You are on page 1of 3

ქრომატოგრაფია

1. რა არის ქრომატოგრაფია
ქრომატოგრაფია არის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ხდება ამ თუ იმ ბიოლოგიურად აქტიური
ნივთიერებების (ცილები, ფერმენტები, დნმ, ვიტამინები, ანტიბიოტიკები, სხვადასხვა ჰორმონები და ა. შ.)
დაყოფა.
ეს არის სხვადასხვა ნივთიერებების და მათი ფიზიკო-ქიმიური თვისებების დასადგენი ანალიტიკური
მეთოდი. ქრომატოგრაფიით შესაძლებელია უცნობ ნიმუშში/ნივთიერებაში მისი შემადგენელი
კომპონენტების გამოყოფა, გასუფთავება და შესწავლა.
2. ქრომატოგრაფიის სახეები
ნივთიერებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ა) მოლეკულური მასით, ბ) მუხტით, გ) წყალში
ხსნადობით. შესაბამისად, გამოიყენება სხვადასხვა სახის მატრიცები (მატარებელი) რაზედაც ხდება
ნივთიერებების სხვადასხვა პრინციპებით დაყოფა.
მაგალითად:
 გელ-ფილტრაციული - მოლეკულური მასებით დაყოფა;
 იონცვლადი ქრომქტოგრაფია - მუხტების მიხედვით დაყოფა;
 ჰიდროფობული ქრომატოგრაფია - წყალში ხსნადობის პრინციპით დაყოფა.
3. რისი დადგენა/შესწავლა შეიძლება ქრომატოგრაფიით
ქრომატოგრაფიით შესაძლებელია სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაყოფა, სუფთა
სახით მიღება და ანალიზი (მათ შორის რაოდენობრივიც)
4. რა მნიშვნელობა აქვს ამ მეთოდის ცოდნას მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
ქრომატოგრაფია გამოიყენება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაში, ექსპრეს-ტესტებში. აღნიშნული
მეთოდებით ხდება იმ ნივთიერებების მიღება/დადგენა, რომლებიც წარმოადგენენ ამა თუ იმ დაავადების
გამომწვევ პათოგენს, ტოქსინს, ან რაიმე სხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას.
5. რა ეცოდინება სტუდენს ამ მეთოდის ათვისების შემდეგ
აღნიშნული მეთოდის ათვისების შემდეგ სტუდენტს (განსაკუთრებით სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებში
ჩართულ მედიკოსებს) ეცოდინება თუ რა პრინციპებით და მეთოდებით არის შესაძლებელი ამა თუ იმ
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა, გაწმენდა და სხვადასხვა ფიზიოლიგიური
თვისებების შესწავლა/ანალიზი, რამდენად ზუსტია მისი რაოდენობრივი მაჩვენებელი პაციენტისთვის
ლაბორატორიიდან მოსულ ანალიზის პასუხში და ა. შ.

თხელშრიანი ქრომატოგრაფია

თხელშრიანი ქრომატოგრაფია, ეს არის პროცედურა, რომელიც საშუალებას იძლევა დავადგინოთ ამათუ იმ ხსნარის
შემადგენლობა, მასში არსებული კომპონენტების შემცველობა (კონკრეტულად, რამდენი და რომელი კომპონენტისგან
შედგება ესა თუ ის ხსნარი).
თხელშრიანი ქრომატოგრაფიის დროს ხდება საკვლევი ხსნარის პროცესირება და შედარება უკვე ცნობილ
ნივთიერებასთან მინის ან რაიმე პლასტიკური მასალის (სილიკონი, ალუმინი) ფირფიტაზე.
ქრომატოგრაფიის ჩასატარებლად ხსნარის ძალიან მცირე ნაწილი კაპილარის მეშვეობით დაიტანება ფირფიტის
ყველაზე დაბალ ნაწილში. ფირფიტა თავსდება გამხსნელის თხელ ფენაში. ხსნარი კაპილარული ეფექტის შედეგად
ნელა მიიმართება ფირფიტაზე ზევით (მობილური ფაზა).
გამშრალი და დაყოფილი კომპონენტები შეიძლება დავინახოთ როდესაც ხსნარი შეფერილია. ვინაიდან,
ნივთიერებები ჩვეულებრივ არ არის შეღებილი, ვიზუალიზაციისთვის ვიყენებთ ულტრაიისფერ ნათურას.
ქრომატოგრაფიის ბოლოს ფირფიტა იღებება სპეციალური ხსნარით, რომელიც არის იმ ჯგუფის აღმომჩენი, რომელსაც
ვიკვლევთ. თუ საკვლევ სინჯში შეიღება რომელიმე ზონა და იგი აღმოჩნდა მარკერის გასწვრივ, ითვლება, რომ ეს
არის იგივე ნივთიერება.

გელ-ფილტრაციული ქრომატოგრაფია

გელ ფილტრაციული ქრომატოგრაფია (ე.წ. მოლეკულური საცერი) არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება
ნივთიერების დაყოფა მოლეკულური ზომის/მასისი მიხედვით.
გელ ფილტრაციულ ქრომატოგრაფიაში მუდმივი ფაზა, ანუ იგივე გელი, რაზეც ხდება დაყოფა, შედგება ზუსტად
განსაზღვრული ზომის ფოროვანი ბურთულებისაგან.
პატარა ზომის ცილები აღწევენ და ერთვებიან ბურთულების ფორებში და მათი გამოსვლა სვეტიდან ხდება გელ
ფილტრაციის ბოლოში.
დიდი მოლეკულური მასის მქონე ცილები არ ერთვებიან ბურთულებში, ამიტომ უპირველესად მათი ელუცია ხდება.

იმუნოქიმია
პრეციპიტაცია
1. პრეციპიტაციის მეთოდი
პრეციპიტაციის მეთოდით ხდება იმუნიზირებული ცხოველების სისხლში (შრატში) წარმოქმნილი
ანტისხეულების დადგენა. კვლევის პროცესში დიფუზიის შედეგად წარმოიქმნება პრეციპიტაციის ზონა
(ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსი) 2 ლუნკა-ს შორის.

2. რისი დადგენა/შესწავლა შეიძლება პრეციპიტაციის მეთოდით


პრეციპიტაციის მეთოდით შასაძლოა დადგინდეს წარმატებული არის თუ არა იმუნიზაციის სქემა, ანუ
იმუნიზაციის შედეგად დაიწყო თუ არა იმუნიზირებულმა ცხოველმა ანტისხეულების გამომუშავება.
3. რა მნიშვნელობა აქვს ამ მეთოდის ცოდნას მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
აღნიშნული მეთოდის შესწავლა მედიცინის დარგში მომუშავეს საშუალებას აძლევს დაადგინოს კვლევის
ობიექტში სხვადასხვა ალერგენის/ანტიგენის არსებობა და იმუნიზაციის (აცრის) შედეგი/ეფექტურობა ე.წ.
ორგანიზმის იმუნური პასუხი.
4. რა ეცოდინება სტუდენს ამ მეთოდის ათვისების შემდეგ
სტუდენტს (მკვლევარს) საშუალება ექნება მოახდინოს იმუნიზაციის (აცრის) სქემის ანალიზი. დაადგინოს
სხვადასხვა ფიზიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა და მათი ნახევრად რაოდენობრივი
ანალიზი (მაგ. სხვადასხვა სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობა).

ELISA-ს  მეთოდი

1. რა არის ELISA-ს მეთოდი
ეს არის მეთოდი, რომლის სასუალებითაც ხდება მიკროორგანიზმების (ბაქტერიები, ვირუსები), ჰორმონების,
ონკომარკერების, ზრდის ფაქტორების და სხვ. დადგენა/რაოდენობრივი ანალიზი

2. რა მნიშვნელობა აქვს ამ მეთოდის ცოდნას მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის


აღნიშნული მეთოდის შესწავლის შედეგად მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტს ეცოდინება ზემოაღნიშნული
ნივთიერებების ანალიზის პრინციპები და რაოდენობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობები.

3. რა ეცოდინება სტუდენს ამ მეთოდის ათვისების შემდეგ


აღნიშნული მეთოდის შესწავლის შედეგად სტუდენტს ეცოდინება თუ როგორ უნდა ჩაატაროს
ზემოთაღნიშნული ნივთიერებებისა და მიკროორგანიზმების კვლევა, მიღებული შედეგების ანალიზი და
მათი ინტერპრეტაცია.
DOT- ის მეთოდი

1. რა არის DOT- ის მეთოდი
DOT-ის  მეთოდით ისაზღვრება შრატის ტიტრი, სპეციფიურობა და ანტიგენის ნახევრად რაოდენობრივი
მაჩვენებელი. მეთოდის მაღალსპეციფიურობიდან გამომდინარე დღეისათვის DOT-ის მეთოდი წარმოადგენს
ერთადერთ საშუალებას, რომლითაც ისაზღვრება ვირუსების სხვადასხვა ტიპი.

2. რა მნიშვნელობა აქვს ამ მეთოდის ცოდნას მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის


აღნიშნული მეთოდით განისაზღვრება იმუნიზირებულ შრატში ანტიგენ-ანტისხეულის ტიტრი. აგრეთვე,
ვირუსული დაავადებების სხვადასხვა ფორმები, რაც მეტად მნიშვნელოვანია ეტიო-პათოგენეზული
მკურნალობისათვის. სპეციფიურობიდან და შესრულების ტექნიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ მეთოდს არ
გააჩნია ალტერნატივა.

3. რა ეცოდინება სტუდენს ამ მეთოდის ათვისების შემდეგ


სტუდენტი დაუფლებული იქნება მაღალი მგრძნობიარობისა და სპეციფიურობის მქონე მეთოდს, მის
მსვლელობას და ისეთ რთულ სადიაგნოსტიკო შემთხვევაში გარკვევას, როგორიცაა ვირუსების ტიპირება.
მკვლევარი შეძლებს იმუნური შრატის ისეთი მაჩვენებლების დადგენას, როგორიცაა სპეციფიურობა და
ტიტრი.

You might also like