You are on page 1of 9

ჟოლო (Rubus L)

ჟოლოს ნაყოფი ხასიათდება შესანიშნავი სამკურნალო და მაღალი საგემოვანი თვისებებით. მას


უძველესი დროიდან იყენებდნენ ნედლად და გადამუშავებული სახით საკვებად.

ჟოლოს ნაყოფში მშრალი ნივთიერების შემცველობა მერყეობს 12.8 – 18.8 % ფარგლებში, შაქრების
შემცველობა აღწევს 10%, საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობით არის პექტინები – 0.6-0.9%;
ცილები - 0.8%. შეიცავს სხვადასხვა სახის ვიტამინებს: ვიტამინ C - 30 მგ/%, PP – 0.6-0.8 მგ/% და
B1 – 0.01-0.09 მგ/%. ნაყოფში დიდი რაოდენობით აღმოჩენილია მინერალური ნივთიერებებიც.
იგი შეიცავს 1200 მკგ რკინას, რაც 2-3 ჯერ მეტია შავ მოცხართან შედარებით. სალიცილის მჟავას -
0.5-2.5მგ/%, რომლებიც ხასიათდება ასეპტიკური თვისებებით. ნაყოფს მრავალმხრივი გამოყენება
აქვს. გამოიყენება სისხლნაკლულობის დროს, ასევე სასარგებლოა ათეროსკლეროზის და
ჰიპერტონული დაავადებების პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის. ჟოლო შესანიშნავი
თაფლოვანი მცენარეა. ერთი ჰექტარი ჟოლოს ნაკვეთიდან შესაძლებელია 100 კგ-მდე
მაღალხარისხოვანი თაფლის მიღება.

სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ჟოლო მაღალშემოსავლიანი კულტურაა. ჟოლოს ნაყოფზე


ფასი სტაბილურად მაღალია (საბითუმო ფასი 2.0-2.5 ლარი/კგ), ამიტომ იგი კარგი საბაზრო
მოთხოვნით ხასიათდება.

მორფოლოგიური და ბიოლოგიური თავისებურებები

ჟოლო მრავალწლოვანი ბუჩქია. იგი დარგვიდან მეორე წელს იწყებს მოსავლის მოცემას, სრულ
მსხმოიარობაში შედის მეოთხე-მეხუთე წელს. პლანტაციის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა 15-20
წელია.

ბუჩქის მიწისზედა ნაწილი შედგება ერთწლიანი და ორწლიანი მწვანე, წითელი, ან იისფერი


ტოტებისგან. ბუჩქის სიმაღლე 1-3მ-ია. მცენარის მიწისქვედა ნაწილი წარმოადგენს ფესვურას,
რომელსაც აქვს მრავალრიცხოვანი გვერდითი ფესვები. ფესვებზე ვითარდება დამატებითი
კვირტები, საიდანაც ვითარდება ტოტები (ფესვის ამონაყარი), რომლებიც ამთავრებენ ზრდას
ზაფხულის ბოლოს, ივითარებენ საკუთარ ფესვებს და კავშირს წყვეტენ დედა მცენარესთან. მათგან
ყალიბდება დამოუკიდებელი ერთწლიან მცენარეები. ჟოლო ძირითადად მრავლდება ფესვის
ამონაყრებით.

ჟოლოს მცენარე განვითარების ორწლიანი ციკლით ხასიათდება: პირველ წელს, ახლად


აღმოცენებული ტოტები (ერთწლიანი ყლორტი) არ იძლევა ნაყოფებს, ან იძლევა მცირე
რაოდენობით. ჟოლო სამრეწველო რაოდენობით ნაყოფს იძლევა მეორე წელს. მოსავლის აღების
შემდეგ ორწლიანი ტოტი ხმება. იმავე წელს ვითარდება ახალი ერთწლიანი ტოტები, რომელიც
იმეორებს იგივე ციკლს. თუმცა არის ჯიშები რომლებიც მსხმოიარობენ მიმდინარე ერთწლიან
ტოტებზე და მოსავალს იძლევიან შემოდგომით.

1
მსხმოიარობის ტიპის მიხედვით ჯიშები იყოფა ორ ჯგუფად: ზაფხულში მსხმოიარე (ტულეიმინი,
კენბი, ნოვა, ენკორი და სხვ.) და შემოდგომზე მსხმოიარე (ჰერიტეჯი, ოტომნ ბლისი, პოლანა,
ოტომნ ბრიტენი).

ზაფხულში მსხმოიარე ჟოლო მოსავალს იძლევა ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე.


შემოდგომის მსხმოიარე ჯიშები იკრიფება აგვისტო-ოქტომბერში.

ჟოლოს ნაყოფი წვნიანი კენკრაა. მწიფდება ყვავილობიდან ერთი თვის შემდეგ. სიმწიფე
არათანაბარია, ამიტომ ჟოლოს კრეფენ 10-12-ჯერ. ერთ სავეგეტაციო პერიოდში ჯიშების
უმრავლესობა მსხმოიარობს ერთხელ, ზოგიერთ ჯიშებს ახასიათებს რემონტატულობა და
მსხმოიარობს ორჯერ.

ჯიშები

კენბი

კანადური ჯიშია, მიღებულია ვიკინგის და ლოიდ ჯორჯის შეჯვარებით.

მცენარე ხასიათდება უეკლო ღეროებით, ამონაყრებს ივითარებს საშუალო რაოდენობით, ამტანია


ვირუსული დაავადებების და მგრძნობიარეა ფესვის სიდამპლის მიმართ.

ნაყოფი: ღია წითელი ფერისაა, დიდი ზომის, კონუსური ფორმის, საშუალო მასა 2.9-3.2 გრამი,
მკვრივი, შესანიშნავი არომატით. საადრეო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. შიდა ქართლის პირობებში
საკრეფი სიმწიფე იწყება ივნისის შუა რიცხვებში და გრძელდება ივლისის დასაწყისამდე.
ადვილად საკრეფი ჯიშია. საუკეთესოა ნედლად მოხმარების მიზნით.

ტულეიმინი

მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული, ზაფხულში მსხმოიარე, საუკეთესო სასათბურე


წარმოების ჯიშია.

ნაყოფი წითელი ფერის, დიდი ზომის, კონუსური ფორმის, საშუალო მასა 3.5-4.1გრამი, მკვრივი,
საუცხოო გემოსი. საშუალო-საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. შიდა ქართლის პირობებში

2
სიმწიფეს იწყებს ივლისის დასაწყისში და გრძელდება ივლისის შუა რიცხვებამდე. საუკეთესოა
ნედლად მოხმარების მიზნით.

ჰერიტეჯი

შემოდგომაზე მსხმოიარე, ძალიან ძლიერი ზრდის ჯიშია. ივითარებს ვერტიკალური


მიმართულების ტოტებს. უხვმოსავლიანია, დაავადებების მიმართ შედარებით გამძლე.

ნაყოფი ღია წითელი ფერის, ძალიან დიდი ზომის, მკვრივი, კარგი არომატის მქონე. საკრეფი
სიმწიფე იწყება აგვისტოს მეორე ნახევარში და გრძელდება ოქტომბრის მეორე დეკადამდე.
გამოიყენება ნედლად მოხმარების მიზნით.

კაროლინე

ახალი ჯიშია, შემოდგომაზე მსხმოიარე, რემონტატული. გამოიყენება სასათბურე წარმოებისთვის.

ნაყოფი მუქი წითელი ფერის, კონუსური ფორმის, დიდი ზომის, საშუალო მასა 3.5-4.5 გრამი.
შიდა ქართლის პირობებში იწყებს სიმწიფეს ივლისის ბოლოს და გრძელდება ოქტომბრის შუა
რიცხვებამდე. ჯიში გამოირჩევა კარგი საგემოვნო თვისებებით.

ნაკვეთის შერჩევა

პლანტაციისთვის ადგილის და ნიადაგის შერჩევა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია და მასზე


დიდად არის დამოკიდებული ნარგაობის სიცოცხლის ხანგრძლივობა და მოსავლიანობა. ჟოლო
მოითხოვს კარგად განათებულ მზიან ადგილს და ცუდად იტანს ჭარბ ტენიანობას. საქართველოს
პირობებში უკეთესია ბაღისთვის გამოვყოთ ქარებისაგან კარგად დაცული, სწორი, ან ჩრდილო და
ჩრდილო-დასავლეთის ექსპოზიციის ფერდობები. გრუნტის წყლების დგომის დონე არ უნდა იყოს
1-1,5 მ-ზე უფრო ახლოს ნიადაგის ზედაპირიდან. არასასურველი დრენაჟის პირობებში
პლანტაციის გაშენების დროს სასურველია შემაღლებული კვლების გაკეთება. უპირატესობა
ეძლევა მსუბუქ, ან საშუალო მექანიკური შედგენილობის, საკვები ნივთიერებებით მდიდარ
ნიადაგებს. პლანტაციის გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა ზუსტად
განისაზღვროს დასაბალანსებლად ნიადაგისთვის აუცილებელი საკვები ელემენტების
ოპტიმალური რაოდენობა.

ჟოლო ნაკლებად მგრძნობიარეა ნიადაგის pH-ის მიმართ, მაგრამ უფრო კარგად ვითარდება 6.0-6.5
pH-ის ფარგლებში (ოდნავ მჟავე). კარბონატების მაღალ შემცველ ნიადაგებზე, სადაც pH>8,
შეიძლება განვითარდეს ქლოროზული მოვლენები. გასათვალისწინებელია, ისიც რომ ჟოლოს
დარგვა ნაკლებად სასურველია იმ ადგილებში, სადაც წინა წელს პომიდორი, კარტოფილი ან
წიწაკა არის მოყვანილი, ვინაიდან ამან შეიძლება ახალგაზრდა მცენარეზე დაავადებების
გავრცელებას შეუწყოს ხელი.

გაშენებისათვის ნაკვეთი კარგად უნდა მომზადდეს: ნიადაგი უნდა იყოს კარგად დამუშავებული –
მოხნული და დაფარცხული. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ნაკვეთის სარეველებისაგან წინასწარ

3
გასუფთავებას, რადგან გაშენების შემდეგ სარეველების სიჭარბე დიდ სირთულეებს ქმნის და
მკვეთრად აქვეითებს მოსავლიანობას.

ბაღის გაშენება

ჟოლოს პლანტაცია უნდა გაშენდეს გვიან შემოდგომაზე, სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან


ყინვების დაწყებამდე, ან ადრე გაზაფხულზე მარტში-აპრილის დასაწყისში. გაშენების
ოპტიმალური სქემაა 2.5-3.0X 0.5-0.6 მ. დარგვის დროს კეთდება 30 – 40 სმ სიღრმის და 50-60სმ
სიგანის კვალი (ტრანშეა), სადაც ხდება ნერგის დარგვა. დარგვის პროცესში არ უნდა მოხდეს
ფესვების გამოშრობა. ნერგები დარგვამდე, სველი ტილოს (სატომრე ქსოვილი) ქსოვილით
იფარება, რათა დაცული იყოს მზის და ქარის ზეგავლენისგან.

ნერგი ირგვება ისე რომ, ფესვის ყელი 2-3 სმ-ით დაბლა აღმოჩნდეს ნიადაგის ზედაპირიდან.
ნერგის გარშემო ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს და მოირწყას. დარგვის შემდეგ ნერგი უნდა
გადაიჭრას ნიადაგის ზედაპირიდან 10-12სმ სიმაღლეზე. ამ დროს ძალიან ეფექტურია 6-8 სმ სისქის
მულჩის ფენის გამოყენება. მულჩად გამოიყენება ტორფი, გადამწვარი ნაკელი, კომპოსტი, ნამჯა,
ნახერხი. დარგვის პერიოდში არ არის რეკომენდებული სასუქების გამოყენება. აზოტიანი სასუქი
შეაქვთ ივნისის შუა რიცხვებში, ხოლო კომპლექსური სასუქები მეორე წელს გაზაფხულზე.

დარგვიდან პირველ წელს უნდა მოხდეს მცენარის ფესვთა სისტემის გაძლიერება. ამიტომ პირველ
წელს მცენარეს არ ვაძლევთ ყვავილობის და მსხმოიარობის საშუალებას. ამავე წელს ბაღში
ტარდება ნიადაგის გაფხვიერება 3-4 ჯერ და სარეველების გამარგვლა-განადგურება.

ჟოლოს პლანტაციის გაშენებისას აუცილებელია საყრდენი სისტემის მოწყობა, ყველაზე უფრო


გავრცელებულია მარტივი ტიპის შპალერული საყრდენი სისტემა, ან T-სებური საყრდენი სისტემა.
საყრდენ სისტემაზე მცენარის დამაგრება ხდება კანაფის, ან პოლიეთილენის სახვევის მეშვეობით.
მარტივი ტიპის შპალერი შედგება ხის ბოძებისგან, რომელზეც 0.90-1.00 მ სიმაღლეზე გაბმულია
ერთი მავთული. ბოძებს შორის მანძილი 10-12 მეტრია, ბოძის დიამეტრი 70-80 მმ, სიმაღლე – 1.30-
1.50 სმ. მავთული
გაბმულია ორივე მხრიდან.

4
მოვლის აგროტექნიკა

ჟოლოს პლანტაციაში, აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სარეველების


წინააღმდეგ ბრძოლა, მორწყვა და მცენარეთა დაცვა.

სარეველების კონტროლი

პლანტაცია შეძლებისდაგვარად დაცული უნდა იყოს სარეველა მცენარეებისგან. ამისთვის


გამოიყენება როგორც მექანიკური (მულჩირება, გამარგვლა, გათოხვნა, გაფხვიერება) ასევე ქიმიური
მეთოდების (ჰერბიციდები) გამოყენება. რეკომენდებულია რიგთაშორისების ორ-სამჯერ
როტაციული კულტივატორით დამუშავება. სარეველების წინააღმდეგ ძირითადად გამოიყენება
სარეველის აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდგომი ჰერბიციდები. საზღვარგარეთ იყენებენ
“კაზარონის” (დიკლობენილი) შესხურებას ვეგეტაციის დაწყებამდე, ადრე გაზაფხულზე, 2-3კგ/ჰა
დოზით, ხოლო აღმოცენების შემდეგ ივნისის დასაწყისში - “გოალის” (ოქსიფლუორფენი) 0.2-0.5
ლ/ჰა.

რწყვა:

ჟოლოს პლანტაციაში აუცილებელია დაცული იყოს დროული და სათანადო მორწყვის რეჟიმი.


კარგი ირიგაცია 2-3 ჯერ ზრდის პლანტაციის პროდუქტიულობას. ჟოლოს ზედაპირული ფესვთა
სისტემა აქვს და მისთვის მეტად სასარგებლოა ხშირი ზედაპირული მორწყვა. ამიტომ წვეთოვანი
მორწყვის სისტემას დიდი უპირატესობა გააჩნია ჩვეულებრივ რწყვის მეთოდებთან შედარებით.

განოყიერება:

ნიადაგის განოყიერების სისტემა შემდეგია: ადრე გაზაფხულზე რიგებში შეაქვთ კომპლექსური NPK
სასუქები, (P2O5-80; K-80). აზოტოვანი სასუქების შეტანა კი ნაწილ-ნაწილ უნდა განხორციელდეს:
პირველი შეტანა ხდება ადრე გაზაფხულზე (აპრილი), როდესაც მცენარეს ჯერ კიდევ მოსვენების
მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე ნიადაგში შედის წლიური ნორმის ორი მესამედი. დარჩენილი ნაწილი
შეტანილ უნდა იქნას ივნისის დასაწყისში. თავი უნდა ავარიდოთ სასუქების შეტანას გვიან
ზაფხულში, ან შემოდგომაზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზამთარგამძლეობის
შემცირება.

ერთი სეზონის განმავლობაში მავნებელ-დაავადებების დაცვის მიზნით აუცილებელია


პლანტაციის 4-5-ჯერ შესხურება.

5
ჟოლოს ძიღითადად აზიანებს შემდეგი მავნებლები: ჟოლოს ხოჭო, კვირტის ჩრჩილი და ჟოლოს
ღეროს ბუზი, ასევე მეტად საშიშია დაავადებები: ანთრაქნოზი, ბოტრიცისი და ნაცარი.

გასხვლა:

ზაფხულში მსხმოიარე ჯიშების გასხვლა ტარდება გვიან შემოდგომაზე, ან ადრე გაზაფხულზე. ამ


დროს ახდენენ ყველა ძველი ტოტის ამოჭრას და ახალი ნაზარდების გათხელებას. აუცილებელია,
რომ ჟოლოს რიგის სიგანე არ აღემატებოდეს 40 სმ-ს, რადგან ფართო რიგებში მატულობს
დაავადებების გავრცელების ალბათობა. პლანტაციის ყოველ 1 მეტრზე უნდა დარჩეს არაუმეტეს
16 – 20 ძლიერი ერთწლიანი ტოტი. დარჩენილი ტოტები მოკლდება ერთ მეოთხედით.

შედარებით მარტივია შემოდგომის მსხმოიარე ჯიშების გასხვლა: ყოველ შემოდგომაზე ან ადრე


გაზაფხულზე ხდება პლანტაციის მთლიანი გადაჭრა ძირამდე.

მავნებელ-დაავადებებისგან დაცვა
ჟოლოს ხოჭო (Byturus tomentosus), უმთავრესი მავნებელია მთელ ევროპაში. ხოჭო
აზიანებს ფოთლებს. მატლი - ნაყოფს. დაზიანებული ხილი შეიძლება დაინფიცირდეს (Botrytis)
ნაცრისფერი ობით.
ჟოლოს ხოჭოს პოპულაციის დასადგენად ტარდება მონიტორინგი წებოვანი ხაფანგებით (Rebell
Bianco), რომლებიც თავსდება ნარგაობაში შემთხვევითი პრინციპით და საშუალებას იძლევა

6
განვსაზღვროთ ხოჭოსთან ბრძოლის ზომები. ჟოლოს ხოჭოს კონტროლისთვის ეფექტური
ინსექტიციდებია მალათიონი (Malathion), კარბარილი (Sevin), დიაზინონი (Diazinon),
აცეტამიფრიდი (Assail), ბეფენტრინი (Brigade, Capture), იმიდაქლოფრიდი (Admire),
თიამეთოქსამი (Actara), ესენვალორატი (Asana) და ფენპროპათრინი (Danitol).

მავნებლებთან ბრძოლა გულისხმობს, ხშირ მონიტორინგს და, საჭიროებისამებრ, მცენარეთა


სათანადო დამცავი საშუალებების დროულად გამოყენებას. ჟოლოზე მავნებლების ზეგავლენის
შესამცირებლად არსებობს მცენარეთა დამცავი სხვადასხვა საშუალება.

თრიფსი (Homoptera species) აზიანებს მცენარეს ფოთლის ქსოვილზე მიწებებით და


უჯრედებიდან წვენის გამოტანით. ფოთლები თეთრი წერტილებით იფარება, ასევე, იწვევს ზედა
ფოთლების დახვევას, მოყვითალო ქერქის წარმოქმნას და მცენარის ზრდის შეფერხებას.
თრიფსთან საბრძოლველად ეფექტური ინსექტიციდებია: malathion (Malathion), acetamiprid
(Assail), bifenthrin (Brigade, Capture), imidacloprid (Admire), thiamethoxam (Actara),
esfenvalorate (Asana) და fenpropathrin (Danitol).

ანთრაკნოზი (Elsinoe veneta) გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა. დაავადება


აინფიცირებს ღეროებს, ფოთლებს, ნაყოფს და კენკრის კლასტერების ყუნწებს. ზარალი
გამოწვეულია დეფოლიაციით, ღეროს სიძლიერის შემცირებით, ნაყოფის ხარისხის გაუარესებით
და ზოგადად მცენარის ზრდის შეჩერებით.
ანთრაკნოზი სიმპტომები ვლინდება ადრე გაზაფხულზე ფოთლებზე ასიმეტრიული,
მოყვითალო-მოთეთრო, 1.5 მმ დიამეტრის ლაქების სახით. ლაქები თანდათან ფართოვდება და
წარმოქმნის ღია რუხი ცენტრის გარშემო მოწითალო-მოალისფრო კონტურს. ფოთლის ქსოვილის
ნაწილი შეიძლება ამოვარდეს და წარმოიქმნას „ნახვრეტის“ ეფექტი. ახალგაზრდა ღეროების
დაზიანების დრო ჩნდება ოვალური ფორმის ცენტრში ოდნავ ჩავარდნილი ბაცი ყვითლიდან
მორუხო ფერის დაზიანებები, რომლის კიდეები ამობურცული და ალისფერია. თუ

7
დაზიანებების რაოდენობა დიდია იფარება ღეროს დიდ ნაწილები. ქერქი იძენს რუხ
შეფერილობას. ღეროები გამოშრება, დასუსტდება და ხშირად ხმება. ასეთ ღეროებზე
წარმოქმნილი ნაყოფი არის პატარა, მაგარი, მშრალი.

ანთრაქნოზის კონტროლისთვის ყველაზე ეფექტური ფუნგიციდებია: azoystrobin (Abound),


pyraclostrobin (Cabrio), captan plus fenhexamid (Captevate), cyprodinil plus fludioxonil
(Switch), famoxadone plus cymoxanil (Tanos), propiconazole (Orbit) და boscalid plus
pyraclostrobin (Pristine). დამატებითი კონტროლის მიზნით მოსვენებულ პერიოდში კვირტების
დაბერვამდე გამოიყენება ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა calcium polysulfide (Lime Sulfur).
ანთრაქნოზის დათრგუნვისთვის ეფექტურია, ასევე, Copper hydroxide (Kocide) გამოყენება.
ნაცარი (Sphaerotheca macularis) გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა, რომელიც იწვევს
ფოთლების, ყლორტების და ნაყოფების დაავადებას. დაავადება მოთერო-მონაცრისფრო ფიფქის
სახით ვითარდება, შემდეგ იღებს რუხ-ყავისფერ შეფერილობას. ნაცარი ქეჩისებურად ფარავს
დაავადებულ ორგანოებს, იწვევს ყლორტების ხმობას, ნაყოფების და ფოთლების ცვენას. ნაცრის
კონტროლისთვის რეკომენდებული შემდეგი ფუნგიციდები: myclobutanil (Rally),
propiconazole (Orbit), axoystrobin (Abound), triadimefon (Bayleton), pyraclostrobin plus
boscalid (Pristine) და thiophanate-methyl (Topsin-M).

ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea) ძირითადი დაავადებაა, რომელიც აზიანებს ნაყოფს


მოსავლის აღების შემდეგ. დაავადების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია ნაყოფის
კრეფა გადამწიფებამდე. დაზიანებულ ნაყოფზე ნაცრისფერი სიდამპლე ვითარდება სწრაფად და
ასევე სწრაფად მოედება გადამწიფებულ კენკრას. თუ დროულად არ მოხდა ნაყოფის დაკრეფა,
დაავადებული კენკრა გაშრება, დარჩება მცენარეზე და შეიძლება იქცეს დამატებით
დაინფიცირების წყაროდ.
დაზიანებული ღერო არის ღია ყავისფერი. დაინფიცირებული ღეროს ზრდასთან ერთად ღეროზე
შეიმჩნევა დამახასიათებელი კონცენტრული წყლიანი ლაქები. ღეროს ინფექციები ძალიან

8
საზიანოა განსალუთრებით ნალექიან წლებში და ისეთ ნარგავებში, სადაც ღეროები იზრდება
ჭარბად და მჭიდროდ. დაზიანებების გამო ღერო და მსხმოიარე გვერდითი ტოტები შეიძლება
შემოისარყოს და გამოიწვიოს ღეროს მთლიანი, ან ნაწილობრივ გახმობა.

დაავადების კონტროლს ხელს უწყობს კულტივაციის მეთოდები, რომლებიც ითვალისწინებს


ბუჩქების რიგში ჰაერის კარგ ცირკულაციას. აზოტის სასუქის ჭარბი რაოდენობით გამოყენებას
და სარეველების აღმოფხვრას. ნაყოფის სიდამპლის კონტროლისთვის ყველაზე ეფექტური
ფუნგიციდებია: azoxystrobin (Abound), cyprodinil plus fludioxonil (Switch), iprodione
(Rovral), fenhexamid (Elevate) და boscalid plus pyraclostrobin (Pristine).

მოსავლის აღება

ჟოლოს ნაყოფები არათანაბრად მწიფდება, ამიტომ მისი კრეფა უნდა განმეორდეს ყოველ მეორე -
მესამე დღეს, სიმწიფის პერიოდი ჯიშების მიხედვით განსხვავდება და გრძელდება ორი-სამი
კვირა. ჟოლო იკრიფება, როდესაც იგი მიიღებს დამახასიათებელი ღია ალისფერი შეფერილობას
და ადვილად სცილდება მცენარეს. აუცილებელია მისი ფაქიზად და ფრთხილად კრეფა. მოსავალი
კრეფის დროს უნდა მოთავსდეს იმ ტარაში, რომლითაც მისი გადაგზავნა ხდება. რეკომენდებულია
ასევე კრეფის დროს მოხდეს ნაყოფების სიდიდის მიხედვით გადანაწილება სხვადასხვა
კონტეინერებში.

You might also like