You are on page 1of 1

1. როგორ ვებრძოლოთ ბარდას დაავადებებს?

განვიხილავ ბარდის 2 დაავადებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას: ბარდას


ასკოქიტოზი და ჟანგა. ასკოქიტოზის დროს ზიანდება ბარდას პარკი,ფოთლები და
ღერო. ყველგან ერთი და იგივე ფერის ლაქებია.ეს არი სოკოვანი დაავადება, რომლის
განვითარებაც სინოტივის პერიოდში ხდება. დაავადება ვრცელდება ბარდის თესლით
და ნარჩენებით, ამიტომ ბრძოლის ერთ-ერთი ღონისძიებაა საღი თესლის თესვა,
ნარჩენების გასუფთავება, თესლის თესვისწინა დამუშავება და სწორი თესლბრუნვა
(3-წლიანი თესლბრუნვა). აგროტექნიკური ღონისძიებებიდან აღსანიშნავია, ნიადაგის
ღრმად მოხვნა მოსავლის აკრეფისთანავე და ჰიგიენა. ამ დაავადების წინააღმდეგ
შემდეგი ფუნგიციდების გამოყენებაა საჭირო: რექს დუო,კს 497 გ/ლ (თ), (4)
(თიოფანატ-მეთილი 310+ეპოქსიკონაზოლი 187). შესხურება ვეგეტაციის პერიოდში
პროფილაკტიკის მიზნით ან დაავადების პირველი ნიშნების გამოჩენისას, შემდეგი -
14-16 დღიანი ინტერვალით; ინდაზოლი, ეკ 500 გ/ლ (კარბენდაზიმი). თესლის
შეწამვლა (5-10 ლ/ტ თესლზე); მაქსიმი, სკ 25 გ/ლ (ფლუდიოქსონილი). თესლის
შეწამვლა თესვის წინ.
ჟანგა ორბინიანი სოკოა, რომელიც ცხოვრობს რძიანაზე და ბარდაზე. დაავადება ჯერ
რძიანაზე ჩნდება და შემდეგ გადადის ბარდაზე. დაავადებულ რძიანას მოყვითალო
ფერი აქვს. მისი ზრდა ფერხდება და უამრავი ნარინჯისფერი ლაქა ჩნდება
ფოთოლზე. ბრძოლის ღონისძიებები ასეთია: ნათესების ახლო გარდამავალი
მკვებაზი მცენარის მოსპობა, არანაკლებ 3-წლიანი თესლბრუნვა; სათესლე,
სასელექციო და საკოლექციო ნაკვთებზე დასაშვებია ფუნგიციდების შესხურება.
ფუნგიციდები: (თიოფანატ-მეთილი 310+ეპოქსიკონაზოლი 187). შესხურება
ვეგეტაციის პერიოდში პროფილაკტიკის მიზნით ან დაავადების პირველი ნიშნების
გამოჩენისას, შემდეგი - 14-16 დღიანი ინტერვალით; ალტო სუპერი, ეკ 250+80 გ/ლ
(პროპიკონაზოლი+ციპროკონაზოლი). შესხურება ჟანგას ერთეული პუსტულების ან
ნაცრის პირველი ნიშნების გამოჩენისას და 7 დღის შემდეგ.
2. რა ვიცით ჩანთიანი სოკოების შესახებ? (ზოგადი დახასიათება)
ჩანთიანი სოკოებისთვის დამახასიატებელია კარგად განვითარებული, დატოტვილი
მრავალუჯრედიანი მიცელიუმი, რომელიც სხვადასხვა სახის გამრავლების ორგანოს
იძლევა; მათი განვითარების ციკლში ჩანთების ანუ საკების მიღება აუცილებელია.
ჩანთიანი სოკოების წარმომადგენელთა უმრავლესობას პლეომორფიზმიც ახასიათებს
და ჩანთის გარდა, სხვადასხვა ფორმის კონიდიურ ნაყოფიანობასაც იძლევა. უჯრედის
გარსი ცელულოზასთან ერთად ქიტინსაც შეიცავს.
ასკები ტიპურ შემთხვევებში რვა სპორიანია, იშვიათად სპორების რაოდენობა 8-ზე
მეტი ან ნაკლებია.
ასკოსპორების წარმოქმნას უსათუოდ წინ უსწრებს ჩანთიანი სოკოების სქესობრივი
გამრავლება, რის გამოც ჩანთიან ნაყოფიანობას სრულყოფილ სტადიად თვლიან და
ასკოსპორებს სქესობრივ სპორებს უწოდებენ.

You might also like