You are on page 1of 36

ტვირთის გადატანა

ზოგადი მახასიათებლები
საწყობის თანამშრომელს მუშაობა უხდება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, ზოგჯერ -
ფორსმაჟორულ და სტრესულ სიტუაციებში.

თანამშრომელი შესაძლოა საჭიროებდეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფეხზე დგომას, ხშირ


სიარულს, სიმაღლეზე მუშაობას (მათ შორის მავნე ნივთიერებების დასაწყობებას), ხშირად
საჭიროებს ახალი, განსხვავებული ტიპის სამუშაოებისადმი და პირობებისადმი ადაპტაციას;
ზოგადი მახასიათებლები
თანამშრომელი შეიძლება დაექვემდებაროს შემდეგო ტიპის საწარმოო რისკებს:
ხელით ასაწევი/გადასაადგილებელი ტვირთის ზემოქმედება ხანგრძლივ პერიოდში
გამოიწვევს საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის დაზიანება და ფუნქციურ მდგომარეობაზე
არასასურველ შედეგს პროფესიულ დაავადების, ან ტრავმის სახით;

საწყობში შემოსული პროდუქტებისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური, არასასიამონვო


სუნი, რაც უარყოფითად აისახება დასაქმებულის ჯანმრთელობაზე;

საწყობში არსებული ბასრი/მჭრელი ნივთებისაგან/კიდეებისგან კიდურების ან/და სხეულის


დაზიანების რისკი;

სატრანსპორტო საშუალებები, გადაადგილების დროს, შესაძლოა დაეჯახონ


თანამშრომლებს, რომლის დროსაც მათ ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება
მიიღონ;

საწყობის კლიმატური პირობები დიდ როლს თამაშობს სამუშაოს უსაფრთხოდ


შესრულებასა და დასაქმებულის ჯანმრთელობის დაცვაში.
ტვირთის უსაფრთხოდ განთავსება
სასაწყობე ფართი სადაც ინახება ჯანმრთელობისათვის სახიფათო მასალები/ნივთიერებები
საჭიროებენ შესაბამის მარკირებას და მათთვის უნდა გამოიყოს სპეციალური იზოლირებული
ადგილი.

გარემო, სადაც ინახება ჯანმრთელობისათვის სახიფათო მასალები/ნივთიერებები, რომლებიც


ჰაერში გამოყოფენ სპეფიციურ სუნს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და
ხელოვნური ველტილაცით.

ჯანმრთელობისათვის სახიფათო მასალები შენახვის ადგილზე, თვალსაჩინოდ უნდა გამოიკრას


შემდეგი ნიშანი:
ტვირთის უსაფრთხოდ განთავსება
საშიში ტვირთის/აღჭურვილობის შენახვა უნდა განხორციელდეს
სპეციალურად მისთვის გამოყოფილ შესანახ ადგილზე და
ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს შესაბამისი ნიშანდება.

ქიმიური ნივთიერებების ან სახიფათო ნაერთების შესანახად განკუთვნილი კონტეინერები უნდა


ინახებოდეს განცალკევებით. ეს ნივთიერებები და ზედაპირზე განლაგებული მილები, რომლებიც
ამგვარი სახიფათო ნივთიერებებისა და ნაერთების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება,
შესაბამისი პიქტოგრამებით უნდა იყოს მონიშნული/მარკირებული.
ტვირთის უსაფრთხოდ განთავსება
სახიფათო ზონების/ ამ ზონებში გადასაადგილებელ გზებზე მარკირებისათვის უნდა
გამოიყენებოდეს სპეციალური ნიშანდება. ეს საშუალებას აძლევს თანამშრომლებს
გააცნობიერონ საშიში გარემოები და შეიძლება სასარგებლო იყოს ავარიების თავიდან
ასაცილებლად.

სასაწყობე სტელაჟებთან იატაკზე უნდა დამონტაჟდეს შემაკავებელი ბარიერი;


ტვირთის უსაფრთხოდ განთავსება
ტვირთის გადმოვარდნის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია
სტელაჟებზე რკინის შემაკავებელი ბოძების ან უსაფრთხოების
ბადეების დამონტაჟება.

სიმაღლეზე ნივთების განთავსების დროს გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპი: ყველაზე მძიმე
ტვირთი, მიუხედავად მისი მოცულობისა თავსდება ყველაზე დაბალ თაროზე, შემდეგ თაროებზე
ნაკლები წონის ტვირთი სიმძიმის კლების შესაბამისად.

აკრძალულია საწყობის თანმშრომლის მიერ მძიმე ტვირთის ხელით აწევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანება. ასეთ შემთხვევაში ტვირთი უნდა შემსუბუქდეს, მოხდეს
მისი ნაწილობრივი გადატანა ან ურიკის / სპეც.ტვირთამწის გამოყენება.

საწყობის თანამშრომელი ვალდებულია სამუშაოს დაწყებამდე გაეცნოს შესასრულებელი სამუშაოს


სპეციფიკას და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შესაბამი ინფორმაცია შრომის უსაფრთხოების
სპეციალისტისაგან.
ტვირთის უსაფრთხოდ განთავსება
საწყობის თანამშრომელი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს იმ პროდუქტის მახასიათებლები,
რომელთანაც მას უწევს მუშაობა. მათ შორის პროდუქტის მავნებლობის შესახებ, ხოლო
მახასიათებლების საკუთარი ძალებით შემოწმების შეუძლებლობის შემთხვევაში, მიმართოს
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს.

სამუშაო ზონაში სწორად და უსაფრთხოდ უნდა იყოს განთავსებული სამუშაო მასალები.

აკრძალულია საწყობში შესვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე. საწყობის შესასვლელთან უნდა


განთავსდეს შემდეგი ნიშანდება.

უცხო პირთა შესვლა აკრძალულია


ტვირთის უსაფრთხოდ განთავსება
სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ნარჩენები უნდა შეგროვდეს იმგვარად, რომ საფრთხე არ
შეექმნას დასაქმებულს და გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.

საწყობში უსიამოვნო სუნის შემჩნევის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა მივმართოთ უშუალო


ხელმძღვანელს და პრევენციის მიზნით გამორთოს შუქი საწყობის ტერიტორიაზე, ფართობის
სრულ შემოწმებამდე.

საწყობის თანამშრომელს ეკრძალება საწყობში წარმოქმნილი დაზიანების შეკეთება/რემონტი


საკუთარი სურვილისამებს, დამოუკიდებლად.

საწყობის თანამშრომელი ვალდებულია, ცვლაში მარტო ყოფნის პირობებში, შესვენების


პერიოდში სამუშაო ადგილის დატოვების შემთხვევაში უზრუნველყოს სამუშაო ადგილის
დაცვა/ჩაკეტვა.
ტვირთის უსაფრთხოდ განთავსება
სამუშაოს დასრულებისას ყველა მოწყობილობა უნდა იყოს გამორთული დენის წყაროდან და
უნდა დავრწმუნდეთ რომ სამუშაო ადგილი უსაფრთხო მდგომარეობაშია.

პერიოდულად უნდა კონტროლდებოდეს ხელსაწყოების/აღჭურვილობის მდგომარეობა,


აღმოჩენილი ხარვეზების შემთხვევა უნდა ეცნობოს უშუალო ხელმძღვანელს.

აკრძალულია საწყობის ტერიტორიაზე სიგარეტის მოწევა ან აალებადი ნივთიერების/საგნების


ტარება. თანამშრომელთა ინფორმირების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ნიშანდების
გაკეთება ობიექტის ტერიტორიაზე.
ტვირთის/სიმძიმეების ხელით
აწევა/გადაადგილება
ტვირთის/სიმძიმის ხელით აწევა/გადაადგილება - ტვირთის ხელით ნებისმიერი სახით გადატანას ან
დაჭერას ერთი ან რამდენიმე დასაქმებულის მიერ, მათ შორის: ტვირთის/სიმძიმის აწევა,
გადაადგილება, დადება, მიწოლა, გაქაჩვა ან/და დაჭერა, რომელი ტვირთიც, მისი მახასიათებლების ან
არსებული არახელსაყრელი ერგონომიული პირობების გამო წარმოშობს ჯანმრთელობის,
განსაკუთრებით კი ძვალ-კუნთოვანი სისტემის, დაზიანების რისკს.
• დასაქმებულმა უნდა გაატაროს ყველა შესაბამისი ზომა, ან/და გამოიყენოს ყველა საჭირო
საშუალება, განსაკუთრებით კი მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან
შემცირდეს დასაქმებულის მიერ ტვირთის/სიმძიმის ხელით აწევა-გადაადგილების აუცილებლობა
და მისგან გამოწვეული რისკები.

• თუ ტვირთის/სიმძიმის ხელით აწევა/გადაადგილების თავიდა აცილება შეუძლებელია,


გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები, მათ შორის: ფიზიკური
შესაძლებლობები, ტვირთის ზომა, წონა და სხვა მახასიათებლები, როგორიცაა, სიმძიმის ცენტრი, ან
დაუბალანსებელი ტვირთის ყველაზე მძიმე მხარე, ჯანმრთელობის მდგომარეობა და რისკები,
რომელიც განსაკუთრებით ძვალ-კუნთოვან სისტემას უკავშირდება.
ტვირთის/სიმძიმის ხელით აწევა/გადაადგილების დროს
გასათვალისწინებელი რისკ-ფაქტორები:
1. ტვირთის მახასიათებლები
ტვირთის/სიმძიმის ხელით აწევა/გადაადგილება შესაძლებელია
მნიშველოვან რისკს უქმნიდეს ძვალ-კუნთოვან სისტემას, თუ
ტვირთი:
• ზედმეტად მძიმე ან ზედმეტად მოცულობითია;
• ძალიან დიდია ან ასაღებად მოუხერხებელია;
• არასტაბილურია (არამდგრადია) ან გააჩნია მოძრავი
ნაწილები;
• ისეა განთავსებული, რომ მისი დაჭერა ან მანიპულირება
აუცილებელია სხეულიდან მოშორებით (0.25მ-ზე მეტად), ან
სხეულის დახრით ან სხეულის ზედა ნაწილის შემობრუნებით;
• კონტურის (მოხაზულობის) ან/და სიმტკიცის
(კონსისტენციის) გამო საფრთხეს უქმნის დასაქმებულს,
განსაკუთრებით შეჯახების შემთხვევაში.
ტვირთის/სიმძიმის ხელით აწევა/გადაადგილების დროს
გასათვალისწინებელი რისკ-ფაქტორები:
2. საჭირო ფიზიკური ძალისხმევა
ფიზიკურმა ძალისხმევამ შესაძლებელია გამოიწვიოს
ჯანმრთელობის, განსაკუთრებით ძვალ-კუნთოვანი სისტემის
დაზიანების რისკი, თუ:
• სხეული გადატვირთულია;
• მოქმედების განხორციელება მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილის
შემობრუნების შედეგადაა შესაძლებელი;
• მოქმედება სავარაუდოდ გამოიწვევს ტვირთის მკვეთრ
მოძრაობას;
• მოქმედება სხეულის არამდგრად მდგომარეობაში ხორციელდება.
ტვირთის/სიმძიმის ხელით აწევა/გადაადგილების დროს
გასათვალისწინებელი რისკ-ფაქტორები:
3. სამუშაო პირობების მახასიათებლები
სამუშაო პირობებმა შესაძლებელია გაზარდოს ძვალ-კუნთოვანი სისტემის დაზიანების რისკი, თუ:
• არ არის საკმარისი ადგილი, განსაკუთრებით ვერტიკალური მიმართულებით, ტვირთთან
დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად;
• იატაკი არამდგრადი ან უსწორმასწოროა და ქმნის წაბორძიკების/წაქცევის რისკს, ან იატაკს
დასაქმებულის ფეხსაცმელთან მიმართებით სრიალა ზედაპირი აქვს;
• სამუშაო ადგილი ან სამუშაო გარემო არ იძლევა ტვირთის გადაადგილებისას მის უსაფრთხო
(სწორ) სიმაღლეზე დაჭერის ან დასაქმებულისთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში მოძრაობის
საშუალებას;
• იატაკს ან სამუშაო ზედაპირს აქვს სხვადასხვა სიმაღლეები, რაც ტვირთის სხვადასხვა
დონეებზე მოძრაობის საჭიროებას ქმნის;
• ტემპერატურა, ტენიანობა ან ვენტილაცია არ შეესაბამება სამუშაო პირობებს.
ტვირთის/სიმძიმის ხელით აწევა/გადაადგილების დროს
გასათვალისწინებელი რისკ-ფაქტორები:
4. აქტივობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
აქტივობა შესაძლებელია წარმოადგენდეს რისკს, განსაკუთრებით ძვალ-კუნთოვანი სისტემის
დაზიანების რისკს, თუ ის ქვემოთ მოყვანილ ერთ-ერთ ან რამდენიმე ფაქტორს მოიცავს:
• ზედმეტად ხშირი ან ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, რომლის დროსაც ხერხემალი
სტატიკურ მდგომარეობაშია;
• არასაკმარისი პერიოდი ფიზიკური დასვენებისა, თუ აღდგენისათვის;
• ტვირთის დიდი ინტენსივობით აწევა, დაშვება ან შორ მანძილზე გადატანა;
• სამუშაოს ინტენსივობა, რომელიც დამოკიდებულია შესაბამის ტექნოლოგიურ პროცესზე და
რომლის შეცვლა დასაქმებულს თვითნებურად არ შეუძლია.
ტვირთის/სიმძიმის ხელით აწევა/გადაადგილების დროს
გასათვალისწინებელი რისკ-ფაქტორები:
5. ინდივიდუალური რისკ-ფაქტორები
დასაქმებული რისკის ქვეშაა, თუ:
• მისი ფიზიკური მახასიათებლები და/ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება
კონკრეტულ შესასრულებელ სამუშაოს.ფიზიკურ მახასიათებლებში იგულისხმება: სხეულის
წონა, ზომა და სხვა. ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობაში - გულ-სისხლძარღვთა
პრობლემები და სხვა.

• ატარებს შეუსაბამო ან არ ატარებს შესაბამის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ხელთათმანს და სხვა


პირად საშუალებებს.

• არ აქვს სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი შესაბამისი ცოდნა.


ტვირთის/სიმძიმის ხელით აწევა/გადაადგილების დროს
გასათვალისწინებელი რისკ-ფაქტორები:
სახანძრო უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები სასაწყობო დანიშნულების
ობიექტებისათვის
• ნივთიერებების და მასალების შენახვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი ხანძარსაშიში ფიზიკურ-ქიმიური
თვისებები (დაჟანგვა, თვითგახურება და აალების უნარი ტენის მოხვედრისას, ჰაერთან შეხებისას და ა.შ.) და მათი
ჩაქრობათვის გამოყენებულ ცეცხლმაქრ ნივთიერებებთან თავსებადობის ნიშნები.

• აკრძალულია ერთ სათავსში კაუჩუკთან ან ავტომობილის საბურავებთან ერთად რომელიმე სხვა მასალის და
საქონლის შენახვა.

• საწყობის ელექტრომოწყობილობა სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა გაუდენურდეს. ელექტრომომარაგების


გასათიში აპარატები უნდა განთავსდეს საწყობის გარეთ უწვ კედელზე ან ცალკე მდგომ საყრდენზე.

• წვადი აირის ავზების საწყობის გარშემო 20 მ-ის რადიუსში აკრძალულია წვადი მასალების დაწყობა და ღია
ცეცხლის გამოყენებით სამუშაოების ჩატარება.

• წვადი აირის ავზების საწყობის სათავსები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ვენტილაციით.

• წვადი აირის ავზების სასაწყობე სათავსებში აკრძალულია სხვა ნივთიერებების, მასალების და მოწყობილობების
შენახვა.
სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები მარცვლეულის საწყობებისთვის

• მარცვლეულის საწყობებში აკრძალულია:


მარცვლეულთან ერთად სხვა მასალებისა და მოწყობილობების შენახვა;

საწყობების სათავსებში მარცვალსაწმენდების და სხვა შიგაწვისძრავიანი მანქანების


გამოყენება;

მოძრავ მექანიზმებზე მუშაობა, თუ საწყობის ჭიშკრები ორივე მხრიდან დახურულია;

მყარ სათბობზე მომუშავე საშრობების დანთება ადვილაალებადი და წვადი სითხეებით, ხოლო


თხევად სათბობზე მომუშავე საშრობების დანთება ჩირაღდნების გამოყენებით;

• საშრობის მუშაობის დროს უნდა განხორციელდეს მარცვლეულის ტემპერატურის კონტროლი,


რათა გამოირიცხოს მისი აალება საშრობში.
სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები საყოფაცხოვრებო
დანიშნულების პიროტექნიკური ნაკეთობების საწყობებისთვის

• პიროტექნიკური ნაკეთობების საწყობების და ჩასატვირთ-გადმოსატვირთი ადგილების იატაკი


უნდა იყოს უწვი მასალის და გამორიცხავდეს ნაპერწკალწარმოქმნას.

• საწყობების შენობების (სათავსები) შიდა ხელოვნური განათებისათვის უნდა იქნეს გამოყენებული


ნაპერწკალუსაფრთხო ნათურები (სანათები).

• გამანაწილებელი ფარები, ამომრთველები და სხვა ელექტროტექნიკური მოწყობილობები უნდა


იყოს ნაპერწკალუსაფრთხო და უნდა განთავსდეს საწყობის სათავსებს გარეთ.

• სასაწყობე სათავსში პიროტექნიკური ნაკეთობების დაწყობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს


საევაკუაციო გზებისა და გასასვლელების მოწყობა.
ავტოკარის / ტვირთამწე მანქანის გამოყენება
✔ ყოველი სამუშაოს დაწყების წინ შესამოწმებელია:
• ავტოკარის სავალი ნაწილები;
• საბურავები;
• ზეთის „დაჩიკი“;
• მუხრუჭები;
• სასიგნალო მოწყობილობები (ციმციმა, სიგნალი);
• საჭე;
• ავტოკარის „ჩანგლები“ არის თუ არა სწორ მდგომარეობაში;
• ზეთის მილებზე მიკრო ბზარები ან ზეთის გაჟონვები;
აუცილებელია უსაფრთხოების ღვედის გამოყენება;
ყოველი ტვირთის აღებისას ტვირთი უნდა იყოს მყარ მდგომარეობაში და მისი გადმოვარდნის საშიშროება
არ უნდა არსებობდეს;
ტვირთის ლიმიტი არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ნორმას;
დამუხტვა ან საწვავით გამართვა უნდა განხორციელდეს კარგი ვენტილაციის მქონე გარემოში;
ავტოკარის / ტვირთამწე მანქანის გამოყენება
არ შეიძლება დაშვებული სიჩქარის გადაჭარბება;
ტვირთი გადაადგილება უნდა განხორციელდეს მიწის ზედაპირიდან მაქსიმალურად ახლოს;
თუ ტვირთი ფარავს გზას, მოძრაობა უნდა განხორციელდეს უკუსვლით. უკუსვლით მოძრაობისას
აუცილებელია სასიგნალო მანიშნებელი სირენის და ციმციმას გამოყენება, აგრეთვე დამატებით ერთი
თანამშრომლის დახმარება მოძრაობის უსაფრთხოებისთვის;
ფეხით მოსიარულეთა სექტორში აუცილებელია სასიგნალო სისტემის გამოყენება, რათა მაქსიმალურად
აერიდოთ ავარიულ სიტუაციებს.
საჭიროებისამებრ აუცილებელია საჭის და საბურავების ჩამკეტის გამოყენება;
ავტოკარი უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ სამსახურეობრივი/სამუშაო სპეციფიკის გამოყენებისთვის.
აუცილებელია ინდივიდუალური დამცავი საშუალების (ჩაფხუტი) გამოყენება.
ავტოკარის რომელიმე ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევა, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს
ხელმძღვანელობას და უნდა იქნეს მიღებული დამატებითი პრევენციული ზომები;
აკრძალულია ადამიანის გადაყვანა ავტოკარის „ჩანგლებით“ ან/და სხვა დანიშნულების მქონე ნაწილ(ებ)ით;
ავტოკარის გაჩერებულ (არამუშა) მდგომარეობაში ყოფნის დროს, ავტოკარის „ჩანგლები“ უნდა იყოს
დაშვებულ მდგომარეობაში.
ავტოკარის / ტვირთამწე მანქანის გამოყენება
ავტოკარის / ტვირთამწე მანქანის გამოყენება
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის" მიხედვით, ფიზიკური შრომა (მუშაობა) ეწოდება დიდ
ენერგოდანახარჯებთან დაკავშირებულ საწარმოო საქმიანობის სახეს, რომელიც უზრუნველყოფს::
• დასაქმებულის გადაადგილებას ზევით, ქვევით ან ჰორიზონტალურად.
• სხეულის დაძაბვას სივრცეში სხეულის, ხელების ან ფეხების გადაადგილების გარეშე.
• ფიზიკური სამუშაოს შესრულებას შრომისუნარიანობის დაქვეითების, ძალების დროებითი დაცემის ხარჯზე.
• საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და სისტემების დაძაბვას, რომელიც აუცილებელია მისი
ფუნქციონირებისათვის..

საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, საწარმოო შენობების განათებისთვის რომელი განათება არ


გამოიყენება განათების ქვემოთ ჩამოთვლილი სახეებიდან?
• ხელოვნური განათება, რომელიც იქმნება სინათლის ელექტრული წყაროებით.
• ბუნებრივი განათება, რომელიც იქმნება მზის პირდაპირი და გაწეული სინათლით.
• განათება – ადგილობრივი სტაციონარული წყაროების საშუალებით..
• შეთავსებული (კომბინირებული) განათება, როდესაც არასაკმარის ბუნებრივ განათებას ემატება ხელოვნური
განათება.
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, ხმაურთან ბრძოლის ტექნიკურ ღონისძიებას არ მიეკუთვნება:
• ხმაურის შემცირება მისი გავრცელების გზაზე.
• ბგერამაიზოლირებელი გარსაცმების, ეკრანების და კაბინების მოწყობა.
• ხმაურის შემცირება მისი წარმოქმნის წყაროში.
• ხმაურიანი პროცესებისა და დანადგარების შეცვლა ნაკლებად ხმაურიანით.
• ადმინისტრაციული კონტროლის ღონისძიებები..

საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, ხმაურთან ბრძოლის ღონისძიებები, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან,


რომელ ღონისძიებას არ ითვალისწინებს?
• ხმაურის მაღალი დონის შემთხვევაში სკაფანდრების გამოყენებას..
• ხმაურიან საამქროებში შრომისა და დასვენების სწორ ორგანიზაციას.
• უხმაურის მაღალი დონის შემთხვევაში (120 დბ-ზე ზევით), როცა სადები და საყურისი ვერ უზრუნველყოფს
საჭიროდაცვას, დამატებით გამოიყენება მუზარადი
• ინდივიდუალური დაცვის საშუალებების: შინაგანი და გარეგანი ხმაურწინაღების (ანტიფონები) გამოყენებას;
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, მსუბუქ სამუშაოებს მიეკუთვნება სამუშაო, რომლის შესრულება:
• პერიოდულად მოითხოვს სისტემატურ ფიზიკურ დაძაბვას (მაგ. მშენებლობაზე შრომა).
• მოითხოვს სისტემატურ ფიზიკურ დაძაბვას (მაგ. მკერავები, დურგლები).
• მოითხოვს ხშირ ფიზიკურ დაძაბვას.
• არ მოითხოვს სისტემატურ ფიზიკურ დაძაბვას (მაგ. კონტროლიორების, ოფისის სამუშაოები)..

საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, ადგილობრივი ვიბრაციის ხანგრძლივი მოქმედება ადამიანში რა


ცვლილებებსა და დაავადებებს იწვევს?
• I. სისხლძარღვების დაავადებებს..
• II. ცვლილებებს ცენტრალურ-წერვულ სისტემაში..
• III. სასუნთქი სისტემის დაავადებას.
• IV. მხედველობის დაქვეითებას..
• V. ხელის მტევნებისა და თითების დეფორმაციას..
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ შესაბამისად, რას ეწოდება ფიზიკური შრომა (მუშაობას)?
• ორგანიზმის დაძაბვას, რომელიც არ არის დაკავშირებულ ენერგოდანახარჯებთან.
• მსუბუქ ენერგოდანახარჯებთან დაკავშირებულ საწარმოო საქმიაწობის სახეს, რომელიც არ მოითხოვს საყრდენ-
მამოძრავებელი აპარატისა და სისტემების დაძაბვას, რომელიც აუცილებელი არ არის მისი ფუნქციონირებისათვის.
• დიდ ენერგოდანახარჯებთან დაკავშირებულ საწარმოო საქმიანობის სახეს, რომელიც უზრუნველყოფს საყრდენ-
მამოძრავებელი აპარატისა და სისტემების დაძაბვას, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის..
• დიდი ენერგოდანახარჯებით შესრულებულ საქმიაწობას, რომელიც კუნთების შეკუმშვით მექანიკური მოქმედების
შესრულებასთან არის დაკავშირებული.

საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, გარდა სტატიკური და დინამიკური დატვირთვებისა, შრომის სიმძიმის
შეფასება ხდება განმეორებადი (სტერეოტიპული) მუშა მოძრაობის და გადაადგილების მიხედვით. შრომის პირობები
ითვლება დასაშვებად, თუ ცვლაში გადაადგილდება მანძილზე, რომელიც მერყეობს:
• 6-დან 10 კმ-მდე.
• 4-დან 8 კმ-მდე..
• 3-დან 5 კმ-მდე.
• 2-დან 4 კმ-მდე.
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, დაასახელეთ განსხვავება სტატიკურ და დინამიკურ დატვირთვას შორის
• სტატიკური მუშაობის დროს კუნთების დაძაბვა გრძელდება წყვეტილად, მაშინ როდესაც დინამიკური დატვირთვის დროს არის
პაუზები, რომელთა დროსაც ნერვული ცენტრები არ გზავნიან კუნთებისაკენ იმპულსებს, ე.ი. ისვენებენ.
• სტატიკური მუშაობის დროს კუნთების დაძაბვა გრძელდება უწყვეტად, მაშინ როდესაც დინამიკური დატვირთვის დროს არის
პაუზები, რომელთა დროსაც წერვული ცენტრები არ გზავნიან კუნთებისაკენ იმპულსებს, ე.ი. ისვენებენ..
• სტატიკური მუშაობის დროს კუნთების დაძაბვა გრძელდება პერიოდულად, მაშინ როდესაც დინამიკური დატვირთვის დროს არ
არის პაუზები, რომელთა დროსაც წერვული ცენტრები გზავნიან კუნთებისაკენ იმპულსებს, ე.ი. არ ისვენებენ.
• სტატიკური მუშაობის დროს კუნთების დაძაბვა გრძელდება არც თუ იშვიათად, მაშინ როდესაც დინამიკური დატვირთვის დროს
არის პაუზები ხშირია, რომელთა დროსაც წერვული ცენტრები გზავნიან კუნთებისაკენ იმპულსებს, ე.ი. არ ისვენებენ.

საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, შრომის სიმძიმის და დაძაბულობის მიხედვით შრომის პირობების რა ჯგუფებს
განასხვავებენ?
• I. ოპტიმალურ (მსუბუქ) შრომას, ენერგოდანახარჯებით 175 ვტ..
• II. დასაშვებ (საშუალო სიმძიმის) შრომას, ენერგოდანახარჯებით _ 175-290 ვტ..
• III. მავნე (მძიმე) სამუშაოს, 290 ვტ-ზე მეტი ენერგოდანახარჯებით..
• IV. საშიშპირობებიან შრომსას, 350 ვტ-ზე მეტი ენერგოდანახარჯებით.
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
ტვირთის ხელით გადატანისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ ევროკავშირის
90/269/EEC დირექტივის შესაბამისად, „ტვირთის ხელით გადატანა“ წიშნავს
• I. ტვირთის ნებისმიერი ფორმით ტრანსპორტირებას..
• II. ტვირთის გადაზიდვას ერთი ან რამდენიმე დასაქმებულის მიერ..
• III. ტვირთის აწევას და ჩამოტვირთვას..
• IV. ტვირთის მიწოლას, დაჭერას, ტარებას ან გადაადგილებას..
• V. ტვირთის ნებისმიერი ფორმით დამუშავებას.

საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის ვიბრაციის შემცირების
პროფილაქტიკური ღონისძიება?
• ვიბრაციის შემცირება აღძვრის წყაროში.
• წინასწარი პერიოდული შემოწმება..
• ვიბრაციის შემცირება მისი გავრცელების გზაზე.
• ვიბრაციის წყაროს მოთავსება მასიურ საძირკველზე.
• შრომისა და დასვენების სწორი ორგანიზება.
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, გარდა სტატიკური და დინამიკური დატვირთვებისა, შრომის სიმძიმის
შეფასება ხდება განმეორებადი (სტერეოტიპული) მუშა მოძრაობის და გადაადგილების მიხედვით. შრომის პირობები ითვლება
მევწედ, თუ ცვლაში გადაადგილდება მანძილზე
• 11 კმ-ის ზევით.
• 8 კმ-ის ზევით.
• 12 კმ-ის ზევით..
• 10 კმ-ის ზევით.

ტვირთის ხელით გადატანისას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ევროკავშირის


90/269/EEC დირექტივის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დასაქმებულთა მიერ ტვირთის ხელით გადატანის
თავიდან აცილება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა ვალდებულებები აქვს დამსაქმებელს?
• I. ტვირთების ხელით გადატანის შესაძლებლობა გამოიყენოს იმ შემთხვევაშიც, როცა გადატანის მექანიკური საშუალება
არსებობს.
• II. სამუშაო გარემო მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით გადატანა იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო დასაქმებულთა
ჯანმრთელობისათვის..
• III. სამუშაოს ბუნებიდან გამომდინარე, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები, ტვირთის
მანასიათებლების გათვალისწინებით..
• IV. უზრუნველყოს დასაქმებულთა ზურგის დაზიანების თავიდან არიდება ან დაზიანების რისკის შემცირება შესაბამისი
ზომების გატარებით..
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, საწარმოო შენობების განათებისთვის გამოიყენება განათების შემდეგი სახეები:
• ხელოვნური განათება, რომელიც იქმნება სინათლის ელექტრული წყაროებით.
• ბუნებრივი განათება, რომელიც იქმნება მზის პირდაპირი და გაბწეული სინათლით.
• ყველა პასუხი სწორია..
• შეთავსებული (კომბინირებული განათება, როდესაც არასაკმარის ბუნებრივ განათებას ემატება ხელოვნური განათება.
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, შრომის პირობების შეფასება ხდება გადასატანი ტვირთის მასის მიხედვით, შრომის
პირობები ითვლება ოპტიმალურად, თუ ტვირთის მასა არ აღემატება:
• 15 კგ-ს..
• 20 კგ-ს.
• 25 კგ-ს.
• 10 კგ-ს.
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, შრომის პირობების შეფასება ხდება გადასატანი ტვირთის მასის მიხედვით,
დაუშვებელია ხელით ტვირთების გადატანა, რომლის მასა აღემატება
• 25 კგ-ს.
• 20 კგ-ს.
• 10 კგ-ს.
• 30 კგ-ს..
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, გარდა სტატიკური და დინამიკური დატვირთვებისა, შრომის სიმძიმის
შეფასება ხდება განმეორებადი (სტერეოტიპული) მუშა მოძრაობის და გადაადგილების მიხედვით. შრომის პირობები ითვლება
ოპტიმალურად, თუ ცვლაში დასაქმებული გადაადგილდება მანძილზე:
• 5კმ-მდე.
• 2 კმ-მდე.
• 4 კმ-მდე..
• 3 კმ-მდე.

საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, საწარმოში აუცილებლად გასათვალისწინებელ ესთეტიკურ მოთხოვნებში,


ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ შედის?
• სამუშაო ადგილის სწორი ორგანიზება.
• სათავსებში და სამუშაო ადგილებზე პაერის სისუფთავის, ტემპერატურის და განათების რეჟიმის მკაცრად დაცვა.
• საწარმოო ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება.
• დასაქმებულთა საარსებო პირობების გაუმჯობესება..
• დასაქმებულთა უზრუნველყოფა მოხერხებული და ლამაზი სამუშაო ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით.
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, მძიმე სამუშაოებს მიეკუთვნება სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია
• იშვიათად ფიზიკურ დატვირთვასთან, მუდმივ გადაადგილებასთან, სიმძიმეების გადაადგილებასთან (სამჭედლო, სამსხმელო
საამქროები და სხვა).
• სისტემატურ ფიზიკურ დატვირთვასთან, მუდმივად ჯდომასთან, იშვიათად სიმძიმეების გადაადგილებასთან.
• სისტემატურ ფიზიკურ დატვირთვასთან, მუდმივ გადაადგილებასთან, სიმძიმეების გადაადგილებასთან (სამჭედლო,
სამსხმელო საამქროები და სხვა)..
• პერიოდულად ფიზიკურ დატვირთვასთან, თუმცა არა მუდმივ გადაადგილებასთან, სიმძიმეების გადაადგილებასთან
(სამჭედლო, სამსხმელო საამქროები).

საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, სტატიკური მუშაობა არის


• სხეულის დაძაბვა სივრცეში სხეულის, ხელებისა და ფეხების გადაადგილებით.
• ტვირთების პერიოდული გადაადგილება.
• ტვირთის გადაადგილება ზევით, ქვევით ან ჰორიზონტალურად.
• ადამიანის სხეულის დაძაბვა სივრცეში სხეულის, ხელების ან ფეხების გადაადგილების გარეშე..
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
როგორ უნდა მოეწყოს ორსული დასაქმებულისთვის სამუშაო ადგილი?
• სტაციონარული სამუშაო ადგილები სამუშაოთა ოპერაციების შესასრულებლად - მოეწყოს ფიქსირებულ პოზაში, რაც არ იძლევა
მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას.
• სამუშაოთა ოპერაციების შესასრულებლად სტაციონარული სამუშაო ადგილები უნდა მოეწყოს თავისუფალ რეჟიმში მუშაობის
შესაძლებლობით..
• დაშვებულია მუდმივად გადაადგილება (სიარული).
• სტაციონარული სამუშაო ადგილები - სამუშაოთა ოპერაციების შესასრულებლად უნდა მოეწყოს კონკრეტულად დაფიქსირებულ
რეჟიმში.
• „მჯდომარე“/„მდგომარე" პოზაში მუშაობისთვის სპეციალური ადგილი.
• სტაციონარული სამუშაო ადგილები სამუშაოთა ოპერაციების შესასრულებლად – თავისუფალ პოზაში, რაც იძლევა სურვილისამებრ
მდგომარეობის შეცვლის შესაძლებლობას..

საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის ვიბრაციის საწინააღმდეგო
ინდივიდუალური დაცვის საშუალება?
• ვიბროჩამქრობი ფეხსაცმელი.
• ვიბროჩამქრობ ფეხსაცმელთან ერთად, სპეციალური სამუხლე.
• ვიბროხელთათმანი.
• ბგერამაიზოლირებელი გარსაცმი..
ტვირთის გადატანა - სავარჯიშო
საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, საშუალო სიმძიმის სამუშაოებს მიეკუთვნება სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია:
• ხშირ სიარულთან, მაგრამ არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას (შრომა მექანიკურ და საამწყობო საამქრობში, საფეიქრო და
მერქნის დამუშავების საწარმოებში)..
• პერიოდულ ჯდომასთან, მაგრამ არ მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას (საფეიქრო და მერქნის დამუშავების საწარმოებში).
• ხშირ გადაადგილებასთან და მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას (საფეიქრო და მერქნის დამუშავების საწარმოებში).
• ხშირ სიარულთან და მოითხოვს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას (შრომა მექანიკურ საამქროებში).

საწარმოო ესთეტიკისა და ერგონომიკის“ მიხედვით, ადამიანმა რა სახით შეიძლება არ შეიგრძნოს ვიბრაცია?


• მხედველობით..
• მთელი ორგანიზმით (საერთო ვიბრაცია).
• სხეულის ცალკეული ნაწილებით (ადგილობრივი, ანუ ლოკალური.
• რიგით (ადგილობრივი, ანუ ლოკალური ვიბრაცია).
• კომბინირებულად.

You might also like