You are on page 1of 8

ადამიანის სამოძრაო აპარტი და კუნთური მუშაობა

სამოძრაო აპარატი არის ორგანოების და ქსოვლების ერთიანობა, რომელიც


უზრუნველყოფს ადამიანის სხეულის სივრცეში გადაადგილებას და გარემოს
საგნებზე აქტიურ მოქმედებას.
სამოძრაო აპარტის ურთიერთობას გარემოსთან შეისწავლის ბიომექანიკა.

კუნთური მუშაობის ბიოქიმია და ენერგეტიკა

კუნთის მუშაობას თან ახლავს პოტენციური ენერგიის კინეტიკურ ენერგიად


გარდაქმნა. ეს პროცესი შედგება ორი ურთიერთდაკავშირებული ფაზისგან:
1. ანაერობული ფაზა - რომლის დროსაც იხლიჩება ატფ, მიმდინარეობს
ეგზოთერმული რეაქცია და გამოთავისუფლდება
ადენოზინდიფოსფორმჟავა (ადფ) და ფოსფორმჟავა. ამ ფაზის დროს
გამოთავისუფლებული ქიმიური ენერგია კუნთის შეკუმშვისას მექანიკურ
ენერგიად გარდაიქმნება.
ანაერობულ ფაზაში აქტიურად მონაწილეობს კუნთის ცილები - მიოზინი
და ქატინი, რომლებიც ერთად ქმნის კომპლექსს - აქტომიოზინს.
2. აერობული ფაზა - რომლის დროსაც ხდება ატფ-ს აღდგენა, ნაწილი
აღდგება ფოსფორმჟავას მოქმედების შედეგად, ნაწილი კი - გლიკოგენის
დაშლის შედეგად. აერობული ფაზის ბოლოს გამოთავისუფლდება
გლიკოგენის დაშლის პროდუქტი - რძისმჟავა.

კუნთის შემკუშვაზე გარკვეული გავლენა აქვს ჰორმონულ ფაქტორს, რომელიც


ცნს-ის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ქსოვილთა უჯრედების მიერ ნახშირწყლების
ათვისებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს პანკრეასის ჰორმონ ინსულინს, რომლიც
ადრენალინთან ურთიერთქმედებით არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

კუნთის შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნება რძისმჟავა (გლიკოგენის გახლეჩვის


პროდუქტი).

ნახშირწყლები არის ერთადერთი ენერგეტიკული ნივთიერება, როემლიც


მდიდარია ენერგიით, არის კუთის შეკუმშვის ერთ-ერთი წყარო და არის ის
ერთადერთი ენერგეტიკული ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს აზოტის
შემცველი ნივთიერებების: ატფ-ის და კრეატინოფოსფატის რესინთეზსს.
ერთი ლიტრი ჟანგბადის ენერგეტიკული ეკვივალენტი: ნახშირწყლების
დაჟანგვისას უდრის - 5,05კკალ, ცილების - 4,8კკალ, ცხიმების - 4,7 კკალ.

ძირითადი ცვლა - ძირითადი ცვლა არის ენერგიის რაოდენობა, რომელიც


იხარჯება ადამიანის მიერ ოთახის ტემპერატურის პირობებში სრული
მოსვენებული მდგომარეობის დროს.
მოსვენებულ მდგომარეობასა და მუშაობის დროს ადამიანის მიერ ჟანგბადის
მოხმარების დინამიკა

მოსვენებულ მდგომარეობაში სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებისათვის


(ძირითადი ცვლისთვის) გამოყენებული ჟანგბადის რაოდენობა არის 200-250
მლ/წთ ენერგეტიკული დანახარჯით - 1,0 – 1,2კკალ/წთ.
ძირითადი ცვლის ენერგეტიკული ნორმა მოზრდილი ადამიანისათვის არის
1კკალ 1 კგ წონაზე 1სთ-ში. რაც უფრო დაძაბულია მუშობა მით მეტია ორგანიზმის
მოთხოვნილება ჟანგბადზე.

ჟანგბადზე მოთხოვნილება - არის ჟანგბადის ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა


დაშლითი პროდუქტების სრული დაჟანგვისათვის 1 წთ-ში.
ჟანგბადის ჭერი - არის ჟანგბადი ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც
ორგანიზმს შეუძლია აითვისოს 1 წთ-ში.
ფიზიკურად გაუბარჯიშებელ ადამიანებში ჟანგბადის ჭერი არის 3ლ/წთ, ხოლო
გავარჯიშებულში - 4 – 5ლ/წთ.

მყარი მდგომარეობა - არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ჟანგბადის


მოხმარების მრუდი მუშაობის დასაწყისში იზრდება, გარკვეულ დონეზე ჩერდება
და შემდგომ ნარჩუნდება.

ჟანგბადის ვალი - არის სხვაობა ჟანგბაზე მოთხოვნილებასა და ორგანიზმისადმი


მიწოდებულ ჟანგბადის რაოდენობას შორის (მუშაობის დაწყებისას ვითარდება).

მყარი მდგომარეობა - არის მდგომარეობა, როცა ჟანგბადის მიწოდება


გაუთანაბრდება ორგანიზმის ჟანგბადის მოთხოვნილებას.

ცრუ მყარი მდგომარეობა - არის მდგომარეობა, როცა მუშაობის დროს ჟანგბადზე


მოთხოვნილება აღემატება ჟანგბადი ჭერს.

შრომის ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ძირითადი მნიშვნელობან აქვს ისეთ


სტატიკურ მუშობას, რომელსაც თან ახლავს ტეტანური შეკუმშვა.

ლინდჰარტის ფენომენი მდგომარეობს შემდეგში: სტატიკური მუშობის


დასრულებისათანავე ჟანგბადის მოხმარება მკვეთრად იზრდება, შემდეგ კი
თანდათანობით ქვეითდება.

ენერგიის ხარჯვა სხვადასხვა სახის მუშაობის შესრულების დროს, ენერგეტიკული


მონაცემების შეფასება

მოხმარებული ჟანგბადის და ენერგეტიკული დანახარჯის მიხედვით შრომის


პროცესი სიმძიმის მიხედვით იყოფა სამ კატეგორიად:
1. მსუბუქი - ჟანგბადის მოხმარება ლ/წთ 0,5-მდე;
2. საშუალო სიმძიმის - ჟანგბადის მოხმარება ლ/წთ 0,5 –1;
3. მძიმე - ჟანგბადის მოხმარება 1-ზე მეტი.

ენერგოდანახარჯი კკალ/წთ
მსუბუქი- 2,5-მდე;
საშუალო სიმძიმის - 2,5 – 5;
მძიმე - 5 და მეტი.

საჭირო ენერგიის რაოდენობა


მსუბუქი მუშაობისას-2200 – 2600 კკალ;
საშუალო სიმძიმის მუშაობისას-2800 – 3400კკალ;
მძიმე მუშაობისას-3600-4000კკალ.

მუშაობის დროს ცალკეულ ორგანოთა და ორგანოთა სისტემების ფუნქციური


ცვლილებები

 გულ-სისხლძარღვთა სისტემა

მოსვენებულ მდგომარეობაში გულის წუთმოცულობა არის საშუალოდ 3-5 ლ,


ხოლო ფიზიკური მუშაობის დროს წუთმოცულობა 5-10-ჯერ იზრდება და აღწევს
20-40 ლ/წთ-ს აღწევს.
ფიზიკური დატვირთვისას ხშირდება პულსი: 1 წთ-ში აღწერვს 140-დან 180-მდე
(განსაკუთრებით ნაკლებად ფიზიკურად აქტიურ პირებში).
ფიზიკური მუშობის დროს ასევე იზრდება სისტოლური არტერიული წნევა.
განსხვავებით დიასტოლური არტერიული წნევისა, რომელის სიდიდეც მუშაობის
პროცეში უმნიშვნელოდ იცვლება.

 სუნთვის სისტემა

სუნთქვის სისტემა გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან შედარებით ლაბილურია


და იცვლება ფიზიკური მუშაობის დროს. ამ დროს იზრდება მოხმარებული
ჟანგბადის რაოდენობა 5-15-ჯერ მოსვენებული მდგომარეობისგან განსხვავებით
(200-300მლ).
იზრდება სუნთვის სიხშირე (30-40 და მეტი ხდება) და იზრდება ფილტვის
ვენტილაცია (მოსვენებულ მდგომარეობაში არის 5–8 ლ/წთ, ფიზიკური მუშაობის
დროს 50 – 100ლ/წთ).
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ფიზიკური მუშაობისას მცირე წრეში კაპილარების
საერთო მოცულობა იზრდება, შესაბამისად, იზრდება სისხლის ნაკადის სიჩქარე
ფილტვის კაპილარებში, რაც აძლიერებს ფილტვებში ჟანგბადის და ნახშირბადის
დიოქსიდის დიფუზიას.

 სისხლი
ფიზიკური მუშაობისას პერიფერიულ სისხლში იზრდება ერითროციტების
რიცხვი და ჰემოგლობინის შემცველობა, აქტიურდება ერითროციტების
რეგენერეცია და მატულობს მისი ახალგაზრდა ფორმების - რეტიკულოციტების
შემცველობა.
ეს მნიშვნელოვანი ცვლილებები კომპენსაციური ხასიათის არის და
განპირობებულია იმისათვის, რომ სისხლმა ფიზიკური დატვირთვის დროს მეტი
რაოდენობით შეძლოს ჟანგბადი ათვისება.

გარდა ერითროციტებისა იზრდება ლეიკოციტების რაოდენობა, რაც მიუთითებს


იმაზე, რომ სისხლმბადი ორგანოების ფუნქცია გაძლიერებულია.
ფიზიკური მუშაობისას ასევე იცვლებს სისხლის ოსმოსური წნევა და სიბლანტეც.
ხანმოკლე დროის განმავლობაში იზრდება ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის და
ფოსფორის იონების კონცენტრაცია (ოსმოსური წნევის მატების გამო).

 რძისმჟავა

მოსვენებულ მდგომარეობაში სისხლში მისი რაოდენობა მერყეობს 10-25 მგ%-ში.


მსუბუქი სამუშაოების შესრულებისას მისი რაოდენობა არ იცვლება, თუმცა
იცვლება საშუალო სიმძიმის სამუშაოების შესრულებისას. მუშაობის პირველ
წუთებში შემცველობა იზრდება, მუშაობის შემდგომ პერიოდში კი საწყის დონეს
არ აღემატება. ეს განპირობებულია მუშაობის პროცესში არსებული
მიკროპაუზებით, რომლის დროსაც კუნთი მცირე დროის განმავლობაში
მოდუნებულია, ამ დროს კი რძისმჟავა ასწრებს დაჟანგვას და რესინთეზს.

მძიმე სამუშაოებისას სისხლში რძისმჟავის დონე აღწევს 50-60მგ%-ს და გამოიყოფა


ოფლით და შარდით.

შრომისუნარიონობა, მუშაობისუნარიანობა და მათი დინამიკა

ადამიანის შრომითი საქმიანობის ეფექტურობა დამოკიდებულია: დატვირთვაზე


და შრომისუნარიანობა. შრომისუნარიანობა არის ადამიანის ჯანმრთელობის
მდგომარეობის ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომლის დროსაც ფიზიკური, გონებრივი
და ემოციური შესაძლებლობები განსაზღვრული მოცულობის და ხარისხის
სამუშაოს შესრულებას უზრუნვეყოფს.

შრომისუნარიანობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი გამოხატულებაა და


მუშაობისუნარიანობა.

მუშაობისუნარიანობა არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ფსიქიკური


ფუნქციების შესაძლებლობებით განსაზღვრული ადამიანის მდგომარეობა,
რომელიც ახასითებს მის უნარს, დროის გარკვეულ მონაკვეთსა და განსაზღვრულ
პირობებში, შეასრულოს კონკრეტული რაოდენობის სამუშაო.
მუშაობისუნარიოანობის დაქვეითების ხარისხობრივი მაჩვენებელია - სამუშაო
მოძრაობების ზრდის კოორდინაცია.
ხოლო რაოდენობრივის - ცალკეული სამუშო ოპერაციების შესრულების დროის
გახანძრძლივება, მუშაობის ტემპის შემცირება და შრომის ნაყოფიერების დაცემა.

მუშაობისუნარიანობის დინამიკაში გამოიყოფა სამი ფაზა: მოთელვის ფაზა,


მაღალი მყარი მუშაობისუნარიანობის ფაზა, დაქვეითების ფაზა.

 მოთელვის ფაზა (მზარდი მუშაობისუნარიანობის ფაზა) - ამ ფაზაში


იზრდება ფიზიოლოგიური სისტემების ლაბილობა, ძლიერდება და
ჩქარდება ფიზიოლოგიური პროცესები, შესაბამისად უმჯობესდება შრომის
შედეგები. მოთელვის ფაზა გრძელდება რამდენიმე წუთიდან
საათნახევრამდე, გონებრივი შრომისას 2-2,5 სთ.
 მაღალი მყარი მუშაობისუნარიანობის ფაზა - ამ ფაზაში ფიზიოლოგიური
ფუნქციების დაძაბულობა მცირდება და დამახასიათებელია მაღალი
შრომითი მაჩვენებლების შედარებით სტაბილურობასთან შერწყმა. ეს ფაზა
დაახლოებით გრძელდება 2-2,5 სთ და მეტი.
 დაქვეითების ფაზა - ამ ფაზაში ორგანოზების ფუნქციური
შესაძლებლობების შემცირების პარალელურად მცირდება
მუშაობისუნარიანობა.

ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ადამიანის ან გარკვეული კონტიგენტის მიერ


ფიზიკური დატვირთვის საწყისი დონის შეფასება. ამისათვის გამოიყენება
ჟანგბადის მოხმარების მაქსიმალური მაჩვენებელი (ჟმმ).
ჟმმ-ს განსაზღვრა ხდება სპეციალური გრაფიკის მეშვეობით. (42-ე გვერდზე რაღაც
ფორმულა ჩასვი).

დაქანცვა (მოქანცვა) - არის ადამიანის ორგანიზმის ფსიქიკური და ფიზიკური


მდგომარეობის ცვლილების ისეთი ერთობლიობა, რომლის დროსაც ინტენსიური
ან ხანგრძლივი მუშაობის შესრულების შედეგად დაქვეითებულია ორგანიზმის
მუშაობისუნარიანობა. დაქანცვა უკავშირდება მაკროერგული ნაერთების ცვლას,
ჟანგვითი ფერმენტების აქტიურობის დაქვეითებას და ჰიპოთალამუსის მხრივ
ენდოკრინული რეგულაციის ხასიათის ცვლილებას.

განარჩევენ დაქანცვის ორ სახეს: 1. სწრაფადგანვითარებადი (პირველადი) -


რომელიც ვითარდება უჩვეულო, ან ზომაზე მეტი დატვირთვით მუშაობის
შესრულების შედეგად; 2. ნელაგანვითარებადი (მეორადი) - რომელიც ვითარდება
თანდათანობითი ნაკლები სიმკვეთრით გამოხატული, მაგრამ ხანგრძლივი
მუშაობის შესრულების შედეგად.
გონებრივი დაქანცვის დროს უფრო მეტად არის გამოხატული ძვრები ცნს-ში.
ახასიათებს: ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების და აზროვნების გაუარესება,
მოძრაობის და კოორდინაციის პრობლემები.

შრომის ფსიქოლოგია - არის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ადამიანის


შრომითი საქმიანობის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს. მისი მიზანია, შრომის
პროცესის რაციონალიზაცია, დაქანცვის პროფილაქტიკა და შრომისთვის
სასურველი კლიმატის შექმნა ადამიანის ფსიქიკური საქმიანობის და პიროვნების
თავისებურებების შესწავლის საფუძველზე.
შრომის ფსიქოლოგიის განვითარების მიმართულებებია:
 შრომის პროცესის ორგანიზაცია
 პროფესიული შერჩევის და სწავლების ფსიქოლოგია
 ადამიანის შრომის ფსიქოლოგიურ თავისებურებათა შესწავლა

შრომის ფსიქოლოგიის მეთოდებია:


 გამოკითხვის მეთოდი (ანკეტირება, ზეპირი საუბარი, ინტერვიუ);
 დაკვირვებები სამუშაო პროცესის მსვლელობაზე და მუშათა ქცევაზე;
 ექსპერიმენტული მეთოდები (ლაბორატორიული და საწარმოო
ექსპერიმენტი);
 ფსიქოფიციოლოგიური ტესტები (იმისთვის, რომ შევისწავლოთ
მეხსიერების, ყურადღების და აზროვნების საკითხები);
 პიროვნული თავისებურებების შეფასების მეთოდები.

პროფესიის ფსიქოფიზიოლოგიური შესწავლა


(ამას არ ვწერ)

შრომის ფიზიოლოგიის და ფსიქოლოგიის გამოყენებითი მიმართულებები -


ესენია: ერგონომიკა, ტექნიკური ესთეტიკა, საინჟინრო ფსიქოლოგია, შრომის
მეცნიერული ორგანიზაცია (შმო).

ერგონომიკა არის მეცნიერება ადამიანის შრომითი აქტიურობის შესახებ,


რომელიც შეისწავლის შრომის პროცესის და სამუშაო ადგილის
რაციონალიზაციის საკითხებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს დაქანცვის
თავიდან აცილებისა და მუშაობისუნარიანობის ამაღლებისათვის.

ერგონომიკა იყოფა სამ ძირითად მიმართულებად:


 მიკროერგონომიკა - იკვლევს სისტემას „ადამიანი - მანქანა“;
 მიდიერგონომიკა - იკვლევს სიტემებს: ადამიანი კოლექტივი, ადამიანი
ქსელი, კოლექტივი ორგანიზაცია და კოლექტივი მანქანა;
 მაკროერგონომიკა - იკვლევს მთლიანად სისტემას.

სამუშაო ადგილის ორგანიზაცია - ამ დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ


სამუშაო ადგილის კონტრუქცია, მისი ზომებიდა ელემენტების
ურთიერთგანლაგება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის ხასიათს და
მისი ფიზიკურ-ფსიქოფიზიოლოგიურ მონაცემებს.

ტექნიკური ესთეტიკა
ესთეტიკა ქმნის სასიამოვნო ფსიქოფიზიოლოგიურ გარემოს საწარმოო სათავსების
და აღჭურვილობის ფერების რაციონალური შერჩევის გზით.
ტექნიკური ესთეტიკის გამოყენების ორი სახე არსებობს:
1. საწარმოო სათავსის და მოწყობილობათა ფერადი გაფორმება
2. მოწყობილობათა მხატვრული კონსტრუირება
ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე სხვადასხვა ფერის გავლენას სწავლობას
მეცნიერება ქრომოთერაპია. მაგ: ცივი ფერის ტონები: ცისფერი, ლურჯი, იისფერი
ამცირებს მხედველობის დაძაბულობას და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს.
თბილის ფერის ტონებს: ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი - მასტიმულირებელი
მოქმედება აქვს და გამოიყენება მაშინ როდესაც სრულდება მონოტონური და
ერთგაროვანი სამუშაოები. გარდამავალი მდგომარეობა აქვს მწვანე ფერს,
რომელსაც დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და დადებითად მოქმედებს გულ-
სისხლძარღვთა სისტემაზე და ცნს-ზე.

საინჟინრო ფსიქოლოგია - სწავლობს საწარმოო აღჭურვილობის და შრომის


იარაღების კავშირს მომუშავეთა საქმიანობის თავისებურებებთან. მისი ამოცანაა
მართვის პულტების კონსტრუირება ისე, რომ ადამიანის სენსორული სისტემები
(მხედველობის, მძიმე, სმენის ანალიზატორის და სხვა) არ გადაიძაბოს.

შრომის მეცნიერული ორგანიზაცია (შმო) - ხორციელდება შრომის პროცესის


ოპტიმიზაციის ღონისძიებათა დამუშავებითა და დანერგვით.

შმო უნდა ეფუძნებოდეს შრომის ჰიგიენას, შრომის ფიზიოლოგია და


ფსიქოლოგიას.

შრომის პირობების ჰიგიენური კლასიფიკაცია - ხდება:


1. საწარმოო გარემოს მავნე და საშიში ფაქტორების, შრომის პროცესის
სიმძიმის და დაძაბულობის მაჩვენებლების მიხედვით.
 შრომის პირობები - ფასდება საწარმოო გარემოს და შრომის
ფაქტორების მაჩვენებლების მიხედვით. ეს არის საწარმოო გარემოს
და შრომის პროცესის ფაქტორების ერთობლიობა, რომელშიც
ხორციელდება ადამიანის შრომითი საქმიანობა.
 მავნე საწარმოო ფაქტორები - საწარმოო გარემო ფაქტორები,
რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული დაავადება,
მუშაობისუნარიანობის დროებითი, ან მყარი დაქვეითება;
 საშიში საწარმოო ფაქტორები - რომლებიც შეიძლება გახდეს
ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების, ან სიკვდილის მიზეზი;
 შრომის სიმძმე
 შრომის დაძაბულობა

You might also like