You are on page 1of 3

სასუქების გამოყენების წლიური, კალენდრული და საერთო მოთხოვნილების გეგმები

სასუქების გამოყენების სისტემის შემუშავებისას , ყოველწლიურად ადგენენ


სასუქების გამოყენების წლიურ და კალენდრულ გეგმებს, რომელთა ამოცანას შეადგენს :

1. საკვები ელემენტების ნორმების დადგენა ცალკეული კულტურებისთვის


თესლბრუნვის ყოველი მინდორისათვის.

2. საკვები ელემენტების ნორმების დაზუსტება და კორექტირება - კულტურის შეცვლისას


თესლბრუნვაში, კლიმატის შეცვლისას, ორგანული სასუქების გამოყენებისას,
პარკოსნების თესვისას, მოკირიანებისას და სხვ.

3. სასუქების ფორმების შერჩევა. მჟავე ნიადაგზე თესვის დროს გამოყენებული უნდა იქნეს
სუპერფოსფატი 0,5 ნორმით, დარჩენილი 0,5 ნორმა შეტანილი უნდა იქნას მზრალად ხვნის
წინ, ფოსფორიტის ფქვილის სახით. ორგანული სასუქების მრავალი ფორმიდან
გამოყენებული უნდა იქნეს ის, რომელიც ყველაზე მაღალ და ხარისხიან მოსავალს
იძლევა.

4. განისაზღვროს ცალკეულ კულტურათა საერთო მოთხოვნილება ორგანულ და


მინერალურ სასუქებზე.

5. განაწილებული იქნეს სასუქები მათი შეტანის ვადების მიხედვით.

6. განისაზღვროს სასუქების შეტანის ვადები და ხერხები.

7. შერჩეული იქნეს სასუქების შესატანი მანქანები

8. სასუქების გამოყენების წლიურ გეგმაში მოცემულია კულტურების გადაადგილების


სქემა, მათ მიერ დაკავებული ფართობები, ცალკეული მინდვრების და კულტურების
უზრუნველყოფა საკვები ელემენტებით, ბალანსური მეთოდით გაანგარიშებული საკვები
ელემენტების ნორმები, რომლის რიცხობრივი მონაცემები ცხრილში ჩასმულია
მრიცხველში, მნიშვნელში საკვები ელემენტის ნორმა გადაყვანილია სასუქების ფიზიკურ
წონაში. ცხრილის შემდეგ გრაფაში მოტანილია ცალკეული კულტურების ქვეშ , ძირითად
განოყიერებაში, თესვისას და დამატებით გამოკვებაში შესატანი საკვები ელემენტების
დოზები და მათი შესაბამისი სასუქების ფიზიკური მასები.

საკვები ელემენტების ოპტიმალური თანაფარდობის დადგენა თესლბრუნვაში

კულტურის ბიოლოგიური თავისებურებანი განსაზღვრავს არა მარტო გამოტანილი


საკვები ელემენტების რაოდენობას, არამედ მათ მიერ შეთვისებული საკვები
ელემენტების ურთიერთშეფარდებასაც. გარდა ამისა, საკვები ელემენტების
თანაფარდობა დამოკიდებულია ნიადაგის აგროქიმიურ მაჩვენებლებზე , თვისებებზე ,
გასარწყავებაზე, ამინდის პირობებზე, საკვები ელემენტების გამოყენების
კოეფიციენტებზე, გამოყენებული სასუქების ფორმებზე, ნორმებზე, შეტანის ვადებსა და
სხვა ფაქტორებზე.

აზოტის, ფოსფორის და კალიუმის ოპტიმალური ნორმების შეფარდება


მარცვლოვან კულტურებში შეადგენს 1,2:1,0:0,8; სასილოსე კულტურებში - 0,8:1,0:0,7:
შაქრისა და საკვებ ჭარხალში - 1,0:1,0:1,0; მზესუმზირის შემთხვევაში - 0,75:1,0:0,75:
თამბაქოს ქვეშ - 0,7:1,0:1,2; ვენახში და ხეხილში - 1,0:1,0:0,8; ციტრუსებში - 1,2-1,5:1,0:0,75;
ჩაიში - 1,5:1,0:0,8.

ორგანული სასუქების ნორმებისა და ადგილის დადგენა თესლბრუნვაში

ნაკელის ნორმა თესლბრუნვაში სხვადასხვა კულტურისათვის ერთნაირი არ არის.


ხვნის დროს შესატანი ნაკელის ნორმა დამოკიდებულია მისი დასლის ხარისხზე ,
კულტურის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე . საშუალოდ
მისი ნორმა 15-50 ტონის ფარგლებში ცვალებადობს.

პურეული მარცვლეულის ქვეშ ძირითადი ხვნის წინ შეაქვთ 15-30ტ ნაკელი.


სასილოსე, ბოსტნეული კულტურების, კარტოფილის და ძირხვენების გაანოყიერებლად -
20-50ტ/ჰა. სუსტად დაშლილი ნაკელის უფრო მაღალ ნორმებს იყენებენ. ტენით
უზრუნველყოფილ ზონაში, ურჩევენ კარგად დაშლილი ნაკელის 12-15ტ/ჰა გამოყენებას.
ნაკელის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან სათოხნი კულტურები, ვიდრე პურეული
მარცვლოვნები. სიმინდის ქვეშ რეკომენდებულია 40-50ტ ნაკელის გამოყენება, კიტრის
ქვეშ რეკომენდებულია 40-50 ტ ნაკელის გამოყენბა, კიტყრის ქვეშ - 60-100ტ-ის.

ყველა კულტურის ქვეშ ნაკელის ნორმის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა


იქნეს მიღებული ნიადაგში ჰუმუსისა და საკვები ელემენტების მოძრავი ფორმების
შემცველობა. რაც უფრო ღარიბია ნიადაგი ჰუმუსისა და საკვები ელემენტების მოძრავი
ფორმებით, თუ საშუალება არსებობს, მეტი ნაკელი უნდა შევიტანოთ. ნაკელის ნორმა
უფრო დაბალია მსუბუქ თიხნარ ნიადაგებზე, ვიდრე თიხნარ და მსუბუქ თიხიან
ნიადაგებზე.

განსაკუთრებით მაღალ ეფექტს ნაკელი იძლევა ტენიან სუბტროპიკულ ზონაში


ციტრუსოვანი კულტურების ქვეშ, სადაც ის პირველ რიგში შეაქვთ მძიმე ჩამორეცხილ და
ჰუმუსით ღარიბ ნიადაგებზე 4 წელიწადში ერთხელ: ჩაის, ციტრუსების და დაფნის
პლანტაციაში - 50ტ/ჰა, ვენახში და ხეხილის ქვეშ - 40-50ტ/ჰა, თამბაქოს ნარგაობაში -
20ტ/ჰა. საერთოდ, ნაკელის მიმართ მაღალმომთხოვნი კულტურების - კიტრის,
კარტოფილის, შაქრისა და საკვები ჭარხლის და ციტრუსოვანი კულტურების ქვეშ,
უმჯობესია ნაკელის მაღალი ნორმის ერთჯერადი გამოყენება. სხვა კულტურების
გასანოყიერებლად თიხნარ ნიადაგებზე ყოველწლიურად საჭიროა 810ტ /ჰა ნაკელი ,
მსუბუქ ნიადაგებზე - 15-20ტ/ჰა.

ორგანული სასუქების გამოყენებისას, ყურადღება უნდა მიექცეს როგორც


მცენარეთა ბილოგიურ თავისებურებებს, ისე სასუქისგან მიღებულ ეკონომიკურ ეფექტს .
ბოსტნეული კულტურების თესლბრუნვაში ნაკელი პირველ რიგში გამოყენებულ უნდა
იქნას ისეთი კულტურების ქვეშ, რომლებიც ხასიათდებიან ხანგრძლივი სავეგეტაციო
პერიდოთ, ვერ იტანენ ხსნარის მაღალ კონცენტრაციას და დიდ მოთხოვნებს აყენებენ
ნახშირბადოვან კვებას. ასეთია კიტრი. მის გასანოყიერებლად , ნაკელთან ერთად ,
აუცილებელია მინერალური სასუქების დაბალი ნორმების გამოყენება .

თუ თესლბრუნვაში ჩართულია კობმოსტო და ძირხვენები, რომლებიც უკეთ იტანენ


ნიადაგის ხსნარის გადიდებულ კონცენტრაციას, ძლიერ აღარიბებენ ნიადაგს საკვები
ელემენტებით, მათ ქვეშ, პირველ რიგში, შეიტანება ორგანული სასუქი და დასაშვებია
მინერალური სასუქების შედარებით მაღალი ნორმების გამოყენებაც .

მინდვრის კულტურათა თესლბრუნვაში ნაკელი პირველ რიგში შეაქვთ


საშემოდგომო და სათოხნი კულტურების ქვეშ. თუ დიდი რაოდენობით მზადდება ნაკელი ,
მაშინ ის გამოიყენება სხვა კულტურების ქვეშაც.

სტაფილოსა და ოხრახუშის ქვეშ ახალი და ნახევრად გადამწვარი ნაკელის


შეტანისას, ადგილი აქვს ძირების ორად გაყოფას, რითაც ეცემა მოსავლის ხარისხი .
ამიტომ, ეს კულტურები უმჯობესია მოვიყვანოთ ნაკელის შეტანიდან მე-2 მე-3 წელს, ან
შევიტანოთ კარგად დაშლილი ნაკელი.

You might also like