You are on page 1of 16

უსაფრთხოების მოთხოვნები

ოფისის თანამშრომელთათვის
შრომითი უსაფრთხოების ინსტრუქცია ოფისის
თანამშრომელთათვის
უსაფრთხოების საერთო მოთხოვნები:
• ინსტრუქცია განსაზღვრავს შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნებს ოფისის
თანამშრომელთათვის;
• ახლად მიღებული თანამშრომლები სამუშაოზე დაიშვებიან მხოლოდ შრომითი და
სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ ;
• შრომითი უსაფრთხოების შესახებ ნორმატიული აქტებისა და რეგლამენტების
გაცნობისა და ხელმოწერის შემდეგ;
• ოფისის თანამშრომელი, რომელიც ვადაში (6 თვეში ერთხელ) არ/ვერ გაივლის
ინსტრუქტაჟს შრომის უსაფრთხოების შესახებ, არ იქნება დაშვებული შესაბამისი
სამუშაოს შესასრულებლად.

ოფისის ყველა თანამშრომელი ვალდებულია:


• დაიცვას დამქირავებელი კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა განაწესი, ასევე შრომისა
და დასვენების პირობები;
• დაიცვას ელექტროტექნიკური უსაფრთხოების ზომები, ისარგებლოს გამართული ჩამრთველებით,
როზეტებით და სხვა ელექტრო ინვენტარით;
• არ დატოვოს ჩართულ მდომარეობაში ელექტრო მოწყობილობები, გათიშოს ელექტრო განათება
(გარდა ავარიულისა) სამუშაოს დასრულებისთანავე;
• მოწიოს სიგარეტი მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში;
• დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები;
• იცოდეს სამედიცინო ყუთის ადგილმდებარეობის შესახებ;
• სწორად იმოქმედოს საგანგაშო სიტუაციის დროს;
• იცოდეს წესები პირველადი დახმარების შესახებ და აღმოუჩინოს იგი დაზარალებულს უბედური
შემთხვევის დროს;
• იცოდეს ოფისიდან უსაფრთხო გასასვლელი გზები ევაკუაციის შემთხვევაში;
• იცოდეს ცეცხლმაქრი საშუალებების ადგილმდებარეობა და მათი გამოყენება;
• დაუყოვნებლივ აცნობოს მის უშუალო უფროსს ან მის ზემდგომ ხელმძღვანელს ნებისმიერი ვითარების
შესახებ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ფიზიკური დაზიანება ან
საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესება;
• დაიცვას პირადი ჰიგიენა, რათა დისკომფორტი არ შეუქმნას გვერძე მყოფ თანამშრომელს.
შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაოს
დაწყების წინ

სამუშაოს დაწყებამდე თანამშრომლები ვალდებულნი არიან:


• დროულად გამოცხადნენ სამსახურში, რათა სიჩქარის გამო
გამორიცხული იქნას უბედური შემთხვევები;
• დაათვალიერონ სამუშაო ადგილი და საჭირო მოწყობილობები,
ამასთან მოაცილონ სამუშაო ადგილს ზედმეტი საგნები;
• რაიმე დაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინონ
დაუყოვნებლივი რეაგირება. აცნობონ ხელმძღვანელს არსებული
მდგომარეობის შესახებ და არ შეუდგენ მუშაობას მათი სრულად
აღმოფხვრის დასრულებამდე;
შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნები
სამუშაოს შესრულების დროს
ოფისის თანამშრომელი ვალდებულია:
• შეასრულოს მხოლოდ ის სამუშაო, რომელშიც გაიარა შესაბამისი სწავლება, ინსტრუქტაჟი
შრომითი უსაფრთხოების შესახებ და დაშვებული იქნა პასუხისმგებელი პირის მიერ;
• სამუშაო დღის განმავლობაში შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი სისაფთავესა და წესრიგში;
• დაიცვას სანიტარული ნორმები;
• დაიცვას მუშაობისა და დასვენების რეჟიმი;
• დაიცვას პირადი ჰიგიენისა და შრომითი უსაფრთხოების წესები;
• ისარგებლოს კანონით/შიდა განაწესით დადგენილი შესვენების დროით;
• ოთახები, სადაც განლაგებულია პერსონალური კომპიუტერები, საჭიროა აღჭურვილი იყოს მზისგან
დამცავი საშუალებებით (ჟალუზი, ფარდა და ა.შ.);
• ყველა ოთახი, სადაც განლაგებულია კომპიუტერები უნდა ნათდებოდეს ბუნებრივი და ხელოვნური
განათებით;
• აკრძალულია დაუცველი სანათების (რკინის ბადის ან დამცავი გარსის გარეშე) გამოყენება
ოთახების განათებისას;
• ოთახის ჰაერის დამტვერიანების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია
რეგულარულად ჩატარდეს სველი ჩვრით დამუშავება (იატაკი, ინვენტარი და სხვ .) და
განიავება;
• დიცვას ოფისში გადაადგილების წესები, ისარგებლოს მხოლოდ გამოყოფილი
გასასვლელებით;
• არ ჩახერგოს დერეფნები და გასასვლელბი;
• დოკუმენტაცია შეინახოს სპეციალურად გამოყოფილ კარადაში;

სახიფათო და მავნე ფაქტორები:


თანამშრომლებზე შესაძლოა მავნე ზემოქმედება იქონიოს შემდეგმა ფაქტორებმა ;
• პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობამ - ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა, სხეულის
მონოტონურ მდგომარეობაში ყოფნა და მხედველობის დაძაბვა.
• ელექტროხელსაწყოებთან მუშაობა (განათება, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პრინტერი,
სკანერი და სხვ.) - თუ ისინი იმყოფებიან გაუმართავ მდგომარეობაში;
• ოფისის გარეთ გადაადგილებამ სამუშაო საათებში (მივლინება) - ტრანსპორტით
მოძრაობა (ავტომობილი და სხვა სატრანსპორტო საშუალებები) გზის საფარის
არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის დროს (მოყინვა, არასწორი ზედაპირი და სხვ .);
ოფისის თანამშრომელს მუშაობის დროს ეკრძალება
• შესვენებების გარეშე კომპიუტერთან მუშაობა, რამაც შეიძლება მავნე ზემოქმედება იქონიოს საერთო
ფიზიკურ მდგომარეობაზე;
• მოახდინოს მოწყობილობების თვითნებური გახსნა და შეკეთება;
• შეეხოს საოფისე ტექნიკის მოძრავ ნაწილებს;
• ისარგებლოს გაუმართავი ან მწყობრიდან გამოსული ტექნიკით;
• გამოქაჩოს სადენები როზეტიდან;
• სველი ხელით შეეხოს ელექტრო მოწყობილობებს;
• ელექტროტექნიკის გამოყენება ნესტიან გარემოში;
• უყურადღებოდ დატოვოს ჩართული ელექტროტექნიკა;
• შესაბამისი უფლების არმქონე პირებისათვის ტექნიკის გადაცემა;
• ელექტროტექნიკაზე დამცავი საშუალებების მოხსნა;
• სადენების დაქაჩვა, დაგრეხვა და მათზე სხვა საგნების დადგმა;
• სადენების შეხება ცხელ საგნებთან.
შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნათა
დაცვა საგანგებო სიტუაციის დროს
ოფისის თანამშრომელი ვალდებულია:
• საგანგებო სიტუაციის დროს აცნობოს თანამსრომლებს და იმოქმედოს ევაკუაციის გეგმის
შესაბამისად;
• ხანძრის შემთხვევაში დარეკოს შესაბამის სამსახურში, ამასთან ყვირილით აცნობოს გარშემომყოფთ
და მიიღოს ზომები ხანძრის ჩასაქრობად (თუ გააჩნია შესაბამისი გამოცდილება);
• ხანძრის კერის ჩაქრობა მოახდინოს მხოლოდ ცეცხლმაქრის საშუალებით;
• ტრავმირების, მოწამვლის ან უეცრად შეუძლოდ გახდომის დროს შეწყვიტოს სამუშაო და აღმოუჩინოს
საკუთარ თავს ან სხვა დაზარალებულთ პირველადი სამედიცინო დახმარება. ამასთან, მომხდარის
შესახებ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელობას და იმოქმედოს მისი მითითებისამებრ;
• სიცოცხლისთვის შეუსაბამო გარემო დატოვოს დაუყოვნებლივ;
• ელექტროსადენის ნებისმიერი დაზიანების, დამწვრობის სუნის შეგრძნების ან ელექტროტექნიკის
სხვა სახის გაუმართავი/შეფერხებული მუშაობის აღმოჩენის შემთხვევაში შეუწყვიტოს მათ ელექტრო
ენერგიის მიწოდება.
შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნები სამუშაოს
დასრულების შემდეგ
სამუშაოს დასრულების შემდეგ ოფისის თანამშრომელი
ვალდებულია:

• კვების წყაროდან გამორთოს ყველა


ელექტრომოწყობილობა;
• მოაწესრიგოს სამუშაო ადგილი;
• ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს შესაბამის
სამსახურს;
• დაკეტოს ფანჯრები, გამორთოს სინათლე და დაკეტოს
კარები.
კომპიუტერთან მუშაობის წესების ოფისის
თანამშრომლებისათვის
სწორი პოზა
მონიტორი უნდა
განთავსდეს
მომხმარებლის
პირდაპირ.
თვალებიდან
მონიტორის ეკრანი
დაცილებული უნდა
იყოს 60-70
სანტიმეტრით.

С - სახასიათო S - სახასიათო
ფორმა ფორმა
• არ დაჯდე პოზაში „ფეხი-ფეხზე“-ვნებს სისხლის
მოძრაობას და შეიძლება გამოიწვიოს ვარიკოზი.
• მუშაობისას შეეცადეთ გამოიყენოთ სახასიათო
ფორმა «S»-ეს მდგომარეობა ხერხემლისთვის
საუკეთესოა.
კომპიუტერთან კლავიატურა უნდა იყოს
ადვილად მისაწვდომი. იგი

სწორად ჯდომა უნდა მდებარეობდეს ისეთ


სიმაღლეზე, რომ მასზე
განლაგებული თითები
იმყოფებოდეს იდაყვებზე
თავი უნდა იყოს ეკრანის მონიტორი უნდა
დაბლა.
ზედა ნაწილის დონეზე. იმყოფებოდეს თვალების
მანძილი ეკრანამდე უნდა სისწორეზე ან ოდნავ დაბლა
შეესაბამებოდეს
დაახლოებით ხელის
სიგრძეს.
კისერი გადაწეულია უკან და
მოდუნებულია
მხრები ქვევით ჩამოწეული
და მოდუნებული Пальцы слегка
თითები
согнуты вниз
ზურგი ,წელის ოდნავ ზედა თავისუფლად
ნაწილიდან ,მთლიანად
ეყრდნობა სკამის საზურგეს
იდაყვები უნდა იყოს
მოდუნებული და იმყოფებოდეს
ბუნებრივ მდგომარეობაში (არც
ზევით აწეული და არც ქვევით
დაშვებული)
მაჯა უნდა იყოს
მოდუნებული და იმყოფებოდეს
ბუნებრივ მდგომარეობაში (არც ტერფები უნდა მდებარეობდეს იატაკზე.
ზევით აწეული და არც ქვევით დაბალი სიმაღლის მქონე ადამიანებმა
დაშვებული) უნდა დაიდგან ტერფებთან
მუხლები გაცილებით ასამაღლებელი.
დაბლა, ვიდრე იდაყვები
სკამი უნდა იდგეს ისე, რომ
მუხლების მდებარეობა იყოს
სწორი შესვენება კომპიუტერთან მუშაობა იწვევს სხეულის ზედა ნაწილის
და თვალების გადაღლას. რეკომენდირებულია ხშირად შესვენება
სხეულის მდგომარეობის შეცვლის მიზნით .
 არასწორად დადგმული კომპიუტერი
აქვეითებს არამარტო
შრომისუნარიანობას, არამედ ქმნის
გარკვეულ დისკომფორტს.
 მონიტორის არასწორად დადგმამ, შეიძლება გამოიწვიოს
თვალების დაძაბვა, თავის, კისრის, მხრების და ზურგის
ტკივილი.

 მონიტორის ზედა ნაწილი უნდა მდებარეობდეს თვალების


სისწორეზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული კისრის
მალების დაძაბვა.

 მონიტორი უნდა მდებარეობდეს ისე, რომ მასზე პირდაპირ არ


ხვდებოდეს დღის შუქი.
თვალების ვარჯიშის 6 ხერხი კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ

ფრთხილად დაიმასაჟეთ თითებით თვალის კაკლები ქუთუთოების მეშვეობით .


ეს დაგეხმარებათ თვალის კუნთების მოშვებაში და დაძაბულობის მოხსნაში .
დახუჭეთ თვალები და თითები მიაჭირეთ საფეთქლებს, შემდეგ გააღეთ
თვალები და რამდენჯერმე მაგრად დახუჭეთ. სისხლის მიმოქცევა თვალებში
დაიწყებს აღდგენას.
თვალების ვარჯიში – ასეთი ვარჯიშის ყველაზე მარტივი ხერხია დახუჭული
თვალებით თვალების ტრიალი, ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ
საწინააღმდეგო მიმართულებით.
20 წამის განმავლობაში შეხედეთ შორეულ საგანს, მაგალითად ფანჯრის მიღმა
განლაგებულ ობიექტს, შემდეგი 20 წამი – ახლო საგანს, მაგალითად საკუთარი
ხელის თითებს. რამდენჯერმე გაიმეორეთ ეს ვარჯიში .
პალმინგი – თვალის ვარჯიშის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
თვალები დაიფარეთ ხელის გულებით და ასეთ მდგომარეობაში იყავით 5 წუთი.
ეს ვარჯიში გააკეთეთ რეგულარულად.
ღრმად ჩაისუნთქეთ და შეხედეთ ცხვირის წვერს რამდენიმე წამი.
ამოსუნთქვასთან ერთად დაუბრუნეთ თვალები ჩვეულ მდგომარეობას და
დახუჭეთ.
იქონიე შენი სამუშაო ადგილი
სუფთა და დალაგებულ
მდგომარეობაში
თანამშრომელთა პასუხისმგებლობა

ოფისის თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან


ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნები, წინააღმდეგ
შემთხვევაში პასუხს აგებენ კომპანიის მიმართ მიყენებულ
ზარალზე.

You might also like