You are on page 1of 27

ვაზის სიყვითლეები

GY
თეკლე ზაკალაშვილი
• ტერმინი ,,ვაზის ვენების სიყვითლე’’ grapevine
yellows (GY) აღნიშნავს ვაზის დაავადებებს,
რომლებიც გამოწვეულია ფიტოპლაზმით.
• ფიტოპლაზმა წარმოანდგეს
მიკროორგანიზმს, რომელსაც ვირუსებისა
და ბაქტერიების მსგავსი მახასიათებლები
აქვს.
• დაახასიათეთ ფიტოპლაზმა, რა გამოარჩევს
და როგორ ვრცელდება?
• ვაზზე ძირითადად ორი ტიპის
სიყვითლე მოქმედებს:
Flavescence dorée (FD) და Bois
Noir (BN)
• ორი დაავადება, რომლებსაც
აქვთ საერთო სიმპტომები,
მაგრამ ერთმანეთისგან
განსხვავდებიან გადაცემის
მეთოდით, განსხვავდება მათი
ვექტორული მწერები,
ბიოლოგიური ციკლი და
მასპინძელი მცენარეები.
• მხოლოდ დნმ-ზე
დაფუძნებული მოლეკულური
ანალიზი
• FD-ს ფიტოპლაზმა ტიპურად
დაკავშირებულია გვართან
Vitis, კერძოდ კი მის
სახეობასთან Vitis vinifera. იგი
ასევე ნაპოვნია გვარებში -
Vicia faba და Chrjsanthemum
carinatum.
• გარდა Vitis vinifera-სა, BN-ის
ფიტოპლაზმა (Stolburn) ასევე
წარმოდგენილია სახეობებში
Convolvolus arvensis, Urtica dioica
და Solanum nigrum
• სიმპტომების გამოხატულება =
სენსიტიურობა
• ყველაზე მგრძნობიარე
წითელყურძნიან ჯიშებს შორისაა:
პინო ნუარი, კაბერნე ფრანი,
ლამბრუსკო, სანჯიოვეზე და
ბარბერა;
• თეთრ მარცვლიან ჯიშებს შორის,
ყველაზე მგრძნობიარე:
შარდონე, პინო გრი და
ტრებიანო.
• პირველი სიმპტომები შეინიშნება უკვე გაზაფხულზე, როცა კვირტები
აგვიანებენ გახსნას ან საერთოდ არ იხსნებიან ზრდის სეზონზე
• ა. სიმპტომები კვირტის გახსნისას
• კვირტის დაგვიანებული ან ნელი გახსნა
• ვეგეტატიური ყლორტების ჭარბი გამოსვლა
• ყლორტები ნაკლები მუხლთაშორისებით
• პატარა ფოთლები
• მუხლთაშორისების უბნები ხშირად დამოკლებულია აქვს ზიგზაგის ფორმა
• ფოთლის დანაოჭება და დამახინჯება ვენების შემცირებული
განვითარებისათვის
• ფოთლის ქვედა და შიდა დახვევა ახალგაზრდა ფოთლებზე
• ყლორტების წვერის გახმობა
• სიმპტომები კულმინაციას აღწევენ მარცვლის მომწიფებასთან ერთად.
• ეს სიმპტომები შეიძლება გახდეს სექტორული დაზიანების მიზეზი. (რას ნიშნავს
ეს?)
• ამ პერიოდში ყველაზე ტიპური სიმპტომებია:
• ყვავილედების ან მტევნის დესიკაცია
• ფოთლის ფირფიტის და მთელი ფოთლის ვენების სიწითლე (წითელ ჯიშებში)
და სიყვითლე (თეთრ ჯიშებში)
• ფოთლის კიდეების დახვევა ქვედა მიმართულებით, ფოთოლი იღებს
სამკუთხედის ფორმას;
• ვენების ნეკროზი, მათ შორის, ფოთლის ქსოვილების მიმდებარე ნაწილებზე
• ფოთლის ფირფიტის ელასტიურობის დაკარგვა, დახვევა და გასქელება
ბუშტუკებით; ფოთოლი შეხებისას ხდება ქაღალდის კონსისტენციის და
იმსხვრევა
• ფოთოლზე ყუნწის მიმაგრების კუთხის დამოკლება
• ნაადრევი ფილოპტოსისი ყუნწით ან მის გარეშე (phylloptosis)
• დამოკლებული მუხლთაშორისები
• დასუსტებული, დრეკადი,
ჩამოკიდებული აღნაგობა
• ყლორტებს აკლიათ გამერქნება ან
არასწორადაა გამერქნებული,
რეზინის, ზოგჯერ ღრუბლის
კონსისტენციის ხდებიან.
• პატარა შავი პუსტულების მსგავსი,
ზეთოვანი იერი ბაზისურ ნაწილთან
და მუხლთაშორისებზე.
• ვაზის ძარღვების სიყვითლეს (GY) ხშირად ახასიათებს
სიმპტომები, რომელიც სხვა დაავადებებს ან
ფიზიოლოგიურ გარდაქმნებს ახასიათებთ.
• დიაგნოზისთვის მხოლოდ ერთი სიმტომი არაა საკმარისი
• ვაზის ფოთლის დახვევასთან ასოცირებული ვირუსი
• ეს არის ვირუსული წარმოშობის დაავადება ,
რომელიც ვრცელდება სანერგეს მასალების და
ფარიანი მწერების ზოგიერთი სახეობების მიერ
(Coccididae).
• ფოთლებზე ნაადრევად ჩანს ფერის ცვლილება
აგვისტო-სექტემბრის პერიოდში: წითელ ჯიშებში
სიწითლე ვითარდება და თეთრ ჯიშებში სიყვითლე ,
ხოლო ვენები რჩება მწვანე.
• ამ ქრომატულ ცვლილებებს თან ახლავს ფოთლის
ფირფიტის დახვევა ქვევით.
• ვაზის ძარღვების სიწითლისგან განსხვავებით ,
ფერადი ვარიაციები მხოლოდ ფოთლის ფირფიტის
შიდა ნაწილებზე ახდენს ზემოქმედებას. გარდა
ამისა, ეს ფენომენი მთელი მცენარის ზრდასრულ
ფოთლებს შეეხება.
• ესკა
• ეს არის მერქნის სოკოვანი დაავადება, რომელიც თუ
ქრონიკულია (ასევე გამოხატულია აპოპლექსური
ინფექციით, რის შედეგადაც მცენარის უეცარი სიკვდილი
დგება) იწვევს ქრომატულ ინტრავენურ ცვლილებებს ვაზის
ყველა ფოთოლზე ან მათ ნაწილზე.
• რკინის დროებითი დეფიციტი, ზოგჯერ იწვევს
ვაზის ვეგეტაციის ფართომასშტაბიან
გაყვითლებას, განსაკუთრებით გაზაფხულზე.
• ყვავილობამდე პერიოდში, ფოთლები წვერიდან
კარგავენ მწვანე ფერს და ყვითლდებიან, შემდეგ
კი იღებენ თეთრ შეფერილობას.
• რაც შეეხება ვენებს, ის მოგვიანებით კარგავს
მწვანე ფერს.
• სეზონის წინსვლასთან ერთად, გაუფერულებული
ქსოვილები ნეკროზდებიან. რკინის ნაკლებობა
გამონასკვაზეც ახდებს გავლენას.
• ვაზის გაყვითლებისგან (GY) განსხვავებით,
ქლოროზის სიმპტომები ზრდის ძალიან ადრეულ
ეტაპზე ჩნდება, წითელ ყურძნის ჯიშებშიც კი;
ისინი ინარჩუნებენ ნორმალურ
მდგომარეობას და არ იხვევიან ზევით.
• ზრდის სეზონის ბოლოს მაგნიუმის დეფიციტი
იწვევს საკმაოდ გამოხატულ ცვლილებებს
მცენარეზე; ეს ცვლილებები შესამჩნევია
ფოთლებზე და მტევნებზე.
• რაც უფრო ზრდასრულია ფოთოლი და
განსაკუთრებით, პროდუქტიული ყლორტების
ფოთლები, მით უფრო მკაფიოდ ჩანს
ქრომატული ცვლილებები;
• ეს სიმპტომები ზოგჯერ ძალიან ჰგავს ესკას
დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებს. რაქისი
შრება შეთვალების დასაწყისიდან, ხმობა იწყება
დაშორებული ნაწილიდან და იწვევს მტევნის
ნაწილობრივ ან სრულ ჭკნობას.
• ფოთლის სიმპტომები მკაფიოდ განსხვავდება
GY-ს სიმტპომებისაგან, ერთადერთი რაზეც
შეიძლება აგერიოთ ეს ორი დაავადება არის
ყურძნის მტევნების ჭკნობა.
• კალიუმის დეფიციტი ზოგადად გვხვდება ახალგაზრდა ვენახებში, სადაც
ნიადაგური დეფიციტი ძლიერია.
• ფოთლის ფერის ცვლილება უფრო ხშირად ადრეულ ზაფხულზე შეიმჩნევა
მაქსიმალური ვეგეტაციური ზრდის ფაზაში.
• ფოთლებს აქვს გამჭვირვალე შეფერვა, უფრო მეტად გაძლიერებული
ვენებსშუა ნაწილებზე და კიდეებზე.
• ქრომატული ალტერაცია ანუ ცვლილება შეიძლება იყოს მოყვითალო ან
მოწითალო იმის მიხედვით თუ ყურძნის მარცვალი რა ფერისაა. ფოთლის
კიდეები ზემოთ იხვევა.
• ფოთლების ზევით ახვევა გამორიცხავს GY-ს არსებობას, რაც თავის მხრივ
განსაზღვრავს ქვემოთ დახვევას.
• კალიუმის ნაკლებობის დროს არ ხდება ყლორტის გამერქნებაში
ცვლილებები, ასევე არც გამონასკვაში.
• Buffalo treehopper (Stictocephala bisonia – syn.
Ceresa bubalus)
• მდედრი მწერის მიერ ბეჭდისმაგვარი
ნაკბენები კვერცხის დასადებად იწვევს
ფლოემაში სითხის დინების შეფერხებას
კვირტებზე ან ფოთლის ყუნწებზე.
• შეინიშნება ყლორტების დაშორებული
ნაწილების და ფოთლის ფერის/ფორმის
ცვლილება.
• თუმცა, კვერცხის დადების მომენტში,
მკაფიოდ შესამჩნევია დამახასიათებელი
ზრდა ზომაში. თუ ნახვრეტებია ფოთლის
ყუნწზე, ეს ნიშნავს, რომ სიმპტომი
ლიმიტირებულია ერთ ფოთოლზე.
• დაავადებების ვექტორები არის მწერები, რომელთაც ძლიერი
მწუწნი პირის აპარატი აქვთ, რისი საშუალებითაც
ფიტოპლაზმა გადადის დაინფიცირებული მცენარედან
ჯანმრთელზე.
• ფიტოპლაზმის შეთვისების შემდეგ, იგი გადადის მწერის
სანერწყვე ჯირკვლებში და ინკუბაციურ პერიოდში, როდესაც
ფიტოპლაზმა მწერში მრავლდება, მას უკვე შეუძლია
ჯანმრთელი ვაზის დაინფიცირება.
• ფიტოპლაზმები ვრცელდება მცენარის ფლოემის კონებში,რაც
იწვევს წვენის მოძრაობის დაბლოკვას და ჰორმონალური
აქტივობების დისბალანსს.
• ერთადერთი FD ვექტორი, რომელიც დღეისათვის არის
აღიარებული არის cicada Scaphoideus titanus.
• იგი გამოიზამთრებს როგორც კვერცხი, ვაზის ქერქის
ქვეშ, მას აქვს მატლის ხუთი ეტაპი, წელიწადში
მხოლოდ ერთი გენერაცია და სიცოცხლის ციკლს
ასრულებს ექსკლუზიურად ვაზზე.
• ვექტორის მწერი (BN) არის პოლიფაგური სახეობა,
რომელსაც Convolvulus arvensis და Urtica dioica ჰყავს,
როგორც პრევილეგირებული მასპინძლები, თუმცა მისი
ნახვა ბალახოვან მცენარეებზე (Ranunculus spp., Artemisia
vulgaris) არის შესაძლებელი და პერიოდულად
გავლენას ახდენს ვაზზე, კარტოფილსა და პომიდორზე.
• დაავადების დასადგენად, აუცილებელია ზრდის სეზონზე
ინსპექტირება, როცა სიმპტომები თვალსაჩინოა.
ინსპექტირების დრო დამოკიდებულია შესამოწმებელი
ყურძნის ჯიშზე და გეოგრაფიულ ლოკაციაზე.
• მონიტორინგის აქტივობები ივლისიდან იწყება და
მთავრდება სექტემბერში დაბლობზე განთავსებული
ვენახების შემთხვევაში, ხოლო მთიან ადგილებში,
ოქტომბერში სრულდება.
• აუცილებელია შემდეგი ტიპის დათვალიერებების ჩატარება:
• 1. სადედეების შემოწმება
• 2. ვენახებში: განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს
ახალგაზრდა მცენარეებს, თუ გასამრავლებლად გამოყენებული
იყო მესამე ქვეყნებიდან ჩამოტანილი მასალა. Flavescence dorée-ს
კონტროლი ასოცირდება X. Fastidiosa-ს კონტროლთან.
• 3. ჯიშების კოლექციებში და ექსპერტიმენტალური
მიზნებისათვის შექმნილ ვენახებში;
• მცენარეები უნდა შემოწმდეს ინდივიდუალურად. ვენახების
ინსპექტირების შედეგად შეკრებილი მონაცემები უნდა
მოიცავდეს როგორც მცენარეების რაოდენობებს (და/ან
ნაკვეთების რაოდენობას), ისე შემოწმებული ჰექტრების
რაოდენობას. მცენარეებს სასურველია მიეთითოს ლოკაციის
(GPS) მონაცემები ან მიწის საკადასტრო კოდი.
• GY-ს აგენტები სავალდებულო პათოგენური ორგანიზმებია, რომლებიც
ყლორტების ფლოემსა და ვაზის ფოთლებში ცხოვრობენ. სიმპტომების
გამწვავება ივლისის დასაწყისიდან იწყება, მაქსიმალურად ვლინდება
აგვისტოს ბოლოს-სექტემბერში. ანალიზისათვის მასალა აიღება
სიმპტომების მქონე ყლორტებიდან და ფოთლებიდან.
• თითოეული ნიმუში აღებულ უნდა იქნას ერთი ვაზიდან, რომელიც
მოინიშნება და მოგვიანებით შესაძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება.
• ტოტების ყლორტების სიმპტომური ნაწილები უნდა იქნას აღებული
ნიმუშებად. თუ მცენარეს რამდენიმე სიმპტომიანი ყლორტი აქვს, მათი
ნაწილი უნდა იქნას აღებული რათა შეიკრას ნიმუში საშუალოდ 10/15
ფოთლით.
• უნდა შეგროვდეს მცენარის ის ნაწილები, რომლებიც კარგ ვეგეტატიურ
მდგომარეობაში არიან. არ უნდა იყოს დაზიანებული ან შეცვლილი
მექანიკური ზემოქმედების შედეგად. თავიდან არიდებულ უნდა იქნას ძველი
ან ძლიერ ახალგაზრდ ფოთლები, ვინაიდან ფიტოპლაზმის კონცენტრაცია
აქ შედარებით დაბალია. უმჯობესია, მთლიანი ყლორტების აღება,
ფოთლებით, რათა მცენარის ფიზიოლოგიური გამოშრობა დაგვიანდეს.
• ნიმუში შეინახეთ ცივ, პორტაბელურ მაცივარ კონტეინერში,
რათა იგი მუდმივად ცივად იყოს (4°C), თუმცა არ უნდა
გაიყინოს.
• ნიმუში გაგზავნეთ ლაბორატორიაში აღებიდან 24 საათში,
პოლისტიროლის კონტეინერით, ცივი აკუმულატორებით,
რათა არ მოხდეს მასალის გაფუჭება. ლაბორატორიას
შეატყობინეთ, რომ ამანათი ჩავა, რათა უზრუნველყოფილ
იქნას სწრაფი გადამუშვება.
• ლაბორატორიული შემოწმება
• ანალიზი დაფუძნებულია DAS-ELISA ან მოლეკულურ
მეთოდებზე.
• FD არის დაავადება, რომელიც რეგულირდება ევროპისა და
საერთაშორისო წესებით. BN კი არ არის რეგულირებადი,
მაგრამ უმჯობესია, რომ ფიტოსანიტარული გარანტია
მოთხოვნილ იქნას ამ სიყვითლეზეც.
• სასურველია ახალი ვენახი არ დაირგოს არაკულტივირებული
ნაკვეთების ან ტყეების სიახლოვეს, რადგან ამგვარი
ტერიტორიები ხშირად არის ვექტორული მწერების რეზერვუარი
(ველური ვაზი და Hylestes obsoletus-ის მასპინძელი მცენარეები).
• ვენახებში ძალიან მნიშვნელოვანია კარგი აგრარული
აქტივობების შესრულება განსაკუთრებით ისეთი სარეველების
ამოძირკვა როგორიცაა Hortica dioica და Convolvolus arvenisis.
• . განადგურება
• ინფივირებული მცენარეების განადგურება შესაძლებელია ძირფესვიანი ამოძირკვით
და დაწვით.
• ა. თუ ინფიცირებული მცენარეები აღმოჩნდება დედა მცენარეების, სანამყენეების და
საძირეების შიგნით: გასამრავლებელი მასალის შეკრება უნდა აიკრძალოს სულ მცირე,
ორი წლით; ამოცნობილ იქნას ვექტორი და შესხურდეს ინსექტიციდები წინა სეზონის
ნამყენი მასალა უნდა განადგურდეს, თუ სანამყენე ნაწილი, აღებულიქნა
ინფიცირებული დედა მცენარიდან.
• ბ. თუ ინფიცირებული მცენარეები აღმოჩნდება სანერგე პლანტაციაში: ერთ ლოტს
მიკუთვნებული ყველა მასალა უნდა განადგურდეს, გადამოწმდეს ვექტორის არსებობს
და განხორციელდეს ინსექტიციდების მისხურება.
• გ. თუ დაინფიცირებული მცენარეები სანამყენეს სადედე ბლოკში აღმოჩნდება:
აუცილებელია კონკრეტული ჯიშის სანამყენეების შეკრებ და თუ არ არის შესაძლებელი
ჯიშების დადგენა და გამოცალკევება, ორი წლით უნდა მოხდეს სანამყენეების აღების
შეჩერება მთელს ვენახში.
• გ. ინფიცირებული მცენარეების საწარმოო ვენახში აღმოჩენის შემთხვევაში:
აუცილებელია დაინფიცირებული მცენარეების განადგურება, ვექტორის არსებობის
ვერიფიკაცია და ინსექტიციდების მისხურება.
• დ. თუ ინფიცირებული მცენარეები აღმოჩნდება იმპორტირებულ პარტიაში, საიმპორტო
კონტროლის დროს, მთელი პარტია უნდა განადგურდეს.
• მადლობა ყურადღებისთვის
ტესტი
• ბიოტროფული სოკოები ივითარებენ ჰ------ებს, რათა ნუტრიენტები აითვისონ
მასპინძელისგან.
• ნეკროფილური სოკოები აწარმოებენ ტ----ებს, რათა მოკლან მასპინძელი
მცენარე.
• ოომიცეტები გარკვეულად არ მიიჩნევიან სოკოებად , ვინაიდან მათი
უჯრედის კედელი შეიცავს ც------ს და გ-----ს.
• ნამდვილი სოკოების უჯრედის კედელი შეიცავს ქ------ს .
• პლასმოპარა ვიტიკოლას შემთხვევაში, პირველადი ინფექცია იწყება ო --------
ით, ხოლო მეორეული ზ--------ით
• სოკოთი დასენიანებას ეწოდება ი--------ია
• ესკას აქვს ორი ფორმა: ქ-------ი და ა--------ია. პირველს ახასიათებს შ...... წ......
• აგრობაქტერიუმი იწვევს გ------ს და ახასიათებს ნახეთქები ვ .......ზე .
ტესტი
• Erysiphe necator ძირითადი პათოგენი, რომელიც იწვევს ჭრაქს.
• ასექსუალური ფორმა აწარმოებს ასკოსპორებს, მაშინ, როცა
სექსუალური ფორმა აწარმოებს კონიდიებს.
• ტიპური სიმტომი არის მოთეთრი ლაქები ფოთლის ქვედა
მხარეს.
• Plasmopara viticola არის სოკო, რომელიც იწვევს შავ
სიდამპლეს. ის მრავლდება ასექსუალურად ასკოსპორებით,
რომელთაც აქვთ ორი ფლაგელა. ის ასენიანებს უჯრედს
ეპიდერმისით. მისი მიცელიუმი იზრდება უჯრედის შიგნით.
ახალგაზრდა ვაზები ივითარებეთ მუმიფიცირებულ ნაწილებს.
• Downymildew>>powderymildew
• 2.Ascospores>>conidia
• 3.Conidia>>ascospores
• 4.Lowerside>>upperside
• 5.Afungus>>anoomycete
• 6.Blackrot>>downymildew
• 7.Conidia>>zoospores

You might also like