You are on page 1of 3

7 ლექციის კონსპექტი

©რეზი გაგნიძე

ცირკადული რითმი და მეტაბოლიზმის რეგულაცია


ქრონობიოლოგია - შეისწავლის პერიოდულ ფენომენებს ცოცხალ ორგანიზმებში,
ბიოლოგიური რითმების ადაპტაციას მზის და მთვარის რითმებთან.

0:00-12:00 12:00-0:00

2:00 - ყველაზე ღრმა ძილი 14:30 - საუკეთესო კოორდინაცია

4:30 - ყველაზე დაბალი ტემპერატურა 15:30 - ყველაზე სწრაფი რეაქცია

6:45 - სისხლის წნევის სწრაფი ზრდა 17:00 - კუნთების მაქსიმალური


სიძლიერე

7:30 - მთავრდება მელატონინის გამოყოფა 19:00 - ყველაზე მაღალი


ტემპერატურა

10:00 - მაქსიმალური სიფხიზლე 21:00 - იწყება მელატონინის გამოყოფა

4am – 6am - უდაბლესი ეფექტურობა ინტელექტუალური დავალების შესრულებისას.

2pm - მიდრეკილება ძილისადმი, ხშირია ავარიები.

23:00 – 8:00/8:30 - მელატონინის პროდუქცია მოზარდებში

23:00 – 7:30 - მელატონინის პროდუქცია ზრდასრულებში

ცირკადული რითმების სტიმულები:


● შუქი
● ტემპერატურა
● საკვები
● ვარჯიში
● სოციალური ურთიერთობა

ცირკადული რითმი: ცენტრალური რეგულაცია


სუპერქიაზმატული ბირთვები (SCN) - ცირკადული რითმების ცენტრალური
მარეგულირებლები, მდებარეობენ ჰიპოთალამუსში.

თვალისფოტორეცეპტორის გაღიზიანება → SCN → შეჩერდა მელატონინის პროდუქცია

სუპერქიააზმატული - თვალის ზემოთ გადაჯვარედინებული მხედველობის ნერვები


ფოტორეცეპტორები - აღიქვამენ სინათლეს
ჰორმონი კორტიზოლი - სიფხიზლის ჰორმონი

ჰორმონ კორტიზოლის ეფექტი:


● სისხლში გლუკოზის დონის აწევა
● პრო-ანთებითი რეაქციების დათრგუნვა

Page 1 | 3
7 ლექციის კონსპექტი
©რეზი გაგნიძე
მელატონინის ეფექტები:
● არეგულირებს სისხლის წნევას
● აქვს პროტექტორული გავლენა მიტოქონდრიებსა და ბირთვულ დნმ-ზე
CLOCK – „საათის გენი“
Per-პერიოდის ცილა
Cry - ქრიპტოქრომის ცილა
CLOCK + BMAL1 გამოყოფს Per & Cry ცილებს.
მიიღება პერიოდისა და ქრიპტოქრომის შესაბამისი ცილები. ესენი ქმნიან ჰომო და ჰეტერო
დიმერებს.

დიმერები შედიან
ბირთვში

CLOCK და BMAL1
თავისუფლდებიან
და ისევ უკავშირდებიან
უკავშირდებიან CLOCK და BMAL1-ს
პრომოტორს

დროთა
განამვლობაში
პერიოდის და
შორდებიან
ქრიპტოქრომის
პრომოტორს
ცილებით
შექმნილი
დიმარები იშლება

ჩერდება
ქრიპტოქრომის და
პერიოდის გენების
ტრანსკრიპცია
(ღამე)

Page 2 | 3
7 ლექციის კონსპექტი
©რეზი გაგნიძე
ცირკადული რითმის ეპიგენეტიკური რეგულაცია
CCG – Clock Controlled Genes - საათით კონტროლირებადი გენები.

ცენტრალური „საათისთების“ მთავარი სინქრონიზატორი - შუქი.


პერიფერიული „საათებისთვის“ მთავარი სინქრონიზატორი - კვება.
მათი არევა იწვევს დარღვევას მეტაბოლიზმში.

ცირკადული რითმის დარღვევა:


(შეიძლება იყოს - შეიძლება გამოიწვიოს)
გენეტიკური მიზეზი - მუტაცია ცირკადულ გენებში.
გარემო ფაქტორები - ღამე მუშაობა, შუქი ღამით, კვება...
რაც შემდეგში იწვევს დაავადებებს, როგორიცაა: კიბო, მეტაბოლური სინდრომები ან გულ-
სისხლძარღვთა დაავადებები.

ცირკადული რითმის გავლენა იმუნურ სისტემაზე


1. „აქტივობის“ პერიოდი - ადჰეზური მოლეკულების ექსპრესიის მომატება.
2. „მოსვენების“ პერიოდი - ადჰეზური მოლეკულების ექსპრესიის შემცირება.

ჰისტამინის კონცენტრაციის პიკი - დილის 4 სთ.


ღამე დაინფიცირების შანსი უფრო დიდია, ვიდრე დილით.

ცირკადული რითმი და კიბო


● ღამე მომუშავე ქალებში ხშირია მკერდის კიბო. ამას იწვევს მელატონინის დონის
დარღვევა. მელატონინი ესტროგენის კონცენტრაციებზე ახდენს გავლენას
● დარღვეული დღე-ღამური რითმები ცხოველებში იწვევს კარცინომების მომატებას.
● ცირკადული რითმის დარღვევა - იზრდება მკერდის, ნაწლავის და პროსტატის კიბოს
რისკი.

ქრონოფარმაკოლოგია
ევოლუციის პერიოდში ჩამოყალიბდა ჩვევა, რომ დნმ-ს მზის სხივებისგან დაცვის მიზნით
უჯრედები ღამით გამრავლდნენ.
● სიმსივნური უჯრედების გამრავლება ღამე მიმდინარეობს, ამიტომ ქიმიოთერაპიული
აგენტები ჯობია ღამე მიიღოს პაციენტმა
● ნორმალურ უჯრედებში დნმ-ის სინთეზი ღამე მცირდება, სიმსივნურის - არა, ამიტომ
ანტიმეტაბოლიტებს უნიშნავენ ღამე.
● კანის უჯრედებში დაყოფა ხდება ღამით, კანის კიბოს შემთხვევაშიც ქიმიოთერაპიულ
აგენტებს ღამით აძლევენ.
● საჭმლის მომნელებელ სისტემაშიც.

Page 3 | 3

You might also like