You are on page 1of 16

კურორტოლოგია

კურორტოლოგია - მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი ფიზიკური


ფაქტორების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, მათ მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე, ადგენს
ჩვენება - უკუჩვენებებს და მკურნალობის კერძო მეთოდიკებს.

ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორების მიხედვით იყოფა შემდეგ სახეებად:


– სამედიცინო კლიმატოლოგია, კლიმატოთერაპია;
– ბალნეოლოგია, ბალნეოთერაპია;
– პელოიდოლოგია, პელოიდოთერაპია

კურორტი – არის ადგილი, რომელსაც აქვს სათანადო პირობები იმისათვის, რომ


ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორები (კლიმატი, მინერალური წყალი, სამკურნალო ტალახი)
გამოყენებულ იქნას პროფილაქტიკის, მკურნალობის და რეაბილიტაციის მიზნით.

კურორტული მკურნალობის ზოგადი უკუჩვენებები

1. ნებისმიერი დაავადების მწვავე სტადია ან ქრონიკული სტადიის


გამწვავება,
2. ონკოლოგიური დაავადებები,
3. ტუბერკულოზი – აქტიური სტადია,
4. სისხლის სისტემური დაავადებები გამწვავების სტადიაში,
5. მწვავე ინფექციური დაავადებები,
6. ფსიქიკური დაავადებები,
7. კახექსია,
8. ვენერიული დაავადებები,
9. ორსულობა 26-ე კვირის შემდეგ.
ბალნეოლოგია (იხ. დანართი)

მინერალური წყლის შეფასების კრიტერიუმები :

I. მინერალური წყლის მინერალიზაცია უნდა აღემატებოდეს 2 გ/ლ


– 0-2 გ/ლ – მტკნარი წყალი
– 2-5 გ/ლ – დაბალი მინერალიციის (“კობი”,“საირმე”,“ლიკანი”, “მიტარბი”)
– 5-10 გ/ლ – საშუალო მინერალიზაციის (“ბორჯომი”, “ნაბეღლავი”)
– 10-15 გ/ლ – მაღალი მინერალიზაციის
– 15-35 გ/ლ – ზემაღალი მინერალიზაციის
– 35-ზე მეტი – ნაჯერი (“ლუგელა”)

სამკურნალო მინერალური წყალი – წყლის მინერალიზაცია აღემატება 10 გ/ლ.


ასეთი წყალი ინიშნება აუცილებლად ჭამის შემდეგ, დოზირებულად (ბავშვებში –
1-1 ჩაის კავზი 3 ჯერ დღეში, მოზრდილებში – 1-1 სუფრის კოვზი 3 ჯერ დღეში).
ამ ჯგუფს მიეკუთვნება მინერალური წყალი “ლუგელა”. ეს არის კალციუმის ქლორიდის
ნაჯერი მინერალური წყალი, რომლის მინერალიზაციაა 55-60 გ/ლ. ეს წყალი ინიშნება ჭამის
შემდეგ ჩაის ან სუფრის კოვზით შემდეგი პათოლოგიების დროს: ოსტეოპოროზი, ძვლის
მოტეხილობა, რაქიტი, პარადონტოზი, ალერგიული დერმატიტი.

სამკურნალო – სუფრის მინერალური წყალი – წყლის მინერალიზაცია 2-10 გ/ლ.


ასეთი წყალი სამკურნალოდ ინიშნება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ (ჩვენებების მიხედვით)
რაოდენობით – 3 მლ 1 კგ წონაზე.
ამ ჯგუფს მიეკუთვნება: “ბორჯომი”, “საირმე”, “ნაბეღლავი”, “მიტარბი”, “კობი”

II. მინერალური წყალი შეიცავს გარკვეულ აირების


– ნახშირმჟავა – “ბორჯომი”, “საირმე”, “ნაბეღლავი”, “მიტარბი”
– გოგირდწყალბადი – “თბილისი”, “ცაიში”, “მენჯი”, “ნუნისი”
– რადონი – “წყალტუბო”
– მეთანი – “ უჯარმა”
ნახშირმჯავა წყლები გამოიყენება შინაგანი მიღებისათვის (სასმელად, საინჰალაციოდ,
პირის ღრუს ირიგაციის მიზნით)
გოგირდწყალბადიანი, რადონული და მეთანური წყლები გამოიყენება სააბაზანოდ

III. მინერალური წყალი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მიკროელემენტებს


– იოდი ( I ) – “უჯარმა”
– ბრომი ( Br ) – “უჯარმა”, “ლუგელა”
– რკინა ( Fe ) – “წაღვერი”, “ძუღური”
– დარიშხანი ( As ) – “ავადხარა”, “ვარძია”

IV. მინერალურ წყალს გააჩნია გარკვეული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (pH, T0C)

V. მინერალური წყალი ახდენს გარკვეულ ზეგავლენას ადამიანის ორგანიზმზე

წყალი მინერალურია, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ კრიტერიუმს მაინც.

მინერალური წყლების კლასიფიკაცია ანიონების მიხედვით (იხ. დანართი)

I კლასი – ჰიდროკარბონატული წყლები . ასეთ წყლებში მხოლოდ 1 ანიონის -


ჰიდროკარბონატის - წილი შეადგენს 25 % -ზე მეტს (“ბორჯომი”, “საირმე”,
“ნაბეღლავი”, “მიტარბი”, “კობი”)

II კლასი – სულფატური წყლები. ასეთ წყლებში მხოლოდ 1 ანიონის - სულფატის -


წილი შეადგენს 25 % -ზე მეტს

III კლასი – ქლორიდული წყლები. ასეთ წყლებში მხოლოდ 1 ანიონის - ქლორის - წილი
შეადგენს 25 % -ზე მეტს (“ლუგელა”, “თბილისი”)

IV კლასი – რთული წყლები. ასეთ წყლებში 2 ან მეტი ანიონის წილი შეადგენს 25 % -ზე
მეტს (“წყალტუბო” - სულფატურ-ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული,
“ზვარე”, “ჯავა” - ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული,
“ფლატე” - ჰიდროკარბონატულ-სულფატური)
ბალნეოთერაპია

I. მინერალური წყლის შინაგანი მიღება.

II. მინერალური წყლის აბაზანები.

III. მინერალური წყლით ინჰალაცია, პირის ღრუს ირიგაცია.

საინჰალაციოდ გამოიყენება ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატული წყლები. ტემპერატურა


300-400 C. ტუტე წყალი აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას პირის ღრუში, ამცირებს
ანთებით პროცესებს პირის ღრუში და ზედა სასუნთქ გზებში, არბილებს ლორწოვანს და
ხსნის ყელის ტკივილს, ათხიერებს ნახველს და ხელს უწყოფს მის გამოყოფას.
რეკომენდებულია გინგივიტების, პარადონტოზების, სტომატიტების , ზედა სასუნთქი
გზების ანთებების ( რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი), ბრონქიტის დროს.

ინჰალაცია ბორჯომის მინერალური წყლით

პირის ღრუს ირიგაცია


ჰიდროთერაპია (შხაპები)
შხაპი მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე 3 ფაქტორით
1) თერმული;
2) მექანიკური;
3) ფსიქო-ემოციური.

წყლის წნევის მიხედვით არსებობს


1. მაღალი წნევის შხაპები (წყლის წნევა 3 ატმოსფერომდე),
2. საშუალო წნევის შხაპები (წყლის წნევა 2 ატმოსფერომდე),
3. დაბალი წნევის შხაპები (წყლის წნევა 1 ატმოსფერომდე).

I. მაღალი წნევის შხაპები.

1. შარკოს შხაპი - ერთნაკადიანი. პროცედურები ტარდება როგორც უცვლელი, ისე


ცვალებადი ტემპერატურის წყლით. კურსის დასაწყისში პროცედურა ტარდება 360 C
წყლით. თანდათან შესაძლებელია ტემპერატურის შემცირება 200 C - მდე.
პროცედურა ტარდება 3 მეტრის მანძილიდან. სხეულის დამუშავება იწყება ქვედა
კიდურებიდან, პერიფერიიდან ცენტრისკენ. მუცლის მასაჟი ტარდება საათის ისრის
მიმართულებით.
პროცედურის ხანგრძლივობა 3-5 წთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო
ხანმოკლეა პროცედურა.

2. შოტლანდიური შხაპი - ორნაკადიანი, შარკოს შხაპის მსგავსი. მაგრამ პროცედურის


დროს გამოიყენება კონტრასტული ტემპერატურის - 200 C და 450 C - წყალი. ცივი
წყლის ზემოქმედება გრძელდება 15-20 წმ, ცხელი წლის - 30-40 წმ.
პროცედურა იწყება ცხელი წყლით, 5-6 ჯერ ხდება ნაკადების მონაცვლება და
სრულდება ცივი წყლით.
წყლის ტემპერატურის ცვალებადობა იწვევს სისხლძარღვების ტრენირებას,
იმუნიტეტის გაძლიერებას. პროცედურის ხანგრძლივობა 3-5 წთ.

3. წყალქვეშა შხაპი-მასაჟი - არის კომბინირებული პროცედურა - თბილი აბაზანა და


მაღალი წნევის შხაპი. პაციენტი მოთავსებულია 350 C - 370 C აბაზანაში და შარკოს შხაპის
მსგავსი ნაკადით იგივე ტემპერატურის წყლით ხდება სხეულის მასაჟი. თბილი აბაზანა
იწვევს კუნთების რელაქსაციას და ამიტომ მასაჟი უფრო ეფექტურია.
პროცედურის ხანგრძლივობა 20-25 წთ.

კატეგორიულად დაუშვებელია მაღალი წნევის წყლის ნაკადით სასქესო ორგანოებზე,


სარძევე ჯირკვლებზე და თავის არეზე ზემოქმედება!
შარკოს შხაპი შოტლანდიური შხაპი წყალქვეშა შხაპი-მასაჟი

მაღალი წნევის შხაპები ააქტიურებენ ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებენ სისხლის და


ლიმფის მიმოქცევას, პერიფერიულ სისხლძარღვთა ტონუსს, ამკვრივებენ კანს, ახდენენ
ცელულიტის კორექციას.

II. საშუალო წნევის შხაპები.

1. ცირკულარული შხაპი - პაციენტზე ზემოქმედებს ასეულობით წვრილი


ჰორიზონტალური წყლის ნაკადი. კარკასი რეგულირდება ისე, რომ თავის მიდამოზე
არ მოხდეს წყლით ზემოქმედება. პროცედურები ტარდება როგორც უცვლელი, ისე
ცვალებადი ტემპერატურის წყლით. კურსის დასაწყისში პროცედურა ტარდება 360 C
წყლით. თანდათან შესაძლებელია ტემპერატურის შემცირება 250 C - მდე.
ტემპერატურის შერჩევით შესაძლებელია მივაღწიოთ როგორც სედაციურ
მოქმედებას, ისე მასტიმულირებელ, გამაკაჟებელ მოქმედებას.
პროცედურის ხანგრძლივობა 5-15 წთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო
ხანმოკლეა პროცედურა.

2 . კასკადური შხაპი - წყალი ჩანჩქერის მსგავსად ეცემა სხვადასხვა სიმაღლიდან.


არსებობს კასკადური შხაპების 2 ნაირსახეობა:
- დახურული - ტარდება სპეციალურ ოთახში, წყლის T0 400 C - 420 C;
- ღია - ტარდება ბასეინებში, წყლის T0 350 C - 360 C.
კასკადური შხაპი, როგორც წესი, ტარდება მუსიკის და სხვადასხვა ფერით განათებების
(ქრომოთერაპიის) თანმხლებით.
ეს პროცედურა იწვევს რელაქსაციას და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობის
გაუმჯობესებას.
პროცედურის ხანგრძლივობა 10-15 წთ.

ცირკულარული შხაპი დახურული კასკადური შხაპი ღია კასკადური შხაპი


3. ვიშის შხაპი - კომბინირებული პროცედურა - საშუალო წნევის შხაპი და ხელით
მასაჟი. შხაპი, როგორც წესი, ტარდება მუსიკის და სხვადასხვა ფერით განათებების
(ქრომოთერაპიის) თანმხლებით.
გამოიყენება ინდიფერენტული (350-360 C) ტემპერატურის წყალი.
პროცედურის ხანგრძლივობა 15 - 30 წთ.

III. დაბალი წნევის შხაპები.

1. აღმავალი (შორისის) შხაპი - წვიმისებრი შხაპი, რომლის ნაკადიც მიმართულია


ქვემოდან ზემოთ. ჩვენებების მიხედვით შესაძლებელია წყლის ტემპერატურა იყოს
ინდიფერენტული - 350-360 C ან გრილი 250 C .
პროცედურის ხანგრძლივობა 2-5 წთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, მით უფრო
ხანმოკლეა პროცედურა.

აღმავალი შხაპი დაღმავალი შხაპი

2. დაღმავალი შხაპი - გამოიყენება სხვადასხვა ტემპერატურის წყალი (ჩვენებების


მიხედვით). თბილი (370C - 380C) წვიმისებრი შხაპი გამოიყენება რელაქსაციის მიზნით,
ხოლო გრილი (200C - 250C) და ცივი (150 C - 180C) ნემსისებრი - გაკაჟების და აგრეთვე
ჰიდროპუნქტურის მიზნით.
პროცედურის ხანგრძლივობა 5 - 10 წთ.

3. ადგილობრივი შხაპი - პირის ღრუს ირიგაცია. გამოიყენება მტკნარი ან მინერალური


წყალი (იხ. ბალნეოთერაპია).
პელოიდთერაპია
პელოიდი, ანუ სამკურნალო ტალახი - ეს არის ბუნებრივი ორგანულ-მინერალური
კოლოიდური წარმონაქმნი.

ბუნებაში არსებობს პელოიდების 4 ნაირსახეობა (წარმოშობის მიხედვით)

1. ვულკანური;
2. ფსევდოვულკანური (სოპკის) - ახტალა;
3. ტორფის;
4. ლამის - კუმისი, ბეშუმი.

საქართველიში მოიპოვება პელოიდის მხოლოდ ფსევდოვულკანური და ლამის


ნაირსახეობები.

ნებისმიერი პელოიდი შედგება 3 კომპონენტისგან:


1. ტალახის ხსნარი. ეს არის პელოიდის ყველაზე აქტიური ნაწილი, რომლიც განაპირობებს
მის სამკურნალო თვისებებს. ტალახის ხსნარი შეიცავს მიკროელემენტებს (კობალტი,
რკინა, მოლიბდენი), იოდს, ბრომს, ფოსფორს, ჰორმონებს, ვიტამინებს, ამინომჟავებს,
ბუნებრივ ანტიბიოტიკებს, ფიტოესტროგენებს.

2. ტალახის ჩონჩხი. ეს არის ის შლამი, რომლისგანაც პელოიდს ათავისუფლებენ


მოპოვების შემდეგ: კენჭები, ნიჟარების ნამსხვრევები, თევზების და მცენარეების
ნარჩენები.

3. კოლოიდი. პელოიდის არამედიკამენტური ნაწილი. ნივთიერებები, რომლებიც ანიჭებენ


მას სუნს, ფერს, კონსისტენციას, პლასტიურობას.

პელოიდის მოქმედების მექანიზმი

სამკურნალო ტალახის მოქმედება ორგანიზმზე წარმოადგენს ტემპერატურული,


მექანიკური და ქიმიური ფაქტორების კომბინაციას. ცხელი პელოიდი ლოკალურად იწვწვს
სისხძარღვების გაფართოებას და მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას. კანის ფორების
გაფართოება ხელს უწყობს ტალახის ქიმიური კომპონენტების სხეულში შეღწევას.
გაცივებისას პელოიდი მცირდება მოცულიბაში და იწვევს კანის ბარორეცეპტორების
გაღიზიანებას. ეს არის პელოიდის მექანიკური მოქმედება.

პელოიდოთერაპიას ახასიათებს
1) ანთების საწინააღმდეგო,
2) ტკივილგამაყუჩებელი,
3) სპაზმოლიზური,
4) ტროფიკული,
5) მარეგენერირებელი მოქმედება.
პელოიდთერაპიის მეთოდები

1. ეგვიპტური მეთოდი. პელოიდის 2-3 სმ სისქის ფენა ფარავს მთელ სხეულს, გარდა თავის,
ყელის და გულის მიდამოს. პელოიდის ტემპერატურა 400 C - 420 C.
შემდეგ პაციენტი იფუთება საბნით.
პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წთ. პროცედურის ბოლოს პაციენტმა უნდა მიიღოს
შხაპი და დაისვენოს 30 წთ.
გამოყენებული პელოიდის ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია.
ეს პროცედურა კვირაში მხოლოდ 2 ჯერ ინიშნება, ვინაიდან იწვევს დატვირთვას
გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
აღნიშნული მეთოდი რეკომენდებულია სხეულის კორექციისთვის, ცელულიტების დროს.
ასაკოვან პაციენტებში ეს მეთოდი არ გამოიყენება.

2. ყირიმული მეთოდი. პელოიდი მედალიონების სახით თავსდება ლოკალურად სხეულის


გარკვეულ მონაკვეთზე (ჩვენებების მიხედვით). პელოიდის ტემპერატურა 400 C -420 C.
შემდეგ აღნიშნული მიდამო იფუთება საბნით.
პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წთ.
პროცედურის ბოლოს პაციენტმა უნდა მიიღოს შხაპი და დაისვენოს 30 წთ.
გამოყენებული პელოიდის ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია.
ეს მეთოდი რეკომენდებულია ართრიტის, ართროზის, ოსტეოართროზის, პოდაგრის,
ნევრიტის, რადიკულიტის, რეინოს სინდრომის, ჰიპერგიდროზის, დერმატოლოგიური,
გინეკოლოგიური, უროლოდიური დაავადებების დროს. სტომატოლოგიური
ჩვენებებია: პარადონტოზი, გინგივიტი, ყბა-სახის დაავადებები და პოსტტრავმული
მდგომარეობები.

3. კავკასიური (აპლიკაციური) მეთოდი. ყირიმული მეთოდის ანალოგია, მაგრამ მისგან


განსხვავებით პელოიდი მოთავსებულია ტილოში. ამ მეთოდის შემდეგ შესაძლებელია
პელოიდის ხელმეორედ გამოყენება, მაგრამ მხოლოდ პელოიდის თვითრეგერაციის
შემდეგ.
პელოიდის ტემპერატურა 400 C - 420 C.
პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წთ.

4. საერთო (ზოგადი) მეთოდი. ტალახის განზავებული აბაზანა, სადაც 2/3 პელოიდია და


1/3 წყალი. ბალნეოლოგიურ კურორტებზე განზავება ხდება მინერალური წყლით.
პროცედურა ტარდება ინდივიდუალურად აბაზანაში ან ჯგუფურად სპეციალურ
აუზებში. პელოიდის ტემპერატურა 350-370 C.
პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წთ.
პროცედურის ბოლოს პაციენტმა უნდა მიიღოს შხაპი და დაისვენოს 30 წთ.

5. კომბინირებული მეთოდი. პელოიდის იონოფორეზი - პელოიდის და გალვანური დენის


კომბინირებული მოქმედება. ორივე ელექტროდის ქვეშ საფენების ნაცვლად
მოთავსებულია პელოიდის აპლიკაცია (ტილოში შეფუთული პელოიდი) ან პელოიდის
მედალიონი.
პელოიდის ტემპერატურა 350- 400 C. დენის ძალა 3-5 მილიამპერი.

6. ღრუსშიდა მეთოდი. გამოიყენება პელოიდის ტამპონები და სანთლები, აგრეთვე


სპეციალური ერთჯერადი აპლიკატორი, რომელშიც მოთავსებულია გასტერილებული
პელოიდი.
ეს მეთოდიკა გამოიყენება გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების დროს.

დანართი
1. შინაგანი გამოყენების მინერალური წყლები

მინერალური წყლის მინერალური წყლის დახასიათება


ჯგუფის დასახელება წყლის M ძირითადი იონები აირი სპეციფიკ. T0 C
სახელწოდე- გ/დმ3 მგ-ეკვ% კომპონენტ.
ბა
1 2 3 4 5 6 7
3
ჰიდროკარბონატულ ბორჯომი 6-7 HCO  81 CO2 - 38
-ნატრიუმიანი   Na 91

ჰიდროკარბონატულ ლიკანი 4-5 HCO3 80 CO2 - 18


-ნატრიუმიანი   Na 79

„–––– “ ნაბეღლავი 6,2 HCO3 93 CO2 - 15


  Na 76
ჰიდროკარბონატულ- უწერა 9,2 HCO3 93 CO2  Fe 12-14
ნატრიუმიანი   Na77 H3BO3
რკინიანი, ბორიანი
ჰიდროკარბონატულ- ავადჰარა 7,1 HCO3 97 CO2 As
ნატრიუმიანი, რიწა Na 79 H3BO3
დარიშხანიან-ბორიანი
 ჰიდროკარბონატულ მიტარბი 2,4 HCO3 93 CO2
კალციუმ- Ca47 Na44
ნატრიუმიანი
ჰიდროკარბონატულ საირმე 2,2 HCO3 80 CO2
კალციუმ- ბ. 1 Na60Ca22
ნატრიუმიანი
ჰიდროკარბონატულ- საირმე 7,2 HCO3 79 CO2  Fe
ნატრიუმიანი ბ. 2 Na 70 H3BO3
რკინიანი, ბორიანი
ჰიდროკარბონატულ საირმე 3,3 HCO3 42 CO2
კალციუმ-მაგნიუმ- ბ. 3 Na33Mg9Ca8
ნატრიუმიანი
ჰიდროკარბონატულ- საირმე 9,5 HCO3 80 CO2
ნატრიუმიანი ბ. 4 Na60
ჰიდროკარბონატული წაღვერი 4,1 _HCO3 95_ CO2 Fe 11
ნატრიუმიან-   Na53 Ca24 Mg21
კალციუმიან-
მაგნიუმიანი
ჰიდროკარბონატული ძუღური 1,2 HCO3 91 CO2 Fe
კალციუმიან-   Ca54Mg36
მაგნიუმიანი

ჰიდროკარბონატულ- ფლატე 2,2 HCO357 SO4 41 CO2


სულფატურ ადიგენის
მაგნიუმიან- რ-ნი Mg50Na26Ca22
ნატრიუმიან-
კალციუმიან
ქლორიდულ- სქური 2,1 Cl 73SO4 21 -
სულფატურ-   Ca72Na23
კალციუმიან
ნატრიუმიანი
ჰიდროკარბონატულ- ვარძია 7,1 HCO3 62Cl30 CO2 H3BO3 58
ქლორიდულ- Na83 As
ნატრიუმიანი,
ბორიანი,
დარიშხანიანი
ქლორიდულ- ზვარე 2,8 HCO3 73Cl26 CO2
ჰიდროკარბონატულ-   Na54Ca39
კალციუმიან-
ნატრიუმიანი
ქლორიდულ- კობი 2,6 HCO371Cl25 CO2 Fe 6
ჰიდროკარბონატულ-   Na48Ca41
კალციუმიან-
ნატრიუმიანი,
რკინიანი
ქლორიდულ- ლუგელა 55 Cl 94 Br
კალციუმიანი,   Ca 84
ბრომიანი

2. გარეგანი გამოყენების სამკურნალო მინერალური წყლები

მინერალური წყლის მინერალური წყლების დახასიათება


სპეციფიკ.
წყლის
M ძირითადი იონები აირი
ჯგუფის დასახელება სახელწოდე- კომპონენტ. T0 C
გ/დმ3 მგ.ეკვ %
ბა

1 2 3 4 5 6
4 3
ჰიდროკარბონატულ- თბილისი  0,6 SO  64HCO 21 H2S, N2, 35 - 38
სულფატურ- (ბალნეოლო- Ca45Na42 CH4
ნატრიუმიან- გიური
კალციუმიანი კურორტი)

სულფატურ- კალციუმ- უდაბნო 0,3 SO4 91 H 2S 44


ნატრიუმიანი   Na61Ca31 N2, CH4

ქლორიდულ- ნუნისი 0,3 CO349Cl43 H 2S 21 - 25


კარბონატულ- Na53Ca20 N2, CH4
კალციუმიანი,  
ნატრიუმიანი

ქლორიდულ-სულფა- ცაიში 1,7 SO451Cl38 H 2S 78 - 81


ტურ-კალციუმიან- ბ. 1კ. Ca46(Na+K)38
მაგნიუმიანი  
ჰიდროკარბონატულ- წყალტუბო 0,8 HCO342SO431Cl25 Rn, N2 31 - 35
სულფატურ- Ca41Mg34Na22
ქლორიდულ-
კალციუმიან-
მაგნიუმ-ნატრიუმიანი

ქლორიდულ- უჯარმა 8,4 - Cl63HCO329 CH4 Br, I 41


ჰიდროკარბონატულ-   10,0 Na93
ნატრიუმიანი
ქლორიდულ- მენჯი 6,0- Cl95 H2S, N2,
ნატრიუმიანი   14,0 Na91 CH4, 23 - 31

–––– “ ქობულეთი 7,5 Cl95 CH4 H3BO3 36


   Na94

ფიზიკური ფაქტორები სტომატოლოგიაში - ბუნებრივი ფიზიკური ფაქტორები

საკონტროლო კითხვები
ბალნეოთერაპია

1. მინერალური წყლის შეფასების კრიტერიუმები


2. რომელია სამკურნალო მინერალური წყალი, მიღების პრინციპი
3. რომელია სამკურნალო-სუფრის მინერალური წყალი, მიღების პრინციპი
4. მინერალური წყლების კლასიფიკაცია მინერალიზაციის მიხედვით
5. მინერალური წყლების კლასიფიკაცია აირების მიხედვით
6. ბიოლოგიურად აქტიურ ელემენტები მინერალურ წყლებში
7. მინერალური წყალი ლუგელა, მიღების წესი, ჩვენებები
8. მინერალური წყლების კლასიფიკაცია ანიონების მიხედვით
9. რომელი წყალი მიეკუთვნება ჰიდროკარბონატულ წყლებს
10. რომელი წყალი მიეკუთვნება ქლორიდულ წყლებს
11. რომელი წყალი მიეკუთვნება სულფატურ წყლებს
12. რომელი წყალი მიეკუთვნება რთულ წყლებს
13. მინერალირი წყლის ინჰალაცია, პირის ღრუს ირიგაცია
14. რომელი მინერალური წყალი გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში

ჰიდროთერაპია

1. მაღალი წნევის შხაპები


2. საშუალო წნევის შხაპები
3. დაბალი წნევის შხაპები
4. რომელი შხაპი გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში

პელოიდთერაპია

1. პელოიდების ნაირსახეობები
2. პელოიდების შემადგენლობა
3. მოქმედების მექანიზმი
4. პელოიდთერაპიის მეთოდები
5. რას ნიშნავს პელოიდთერაპიის ეგვიპტური მეთოდი
6. რას ნიშნავს პელოიდთერაპიის ყირიმული მეთოდი
7. რას ნიშნავს პელოიდთერაპიის კავკასიური მეთოდი
8. რას ნიშნავს პელოიდთერაპიის კომბინირებული მეთოდი
9. რას ნიშნავს პელოიდთერაპიის ზოგადი მეთოდი
10. რომელი მეთოდის შემდეგ არის შესაძლებელი პელოიდის ხელმეორედ გამოყენება
11. რას ნიშნავს პელოიდის თვითრეგენერაცია
12. პელოიდთერაპიის რომელი მეთოდები გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.
“ჰენდაუთები“ მომზადებულია შემდეგი ლიტერატურის საფუძველზე

1. საქართველოს კურორტოგრაფია და საკურორტო თერაპია - ნ.სააკაშვილი, ი.თარხან-


მოურავი, მ.ტაბიძე, 2011 წ.

2. ბალნეოთერაპია და კურორტოლოგია - ნ.სააკაშვილი.

3. საქართველო - ტურიზმის და კურორტების ქვეყანა - ნ. სააკაშვილი,

თ.ჩილინგარიშვილი, 2011 წ.

4. ბალნეოთერაპია – ა.რობაქიძე, 2004 წ. (დეპარტამენტში)

5. ფიზიოთერაპია და კურორტოლოგია - მ. დგებუაძე. (სახელმძღვანელო

სტუდენტებუსთვის) 1994 წ.

You might also like