You are on page 1of 39

ავადმყოფის ნუტრიციული სტატუსის შეფასება.

ადეკვატური კვების ანთროპომეტრული


მაჩვენებლები.
ენერგეტიკული კონტროლი.
არაპირდაპირი კალორიმეტრია.
აზოტის ბალანსი.
კალორაჟის გამოთვლის მეთოდები
 

ელენე ნიკობაძე
თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში
ნუტრიციული სტატუსის შეფასების მეთოდებია:

• კლინიკურ-ანამნეზური;
• ანთროპომეტრული;
• ლაბორატორიული.
ანთროპომეტრული მეთოდები

1. სხეულის იდეალური (სასურველი) მასის (BM) განსაზღვრა და


მასის ინდექსის (BMI) განსაზღვრა:
• BM (მამაკ.) = H -100 – (H - 152) x 0,2
• BM (ქალ.) = H -100 – (H - 152) x 0,4
სადაც, H არის სიმაღლე სანტიმეტრებში;
 
2. მასის დაკარგვა ჩაითვლება მნიშვნელოვნად, თუ წონის კარგვა
შეადგენს:
• კვირაში - 2%-ზე მეტს;
• თვეში - 5%-ზე მეტს,
• 6 თვეში - 6,5%-ზე მეტს;
 
3. BMI გამოითვლება ფორმულით:
BMI = მასა (კგ) : სიმაღლე2 (მ2)
კუნთური და ცხიმოვანი მასის შეფასება
კალიპერით (ადიპომეტრით)
კან-ცხიმოვანი ნაკეცების გაზომვა 4 სტანდარტულ
წერტილში:
1.მხრის შუა მესამედის დონეზე - ორთავა კუნთის
(ბიცეპსის) ზევით;
2.სამთავა კუნთის (ტრიცეპსის) ზევით;
3.ბეჭის ქვემო კუთხის დონეზე;
4.საზარდულის მარჯვენა მიდამოში – საზარდულის
(პუპრტის) იოგის 2 სმ-ით ზევით.

შემდეგ ოთხივე მონაცემი იკრიბება და სპეციალური


ფორმულებით ისაზღვრება სხეულის ცხიმოვანი მასა.
Caliper - adipometer
3.Under the lower angle of the blade
4. In the groin area on the right, 2 cm above the inguinal (pupartum) ligament
კანის ნაკეცის სისქე აგრეთვე შეიძლება
განისაზღვროს:

1.მე-3 ნეკნის დონეზე (ნორმა 1,0 – 1,5 სმ);


2.პარაუმბილიკურ დონეზე გვერდულად
(ნორმა 1,5 – 2,0 სმ);
3.ტრიცეპსის ზევით - იზომება მილიმეტრებში
შტანგენფარგლით;
4.მხრის გარშემოწერილობა - იზომება
სანტიმეტრებში მხრის შუა მესამედში
არააქტიურ ხელზე.
2. The skin fold of the lateral surface of the paraumbilical region - the norm is 1.5-2 cm
ნორმა

• მამაკაცებში ცხიმის რაოდენობა – შეადგენს


წონის 15-25%;
• ქალებში - წონის 18-30%;
• ჩონჩხის კუნთები – შეადგენს საერთო მასის
30%-ს,
• ვისცერული ორგანოები - შეადგენს საერთო
მასის 20%-ს,
• ძვლები - შეადგენს საერთო მასის 7%-ს.
ლაბორატორიული მეთოდები

• ალბუმინი – მარტივი წყალში ხსნადი ცილა M = 65 000 Da, არ


შეიცავს ნახშირბადს, პლაზმის ცილების 55% ალბუმინია,
სინთეზირდება ღვიძლში, განსაზღვრავს პლაზმის
კოლოიდურ-ოსმოსურ წნევას;
• ტრანსფერინი – რკინის იონების გადამტანი სისხლის
გლიკოზირებული ცილა;
• ტრანსთირეტინი – თიროქსინის და რეტინოლის
სატრანსპორტო ცილა;
• რეტინოლშემბოჭველი ცილა – სატრანსპორტო ცილა;
• საერთო ცილა;
• გლუკოზა;
• K+, Na+, Cr-დღეღამურ შარდში, შარდოვანა - 24 სთ-ში;
• დამატებითი გამოკვლევები: ლაქტატი, ტრიგლიცერიდები,
Mg, Ca, P, Fe, კრეატინინი.
კვების უკმარისობის სინდრომები:

• ასთენო-ვეგეტატიური სინდრომი
• კუნთურის სისუსტის სინდრომი
• ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის დაქვეითების
სინდრომი
• იმუნოდეფიციტები, ხშირი ინფექციები
• დისბაქტერიოზი (წვრილი ნაწლავის გაძლიერებული
კონტამინაციის სინდრომი)
• პოლიგლანდულური ენდოკრინული უკმარისობის
სინდრომი
• ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
• მამაკაცებში - ლიბიდოს დაკარგვა, ქალებში - ამენორეა;
• პოლიჰიპოვიტამინოზები.
ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
• სხეულის მასა და სიკვდილობა
ურთიერთდაკავშირებული პარამეტრებია:
სიკვდილობა მკვეთრად მატულობს თუ BMI ↓19
კგ/მ2
სხეულის მასის 45-50% დეფიციტი არის
ფატალური
ნუტრიციული რისკის ინდექსი -
Nutritional Risk Index – NRI:

NRI = 1,519 x პლაზმის ალბუმინი (გ/ლ) + 0,417 x {სხეულის Iმასა


(კგ) : სხეულის II მასა (კგ) } x 100

• სადაც, სხეულის I მასა - სხეულის მასა გამოკვლევის


მომენტში;
• სხეულის II მასა - გამოსაკვლევი ადამიანის იდეალური
სხეულის მასა;

მიღებული შედეგების შეფასება:


• ნუტრიციული ნაკლოვანება - NRI > 95,5;
• ზომიერი ნაკლოვანება - 95,5 >NRI > 83,5;
• მძიმე ნაკლოვანება - NRI < 83,5.
ESPEN -„ნუტრიციული რისკის შეფასება“
- Nutritional Risk Screening (NRS) 2002წ.

I ბლოკი – პაციენტის პირველადი შეფასება

BMI ↓ 20 კგ/მ2 დიახ/არა

ავადმყოფმა წონაში დაიკლო ბოლო 3 თვეში დიახ/არა

ბოლო კვირაში კვება არასაკმარისია დიახ/არა

ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა (ან იგი იმყოფება დიახ/არა


რეანიმაციის ან ICU განყოფილებაში
II ბლოკი – პაციენტის საბოლოო შეფასება

• 1 ქულა – ბოლო 3 თვეში სხეულის მასა ↓ 5%–


ზე მეტად ან ბოლო კვირაში საკვების მიღება
შემცირდა 25–50%–ით;
• 2 ქულა – ბოლო 2 თვეში სხეულის მასა ↓ 5%–
ზე მეტად ან ბოლო კვირაში საკვების მიღება
შემცირდა 25–60%–ით; ან BMI – 18 კგ/მ2
+ ავადმყოფი უჩივის ცუდად ყოფნას;
• 3 ქულა – ბოლო 1 თვეში სხეულის მასა ↓ 5%–
ზე მეტად (3თვეში 15% მეტად) ან ბოლო
კვირაში საკვების მიღება შემცირდა 25–60%–
ზე მეტად; ან BMI – ↓ 18,5 კგ/მ2
+ ავადმყოფი უჩივის ცუდად ყოფნას;
ნუტრიენტების საჭიროება იზრდება ავადმყოფობის
სიმძიმეიდან გამომდინარე

1 ქულა – ონკოლოგია, ბარძაყის ყელის


მოტეხილობა, ღვიძლის ციროზი, ფქოდ–ი,
ქრ.ჰემოდიალიზი, დიაბეტი;
2 ქულა – რადიკალური აბდომინური ოპერაცია,
ინსულტი, ინტენსიური თერაპია (APACHE II >10);
თუ ავადმყოფის ასაკი ≥ 70წ., ქულათა ჯამს
ემატება 1 ქულა;
თუ ქულათა ჯამი NRS შკალით ≥ 3, ტარდება
ნუტრიციული უკმარისობის
ლაბორატორიული ტესტირება (საერთო
ცილა, ალბუმინი...)
ნუტრიციული უკმარისობის ხარისხები

N გამოსაკვლევი მსუბუქი საშუალო მძიმე


პარამეტრები ხარისხი ხარისხი ხარისხი

1 ალბუმინი (გ/ლ) 35–30 30–25 25↓

2 საერთო ცილა (გ/ლ) 60–55 55–50 50↓

3 ლიმფოციტები (უჯრ./მლ3) 1800–1500 1500–800 800↓

4 მასის დეფიციტი (% 11–10 21–30 30↑


იდეალური მასიდან)

5 BMI (კგ/მ2) 19–17,5 17,5–15,5 15,5↓


• აშშ პარენტერული და ენტერული კვების
საზოგადოება - ASPEN – „პაციენტის გლობალური
სუბიექტიური შეფასების“ შკალა -
Patient Generated Subjective Global Assessment (PGSGA)
(1987წ) – ბევრი ანთროპომეტრული და
კლინიკური მონაცემია გასათვალისწინებელი .
• 2003წ. მუდმივად მოქმედმა ბრიტანული
პარიენტული და ენტერული კვების
ასოციაციის (BAPEN) ჯგუფმა - Malnutrition
Advisory Group შემოიღო სკრინინგის ახალი
სისტემა – MUST–სისტემა (Malnutrition Universal
Screening Tool), რომელიც ეყრდნობა 3 პარამეტრის
შეფასებას: BMI, სხეულის მასის კარგვის
სიჩქარეს, ავადმყოფობის გამო საჭმლის
მოუნელებლობას (პოტენციური ან ფაქტობრივი
მაგ., ოპერაციის შემდგომი).
ენერგეტიკული კონტროლი

• პირდაპირი კალორიმეტრია – ორგანიზმის ენერგეტიკული


დანახარჯების განსაზღვრა ხდება გამოყოფილი სითბოს
რაოდენობის მიხედვით (ტარდება სპეციალურ კამერებში –
კალორიმეტრებში); ძალიან ზუსტია, მაგრამ აპარატურა რთული
და თვით პროცესიც რთულია.
• არაპირდაპირი კალორიმეტრია –გამოყოფილი ენერგიის
გამოთვლა ხდება ორგანიზმის ჟანგვის საბოლოო
პროდუქტების (H2O, CO2) და ცილოვანი კატაბოლიზმის
საბოლოო პროდუქტების რაოდენობის გაზომვით
ანუ განისაზღვრება დახარჯული O2 სპიროგრაფის მეშვეობით და
სპეც. აპარატის («Метаболическая тележка») მეშვეობით. ეს
აპარატი შეიძლება გამოვიყენოთ ავადმყოფის საწოლთან –
ფილტვებში გაზთაცვლის გასაზომად;
Calorimeters
Spirographs
Spirography
დუგლას–ჰოლდეინის მეთოდი

• სპეციალურ პარკში (ჰაერგაუმტარი – დუგლასის


პარკი) 3–5წთ აგროვებენ ამონასუნთქ ჰაერს, როცა
პარკი ივსება, ზომავენ ამონასუნთქი ჰაერის
მოცულობას, რომელშიც ისაზღვრება O2 და CO2
რაოდენობა;
• სუნთქვის კოეფიციენტის გამოთვლა – გამოყოფილი
CO2–ის შეფარდება ჩასუნთქულ O2–თან.
სუნთქვის კოეფიციენტი

• სუნთქვის კოეფიციენტი ნახშირწყლების დაჟანგვისას


CO2/ O2 =1
• სუნთქვის კოეფიციენტი ცხიმების დაჟანგვისას
= 0,7
• სუნთქვის კოეფიციენტი ცილების დაჟანგვისას
= 0,8
• შერეული კვებისას სუნთქვის კოეფიციენტი =
0,85–0,89.
• გარკვეულ სუნთქვის კოეფიციენტს შეესაბამება O2
გარკვეული კალორიული კოეფიციენტი (სითბოს
რაოდენობა, რომელიც თავისუფლდება ორგანიზმის
მიერ 1ლ O2 გამოყენებისას = O2 კალორიული
ექვივალენტი).
ნივთიერება, 1გრ 1გრ 1ლ O2 გამოყენებისას
რომელიც ნივთიერები ნივთიერები გათავისუფლებული
იჟანგება ს ს ენერგია (კკალ)
ორგანიზმში დაჟანგვისას დაჟანგვისას
გათავისუფ დახარჯული
ლებული O2 (ლ)
ენერგია
(კკალ)
ცილა 4,1 0,970 4,46

ცხიმი 9,3 2,030 4,74

ნახშირწყალი 4,1 0,830 5,05


ძირითადი ცვლა

• ენერგიის მინიმალური რაოდენობა, რომელიც


აუცილებელია ნორმალური
ცხოველქმედებისათვის შედარებითი ფიზიკური
და ფსიქოლოგიური მოსვენების პირობებში.
• ეს ენერგია იხარჯება უჯრედების მეტაბოლიზმზე ,
სისხლის მიმოქცევაზე, სუნთქვაზე, გამოყოფაზე,
სხეულის ტემპერატურის შენარჩუნებაზე და ა.შ.
• ძირითადი ცვლის
• 27% იყენებს ღვიძლი,
• 19%–ს – ტვინი,
• 18%–ს კუნთები,
• 10%–ს – თირკმელი,
• 7%–ს – გული,
• ყველა დანარჩენი ორგანოები და ქსოვილები
– 19%–ს.
ძირითადი ცვლის სიდიდის განმსაზღვრელი
ფაქტორები:

• ასაკი, სიმაღლე, სხეულის წონა, სქესი ;


ძირითადი ცვლა ყველაზე ინტენსიურია:

• ახალშობილში – 53 კკალ/კგ/დღეში;
• ერთ წლამდე ასაკის ბავშვში – 42 კკალ/კგ/დღეში;
• ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანში – 25–30
კკალ/კგ/დღეში,
მამაკაცში – 1300 – 1600 კკალ/დღეში;
ქალში – 10%–ით ↓
• მძიმე ფიზიკური შრომის დროს ენერგეტიკული
მოთხოვნილება მატულობს.
აზოტის ბალანსი – Nitrogen Balance
• შესაბამისობა მიღებულ და გამოყოფილ აზოტს შორის.
• ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს დღე–ღამეში სჭირდება 13–
16გრ აზოტი ანუ 100გრ ცილა;
• თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებული აზოტის
რაოდენობა იქნება ნაკლები ე.წ. ცილოვან მინიმუმზე, დაიწყება
საკუთარი ცილების დაშლა ანუ აზოტის ბალანსი გახდება
უარყოფითი, რაც გამოიწვევს წონის შემცირებას, სისუსტეს,
გამოფიტვას;
• ზრდადი ორგანიზმისათვის მიღებული აზოტის რაოდენობა
უნდა აჭარბებდეს გამოყოფილი აზოტის რაოდენობას;
• შეიძლება განისაზღვროს კიედალის მეთოდით –
შარდში აზოტის რაოდენობა x 6,25, რადგან ცილა შეიცავს 16%
აზოტს
(16 x 6,25 = 100);
• ორგანიზმის მიერ საკვებიდან აუთვისებელი ცილის
რაოდენობას საზღვრავენ განავალში ცილის რაოდენობით;
• საკვების ცილები (აზოტის წყარო) → თავისუფალი ამინიმჟავები
→ ამიაკი NH4+ შარდოვანა (NH3+)2C=O.
• 8–10 დღიანი ცილოვანი შიმშილის შემდეგ ზრდასრული ორგანიზმი
იწყებს აზოტის ერთიდაიგივე – მუდმივი რაოდენობის გამოყოფას ≈ 53
მგრ/დღეში/1კგ წონაზე;
• 70 კგ–იანი ადამიანისათვის ეს არის დღეში – 3,71 გრ აზოტი და 23,2 გრ
ცილა;
• „ცვეთის კოეფიციენტი“ – ცილის ის მინიმალურ რაოდენობა (23,2 გრ),
რომელიც შეესაბამება აზოტის (3,71 გრ) ექსკრეციას (მაქს რუბნერი –
გერმ. ფიზიოლოგი);
• ცვეთის კოეფიციენტი საშუალო სტატისტიკური სიდიდეა, შეიძლება
მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ზემოაღნიშნული მონაცემისაგან;
• საშუალოდ აზოტური წონასწორობა მიიღწევა ადამიანის მიერ 24სთ–
ში 30–45გრ ცილის მიღებისას – ეს არის ცილის მინიმალური
რაოდენობა, რომელიც საჭიროა აზოტის წონასწორობის
შესანარჩუნებლად ორგანიზმის ყველა ენერგეტიკული დანახარჯების
სრული კომპენსაციის პირობებში – რაც წარმოადგენს „ცილის
ფიზიოლოგიურ მინიმუმს“ (ანუ ცილის ოპტიმალურ რაოდენობას);
• აშშ–ს კვების დეპარტამენტის მიერ 1989წ. საკვები პროდუქტებიდან
მიღებული ცილის რეკომენდებული რაოდენობა შეადგენს 58–66
გრ/დღეში მამაკაცებისათვის და 44–50 გრ/დღეში – ქალებისათვის.
გამოფიტვა (მარაზმი)

• არასწორი, ცილით დაუბალანსებელი კვების


შედეგი, როცა კალორიების რაოდენობა მცირეა .
• ხშირად ვითარდება ბავშვებში ძუძუთი კვებიდან
ხელოვნურ კვებაზე გადასვლის დროს,
მცენარეულ საფუძველზე დამზადებული საკვების
გამოყენებისას;
• მარაზმისათვის დამახასიათებელია ზრდის
შეფერხება, კუნთოვანი სისტემის მკვეთრად
გამოხატული ატროფია, საერთო სისუსტე, ანემია,
ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა;
კვაშიორკორი (Kwashiorkor)

• ცილოვანი საკვების არაადეკვატური გამოყენება


ნორმალური ენერგეტიკული ბალანსის პირობებში;
• Kwashiorkor–ი ნიშნავს ძუძუდან მოწყვეტას –
გარეგნულად თითქოს ბავშვი გასუქებულია,
სინამდვილეში – შეშუპებაა, დეგენერაციული
პროცესებით ღვიძლში, თირკმელში, პანკრეასში;
• ტეხვადი და მშრალი თმა, დიარეა, დერმატიტის
სხვადასხვა ფორმა, ზრდისა და გონებრივი ჩამორჩენა;
• ↓ T-ლიმფოციტები, რაც იწვევს ინფექციებისადმი
მიდრეკილებას, იმუნური სისტემის ფუნქციის
მნიშვნელოვან დაქვეითებას.
Kwashiorkor and marasmus

You might also like