You are on page 1of 22

მარცვლოვანი დაავადებები

(ხორბალი, სიმინდი, ქერი, შვრია, ღომი, ფეტვი)


გუდაფშუტები
აავადებს სწორედ იმ ორგანოს, რისთვისაც მოგვყავს მცენარე - მარცვალს აქცევს შავ
მტვრად. გამოჰყოფენ მის შემდეგ 3 ჯგუფებს :

1. მცენარეს აავადებენ გაღივების ფაზაში და აქვთ განვითარების 1 წლიანი


ციკლი - სველი ანუ მყრალი გუდაფშუტა
2. მცენარეს აავადებენ ყვავილობის ფაზაში 2 წლიანი განვითარების ციკლი -
მტვრიანა გუდაფშუტა (პურის ქერის)
3. მცენარეს აავადებენ ვეგეტაციის ნებისმიერ ფაზაში და აქვთ განვიტარების 1
წლიანი ციკლი - სიმინდის ბუშტოვანი გუდაფშუტა.

ხორბლის სველი ანუ მყრალი გუდაფშუტა - Tilletia caries

სიმპტომები:

 აავადებს მარცვალს და შავ მტვრად აქცევს მას, მაგრამ დაუშლელი რჩება


მარცვლის კანი. მარცვალს გუდაფშუტას პარკუჭად გადააქცევს
 დაავადებული თავთავი, საღთან შედარებით, უფრო მუქი მწვანეა და ფშუტე
მარცვლების გამო თავაწეულია.
 მომწიფებული მარცვალი ხელის მოჭერისას ადვილად სკდება.
 სველი, მყრალი შავი მტვერი (შეიცავს ტრიმეთილამინს) გამოდის გარეთ და
ეკვრის საღ მარცვალს.
 ასეთი მარცვლის დათესვისას, ქლამიდოსპორა ღივში იჭრება და ისევ
დაავადებული თავთავი ვითარდება.

გამომწვევი:

• დაავადებას იწვევს ბაზიდიანი სოკო, რომელიც გარდა ბაზიდიოსპორებისა,


ერთუჯრედიან მრგვალ ზეთისფერ ქლამიდოსპორებს ივითარებს. აავადებს
ღივის ფაზაში თესლს, აქვს განვითარების ერთწლიანი ციკლი.

ხორბლის მტვრიანა გუდაფშუტა - Ustilago tritici

სიმპტომები:

 მარცვალს მთლიანად შლის დაუშლელი მხოლოდ თავთავის მთავარი ღერძი


რჩება.
 პირველ წელს დაავადება შენიღბულია, გარეგნულად საღი მარცვალი
ვითარდება, მაგრამ მის ჩანასახთან სოკოს მიცელიუმია მიძინებული და
ასეთი მარცვლის დათესვისას მეორე წელს განვითარდება მცენარე, რომლის
თავთავი მთლიანად შავ მტვრად დაიშლება. დაშლილ მარცვალზე სპორები
ნიავს გადააქვს

გამომწვევი:

 დაავადებას იწვევს ბაზიდიანი სოკო, რომელიც გარდა ბაზიდიოსპორებისა,


ერთუჯრედიან მრგვალ ზეთისფერ ქლამიდოსპორებს ივითარებს. სოკო
ბეღელში იზამთრებს
 მისი ქლამიდოსპორები მყრალ გუდაფშუტებთან შედარებით, უფრო
წვრილია. აავადებს ყვავილობის ფაზაში, აქვს ორწლიანი ციკლი.

სიმინდის ბუშტოვანი გუდაფშუტა - Ustilago maydis

 აავადებს ვეგეტაციის ნებისმიერ ფაზაში;


 სიმინდის ყველა მიწისზედა ორგანოზე შეიძლება განვითარდეს მრგვალი
მოთეთრო-მონაცრისფრო ეპიდერმისით დაფარული ბუშტები გამოვსებული
შავი მტვრით – სოკოს ქლამიდოსპორებით;
 მოგვიანებით ბუშტები სკდება და სპორები იფანტება.
 გამომწვევს აქვს განვითარების ერთწლიანი ციკლი.

სიმინდის მტვრიანა გუდაფშუტა - Spacelotheca reiliana


 ტაროს ჩამოყალიბების პროცესში ჩნდება ეპიდერმისით დაფარული
ამონაბურცები, შლის მთლიანად ტაროს და ფუჩეჩს;
 შემდეგ კანი სკდება და იფანტება სოკოს ქლამიდოსპორები შავი მტვრის სახით.

ბრძოლის მეთოდები გუდაფშუტებთან

I ჯგუფის გუდაფშუტების წინააღმდეგ გამოიყენება ბრძოლის ქიმიური მეთოდი –


თესლის შეწამვლა თესლის შესაწამლი პრეპარატებით.
II ჯგუფის გუდაფშუტების წინააღმდეგ გამოიყენება ფიზიკური მეთოდი – თესლის
თერმული დამუშავება ცხელ წყალში.
III ჯგუფის გუდაფშუტების წინააღმდეგ კი გამოიყენება აგროტექნიკური,
მექანიკური, სანიტარულ-ჰიგიენური, ქიმიური და სხვა მეთოდები.

მარცვლოვანთა ჟანგები
ჟანგები ჟანგისფერი მეჭეჭების წარმოქმნის გამო ეწოდებათ, იგი არ იწვევს მცენარის
მოსპობას არამედ ასუსტებს ფიზიოლოგიურ ნორმალურ მოვლენებს, (მცენარის
ტრანსპირაციის გაძლიერება, დიდი რაოდენობით წყლის აორთქლება)
ბაზიდიანები. გამომწვევ სოკოებს ახასიათებთ პოლიმორფიზმი, განვითარების
ციკლში რამდენიმე ტიპის ნაყოფიანობის წარმოქმნა

 სპერმაგონიალური — სპერმაციები სპერმაგონიუმებში


 ეციდიალური — ეციდიოსპორები ეციდიუმში
 ურედინალური — ურედომეჭეჭები ურედოსპორებით
 ტელეიტოსტადია —ტელეიტომეჭეჭები ტელეიტოსპორებით
 ბაზიდიალური — ბაზიდიუმები ბაზიდიოსპორებით

თუ სოკოს გააჩნია ხუთივე ტიპის ნაყოფიანობა, მაშინ მას განვითარების სრული


ციკლი აქვს, ხოლოთუ რომელიმე აკლია, განვითარების არასრული ციკლი აქვს.

განარჩევენ ორსახლიან და ერთსახლიან სოკოებს, მაგ. 2სახლიანი როცა ორ


მცენარეზე ისახლებს, თავისი განვითარების ციკლში ორ პატრონ მცენარეს
საჭიროებს ( მაგ. ხორბლის ხაზა ჟანგა ჯერ კოწახურზე იზამთრებს მერე
ხორბლეულზე გადადის) და 1სახლიანი - როცა ერთ მცენარეზე იზამთრებს.

ხორბლის ხაზა ჟანგა - Puccinia graminis

სიმპტომები: - იწვევს ბაზიდიანი სოკო სრული განვით. ციკლით 2სახლიანი.

 ადრე გაზაფხულზე კოწახურის ფოთლებზე ნარინჯისფერი ლაქები ჩნდება,


ლაქის ზედა მხარეს შავი წერტილები — სპერმაგონიუმებია ერთუჯრედიანი
უფერული სპერმაციებით; ლაქის ქვედა მხარე ყვითელი მეჭეჭები —
ეციდიუმები მოყვითალო, მომრგვალო ეციდიოსპორებით.
 ეციდიოსპორები გადადიან ხორბალზე და იწვევენ ინფექციას, რის შედეგადაც
ხორბლის ღერო-ფოთლებზე ხაზებად წარმოიქმნება ჟანგისფერი მოგრძო
მეჭეჭები.
 მოგვიანებით მეჭეჭები შავდება ე.ი. ჩნდება ტელეიტო მეჭეჭები ორუჯრედიანი
ყავისფერი ტელეიტოსპორებით (ბუშტუკებშია) წვერზე გასქელებული გარსით
და უფერული ფეხით.
 ძლიერი დაავადებისას შესაძლოა მცენარის დაავადებული ორგანოები გახმეს.
სოკო იზამთრებს ნარჩენებში ტელეიტოსპორებით, გაზაფხულზე მათგან
წარმოიქმნება ბაზიდიუმები ბაზიდოსპორებით, რომლებიც კოწახურს
უბრუნდებიან.

ხორბლის მურა ჟანგა - Puccinia triticina

 ყველაზე საშიში დაავადება, იწვევს ორბინიანი სოკო, მეორე პატრონ


მცენარეა სარეველა სამატლე (მაჟარა) რომელზეც ეციდიუმები ვითარდება,
შემდეგ დაავადება ხორბალზე გადადის, იშვიათად–თავთავის ნაწილებზეც.

 ძირითადად ფოთოლი ავადდება, წარმოიქმნება მურა ფერის მომრგვალო


ურედომეჭეჭები. ისინი თანაბრადაა გაფანტული ფოთლის ფირფიტაზე.

 შემდეგ მეჭეჭები შავდება, რაც ტელეიტომეჭეჭების გაჩენაზე მიუთითებს.

 შემოდგომის ნათესებზე იზამთრებს და გაზაფხულზე მათგან წარმოქმნილი


ბაზიდიოსპორები ისევ სარეველებს უბრუნდებიან. დაავადება პირველი
სტადიიდან ვეგეტაციის დასრულებამდე მიმდინარეობს

ხორბლის ყვითელი ჟანგა - Puccinia glomarum


 დაავადებულ ორგანოებზე, ძირითადად, ფოთლებზე, ყვითელი მეჭეჭები
მწკრივებადაა განლაგებული. ფოთლები ნაადრევად ხმება.
 გამომწვევი სოკო ერთბინიანია, აქვს განვითარების არასრული ციკლი,
მას ეციდიალური სტადია არ გააჩნია.
 ყვითელი ჟანგას სხვადასხვა ფორმა აღინიშნება, აგრეთვე ჭვავზე, ქერსა და
სხვა მარცვლოვნებზე.

სიმინდის ჟანგა Puccinia maydis

 ჩნდება მაშინ როცა მარცვალი დასრულებულია, არ მოაქვს დიდი ზიანი.


 ავადდება ფოთლები და ვაგინები, აქ წარმოიქმნება ყვითელი ფერის
მეჭეჭები, შემდეგ შავდება.

ბრძოლა ჟანგებთან

1. მეორე პატრონ მცენარესთან ბრძოლა


2. გამძლე ჯიშების დანერგვა
3. აგროტექნიკური და სანიტარულ ჰიგიენური ღონისძიებების გატარება
4. გოგირდის შეფრქვევა ურედოსპორების სტადიაში.

ლადოს სლაიდიდან - ქერის ხაზურა ლაქიანობა

 ფოთლებზე პირველად ყვითელი ლაქები ჩნდება


 ლაქები ერთდება და ფოთლები ხმება
 მცენარე დაავადებული ადრეულ ასაკში ვერ ინვითარებს
თავთავს/ნაკლ.მოსვ.
 მცენარეზე სოკოს სპორები ვითარდება / ქარით იფანტება

მარცვლოვანთა ნაცარი - Erisiphae graminis


ღერო-ფოთლებზე, ზოგჯერ თავთავებზეც ვითარდება ნაცრისფერი ფიფქი. იწვევს
დაავადებული ორგანოების გამოშრობას, შემდგომში ფიფქზე შავი წერტილები
წარმოიქმნება ანუ სოკოს ჩანთიანი ნაყოფიანობა (ჯერ ზედა შემდეგ ქვედა მხარეს)
რომელიც კლეისტროკარპიუმებია ჩანთებით და ასკოსპორებით. ვებრძვით
მცენარის გამოკვებით კალიუმისა და ფოსფორის, გოგირდის შემცველი
პრეპარატების შესხურებით.

ჭვავის რქა (ჭვავილა) - Claviceps purpurea

სიმპტომები:

 ავადდება მარცვლები, წარმოიქმნება შავი რქისებური ფორმის სხეული


(სოკოს სკლეროციუმი), რომელიც ნიადაგში ვარდება და ვითარდება
სტრომატული სხეულები.
 სტრომაში სხედან პერიტეციუმები ჩანთებითდა ასკოსპორებით.
ასკოსპორები, მოხვდებიან რა ნასკვებს, იწვევენ ინფექციას.
ბრძოლა: სათესლე მასალის გაწმენდა, ყანის ადრე მომკა, მოსავლის არების შემდეგ
ნიადაგის ღრმად მოხვნა, სარეველებთან ბრძოლა, ქიმიური წამლობა და სხვ.

ხორბლოვანთა ფესვის სიდამპლე — Ophiobolus graminis

 იწვევს სხვადასხვა სოკო: ჰელმინთოსპორიუმი, ფუზარიუმი, პითიუმი და


სხვა, ყველაზე ხშირად კი - სოკო ოფიობოლუსი.
 ფესვის ყელი ყავისფერდება, წვრილდება, ფესვები ლპება, ფოთლები
ყვითლდებადა მცენარე ჭკნება. ფესვი ყელი ზოგჯერ ზედა საღი ნაწილის
სიმძიმეს ვეღარ უძლებს და წაწვება. ფესვის ყელზე მოგვიანებით შესაბამისი
გამომწვევი სოკოს ნაყოფიანობა ვითარდება.

ბრძოლა: სასუქების ნორმირებული და დროული შეტანა, თესლბრუნვა, ზედმეტი


მორწყვის თავიდან აცილება, თესლის შეწამლვა.

სიმინდის ფუზარიოზი - ვარდისფერი ობი/პირისფერი სიდამპლე Fusarium


moniliforme
 ტაროზე მარცვლების მწკრივებს შორის ღარებია, რომლებიც მოვარდისფრო
მიცელიუმითაა ამოვსებული. მარცვლები ზოგჯერ სკდება და ფიფქით
იფარება.
 თუ ახლად განვითარებული ტარო დაავადდა, შეიძლება მთლიანად
დაიფაროს ფიფქით, გამოშრეს და გახმეს. ტაროს თუ გავხსნით სოკო
მარცვლებს შორის გამოჩნდება.
 იწვევს უსრული სოკო, იგი ივითარებს მიკრო (მომრგვალო-ოვალური) და
მაკრო (2-3 ტიხრიანი ნახევარმთვარისებური) კონიდიუმებს.

ბრძოლა: ნარჩენების განადგურება, გამძლე ჯიშების შერჩევა, საღი სათესლე


მასალის აღება, სიმინდის პეპელასთან ბრძოლა (როგორც დაავადების
გადამტანთან), პესტიციდების გამოყენება და სხვ

სიმინდის ფიზოდერმა - Phyzoderma zeae

 სიმინდის ღერო-ფოთლებზე ჩნდება მოთეთრო-მოყვითალო ლაქები, რომლებიც


შემდეგ მოწითალო იერს იღებს. მუხლებზე ლაქები მოშავო ფერს ღებულობს.
 ლაქის ადგილას მოგვიანებით ეპიდერმისი იშლება და მურა ფერის მტვრად
გადაიქცევა, რომელიც სოკოს ცისტებისა და ქსოვილის დაშლილი
ნაწილაკებისაგან შედგება.
 იწვევს ხიტრიდიომიცეტების წარმომადგენელი სოკო, იგი ივითარებს
რიზომიცელიუმს. ქსოვილებში წარმოქმნის მოყვითალო მომრგვალო-ოვალურ
ცისტებს (ამით იზამთრებს), საიდანაც ხელსაყრელ პირობებში ზოოსპორები
გამოდიან და ინფექციას იწვევენ. ხელს უწყობს დაბალი ნესტიანი ადგილები,
მონოკულტურის თესვა და სხვ.
ბრძოლა: ნარჩენების განადგურება, თესლბრუნვა, სინესტის თავიდან აცილება,
პესტიციდების გამოყენება და სხვ.

შავი ბაქტერიოზი - Xanthomonas campestris pv.undulosa

 აავადებს ხორბალს, ქერს, ჭვავს, შვრიას. შავი ბაქტერიოზით ფოთლები,


ღეროები, თავთავი და მარცვლები ავადდება.
 ფოთლებზე ჩნდება წვრილი წყლიანი ყავისფერი ლაქები, რომლებიც
თანდათან იზრდება და შავდება.
 ღეროზე ასეთივე ლაქები ზოლებად ვითარდება. მარცვლებზე წვრილი შავი
ლაქების გამო თავთავები მუქდება.

ვაშლის ადრეული სეზონის ძირითადი დაავადებები


ვაშლის ნაცარი - Podosphera leucotricha

გამომწვევი ორგანიზმი : სოკო Podosphera leucotricha , აქვს კონიდიალური


(კონიდიათგამტარები მძივებად ასხმული კონიდიუმები) და ჩანთიანი
ნაყოფიანობა. იზამთრებს მიცელიუმის სახით დაინფიცირებულ კვირტებში (ამ
დროს სრულდება სწორედ დაავადების ციკლი). როდესაც დაინფიცირებული
კვირტები ღივდებიან გაზაფხულზე, ქსოვილებზე წარმოიქმნება კონიდიები,
რომლებიც ასრულებენ პირველადი ინოკულანტის როლს, ვაშლის ფოთლებსა და
ნაყოფზე ახალი ინფექციის გამოწვევის მიზნით. დაინფიცირებულ ფოთლებზე
არსებული კონიდიები ასრულებენ მეორადი ინოკულანტის როლს (ახალგაზრდა
ყლორტების ქსოვილის განმეორებითი დაინფიცირება). 28 გრადუსზე სოკო კვდება
კვირტებში, ვითარდება ტენიან გარემოში, წყალი არ ავრცელებს და არც კლავს.
ნაცრის სოკო ობლიგატური პარაზიტია, ანუ კვირტის დაღუპვისას სოკოც იღუპება.

ვაშლის ‘’კედარის’’ ჟანგა - Gimnosporangium


გამომწვევი მიზეზი: იწვევს გიმნოსპორანგიუმის სხვადასხვა სახეობა. არსებობს
სამი ტიპის : კედარ-კომშის, კედარ-კუნელის და კედარ- ვაშლის. სამივე ჟანგას
დაავადების ციკლი არსებითად არ განსხვავდება. სოკო იზამთრებს ვაშლის ჟანგას
გალებში, ალტენრატიულ მასპინძელ მცენარეზე, ადრეულ გაზაფხულზე სოკო
გალების ზედაპირზე წარმოქმნის ჟელატინოვან ტელიალურ სპორის რქებს. ეს
ტელიალური რქები წარმოქმნიან სპორებს, ტელეიოსპორებს, რომელიც თავის
მხრივ წარმოქმნის სხვა ტიპის სპორებს, კერძოდ, ბაზიდიოსპორებს, რომლებიც
გაზაფხულზე იწვევენ პირველად ინფექციებს. სოკო არ წარმოქმნის ისეთ სპორებს
რომლებიც იწვევენ ვაშლის მეორად დაინფიცირებას.
ვაშლის ქეცი - Venturia inaequalis
გამომწვევი ორგანიზმი: სოკო იზამთრებს მიწაზე, წინა წელს ჩამოცვენილ
დაინფიცირებულ ფოთლებში, გამოიყოფა წვიმიან პერიოდში ვრცელდება ქარის
მეშვეობით. ზამთრის განმავლობაში სოკო აწარმოებს სტრუქტურებს, რომლებსაც
ეწოდებათ პერიტეცები (ფოთოლზე მუქი ლაქის სახით ტომრისებრი (8) ასკებით)
და რომლებიც აწარმოებენ ასკოსპორებს და გაზაფხულზე გამოიწვევენ პირველად
დაინფიცირებას. ასკოსპორები ასკებიდან ჰაერში გამოიყოფა, მაშინ როცა ისინი
სველდებიან, ადრეულ გაზაფხულზე. ერთი ასკოსპორა (პირველადი ინოკულანტი)
იწვევს ინფექციას, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება ჭრილობა. შემდეგ ხდება
სოკოს სპორულაცია ამ ჭრილობაზე, წარმოიქმნება ასიათასობით სპორები
(კონიდიები), რომლებიც ასრულებენ მეორადი ინოკულანტის როლს. ისინი იწვევენ
მეორად ინფექციებს წარმოების მთელი სეზონის განმავლობაში.

გვიანდელი სეზონის ანუ ზაფხულის დაავადებები


შავი სიდამპლე - Botrysphaeria obtusa
გამომწვევი მიზეზი : სოკო იზამთრებს მუმიებში, წყლულებსა და მკვდარი ხის
მასის ქერქში სეტყვის, შეაღწია მწერებისგან გაჩენილი ნაპრალიდან. გაზაფხულზე
პიკნიდიები და პერიტეციუმები გამოყოფენ შესაბამისად კონდიებს და
ასკოსპორებს, სწორედ ეს ორი ტიპის სპორები ავრცელებენ დაავადებას. კონიდიები
გაღივების შემდეგ აღწევენ ბუნებრივ ღრუებში, მექანიკურ დაზაინებებსა და
ნაპრალებში.
ვაშლისა და მსხლის ბაქტერიული ჭკნობა - Erwinia amylovora
განვითარება : გაზაფხულზე ბაქტერია წარმოქმნის ბაქტერიულ გამონადენს
ტოტებზე და შეიცავს მილიონობით ბაქტერიას. თავდაპირველად ინფიცირდება
ყვავილი, რომელიც გადმოაქვთ მწერებს და წვიმას შემდგომ კი ახალგაზრდა
ნაყოფი.
ვაზის დაავადებები
ვაზის ჭრაქი - Plasmospora viticola
გამომწვევი მიზეზი: ჭრაქის გამომწვევი ოომიცეტია, რომელიც იზამთრებს
ნიადაგში, აქვს 1 უჯრედიანი მიცელიუმი, ივითარებს ოოსპორებს, ღივდება
გაზაფხულზე ოოსპორა შემდეგ ზოოსპორანგიურად გადაიქცევა და იძლევა
ზოოსპორებს, რითაც ხდება ინფექცია. კონიდიათმტარების დაბოლოებები
ჯვრისებურადაა დატოტვილი ვითარდება წყლის წვეთებში. ხელს უწყობს ტენიანი
და მზიანი ამინდების მონაცვლეობა. ქარით გავრცელება.
ვაზის ნაცარი - Ucinulla spiralis
გამომწვევი ორგანიზმი: გამომწვევ სოკოს აქვს კონიდიალური (მარტივი
კონდიათმტარები ოვალური მძივებად ასხმული კონიდიუმებით) და ჩანთიანი
(კლეისტოკარპიუმები სპირალური დანამატებით, მრავალი ჩანთით და
ასკოსპორებით) ნაყოფიანობა. კლეისტოციები- იზამთრებენ ძირითადად ვაზის
მერქნის ნაპრალებში. გაზაფხულზე კლეისტოციებიდან გამოიყოფა ასკოსპორები
რომლებიც ვრცელდენბიან ქარით და არიან პირველადი ინოკულანტები.

ისინი ღვიდებიან განვითარების პროცესში მყოფ ნებისმიერ მწვანე ზდეაპირზე.


სოკო მეორე ტიპის სპორებსაც ივითარებს- კონიდიებს- რომლებიც მეორადი
ინოკულანტები არიან. მიცელიუმი რომელზეც ისინი წარმოიქმნებიან, ნაცრის
ეფექტს ტოვებენ ქსოვილებზე.

ყურძნის თეთრი სიდამპლე - Coniothirium diplodiella ვაიტ-რიოტი


გამომწვევი მიზეზია C. diplodiella უსრული სოკო, პიკანდიუმებით
(კონიდიათმტარები პიკნიდიუმის ფუძიდანაა განვითარებული და უფერულია)
სოკოების ყველაზე დიდი კლასი, რომელთაც აქვთ მრავალუჯრედიანი, კარგად
დატოტვილი მიცელიუმი (მოიცავენ ჩანთიან და ბაზიდიუმიან სოკოებს)
მრავლდებიან უსქესოდ. თავდაპირველად ისინი უფერულია, თუმცა შემდგომ მუქი
ფერის ხდება. კონიდიუმები წვიმიან ამინდში გამოდიან, მაშინ როდესაც
პიკნიდიუმის წვერზე წყლის წვეთები მოხვდება.
დაავადების გავრცელების ხელშემწყობი პირობებია : მექანიკური დაზიანება,
სეტყვა ( სოკო იჭრება დაზიანებული ადგილიდან და შლის ლაფნის უჯრედებს) და
ტენიანი თბილი ამინდები. სოკო იზამთრებს ვაზის რქებზე, დაავადებულ
ნარჩენებზე და ნიადაგში.
ყურძნის შავი სიდამპლე ბლეკროტი – Guignardia bacceae
გამომწვევი ორგანიზმი : სოკოს აქვს კონიდიალური (პიკნიდიუმებში
თითისტარისებრი კონიდიუმები) და ჩანთიანი (პერიტეციუმები) ჩანთებით და
კვერცხისებრი ასკოსპორებით) ნაყოფიანობა. იზამთრებს ლერწმისა და ულვაშების
დაზიანებებსა და ნაყოფის მუმიებში. გაზაფხულზე, სველი ამინდების დროს,
დაინფიცირებულ ქსოვილებზე არსებული პიკნიდიები ისრუტავენ წყალს და ხდება
კონიდიების გამოყოფა. კონიდიები ვრცელდება წვიმის შხეფებით და მათ შეუძლიათ
ნებისმიერი ახალგაზრდა ქსოვილის დაინფიცირება, დაინფიცირებისათვის აუცილებელია
ვაზის ზედაპირზე წყლის ფენის არსებობა გამოზამთრებულ ნაყოფის მუმიებში შესაძლოა
ასევე წარმოიშვას მეორე ტიპის სპორა ასკოსპორა. ძლიერად გამოიტყორცნება ჰაერში და
მათ შეუძლიათ გადაადგილება საკმაოდ დიდ მანძილებზე. კვლევებმა აჩვენა, რომ
ასკოსპორები
ყურძნის კეთილთვისებიანი სიდამპლე - Botrytis cinerea
გამომწვევი მიზეზი : ბოტრიტის სოკო, იზამთრებს ნიადაგსა და ვაზზე, წარქმქმნის
სკლეროციებს რომლებიც რეზისტენტულნი არიან არახელსაყრელი პირობების
მიმართ ამის შემდგომ კი წარმოქმნის კონიდიებს, ამ სოკოს აქვს როგორც
კონიდიალური ნაყოფიანობა (ხისებრი დატოტვილი კონედიათმტარებზე ჯგუფად
განლაგებული კონიდიუმებით), ისე ჩანთიანი ნაყოფიანობა (აპოტეციუმები
ჩანთებით და ასკოსპორებით). ღივდებიან გაზაფხულზე, ხელს უწყობს ხშირი
წვიმები, ნისლი და ტენი.
ვაზის ანთრაქნოზი– Gloeosporium ampelofagum
გამომწვევი ორგანიზმი : იწვევს ელსინო ამპელინა Elsinoe Ampelina. რომელსაც აქვს
როგორც კონიდიალური ნაყოფიანობა ისე ჩანთიანი ნაყოფიანობა. იზამთრებს
ვენახში სკლეროციების სახით, დაინფიცირებულ ყლორტებზე. ღივდებიან
გაზაფხულზე. დაავადების განვითარების სიჩქარეზე ტემპერატურა ახდენს
გავლენას (მაღალზე უფრო სწრაფად მიდის).

შედეგი : ნაყოფის ხარისხის შემცირება და რაოდენობის დასუსტება,


გამანადგურებელი გავლენა რთული კონტროლი.

ვაზის დამბლა - ესკა ანუ ზაფხულის ხმელა Stereum hirsutum


გამომწვევი ორგანიზმი : აბედა სოკო ტელეფორაცეების ოჯახიდან, მისი
გამრავლების ორგანოები გვხვდება ვაზის ღეროზე მექანიკური დაზიანების
ადგილებში, ვითარდება მიცელიუმად, აღწევს კამბიუმის რგოლამდე და აჩერებს
ნივთიერებების მიმოცვლას. გადააქვს ქარს.

ვაზის ბაქტერიული კიბო – Pseudomonas tumefaciens


გამომწვევი: იწვევს ბაქტერია. მისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-30
გრადუსი, მინიმალური 0, ხოლო მაქსიმალური - 51 გრადუსი.
ხელშემწყობი პირობები: გრილი, ნესტიანი ადგილები, ტუტე
ნიადაგები,მექანიკური დაზიანება, ყინვისაგან დაზიანება.

ფესვის სიდამპლე - Armilaria mellea


გამომწვევი ორგანიზმი : ჯერ ცენტრალური, შემდეგ კი პერიფერიული ფესვების
სიდამპლეს იწვევს ქუდიანი სოკო მანჭკვალა, ღოსელინია ნეცატრიხ (ჩანთიანი
სოკო) კი პირიქით, ჯერ პერიფერიულ შემდეგ კი ცენტრალურ ფესვებს აავადებს.
მაჭანკალა ფართო სპექტრის პოლიფაგია.
ბაქტერიული გალები - Agrobacterium tumefaciens
ბაქტერიული გალები არის დაავადება, რომელსაც იწვევს Agrobacterium tumefaciens,
მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ცივი კლიმატის მქონე რეგიონებში. დაინფიცირებისათვის
აუცილებელია მცენარეზე დაზიანებების არსებობა. დაავადებას ახასიათებს გალები, ანუ
გამონაზარდები, რომლებიც ძირითადად წარმოიქმნება მერქნის ძირში. არ წარმო ქმნება
ფესვებზე. დაავადება აზიანებს ყურძნის ყველა ჯიშს.
გამომწვევი ორგანიზმი არის ბაქტერია, რომელიც გადადის ნიადაგით საშუალებით და
ხანგრძლივი პერიოდით რჩება ნიადაგსა და მცენარეულ ნარჩენებში. დაინფიცირებისა და
გალების წარმოქმნის დაწყებისათვის საჭიროა მცენარეზე ახალი დაზიანებები. ჭრილობები,
რომლებშიც ვითარდება ინფექცია, მცენარეზე წარმოიქმნება გასხლის, აღჭურვილობითი
მუშაობის, ყინვით გამოწვეული დაზიანებების ან სხვა ნებისმიერი დაზიანების შედეგად, რასაც
საბოლოო ჯამში მივყავართ ვაზის დაზიანებამდე.
ფომოფსისი - ყურძნის ლერწმის და ფოთლის ლაქიანობა

გამომწვევი ორგანიზმი : ფომოფსისს იწვევს სოკო Phomopsis viticola. ეს სოკო


იზამთრებს დაზიანებებში ან ლაქებზე, ძველ ლერწმებსა და მტევნის ჩონჩხებზე,
რო- მელთა დაინფიცირებაც მოხდა წინა სეზონის განმავლობაში. სპორების გა-
მოყოფისა და დაინფიცირებისათვის საჭიროა გრილი, სველი ამინდი. სოკო
წარმოქმნის ძველ დაავადებულ ხის მასაში მათარის ფორმის, ნაყოფის
მწარმოებელსტრუქტურებს, რომლებსაც ეწოდებათ პიკნიდიები. ეს პიკნიდიები
გამოყოფენ სპორებს ად- რეულ გაზაფხულზე და ვრცელდებიან წვიმის მიშხეფებით
განვითარების პროცესში მყოფ ყლორტებზე, ფოთლებსა და მტევნებზე.
თავისუფალი წყლის არსებობისას, სპორები ღვივდებიან და იწვევენ დაინ-
ფიცირებას.
კურკოვანთა ძირითადი დაავადებები
კურკიანი ნაყოფის ყავისფერი სიდამპლე

დაინფიცირებული ნაყოფი შრება და წარმოქმნის მკვრივ, მშრალ „მუმიებს“,


რომლებშიც იზამთრებს სოკო. მუმიები ძალიან მნიშვნელოვანია ყავისფერი
სიდამპლის სოკოს გამოზამთრებისა თუ სეზონიდან სეზონამდე გადარჩენის
პროცესებისათვის. ისინი წარმოადგენენ პირველადი ინოკულანტის მნიშვნელოვან
წყაროს. ზოგადად ყავისფერი სიდამპლის სოკო წარმოქმნის ორი ტიპის სპორებს:
კონიდიებს და ასკოსპორებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუმიები არ დარჩეს ხეებზე, რადგან, თუ ხეზე


დარჩებიან და გამოიზამთრებენ, ისინი წარმოქმნიან კონიდიებს, სეზონის ძალიან
ადრეულ ეტაპებზე და მთელი სეზონის განმავლობაში. როდესაც ნაყოფი იწყებს
დამწიფებას, მოსავლის აღების მოახლოებისას, ამ მუმიების მიერ წარმოქმნილ
კონიდიებს შეუძლიათ დააინფიცირონ ნაყოფი და გამოიწვიონ ყავისფერი
სიდამპლე.

მუმიების ნაწილი რჩება მიწაზე, ისინი წარმოქმნიან “ჭიქის ფორმის” სოკოს


სქესობრივი ნაყოფის წარმომქმნელ სტრუქტურებს, რომლებსაც ეწოდებათ
აპოტეციუმები. აპოთეციუმები წარმოქმნიან ასკოსპორებს, რომლებიც გამოიყოფა
ჰაერში, ადრეულ გაზაფხულზე. ასკოსპორების უმეტესობა გამოიტყორცნება
ჰაერში(ქრება), მალევე ყვავილობის შემდეგ და ვეღარ იწვევს დაინფიცირებას. ეს
არსებითად განსხვავდება იმ მუმიებისაგან, რომლებიც რჩებიან ხეზე და
წარმოქმნიან კონიდიებს, რომლებიც იწვევენ ინფექციებს მთელი სეზონის
განმავლობაში

აპოტეციუმის ჭრილის ზედაფენას ეწოდება ჰიმენიალური შრე და შედგება


მრავალი პარკის მაგვარი სტრუქტურისაგან, რომლებსაც ეწოდებათ ასკები.

როდესაც აპოტეციუმები სველდებიან გაზაფხულზე, წვიმისა თუ ცვრისაგან,


ასკოსპორები გამოიტყორცნება ასკებიდან ჰაერში. როდესაც ისინი შედიან
კონტაქტში ატმის ქსოვილებთან, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ინფექციები.

წინა სეზონის განმავლობაში წარმოქმნილ Twig cankers ასევე შუძლიათ წარმოქმნან


კონიდიები, რომლებიც ასრულებენ პირველადი ინოკულანტის როლს.

ხეზე არსებული მუმიებიდან წარმოქმნილი კონიდიები ან მიწაზე არსებული


მუმიებიდან წარმოქმნილი ასკოსპორებიან, ასევე from twig cankers წარმოქმნილი
კონიდიები იწვევენ ყვავილების პირველად დაინფიცირებას (პირველი
ინოკულანტები) ადრეულ გაზაფხულზე. ხდება ყვავილების პირველადი
დაინფიცირება, რაც იწვევს blossom blight. დაინფიცირებული ყვავილები
წარმოქმნიან მათ ზედაპირზე მილიონობით კონიდიებს, რომლებიც ასრულებენ
დაავადების მეორადი ინოკულანტის როლს. მეორადი ინოკულანტი აგრძელებს
დაავადების გავრცელებას ნაყოფზე, წარმოების სეზონის განმავლობაში.

დაინფიცირებულ ყვავილებზე წარმოქმნილი კონიდიები მოგვიანებით იწვევენ


ინფექციებს ნაყოფზე, წარმოების სეზონის განმავლობაში.დაინფიცირებული
ნაყოფი ხმება და წარმოქმნის მუმიებს, რაც ასრულებს დაავადების ციკლს.

დაავადების ციკლის ცოდნის შედეგად, უაღრესად ნათელი ხდება, რომ: სანიტარია


(მუმიების მოცილება ბაღიდან) არის ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული
პრაქტიკა. თუ არ შეგვიძლია მუმიების მოცილება ბაღიდან, მაშინ მინიმუმ ის მაინც
უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ისინი ხეებზე არ დარჩეს.

ატმის ფოთლის სიხუჭუჭე

დაინფიცირებულ ფოთლებზე წარმოიშვება სოკოს მტვრიანი ნადების ფენა. ეს არის


ასკების ფენა, საიდანაც წარმოიქმნება ასკოსპორები. გაზაფხულზე, ასკები
ფეთქდება და გამოყოფს ასკოსპორებს. ასკოსპორებს შეუძლიათ გაღვივება და
დიდი რაოდენობის სხვა ტიპის სპორების წარმოქმნა, რომლებსაც ეწოდებათ
ბლასტოკონიდიები ან კვირტის კონიდიები.

ასკოსპორები და კვირტის კონიდიები ჩამოირეცხება ხის ქერქზე, სადაც ისინი


იზამთრებენ და იწვევენ დაინფიცირებას, მომდევნო საწარმოო სეზონის ძალიან
ადრეულ ეტაპზე. ეს ხდება კვირტების გაშლისას, ახალ ფოთლებზე, როგორც კი
კვირტები იხსნება და მწვანე ქსოვილი ღია ხდება. ასკოსპორები ან კვირტის
კონიდიები (პირველადი ინოკულანტი) გაზაფხულის წვიმების შედეგად
ჩამოირეცხება მგრძნობიარე ქსოვილზე, ხის ქერქიდან, სადაც ისინი იზამთრებენ.
ყველა დაინფიცირება ხდება საწარმოო სეზონის ძალიან ადრეულ ეტაპებზე.

სოკოს ასკოსპორებისა და კვირტის კონიდიების მარაგი იწურება წარმოების


სეზონის ადრეულ ეტაპებზე. სოკო არ აინფიცირებს იმ ფოთლებს, რომლებიც
ამოდის წარმოების სეზონის უფრო გვიანდელ ეტაპებზე.

დაინფიცირებული ფოთლები დროთა განმავლობაში ხმება და ცვივა. დიდი


რაოდენობით პირველი ფოთლების დაკარგვამ სეზონის ადრეულ ეტაპზე შესაძლოა
გამოიწვიოს ხის შემცირებული ზრდა და მოსავლის დანაკარგები.

მწვავედ დაინიფცირებულ ხეებზე უნდა მოხდეს ნაყოფის სათანადოდ გამოხშირვა,


რათა შემცირდეს ის სტრესი, რომლის ქვეშაც იმყოფება ხე. შესაძლებელია
დაავადების სრულად გაკონტროლება, ერთი ფუნგიციდის გამოყენებით, რაც ხდება
გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე.

ნაცარი ანუ ატმის ჟანგიანი ლაქიანობა


ინფექცია, რომელიც ჩნდება საწარმოო სეზონის ადრეულ ეტაპზე, შეიძლება
გამწვავდეს, რაც იწვევს დეფორმირებული ნაყოფის არსებობას, რომელიც
ნორმალურად არ მწიფდება.

გამომწვევს აქვს კონიდიალური და ჩანთიანი ნაყოფიანობა.

ნ აცრისფერი ფიფქი , რომელიც მიცელიუმისაგან შედგება 5 მლ მანძილზე ყოფს


თავის ჰაუსტურიომს. სოკოს გამოზამთრება ხდება კლეისტოკარპიუმით, აქედანვე
ხდება სპორების გამოტყორცნა. სადაც პირველადი დაინფიცირება მოხდება, იქვე
მოხდება მისი განვითარება. ეს ფიფქი არის სოკოს ნადები. და ვრცელდება მთელი
სეზონის განმავლობაში.

ატმის ქეცი

იწვევს სოკო: Cladosporium carpophilum.

ატმის ქეცი ძალიან გავრცელებული დაავადებაა, რომლის სოკო იზამთრებს


დაზიანებებში. ამ გამოზამთრებულ დაზიანებებზე, გაზაფხულზე შეიძლება
წარმოიქმნას კონიდიები, რომლებიც შეასრულებენ პირველადი ინოკულანტის
როლს.

ნაყოფზე არსებული ქეცით გამოწვეული დაზიანებები წარმოადგენენ


ეკონომიკური დანაკარგების პირველად გამომწვევ მიზეზს. ნაყოფზე არსებული
დაზიანებები ძალიან ზედაპირულია, მაგრამ მათ შესაძლოა მნიშვნელოვნად
შეამცირონ ნაყოფის ფასი. მწვავედ დაინფიცირებული ნაყოფი შესაძლოა დასკდეს,
რაც იწვევს მის ლპობას, სხვა სოკოების მოქმედების გამო. გარეგანი დაზიანების
შემთხევვაში, ანუ თუ შიგნით არანაირი ცვლილება არ მოხდა, ეს უბრალოდ კანის
პრობლემაა.შეწამვლა უნდა მოხდეს გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე და
მწვანე ქსოვილის გახსნამდე.

კურკიანი ხილის ბაქტერიული ლაქიანობა

იწვევს ბაქტერია: Xanthomonas campestris pv.pruni. „ნატყვიარი“ სიმპტომები ატმის


ფოთოლზე.იწვევს ქლოროზზსა და ფოთლების გაცვენას. ყველაზე დიდ
ეკონომიკურ დანაკარგს იწვევს ნაყოფის დაინფიცირება.ბაქტერიული ლაქიანობა
უაღრესად მგრძნობიარე გარგლის ნაყოფზე,ასევე ატმის ნაყოფზე.ხშირად სასუქის
პრობლემა გონიათ, კარგად უნდა ამოვძრიკვოთ.

ქლიავისა და ბლის/ალუბლის Black Knot

იწვევს სოკო:Apiosporina morbosa

დაინფიცირების პირველი წლის განმავლობაში, ახალგაზრდა რტოებზე ვითარდება


რბილი კვანძები. მეორე წლის განმავლობაში მაგრდება და შავდება. სოკო
წარმოქმნის სპორებს შედარებით ძველი კვანძების ზედაპირზე და წარმოშობს
ინოკულანტს, რომელიც აინფიცირებს ახალგაზრდა რტოებს.
დაინფიცირებული ხეები დროთა განმავლობაში აღარ ისხამენ ნაყოფს და უნდა
მოხდეს მათი მოჭრა.

ბლის/ალუბლის ფოთლის ლაქიანობა

იწვევს სოკო: Blumeriella jaapii.

ფოტთლების გაცვენამდე შეინიშნება ყვიტელი ფერის ქლოროზი. სოკო იზამთრებს


მიწაზე, მკვდარ ფოთლებში. აღსანიშნავია, რომ ეს დაავადება არ აინფიცირებს
ნაყოფს. იგი ძირითადად აზიანებს ხეს ფოთლების გაცვენის გზით. ფოთლების
გაცვენის ასეთი მწვავე შემთხვევები იწვევს ხის შემცირებულ ზრდას და
მოსავლიანობას, ასევე მეტ დაზიანებას ზამთრის განმავლობაში.

ამ დაავადებებთან ბრძოლა

კურკიანი ხილის დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები:


პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია შემდეგის გამოყენება:
•დაავადებათა ბიოლოგიის ცოდნა;
•რეზისტენტულობა დაავადებების მიმართ;
•კულტურული პრაქტიკა;
•ბიოლოგიური კონტროლი;
•ფუნგიციდების მინიმალური გამოყენება.

კურკიანი ხილის დაავადებათა უმეტესობის შემთხვევაში, არ არსებობს


რეზისტენტულობა მათ მიმართ. ზოგიერთი ჯიში შესაძლოა ნაკლებად
მგრძნობიარე იყოს გარკვეული დაავადებების მიმართ, თუმცა იმუნიტეტი ძალიან
ნაკლებად არსებობს. მაგალითად, ატმის ჯიშები მნიშვნელოვნად განსხვავდება
ერთმანეთისაგან ბაქტერიული ლაქიანობის მიმართ მგრძნობიარობის
თვალსაზრისით.

კულტურული პრაქტიკის გამოყენება:

უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ისეთი კულტურული პრაქტიკა, რომელიც


უზრუნველყოფს ნარგავებში დაავადებების განვითარებისა და გავრცელებისათვის
ნაკლებად ხელსაყრელი გარემოს არსებობას.

მნიშვნელოვანი კულტურული პრაქტიკაა სანიტარია: დაინფიცირებული


მცენარეული მასალის მოცილება, რათა შემცირდეს პირველადი ინოკულანტის
წყარო. მაგალიტად, ზალიან მნიშვნელოვანია ყავისფერი სიდამპლის შემთხვევაში
ხიდან ტუ მიწიდან,მუმიების მოშორობა, რადგან ისინი პირველადი
ინოკულანტების ძჳრითადი წყაროები არიან, ხეზე დარცენილი მუმიები მთელი
წლის განმავლობაში წარმოქმნიან კონიდიებს, მიწაზე დარჩენილები კი
აპოტეციუმებს. ბლის/ალუბლის ფოთლის ლაქიანობის შემთხვევაში უნდა
მოვაცილოთ ძველი ფოთლები მიწიდან.
როცა გვაქვს, ქლიავის შავი კვანძი-შავიკვანძები ხეებზე, უნდა მოხდეს შავი ნასკვის
ყველა ინფექციის გასხლა და განადგურება მათი აღმოჩენის თანავე, რადგან, ძველი
შავი კვანძები წარმოქმნიან კონიდიებს, რომლებიც გაავრცელებენ დაავადებას.
ისინი უნდა მოვაცილოთ ხიდანაც. მნიშვნელოვანი კულტურული პრაქტიკა
სანიტარია ბლის/ალუბლის ფოთლის ლაქიანობა. სოკო იზამთღებს ძველ, მკვდარ
ფოთლებში მიწაზე. ეს ფოთლები უნდამოვაცილოთ, რათა შემცირდეს
ინოკულანტის რაოდენობა მომავალი გაზაფხულისათვის. მცირე (საკარმიდამო)
ბაღებში შესაძლებელია ფოთლების შეგროვება და განადგურება. დიდ, კომერციულ
ბაღებში, შესაძლებელია მიწაზე არსებული ძველი დაინფიცირებული ფოთლების
განადგურება, შარდოვანას დამატებით ბაღის ნიადაგისათვის, ადრეულ
გაზაფხულზე ან ბალახის გაკრეჭით. ამან შეიძლება შეამციროს პირველადი
ინოკულანტის რაოდენობა 50-მდე პროცენტით.

მნიშვნელოვანი კულტურული პრაქტიკა გასხვლის სათანადო პრაქტიკა:


•ეფექტურად გასხვლა, იმისათვის რომ ხის ვარჯი გაიხსნას ჰაერის
უკეთესი:ცირკულაციის და ფუნგიციდით უკეთესად დაფარვის მიზნით. ეხება
კურკიანი ხილის ყველა დაავადებას.

•დაინფიცირებული რტოების მოცილება:ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი


დაავადებებისათვის: ყავისფერი სიდამპლე, ატმის ქეცი, ფოთლის ბაქტერიული
ლაქიანობა, ქლიავის შავი კვანძი,ქეცით გამოწვეული cankers(დაზიანებები) ატმის
რტოზე. ამ გამოზამთრებულ დაზიანებებზე შეიძლება წარმოიქმნას კონიდიები,
რომლებიც გაზაფხულზე შეასრულებენ პირველადი ინოკულანტის როლს, ამიტომ
საჭიროა მათი მოცილება გასხლისას.

კურკიანი ხილის დაავადებათა კონტროლი ფუნგიციდებით:


კურკიანი ხილის დაავადებათა უმეტესობის მიმართ რეზისტენტულობის
არარასებობის და მათი სიმწვავის გამო, ეფექტურია ფუნგიციდების გამოყენება.

ფუნგიციდების დამცავი პროგრამა უნდა დაიწყოს ყვავილობის ადრეულ ეტაპზე.


თითოეული შეწამვლა უნდა მოხდეს ეფექტური ფუნგიციდებით, რომლებიც
გააკონტროლებენ ყველა ძირითად დაავადებას, რამაც შესაძლოა დააინფიციროს ხე
და ნაყოფი. აღნიშნული ძირითადად მოითხოვს შესაწამლ ბაკში სხვადასხვა
ფუნგიციდების მიქსების გამოყენებას.

კურკიან ხილზე ფუნგიციდების გამოყენების დროის განრიგი:

ყავისფერი სიდამპლის დროის განრიგი: ვარდისფერიდან(ყვავილობა) ყვავილების


ფურცლების გაცვენის მომენტის ჩათვლით, რათა მოხდეს ყვავილების ყავისფერი
სიდამპლით დაინფიცირების პრევენცია. ეს ხდება წარმოების სეზონის ძალიან
ადრეულ ეტაპზე. დამცავი პროგრამის ფარგლებში ფუნგიციდების გამოყენება
ხდება ყოველ7-10 დღეში ერთხელ, რათა მოხდეს ყვავილების ინფექციების
გაკონტროლება
• შეწამვლა ხდება ყვავილების ფურცლების დაცვენიდან ცოტახნის შემდეგ,
მოსავლის აღებამდე 4 კვირით ადრე.

•ძირითადად განკუთვნილია შემდეგი დაავადებათა კონტროლისათვის:

ქეცი, ნაცარი და რტოების დაინფიციფრება ყავისფერი სიდამპლით.

•ამ პერიოდის განმავლობაში, ახალგაზრდა(მწვანე) ნაყოფი არარის მგრძნობიარე


ყავისფერი სიდამპლის მიმართ, თუ არ მოხდა მისი დაზიანება.

ზემოდან შეწამვლა, ყვავილების ფურცლების დაცვენის მომენტიდან იწყება და


გრძელდება მოსავლის აღების დაწყებამდე, მნიშვნელოვანია ქეცის
გასაკონტროლებლად.

სეზონის ადრეულ ეტაპებზე გაჩენილი ინფექციები შესაძლოა გამწვავდეს, რაც


იწვევს დეფორმირებული ნაყოფის არსებობას, რომელიც ნორმალურად არ
მწიფდება.

ფუნგიციდები ზემოდან შეწამვლისათვის ძირითადად განკუთვნილია ქეცის,


ნაცრისა და რტოების ყავისფერი სიდამპლით დაინფიცირების კონტროლისათვის.
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, მწვანე ნაყოფი არარის მგრძნობიარე
ყავისფერი სიდამპლის მიმართ, თუ არ მოხდა მისი დაზიანება. დამცავი
ფუნგიციდების გამოყენება ხდება 7-10 დღეში ერთხელ.

მოსავლის აღების წინ გამოსაყენებელი ფუნგიციდები ყავისფერი


სიდამპლის(ნაყოფისსიდამპლე) გასაკონტროლებლად გამოიყენება დამცავი
პროგრამის ფარგლებში, 7-10 დღის ინტერვალით. გამოყენება იწყება მოსავლის
აღებამდე 3-4 კვირით ადრე და გრძელდება მოსავლის აღების ჩათვლით. ეს არის
ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იმისათვის, რომ მოხდეს ნაყოფის დაცვა
ფუნგიციდებით, ყავისფერი სიდამპლით დაინფიცირების წინააღმდეგ. ამ
პერიოდის განმავლობაში უნდა მოხდეს ყველაზე ეფექტური ფუნგიციდების
გამოყენება, რაც ხელმისაწვდომია ყავისფერი სიდამპლის გაკონტროლებისათვის.

ატმის ფოთლის სიხუჭუჭე: ეფექტურია ფუნგიციდის ერთხელ გამოყენება


შემოდგომაზე, ფოთლების გაცვენის შემდეგ, როდესაც მცენარეს სძინავს ან
გაზაფხულზე, სანამ კვირტები დაიბერება, უზრუნველყოფს ფოთლის სიხუჭუჭის
თითქმის 100%-იან კონტროლს.

შეწამვლა უნდა მოხდეს გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე და მწვანე


ქსოვილის გახსნამდე.

ბლის/ალუბლის ფოთლის ლაქიანობა: კურკიანი ხილის უმეტესობას არ ესაჭიროება


დამატებითი შეწამვლა, მოსავლის აღების შემდგომ ფოთლების დასაცავად.
ბალზე/აულბალზე, მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა დამატებითი შეწამვლა
ფუნგიციდით, რათა მოხდეს სოკოს მოქმედების შედეგად ხეებიდან ფოთლების
ფუნგიციდები

დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდები - პროგრამები, რომლებშიც


ინტეგრირებულია ბრძოლის რამდენიმე მეთოდისა და სტრატეგიის გამოყენება.
(რაც მეტი, მით უკეთესი) :
 დაავადებათა ბიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ცოდნა
 სხვადასხვა კულტურული პრაქტიკის გამოყენება
 დაავადებათა მიმართ რეზისტენტულობის გამოყენება
 ბიოლოგიური კონტროლის გამოყენება
 დაავადებების კონტროლის მიზნით ქიმიური ნივთიერებების
(ფუნგიციდები და ბაქტერიციდები) მინიმალური და მიზნობრივი
გამოყენება

ტერმინოლოგია

 ფუნგიტოქსიკანტი – რომელიც ტოქსიკურია სოკოებისათვის. ფუნგიტოქსიკანტი


შეიძლება იყოს ფუნგიციდალური ან ფუნგისტატიკური.
 ფუნგიციდალური (ფუნგიციდი) – ნივთიერება, რომელიც კლავს სოკოებს.
 ფუნგისტატიკი (ფუნგისტატი) – ნივთიერება, რომელიც ზღუდავს სოკოების
ზრდას.
 ფუნგიციდი – ტერმინი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ყველა
ფუნგიტოკსიქანტისათვის.
 დაფარვა – ქიმიური ნივთიერების განაწილება მცენარის ზედაპირზე..
ფუნგიციდისადმი რეზისტენტულობა – კონკრეტული ფუნგიციდსადმი
მგრძნობიარე სოკოს შტამი ხდება არამგრძნობიარე ან ივითარებს
რეზისტენტულობას ამ ფუნგიციდის მიმართ
 ა.ჯვარედინი რეზისტენტულობა – სოკოს შტამის რეზისტენტულობა ორი ან მეტი
ფუნგიციდის მიმართ, რომელიც ერთი და იგივე გენით არის გამოწვეული
 მულტი-რეზისტენტულობა – სოკოს შტამის რეზისტენტულობა ორი ან მეტი
ფუნგიციდის მიმართ, რომელიც სხვადასხვა გენებით არის გამოწვეული
 მოქმედების სპექტრი – სოკოს იმ სახოებების და გვარების რაოდენობა, რომლებზეც
ახდენს ზეგავლენას კონკრეტული ფუნგიციდი ან ფუნგიციდთა ჯგუფი.
 . სისტემური ფუნგიციდი –შეუძლია შევიდეს მცენარის ქსოვილებში ან იმოძრაოს
მათი გავლით. სისტემური მოქმედება შეიძლება მოიცავდეს ვასკულარულ
ტრანსპორტირებას, ანუ უბრალოდ მოძრაობას ფოთლის გასწვრივ ან მისი გავლით,
რაც გულისხმობს დამცავ ან თერაპევტულ მოქმედებას ან ორივეს.
 . დროის გრაფიკი – ფუნგიციდის ან სხვა პესტიციდის გამოყენების დროის განრიგი
ან გრაფიკი.
 12. PHI = ინტერვალი მოსავლის აღებამდე (Pre harvest interval). დღეების
რაოდენობა ფუნგიციდის ბოლო გამოყენებასა და მოსავლის აღების მომენტს
შორის.
 13. REI = ინტერვალი შემდეგ შესვლამდე (Re Entry Interval). დროის ინტერვალი
ფუნგიციდის გამოყენების შემდეგ, რომლის განმავლობაშიც არ შეიძლება შესვლა
დამუშავებულ ფართობზე (დამცავი ჩაცმულობით ან მის გარეშე).
 14. ტოლერანტობა = აქტიური ინგრედიენტის ის რაოდენობა, რომელიც შეიძლება
იყოს დამუშავებულ მცენარეზე მოსავლის აღებისას.
ჩამონათვალი და ძირითადი ცნებები :
1.ფუნგიციდების დასახელებები –შეიძლება გააჩნდეთ რამდენიმე დასახელება
სავაჭრო დასახელება –არქმევს ფუნგიციდს მისი მწარმოებელი ან გამყიდველი.
ჩვეულებრივი დასახელება – ეს არის აქტიური ინგრედიენტის გავრცელებული
დასახელება. თითოეულ მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი დასახელება აქვს.
ქიმიური დასახელება – აქტიური ინგრედიენტის ქიმიური ფორმულა.

მაგალითად : Mancozeb - მანკოზები გავრცელებული ფუნგიციდი, ფართოდ


გამოიყენება ხილზე, ბოსტნეულზე, მინდვრის კულტურებზე და დეკორატიულ
მცენარეებზე მსოფლიოს მასშტაბით. სავაჭრო დასახელებები
ხილი და ბოსტნეული – Dithane M-45, Manzate 200, Penncozeb, Superman
2.შემადგენლობა – ზოგადად, ფუნგიციდებს გააჩნიათ ორი ძირითადი კომპონენტი:
 აქტიური ინგრედიენტი (ა.ი.) –ფორმულის ფუნგიტოკსიქური ნაწილი.
 ინერტული (უმოქმედო) ინგრედიენტი – ეს არის ზოგადად a carrier აქტიური
ინგრედიენტისათვის.

მოქმედების სპექტრი - იმ სოკოების ან სხვადასხვა სახის სოკოების დიაპაზონი,


რომელთა წინააღმდეგაც მოქმედებს ან რომლებსაც აკონტროლებს ფუნგიციდი.
სპექტრი შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვადასხვა კლასებსა თუ
ჯგუფებს შორის. აღნიშნულ სხვაობას მოქმედების თვალსაზრისით შეიძლება
ადგილი ჰქონდეს სოკოების სხვადასხვა კლასებს, ოჯახებსა და სახეობებს შორის.

მაგალითად :

1. მეტალქსილი (რიდომილი) შესანიშნავად მოქმედებს ოომიცეტების


წინააღმდეგ, მაგრამ არ მოქმედებს ასკომიცეტების ან ბაზიდიომიცეტების
წინააღმდეგ.
2. სტეროლის შემზღუდავი ფუნგიციდები (ნოვა, რუბიგანი და ბაილეტონი)
შესანიშნავად მოქმედებენ ასკომიცეტების დაბაზიდიომიცეტების წინააღმდეგ,
მაგრამ არ მოქმედებს ოომიცეტების წინააღმდეგ.

ფუნგიციდების მცენარეებში მოძრაობის უნარი :

არასისტემური ფუნგიციდები : დღესდღეობით და წარსულში გამოყენებაში


არსებული მრავალი ფუნგიციდი არ არის სისტემური. ისინი ვერ მოძრაობენ
მცენარის ქსოვილებში და შესაბამისად ასრულებენ დამცავი ბარიერის როლს,
მცენარის ზედაპირზე. ესენია დამცავი ფუნგიციდები. ზოგიერთი გავრცელებული
მაგალითებია: Captan, mancozeb, ferbam, thiram, and folpet.
მასალების ტრანსპორტირების ორი ძირითადი სახეობა :
Acropetal - ზემოთკენ მიმართული მოძრაობა ტრანსპირაციის ნაკადში
(ქსილემა/აპოპლასტურიმოძრაობა)
Basipetal - ქვემოთკენ მიმართული მოძრაობა ფლოემაში (სიმპლასტური)

სისტემატური ფუნგიციდები : ძალიან მცირე რაოდენობაა. განსაზღვრების


შესაბამისად, სისტემური ნიშნავს ისეთ ფუნგიციდს, რომელიც მოძრაობს
მცენარეში. მაგალითად, თუ მას მოვათავსებთ ერთ ფოთოლზე, იგი შევა ყუნწში და
იმოძრავებს მცენარეში (სხვა ფოთლებში, ნაყოფში, ფესვებში და ა. შ.). იმ
ფუნგიციდების უმრავლესობა, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ სისტემურებს,
რეალურად არის ნაწილობრივ ან ადგილობრივად სისტემური.

ნაწილობრივად და ადგილობრივად სისტემური ფუნგიციდები : აპოპლასტური


მოძრაობა - ფუნგიციდის ზემოთკენ მიმართული მოძრაობა, წყალთან და
მინერალებთან ერთად, მცენარეთა ტრანსპირაციის ნაკადში. აპოპლასტი არის
წყლის მაგისტრალებისსისტემა მცენარეში, რომლებიც იმყოფებიან ცოცხალი
პროტოპლასტების გარეთ. ეს მაგისტრალები შედგებიან უჯრედების
კედლებისაგან, უჯრედებს შორის სივრცეებისა და ქსილემის ჭურჭლებისაგან.
მცენარის ქსოვილის მიერ ათვისების შემდგომ, მოძრაობა ძირითადად ხდება
უჯრედის კედლის გავლით და ტრანსპირაციის ნაკადში ქსილემის ჭუჭრლების
გავლით მასიური დინების გზით. ფუნგიციდის ქვემოთკენ მიმართული მოძრაობა
არ ხდება ან უმნიშვნელოა.
ადგილობრივი სისტემური მოძრაობა ფუნგიციდით გაჟღენთილი დისკები
თავსდება ფოთოლზე, რომელზეც მდებარეობს ნაცრის ინოკულანტი.
ფუნგიციდი შედის ფოთოლში და ტრანსპირაციასთან ერთად მოძრაობს ფოთლის
კიდისკენ. ფუნგიციდი არ მოძრაობს ყუნწის გავლით ფოთლიდან გარეთ.
( ბენზიმიდაზოლები და სტეროლის შემზღუდავი ფუნგიციდები)
სიმპლასტური მოძრაობა – ფუნგიციდის ქვემოთკენ მიმართული მოძრაობა,
ნახშირწყლებთან ერთად, ფლოემაში. „სიმპლასტი“ მოიცავს ცოცხალი
პროტოპლაზმის მეტნაკლებად უწყვეტ ქსელს, მცენარის ქსოვილებში.
ერთმანეთის მიმდებარე უჯრედების პროტოპლაზმა დაკავშირებულია
პლაზმოდესმატების მეშვეობით. სიმპლასტური მაგისტრალი არის უწყვეტი
ფლოემაში და შედგება of sieve tubes and companion cells. რეალურად სისტემურ
ფუნგიციდებს სიმპლასტური მოძრაობა უნდა შეეძლოთ, ერთადერთი
ხელმისაწვდომი და რეალური ასეთი ფუნგიციდია ფოსფატური ფუნგიციდები.
გააჩნიათ გარკვეული დამცავი და კარგი სამკურნალო მოქმედება. ესენია
ფოსფორმჟავიდან წარმოქმნილი მარილები, რომელთა აქტიური ინგრედიენტია
ფოსფიტი.

• Fosetyl -AL (სავაჭრო დასახელება Aliettte) იყო პირველი, რომელიც დაინერგა


1977 წელს. ამჟამად არსებობს ბევრი ასეთი ფუნგიციდი.
• რეალურად სისტემური, ფოთლებზე მისი გამოყენების შემთხვევაში, იგი
ჩადის ქვემოთ, ფესვებში. გამოიყენება ოომიცეტებით გამოწვეული
ფოთლებისა და ფესვების დაავადებათა საწინააღმდეგოდ.
• გააჩნია გარკვეული მოქმედება სხვა სოკოებზეც
ტრანსლამინარული აქტივობა - ზედაპირულად სისტემური, მეზოსისტემური -
დიფუზია კუტიკულის მეშვეობით, როცა ნიცთიერება მოძრაობს დიფუზიის
მეშვეობით, უჯრედშორის სივრცეებში. (სტრობილურინის ფუნგიციდები)
მოქმედების ფიზიკური ტიპი

დამცავი – არასისტემური ფუნგიციდები, რომლებიც მოქმედებენ მცენარეთა


ზედაპირზე. ეს ფუნგიციდები სპობენ სოკოს სპორებს მანამ, სანამ ისინი
გაღვივდებიან ან ახდენენ ზეგავლენას, რათა მოხდეს მცენარეში შეღწევისა და
მისი დაინფიცირების პრევენცია. როდესაც პათოგენს შეღწეული აქვს მცენარეში
და ხდება დაინფიცირება, დამცავი ფუნგიციდები მას ვეღარ გააკონტროლებენ.
ვინაიდან ამგვარი ფუნგიციდები არ მოძრაობენ მცენარეში, მათ სრულად უნდა
დაფარონ მცენარის ყველა მგრძნობიარე ნაწილი, იმისათვის, რომ წარმოქმნან
დამცავი ბარიერი. შესაბამისად, ამ ფუნგიციდებით სრულ დაფარვას კრიტიკული
მნიშვნელობა გააჩნია. ეს ჯგუფი მოიცავს იმ ფუნგიციდთა უმეტესობას,
რომლებსაც დღესდღეობით ვიყენებთ.
სამკურნალო – “ადგილობრივად სისტემური“ ფუნგიციდები, რომლებსაც
შეუძლიათ შევიდნენ მცენარის ქსოვილებში და მოახდინონ სოკოს შემდგომი
განვითარების პრევენცია ან შეზღუდვა, მას შემდეგ რაც იგი შეჭრილია მცენარეში,
მაგრამ სიმპტომების განვითარებამდე. მათ შესაძლოა გააჩნდეთ ან არ გააჩნდეთ
აქტიურ დაზიანებებზე სპორულაციის პროცესის ჩახშობის დათრგუნვის ან
მოსპობის უნარი. ეფექტურობა ფასდება ფასდება „სამკურნალო“ მოქმედების
თვალსაზრისით. ამ „სამკურნალო“ მოქმედებას ასევე უწოდებენ „kick-back” ან
“ინფექციის შემდგომ“ მოქმედებას. დამოკიდებულია ინფექციის პერიოდის
დაწყების მომენტიდან გასული საათების რაოდენობაზე, იმისათვის რომ
ნივთიერება ჯერ კიდევ ეფექტური იყოს ინფექციის შეჩერების
თვალსაზრისით.თუ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, როდის იწყება ვაშლის
ქეცით დაინფიცირების პერიოდი, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სამკურნალო
ფუნგიციდი ( მანამ სანამ დაიწყება დაინფიცირების პროცესი) გამანადგურებელი
– ფუნგიციდი, რომელიც “კლავს“ ან სპობს სოკოს, განვითარებულ ან
სპორულაციის პროცესში მყოფ დაზიანებებზე.ამჟამად, ჩვენ არ გაგვაჩნია რაიმე
ფუნგიციდები, რომლებსაც ექნებოდათ შესანიშნავი გამანადგურებელი
მოქმედება. ამის გამო, მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა უმეტესობის
გაკონტროლება მოხდეს რეალური სიმპტომების და სპორულაციის
განვითარებამდე. მაგალითად – თუ ვაშლის ქეცის ინფექცია გავრცელდა ბაღში
და დაწყებულია კონიდიების (მეორადი ინოკულანტის) წარმოქმნის პროცესი,
ჩვენ არ გაგვაჩნია ისეთი ფუნგიციდები, რომლებიც ეფექტურად მოსპობენ ამ
ინფექციებს. ამჟამად არ გაგვაჩნია კარგი გამანადგურებელი ფუნგიციდები.

ფუნგიციდების გამოყენება მცენარეების დაავადებებთან ბრძოლის


პროცესში
ბიოქიმიური მოქმედება - სად და როგორ ახდენს ზეგავლენას ფუნგიციდი
სამიზნე სოკოზე, ფიზიოლოგიურ თუ ბიოქიმიურ დონეზე, ეს შეიძლება მოხდეს
სოკოში მიმდინარე ‘’ძალიან კონკრეტულ’’ ან ‘’ზოგად’’ ფიზიოლოგიურ
პროცესზე.
ზოგადი ან არაკონკრეტული მოქმედება ამ ჯგუფში შედის ძველი ფუნგიციდების
უმეტესობა. ყველა მათგანს გააჩნია საკმაოდ არაკონკრეტული მოქმედება.
მცენარეთა დაცვის სფეროში მათი გამოყენება ძირითადად ხდება მეტნაკლებად
არახსნადი ფორმით, მცენარის ზედაპირზე, სადაც ისინი სპობენ სოკოს სპორებს
გაღვივების პროცესში, მცენარეში შესვლის გარეშე.
არაკონკრეტული მოქმედება ფუნგიციდები ზემოქმედებენ კონკრეტულ
ადგილებზე ან კონკრეტულ ფიზიოლოგიურ ფუნქციებსა თუ პროცესებზე. მათ
შეიძლება მოახდინონ ზემოქმედება კონკრეტულად უჯრედების მემბრანებზე,
ენერგიის წარმოებაზე, სტეროლის მეტაბოლიზმზე, ქიტინის სინთეზზე,
ბირთვების დაყოფასა თუ პროტეინების ან ნუკლეინმჟავების სინთეზზე (DNA,
RNA). ვინაიდან ისინი ახდენენ ზეგავლენას უაღრესად კონკრეტულ
ფიზიოლოგიურ ფუნქციებსა თუ ბიოქიმიურ მაგისტრალებზე, გაცილებით მეტი
შანსი არსებობს, რომ სოკოს გენეტიკურმა ცვლილებებმა დაძლიონ
ფუნგიტოქსიკური ეფექტი. შესაბამისად, ჩვეულებრივ არსებობს მეტი შანსი, რომ
კონკრეტული მოქმედების ფუნგიციდებმა დაკარგონ საკუთარი ეფექტურობა,
ფუნგიციდების მიმართ რეზისტენტულობის განვითარების შედეგად.
მაგალითად: ბენზიმიდიაზოლები, კარბოქსიმიდები, სტეროლის შემზღუდავი და
სტრობილურინის ფუნგიციდები.
სამწუხაროდ, ამჟამად დანერგვის პროცესში მყოფ ყველა ახალ ფუნგიციდს გააჩნია
კონკრეტული მოქმედება. სწორედ ამიტომ, ფუნგიციდების მიმართ
რეზისტენტულობის განვითარება ძირითად პათოგენებში წარმოადგენს ძალიან
სერიოზულ პრობლემას, მცენარეთა თანამედროვე დაავადებებთან ბრძოლის
პროცესში.

სოკოების რეზისტენტულობა ფუნგიციდების მიმართ

1რეზისტენტულობა ფუნგიციდების მიმართ წარმოადგენს მნიშვნელოვან


პრობლემას თანამედროვე სოფლის მეურნეობის სფეროში.
2. რეზისტენტულობა ძირითადად ვითარდება იმ ფუნგიციდების მიმართ,
რომლებსაც გააჩნიათ კონკრეტული ბიოქიმიური მოქმედება.
3. ფუნგიციდების გამოყენების ფორმა ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს
ფუნგიციდების მიმართ რეზისტენტულობის განვითარებაზე. რეზისტენტულობა
ჩვეულებრივ ვითარდება შემდეგ შემთხვევებში: i) როდესაც ხდება მხოლოდ
ფუნგიციდის გამოყენება; ii) ფუნგიციდის გამოყენება ხდება რამდენჯერმე, ერთი
სეზონის განმავლობაში; და iii) ფუნგიციდის გამოყენება ხდება განმეორებით,
სეზონიდან სეზონამდე. ამ ტიპის გამოყენების შედეგად ხდება რეზისტენტული
შტამების გამორჩევა პათოგენის პოპულაციიდან.

რეზისტენტულობა ფუნგიციდის მიმართ რაოდენობრივი/ხარისხობრივი

რაოდენობრივი – ფუნგიციდის მიმართ ტოლერანტობის თანდათანობითი ზრდა


– სოკო ხდება სულ უფრო და უფრო ნაკლებად მგრძნობიარე
ფუნგიციდის მიმართ, დაფარვის ადგილების გაფართოების
პროცესთან ერთად
– რეზისტენტულობის დასაძლევად მოკლევადიან პერსპექტივაში
შეიძლება ეფექტური იყოს ფუნგიციდის გაზრდილი დოზების
გამოყენება
მაგალითი - სტეროლის შემზღუდავი ფუნგიციდები: ზემოქმედება გულისხმობს
ერგოსტეროლის წარმოქმნას
ხარისხობრივი – მაქსიმალური რეზისტენტულობა (ფუნგიციდს არ
გააჩნია ეფექტი) მაგალითი - სტრობილურინები
ფუნგიციდის დოზის გაზრდის გზით ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ფუნგიციდის
მიმართ რაოდენობრივი რეზისტენტულობა (დროებით მაინც)

გარდა ამისა, თუ ჩვენ შევწყვეტთ რაოდენობრივი რეზისტენტულობის


ფუნგიციდის გამოყენებას კონკრეტულ ბაღში ან ტერიტორიაზე, დროის
გარკვეული პერიოდით, რეზისტენტულობას გააჩნია შემცირების ტენდენცია, ან
სოკოს პოპულაცია უბრუნდება ნორმალურ (მგრძნობიარე) მდგომარეობას
არსებული თეორიები რეზისტენტულობის განვითარების პრევენციის მიზნით
შემდეგია:
ა. გამოიყენეთ შერეული ფუნგიციდები, ერთი ფუნგიციდის მაგივრად.
- ზოგიერთი ფუნგიციდები ამჟამად იყიდება დაფასოებული მიქსების სახით,
რეზისტენტულობის პრევენციის მიზნით..
ბ. სხვადასხვა ფუნგიციდების მონაცვლეობა შეწამვლის პროგრამის ფარგლებში.
არცერთი ამ ორი თეორიიდან არ არის სრულად დამტკიცებული ან მიღებული.
ამჟამად მცენარეთა პათოლოგიის სპეციალისტთა უმრავლესობა თანმხდება, რომ
არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ფუნგიციდის გამოყენება დროის ხანგრძლივი
პერიოდის განმავლობაში.
გ. ფუნგიციდების გამოყენება უნდა მოხდეს დაავადებებთან ბრძოლის ყველა სხვა

სტრატეგიებთან მონაცვლეობით.
ფუნგიციდების ეფექტური გამოყენება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე.
მათგან ზოგიერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია შემდეგი:
1. დაავადების სწორად იდენტიფიცირება. თქვენ უნდა იცოდეთ თუ ზუსტად
რომელი დაავადების გაკონტროლებას ცდილობთ.
2. სათანადო ფუნგიციდის ან ფუნგიციდების შერჩევა.
3. გამოყენების სათანადო დრო.
4. მცენარის ყველა მგრძნობიარე ნაწილის სრულად დაფარვა.
დაავადების სწორად იდენტიფიცირებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს - თუ არ
ვიცით დაავადება, არ ვიცით გამომწვევი პათოფენი, არ ვიცით ფუნგიციდიც.
(ვაზის ჭრაქისა და ვაზის ნაცრის მაგალითი)
შერეული ფუნგიციდის გამოყენება : ა) დაგვეხმარება რეზისტენტულობის
განვითარების პრევენციის ან დროში შეფერხების პროცესში. ბ) უზრუნველოყოფს
დაავადების კონტროლის ფართე სპექტრს. მნიშნველოვანია ასევე მოსავლის
აღების შემდგომ შესაწამლი ფუნგიციდებიც გრძელვადიანი შენახვის ან
ტრანსპორტირების წინ.

You might also like