You are on page 1of 2

მინდვრის ცდის ჩატარების პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს ცდის ერთდროულ ანუ თანამდევ გამოკვლევებს, რომელიც

საშუალებას გვაძლევს ავხსნათ ცდის ვარიანტების განსხვავებული შედეგები.დაკვირვებები წარმოებს როგორც მცენარეზე,
ისე გარემო პირობებზე.იმის მიხედვით, თუ რა საკითხია ცდაში , შესასწავლი ყურადღება მახვილდება მცენარისზრდა -
განვითარების, ან გარემო ფაქტორების მოქმედების ამა თუ იმ მხარეზე .გამოკვლევის პროგრამა და მეთოდიკა ცდის
დაყენებამდე უნდა შემუშავდეს მის წინაშე დასახული ამოცანების შესაბამისად.ფენოლოგიური დაკვირვებები ცდაში
შესასწავლი ღონისძიებანი გავლენას ახდენენ მცენარეთა ზრდა - განვითარების ცალკეული ფაზის ხანგრძლიობაზე .
ფენოლოგიური დაკვირვებების დროს აღირიცხება მცენარის ზრდა -განვითარების გარეგნულად თვალსაჩინო ძირითადი
ფაზების დასაწყისი და ფაზის მასიური ანუ სრული პერიოდი . დასაწყისად ითვლება ის დრო , როდესაც აღნიშნულ ფაზაში
შევა დანაყოფის მცენარეთა დაახლოებით 10%, სრულად ითვლება ის დრო , როცა იგი აღინიშნება მცენარეთა 75%-
ზე...სარეველების აღრიცხვა დასარევლიანების შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ ცდებში , რომელშიც
შეისწავლება: • ნიადაგის დამუშავება, • ჰერბიციდების ეფექტიანობა , • აგროტექნიკური ღონისძიებები . ცდაში სარეველების
აღრიცხვა სხვადასხვა პერიოდში წარმოებს. როდესაც ცდის მიზანია სარეველა მცენარეების წინააღმდეგ ბრძოლის
ღონისძიებების დამუშავება, აუცილებელია ნიადაგის და დასარევლიანების შესწავლაც . ნიადაგის ნიმუშების ასაღებად
გამოიყენება სპეციალური სინჯები, რომელსაც იღებენ სახნავ ფენაში 0-5; 5-10; 10-15; 15-20, 20-40, 40-60 სმ სიღრმეზე.
დასარევლიანების შესწავლა ორი მეთოდით შეიძლება : თვალზომითი და რაოდენობრივ - წონითი . თვალზომითი შეფასება
ხდება მალცევის ოთხბალიანი წესით. დიაგონალების გაყოლებით (რიგები ვაზის შემთხვევაში _დმ ) დეტალურად
ათვალიერებენ დანაყოფს და თითოეული სარეველას გავრცელების სიხშირის მიხედვით იწერება ბალი : 1. სარეველა
გვხვდება ცალკეული ეგზემპლარების სახით; 2. სარეველა გვხვდება უფრო მეტი , მაგრამ მასაში თვალსაჩინო არ არის ; 3.
გვხვდება ხშირად, მაგრამ კულტურული მცენარეები ჭარბობენ ; 4. გვხვდება მთლიანი მასის სახით , კულტურული მცენარეები
დახშობილია. რაოდენობრივ - წონითი მეთოდი ითვალისწინებს 0,25-1,0 მ2 -ს ფართობის მოედნების გამოყოფას . სასინჯი
მოედნები დანაყოფზე ჭადრაკულად უნდა განლაგდეს. თითოეული მოედნიდან ფესვებიანად ამოითხრება სარეველები ,
დაითვლება და დაჯგუფდება ბიოლოგიური ტიპების მიხედვით ცალკეული სახეობები , განისაზღვრება ნედლი ან
ჰაერმშრალი მასის წონა. ნიადაგის ტენტევადობა ნიადაგის ტენიანობაზე დაკვირვება აუცილებელია ისეთ ცდებში ,
რომლებიც ეხება ნიადაგის დამუშავებას და მორწყვის საკითხებს . ამისათვის იღებენ ნიადაგის სინჯებს სახნავი ფენის
სხვადასხვა სიღრმეზე 0-10; 10-20; 20-30 სმ. მორწყვასთან დაკავშირებულ ცდებში ნიადაგის ნიმუშები აიღება ცდაში
მონაწილე მცენარის ფესვთა სისტემის გავრცელების აქტიური ფენის სიღრმეზე . ნიადაგის ტენიანობის შესასწავლად
ნიმუშების აღების მეთოდიკა დამოკიდებულია ნიადაგის ტიპზე , რელიეფზე , ნიადაგის დამუშავების სისტემაზე ,
დასარევლიანებაზე და სხვა ფაქტორებზე. აღებული ნიმუშების დამუშავება წარმოებს ლაბორატორიაში , არსებული წესის
მიხედვით.შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტენიანობის განაზღვრისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებიც , რომლებიც
ნაკვეთშივე საშუალებას იძლევა განსაზღვრული იქნას ნიადაგის ტენიანობა . თუმცა უფრო ზუსტი ციფრობრივი მასალის
მიღება ლაბორატორიაშია შესაძლებელი...ნიადაგის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების შესწავლა ნიადაგის ფიზიკურ-
ქიმიური თვისებების შესწავლა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ცდაში გამოცდილი ღონისძიებების გავლენა •
ნიადაგის სტრუქტურაზე, • მჟავიანობაზე, • ნიტრატების დინამიკასა • სხვა თვისებებზე , სინჯების ასაღები წერტილების
განსაზღვრა უმჯობესია რენდომიზაციის მეთოდით.მეტეოროლოგიური დაკვირვებანი როგორც სტაციონარულ, ისე
საწარმოო ცდებში აუცილებელია მეტეოროლოგიური დაკვირვებების ჩატარება , რადგანაც ცდაში გამოსაცდელი ესა თუ ის
ღონისძიება გარკვეულ ცვალებადობას განიცდის ამინდის პირობების გავლენით . უმჯობესია , რომ მეტეოროლოგიური
სადგური იყოს ცდების წარმოების ადგილზე. თუ ასეთი არ არის , უნდა ვისარგებლოთ უახლესი მეტეოროლოგიური
სადგურის მონაცემებით და ეს მონაცემები შევავსოთ ადგილზე თვალზომით (ვიზუალური ) დაკვირვებით . მკვლევარს
დღიურში შეაქვს ამინდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები (სეტყვა , ნალექი , ჭირხლი , მოღრუბლულობა , ქარი , ნისლი
და სხვ.). განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ მოვლენებს , რომლებიც დიდად მოქმედებენ მოსავლიანობაზე .
ბიომეტრიული გამოკვლევები ბიომეტრიული გამოკვლევები საშუალებას იძლევა დავადგინოთ ცდაში გამოსაცდელი
ღონისძიებების გავლენა ცალკეული ვარიანტის მცენარეთა ზრდა -განვითარების ინტენსივობაზე , განსხვავება სიმაღლეში ,
შეფოთვლაში, დატოტვაში, მცენარეთა დგომის სიხშირეში . მრავალწლოვან ნარგავებში , მაგ . ხეხილზე (ვაზზე _დმ )
წარმოებულ ცდებში, გამოკვლევა წარმოებს • ღეროს სიმსხოში ზრდაზე , • წლიურ ნაზარდზე , • ფოთლის ფართზე , •
კვირტების რაოდენობაზე, • ნაყოფის ზომაზე, • ანასხლავის წონაზე, • სხვა. მოსავლის სტრუქტურა მოსავლის აღების წინ
დათვალიერდება სასინჯად აღებული ფართობები და მცენარეები . თუ ეს ფართობები და მცენარეები შეიძლება ამჟამადაც
დამახასიათებლად ჩაითვალოს დანაყოფისათვის იქიდანვე აიღება ნიმუშები ლაბორატორიული ანალიზისათვის . ყურძნის
შემთხვევაში აღირიცხება: • მექანიკურ-ქიმიური შედგენილობა • მტევნის რაოდენობა ერთ ძირზე • მტევნის საშუალო წონა
გრამობით • მარცვლების რაოდენობა მტევნებზე • მტევნის შემადგენლობა (მარცვალი , კლერტი , კანი , რბილობი , წიპწა ,
წვენი) • 100 მარცვლის წონა • 100 წიპწის წონა • შაქრიანობა • მჟავიანობა • pH ... მავნებლები და დაავადებები მცენარის
მოსავლის შემცირებაზე მოქმედ გარეგან უარყოფით ფაქტორთა შორის აღსანიშნავია მავნებლები და დაავადებანი ,
რომელთა გავრცელებაზე სპეციალური დაკვირვებების ჩატარებაა საჭირო . დაკვირვება წარმოებს ცალკეული
დანაყოფების მიხედვით. მავნებლების მიერ გამოწვეულ დაზიანებათა აღრიცხვა შეიძლება თვალზომით და მცენარეთა ან
მარცვლის (ნაყოფის) სინჯის ანალიზის საშუალებით. თვალზომური შეფასება წარმოებს 10 ბალიანი შკალის მიხედვით
პროცენტობით: 10, 20,30, 40, 50, 60, 70, 80, 90, 100%. ყველა შემთხვევაში უნდა აღინიშნოს დაზიანების ხასიათი (დაზიანებულია
მთელი მცენარე, თუ მხოლოდ მცენარის ნაწილები, ან თუ მოსპობილია მცენარეთა ჯგუფი ). მცენარეთა ანალიზი ტარდება იმ
მავნებლების გამოსარკვევად, რომელნიც ცხოვრობენ მცენარის ღეროს ან ნაყოფის შიგნით.მცენარეთა
ფიტოპათოლოგიური დაავადებების აღრიცხვისათვის ითვალისწინებენ ოთხ მაჩვენებელს : 1. დაავადებულ მცენარეთა
პროცენტს, 2. დაავადებული მცენარეებით დაკავებული ფართობის პროცენტს , 3. მცენარეთა ორგანოს დაავადების ხარისხს
4. დაავადებული ფოთლის ნაწილის ოდენობას პროცენტობით. მცენარეთა დაავადების აღრიცხვა ხუთბალიანი შკალით
წარმოებს: 1 ბალი = დაავადება ნაკლებია 10 %-ზე 2 ბალი = დაავადებულია მცენარეთა 10-25 % 3 ბალი = დაავადებულია
მცენარეთა 25-50 % 4 ბალი = დაავადებულია მცენარეთა 50-75% 5 ბალი = დაავადებულია მცენარეთა 75 %-ზე მეტი

You might also like