You are on page 1of 4

ტოლსპორიანი გვიმრების უსქესო და სქესობრივი გამრავლება

ტოლსპორიანი გვიმრანაირების უსქესო და სქესობრივი გამრავლების


თავისებურება, განვიხილოთ ჩვენში ფართოდ გავრცელებული ჩვეულებრივი
ჩადუნა გვიმრის მაგალითზე. (სურ.1)

სურ.1. ჩადუნა გვიმრა

სურ.2. სპორანგიუმების სორუსები

1
სურ.3.ჩადუნა გვიმრის გამრავლების ციკლი

ჩადუნა გვიმრა (Dryopteris filix mas), იზრდება, ტენიან ფოთლოვან ტყეებსა და


დაჩრდილულ ადგილებში. მისი ღერო (ფესურა) მიწაშია ჩამალული. ფესურის
მხოლოდ ზედა ნაწილი ამოდის მიწის ზემოთ. ფესურა საკმაოდ მსხვილია და შავი
მურა ფერისაა, მასზე სპირალურად მოფენილია წარსული წლების ფოთლების
ყუნწის ძირები, ხოლო წვერთან - მიწის ზემოთ ამოსული და კარგად
განვითარებული 5-7 ფოთოლი, რომელიც ყოველ შემოდგომაზე კვდებიან და მათი
ყუნწების ძირი ფესურებზე რჩება.

ჩვეულებრივი ჩადუნა გვიმრა, ინვითარებს დიდ ორგზის ფრთისებრ


განკვეთილ გრძელყუნწიან ფოთლებს. ყურწები თხელი წაბლისფერი სიფრიფანა
ქერქლითაა დაფარული. ნორჩი ფოთოლი ლოკოკინის ნიჟარასავითაა დახვეული
და, ღეროსავით, წვერით იზრდება. დახვეული ფოთლის გაშლა ფუძიდან
წვერისაკენ მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც თესლოვან მცენარეებში ფოთლის
განვითარება წვერიდან ფუძისაკენაა მიმართული. ფოთლები ძალიან ნელა

2
ვითარდებიან და ფესურების წვერში ჩასახვის შემდეგ მიწის ზედაპირზე მხოლოდ
მესამე წელიწადს ამოდიან.
ჩადუნა გვიმრის სპორანგიუმები ჯგუფებად - სორუსებადაა შეკრებილი.
სორუსები წარმოიშობა ფოთლის ქვედა მხარეზე, ფოთოლაკების ძარღვის
გასწვრივ, და სორუსის ცენტრში მიმაგრებული მომრგვალო გულგულისებრი
საბურველითაა (ინდუზიუმით) დაფარული. ინდუზიუმი ცენტრში ოდნავ
ჩაზნექილია.
მომწიფებისას სპორანგიუმი იწყებს გამოშრობას.
სპორა დაფარულია ორი გარსით, შინაგან თხელ გარსს ენდოსპორიუმი
ეწოდება, ხოლო გარეგანს, ქსელს - ეგზოსპორიუმი. უკანასკნელი წაბლისფერია.
ნიადაგში სპორა გაღივდება და წარმოშობს წინაზრდილს.
გვიმრების წინაზრდილი მწვანეა და წარმოადგენს მწვანე გულისებრ
ფირფიტას. მისი უჯრედები ქლოროფოლს შეიცავს, რის გამოც დამოუკიდებლად
არსებობის უნარი აქვს. ჩვეულებრივ, წინაზრდილის კიდეები ერთშრიანია და
შუაგული -მრგვალშრიანი. წინაზრდილის ამონაკვეთის ფუძესთან მოთავსებულია
მისი ზრდის წერტილი, წინაზრდილის ქვედა მხრიდან გამოდის მრგვალი
მრავალუჯრედიანი რიზოიდი, რომელიც მას ამაგრებს ნიადაგზე და იქიდან
იწოვს წყალს და მასში გახსნილ ნივთიერებებს.
მომწიფებული წინაზრდილის ქვედა მხარეზე წარმოიშობა ანთერიდიუმები
და არქეგონიუმები. მომრგვალო ფორმის ანთერიდიუმები წინაზრდილის
ზედაპირზეა მოთავსებული და შედარებით მცირერიცხოვან, სპირალურად
დაგრეხილ მრავალშოლტიან სპერმატოზოიდებს წარმოშობს.
არქეგონიუმებს კოლბის ფორმა აქვთ, მაგრამ ნაწილობრივ მუცლით არიან
ჩაზრდილი წინაზრდილის ქსოვიოლში და ზემოთ მხოლოდ მათი ყელია
ამოშვერილი.
ანთერიდიუმები და არქეგონიუმები ტენიან ნიადაგთან არიან
დაკავშირებული, ამიტომ წვიმიან ამინდში კვერცხუჯრედის განაყოფიერება
მოძრავი სპერმატოზოიდებით დაუბრკოლებლად მიმდინარეობს.
განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ჩამოყალიბდება ჩანასახი, რომელიც

3
თავდაპირველად წინაზრდილის ხარჯზე ვითარდება. საკვები ნივთიერების
შეწოვა ხდება ჩანასახის ქსოვილში ჩამჯდარი ჩანასახის ფეხის წყალობით. ფესვის,
ღეროსა და პირველი ფოთლის განვითარების შემდეგ, ჩანასახი დამოუკიდებელ
არსებობას იწყებს. ფესვი ჩაიზრდება ნიადაგში, ღერო გასწორდება და ფოთოლი
იზრდება. პირველი ფოთოლის შემდეგ ღეროზე ვითარდება ახალი ფოთლები და
ამგვარად თანდათანობით ჩამოყალიბდება ზრდასრული გვიმრა. პირველი
ფოთლები მარტივია და დიქოტომიური დაძარღვით ხასიათდება. შემგომი
ფოთლები თანდათანობით იძენენ გვიმრისათვის დამახასიათებელ სახეს.
ამგვარად გვიმრებში უსქესო თაობას სპოროფიტს წარმოადგენს თვით
გვიმრა. ხოლო სქესიან თაობას, გამეტოფიტს კი მისი წინაზრდილი.

You might also like