You are on page 1of 1

ავტოკარის ოპერატორი

ინსტრუქტაჟგავლილ მძღოლს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა შრომის


უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე.

პირი, რომელიც არ შეასრულებს ან დაარღვევს ინსტრუქციით


გათვალისწინებულ მოთხოვნებს დაეკისრებათ დისციპლინური
პასუხისმგებლობა შინაგანაწესის მოთხოვნის საფუძველზე, ან თავიდან
გაივლიან შესაბამის ინსტრუქტაჟებს

ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებზე


კონტროლს ახორციელებს უშუალო ხელმძღვანელი.

უსაფრთხოების მოთხოვნები მუშაობის დროს

სატვირთო გადაზიდვებისას ყოველთვის:

 შეამოწმეთ ტვირთის წონა, ზომა, დატვირთის ცენტრი და


უსაფრთხოება,
 დარწმუნდით, რომ პალეტები კარგ მდგომარეობაშია,
 გაიგეთ მტვირთავის ტვირთამწეობა, დარწმუნდით რომ ტვირთი არ
აღემატება ამ ნორმას,
 შეამოწმეთ სტელაჟის უსაფრთხო სამუშაო დატვირთვა (SWL) მასზე
ტვირთის განთავსებამდე,
 დარწმუნდით, რომ ტვირთი არ უშლის ხედვის არეალს. თუ ასეთი
მოხდება, გადაადგილება უნდა მოახდინოთ უკუ სვლით,
 ტვირთის აწევამდე დარწმუნდით რომ მტვირთავი გაჩერებულია,
 გამოიყენეთ შესაბამისი სამაგრები არასტანდარტული ტვირთის
ასაწევად
საწარმოს ტერიტორიაზე სიჩქარე არ უნდა
აღემატებოდეს 5 კმ / სთ-ს. ფეხით მოსიარულეთა გზების
გადაკვეთაზე, ვიწრო, ჩახერგილ ადგილებში, შენობებში
და მოსახვევებში, კარების და ჭიშკრის შესასვლელებში,
გზების გადაკვეთისას და საწყობის გასწვრივ - არაუმეტეს
3 კმ /სთ.

You might also like