You are on page 1of 5

ხორბლის დაავადებები

Tilletia caries
ხორბლის სველი ანუ მყრალი გუდაფშუტა - მჟღავნდება რძის სიმწიფის ფაზაში. ამ
დროს თავთავი ჩვეულებრივზე უფრო ფართოა. დაავადების დროს თუ თავთავს
გავსრისავთ გამოიყოფა მუქი ფერის სითხე - შავი ცხიმოვანი მტვრისებური
ტელიოსპორა. სპორებს შეუძლიათ ნიადაგში მოხვედრა და იქ დარჩენა და
თესლის გაღივებასთან ერთად გაზრდა. დაავადება აზიანებს აღმოცენებულ
მცენარეს და დიფუზიურად ვრცელდება მთელს სისტემაში. დაავადებული
მარცვალი საღთან შედარებით უფრო მუქი მწვანეა. დაავადებას იწვევს ბაზიდიანი
სოკო, რომელიც ქლამიდიოსპორებს ივითარებს და აქვს განვითარების
ერთწლიანი ციკლი.
Ustilago tritici
ხორბლის მტვრიანა გუდაფშუტა - შეინიშნება დავთავთავებისას, რადგან თავთავი
შავ შეფერილობას იღებს. თავიდანვე შავი არაა თავთავი. სპორების მასა
დაფარულია ნაცრისფერი აპკით, რომელიც იშლება და ქარით გადადის. ქარით
გადასვლის დროს გადადის სხვა მცენარეზე და ასნევოვნებს მას. დაავადებული
მცენარე ზრდაში ქვეითდება, მაგრამ აღებული თესლი გავს სრულიად ჯანმრთელს,
რაც უფრო რთულს ხდის მასთან ბრძოლას. განვითარების ციკლი 2 წელს
გრძელდება. დაავადებას იწვევს ბაზიდიანი სოკო, რომელიც ბაზიდიოსპორების
გარდა ქლამიდიოსპორებს ივითარებს. ამ სოკოს ქლამიდიოსპორები სველ
გუდაფშუტასთან შედარებით უფრო წვრილია.
Puccinia triticina
ხორბლის მურა ჟანგა - ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ფოთლებზე
განლაგებულია მეჭეჭები. მეჭეჭები ფოთოლზე მურა ფერის არის. იგი ხაზოვანი
ჟანგასგან მეჭეჭებით და მათი განლაგებით განსხვავდება. მეჭეჭებში
ტელეიტოსპორებია, რომლებიც საბოლოოდ შავდება. ჟანგა იზამთრებს
ურედომიცელიუმის სახით, ვეგეტაციისას კი მრავლდება ურედოსპორების
მეშვეობით. მოსავლის აღების შემდეგ სპორები ნაწვერალზე რჩება, რის შემდეგაც
აავადებენ ძირნაყარის აღმოცენებას, რაც თავის მხრივ საშემოდგომო ნათესების
დაავადებისთვის გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს.
Puccinia glomarum
ხორბლის ყვითელი ჟანგა - გვხვდება მურა ჟანგასთან ერთად. გვევლინება
ფოთოლზე მეჭეჭების სახით, რომლებიც ლაგდებიან რიგებად. იგი ზოგჯერ
ფოთლებსაც ახმობს, შეიძლება მარტო ღერო და თავთავი დატოვოს. მეჭეჭები
შეიძლება თავთავზეც შეინიშნოს. მეჭეჭები ხაზებად ლაგდება. ეს მეჭეჭები
ყვითელი ფერისაა. ამ დაავადების ამოცნობა ფერით შეიძლება.
Ophiobolus graminis
ხორბლოვანთა ფესვის სიდამპლე - იწვევს ბევრი სხვადასხვა სოკო, მაგრამ
ყველაზე ხშირად - სოკო ოფიობოლუსი. ემართება აღმონაცენსაც და მოზრდილ
მცენარესაც. გაღივებულ თესლზე სამის მაგივრად ერთი ფესვი წარმოიქმნება ,
აღმონაცენი დეფორმირდება და იღუპება. ღერო ძირში მუქდება და ლპება,
შედეგად დაზიანებული ქსოვილი რბილდება და მცენარე იღუპება. დაავადებული
ღეროები მუქი-რუხი ნაფიფქით იფარება. ზრდასრული მცენარის ფოთლებზე
შეიძლება წარმოიქმნას მუქი ლაქები, რომლებზეც მოგვიანებით ღია ან მუქი რუხი,
მოგრძო ფორმის არშია ჩნდება. ხშირად ზიანდება თავთავის კილი. თესლი
ბჟირობას განიცდის, ხოლო ჩანასახოვანი ზონა კი მუქი ფერის ხდება. (ფესვის
ყელი ყავისფრდება, წვრილდება, ფესვები ლპება, ფოთლები ყვითლდება და
მცენარე ჭკნება. ფესვის ყელი ზოგჯერ ზედა საღი ნაწილის სიმძიმეს ვეღარ უძლებს
და წვება.) ბრძოლა: სასუქების ნორმირებული და დროული შეტანა. თესლბრუნვა.
ზედმეტი მორწყვის თავიდან აცილება და თესლის შეწამლვა.

ვაშლის დაავადებები
Podosphera leucotricha
ვაშლის ნაცარი - ნაცარი შეიძლება შეგვხვდეს კვირტებზე, ყვავილებზე,
ფოთლებზე, რტოებსა და ნაყოფებზე. სიმპტომები თავდაპირველად ჩნდება
გაზაფხულზე, ფოთლების ქვედა მხარეს, ტოტების ბოლოში. ვითარდება სოკოვანი
ნადების ლაქები, რომლებიც ფარავენ მთელ ფოთოლს. დაავადებული ფოთლები
ვიწროვდება, ნაოჭდება, წყდება მათი ზრდა და საბოლოოდ ხმება. ფოთლის
ქვედა ზედაპირზე ჩნდება შავი ფერის წინწკლები, თუმცა უფრო ხშირად ისინი
ჩნდება რტოებზე. ესენია სოკოს ნაყოფის წარმომქმნელი სტრუქტურები. სოკო
სწრაფად ვრცელდება რტოებზე, რომელთა ზრდაც წყდება. შესაძლოა რტოების
ბოლოებიდან დაიწყოს ხმობა. მომდევნო გაზაფხულზე დაინფიცირებული
კვირტებიდან წარმოქმნილი ფოთლები და ყვავილები აღმოჩნდებიან
დაავადებულები. დაავადებულ ნაყოფს ზედაპირზე უვითარდება თხელი ქსელის
მაგვარი დეფექტი, რომელიც არის მოწითალო მოხაკისფრო. ამ დაავადების
გამომწვევი ორგანიზმი არის სოკო Podosphera leucotricha. ამ სოკოს აქვს
კონიდიალური და ჩანთიანი ნაყოფიანობა. იზამთრებს მიცელიუმის სახით
დაინფიცირებულ კვირტებში. 28 გრადუსზე სოკო კვდება კვირტებში. მას უყვარს
ტენიანი გარემო. წყალი მის გავრცელებაში ხელს არ უწყობს, მარამ არც კლავს.
ნაცრით დაინფიცირება ხდება მაშინ როდესაც ჰაერის ტენიანობა აღემატება 90%-ს
ხოლო ტემპერატურა არის 10-25 გრადუსის ფარგლებში.
Gimnosporangium
ვაშლის ჟანგა - ამ დაავადებას იწვევს გიმნოსპორანგიუმის სხვადასხვა სახეობა.
არსებობს სამი ტიპის: კედარ-კომშის, კედარ-კუნელის და კედარ-ვაშლის. სამივე
ჟანგას დაავადების ციკლი არსებითად არ განსხვავდება. სოკო იზამთრებს
მიცელიუმის სახით ღვიაზე არსებულ გალებში. გაზაფხულზე ამ გალებიდან ამოდის
ნარინჯისფერი ჟელატინისებრი სპორამატარებელი რქები, რომლებშიც
ტელიოსპორებია მოთავსებული. თითოეული ტელიოსპორა წარმოქმნის 4-8
ბაზიდიოსპორას, რომლებიც ჰაერში გამოიტყორცნებიან და გადაიტანებიან ქარის
მეშვეობით ვაშლზე. ვაშლის ზედაპირზე მაგრდებიან და წარმოქმნიან
პიკნიდიუმებს. ვაშლს ფოთლებზე უვითარდება საკმაოდ დიდი წითელი არშიით
შემოვლებული ჟანგისფერი ლაქები. ფოთლის ფირფიტა ხშირად მთლიანად
ლაქებითაა დაფარული.
Venturia inaequalis
ვაშლის ქეცი - ეს ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ვაშლში. ის აავადებს
ვაშლის ყველა ორგანოს, განსაკუთრებით ფოთოლს და ნაყოფს. ქეცის
განვითარება გაზაფხულზე იწყება. დაავადებას სოკო Venturia inaequalis იწვევს.ის
იზამთრებს მიწაზე, წინა წლის ჩამოცვენილ დაინფიცირებულ ფოთლებში,
გამოიყოფა წვიმიან პერიოდში და ვრცელდება ქარის საშუალებით. დაავადება
ადრევე ეტყობა მცენარეს. ფოთოლზე ჩნდება მოყვითალო ფერის ლაქები,
რომლებიც შემდეგ შავი ფიფქით იფარება, რომელიც ფოთლის დიდ ნაწილს
იკავებს.

ვაზის დაავადებები
Plasmospora viticola
ვაზის ჭრაქი - აავადებს ყლორტებს, ფოთლებს, ყვავილებს, მკვახე და მწიფე
ნაყოფებს. დაავადებულ ორგანოებზე ჩნდება ყვითელი ლაქები, რომლებიც
შემდეგ ყავისფრდება. ფოთლები ხმება და ყლორტები იშლება. მისი გამომწვევია
ოომიცეტია, რომელიც იზამთრებს ნიადაგში, აქვს მიცელიუმი და ივითარებს
ოოსპორებს. ღივდება გაზაფხულზე. ოოსპორები გადაიქცევიან ზოოსპორებად და
ზოოსპორების საშუალებით ხდება ინფექცია. ხელს უწყობს მზიანი და ტენიანი
ამინდების მონაცვლეობა. გადადის ქარით.
Ucinulla spiralis
ვაზის ნაცარი - აავადებს ყლორტებს, ფოთლებს, ყვავილებს, ნაყოფებს.
დაავადებულ ორგანოებზე ვითარდება ნაცრისფერი ფიფქი, შემდეგ კი ფიფქზე
შავი წერტილები წარმოიქმნება. ყლორტები უხეში და მტკიცე ხდება. ნაყოფი
ნაცრისფერი ფიფქით იფარება, შავდება და შემდეგ ცვივა. ავადმყოფობის
ძლიერი განვითარების შემთხვევაში ხდება ტოტების ზრდის შეფერხება და ხმობა.
გამომწვევ სოკოს აქვს კონიდიალური და ჩანთიანი ნაყოფიანობა.
კლეისტოციტები იზამთრებენ ვაზის მერქნის ნაპრალებში. გაზაფხულზე
კლეისტოციტებიდან გამოიყოფა ასკოსპორები, რომლებიც შემდეგ ქარით
გადადის და არიან პირველადი ინოკულანტები. სოკო მეორე ტიპის სპორებსაც
წარმოქმნის, რომლებიც მეორადი ინოკულანტები არიან. მიცელიუმი, რომელზეც
ისინი წარმოიქმმნებიან ნაცრის ეფექტს ტოვებენ ქსოვილზე.
Gloesporium ampleofagum
ვაზის ანთრაქნოზი - აავადებს ყვავილებს, ფოთლებს, ნაყოფს და ყლორტებს.
წარმოიქმნება ჩაზნექილი დამწვრისებური, მოყავისფრო-მოშავო ლაქები, შემდეგ
ისინი იზრდებიან. ლაქების ზრდასთან ერთად ხდება ქსოვილის დაშლა.
გამომწვევი სოკო ელსინო ამპელინაა, რომელსაც აქვს როგორც კონიდიალური
ისე ჩანთიანი ნაყოფიანობა. იზამთრებს ვენახში სკლეროციების სახით,
დაინფიცირებულ ყლორტებზე. ღივდებიან გაზაფხულზე. დაავადების
განვითარების სიჩქარეზე ტემპერატურა ახდენს გავლენას .გამოზამთრება ხდება
დაავადებულ ქერქში და მარცვალში მიცელიუმის სახით. ყლორტი იშლება, ტყდება
ირღვევა მცენარის წვენთა მოძრაობა და მცირდება მოსავლიანობა.
Coniothirium diplodiella
ყურძნის თეთრი სიდამპლე - გამომწვევი მიზეზია დიპლოდიელა უსრული სოკო,
პიკანდიუმებით. სოკოების ყველაზე დიდი კლასი, რომელთაც აქვთ
მრავალუჯრედიანი, კარგად დატოტვილი მიცელიუმი და უსქესოდ მრავლდებიან.
თავდაპირველად ისინი უფერულები არიან მაგრამ შემდეგ მუქდებიან.
კონიდიუმები წვიმიან ამინდში გამოდიან, მაშინ როდესაც პიკნიდიუმის წვერზე
წყლის წვეთები მოხვდება. აავადებს ვაზის ყველა ორგანოს: ფოთლებს, ღეროებს
და მტევნებს. ფოთლის ფირფიტაზე ჩნდება ყავისფერი ლაქები.
Guignardia bacceae
ყურძნის შავი სიდამპლე - ავადდება მარცვალი შრება. არ მუმიფიცირდება. ჯერ
ჩნდება ფოთლებზე მოყვითალო ლაქების სახით, რომელსაც უვითარდებათ მუქი
საზღვრები. შემდეგ ემატება შავი წინწკლები. ნაყოფზე მცირე ზომის, მრგვალი
ლაქები, რომლებიც ალპობს მარცვლებს. აქვს მოშავო-მოლურჯო ფერის
წერტილები. ვითარდებიან გაზაფხულზე, ფოთოლზე წარმოქმნილი კონიდიები
ვრცელდებიან წვიმის შხეფებით. მას ხელს უწყობს ყურძნის ჭია. გამომწვევი
ორგანიზმი არის სოკო, რომელსაც აქვს ჩანთიანი და კონიდიალური
ნაყოფიანობა. იზამთრებს ლერწმისა და ნაყოფის მუმიებში. გაზაფხულზე, სველი
ამინდების დროს, დაინფიცირებულ ქსოვილებზე არსებული პიკნიდიები
ისრუტავენ წყალს და ხდება კონიდიების გამოყოფა. კონიდიები ვრცელდება
წვიმის შხეფებით და მათ შეუძლიათ ნებისმიერი ახალგაზრდა ქსოვილის
დაინფიცირება. დაინფიცირებისთვის აუცილებელია ვაზის ზედაპირზე წყლის
ფენის არსებობა.
Botrytis cinerea
ყურძნის კეთილთვისებიანი სიდამპლე - ბოტრიტის სოკო იზამთრებს ნიადაგსა და
ვაზზე, წარმოქმნის სკლეროციებს, რომლებიც რეზისტენტულნი არიან
არახელსაყრელი პირობების მიმართ. ამის შემდგომ კი წარმოქმნის კონიდიებს . ამ
სოკოს აქვს როგორც კონიდიალური ნაყოფიანობა, ისე ჩანთიანი. ღივდებიან
გაზაფხულზე, ხელს უწყობს ხშირი წვიმები, ნისლი და ტენი.

კენკროვანთა დაავადებები
Gloesporium ribis
მოცხარის შავი ანთრაქნოზი - ფოთლებზე ვითარდება წვრილი ჩაზნექილი მურა
ფერის ლაქები. ლაქები თანდათან ცვივა. 2-3 წელში ბუჩქები კარგავენ
პროდუქტიულობას.
Gloesporium venetum
ჟოლოს ანთრაქნოზი - ავადდება ფოთლები და ყლორტები, რომლებზეც ჩნდება
იისფერი ჩაზნექილი ლაქები, შემდეგ კი ნაცრისფრდება. ფოთლები ხმება და
ცვივა. ყლორტები ხმება.
Colletotrichum fragariae
მარწყვის ანთრაქნოზი - ეს დაავადება გამოწვეულია სოკოს ორი მსგავსი
სახეობით და ყველაზე გავრცელებულია თბილ რეგიონებში. დაავადებისთვის
დამახასიათებელია მთლიანი მცენარის მოულოდნელი და სწრაფი ჭკნობა.
შეიძლება რამდენიმე დღეში მთელი ნარგავები დაიღუპოს. ანთრაქნოზით
დაავადებულ ქსოვილს ემჩნევა მოწითალო-მოყავისფრო ლაქები. ამ
დაავადებასთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულია თბილ და ტენიან პირობებში.
ჯანმრთელ ნერგებზე პათოგენი შეიძლება გავრცელდეს წვიმის წყლის შეშხეფებით
ან სარწყავი სისტემით.
Colletotrichum acutatum
მოცვის ანთრაქოზი - დაავადებულ ფოთლებზე მკვეთრი არშიის მქონე მოწითალო
ყავისფერი ლაქებია. ნაყოფებზე ჩაზნექილი უბნებია, რომლებზეც,
ნარინჯისფერი ფიფქი ვითარდება. ასეთივე უბნები წარმოიქმნება
ყლორტებზეც.

You might also like