზარდი, მცოცავი
მცენარეები, რომლებიც იყენებენ რა მყარ საყრდენს, ისწრაფიან შუქისაკენ.

ეპიფიტები - ბალახოვანი მცენარეები, სახლდებიან სხვა მაღალი მცენარეების ღეროებზე.


იკვებებიან დამოუკიდებლად (არ ეწევიან პარაზიტიზმს) . მაგ. ორქიდეები.

ნიადაგთან დამოკიდებულებაში:

ოლიგოტროფები - მცენარეები, რომლებიც ცხოვრობენ მწირ, მინერალური ნივთიერებებით ღარიბ


ნიადაგებზე (მა. ქვიშაზე). ახასიათებთ ქსერომორფული ნიშნები.

ჰალოფიტები - ცხოვრობენ მლაშე ნიადაგებზე.

ყველა ამ ტიპის მცენარეს აქვს გამომუშავებული გარკვეული ფიზიოლოგიური თავისებურებები,


რომლებიც აძლევენ საშუალებას განვითარდნენ და გამრავლდნენ მოემულ კონკრეტულ
ეკოლოგიურ პირობებში.

ეკოლოგია - ეს არის მეცნიერება ორგანიზმთა ერთმანეთთან და გარემოსთან ურთიერთქმედების


შესახებ.
5
შემდგომი მსჯელობისათვის უნდა განვმარტოთ რამოდენიმე ტერმინი.

თანასაზოგადოება - შედგება ყველა მცენარის, ცხოველისა და სხვა ორგანიზმებისაგან, რომლებიც


ერთ მოცემულ ფართობზე ცხოვრობს.

ეკოსისტემა - მოიცავს არა მარტო ამ ცოცხალ ორგანიზმებს (ბიოტური ფაქტორი), არამედ


არაცოცხალ, ფიზიკურ ელემენტებს (აბიოტური ფაქორები), რომლებთანაც ეს ცოცხალი
ორგანიზმები ურთიერთქმედებენ.

ბიომი - ეს არის მსხვილ ტერიტორიულ თანასაზოგადოებათა კომპლექსები, რომლებიც


ხასიათდებიან განსაკუთრებული მცენარეულობითა და კლიმატით. მაგ. უდაბნო, სტეპი, ტუნდრა
და ა.შ.

ორგანიზმთა შორის ურთიერთქმედება.

არც ერთი ორგანიზმი არ არსებობს ბუნებაში იზოლირებულად. ისინი ურთიერთქმედებენ სხვა


ორგანიზმებთან და/ან გარემოსთან. ასეთი ურთიერთქმედების რამოდენიმე ტიპი არსებობს:

ნეიტრალიზმი - ორი სახეობა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია და ერთმანეთზე არავითარ


გავლენას არ ახდენს.
კონკურენცია - მეტოქეობა გარემო საარსებო პირობებში უპირატესობის მოსაპოვებლად.

ცხოველებისაგან განსხვავებით მცენარეები იღებენ ენერგიას მზის სხივების საშუალებით.


ამიტომაც მათ შორის კონკურენცია გამოიხატება „სინათლისათვის ბრძოლის“ სახით. ამიტომაც
სხვადასხვა იარუსებში ბინადარმა მცენარეებმა გამოიმუშავეს გარკვეული მექანიზმები (ღეროს
სიმაღლე, ფოთლების განლაგება და სხვ.), რომლებითაც ახდენენ სინათლის ნაკლებობის
კომპენსაციას, ან წინააღმდეგ შემთხვევაში ამოვარდებიან ეკოსისტემიდან. კონკურენციაში
შეიძლება შედიოდნენ არა მარტო სხვადასხვა ჯგუფების, არამედ ერთი სახეობის მცენარეებიც.
არსებობს შიდასახეობრივი და სახეობათშორისი კონკურენცია.

კინკურენცის ერთ-ერთ სახედ შეიძლება განვიხილოთ, ალელოპათია (ანტიბიოზი), როდესაც


ერთი სახეობა გამოიმუშავებს ისეთ მეტაბიოლიტებს, რომლებიც საზიანოა ირგვლივ
სახეობებისათვის.

შიდასახეობრივი და სეხობათშორისი კონკურენცია შეიძლება საზიანო იყოს ცალკეული


ინდივიდისათვის, მაგრამ სასარგებლოა მთლიანად პოპულაციისათვის,რადგანაც ემსახურება
სახეობის ადაპტაციას, გადარჩენას, სრულყოფას და, საბოლოოდ, მის ევოლუციას.

მუტუალიზმი - ეს ისეთი ბიოლოგიური ურთიერთქმედებაა, რომელიც ხელს უწყობს ორივე


პარტნიორს ე.ი. სიმბიოზის ერთ-ერთი ფორმაა. კლასიკური მაგალითია ლიქენები. სხვა
მაგალითებია პარკოსანთა და აზოტმაფიქსირებელი ბაქტერიების, დამმტვერავი მწერებისა და
6
მცენარეების ურთიერთობა. მიკორიზა. ერთი და იგივე სახეობის ხეები შეიძლება გადაბმული
იყვნენ ფესვებით და აწვდიდნენ ერთმანეთს საკვებ ნივთიერებებს. ასეთ შემთხვევაში გადაჭრილი
ხის კუნძი შეიძლება ცოცხლობდეს განუსაზღვრელი დროით სხვა ფესვებიდან მოწოდებული
საკვები ნივთიერებების ხარჯზე.

კომენსალიზმი - როდესაც ორმხრივი ურთიერთობის დროს ერთი მხარე იღებს სარგებელს ისე,
რომ მეორე მხარე არ ზიანდება. მაგ. საპროფიტი მცენარეები (ორქიდეა), რომელიც ბინადრობს
სხვა მცენარის ზედაპირზე ისე, რომ მას ზიანს არ აყენებს.

პარაზიტიზმი - ერთი სახეობა (პარაზიტი) ცხოვრობს მეორის (მასპიძლის) ხარჯზე და ზიანს


აყენებს მას. არსებობს ფაკულტატური და ობლიგატური პარაზიტიზმი.

მტაცებლობა - ერთი ორგანიზმი (მტაცებელი) აზიანებს მეორეს (მსხვერპლი), რომლის გარეშეც


არსებობა არ შეუძლია. გვხვდება რიგ უმაღლეს მცენარეებში.

ფიტოფაგებთან ურთიერთობა - ფიტოფაგებთან ურთიერთქმედების შედეგად მცენარეებს


ევოლუციის განმავლობაში გამოუმუშავდათ დამცველობითი ქიმიური ნივთიერებების ფართო
სპექტრი. ასეთ ნივთიერებებს მეორად მცენარეულ მეტაბოლიტებს უწოდებენ.

გარკვეული მცენარის უნარი გამოიმუშაოს ტოქსიკური ნივთიერებები დიდი რაოდენობით


აყენებს მას უფრო მომგებიან კონკურენტულ პირობებში. ურთიერთობა მცენარე - ფიტოფაგი და
მცენარე - პარაზიტი რთულია და არა ერთ მექანიზმს მოიცავს.

მცენარისა და ფიტოფაგის ურთიერთობა უკანასკნელი მილიონი წლების განმავლობაში


ყალიბდებოდა. ამ ურთიერთობით რეგულირდება ფიტოფაგების რაოდენობა ბუნებაში.
მცენარეებმა გამოიყენეს ფიტოფაგების ფაქტორი დამტვერვისა და თესლების გავრცელების
მექანიზმების სრულყოფისათვის.

You might also like