You are on page 1of 63

მწველი მზერა

თავიდანვე უნდა გამოვტყდე,სკოლაში სწავლისას ყველაზე მეტად


ქიმიის გაკვეთილზე ვგრძნობდი რაღაც უხერხულად დაძაბულად
თავს.იქნებ იმიტომ,რომ მასწავლებელი გვყავდა საოცარი ქალბატონი
ვენერა კაჭახიძე,რომელიც შეუვალად ითხოვდა 42 მოწაფისგან ქიმიის
ფორმულების უზადოდ ცოდნას,ქიმიური ამოცანების კოსმიური
სისწრაფით ამოხსნას და მენდელეევის ტაბულის ისე გააზრებას,რომ
ღრმა ძილში რომ ჩაეძახა ,უცებ უნდა ამოგეძახა რომელი რიგის და
რომელი პერიოდის ელემენტი იყო განთავსებული მაგალითად
სტიბიუმის მარცხენა მხარეს.გამომადგა ქიმიის ცოდნა? კი
ბატონო,გამომადგა! გამომადგა მისაღებ გამოცდებზე,გამომადგა
ფარმაკოლოგიის სწავლის დროს,გამომადგა წამლების ერთმანეთთან
შეჯერების დროს და მორჩა,სხვაგან სად უნდა გამომეყენებინა ეს
უდიდესი მეცნიერება? ხო და მე და ქიმიამ დიდი ხნის მეგობრობის
შემდეგ ჩამოვართვით ხელი ერთმანეთს და განუსაზღვრელი ხნით
დავემშვიდობეთ ერთმანეთს...დღევანდელმა ჩემმა სტუმარმა კიდევ
ერთხელ და იძულებით გამახსენა ქიმია.კაცმა,რომელიც დილით
სახლში მეწვია და რომელმაც თავი გამაცნო,როგორც ბერტ
მეიერი,თავიდანვე დატოვა ცოტა არანორმალური ადამიანის
შთაბეჭდილება. შემოსვლისთანავე მითხრა,რომ ქიმიკოსია,რითაც
აბსოლუტურად არ გავოცებულვარ,მაგრამ შემდეგ დაამატა,რომ
ამასთანავე არის
მიკრობიოლოგი,მედიკი,ბაქტერიოლოგი,ისტორიკოსი,ეკოლოგი,სოცი
ოლოგი,ლაბორატორიის ხელმძღვანელი და სულიერებისთვის ცოტა–
ცოტა მწერალი ფანტასტიც. იის შიშით,რომ ვაი თუ ეჭვი შემპარვოდა
მისი სიტყვების სიმართლეში,შეირბინა ოთახში და ჩემს თვალწინ
მაგიდაზე დახვავდა უამრავი
დიპლომი,სერთიფიკატი,ცნობები,რეკომენდაციები და უხერხული
სიტუაციის თავიდან ასაცილებლად მეც უხალისოდ გადავავლე
თვალი ზოგიერთ მათგანს.ერთ–ერთ ტიტულირებულ და
წითელბეჭდიან ფურცელზე ამოვიკითხე,რომ მარტინუს ვან მარუმის
აკადემიის სამეცნიერო საბჭო თვლის რომ,ბატონ ბერტ მეიერის
სამეცნიერო შრომები წარმოადგენს შეუფასებელ განძს მსოფლიოს
სამეცნიერო წრეებისთვის და რეკომენდაციას იძლევა ამ ნაშრომების
გამოწვეყნება მოხდეს სამეცნიერო და სამეცნიერო–პოპულარულ
გამოცემებში,მაგრამ არა 2030 წელზე რეკომენდაციის
1
დამადასტურებელი წითელი აკადემიური ბეჭდის გვერდით იყო
კიდევ ერთი მართკუთხა ფორმის შტამპი წარწერით:Topgeheim
(სრულიად საიდუმლო).

რეკომენდაციის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა აზრი იმის


შესახებ,რომ ბატონ ბერტ მეიერს მისამართი შეეშალა და რომ
აქ სახლია და არა ნობელის ლაურეანტთა შესარჩევი კომისიის
ბიურო,უფრო მეტიც ,აქ არც გამომცემლობა მაქვს,რომ მისი
შესანიშნავი კვლევების შესახებ მასალები
გამოვუქვეყნო,მითუმეტეს, რომ არც 2030 წელია და მანამდე
ჯერ კიდევ ოცი წელი დაგვრჩა გასავლელი....ბატონი
ქიმიკოსი თითქოს მიმიხვდა რის თქმასაც ვაპირებდი და
მტკიცედ განმიცხადა:
არა!,–და თავისი უზარმაზარი პორთველიდან საბუთების
ამოლაგება გააგრძელა,–მე მოვედი ზუსტად და
კონკრეტულად თქვენთან! თქვენ ხომ ნინო ხართ ჩე.. ჩე..
–ჭელიძე!,–მივეხმარე ქიმიკოსს.
–დიახ,ტრულსტრას ქუჩა 31.თუმცაღა უცნაურია,ნინო ხომ
კაცის სახელია? თქვენ კი ისეთი ახალგაზრდა ქალბატონი
ბრძანდებით...
–შეგიძლიათ ესტერი დამიძახოთ,ჰოლანდიაში ყველა ასე
მეძახის .
–შეიძლება ესტერჩიე დაგიძახოთ? თქვენ ხომ ისეთი სათნო
ხართ....თქვა და ხელი პირზე მიიფარა,რომ როგორმე წინა
კბილის არარსებობა დაემალა.
–დამიძახეთ,რაც გინდათ,დამიძახეთ,მაგრამ არ მესმის როგორ
შემიძლია თქვენი დახმარება?
–არ დაგიმალავთ,მე ბატონ ვილემ ფორინკს მივმართე,მაგრამ
აღმოჩნდა რომ ის ისრაელშია წასული დასასვენებლად და მე
იძულებული გავხდი ჩამეყენებინა საქმის კურსში,რათა მას
და მხოლოდ მას მოეცა ჩემთვის რჩევა, თუ ვინ შეძლებდა ჩემს
დახმარებას. ბატონმა ვილემმა დიდსულოვნად მომაწოდა
2
თქვენი კოორდინატები და მეც ქარის სისწრაფით თქვენსკენ
გამოვეშურე.ვილემს სტუდენტობის პერიოდიდან
ვიცნობ,ვიცი მისი შესაძლებლობებისა და გუნდის შესახებ და
დარწმუნებული ვარ ესტერჩიე,თქვენ შეგიძლიათ
გადამარჩინოთ და არა მარტო მე...სიმწრისგან ავომიგმინე და
ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ქიმიკოსს.,,თუ ერთხელ კიდევ
მეღირსა თქვენი ნახვა ბატონო ვილემ ფორინკ,ძალიან,ძალიან
მწარედ გადაგიხდით,,–გავიფიქრე ჩემთვის,მაგრამ ეტყობა
ნაფიქრი მუქარა სახეზე ისე დამეტყო,რომ ქიმიკოსმა
სწრაფად მომაყარა ინფორმაცია,რომლის მეცნიერულ–
თეორიული საფუძვლები თავისი მოსალოდნელი
საფრთხეებით ტარაბუასავით დამიტრიალდა თვალწინ და
ისე გავშეშდი,როგორც კურდღელი პითონის წინ.
–აბა,ეხლა მიხვდით ვისთან გაქვთ საქმე?–ბერტ მეიერმა
თვალებში შემომხედა,დიდი არაბუნებრივად ლურჯი
თვალებით.–ჩემთვის აუცილებელია,რომ ჩვენს საუბარს
თავიდანვე მივცეთ ის სერიოზული დონე,რომელიც შემდეგ
დაბლა არ დაიწევს.თქვენ თავიდანვე უნდა მიხვდეთ,რომ
საქმე,რომელზედაც ჩვენ ვისაუბრებთ,საეთაშორისო,მე
ვიტყოდი სამყაროს მასშტაბისაა.
–ვეცდები,–ვუპასუხე ენთუზიაზმის გარეშე.
ფსიქიატრიაში ჩემი მუშაობის პერიოდში ხშირად მომისმენია
კიდევ უფრო ,,მასშტაბური,, განაცხადები,განსაკუთრებით
გაზაფხულზე და შემოდგომაზე,როცა პირდაპირ აფეთქება
ხდება ყველა კატეგორიის კოსმიურ–ფსიქოპატური
პიროვნებების და ეხლა ხომ სწორედ გაზაფხულია? ძლივს არ
მივხვდი რატომ გამომიგზავნა ეს კაცი ვილემ ფორინკმა?
ესეიგი:შემთხვევა კლინიკურია და აბსოლუტურად უიმედო!
,,დავსჯი ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებლებსაც, როგორც
იერუსალიმი დავსაჯე მახვილით, შიმშილითა და შავი
ჭირით.,,–ეს ძველი აღთქმიდან არის ესტერ.დააკვირდი,შავი
ჭირით,ყველას შავი ჭირით. მე ჯერ კიდევ ბიბლიურ

3
პერიოდზე ვლაპარაკობდა ჯერ არ მივსულვარ შავი ჭირის და
ქოლერის ცნობილ ეპიდემიებზე,რომელთაც თავის დროზე
დაასაფლავეს ევროპის ნახევარი.,,ძალიანაც კარგი,ევროპა
ჯერ არ გვინდა,,–გადავწყვიტე ჩემთვის.
–მე მოვედი თქვენთან იმიტომ,რომ ეს საქმე უბრალოდ
საიდუმლო კი არაა,კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ ესტერ,–
ზესაიდუმლოა!მე ეხლა მოგიყვებით რაც ხდება,მაგრამ უნდა
დამპირდეთ,რომ არასოდეს,არავითარი სახით და ფორმით არ
მოყვებით იმის შესახებ,რასაც ჩემგან მოისმენთ,–მითხრა
მკაცრი ხმით ბატონმა ბერტმა და ცხვირზე ჩამოცურებული
სათვალე შეისწორა.
,,სამარე ვარ,,–მინდოდა უცებ წამომეყვირა,მაგრამ
ვიცოდი,რომ ჰოლანდიელი ამას ვერ მიმიხვდებოდა და
დაბნეული ხმით ვუთხარი:
–დიახ,რა თქმა უნდა,ბატონი ფორინკის მეგობრის საიდუმლო
ყოველთვის დარჩება საიდუმლოდ,მაგრამ ამის შესახებ
მეცოდინება მხოლოდ მე,ესეც არ იყოს,მე ჯერ არაფერი
ვიცი,ასე,რომ გისმენთ ბატონო ბერტ!იმედია საიდუმლობის
გაუცემლობის ხელწერილს არ დამაწერინებთ და საკუთარი
სახლიდან გაუსვლელობას არ მომთხოვთ!
–არა,არა,არ გამიბრაზდეთ ესტერჩიე,–დამიყვავა ქიმიკოსმა,
მოდით გავაგრძელოთ საუბარი მკაცრად სიტყვიერი
გადმოცემით.
ბატონმა ბერტმა საათს დახედა, ღრმად ჩაისუნთქა და
დაიწყო....
ქიმიკოსმა დეტალებში მომიყვა მეჩვიდმეტე საუკუნეში
მომხდარი ისტორიის შესახებ და რომ ჩვენს დროში ნაპოვნია
ახალი შოტლანდიის გუბერნატორის ამხერსტისა და
ჩრდილო ამერიკის ფორტ პიტის ციხესიმაგრის პოლკოვნიკ
ბუკეს მიმოწერა,რომელშიაც აღმოჩენილია ზუსტი
მტკიცებულებები ამერიკელი ინდიელების ყვავილით
4
( variola) მიზანდასახული დასნებოვნების
შესახებ.აღმოჩნდა,რომ უსინდისო პოლკოვნიკმა ბუკემ
სპეციალურად აჩუქა ინდიელების ბელადს იმ კლინიკიდან
გამოტანილი ორი ადეალა და ცხვირსახოცი,სადაც
ყვავილიანი ავადმყოფები მკურნალობდნენ. სულ მალე
ოჰაიოს შტატის ინდიელებში აფეთქდა სერიოზული
ეპიდემია,რომელმაც სამი მილიონი ადამიანის სიცოცხლე
შეიწირა....
–და მერე რა? –შევეკითხე გაკვირვებულმა,თქვენ რა, გინდათ
მოვძებნო და დავსაჯო მე–17 საუკუნეში მცხოვრები ვერაგი
ბუკე? ეგ ხომ ძალიან ადვილია,არა?
–როგორ თუ რა ესტერ?ის რაც ეხლა მოგიყევით,პირდაპირ
კავშირშია ჩვენს საქმესთან–წამოხტა სკამიდან სტუმარი,–მე
ვცდილობ ასე ვთქვათ ფართო სპექტრით წარმოგიდგინოთ
იმის პორტრეტი რისი მოძებნაც თქვენ... თქვენ და მე
მოგვიწევს...მაგრამ თუ თქვენ გინდათ,რომ უფრო მოკლედ და
ზუსტად გითხრათ....გეტყვით იმას,რაც ბოლოში უნდა
მეთქვა.
–ძალიან დამავალებთ ბატონო ბერტ,ნამდვილად არ მაქვს
ძალიან ბევრი დრო,–ზედმეტად ცივად გამომივიდა ნათქვამი.
–კარგით!–დამთანხმდა სტუმარი და თითქმის ჩურჩულით
გააგრძელა,– ჩვენს ლაბორატორიაში,ჩვენს ზესაიდუმლო
ლაბორატორიაში დაიკარგა სამი კოლბა იმით... ნუ,იმით...
—რითი იმით?–გავიმეორე მოუთმენლად.
–ამ ღამით გაქრა სამი კოლბა,–თქვა დუმილის შემდეგ
მეიერმა.–მაპატიეთ,ეს ჩვენი ლაბორატორიული
ჟარგონია.უფრო სწორად რომ ვთქვა დაიკარგა სამი მცირე
ზომის სპეციალური კონტეინერი.
ერთ მათგანში იყო ინფექციური სიყვითლის
ლეპტოსპიროზის მიკრობები,მეორეში ინახებოდა Bacillus

5
anthracis,უბრალო ენით რომ ვთქვათ ჯილეხის გამომწვევი
ჩხირები,ხოლო მესამეში.... Pestis…
-რა ბრძანეთ?
–დიახ,ჭირის გამომწვევი ბაცილა...
–როგორ? ნამდვილი ჭირის?–შევეკითხე არაბუნებრივი
შიშნარევი ხმით და სრულიად დამავიწყდა დრო,საათი და
პროდუქტების მოსატანად სუპერმარკეტში წასვლა.

–დიახ,სწორედ ნამდვილის!თქვენ არ მაცადეთ დაწვრილებით


მომეყოლა,თუმცა ეს თემა საინტერსოა და ზოგადად
ფართომასშტაბური,თან ჩემი ჯილაა!
–ჯილაა? მოიცადეთ,თქვენ გინდათ თქვათ,რომ მუშაობთ
ლაბორატორიაში,რომელიც დაკავებულია ამ
საზიზღრობებით?
–არა მხოლოდ ამით!–გამოცოცხლდა მეიერი,–არა მხოლოდ
ესტერ,ჩვენთან ინახება მალარიის ვირუსები,ე.წ. სამდღიანი
ციებ–ცხელების და ძალიან საინტერსო ყვითელი ციებ–
ცხელების. იცი რამდენი წელი მოვანდომე რიფტის ველების
ციებ–ცხელების შესწავლას?თუმცა ეს უფრო ჰობია,ამ ციებ–
ცხელების შემთხვევა დაფიქსირებულია მხოლოდ
კენიაში,ხოლო თუ თქვენ დაგაინტერესებთ ჩვენი
ლაბორატორიის უფრო ფართო სპექტრი,მინდა გითხრათ
ესტერჩიე,რომ ასევე შევისწავლით ბრუცელოზს,ვთესავთ
ტულარემიის ჩხირებს,ყველაზე მნიშვნელოვანი კი რაზეც
ვმუშაობთ ეს არის წითელას ვირუსი,განსაკუთრებით
გრიპზე ვმუშაობთ ,ამასთან ,, А და Б,, ვირუსებზე, მაგრამ
დაიკარგა მხოლოდ ის,რაც ჩამოგითვალეთ,ყველაზე საშიში
მასალა. თქვენ წარმოიდგინეთ მე ვიცი,რატომ...
–რატომ?–ვკითხე ისე,რომ ჩემი ხმა არც კი გამიგია.
–იმიტომ,რომ იმან ვინც კოლბები მოიპარა,იცოდა რა წაეღო.მე
ზუსტად ვიცი,რომ ეს ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომელმა იან
6
პეტერსმა ჩაიდინა.გუშინ ღამით გაქრა ლაბორატორიიდან იმ სამ
კოლბასთან ერთად და უცნობია სად...და მე მინდა,რომ იანი
მოძებნოთ,მთავარია მოძებნოთ ის ,რაც დაიკარგა და რაც უფრო
სწრაფად მოახერხებთ ამას,მით უკეთესი ჩვენთვის,ყველასთვის....
–დიახ,და მაინც...–წამომცდა ჩემდაუნებურად,–მართალი
გითხრათ შავ ჭირთან ჯერ საქმე არ მქონია და მართალი
გითხრათ დიდი სურვილი არ მაქვს მასთან საქმის დაჭერის...
–გახსოვთ სამოცდაათიან წლებში ზანდამში რომ იფეთქა
ქოლერის ეპიდემიამ?–შემეკითხა ჩაფიქრებული ქიმიკოსი და
მერე უცებ გააგრძელა,–თუმცა თქვენ საიდან
გეცოდინებათ,თქვენ ხომ მაშინ ჰოლანდიაში არ
ცხოვრობდით? მაშინ ყველგან აიკრძალა წყალში ჩასვლა და
ბანაობა,პურის გაცემა სპეციალური ხელთათმანების
გარეშე,რომელიც მაშინ დეფიციტი იყო ჩემო კარგო...
–თქვენ გინდათ თქვათ,რომ ამაში თქვენი ლაბორატორიის
ხელი ურევია?
–ნაწილობრივ,–მოკრძალებულად აღნიშნა ბატომა ბერტმა.–მე
მაშინ ლაბორატორიაში არ ვმუშაობდი,მაგრამ დოკუმენტებში
არის დაფიქსირიბული,რომ გაჟონმა მასალის ჩვენი
ლაბორატორიიდან მოხდა .მოკლედ,ესტერ, მე ძალიან
მეშინია,რომ მსგავსი არ განმეორდეს,არ განმეორდეს
გამოუსწორებელი....
–და გრიპი?–ვკითხე და გამახსენდა როგორ იავადმყოფა გასული
წლის ზამთარში ჩემმა თანამშრომელმა ისეთი ე.წ. ჰონკონგის
გრიპით,რომლის შესახებაც ადამის დროიდან არავინ არაფერი
იცოდა.წარსული ზამთრის ეპიდემიაც თქვენი ხელწერაა?
–არა ესტერჩიე,რას ამბობთ?არავითარ გაჟონვას ბოლო ოცი წლის
განმავლობაში ლაბორატორიაში ადგილი არ ჰქონია.ჩვენ
რა,დივერსანტები კი არ ვართ? ჩვენ მეცნიერები ვართ და
ვასრულებთ სპეციალურ პროგრამულ დავალებებს,რომლის
რეკომენდატორებიც არიან ხელმძღვანელობა ცენტრიდან,მეტი
არაფერი.ვახდენთ ლაბორატორიულ გამოკვლევებს,რომელიც
მხოლოდ სპეციალისტებისთვის არის მნიშვნელოვანი.
7
–კარგი საქმეა ჩემმა მზემ,და თქვენი შავი ჭირი ?რა
გგონიათ,კოლბა რომ სადმე დაიმსხვრეს,მარტო სპეციალისტებს
ამოარჩევს?
–აი,საქმეც მაგაშია!–მძიმედ ამოიხვნეშა ბატონმა ბერტმა.– ამიტომ
რაც ღამით მოხდა ლაბორატორიაში საშინელებაა!მე არ ვიცი ეს
ყველაფერი რას შევადარო,წარმოგიდგენიათ რომ ბრაბანტში
ერთბაშად აფეთქდეს ჭირი,ჯილეხი და სიყვითლე?თქვენ
წარმოგიდგენიათ მიმდინარეობა?
–პირდაპირ შუა საუკუნეებია რა... ჯილეხი,შავი ჭირი...და თქვენ
გინდათ რომ დავადგინო და ვიპოვო თქვენი ამხანაგი კოლბებთან
ერთად არა?
–დიახ,დიახ საყვარელო ესტერ და ასევე აუცილებელია,რომ ეს
საქმე დღეიდან საქმის დასრულებამდე მხოლოდ ჩვენს შორის
დარჩეს!გარდა ამისა,მე უკვე შევუთანხმდი ფორინკს და აი,აქ არის
თანხა,–თქვა და პორთველიდან საკმაოდ მოზრდილი კონვერტი
ამოიღო,– ვფიქრობ ეს თანხა ყველაფერს ეყოფა,საქმე იმდენად
სერიოზულია,რომ ეხლა ვაჭრობის დრო არ არის.
–გასაგებია...თუმცა მაინც საინტერესოა,საიდან გაქვთ ამდენი
ფული?–ვერ დავიოკე ცნობისმოყვარეობა.
–ნუ ინერვიულებთ მაგაზე,–გაეღიმა სტუმარს,მოპარული არ
არის.ჩვენს ლაბორატორიაში არაბუნებრივად ბევრს გვიხდიან
.თანაც პრემიები რისკის და გასაიდუმლოების გამო. ჩვენი
ხელმძღვანელობა გადახდის საკითხში საათივით მუშაობს.
–და თქვენ უკვე გააგებინეთ ...მაგ თქვენს ხელმძღვანელობას
მომხდარის შესახებ?
–რას ამბობთ?ჩუმად!ასე ხმამაღლა ნუ ლაპარაკობთ! საქმე
იმაშია,რომ არ შემიტყობინებია!–ჩურჩულით თქვა სტუმარმა და
ისე მიიხედ–მოიხედა ოთახში,თითქოს არსებობდა ერთი
პროცენტი მაინც მისი მძლეთამძლე ხელმძღვანელობის მხრიდან
ჩვენი დაყურადებისა.–ეს ინფორმაცია თუ ჰააგამდე
მივიდა,იქედან კიდევ უფრო შორს,საერთაშორისო სკანდალი
მოხდება. იმის გაფიქრებაც კი არ მინდა რა დაიწყება!
გასაგებია,რომ მე ლაბორატორიაში არავინ გამაჩერებს და

8
მეცნიერულ ხარისსხსაც დავკარგავ,მაგრამ იანი...ჩემი იანიკო... აი
ის კი....
–რომელ იანიკოზე ლაპარაკობთ?იმ ადამიანზე ვინც
ლაბორატორიიდან ყუთები,უკაცრავად კონტეინერები გაიტაცა?
იმ ქურდზე?
–დიახ,რა თქმა უნდა...მაგრამ მასზე არ ღირს ასე მკაცრად საუბარი.
იანი ძალიან,ძალიან კარგი ადამიანია,იშვიათად შესანიშნავი
ახალგაზრდაა.მას ხომ ...ისე წაშლიან პირისაგან მიწისა,რომ ...
ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი ,რომ ყველა შესაძლო
სპეცსამსახურების საშუალებით სულ რაღაც რამოდენიმე საათში
იპოვიან და... თქვენ ხომ ჯერ წარმოდგენა არ გაქვთ როგორ მძლავრ
ძალასთან გვაქვს საქმე,მაგრამ გარანტიას ვიძლევი,რომ საბრალო
იანიკოს ვეღარასოდეს ვნახავთ...ვახავთ კი არა მის სახელსაც ვეღარ
გავიგებთ ვერასოდეს... არა,ამას ვერ დავეთანხმები ამის სასტიკი
წინააღმდეგი ვარ!
–ესეიგი თქვენ ამხელა თანხა იმისთვის გადაუხადეთ ჩვენს
სამსახურს,რომ მოვძებნო იანი,სანამ თქვენი საშინელი დანაკარგის
შესახებ ინფორმაცია შეფამდე მიაღწევს?
–ზუსტად!თქვენ კარგად მიმიხვდით ესტერჩიე,– სწრაფად ამყვა
ლაპარაკში ბატონი ბერტი,–ზუსტად ასეა! ღმერთმა დალახვროს
ყველა ჭირის ჩხირი,რამდენსაც გინდა იმდენს გამოვიყვანთ
ახალს,მთავარია იანმა არაფერი ჩაიდინოს გამოუსწორებელი
,თუნდაც ისეთი,რაც ჩვენი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგო
იქნება.ჩემი გამოთვლებით სამი–ოთხი დღე მარაგში
გვაქვს,დარწმუნებით არაფრის თქმა არ შეიძლება,მაგრამ ჯერ
დაახლოებით ასეა.აი ამ დროში უნდა ვიპოვოთ იანიკო.ის
ახალგაზრდაა,გონება უხურს,რაღაც დაემართა,რაღაც მოხდა მის
ცხოვრებაში,ჩაკეთილი ცხოვრების დროს ყველას შეიძლება ეს
დაემართოს,მაგრამ მემჯერა,როგორც კი ვნახავთ და
დაველაპარაკებით,ის უცებ გამოერკვევა და ჩვენც ჩუმად
დავუბრუნდებით ჩვენს ჩვეულ ცხოვრებას.წინააღმდეგ
შემთხვევაში....არა,ამაზე ფიქრიც არ მინდა...ჩემთვის ეს
დასასრულია....

9
–გამოდის ხელმძღვანელობისგან სიმართლის დამალვით თქვენ
უდიდეს რისკზე მიდიხართ...
–ასე გამოდის,–ამოიოხრა მეიერმა,–ისინი თუ გაიგებენ,რომ მე
სამი ან ოთხი დღე... თუნდაც საათი დავმალე კონტეინერების
დაკარგვა და თანამშრომლის გაქრობა...მეც ვერავინ ვეღარ
მნახავს...ვერასოდეს!ეს ფაქტია!
–უყურე შენ! და სად წახვალთ?–ვკითხე გაოცებულმა.
–ჩვენი სამსახური ითვლება ზემომატებული საფრთხის და რისკის
შემცველ სამუშაოდ,–დაიწყო ახსმა მეიერმა,–გარწმუნებთ,არავის
არ გაუკვირდება ,თუ მსგავსი ლაბორატორიის თანამშრომელი
მოულოდნელად გარდაიცვლება ტანზე რაიმე სახის გამონაყარით
ან თვალით უხილავი მიზეზით.პრინციპში ესეც შედის ხელპასის
რაოდენობაში.ასე,რომ საქმე ჩემს სიკვდილ–სიცოცხლეს
ეხება.უკვე ეხლაც,რამდენი საათი გავიდა დილის შვიდი
საათიდან,როცა კონტეინერების დაკარგვა აღმოვაჩინე ამ
წუთამდე,როცა ვზივართ და ვსაუბრობთ?უკვე საკმაოდ ბევრი &
11 / 3 დარღვევის შესაბამისად
–მე რომ არ დაგთანხმდეთ,მაშინ ?–ჩავეკითხე სტუმარს ცოტა არ
იყოს და სადისტური დაინტერესებით,რადგან ვგრძნობდი,ეს
ისტორია ჩემთვისაც ისეთი საინტერესო გახდა რომ თვით ვილემ
ფორინკსაც რომ დაერეკა ეხლა და ეთქვა,უარი თქვი
დახმარებაზეო,არც ერთ შემთხვევაში არ დავეთანხმებოდი ,არც
დაშინება და არც დაწინაურება ამ საქმეზე ხელს არ ამაღებინებდა!
–მაშინ მე მეტი აღარაფერი დამრჩენია,რომ 24 საათი დავუცადო
იქნებ და ჭკუაზე მოეგოს იანი და დაბრუნდეს,თუ არა და უნდა
დავლიო ჩვენი ერთ–ერთი კოლბის შიგთავსი... თუმცა
არა,სწრაფადმოქმედი შხამი სჯობია,ვირუსების საინკუბაციო
პერიოდის გასვლამდე ვერ დავიცდი,ნელი წამებით სიკვდილს
უცებ სიკვდილი მირჩევნია!ასეთი შემთხვევისთვის ყოველთვის
გვაქვს შენახული სწრაფადმოქმედი შხამის ამპულა...
–აბა ეხლა!–ვუთხარი მკაცრად,–სუიციდით ჩემი დაშინება
არაფერში გარგიათ,ისედაც ამაკანკალეთ თქვენი ქოლერით და
ჯილეხით.თქვენ ხომ არ გავიწყდებათ,რომ მე არც გამომძიებელი
ვარ და არც პროკურორი? იცით რამდენი სუიციდის მოყვარული
10
მიწევს ეხლა ჩემთან განყოფილებაში? ერთ ადგილს როგორმე
კიდევ გამოვნახავთ და არც თქვენი დაგიპნოზირება გამიჭირდება
სრულ დამორჩილებამდე,10 მეტრზე ვმოქმედებ!,–აქ
გამეღიმა,რადგან შევატყვე უცებ როგორ გაფერმკრთალდა
სტუმარი და მისი ასაკობრივი რისკების ხათრით დავინდე.–
კარგით,მე მზად ვარ დაგეხმაროთ,მაგრამ თქვენ ჩემთან არ უნდა
გქონდეთ არანაირი სახის საიდუმლო,არც ერთი!მერე
კიდევ,თქვენ უნდა შემპირდეთ,რომ ყველაფერში დამეხმარებით
და კონსულტირებას გამიწევთ ყველა საკითხში,რაც კი თქვენს
ბანკებს და კოლბებს ეხება და თან გააკონტროლებთ,რომ თავად
არ წამოვიკიდო ზურგზე რაიმე დაავადება. და მთავარი: ჩვენ
გვაქვს მხოლოდ სამი დღე,დღეს,ხვალ და ზეგ,ორშაბათს
სამსახურში უნდა ვიყო,პაციენტები მელოდებიან!
–ესტერ,მე ვიცოდი ,რომ თქვენ გადამარჩენდით!–ტაში შემოკრა
სტუმარმა ,მერე მოულოდნელად სავარძლიდან წამოხტა და
გადამეხვია.– რა ბედნიერი ვარ,თქვენ მე იმედი მაჩუქეთ...
–მოიცადეთ,ჯერ სამადლობელი და საიმედო არაფერია,–როგორც
იქნა მოვიღლიტე მხრებიდან სწავლული ,–მომიყევით ეხლა რაც
შეიძლება ბევრი თქვენს იანზე,ხომ უნდა ვიცოდე ვის ვეძებთ?
დამშვიდდით და არაფერი გამოგრჩეთ.
შევნიშნე ,რომ ბატონ ბერტს თვალები დაენამა.მერე სათვალე
მოიხსნა ,გაწმინდა და სველი თვალები ცხვირსახოცით
მოიმშრალა. გადავწყვიტე ცოტა მივხმარებოდი.
–ბატონო ბერტ,მე ვხვდები,რომ გიჭირთ იანზე ლაპარაკი,მაგრამ
მითხარით,ხომ არაფერი შეგიმჩნევიათ ბოლო დროს მის ქცევაში
რამე არაბუნებრივი,უჩვეულო?
მეიერი ჩაფიქრდა და ფრჩხილით თავი მოიქექა.
–ოოო,როგორ არა?–როგორც იქნა ამოიღო ხმა სტუმარმა.–
დიახ,ბოლო დროს იანიკომ დაიწყო ბევრი ლაპარაკი არა მხოლოდ
ჩვენს სამუშაოზე,არამედ უფრო მეტად ცხოვრებაზე,ყვებოდა
ყველაფერს რასაც კი ისმენდა,ის კი არა და საღამოს 8 საათის
შემდეგ საერთოდ ამიკრძალა სამსახურზე ლაპარაკი. მერე
გავიგე,რომ ჩუმად კინოში წასულა,ბილეთის ნახევი ვუპოვე
ჯიბეში.ბებერი სულელი რომ ვარ,თორემ მაშინავე უნდა
11
დავლაპარაკებოდი ბავშვს,ის ხომ მხოლოდ 25 წლისაა?უნდა
მიმეღო საჭირო უსაფრთხოების ზომები ინსტრუქციის & 25/5–ის
მიხედვით. არ გავაკეთე,დავიბენი და აი შედეგიც...
–რაღაც ვერ გავიგე ალბათ,რა შუაშია კინო? თქვენ რა,კინოში
წასვლა გეკრძალებათ?–ვერ დავმალე ჩემი გაოცება.
–რას ამბობთ? არავითარ შემთხვევაში!ჩვენ ხელს ვაწერთ
კონტრაქტს,რომელშიაც ეს ყველაფერი პუნქტობრივად არის
გაწერილი.
–და თეატრში? რესტორანში? კაფეში?
–არა,არავითარ შემთხვევაში!დროის არავითარი ფუჭი
ხარჯვა,ერთი საათიც კი!ეს ჩაწერილია კონტრაქტში.ამისთვის
ჩვენ ისეთ ხელფასს ვიღებთ,რომ თვით ,,ფილიფსის,,
მეპატრონესაც კი შეიძლება ასტრონომიულად მოეჩვენოს.
–კი ,მაგრამ ქალები?–არაფრით არ ვეშვებოდი ჩემს ზესაიდუმლო
სტუმარს.
–ახ,ქალები,ქალები...,–ნაღვლიანად გაიღიმა ბატონმა ბერტმა,–ამ
დელიკატურ საკითს მე და იანი ყოველთვის გვერდს
ვუვლიდით,თუმცა ბოლო დროს საღამოს რვა საათის შემდეგ
სწორედ ასეთ საუბრებში მიწვევდა ბიჭი.
ჩვენი კონტრაქტის პირობებში არის ერთი მკაფიო პუნქტი იმის
შესახებ,რომ თუ თანამშრომელი მუშაობას იწყებს ჩვენს
ლაბორატორიაში,სამი წლით უნდა უარი თქვას საწინააღმდეგო
სქესთან ყველა სახის კონტაქტის დამყარებაზე,ისე როგორც
წყალქვეშა ნავში,გესმით? თითქოს ჩვენ წავედით ოკეანეში
წყალქვეშა ნავით მნიშვნელოვანი სტრატეგიული დავალების
შესასრულებლად.რა არის აქ გაუგებარი?
–კი,მაგრამ.... ეს ხომ სადიზმია? ეს ხომ ველურობაა?–
წამოვილუღლუღე ინფორმაციით დათრგუნულმა.
–მე ასე არ ვფიქრობ ,–მშვიდად მიპასუხა მეოცე საუკუნის
დიოგენმა,–ჩვენს ლაბორატორიაში ძალით ხომ არავის ერეკებიან?
ამის გარდა უამრავი მსურველია,რომ ჩვენთან იმუშაოს,მაგრამ
არჩევა ხდება ძალიან მკაცრად,იმდენად რომ ამხელა ქვეყანაში
მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ხვდება ლაბორატორიაში.თანაც
12
მუშაობის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი წელია.ყოველ სამ
წელიწადში ხდება ლაბორატორიის თანამშრომელთა განახლება
და იანი მხოლოდ იმიტომ მოხვდა ლაბოტარორიაში,რომ ასეთი
ახალგაზრა ძალიან ნიჭიერია, თანაც შესანიშნავი მეცნიერის
რეპუტაცია აქვს,ის ხომ მხოლოდ 25 წლისაა?თქვენ კი ამბობთ
ქალებიო! რა შუაშია აქ ქალები,როცა საქმე ეხება
უმნიშვნელოვანეს მეცნიერულ კვლევებს?ის,ვისაც უნდა ჰქონდეს
ოჯახის და ცხოვრების სხვა სიამტკბილობანი,მუშაობს
ჩვეულებრივ სამეცნიერო ლაბორატორიებში,კათედრებზე და რა
ვიცი,ცოტაა სამუშაო ადგილი?მე ვფიქრობ ისინი აზრზეც არ
არიან,რომ ჩვენნაირი ლაბორატორია არსებობს ქვეყანაში....
–ხო,რა თქმა უნდა...კარგით,მაშინ მომიყევით დაწვრილებით
თქვენი ლაბორატორიის შესახებ. სად მდებარეობს? რამდენი
ადამიანი მუშაობს იქ ამჟამად?
–ლაბორატორიის შესახებ?–იკითხა ბატონმა ბერტმა ისე,თითქოს
რაღაც უნდა გადაეწყვიტა ,–ამბობთ ლაბორატორიის შესახებო
არა? მის შესახებ შეუძლებელია მოყვე ორი სიტყვით,ის უნდა
ნახოთ საკუთარი თვალით.
– მაშინ წავიდეთ!
–სხვა რა გზაა?თქვენ ხომ მაინც უნდა ნახოთ დანაშაულის
ადგილი? ასეა ხომ? თანაც სულ იმის შეგრძნება მაქვს,რომ იანიკო
აზრზე მოვა და სადაცაა დაბრუნდება! იქნებ დაბრუნდა კიდეც?
–ნუ ვკარგავთ დროს,–ვთქვი და სავარძლიდან წამოვდექი.
არ დავმალავ,საშინელმა ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო მენახა
ადგილი,რომლის არსებობის შესახებაც ჰოლანდიის
მოსახლეობის ოთხმოცდაათმა პროცენტმა ნამდვილად არაფერი
იცოდა.და იქნებ ხუმრობს უჩვეულო სტუმარი და ბოლოს
საცინრადაც ამიგდებს?თუმცა შევხედე როგორი სერიოზული და
აღტკინებული სახით დაიწყო მაგიდიდან თავისი
დოკუმენტაციის სწრაფად ალაგება და მივხვდი,წინ
მელოდებოდა ისეთი უჩვეულო დღეები და ისეთი იშვიათი
დაბურდული ისტორია,რომლის ოდესმე მოყოლა ან ფურცელზე
გადატანაზე ფიქრიც კი არანაკლებ თავსატეხს გაუჩენდა
მსმენელსაც და მკითხველსაც...
13
გამოძახებული ტაქსი ძალიან მალე მოვიდა .ბატონი ბერტი უკანა
სავარძელზე მოკალათდა და აღტაცებულმა წამოიძახა:
–რომ იცოდეთ რა არამიწიერი სიამოვნებაა იქროლო მანქანით
ქალაქის ქუჩებში!თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ჩემო შვილებო,ეს
რა ბედნიერებაა!
ტაქსის მძღოლმა გაკვირვებულმა გადმოხედა მგზავრს და მანქანა
დაიძრა.მთელი გზა ენა არ გაუჩერებია ბატონ ბერტს და ხმამაღლა
გამოხატავდა სიხარულს გა გაოცებას ტროტუარზე მოსიარულე
ქალბატონების მიმართ, ხმამღლა გამოხატავდა შურს კაფეში
მჯდომი ხალხის მიმართ,კითხულობდა და კომენტირებდა
მაღაზიის ვიტრინებზე გამოკრულ სარეკლამო ფირნიშებს და
იქმნებოდა შთაბეჭდილება,რომ ბატონი ბერტი ეს ეს არის
გამოუშვეს ციხის იზოლირებული კამერიდან ოც წლიანი
პატიმრობის შემდეგ და ეხლა ხელახლა იწყებდა სამყაროს
შეცნობას,ეცნობოდა ახალ ფერებს და ხმებს.და როდესაც ბატონმა
ბერტმა მისამართი უკარნახა მძოლს და ეს მისამართი აღმოჩნდა
არც მეტი,არც ნაკლები ,,აპელდორნ ბოს,,–ი ,მძღოლმა უკვე
თავისუფლად გადაიხარხარა და მთელი გზა უცნაურ
მგზავრთან ერთად ისე იზიარებდა ემოციებს,თითქოს
იმახსოვრებდა ფსიქიური ავადმყოფის მონაყოლს,რათა შემდეგ
ანეგდოტებად გაეზიარებინა მეგობრებისთვის.
,,აპელდორნ ბოსის ,, ისტორიული ფსიქიატრიული კლინიკა
აპელდორნის ცენტრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს.
ვინტერსვაიკიდან საათნახევრიანი მგზავრობის განმავლობაში რა
თქმა უნდა მძღოლის თანდასწრებით ვერ დავუწყებდი
გამოკითხვას ბატონ ბერტს ზესაიდუმლო საქმის დეტალების
შესახებ,მაგრამ რა შუაშია ამ ყველაფერთან ფსიქიატრიული
კლინიკა?მითუმეტეს,რომ თავისი პირველადი მნიშვნელობა ამ
დაწესებულებამ ნაწილობრივ კარგა ხნის წინ დაკარგა და ეხლა
მასში მხოლოდ ალცეიმერით,გონებრივი სისუსტით და ასე
ვთქვათ გადაუდებელი კრიზისული შემთხვევების დროს
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ შემოყვანილ
მოქალაქეებს თუ ემსახურება,ისიც სხვა კლინიკებში
გადაყვანამდე.ან ეს თავგამოდებული მხოლოდ შიზოფრენიით
დაავადებული ადამიანისთვის დამახასიათებელი აღტკინებული
14
მტკიცება კაცობრიობის მოსპობისა და მხოლოდ ერთეულთა მიერ
ამავე სამყაროს გადარჩენის შესახებ,რითაც ბატონი ბერტი მთელი
გზა ,,ართობს,, მძღოლს,რისი მანიშნებელია?
–სხვათაშორის,–უყვებოდა მძღოლს ბატონი ბერტი,–ვერმახტის
დოკუმენტებში იყო დოკუმენტი,რომელშიაც რეკომენდირებული
იყო ,, არ მოეწამლათ ჭები,,რაც იმას ადასტურებს,რომ ომის
დროსაც კი ბაქრერიოლოგიური იარაღის გამოყენებას მტრის
მხარე მხოლოდ და მხოლოდ ცხოველებზე ,ამიტომაც ხალხი
მხოლოდ ნაწილობრივ დასნებოვნდა. ტყუილად ხომ არ მოაწერა
ორმოცდა რვა სახელმწიფომ 1925 წელს გენერალურ ანსამბლეაზე
ჟენევაში ,ბაქტერიოლოგიური ომის ამკრძალავ დოკუმენტს?
–ჩემი მგზავრი შემთხვევით აგენტი ხომ არ არის?–იკითხა
სიცილით მძღოლმა.
–აგენტია,აგენტი,–იძულებული სიცილითვე ვუპასუხე,–თუ კაცი
ხარ უყურე ერთი გზას,არაფერს შეგვაჯახო ამდენ სიცილში.
–აგენტი, ეს რაღაც ახალია,–არ ჩერდებოდა ემოციებით
დატვირთული მძღოლი ,–არ დაიჯერებთ და ვან გოგის იუბილეს
დღეებში ერთბაშად ორი ვან გოგი მივიყვანე მაგ
კლინიკაში,ნახატები მიჰქონდათ დიდი მხატვრის, რა თქმა უნდა
საკუთარი ვერსიები და იძახდნენ მუზეუმიდან ძლივს მოვიპარეთ
ჩვენი ნახატები და ეხლა უნდა დავმალოთო,მაგრამ აი
ბაქტერიოლოგიური ომი...ჰა,ჰა,ჰა...
–არა,აგენტი სულაც არ ვარ,–აღშფოთდა ,,დიოგენი,, და უცებ
გაჩუმდა,მერე ცოტა იფიქრა და დაამატა: უბრალოდ ცოტათი
მეცნიერი ვარ... ისტორიკოსი,წიგნს ვწერ და ... აი ესტერი
მეხმარება...წარმოიდგინეთ ვერმახტის გენერალიტეტის
შესაძლებლობები:4500 ინკუბატორი,სადაც ამრავლებდნენ
რწყილებს და მათ კულტივირებას ახდენდნენ ცოცხალ
მღრნელებზე.მოკლე დროში იქ ათეული მილიონობით მწერი
იზრდებოდა,რომლებიც განკუთვნილი იყო შავი ჭირის
გადამტანად.მხოლოდ ერთ განყოფილებას თავისი
ქვაბებით,რომელშიაც მზადდებოდა ბაქტერიების მკვებავი
გარემო და სამაცივრო დანადგარებით შეეძლო ერთ თვეში შეექმნა
სამას კილოგრამამდე ჭირის ბაცილა,რვაასი კილოგრამი მუცლის
15
ტიფის ბაცილა ,ქოლერის ათასი კილოგრამი ბაცილა და ...
ნუ,ფილიალებზე აღარაფერს ვამბობ...
ჩვენი მხიარული მძღოლიც კი ასეთი სტატისტიკის მოსმენის
შემდეგ ჩაჩუმდა და ხმას აღარ იღებდა,მე საერთოდ მთელ
სხეულზე ვიგრძენი ქავილი და ვიფიქრე: ,, ეი შენ,ნახალოვკაში
გაზრდილო გოგო სად მიდიხარ? სად ეკვეხები? დაფიქრდი სანამ
გვიან არ არის,გინდა შენ ეს ყველაფერი? სად აპირებ
სიკვდილს? ,,...
აღმოჩნდა,რომ გვიან იყო!მანქანა ისტორიულ მონუმენტად
აღიარებული ტერიტორიის ჭიშკართან შეჩერდა და სანამ
მძღოლი კიდევ მოასწრებდა რამის კითხვას,მანქანიდან
გადმოვედით.
ჭიშკარი შევაღეთ და უზარმაზარ,მწვანეში ჩაფლულ ბაღში
აღმოვჩნდით. ბაღის მარჯვენა კუთხეში,შემაღლებულ ადგილას
გამოჩნდა ძველი, ორსართულიანი თეთრი შენობა,მაღალი ვიწრო
ფანჯრებით, მაღალი ხეებითა და მარადმწვანე ბუჩქებით
შემოსაზღვრული... ბაღის მარცხენა მხარეს ,ქვის ღობესთან ახლოს
შორიდანაც ჩანდა მოძველებული,ლამის გვერდზე გადაქცეული
ერთსართულიანი შენობა,ოდესღაც ხანძარ გადატანილი,
უფანჯრო, შემურული კედლებით და ხის მძიმე კარით.
მიუხედავად შენობის სიძველისა კარს ზემოთ გაკრული იყო
რატომღაც საკმაოდ ახალი ტრაფარეტი დიდი,მუქი ფერის
წარწერით:,,Lijkenhuis,,-მორგი...
–აქეთ ხომ?–ვკითხე ბატონ ბერტს და კლინიკის შენობისკენ
დავიძარი.
–არა,მთლად მაქეთ არა,–დაბნეულად მიპასუხა ,,დიოგენმა,,.–
იცით რა ესტერ,მე მაინც მინდა მთელი სერიოზულობით
გაგაფრთხილოთ...არც კი ვიცი როგორ გითხრათ... ჩვენი
ლაბორატორია მომეტებული კონსპირატიულობის მიზნით
განთავსებულია ცოტა არაბუნებრივ პირობებში და არ ვიცი
,თქვენთვის როგორ სჯობია...რა ვიცი,მაინც არ შეგეშინდეთ...
–მე? აი ეხლა კი მაწყენინეთ!–ცოტა არ იყოს და გაბრაზებულმა
წამოვიძახე,–არ დაგავიწყდეთ,მეც იმიტომ ვისწავლე ჩვიდმეტი

16
წელი და მეც იმიტომ მიხდის ჩემი სამსახური გაცილებით დიდ
ხელფასს ვიდრე ყველა დანარჩენ ექიმს,რომ არაფრის შემეშინდეს!
–და მაინც,მოვილაპარაკოთ წინასწარ,რომ არაფერი
გაგიკვირდებათ,არაფერი გაგაოცებთ,უბრალოდ მომყევით
ფეხდაფეხ!...
–დროს ვკარგავთ ბატონო ბერტ,წავიდეთ! ჩემი გაკვირვება ძალიან
ძნელია,ეგეც არ იყოს რა,პირველად ვარ ფსიქიატრიულ
კლინიკაში?
–ხო ,თქვენ მართალი ხართ,ბევრს ვლაპარაკობ,მორჩა,ხმას აღარ
ამოვიღებ!– ჩაიბუტბუტა ბატონმა ბერტმა და შუბლიდან
ცხვირსახოცით ოფლი მოიწმინდა.
ბატონი ბერტი კლინიკის შენობისკენ მაინც არ წავიდა.მან
გადაჭრა ბაღის მარცხენა მხარეს განთავსებული ჟასმინის
ბუჩქები და ჩემდა გასაოცრად სწორედ იმ ნახანძრალ გამურულ
მორგის შენობას მიადგა.მან თავის გასაღებით ჩაკეტილი კარი
გააღო და ჩვენ ავღმოჩნდით საავადმყოფოს სუნით გაღღენთილ
ბნელ ოთახში.
–ესაა თქვენი ლაბ...?–უნდა მეკითხა,რომ ბერტმა გამაწყვეტინა
–ტსსს.ჩუმად გთხოვთ.–მომეჩვენა რომ მასაც ხმა უთრთოდა
შიშისგან.–ეშმაკმა დალახვროს,ვიღაც შემოუყვანიათ,არა და
დილით ცარიელი იყო.საერთოდეს ძალიან იშვიათად ხდება აქ...
–ვაიმე ეს რა არის?–გადავედი მეც ჩურჩულზე.ოთახში თვალი
სიბნელეს შეჩვია და აშკარად გავარჩიე მაგიდა,რომელზეც რაღაც
თეთრი იდო.
–გარდაცვლილია,ვერ ხედავთ? ეს ხომ მორგია? ნუ
ხმაურობთ!–,,დამამშვიდა ,,გიდმა.
ნუთუ მართლა თეთრ ზეწარ გადაფარებული გარდაცვლილია?
რატომღაც მომეჩვენა,რომ რაღაც მომენტში სხეული შეირხა!
არა,შემეძლო დაფიცებც კი,რომ ჩემი თვალით დავინახე ,როგორ
გადაიარა ტალღამ თეთს ზეწარზე,რომელიც იქვე გაშეშდა და
ადამიანის სხეული გამოკვეთა.

17
ზესაიდუმლო ლაბორატორიას ეს ოთახი ნამდვილად არ
ჰგავდა.ნელ–ნელა გავარჩიე ცარიელი სტელაჟები და ორი რკინის
მაგიდა,რომელთაგანაც ერთი უკვე ვიღაცას დაეკავებინა.იქნებ
მომეჩვენა,რომ ზეწარი შეირხა? მაინც გამომადგა კატის
მხედველობა ღამეში,ბატონი ბერტი გაუნძრევლად იდგა ჩემგან
მოშორებით ოთახის ცენტრში და მომეჩვენა,რომ მძიმედ
სუნთქავდა. შემოსვლისას ბატონმა ბერტმა კარები შიგნიდან
ჩაკეტა და თავში აზრებმა თავისთავად დაიწყო ვერსიების
წერა.მანიაკი ხომ არ არის ნეტავი ეს ბერტი? ინებ ეს უცნაური
მეცნიერი სულაც არ არის მიკრობების შემსწავლელი და
სინამდვილეში ადამიანის შინაგან ორგანოებს იკვლევს?
აგერ,ერთი უკვე ჰყავს გამზადებული,ან იქნებ თავის საყვარელ
ჭირს და ქოლერას ცოცხალ ადამიანებზე სცდის?რა უნდა ამ კაცს
ჩემგან კონკრეტულად?იქნებ უნდა შემიტყუოს თავის ეგრეთ
წოდებულ ლაბორატორიაში ,როგორც რიგითი
ადამიანი,რომელთან ერთადაც იმუშავებს და რომელზედაც
ექსპერიმენტებს ჩაატარებს? ამ შემთხვევაში შეცდით კანდიდატის
ამორჩევაში ბატონო სწავლულო,თქვენ კიდევ არ იცით ვისთან
გაქვთ საქმე,არ იცით,რომ სპეციალური სწავლება მაქვს გავლილი
განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეთა ,მანიაკთა და რეციდივისტთა
მოსაგერიებლად და .... სწორედ ამ მომენტში ბატონი ბერტი
მომიახლოვდა და მკლავზე ხელი მომკიდა. არ ვიცი
ინსტიქტურად თავში აბურდული ვარიანტების თუ შიშის
გამო,ხელი შემოვუტრიალე ზურგს უკან და ფეხი გამოვკარი
მარცხენა ფეხზე. ბატონმა ბერტმა მოულოდნელობისგან და
ტკივილისგან წამოიყვირა და ჩაიკეცა. ხელი არ გავუშვი და
მარჯვენა ხელი ფეხით დავუჭირე.ახლა უკვე ორივე გავწექით
ცივ იატაკზე,ერთადერთხელ არ ვინანე,რომ შარვალი მეცვა და
ისე ვიგრძენი თავი,როგორც თევზმა წყალში.
–ოი,ოი,რას შვები ესტერჩიე,გამიშვი,მტკივა!
–რატომ მომიყვანეთ მორგში?–გამომცრა კბილებიდან.
–აბა რა უნდა მექნა?–სწრაფად დაიწყო ჩურჩული მეცნიერმა,–
ჩვენი ლაბორატორია განთავსებულია აქ, ამ შენობის ქვეშ, მიწის
ქვეშ,გესმის? სხვა შესასვლელი გზა არ არსებობს! აქ იშვიათად რომ

18
ვინმე გამოჩნდეს... ისიც გარდაცვლილი,სულ ერთი–ორჯერ
წელიწადში.
–არაფერი არ მესმის,რა სისულელეა?
– გესმის რაშია საქმე? საიდუმლო ობიექტების ასეთი განთავსები
დამატებითი გარანტია იმისა,რომ ინტერესით არავინ
მოიკლავს თავს და არავინ არ შემოძვრება.რამდენადაც ვიცი
მხოლოდ ჩვენი ლაბორატორია არ არის ასეთ ადგილას
მოწყობილი და ჩვენი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებშიც ეს
პრაქტიკა გამოიყენება.ხელმძღვანელობა მივიდა ამ ნაბიჯამდე
არაერთი მოსაზრების გამო.რა თქმა უნდა ესეთი ადგილი
უხერხულობას ქმნის თავად თანამშრომლებისთვის,მაგრამ ეს
არც ისე მნიშვნელოვანია,თუ გავითვალისწინებთ,რომ ჩვენს ასე
ვთქვათ წყალქვეშა ნავს იშვიათად ვტოვებთ.მე ,მაგალითად
სულ რაღაც ერთხელ წელიწადში, იანი სამ თვეში ერთხელ.
გამოგიტყდები,არც კი მეგონა, რომ გარეთ ასეთი
გაზაფხულია,რომ იასამანი ყვავის და კიდევ აი ის,საოცარი
არომატით...
– ჟასმინი,–შევასხენე მეცნიერს მისი მონოლოგით სულ ოდნავ
დაწყნარებულმა.
– შენ კი როგორი ძლიერი ყოფილხარ?ვერც კი
ვიფიქრებდი...ცოტა არიყოს და სასიამოვნოც კია ისე გყავართ
გაკავებული,უკვე აღარც კი მტკივა...
მოხუცს ხელი გავუშვი და წამოვაყენე,თავად შემრცხვა ჩემი
უგნური ეჭვიანობის და მართლაც კარგია,რომ აქ არავინ
შემოდის,თორემ ხომ დახვდებოდათ სურათი ჰოლივუდისთვის ?
თანაც ,, ზესექსუალურ ეგზოტიკური,,?...
ბატონმა ბერტმა ხელი ფრთხილად მომკიდა და სტელაჟებისკენ
წამიყვანა. უცებ სტელაჟი ერთ მხარეს გვერდზე გაიწია და
კედელში ჩაყოლებული რკინის კარი გამოჩნდა.
–გაფრთხილებ ესტერჩიე,დაბლა ჩადის რკინის კიბე,მაინც
მხრებზე დამეყრდენი,მე წინ წავალ და ფანარს გავანათებ.–მითხრა
მეცნიერმა და კარი გააღო.პატარა სივრცეში
აღმოვჩნდით,ცისფერი ,,ტუალეტის,, კაფელით მოპირკეთებულ
კიბის თავთან და ჩემმა გიდმა ფანარი აანთო.სინათლემ თვალი
19
მომჭრა,მაგრამ მაინც გავარჩიე ჩვენს ქვემოთ უსასრული
შახტა,ნამდვილი შავი ჯურღმული.
–არ გაგიკვირდეთ,ჩურჩულით მითხრა ბატონმა
ბერტმა,მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს,რომ ჩვენის მსგავსი
მინი ლაბორატორიები ყველაზე მოსახერხებელია თუ მიწის ქვეშ
განთავსდება.ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადა ოცდაათი
წელია,ამ პერიოდში მეცნიერთა ზუსტად ათი ჯგუფი
იცვლება,შემდეგ ბუნკერი ივსება მიწით და ლაბორატორია
სრულიად სხვა ადგილზე იწყებს მუშაობას.
–აღარ მთავრდება ეს კიბე? რა სიღრმეზეა ბოლოს და ბოლოს
თქვენი ლაბორატორია?
–ისე ლიფტითაც შეიძლებოდა ჩამოსვლა,–მიპასუხა მშვიდად და
სვლა გააგრძელა.–ჩქარი ლიფტი გვაქვს,მაგრამ ბავშვობიდან
მეშინია ლიფტის,ვერაფერი მოვუხერხე თავს. ერთხელ
ბავშვობისას ჩემს მეზობელ კლავდიასთან ერთად გავიჭედე და
კაი ორი საათი მომიწია იქ ჯდომამ.
–და მაშინდელი ლიფტის ამბავი აქამდე გამოგყვათ?– გამეცინა
მეცნიერის ფობიაზე.
–მოგონებების მეშინია ესტერ,არასაჭირო მოგონებების...ეგ არის
და ეგ.იმ მეზობლის გოგოზე მაშინ კინაღამ დავქორწინდი,მაგრამ
მე მეცნიერება ავირჩიე ესტერ.არაფრით არ შეიძლებოდა ჩემი
ოჯახური ვალდებულებებით დახუნძვლა. თანაც ჩემი გვარი არ
მოსწონდა ,თავად ვან დე გრაფი იყო და სად არისტოკრატია და
სად ებრაელი მეიერი? მაგრამ მეხსიერება... უჰ,საშინელი რამეა...
და აი,დადგა სანატრელი მომენტი,როცა ჩვენი ალპინისტური
ტრასა დამთავრდა ტრამვებისა და დანაკარგების გარეშე!ბატონმა
ბერტმა კიდევ ერთხელ გააღო რომელიღაც უხილავი კარი და
უცებ თვალი მომჭრა ჩემს წინ აღმართული ოთახიდან
გამომავალმა სინათლემ.
–ეს სასტუმრო ოთახია,–ამიხსნა ბერტმა.–აქ შეგვიძლია
დავისვენოთ,სული მოვითქვათ და ყველაფერზე მოვილაპარაკოთ.

20
როგორც ხედავთ ჩვენი ოთახები პატარაა ზომით,მაგრამ კარგადაა
აღჭურვილი. ცალკე გვაქვს ლაბორატორია, სამუშაო
კომპიუტერული კაბინეტი,საძინებელი,სასადილო,სააბაზანო,
მათაც გაჩვენებთ,მაგრამ ჯერ აქ დავისვენოთ,მართალი გითხრათ
დღეს ძალიან დავიღალე.
ბატონი ბერტი მოცელილივით ჩაეშვა რბილ,ტყავის
სავარძელში,სათვალე მოიხსნა და ამით მანიშნა რომ
დასვენებისთვის რამოდენიმე წუთი აუცილებლად სჭირდებოდა.
საწინააღმდეგო არაფერი მქონდა იმიტომ,რომ მეც მჭირდებოდა
დრო ყველაფრის დასათვალიერებლად და გარემოსთან
შესაჩვევად. პირველივე წუთებიდან ძნელი აღმოჩნდა ყველაფრის
ერთდროულად აღთქმა.ამ ქვის ბუნკერში,დედამიწის
ზედაპირიდან დაახლოებით ას მეტრ სიღმეში,ეს რა თქმა უნდა
დათვლილი საფეხურების მიხედვით,სასტუმრო
ოთახი,გაწყობილი შესანიშნავი ავეჯით,ხრუსტალის
უზარმაზარი სანათით,ყვავილების თაიგულებით ულამაზე
მაღალყელიან ჩინურ საყვავილეებში და კედლებზე გამოკრული
ულამაზესი ჩარჩოები კლასიკოს მხატვართა ნახატებით...ყველაზე
მეტად კი გამაოცა ოთახის სამ მხარეს უზარმაზარმა
ფანჯრებმა,საიდან ყოველ მხარეს სხვადასხვა ულამაზესი ხედი
იშლებოდა.პირველი სარკმლიდან ჩანდა ვარდისფრად ჩამავალი
მზე ზღვის ნაპირიდან და შორს ,ჰორიზონტზე თეთრი პატარა
გემი,მეორე სარკმელიდან თავს იწონებდა მაღალი მთების
დათოვლილი მასივი,ხოლო მესამედან თავს იწონებდა ავსტრიის
მთებქვეშ შეფენილი ლამაზი,ევროპული სოფელი...სული ლამის
ყელში მომებჯინა.ერთ–ერთ სარკმელთან ძალიან ახლოს მივედი
და ხელით მოვსინჯე ძალიან თხელი,სეტკის მაგვარი ეკრანის
ნაჭერი,რომელზედაც მზის სხივებქვეშ კიაფობდა მაღალი მთის
თოვლიანი მასივი...მაგრამ რა ოსტატურად იყო შესრულებული....
–რაო,მოგწონს?–მომესმა ბატონი ბერტის დაღლილი ხმა.–
პირველი ორი თვე მეც მომწონდა და ეხლა ამ სათამაშოს
ყურადღებას აღარ ვაქცევ.ის კი არა უკვე ნერვებს
მიშლის.სხვათაშორის სურათები შეგიძლია შეცვალო.

21
ბერტმა ჟურნალების მაგიდიდან პულტი აიღო და სამივე
ფანჯარაში სურათებმა შეცვლა დაიწყო.გიჟური სისწრაფით
ცვლიდა სტეპებს ჯუნგლები,უდაბნო,მთები,ყინულოვანი
ოკეანე,ქალაქების ქუჩები...
–იაპონური სათამაშოა.აქ ბევრი რამეა გაკეთებული იაპონური
მოდელით,მაგრამ გაითვალისწინეთ,მხოლოდ გარეგნული
ანტურაჟი,მეტი არაფერი,დანარჩენზე ჩვენ უკვე მოვილაპარაკეთ!
–და ჰაერი?–შევეკითხე გაოცებულმა.
პირველი წუთებიდანვე განსაკუთრებით გამაოცა იმან,რომ ღია
არარეალური ფანჯრებიდან ნამდვილად შემოდიოდა ადვილად
შეგრძნებადი სუფთა ნიავი,ნამდვილი ზღვის ჰაერი. და ეს
ხდებოდა ქვის ბუნკერში...
–ხოოო... ამ საკითხში იაპონელებმა მართლა ყველას
აჯობეს.ჰაერიც შეგიძლია შენი სურვილის მიხედვით
შეცვალო,გინდა ზღვის,გინდა უდაბნოსი,გინდა მთის,ყოველთვის
იქნება აბსოლუტურად სუფთა და ჟანგბადით სავსე.საერთოდ
როგორ სუნთქვთ იქ, ზევით? ასე მეგონა დავიღრჩობოდი,ეხლაც
თავი მტკივა. ნუ მიაქცევ ყურადღებას,წამალს დავლევ და
გამივლის და დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს.
ბატონმა ბერტმა ჭიქა აიღო მაგიდიდან და არც კი ამდგარა,ისე
მიაჭირა რაღაც ღილაკზე ხელი გვერდით მდგარი კარადის ერთ–
ერთ უჩვეულო ხვრელს. იქედან ჩქეფად წავიდა მინერალური
წყალი და ჭიქა აივსო.
–აქ ყველანაირია,მინერალური,შამპანური,ჰოლანდიუი პივა,რათა
დასვენების დღეებში ცოტა მოდუნდე და ორგანიზმს რელაქსაცია
ჩაუტარო.გინდათ?
–არა,–ვუპასუხე სწრაფად და გამახსენდა,რომ სასწაულების
ქვეყანაში კი არა ლაბორატორიაში ვიმყოფები,იქ სადაც ჭირის
მიკრობებთან და ჯილეხის ჩხირებთან მეგობრობენ.–არ
მინდა,იქ,ზევით დავლევ მშობლიურ დაქლორილს.
გამახსენდა,რომ სადღაც ახლოს კედლის მიღმა კოლბებში
ცხოვრობენ თვალით უნახავი მონსტრები და სად ხდება ეს
ყველაფერი? თექვსმეტ მილიონიან სახელმწიფოში,სადაც ყველა
22
მორჩილი და მადლობელია იმ მთავრობის,რომელსაც არასოდეს
მოუკვდება შიმშილით თავისი მოქალაქე,მთავრობას,რომელიც
პარასკევ საღამოს ექვსი საათის,სამუშაო საათების დამთავრების
შემდეგ თავის მოქალაქეებთან ერთად მგზავრობს ველოსიპედით
და მატარებლით,ეს ხდება ქვეყანაში სადაც ადამიანებმა არ იციან
რა ღირს წამალი და ექიმთან ვიზიტი, არ ეშინიათ იმის რომ
ოპერაციის ან მშობიარობის შემდეგ მარტო აღმოჩნდებიან და
მომვლელი არავინ ეყოლებათ...
–მოდით საქმეზე გადავიდეთ ბატონო ბერტ,თუ გაქვთ საკუთარი
ვერსია იმის თაობაზე ,თუ რატომ უნდა გამქრალიყო იანი?
–მე ვფიქრობ ქალი!–საფეთქლები დაიზილა თავის ტკივილით
შეწუხებულმა მეცნიერმა,–მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია და
ისიც ჩემი უყურადღებობის ბრალია!
–მე ვფიქრობ თქვენ აქ არაფერ შუაში ხართ...
–ვარ,ვარ,სწორედაც რომ შუაში ვარ. არ მივეცი მნიშვნელობა,როცა
მითხრა,რომ რომელიღაც სულელი გოგო გაიცნო ამ
კლინიკიდან,აქ ხომ თუ საშიში არაა პაციენტი გარეთაც უშვებენ
სასეირნოდ?მოკლედ ვიღაც როზალია თუ ლილია,არ
მახსოვს,ყვავილის სახელი კი იყო,რამდენადაც მივხვდი შეხვდნენ
აქ ბაღში ერთმანეთს,იანმა ზევით ასვლას მოუხშირა,ხილიც კი
აუტანა ,ყურძენი,ანანასი და ათასი რამე,რაც აქ ჩვენთან გაყინული
გვაქვს საუკუნის დასასრულამდე,მე ვერ ვიფიქრებდი,რომ ეს
ეგრეთწოდებული ქველმოქმედება აქამდე მიგვიყვანდა...
–ესეიგი გამოდის,რომ იანი ტოვებდა ხანდახან თქვენს,, წყალქვეშა
ნავს,, და გადიოდა ხელდერლანდის სტეპებში ?
–დიახ, ორჯერ თვეში. იანი ჩემი ასისტენტია და წესდებით მას
ევალებოდა ზევით ასვლა,საჭირო ნივთების შესაძენად.მართლა
ვერ მოამარაგებ ლაბორატორიას სამი წლით ისე,რომ ზევით
ასვლა არ დაგჭირდეს,განსაკუთრებით ეს ეხება საგამოცდო
მწერებისა და პატარა ცხოველების საკვებს.ასევე ასისტენტის
მოვალეობაა შეამოწმოს საბანკო ანგარიში,გაზეთებს,ჟურნალებს
და წერილებს კომპიუტერით ვიღებთ,მაგრამ ახალი
ადგილობრივი გაზეთები მაინც გვჭირდება,რადგან
ტერიტორია,სადაც ლაბორატორიაა განთავსებული,ჩვენი პირადი
23
კონტროლის ქვეშ იყოს მოქცეული. და აი გუშინ იყო ზუსტად
ასეთი გასვლის დღე.იანი როგორც ყოველთვის ორი საათის
შემდეგ დაბრუნდა,ყურადღება მივაქციე,რომ რაღაცით
აღელვებული იყო,მაგრამ არაფერი მითხრა ,მეც არ დავაძალე და
დელიკატურად დავაცადე სანამ თავად არ მოისურვებდა ამბის
მოყოლას.ღამით კი გაქრა!
–როდის აღმოაჩინეთ,რომ გაქრა?
–იანის გაქრობა და ის ,რომ ადგილზე არ არის რამოდენიმე
ცოცხალი ვირუსი,აღმოვაჩინე დილიდ 6 საათზე,როცა
ჩვეულებრივად ვდგებით და ვვარჯიშობთ.
–როგორ ფიქრობთ,შეიძლებოდა იანის გატაცება?
–გამორიცხულია!–მტკიცედ განმიცხადა ბატონმა ბერტმა.– აქ
ისეთი ჩამკეტი სისტემებია,რომ შეიძლება შემოვიდეს და გავიდეს
მხოლოდ ის,ვინც იცის კოდი და შიფრის ურთულესი სისტემა.
ასეთი მხოლოდ სამი ადამიანია.
–სამი? მე მეგონა აქ მხოლოდ თქვენ და იანი მუშაობდით. როგორ
თუ სამი?
–დიახ, ორი კვირის წინ ჩვენი ჯგუფის მესამე წევრი,ჩემი
რეკომენდატორი და უზომოდ პატივსაცემი
მიკრობიოლოგი,ბატონი ჰანს ვან ჰუკი ავად გახდა და ცენტრმა ის
სასწრაფოდ გაიწვია. ახალი წევრის მოძებნა ჩვენი
ლაბორატორიისთვის ადვილი არ არის და მხოლოდ მე და იანი
დავრჩით.
–კარგით,დავუბრუნდეთ ისევ ქალს.მომიყევით მასზე თუ რამე
იცით.
–ნეტავ კი ვიცოდე ესტერ! მასზე აბსოლუტურად არაფერი
ვიცი,იანი ამბობდა,რომ ის ყვავილია ამდენ ჭუჭყში,იანიკო ხომ
ისეთი რომანტიკოსია...მთელი საღამოები პოლ–მაკარტნის
კონცერტს ვუსმენდით,ძალიან უყვარდა ეს კონცერტი...მე
მხოლოდ ის ვიცი,რომ როგორც სჩანს ეს ქალი ან გოგონა აქაური
საავადმყოფოს პაციენტია,ის უნდა მოვძებნოთ პირველ
რიგში,მაგრამ მე პირადად არაფერი გამომივიდა...
–თქვენ სცადეთ?
24
–რა თქმა უნდა,დილით პირველად იქ მივედი
,დისპანსერში,მაგრამ რეგისტრატურაში ისეთი პირქუში
ქალბატონი დამხვდა,იშვიათად უხეში...მთავარი ექიმი
კი,რომელსაც ვიცნობ,–სხვათაშორის ერთადერთი
ადამიანია,რომელსაც ქალაქში ვიცნობ,მე ხომ თავად
ჰილვესუმიდან ვარ,–ჯიბრზე ადგილზე არ არის,მივლინებითაა
სადღაც სიმპოზიუმზე.
–გასაგებია! ბოლოს და ბოლოს მაჩვენებთ ლაბორატორიას?–
ვკითხე მეიერს,თუმცა შევატყვე,რომ მოხუცი ძალიან
გაფერმკრთალებული და მოთენთილი იჯდა სავარძელში და
კითხვა სულ სხვა თემაზე გადავიტანე.–ბატონო ბერტ ხომ კარგად
ხართ?
–ეხლავე,ეხლავე ესტერჩიე,რაღაც გული არ მაქვს კარგად,ეხლავე
წამოვდგები...
ცოტა არ იყოს შემეშინდა. ეხლა რომ ჩემს პატივცემულ მასპინძლს
აქ რამე დაემართოს,მე რა ვქნა მერე,მე?მე ხომ ამ დაკოდირებული
ბუნკერიდან ვერასოდეს გავალ და იძულებული
ვიქნებიპატიმრობაში ვიცხოვრო მიცვალებულთან ერთად. მერე
როდემდე?არა,ასე არ გამოვა! და ის მითითიური შეფები რომ
მოვიდნენ ცენტრიდან?რას იტყვიან და რას გააკეთებენ თავის
ზესაიდუმლო ლაბორატორიაში დაშტერებული არაჰოლანდიური
წარმოშობის ფსიქიატრი რომ იპოვონ მთავი სპეციალისტის
გვამთან ერთად?
–ბატონო ბერტ,–შევანჯღრიე სწავლული.–თქვენ თქვით ზევით
მორგში იშვიათად შემოჰყავთ მიცვალებულიო არა?
–ხო ესტერ,ბოლოს და ბოლოს კლინიკა ხომ ქირურგიული
პროფილის არაა?აქ იშვიათად მიმდინარეობს მკურნალობა
ფატალური შედეგით.
–და თქვენ არ გეჩვენებათ უცნაურ დამთხვევად,რომ ზუსტად
ეხლა გაჩნდა გვამი,როცა იანი გაქრა? კარგი იქნებოდა გაგვეგო,ვინ
გარდაიცვალა ასე მოულოდნელად...
–თქვენ ასე გგონიათ ესტერ?

25
–და საერთოდ,მე მომეჩვენა ,რომ იქ სულაც არ იყო გვამი...–
გადავწყვიტე მეიერის ბოლომდე გამოფხიზლება.–სრულიად
შესაძლებელია,რომ ჩვენ ეხლა ვიღაც გვითვალთვალებს.
–ხო? როგორ? რა? რატომ ფიქრობთ ასე?–წამოხტა სავარძლიდან
მეიერი,–ხომ არ გეშლებათ?
–არა მგონია ვცდებოდე! ასეთ საკითხებს ენერგეტიკის დონეზე
ვგრძნობ,ამას ვერ აგიხსნით...
–რახდება? –დაიწყო ოთახში ბოლთის ცემა მეიერმა.–ეს უნდა
შევამოწმო,–თქვა და კარებისკენ გაიქცა.
–მოიცადეთ ,სად მიდიხართ? მე თქვენთან ერთად წამოვალ!
–ერთი წუთით მომიცადეთ აქ ესტერ,ლიფტით ავალ,ეს ისე
წარმოუდგენელია...
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი რომ,ის უკვე ლიფტით აიჭრა
ზევით,მორგისკენ.დავრჩი ასე მარტო თოვლიან მთებზე
მიშტერებული...ღმერთო,როდის ავძრები ზევით ყველაზე
საყვარელ,შესანიშნავ,მშობლიურ,დანაგვიანებულ,შეურაცხყოფი
ლ,უჰაერო დედამიწის ზედაპირზე?ამ დროს ოთახში
აქოშინებული მეცნიერი გამოჩნდა.
–თქვენ...ესტერჩიე,იქ ნამდვილად არავინ არ არის...რა ხდება აქ
გოგონი?
–აი სწორედ ეს უნდა გავიგოთ!–ვუპასუხე და ვეცადე ხმისთვის
მეტი სიმხნევე მიმეცა.–და ჩვენ ამას ძალიან მალე გავაკეთებთ.
–––––––
–გამარჯობათ,თქვენთან ჩვემს საყვარელ მეგობარს,ლილიას
ვეძებ,–მივმართე კლინიკის რეგისტრატურის ოთახში მაგიდასთან
მოკალათებულ თეთრხალათიან,უხეში გამომეტყველების და
ეჭვიანი თვალებით მომზირალ ქალბატონს.
–არ გვყავს ეგეთი,–მოკლედ მოჭტა ქალბატონმა ისე,რომ არც
უცდია რეესტრის ჟურნალში ჩახედვა.

26
=როგორ თუ არ არის? ნამდვილად ვიცი,რომ თქვენთან არის და
თქვენი მოვალეობაა მომეხმაროთ მის მოძებნაში!–შემეპარა
კატეგორიულობა ხმაში.
–გვარი?–მკითხა ქალმა ისე,რომ არც მოუშორებია წიგნისთვის
თვალი,რომელსაც მთელი ამ ხნის განმავლობაში კითხულობდა.
– საქმე იმაშია,რომ გვარი არ ვიცი,ჩვენ სახელებით
მივმართავდით ერთმანეთს,ლილია ჰქვია და ისეთი კარგი
გოგოა,ძალიან სიმპატიური...
–ხომ გითხარით,რომ არავითარი ლილია აქ არ არის!–
შემაწყვეტინა ქალმა.
–თქვენ რა აქ ყველა ავადმყოფს იცნობთ?
–ეჭვიც არ შეგეპაროთ.იმუშავე აქ ოცი წელი და ყველა სულელის
ქალიშვილობის გვარს ზეპირად ისწავლი. გითხარით არ
არის,ესეიგი არ არის!–მითხრა მკაცრად და წიგნი დახურა.
წიგნის ყდაზე სრაფად ამოვიკითხე სათაური:,,როზალინდას
უცნაური კოცნა,,.მივხვდი,რომ ასეთი გლამურული წიგნების
მკითხველთან სიმკაცრით ვერაფერს გავხდებოდი და ტაქტიკა
შევცვალე.
–ვაიმეეე.... თქვენც ,,როზალინდას,, კითხულობთ?–ისე
წამოვიყვირე,რომ ლამის მეც დავიჯერე თითქოს და ,,როზალინდა
,,ჩემი სამაგიდო წიგნი ყოფილიყო.
რეგისტრატურის მედდამ ქვევიდან ზევით ამომხედა სრულიად
სხვა თვალებით და ისეთი მშობლიური ღიმილით ,რომ გავოცდი,
აი თურმე რა ძალა აქვს წიგნის სიყვარულს.
–თქვენც კითხულობთ? როგორ მოატყუა არა? საწყალი გოგო
როგორ ენდობოდა,ამ ცხოველმა კი...ის გახსოვთ,როგორც მოპარა
ოქროული საწოლ ოთახში ლეიბში დამალა?–შეიჭრა ჩემთვის
უცნობი წიგნის სიუჟეტში ექთანი.
–რას ქვია მახსოვს? ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი და
მეორე წიგნზე გადავიდოდი როზალინდას შესახებ. აი ის არის თუ
არის , იქ ისეთი ვნებები და მძაფრ სიუჟეტიანი
მომენტებია,გაგიჟდებით. აუფ,რატომ არ წამოვიღე
27
თან,ტრანსპორტშიც ვკითხულობ ხშირად და დღეს როგორ
დამავიწყდა? არაუშავს,რომ მოვალ მოგიტანთ!–გავამხნევე
თანამკითხველი.–მაგრამ სულ ვფიქრობ,როგორ ვიპოვო ჩემი
ნაცნობი? ლილია? იქნებ ლილია კი არა და... იცით,რაღაცნაირად
ყვავილის სახელი ჰქვია, თითქმის როგორც როზალინდა...
აი ეს კი აღარ უნდა მეთქვა! ჩემმა ნათქვამმა თანამოსაუბრე
ძალიან გააბრაზა და გააღიზიანა.
–შენც შეადარე რა!–გადავიდა შენობით,შინაურულ საუბარზე
ექთანი.–ნახა რა,ვის შეადაროს!როზალინდა როგორი ჭკვიანი იყო
და აქ ჩვენ ყველა სულელი გვყავს.ლილია საერთოდარ არის ჩვენს
კლინიკაში. როზა არის ერთი,იდიოტი,ვერავინ ვერ იტანს,მე
მითუმეტეს,როგორ სახელს აფუჭებს...
–ჰმ,ძლივს არ გავიხსენე?ზუსტად როზა მინდა,სწორედ მას
ვეძებ,სად ვიპოვო?
ექთანმა,რომელიც სულაც არ გააკვირვა იმან,რომ ხან ერთი
სახელი აქვს ჩემს მეგობარს და ხან მეორე, დოინჯი გაიკეთა და
ფეხზე წამომდგარმა ჩქარი ტემპით მომაყარა:
–უყურე შენ,უნდა!ის ყველას უნდა,მხოლოთ მისთვის მოაქვთ
ამანათები! მოეწყო რა! დედოფალივითაა!მაგრამ მონახულებაზე
ებართვას მაინც ვერ გავცემ,მთავარ ექიმს უნდა სთხოვო.ეხლა
მივლინებაშია,გერმანიაში ერთობა.
–კი,მაგრამ ვინმე ხომ ცვლის მთავარ ექიმს?
–კი, მოადგილე,მაგრამ არ ვიცი ის როგორ...
–ვინ არის? როგორ ვიპოვო? ვეცდები მოველაპარაკო!–არ ვაცადე
აზრზე მოსვლა ექთანს.
–კორიდორში,მესამე ოთახია, იორენ ვან ლაუბერი,თუმცა არ
მგონია დაშვება გააკეთოს როზას მონახულებაზე,ძალიან მძიმეა
და პირადად მთავარი ექიმია მისი მკურნალი.
–რა სჭირს ეგეთი? ძალიან ცუდათაა საქმე?ლაპარაკი შეუძლია?
–ეჰ,–ამოიოხრა ექთანმა,–არაფერი აღარ ახსოვს,,,სანტა ბარბარაზე,,
უარესი მდგომარეობაა...მოიცა ,რა ჰქვია იმ წიგნს,წეღან რომ
მეუბნებოდი?
28
–,,საყვარლის ალმასის თვალი,,–ვთქვი რაც პირველად მომივიდა
თვალში.ექთანმა სასწრაფოდ ჩაწერა თავის ბლოკნოტში ჩემგან
ნათქვამი სისულელე.
აი ისიც,მხატვრული გამოგონებისა და ტყუილის ძალა! რაც არის
არის,მომიწევს ამ სიცრუის დახვეწა ბატონ იორენთან...
მთავარი ექიმის მოადგილე შავგვრემანი,ურეაქციო
გამომეტყველების საშუალო სიმაღლის,მელოტი კაცი აღმოჩნდა.
იჯდა თავისთვის წყნარად მაგიდასთან და კროსვორდს ხსნიდა.
–სამწუხაროდ ,პაციენტი,რომელზედაც თქვენ
საუბრობთ,მოცემულ მომენტში იმყოფება ისეთ
მდგომარეობაში,რომ მასთან კონტაქტი აბსოლუტურად
დაუშვებელია და ეს საკითხი შემდგომ განხილვას არ
ექვემდებარება!–მომახალა ცხვირში ბატონმა ვან
ლაუბერმა,როგორც კი როზა ვახსენე.
–მთავარი ექიმის ნებართვა რომ ავიღო?
–კი ბატონო,ჩამოვა ერთ კვირაში გერმანიიდან და
მობრძანდით,ნებისმიერი კონტაქტი როზასთან განიხილება
მხოლოდ მთავარი ექიმის ნებართვით! –თქვა და ფეხზე
წამოდგა,რაც აუდენციის დამთავრებას ნიშნავდა.
მთავარი ექიმი ,თორემ რას ამბობთ, შემეშინდა...ეშმაკმა იცის მისი
თავი,არა მგონია ლაბორატორიაში განვითარებული მოვლენები
შემთხვევით მოხდა სწორედ მაშინ,როცა მთავარი ექიმი ადგილზე
არ არის.ბატონი ბერტისგან გავიგე,რომ სწორედ ის არის
ერთადერთი ადამიანი,რომელმაც იცის მისი კლინიკის
ტერიტორიაზე საიდუმლო ლაბორატორიის არსებობის შესახებ
და ამ საიდუმლოს შენახვაში მინისტრზე მაღალ ხელფასსაც
იღებს.
თუ შემთვხევითი დამთხვევაა?მოადგილის კაბინეტიდან
ხელცარიელი გამოვედი და უფლება ვერ მივეცი ჩემს თავს
სიმართლე მეთქვა ჩემს შესახებ,თორემ დავუდებდი სავიზიტო
ბარათს იმ კროსვორდის ჟურნალზე და ვნახავდი მერე როგორ
მეტყოდა:,, –განხილვას არ ექვემდებარება!,,.რა უნდა
გამეკეთებინა იმ წუთიდან არ ვიცოდი და არანაირი სახის აზრი

29
თავში არ მომდიოდა.ძალით შევვარდე საავადმყოფოში?
დერეფანი კოდირებული კარით მთავრდება,კარები სწორედ იმ
კიბეს იცავს,რომელიც მეორე სართულზე ადის,იქ,სადაც
პაციენტები არიან განთავსებულნი.ასეთი ციხესიმაგრე შეიძლება
აიღო ზარბაზნებით ან ხელყუმბარებით,ისიც არ იცი პირველ
ჯერზე გამოვა რამე თუ არა,ამიტომ ეს აზრი გონებიდან ამოვაგდე
და ეზოში გამოვედი.ჯიბრზე აქაც არავინ სჩანდა,რომ
გამოვლაპარაკებოდი,თორემ ჰოლანდიელების ჭორიკანა ხასიათი
რომ ვიცი,აუცილებლად მივიღებდი ჩემთვის საჭირო
ინფორმაციას.სწორედ ამ დროს შემოსასვლეს ჭიშკართან
მონაზონის კაბაში ჩაცმული ქალბატონი შემოვიდა და ჩემსკენ
გამოეშურა. ქალს ხელში ყვავილების ნერგებით სავსე ყუთი ეკავა
და შორიდანვე იღიმოდა. ახლოს რომ მოვიდა ხელში საკმაოდ
ხანში შესული მონაზონი შემრჩა,მეგონა გვერდით
ჩამოვლიდა,მაგრამ შევცდი,ქალმა ყვავილებით სავსე ყუთი იქვე
ხის სკამზე ჩამოდო და კიდევ უფრო შინაურულად და თბილად
მომესალმა.
–ბავშვო,თქვენ დღეს მოგიყვანეს?მე ტერეზია მქვია,დედა
ტერეზია,როგორც ვხედავ ძალიან მძიმე არ ხარ და იმიტომ
გამოგიშვეს გარეთ სასეირნოდ,მაგრამ უკვე გვიანია,ბნელა და არ
შეგეშინდეს,მოდი,შევიდეთ შენობაში და შენს პალატაში აგიყვანს
ექთანი.
და აი არ ვიცი როგორ,რომელმა ქვეცნობიერმა,რომელმა დიდმა
სურვილმა ,ამომეხსნა ლაბორატორიაში მომხდარის
გამოცანა,სითავხედის რომელმა ღმერთმა ჩამარტყა თავში,რომ
როგორც იქნა ხმა ამოვიღე დედა ტერეზიას პასუხად დავუბრუნე:
–არა,მე იქ არ წამოვალ, მეშინია,როზამ დამარტყა და მითხრა რომ
მომკლავს!
–ოი,შვილო რატომ არ უთხარი ექთანს? როგორ შეგეშინა მაგ
ბებრუხანამ? ან ვინ გაუღო ოთახის კარი?
–ვინ არის ბებრუხანა დედაო,როზა? ახალგაზრდა ლამაზი გოგო
თქვენთვის ბებრუხანაა?
–რაღაც გეშლება შვილო, როზა ერთადერთია ამ საავადმყოფოში
და ისიც 78 წლის ალცეიმერიანი მოხუცი,და იცი რატომ არის აქ?
30
იმიტომ,რომ მთავარი ექიმის დეიდაა და აქ სახელმწიფოს
კმაყოფაზე ამყოფებს,თორემ მისი ადგილი აპელდორნის ხხზ–
შია,თუმცა იქ ფული უნდა იხადოს ოჯახმა და ამიტომ აქ
შემოაფარა მთავარმა ექიმმა.ოი,რამდენს ვლაპარაკობ,მაგრამ
მინდა რომ დამშვიდდე,როზა შენთვის საფრთხეს არ წამოადგენს.
შევალ ერთი, ყვავილებს შევიტან და მერე ერთად ავიდეთ
განყოფილებაში,მაჩვენე ერთი რომელმა ცოდვის შვილმა გაბედა
ასეთი წყნარი გოგონას გაბრაზება...– ჩაამთავრა ტექსტი
მონაზონმა ,ყვავილების ყუთი აიღო და შენობაში შევიდა.
,,მორჩა,კმარა ,ყვავილოვანი თემა დახურულია,ჯერჯერობით
მეტი ყვავილები აღარ იქნება,არც ვარდები არც ლილიები და არც
გვირილები. ხვალ დილით გავიღვიძებ და ცინცხალ გონებაზე
მოვიფიქრებ ყველაფერს ,ეხლა კი ჩქარა,ჭიშკრისკენ ჩქარა...
ო,ღმერთო ეს ხალხი ვინღა არიან? ავადმყოფი მოიყვანეს?
ჭიშკრამდე გასვლას ვერ მოვასწრებ სანამ ასენი აქ
დადიან,მონაზონიც გამოვა და... წადი,მორგისკენ წადი,ხო,აი ასე
ბუჩქებს გაუყევი და ჟასმინებთან დაელოდე სანამ ,ყველაფერი
ჩაწყნარდება. ... როგორ მალე დაღამდა,არაუშავს, მერე გახვალ
გარეთ და პირდაპირ ტაქსს გააჩერებ,ყველაფერი კარგად
იქნება,მაგრამ ეხლა ჯერ ბუჩქებისკენ,, –ასე ველაპარაკებოდი და
ვამხნებებდი საკუთარ თავს და მართლაც შეუმჩნევლად მივედი
ჟასმინების უზარმაზარ ბუჩქთან. ხო,სულ დამავიწყდა
მეთქვა,რომ ბატონი ბერნი მთელი ამ ხნის განმავლობაში თავის
წყალქვეშა ნავში იმყოფებოდა და ხვალ დილისთვის ,12 საათზე
გვქონდა შეხვედრა დანიშნული აქვე,აპელდორნის ცენტრში,
კაფე,, აისბერგში,,.
ჭიშკრისკენ სავალი გზის ,,განთავისუფლების მოლოდინში უცებ
მომეჩვენა,რომ რაღაც ჩუმი ხმები მოდიოდა ბუჩქების უკნიდან
და შიშისგან სრულიად დამავიწყდა მალე სახლში მისვლა და
საკუთარ საწოლში გამოძინება.,,წყალქვეშა ნავზე,,სადაც ეხლა ვინ
იცის და ბატონი ბერნი უკვე ხვრინავდა ჭირის და ქოლერის
ჩხირებთან ერთად ,ფიქრი ნამდვილად არ მინდოდა,ის კი არა და
საერთოდ მინდოდა მისი არსებობის შესახებ დავიწყება.ჩემს თავს
ვუბრძანე,რომ დილის შვიდ საათამდე არ მეფიქრა ამ
სიგიჟეზე,რომ მეც სრულ გონებაზე დავრჩენილიყავი,ამიტომ
31
შეგნებულად არ ვიხედებოდი ჩემი სამალავის უკანა მხარეს
განთავსებული მორგისკენ.არა,არა,არ ვიცი,არაფერი არ
მესმის,ვერაფერს ვერ ვხედავ...
ხმები კი სწორედ მორგის მხრიდან მოდიოდა.სხვა გამოსავალი არ
დამრჩა,გვერდი ვიცვალე და ჟასმინის ბუჩქების უკან ღობის
გასწვრივ გავძვერი. აქედან კარგად ჩანდა,რომ მორგის კარები ღია
იყო და სწორედ იქედან გამოდიოდა ჩუმი ხმები.ხმა ორი
ადამიანის იყო,ერთი ძალიან ძლიერი,მბრძანებლური კაცის ხმა
და მეორე ნაზი,სავარაუდოდ ძალიან ახალგაზრდა გოგოსი.
-გეფიცები,გეფიცები ,რომ მე არაფერი მაქვს...ყველაფერი
დაიკარგა,მე თვითონაც წარმოდგენა არმაქვს რა მოხდა,არ ვიცი
არაფერი...–აღელვებული უხსნიდა გოგო თავის თანამოსაუბრეს.
გოგონა ,,რ,,–ს ვერ გამოთქვამდა,ამიტომაც ყურში
განსაკუთრებით მომხვდა მისი ,,ალაფელი,, და ,, წალმოდგენა,,.
–სად წაიღე ყველაფერი იდიოტო!–მკაცრად შეაწყვეტინა კაცის
ბოხმა ხმამ.–ეგ ზღაპრები სხვისთვის შეინახე,გაიგე?თუ მაინცა და
მაინც სხვანაირად უნდა გელაპარაკო?ვილაპარაკოთ როგორც
საქმიანმა ხალხმა!
–ასე არა? ვინ მოგცა უფლება,რომ ასე მელაპარაკები?–აუკანკალდა
გოგონას ხმა.–ასე თუა აღარ ვაპირებ შენთან არანაირ ტონზე
ლაპარაკს და ასე ნუ მიყურებ,გესმის? ნუ მიყურებ... მშვიდობით...
–რას ლაპარაკობ,მართლა? მე კი შენთან დამშვიდობებას არ
ვაპირებ!–განაცხადა კაცმა და ეტყობა ძალით ჩაებღაუჭა გოგოს
ხელს,რადგან გოგომ მოულოდნელად წამოიკივლა.–თანაც ძალიან
თანმიმდევრულად დაგელაპარაკები.მე სერიოზული
ვალდებულებები მაქვს და არ მინდა იმ ხალხის წინაშე იდიოტად
გამოვიყურებოდე.შენ მე იმედები გამიცრუე–იმედი მაქვს ეხლა
მაინც გაიგე რას ვამბობ?
–შენ? შენ არ გაქვს ჩემს წინაშე ვალდებულებები ჰანს?–ჰკითხა
გოგომ.–და საერთოდ ვფიქრობ,რომ ეს სისულელე მთავარი არ
არის მე და შენს ურთიერთობაში.შენ ხომ ხედავ,რომ მზად ვარ
შენთვის ყველაფერი გავაკეთო?როგორც კი დამიძახე ამ საშინელ
ადგილას მოვედი... მაგრამ გაითვალისწინე,არ ვარ ვალდებული

32
ანგარიშები გაბარო.და საერთოდ,შენი არანორმალური უხეში
საქციელის გამო ,მე გადავიფიქრე....
–მე შენ გაჩვენებ ეხლა!–გადაიფიქრა ქალბატონმა!
–გამიშვი,გესმის ხელი გამიშვი მხეცო!–უკვე მაღალი ხმით
დაიყვირა უცნობმა გოგომ.ეხლა ვიყვირებ და მშველელი
გამოჩნდება... რის უფლებას აძლევ თავს? მე შენ არასოდეს ასეთი
არ მინახიხარ ჰანს.შენ მე მაშინებ...არა,ეხლა მართლა ვიყვირებ!
ხმის მიხედვით ჩანდა,რომ გოგო მართლა შეშინდა და არ იცოდა
როგორ გამომძვრალიყო მორგიდან.მათი ლაპარაკი ისეთი
ბურუსით იყო დაფარული,რომ ვერაფრით ვერ მიხვდებოდი რას
ეხებოდა ეს კამათი და საერთოდ ჰქონდა თუ არა ამ კამათს რამე
საერთო ჩემს ისტორიასთან და კოლბებთან,მაგრამ რა დაეკარგათ?
ვინ დაეკარგათ?სად დაიკარგა?მეორე მხრივ რატომ ხდება ეს
,,გარჩევა,, ასეთ საშინელ ადგილზე,ზუსტად ბატონი ბერტის
ლაბორატორიის თავზე?ღმერთო ,რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
შეიძლება ეს კაცი კლინიკის მორიგე მედძმაა და საქმეს ურჩევს
მედდას?გადავწყვიტე ცოტა კიდევ წინ წავწეულიყავი და
მოსაუბრეთა სახეები დამენახა,მაგრამ ამ დროს გოგომ
განწირულად იყვირა:
–აი,აი,აი,შენ მართლა დამახრჩობ!
–თქვი,სად არის თქვი,თორემ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ!
–მიშველეთ,–ისევ დაიყვირა გოგომ,–მიშველეთ ვინმემ!
–აჰა,უცებ არ გაიგოს ვინმემ შენი ყვირილი!–დასცინა კაცმა.
–უკვე გაიგეს!–ვიყვირე სიბნელიდან! ყველა გაჩერდით ადგილზე!
ხელები მაღლა!
მსოფლიოს ყველა ქალზე ძალადობისადმი პროტესტი უფრო
მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ვიდრე მოსაუბრეთა სახეების დანახვა
და თავად არ ვიცი როგორ დავიყვირე...
ჩემმა ხმამ საუცარი ეფექტი მოახდინა მორგში მყოფებზე და ერთ
წამში გარეთ გამოცვივდნენ გოგოც და კაციც.
–გავიქცეთ!AIVD–ია! გვიპოვეს!–ყვიროდა კაცი და გოგოს ხელით
მიათრევდა ხეებსა და ბუჩქებს შორის.
33
რა მექნა? სად გავკიდებოდი უიარაღოდ და დამხმარეების გარეშე? აი
სცენა ნამდვილად ეკადრებოდა ფსიქიატრიული კლინიკის ეზოს: ორი
თავქუდმოგლეჯილი ,რომლებიც ჭიშკრისაკენ მიმავალ გზაზე
ზედიზედ ახტებიან ბუჩქებს,გზისპირა ყვავილების ბორდიურებს და
სიბნელეში,მთვარის შუქზე მორგის ღია კარებთან მდგარი
თმებაწეწილი უცნობი ქალი...
ცოტა ხანს დავიცადე და უკვე დაზეპირებულ კონსპირაციულ გზას
გავუყევი ჭიშკრისკენ.წინა დღეს მოსული წვიმის გამო ალაგ–ალაგ
გუბეები იდგა ბაღში და სიბნელეში რომ წყალში არ
გამეტოპა,ტელეფონის შიდა განათება ჩავრთე და მიწის მხარეს
მივანათე. ერთ–ერთი გუბის გასწვრივ,სწორედ იქ,სადაც ფეხი უნდა
დამედგა,ვიღაცის შემთხვევით დავარდნილი პლასტიკური ბარათი
შევნიშნე. ბარათი ავიღე და ფანრის შუქზე კითხვა დავიწყე. სტუდ
ბილეთზე,რომლის სურათიდანაც საკმაოდ სიმპატიური, 22 წლის
გოგონა მიყურებდა,ეწერა:რადბაუდის უნივერსიტეტი,სამედიცინო
ფაკულტეტი,ლილია ფან ბორნი...
კიდევ ერთი ლილია... კიდევ ერთი ყვავილი... ნეტა რა საიდუმლო
ჰერბარიუმთან მაქვს საქმე?
უკვე შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო ტაქსით სახლამდე რომ
მივაღწიე.რაღაც წავილუკმე,რომ გული არ წამსვლოდა, აბაზანიდან
გამოსულმა მაღვიძარა შვიდის ნახევარზე დავაყენე და როგორ
დავენარცხე პირდაპირ საწოლში აღარც მახსოვს ...მაღვიძარას ზარამდე
სულ რაღაც ოთხ საათ ნახევარი დარჩა...
დილით საკმაოდ მხნედ გამომეღვიძა და მივხვდი რატომაც:ჯერ ეს
ერთი,რომ შაბათი იყო,,ჩემი საყვარელი დღე,მეორეც... სახლში
ვიყავი,მიწის ზევით,ვიყავი თავისუფალი და მთავარი–წინ
მელოდებოდა საინტერესო ,გაუხსნელი და ზესაიდუმლო საქმე...
ბაღის უკანა კარები გავაღე და სახლში გაზაფხულის სუფთა,თუმცა
ოდნავ ნოტიო ჰაერი შემოიჭრა.ყავა მოვიდუღე,ტელეფონი ავიღე და
ბაღში,მაგიდასთან დავჯექი.პირველი ზარი იურგასთან ... ყურმილი
აიღე მეგობარო,ვიცი,რომ გძინავს,მაგრამ ეხლა უკვე სცენაზე შენი
გამოსვლის დროა და უშენოდ... უშენოდ მზეც არ მზეობს უშენოდ...
ამის წამღერებას ვაპირებდი ,როცა ყურმილის მეორე მხარეს გავიგონე:
–,, И ЗАЧЕМ РАДИЛА МАТЬ МОЯ РОДНАЯ ? ЗА ЧТО МНЕ ТАКОЕ
МУЧЕНИЕ ОТ ЭТОИ ГРУЗИНОЧКИ?,,
34
–იურგას! როგორ არ გრცხვენია,მთელი 17 საათი გავიდა და არც
გიკითხავს ცოცხალი ვარ თუ მკვდარი,მიწის ზევით ვარ თუ მიწის
ქვევით და კიდევ შენ იტანჯები? გამოფხიზლდი ეხლა,შხაპი მიიღე,
ირინკას ჩემს მაგივრად აკოცე,მერე დაემშვიდობე და ოფისში წადი
სულ სირბილით! ინფორმაცია მჭირდება,თანაც ძალიან სწრაფად!
დაურეკე ბატონ ხერარდს,მანქანა, მინიმუმ ორი ,,კუნთავიკით,,
,ფერშტეინ?
–მოიცადე,შეიცადე,რას მომაყარე ერთად ყველაფერი?ჯერ ეს ერთი მე
ვიყავი გუშინ შენთან საღამოს 7 საათზე და სახლში არ
დამხვდი,ფორინკმა დამირეკა,ბავშვს ყურადღება მიაქციეო! ეს შენ ხარ
ბავშვი არა? ბავშვი კი არა ტარტაროზი ხარ, ესაა მეგობრობა? დილის
შვიდ საათზე მაღვიძებ,ცოლს მიღვიძებ,გავიწყდება,რომ ინფორმაციის
მოსაძებნად სულაც არ მჭირდება ოფისში მისვლა და ნახევარი სახლი
კომპიუტერებით მაქვს სავსე,სახლში არ მხვდები,შენამდე მოტანილი
პიცა ისე შემომეჭამა ვერც გავიგე და ...
–დაამთავრე მოხსენების კითხვა?– ამიტყდა სიცილი იურგასის
მონოლოგზე.–აიღე ფურცელი და საწერ–კალამი!
–ჰმ! უკვე კარგა ხანია მონაცემებს ველოდები და კომპიუტერთან
ვზივარ!

–ხუმრობ?
–რას ვხუმრობ ნინა,როდის იყო ისე,უბრალოდ რეკავდი ჩემთან? ხო
და მოვემზადე ! აბა,მითხარი ვის ვეძებთ,ქერათმიანს,შავგვრემანს, თუ
მელოტს?
–იურგ,გოგონას ვეძებ 22 წლისას,სტუდენტს,ჩემს უნივერსიტეტში
სწავლობს,რადბაუდში.სიმპატიური,დაბადებული 1986 წლს,25
მარტს,ასე წერია ყოველშემთხვევისთვის მის სტუდ–ბილეთში.ლილია
ფან ბორნი...რატომ უნდა მომხვდარიყო ამ გოგონას სტუდ–ბილეთი
,,აპელდორნ ბოსის ,,პარკში,თანაც ტალახში?მოკლედ მჭირდება
მისამართი და საერთოდ,ვინ არის და რას წარმოადგენს!
–მადამ,ყავის დალევის დრო მაქვს?–მკითხა მეგობარმა და
ამოიოხრა.

35
–რა თქმა უნდა ,მოდი ვახტანგურად დავლიოთ! შენ ხომ იცი რა
არის ,,ვახტანგური,,? ხომ გასწავლე?
–როგორ არა? მაგ ქართული ,,ვახტანგურის,, წყალობით გახდა
ირინკა ჩემი ცოლი!–მოვიდა ხასიათზე კომპიუტერული გენია და
გადაიხარხარა.
–მიდი,მიდი იურგ,ყველაფერს მოგიყვები ჩემთან რომ
მოხვალ,აიღე თუ რამე ინფორმაციაა,დაურეკე ხერარდს და ჰერი–
ჰერი ვინტერსვაიკისკენ!
–ბენზინს ჩამისხავ?– არ ანებებდა ციგნობას თავს უერთგულესი
ლიტველი მეგობარი.
–ხენუხ!–ვუკივლე ბიჭს.–კმარა,დამღალე! ბენზინი ფორინკმა
ჩაგისხას,თვითონ ისრაელში ერთობა და მე აქ სასიკვდილოდ
მიმეტებს! დღეიდან შენც,სხვათაშორის!
–ოი,ოი,სასიკვდილოდ...კარგი,მერე ვიხუმროთ,დაელოდე ჩემს
ზარს!–მითხრა და ყურმილი დამიკიდა.
აი ასეთია ჩვენი იურგასი...ხანდახან მგონია,რომ
ინფორმაციამ,რომელიც მის ტვინის ხვეულებში
ინახება,თავისუფლად შეიძლება სკალპი ახადოს სხვა ნებისმიერ
ადამიანს,მაგრამ იურგასს ცეცხლი არ ეკიდება,წყალში არ იძირება
და ჰაერივით გადაადგილდება სივრცეში ისე,რომ არასოდეს არ
იცი წინასწარ სად არის? როგორ მოხვდა იქ და მისი უძირო
იუმორის მიუხედად რას ფიქრობს სინამდვილეში...
სავარძელში ჩავჯექი და ინფორმაციის მოლოდინში ტვინმა
დაუძალებლად დაიწყო გუშინდელი დღის გაანალიზება.მაინც რა
ჩაიფიქრა იანმა?რატომ? რა მიზნით მოიპარა ლაბორატორიიდან
საშინელი კოლბები?ვინმეს დაშინება დააპირა? საიდუმლო
სამუშაო შეასრულა?მან ხომ შესანიშნავად იცოდა,რომ საქმე
რეალურ ბაქტერიოლოგიურ იარაღთან ჰქონდა?ისიც ხომ იცოდა
რა ელოდებოდა ასეთი საქციელის გამო?მაინც რატომ წავიდა
ასეთ რისკზე?
თავში უამრავი პასუხგაუცემელი აზრი მიტრიალებდა ,დრო კი
მიდიოდა კი არა მიხტოდა და ყოველი დღე,საათიც კი უფრო
რეალურად აყენებდა რისკის ქვეშ იან პეტერსის და ახლა უკვე
36
მოხუცი ბერტ მეიერის სიცოცხლეს. როგორ მითხრა გუშინ
ბატონმა ბერტმა? თუ ,,ცენტრში,, ცნობილი გახდება
თანამშრომლის და მასალის დაკარგვის შესახებ,მაშინ იანს
რამოდენიმე საათში მოძებნიან განურჩევლად ქვეყნისა და
კონტინენტისაო?... ერიჰაა.... მე აქ ვზივარ და ყავას ვსვამ წყნარად!
არა,მართალია ვფიქრობ კიდეც,მაგრამ...ოხ,ვილემ ფორინკ,
ერთხელ მაინც დაგერეკა? ერთხელ მაინც მოგეცა რჩევა,ერთხელ
მაინც გეკითხა როგორ ვარ? თვითონ თბება კარგად ისრაელის
მზის ქვეშ,მე კი აქ ჰოლანდიური კლიმატის აუტანელი
არაადეკვატურობის გამო ძვლები ვერ გამითბია!ძვლები.... ჩემი
,,სამკითხაო ,,ძვლები...იურგასის ზარის მოლოდინში კარადიდან
მძიმე ხის ყუთი გადმოვიღე და მაგიდას
მივუჯექი.დრუიდების ..ბედის მკარნახებელი,, , სპილოს ძვლის
თორმეტწახნაგოვანი..მოპასუხე,,–როგორც მას დრუიდები
უწოდებენ,სწორედ ორი წლის წინ მაჩუქეს იუდეის და ნეგევის
უდაბნოს საზღვარზე,ქალაქ არადის მკვიდრმა ბედუინებმა.
,,კამათელის ,, სამჯერ გაგორება,სწორად დასმული კითხვა და ...
რამდენჯერ მიმიღია სწორი საორიენტირო პასუხი რთულ და
ამოუცნობ სიტუაციებში ამ კამათლების დახმარებით,ეხლა კი...გონება
დავძაბე და კითხვა დავსვი:,, რას წარმოადგენს ადამიანი,რომლის
ხელშიაც არის ამ მომენტში კოლბები,,?
მართალი გითხრათ მაგიური ძვლების პასუხმა ძალიან
გამაკვირვა.
,, არასოდეს განსაჯო მშიერი,მითუმეტეს როცა შენ მაძღარი ხარ!,,–
მასწავლიდა ციფრების კომბინაცია.როდის აქეთ არის იანი მშიერი და
უბადრუკი?ის მარაგი ,რაც ლაბორატორიაში ვნახე,ახალ გამყინვარების
პერიოდამდე ეყოფათ. და იქნებ სიყვარულით შიმშილი იგულისხმეს
ძვლებმა? აი ეს უკვე ძალიან ალეგორიულად ჟღერს ჩემო
,,მოპასუხეებო...
ალბათ ასეთ მომენტში ვინმეს რომ დავენახე რას ვაკეთებდი
,იფიქრებდა,ნეტა რას სულელობს, მოუდგამს გვერდით ყავის ჭიქა და
მკითხაობს,იმის მაგივრად,რომ საქმით დაკავდეს,როცა წუთის
დაკარგვაც არ შეიძლებაო,მაგრამ მე ხომ კარგად ვიცი,რომ სწორედ
ასეთ წუთებში ,როცა გარედან სჩანს ,, საქმით დაუკავებლობა,,
,სწორედ მაშინ ყველაზე აქტიურად ხდება ჩემში კონცენტრაციის

37
გააქტიურება და ყვირილს იწყებს ის შინაგანი ხმა,რომელიც მხოლოდ
მე მესმის .კამათლები კიდევ ერთხელ გადავაგორე და მივხვდი,რომ
იმდენად მივაქციე ყურადღება შინაგან ხმას,რომ კითხვას სწორი
ფორმულირება ვერ მივეცი და კამათლებმა ჩემთვის სრულიად
გაუგებარი პასუხი გამცეს:,, გიხაროდეს ,თუ თქვენი მზერა ერთმანეთს
არ შეხვდება,,...რა მზერა? ვისი მზერა? კიდევ ერთი გამოცანა...
ტელეფონის ზარმა მკვეთრად გაწყვიტა ჩემი აბსტრაქტული ფიქრების
ძაფი და მაიძულა უფრო კონკრეტულ საკითხებზე
დავფიქრებულიყავი.
–მოგახსენებ სიტუაციის შესახებ!–გაისმა ყურმილში იურგასის ხმა.–
ლილია ფან ბორნი,22 წლის,რადბაუდის უნივერსიტეტის სამედიცინო
ფაკულტეტის სტუდენტი, რაც საყურადღებოა ,– ,,აპელდორნ
ბოსის ,,ფსიქონევროლოგიური კლინიკის მთავარი ექიმის
ერთადერთი ქალიშვილი,მამა ამ მომენტში ჰოლანდიაში არ
იმყოფება,რაღაც სიმპოზიუმზეა წასული ან გერმანიაში,ან
ავსტრიაში.დედა არ მუშაობს,გოგონა მარტო ცხოვრობს
ზევენარში,არანაირ კრიმინალურ საქმიანობაში შემჩნეული არ
არის,კარგად სწავლობს,მსუბუქ და მძიმე ნარკოტიკს არ
მოიხმარს,გასათხოვარია, მუდმივი მეგობარი მამაკაცი არ ჰყავს.
იურგასმა ტელეფონის ნომერი და მისამართი მიკარნახა და ვერ
მოითმინა,ბოლოს მაინც მკითხა:
–ნინკა,დამელოდები თუ პირდაპირ ზევენარში დაგხვდე?...
–ჩემო კეთილო მეგობარო,დღეს შაბათია,ავტობუსები ყოველ ორ
საათში ერთხელ დადიან,რას ნიშნავს ზევენარში დამხვდე? რა თქმა
უნდა გელოდები! –ვუპასუხე მიღებული ინფორმაციით გაოგნებულმა
და ტელეფონი გავთიშე.
ეს როგორ დამემართა? როგორ გამომრჩა გუშინ კლინიკის მთავარი
ექიმის გვარი?რაღაც საინტერესო კომბინაცია იკვრება მთავარი ექიმის
ქალიშვილის ყვავილოვანი სახელის ,მორგის და ქვეყნის იმ
უსაფრთხოების სამსახურის გარშემო,რომლის გამოც ლილიამ ისე
მოკურცხლა კლინიკის ეზოდან,რომ თანამოსაუბრის ძალადობა და
მუქარაც კი დაავიწყდა... ლილიას ტელეფონის ნომერი ავკრიფე.
გრძელი ზარები,ესეიგი სახლში არ არის!ინტუიცია,დიახ შინაგანი ხმა
მკარნახობდა,რომ ყველაფერში ადგილზე უნდა გავერკვე,უნდა

38
მოვძიო ჩემი ,,ყვავილი,,–ლილია,რომელიც დამეხმარება დაკარგული
იანის მოძებნაში...
... გზაში იურგასს ყველაფერი მოვუყევი. არასოდეს მინახავს ეს ბიჭი
ასე დადუმებული და გაფითრებული,არასოდეს უვლია მის მანქანას
ასე ნელა და რვიანებით,ასე,რომ როცა ზევენარში ლილიას მისამართი
მოვძებნეთ,იურგაგის აკანკალებული ყბის შემხედვარემ გადავწყვიტე
ბინაში მარტო ავსულიყავი.მანქანის მცირე საბარგულიდან ყველა
საჭირო თავდაცვის ,,ინსტრუმენტი,, ჩემს ჩანთაში გადავიტანე და
სადარბაზოში შევედი.კარებზე დავრეკე,მაგრამ არავინ გამომეხმაურა–
სახლში არავინ არ იყო. როდესაც ლილიას ტელეფონზე
ვურეკავდი,აღმოვაჩინე,რომ სახლში ავტომოპასუხე ჰქონდა და ვინ
იცის, რამდენი საჭირო ინფორმაციის გაგება შეიძლებოდა ამ
შესანიშნავი მოწყობილობის საშუალებით,მაგრამ ...ვინ მიშლის ამის
გაკეთებას თუ სახლში არავინ არის? მანქანაში დარჩენილ
აკანკალებულ იურგასს გადვურეკე და სასწრაფოდ მესამე სართულზე
ამოსვლა ვთხოვე. იურგასი ,, ატმიჩკების,, უბადლო
სპეციალისტია,ამიტომაც მისი ამ საქმეში ჩაურევლობა ეხლა დიდი
შეცდომა იქნებოდა.მცირეოდენი ტექნიკური ჩარევის შემდეგ,მე და
იურგასი ბინაში შევედით ...უცებ აშკარად შემომესმა კვნესა... ხმა
ოთახიდან გამოდიოდა.არა,შეცდომა გამორიცხული იყო,ვიღაც
კვნესოდა და იურგასმა გაზის იარაღი მოიმარჯვა და ფეხაკრეფით
ოთახისკენ წავედით. ოთახში ხალიჩაზე იწვა ხელ–ფეხ
შეკრული,პირდახშული გოგონა. როოგორც კი ჩვენ და
განსაკუთრებით მოსკენ მიმართული იარაღი დაინახა ,პროტესტის
მიშნად თავის აქეთ–იქეთ ქნევა დაიწყო და შიშისგან თვალები
გაუფართოვდა,სიკვდილის შიში,–რომლის არევა არაფრით არ
შეიძლება სხვა სახის შიშთან...
იურგასმა ბინის ყველა კუთხე–კუნჭული შეამოწმა და როდესაც
დარწმუნდა,რომ ბინაში სხვა არავი იყო,გოგონასთან
მივედით.პირველი,რაც გავაკეთე,პირი გავუნთავისუფლე,თუმცა
უამისოდაც ვიცანი გოგონას სახე სტუდბილეთიდან–ეს იყო ამ ბინის
დიასახლისი,სტუდენტი,ფრიადოსანი ლილია ფან ბორნი...
–ჰთხოვთ,არ მომკლათ,გევედრებით.–ჩქარა ალაპარაკფა ლილია.მე
ვიცი,რომ მან გამოგაგზავნათ,ის მონსტრია,მაგრამ ბოლოს ხომ თქვენს
სინდისზე იქნება ჩემი სიკვდილი?გეხვეწებით არ დაუჯეროთ,მე ვიცი
რომ ეს ძნელია...
39
–მე არ ვაპირებ ,რომ მოგკლა,–რაც შეიძლება წყნარად შევაწყვეტინე
ლილიას.გოგონამ ამ სიტყვების გაგონებისთანავე ტირილი დაიწყო–
პირიქით,მოვედი,რომ გაგანთავისუფლო,მაგრამ ეხლა შეწყვიტე
ტირილი,თორემ...მართლა მოგკლავ!
–ვინ ხართ? გაკვირვებით შმოგვხედა ლილიამ,როცა იურგასმა
ხელების გახსნა დაუწყო.–მოიცადეთ,აქ როგორ მოხვდით? ვინ
გამოგაგზავნათ?
–მაგას არა აქვს მნიშვნელობა,–წყნარად ჩაილაპარაკა იურგასმა.
–აქვს მნიშვნელობა. თქვენ რა,ჩემი სახლის გასაღები გაქვთ?–
აგრძელებდა გამოკითხვას გოგონა.–ვინ მოგცათ გასაღები?იმან მოგცათ
ხომ? როდის? უვე აღარ მესმის კიდევ რა ხდება?
–ეხლა კითხვებს მე დაგისვამ!–ცივი წყალი გადაასხა იურგასმა
ლილიას ცნობისმოყვარეობას და ხელების გახსნას დროებით თავი
დაანება.–ვინ დაგაბა? ვის ეძახი მონსტრს და რა მოხდა აქ?
–კი,მაგრამ ვინ ხართ?
–მე იურგასი მქვია,ეს ესტერია,შემთვის საინფორმაციოდ ესეც
საკმარისია!–მკაცრად უპასუხა იურგასმა.–თუ არ გაგვცემ კითხვებზე
პასუხს,ჩვენ წავალთ,დაგტოვებთ ასე ხელ–ფეხ შეკრულს და მოვა მერე
ვინმე რეალური ქილერი და იცი როგორი პროფესიონალები არიან?
მაგათ საქმიანობას აი, ესტერი იცნობს შესანიშნავად! ზოგი საერთოდ
არ ტოვებს სისხლის კვალს,ისე არჭობს დანას გულში.ზოგი აბრეშუმის
ძაფით აღრჩობს,რომ ტყვიები არ დახარჯოს და ხმაურიც ნაკლები
იყოს, ზოგი კი...
–კარგით! კმარა!–წამოიყვირა ლილიამ,რომელიც ჯინიანი,მაგრამ
ძალიან სუსტი ნერვების პატრონი აღმოჩნდა.–ყველაფერს
გეტყვით,ოღონდ გამიხსენით ხელ–ფეხი.
–დაიწყე,–ვუთხარი და მართალი გითხრათ არ მიჩქარია რა მისი
სრული განთავისუფლება, ცოტა მკაცრად გამომივიდა ნათქვამი :
მოკლედ,ვინ და რაც მთავარია რისთვის დაგსაჯეს ასე?
–ეს ჩემი კარგი მეგობარი...–დაიწყო ლილიამ,მაგრამ შემატყო
ირონიული ღიმილი სახეზე და უცებ გამოასწორა.–ხო,კარგი,ჩემმა
საყვარელმა დამსაჯა.ვიჩხუბეთ,იეჭვიანა და დამსაჯა თავის
ჭკუით. ასეთი რაღაცეები ახასიათებს, ძალიან ფეთქებადი

40
მყავს.ნუ მიაქცევთ ყურადღებას...ეს ერთგვარი თამაშია,ჩვენ
ხშირად ვთამაშობთ ასე და...
აი მიყერებს ეხლა თავისი ცისფერი თვალებით და როგორ
იტყუება,–გავიფიქრე ჩემთვის,მაგრამ ყველაზე მეტად რამაც
შემაშფოთა,იყო ის,რომ გოგონამ დალაგებულად და
აუღელვებლად თქვა:,, ეს ელთგვალი თამაშია,ჩვენ ხშილად
ვთამაშობთ ასე და,,...რაღაც მსგავსი სულ ცოტა ხნის წინ სადღაც
მოვისმინე... რა თქმა უნდა,სცენა კლინიკის ბაღში!მაშინ კაცი
რაღაცას ითხოვდა და ქალი თავდაცვას
ცდილობდა.საინტერესოა,ძალიან საინტერესო,მაგრამ იქნებ
მეშლება რამე და იქნებ დამთხვევაა,რომ ლილიაც ვერ
ამბობს,,რ,,–ს?
–აბა თქვი ,, ეს იყო წარმოდგენა ,სხვა არაფერი!,,–მოვითხოვე
მკაცრი ტონით,მაგრამ ლილიამ გაიღიმა,ეგონა ვეთამაშობოდი და
გაიმეორა:,, ეს იყო წალმოდგენა,სხვა ალაფელი,,.
–კარგი,ჩავთვალოთ,რომ პირველ კითხვაზე მიპასუხე,თუმცა
მოიტყუე და სიმართლე არ გითქვამს.–ჩამოვართვი გამომძიებლის
ფუნქცია იურგასს.–გადავიდეთ მეორე კითხვაზე. რას აკეთებდი
გუშინ ,ღამით ფსიქონევროლოგიური კლინიკის ერთ–ერთ
დამხმარე შენობაში?იტყვი,რომ მეგობართან ერთად სადიზმს
თამაშობდით მორგში?
ლილიამ შემომხედა შესინებული სახით და ჯერ ღიმილი გაუქრა
სახიდან ,შემდეგ ცისფერი თვალებიდან ნელ–ნელა წამოუვიდა
ცრემლები.
–მაგრამ სანამ გადაწყვეტ,რომ კიდევ
მოგვატყუო,გაითვალისწინე,მე ყველაფერი ვიცი,–რკინა შევაპარე
ხმაში,–ჩვენ გვინდა ეხლა შეგამოწმოთ.თქვენი გუშინდელი
საუბარი არა მარტო მოსმენილი,არამედ ჩაწერილიცაა.ნუთუ
ისეთი გულუბრყვილო ხარ,რომ იფიქრო,მე აქ შემთხვევით
გავჩნდი?
– ესეიგიი თქვენ ყველაფერი იცით? თქვენ AIVD–დან ხართ? ეხლა
რაღა ვქნა?
–სიმართლე თქვით!

41
–იცით, ყველაფერი გაუაზრებლად მოხდა,მე ხომ არ ვიცოდი,რომ ის
ასეთი საშინელი ადამიანი აღმოჩნდებოდა?ის ხომ... ის ხომ ჩემთვის
მასწავლებელი იყო,ღმერთის მსგავსი,ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელი
ადამიანი...
–კონკრეტულად ვინ არის ის?–ვეღარ მოითმინა იურგასმა.
–ჰანსი... თქვენ ხომ ისედაც ყველაფერი იცით? ჰანს ლეუვბეკი.ის ჩვენს
ფაკულტეტზე ფსიქიატრიას კითხულობს,დაკავებულია
პარაფსიქოლოგიით,სპეცსემინარი მიჰყავს.მე მას არ ვიცნობდი,უფრო
სწორად ვიცნობდი,მაგრამ სულ სხვა მხრიდან... და მაინც არ
ვიცოდი,ამიტომ...
–მოკლედ,მოდი ეხლა თანმიმდევროლად,ასე მხოლოდ დრო
გაგვყავს,რომელიც ეხლა ძალიან ძვირფასია!საიდან გაიგე
ლაბორატორიის შესახებ? ეს ხომ დიდი საიდუმლოებაა, ასე ვთქვათ
სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის?!
–ოიჰ,ეს მამიკომ... იცით,დედა ახალი წასული იყო ჩვენგან და მამამ
დიდი სტრესი გადაიტანა,მაშინ სმას უმატა,თუმცა იმ დღეს ძალიან
ბევრი დალია,სახლში მარტო ჩვენ ორნი ვიყავით და მაშინ
მითხრა,რომ სანამ ლაბოტარორია მისი კლინიკის ტერიტორიაზე, ჩვენ
შიმშილი და უტანსაცმლობა არ გევლოდებოდა,მითხრა,რომ ეს დიდი
საიდუმლოებაა და მის გაუცემლობაზე სპეციალური ხელწერილიც კი
აქვს ხელმოწერილი...–ჩააბულბულა ლილიამ.
–ეხლა მაინტერესებს ამ ინფორმაციამ როგორ გაჟონა თქვენი
საშუალებით ჰანსამდე!
–არ მაქვს სურვილი,რომ ამაზე ვილაპარაკო,–ეცადა გოგონამ პასუხზე
თავის არიდებას.
–სულაც არ გეკითხები შენი სურვილების შესახებ–უცებ ჩაერთო
იურგასი.–ჩვენ რა,პიკნიკზე კი არ ვართ? შენ დაპატიმრებული ხარ,ჯერ
კიდევ ვერ მიხვდი?
მეგონა ლილია ისევ ატირდებოდა თავისი შეკრული ფეხების შემყურე
,მაგრამ გოგონამ ლაპარაკი დაიწყო.
–მე თვითონ ვარ დამნაშავე,ლექტორი შემიყვარდა.ის ყველას
უყვარს,საკმარისია დაინახოთ,რომ თქვენც...მაშინ ვფიქრობდი,რომ
საქმე მის ქარიზმატულობაში და ინტელექტშია,მაგრამ ეხლა უკვე
ვიცი,რომ საქმე სულ სხვა რამეშია...
42
–რას გულისხმობ ლილია?
–გიპნოზი!ამ საშინელ ადამიანს შეუძლია ყველა თავის ჭკუაზე ატაროს
ისე,რომ ამას ვერც იგრძნობთ.ჰანსი საერთოდ ყურადღებას არ
მაქცევდა,ხო და ვიფიქრე,იქნებ რამეთი მაინც დავაინტერესო,რომ
ყურადღება მომაქციოსთქო და ერთი წვეულების დროს,როცა მამასთან
და მის მოადგილესთან ერთად ვიმყოფებოდი,ჰანსიც მოვიდა,ის მამას
მოადგილის ინსტიტუტის მეგობარია. იმ წვეულებაზე ვუთხარი
სწორედ ლაბორატორიის შესახებ.
–მერე? ამის შემდეგ მოგაქცია ყურადღება?–ვკითხე ძალიან
გაბრაზებულმა.
–სწორედაც ,რომ ამ წვეულების შემდეგ...
–რა მიზნით გადაწყვიტა კონტეინერების მოტაცება?
–არ ვიცი,ამის შესახებ არაფერი უთქვამს. და საერთოდ ბოლო
მომენტამდე არ ვიცოდი მისი გეგმის შესახებ.
–კარგი ,მოგვიყევი როგორ მოიპარა კონტეინერები!–არ მისცა
ამოსუნთქვის საშუალება იურგასმა.
–ჰანსმა როგორღაც თავის მეგობარი მამას მოადგილისგან გაიგო,რომ
თვეში ორჯერ ლაბორატორიიდან გამოდიოდა ვიღაც ახალგაზრდა
კაცი. მე მინდოდა ჰანსისგან ჰიპნოზის თეორია მესწავლა და
მითხრა,ეს იქნება შენი პრაქტიკული სამუშაო,თუ როგორ შეგიძლია
ადამიანის გონებაზე ზემოქმედება,კარგი მონაცემები გაქვსო და...
მთხოვა ის ახალგაზრდა ბიჭი გამეცნო...მეც, ერთხელ შემთხვევით
შევხვდი,ორჯერ... ძალიან კეთილი და გულახდილი ბიჭი
იყო,კლინიკის პაციენტი ვეგონე და ლაბორატორიიდან უიშვიათესი
ტროპიკული ხილი ამოჰქონდა,შოკოლადებით
მიმასპინძლდებოდა,ლექსებს მიკითხავდა... ერთ–ერთი ასეთი
შეხვედრის დროს ჰანსმა გამოიარა პარკში,ვითომ შემთხვევით მოხვდა
იქ და ახალგაზრდა კაცს გამოელაპარაკა... თავისებურად დატვირთა...
განსაზღვრული პროგრამა გადასცა ჰიპნოზის საშუალებით.მე მართლა
არ ვიცი,ამას როგორ აკეთებს,რაღაც ფანტასტიკაა...
–და შენ გინდა თქვა,რომ ლეუვბეკმა იან პეტერსს შთააგონა ჰიპნოზის
საშუალებით,რომ მოეპარა კონტეინერები და მისთვის გადაეცა?–
იურგასი ადგილზე ვეღარ კავდებოდა ისე იყო მოსმენილით
გაღიზიანებული და გაბრაზებული.
43
–როგორც მივხვდი ჰანსმა შთააგონა იანსს, რომ ის დაბრუნებულიყო
ლაბორატორიაში,აეღო შუაღამისას კონტეინერები, დაბრუნებულიყო
პარკში და კონტეინერები ჩემთვის გადმოეცა. იანი ასეც მოიქცა.მაგრამ
გუშინ ღამითჰანსმა მომძებნა,სშინლად აღელვებული იყო და
თქვა,რომ კონტეინერები სადღაც დაიკარგა.ჩემი დადანაშაულება
დაიწყო,მაგრამ მე არაფერი ვიცი...
–გცემა?
–დიახ,მცემა!–თქვა და ისევ ცრემლები წამოუვიდა.––
მცემდა,მემუქრებოდა,გუშინ,როცა თქვენს ხალხს გამოვექეცით,სახლში
მომიყვანა და ეცადა ჰიპნოზით ჩემგან იმფორმაციის მიღებას,მაგრამ
არაფერი გამოუვიდა და სულ გაგიჟდა. მე ხომ მართლა წარმოდგენა
არა მაქვს სად გაქრა ეს დაწყევლილი კონტეინერები? კაცი,რომელიც
მიყვარდა და რომლისაც ძალიან მჯეროდა,მცემა,გამკოჭა და
დამემუქრა,რომ თუ არ გავიხსენებდი კონტეინერების
ადგილმდებარეობას,მომკლავდა...
–კარგი,ნუ ტირიხარ,–ვუთხარი ცოტა თბილად გოგონას და ფეხების
გახსნა დავიწყე. იურგასი მომეშველა.. ეხლა ის სიმართლეს
ლაპარაკობდა და რაც იცოდა ყველაფერი გვითხრა.ჩემთვის ეს
ინფორმაცია ნამდვილად არ იყო საკმარისი,რადგან ეხლა უკვე ერთი
საიდუმლოს ქვეშ მეორე საიდუმლო აღმოჩნდა, იმის გარდა,რომ
გავიგე ვინ იყო პირველი ქურდი,აღმოჩნდა,რომ არსებობს კიდევ ერთი
ქურდი და მისი ვინაობის შესახებ არავინ არ იცის არაფერი...
–სად არის ეხლა იან პეტერსი? სად არის ბიჭი ლაბორატორიიდან?
–არ ვიცი ზუსტად,მაგრამ ვფიქრობ ჰანსმა თავის საზაფხულო სახლში
წაიყვანა ჰეურნეში.თქვა,რომ მალე იანს გამოუშვებდა,მაგრამ
ეხლა,როცა კონტეინერები დაიკარგა...იცით რა მიკვირს? ჰანსმა თავდ
გადაწყვიტა,რომ კონტეინერები მცირე ხნით კლინიკასი
დაეტოვებინა,რომ შემდეგ საჭირო ხალხისთვის გადაეცა.ისინი კი
დაიკარგნენ...
–კიდევ რაღაცას ახუჭუჭებ,–მივმართე ლილიას,–არ მესმის რაში
დარჭირდა ჰანსს ხელიდან გაეშვა ის,რაც ასთი წვალებით მოიპოვა?
–რას ამბობთ,ჰანსს საერთოდ არ უნდოდა კონტეინერებზე ხელის
შეხება!–წამოიძახა ლილიამ.–იცით როგორი ფრთხილია?
რეზევრუარში ხომ ყველანაირი სისაძაგლეა? დაგავიწყდათ? ამიტომ

44
კონტეინერები მე მომცა,მერე წასაღებად ვიღაც უნდა მოსულიყო.არ
ვიცი,რად უნდოდა ეს მიკრობები?კაცი ყოველ ნახევარ საათში ხელებს
იბანს და მიკრობები? იცით როგორი მოვლილი ,თეთრი ხელები აქვს?
მანიკურსაც კი იკეთებს საძაგელი! უსინდისო!
ლილიას მთავარი ტირადა ამჯერად დამაჯერებელი იყო.
–იცით რას ვფიქრობ?–ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა გოგონა,–
ეხლა,როცა კონტეინერები დაკარგულია,ჰანს შუძლია აიძულოს
იანი კიდევ მოიპაროს რაიმე ლაბორატორიიდან.გუშინ,როცა აქ
მცემდა,სულ იმას იმეორებდა,რომ ჩემს გამო ძალიან საჭირო
ხალხს ვუფუჭებ საქმეს და ადგილს ვერ პოულობდა.
–შენ იცი სად მდებარეობს ლეუვბეკის საზაფხულო სახლი?
–კი... ვიყავი რამოდენიმეჯერ იქ...
–გასაგებია!ადექი,წავედით ჰეურნეში.გვაჩვენებ გზას!–გასცა
ბრძანება იურგასმა.
–არა,მე არ წამოვალ,არაფრის გულისთვის იქ არ წამოვალ,–
დაიყვირა შეშინებულმა გოგონამ და რაც ძალი და ღონე ჰქონდა
ჩამეხუტა.–აქვე მომკალით,ვისაც უნდა იმან მომკლას ,მაგრამ მე
იმ გველის ნახვა აღარ მინდა ,არასოდეს!.
გოგონა არ ხუმრობდა,ამიტომ გადავწყვიტე სხვა კუთხით
მომეძებნა გამოსავალი.
–როოგორც გინდა. შენ იცი,რომ როცა მამაშენი მივლინებიდან
დაბრუნდება,პირველი რასაც გააკეთებენ სამსახურიდან
გაანთავისუფლებენ?–ეს მინიმუმი!
–როგორ ? რატომ? რა შუაშია აქ მამა? მან ხომ ამ საქმის შესახებ
მართლა არაფერი იცის?არც არავინ უნდა გაიგოს.არა,ეს
შეუძლებელია,მისთვის ეხლა სამსახური ყველაფერია,მთელი
სიცოცხლეა...
ერთადერთი,რაც ზუსტად ვიცი,ის არის ლილია,რომ თუ ჩვენ
დღესვე არ გავხნით ამ ჭირიან საქმეს და ინფორმაცია გაჟონავს
იქ,სადაც საჭირო არ არის,მამაშნი მთავარი ექინმი ნამდვილად
ვეღარ იქნება,იქ სხვა ცოდვები მოინახება,მაგალითად როგორ
სარგებლობს თავისი მდგომარეობით და როგორ ინახავს თავის

45
კლინიკაში მოხუცებულ დეიდას,ავადმყოფთა
არაკეთილსინდისიერი კვებაც წამოყოფს თავს,აღარაფერს ვამბობ
სამედიცინო პერსონალის უხეშ მოპყრობაზე აციენტების
მიმართ... მართალი გითხრა ეს და სხვა ცნობები დიდი ხანია
შეგროვილია მამაშენის წინააღმდეგ და მომენტს ელოდებიან,რომ
გამოაქვეყნონ.ეხლა ხომ მამას ბედი შენს ხელთაა?
–ყველაფერი გასაგებია,–თქვა ლილიამ და საქმიანად წამოდგა
ხალიჩიდან.– სწრაფად გამოვიცვლი ტანსაცმელს და წავიდეთ.
ლეუვბეკის საზაფხულო სახლი შორს არაა,ნახევარი საათის
სავალია აქედან.
-სწრაფად მოწესრიგდი ლილია,მე ორი ზარი მაქვს
განსახორციელებელი.– გავამგზავრე საძინებელი ოთახისკენ
ტანსაცმელის გამოსაცვლელად გოგონა და ტელეფონი იურგასს
მივაწოდე.–აბა, დარეკე ეხლა ბატონ ხერარდთან,ხომ ხედავ რა
სიტუაციაა? ჰოპნოზიღა გვაკლია,მოგვაშოლოს ბიჭები,უთხარი
,რომ საათნახევარში ჰეურნეს შესასვლელში,ტრაფარეტთან
დაველოდებით!
–ეხლავე ნინკა,მაგრამ რად გვინდა საათნახევარი?–ლილიამ ხომ
თქვა ნახევარი საათის სავალიაო?–გაიკვირვა იურგასმა.
–აპელდორნში უნდა ავიდეთ ჯერ!–მოკლედ ვუთხარი მეგობარს
და ლილიას სახლის ტელეფონი მოვძებნე....
–ესტერჩიე ეს თქვენ ხართ? სად დამეკარგეთ? რატომ არ
მირეკავთ? მე ამ საღამომდე ვაპირებდი დავლედებოდე თქვენს
ზარს და მერე... კი გითხარით ამპულის შესახებ...
–დაანებეთ თავი სისულელით ტანჯვას ბატონო ბერტ, ყველაფერი
გეგმის მიხედვით მიდის,იანის სამყოფელი ვიპოვეთ და იქ
მივდივართ ეხლა!–გავამხნევე მოხუცი.
–როგორ? თქვენ ნახეთ იანიკო? სად არის? ცოცხალია?
გემუდარებით წამიყვანეთ,ვაი და გაჯიუტდეს და მასალა არ
მოგცეთ,მხოლოდ მე შემიძლია მოველაპარაკო. რა გითხრათ
აბა,რამე უბედურებას არ გადავეყაროთ...–აქოთქოთდა ბატონი
ბერტი.

46
– კარგით,რადგან ასე გინდათ მონაწილეობა მიიღოთ
ოპერაციაში,ნახევარ საათში კლინიკის ჭიკრის გარეთ
დადექით,მანქანით მოვალთ და წაგიყვანთ! ეგ ამპულები კი...
გადაყარეთ ამპულები ბატონო ბერტ,გადაყარეთ,თორემ მე
გადავყრი!....
–––––––––
ნიდერლანდების სამეფო პოლიციის შტაბის უფროსი,ბატონი
ხერარდ ჰუკი თავისი ,,მგლებით,, ჰეურნეს
შესასვლელში,დანიშნულ ადგილზე დაგვხვდა. ეს არის
ადამიანი,რომელსაც თვალდახუჭულს ენდობა ვილემ ფორინკი
და მთელი მისი ჯგუფი,ამიტომ უკვე წლებია,რაც ჯგუფის შექმნის
დღიდან პირადად დედოფლის განკარგულებით სწორედ
ჰუკის ,,გვარდიაა,, ჩვენზე მომაგრებული ყველაზე დიდი
გასაჭირისა და ,,მეორედ მოსვლის დროს,,
დასახმარებლად.იურგასმა მოკლედ და საქმიანად დაიწყო
სიტუაციის ახსნა.
–მოტაცებულია ადამიანი და კიდევ... ხო ,ნივთები. არის
მოსაზრება,რომ მოტაცებულს მალავენ საზაფხულო
სახლში.დანარჩენი–როგორც საქმე აჩვენებს.უნდა
დაგვაზღვიოთ,განსაკუთრებით ესტერი,იცით მაგის
არაორდინარული ქმედებების შესახებ ბატონო გერარდ,მოკლედ
დაგვიცავით....
–არ გაბრაზდეთ ბატონო ხერარდ,–ჩავერთე საუბარში. –აქ
განსაკუთრებული შემთხვევაა,დამნაშავე მოქმედებს ჰიპნოზის
საშუალებით,უნდა ველოდოთ გაუთვალისწინებელ
,,ხუმრობებს,,.არც ის ვიცით,მარტოა თუ მთელი ჯგუფი ჰყავს
სახლში...
–წავედით!–თქვა ძალიან უბრალოდ გენერალმა.
–ბილიკიდან მეხუთე სახლია,–წამოილუღლუღა ლილიამ. უცებ
დაინახავთ,სახლის წინ უზარმაზარი ტირიფის ხე
დგას,ჭიშკართან კი თელა.ლეუვბეკი აქ ბოსტნეულს არ
თესავს,მხოლოდ იმ ხეებს და მცენარეებს,რომელთაც
განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ.მთელ ზაფხულს აქ
ატარებს,უყვარს მარტო ყოფნა. და კიდევ გთხოვთ
47
ესტერ,თვალებში არ შეხედოთ,არავითარ შემთხვევაში არ
შეხედოთ...
ლილიასთან და ბატონ ბერტთან ერთი პოლიციელი
დარჩა,დანარჩენებს თვალი ვერ მოვკარი სად გაქრნენ ბატონ
ხერარდთან ერთად და მე და იურგასი ლეუვბეკის სახლისკენ
წავედით.
ჰანს ლეუვბეკის დასასვენებელი სახლი ორსართულიანი,მაგრამ
პატარა ზომის აღმოჩნდა, ასე ვთქვათ მედიცინის მუშაკის
შრომისა და დასვენების მყუდრო სახლი...სხვა სახლებისგან
განსხვავების ჰანსის ეზოში მთლად საკოლმეურნეო–სადაჩე
სიტუაცია არ სუფევდა.ეზოში არც ბოსტნეულის ჩითილები ჩანდა
და არც ხილის ხეები,ჭიშკართან მოსჩანდა უზარმაზარი ,მაღალი
თელის ხე და თეთრად აფეთქებული ჟასმინის სურნელოვანი
ბუჩქი. სახლის გარშემო მხოლოდ ველური მცენარეების საფარის
შემხედვარე ადამიანი იფიქრებდა,რომ სახლის პატრონი ველური
ბუნების ფანატი იყო და სპეციალურად ქმნიდა სახლის გარშემო
ნაკრძალურ ზონას...
რაც შემეძლო უხმაუროდ შევედი ეზოში და სახლისკენ წავიწიე.
სახლში ვაპირებდი ფანჯრებიდან შეხედვას,მაგრამ ფანჯრებზე
ჩამოფარებულმა,სქელმა,გაუმჭვირვალე ფარდებმა ცოტა უკან
დამწია, მცირედის დანახვაც კი შეუძლებელი
გახდა...გადავწყვიტე სახლის კედელს გავყოლოდი იმის
იმედად,რომ იქნებ სადმე,თუნდაც ერთი პატარა ხვრელი
დამენახა,რომ ცალი თვალით მაინც შემეხედა სახლის შიგნით.
–ვინმეს ეძებთ აქ?–უცებ ზურგს უკან მომესმა კაცის ხმა.
შემოვბრუნდი და დავინახე მაღალი,სიმპატიური,სპორტულ
ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი. ჩემს წინ არც მეტი,არც
ნაკლები ,ბატონი ჰანს ლეუვბეკი იდგა. როგორ არა? მინახავს ეს
კაცი რადბაუდის უნივერსიტეტში,თუმცა მაშინ ფსიქიატრიას არ
გავდიოდი და არც მქონდა სურვილი გამერკვია ვინ იყო
წვერებიანი,ჯმუხი სახლის დოცენტი.ლილიას გაგება
შეიძლება,არის მასში რაღაც ისეთი,რისთვის შეიძლება
შეყვარება,მაგრამ ...სად არის ეხლა იურგასი? სად არიან ხერარდის
ბიჭები?....
48
–დიახ ვეძებ,–ვუპასუხე და წელში გავსწორდი,–მეგობრებმა
ბარბიქიურზე დამპატიჟეს და ვერ მივაგენი მათ სახლს,იქნებ
თქვენ იცნობთ? აქ სადღაც ცხოვრობენ,მარიანა და იოჰანი
ჰქვიათ,ცოლქმარნი არიან.
–აქ მწვადებს ნამდვილად ვერ იპოვით,მე მეზობლებს არ ვიცნობ
და არც ისინი მიცნობენ–თქვა და უცებ მოიღუშა.–და მაინც რატომ
შემოხვედით სხვის ეზოში,ისე,რომ კარზე არც კი დააკაკუნეთ!
დაძვრებით აქ და ფანჯარაში ჩუმად იხედებით,ეხლა თქვით,ვის
ეძებთ სინამდვილეში?
ეხლა ლეუვბეკი პირდაპირ თვალებში მიყურებდა და
ვიგრძენი,რომ მის წინ მოწაფესავით ვიდგები,იმ მოწაფესავით
მოსაწყვეტად გამზადებულ ღილს რომ ათატმაშებდა ხელში
–მე ვეძებ იან პეტერსს,–ვთქვი და თავად გამიკვირდა როგორ
დაიწყო ჩემმა ენამ–ჩემმა მტერმა მოძრაობა და ლაპარაკი.
–აი ეს კი სიმართლეს ჰგავს–რაღაც სხვანაირად შეირხა
ლეუვბეკი.–ეს უკვე საინტერესოა. და აქ რატომ ეძებთ აქ
ქალბატონო?

–იმიტომ,რომ თქვენ ის მოიტაცეთ,ლილია ფან ბორნი სასტიკად


სცემეთ,თქვენ დამნაშავე ხართ და თუ კონტეინერები თქვენს
ხელში მოხვდება უამრავ სიავეს დაატეხთ თავს ადამიანებს!
–ძალიან კარგი,მაგრამ იქნებ თქვენ იცით და მითხრათ სად
ინახებიან ამ მომენტში კონტეინერები? ძალიან,ძალიან
საინტერესო იქნებოდა მოსმენა...
ლეუვბეკი ისე მიყურებდა,ვიგრძენი როგორ გამიხურდა
თავი,ხოლო სხეულზე ცივმა ოფლმა დამასხა.საკუთარ ტყავზე
გამოვცადე რას ნიშნავდა ამ უცნაური კაცის დაუძლეველი ძალის
მოქმედება და გამახსენდა ლილიას სიტყვები: არ შეხედო
თვალებში... რა არის ამ კაცის თვალებში ასეთი
49
განსაკუთრებული?პატარა,შავი ცეცხლმოკიდებული ნახშირის
ფერი თვალები... და მისკენ ნაბიჯი გადავდგი. თვალები ოდნავ
დავძაბე და მეც თვალის დაუხამხამებლად დავუწყე ყურება
შუბლზე,ორ თვალს შორის გამყოფ ხაზზე...ვიგრძები როგორ
წვავდა მის შუბლს ცემი დაჟინებული მზერა,წვავდა ტვინამდე და
ვერსად გაურბოდა ამ დამფერფლავ მზერას.
–ვიცი,–ვუთხარი ისე,რომ თავად გამიკვირდა,პირი თითქმის არ
გამიღია კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ,–ვიცი...
კონტეინერები მშიერს აქვს!
–მშიერს? ეს გვარია თუ...–იკითხა ლეუვბეკმა
თვალმოუშორებლად და ორივე ხელი თავზე წაივლო,–რას
მიკეთებთ... გაჩერდით...გაჩერდით,თორემ...
ლეუვბეკმა სპორტული კოსტუმის ჯიბეში ხელი ჩაყო და იქედან
მცირე ზომის იარაღი ამოიღო,მერე ჩემსკენ მომართა და ამ დროს
სალის სახურავიდან კატასავით გადმომხტარმა სამმა გოლიათმა
მიწაზე გააფინეს დიდი ჰიპნოზიორი.თავბრუ დამეხვა, გაოცების
და აშკარა საფრთხის ეფექტმა ფეხებიდან მომცელა და ბალახებში
ჩავჯექი...
–ეს რა უქენი ესტერ საბრალოს,ვეღარ ლაპარაკობს,–სიცილით
მომიახლოვდა ბატონი ხერარდი და სველი ბალახიდან
წამომაყენა. ჭიშკარში არანაკლებ შეშინებული და დაბნეული
იურგასი და ბატონი ბერტი გამოჩნდნენ.ნელი ნაბიჯით
მივუახლოვდი ბალახებში მწოლიარე შეკრულ–გაკოჭილ
ილუზიონისტს,თვალები დახუჭული ჰქონდა, მძიმედ
სუნთქავდა...
–ვინ არის სახლში კოლეგავ?–მივმართე ცოტა არ იყოს და
ენააკანკალებულმა.
ჰანსმა თვალები გაახილა,მაგრამ თავი გვერდზე მიაბრუნა.–
არავინ ,მიპასუხა ჩუმად. ,, გიხაროდეს ,თუ თქვენი მზერა
ერთმანეთს არ შეხვდება,,–გამახსენდა სპილოს ძვლის კამათლების
პასუხი.
ბატონ ხერარდთან ერთად სახლში შევედით,თუმცა იქ უკვე
დაგვხვდნენ მისი ბიჭები და შიშიც უცებ გაოცებამ შეცვალა,როცა
სადღაც კუთხეში შეკრული უცნობის მაგივრად ოთახში,ტახტზე
50
მძინარე იან პეტერსი დავინახე.ახალგაზრდა,წარმოსადეგი,ქერა
კულულებიანი ბიჭი,რომ იანიკო იყო,ეჭვი არ შემპარვია,რადგან
ტახტს ბატონი ბერტი მიუახლოვდა წყნარი ხმით დაუწყო გაღვიძება.
–იანიკო,ძვირფასო მეგობარო,როგორც იქნა...რა ბედნიერებაა...
ბიჭმა თვალები გაახილა და როცა მუხლზე მდგარი კოლეგა
დაინახა,უცებ წამოდგა ,ბატონი ბერნი წამოაყენა და გადაეხვია.
–იანიკო,მეგობარო,რა ბედნიერებაა ,რომ ცოცხალი და ჯანმრთელი
ხარ!–არ ჩუმდებოდა ბატონი ბერნი და ცრემლებს იმშრალებდა.–
სად,სად არის კონტეინერები შვილო? სად არის ჩვენი კონტეინერები?
–რა კონტეინერები? –გაოცებულმა იკითხა იანმა და მხოლოდ ეხლა
მოავლო ოთახს თვალი.ოთახში ამდენი ხალხის დანახვისას უცებ
გამოფხიზლდა და პერანგი შეიკრა.–რა მოგივიდათ ბატონო ბერტ?
შეუძლოდ ხართ?რაღაც კარგად არ გამოიყურებით.რა მოხდა?
–არა მეგობარო,მე უკვე მშვენივრად გამოვიყურები,ეს შენ მოგვიყევი,
რა მოხდა?
–არაფერი,ყველაფერი კარგადაა.
–როგორ თუ არაფერი? შენ სადღაც დაიკარგე და შენთან ერთად
დაიკარგა ჩვენი...ნიმუშები.–რაც შეიძლებოდა ამ პირობებში
საიდუმლოდ ჩაიჩურჩულა ბატონმა ბერნმა.
–ბატონო გენერალო,თუ შეიძლება თქვენმა თანამშრომლებმა მანქანაში
რომ დავტოვეთ,ის გოგონა მოიყვანონ?–ვთხოვე გენერალს და ორი
პოლიციელი იმ წუთში გავიდა ლილიას მოსაყვანად...
როგორც ლილია ოთახში იანი გამოცოცხლდა.ლილია კი ზედაც
არ უყურებდა,თითქოს სულაც არ ცნობდა....
ოთახის ცენტრში მდგარ მაგიდასთან ხის სკამზე ჩამოვჯექი და
იქვე მდგომ იურგასს ის,რომ არავის გაეგო ვთხოვე ხერარდთან
ერთად წვერებიანი მონსტრი შემოეყვანა.იურგასმა ბატონ
ხერარდს ჩუმად ჩაულაპარაკა და ოთახი ერთად დატოვეს. სულ
ორიოდე წუთში ხელ–ფეხშეკრული მონსტრი სწორედ იმ
ტახტზე დააგდეს,რომელზედაც იანს ეძინა.
–მოკლედ მეგობრებო,ეხლა საქმის გარჩევის დრო არ არის,–
მივმართე ოთახში მყოფ საზოგადოებას.ეხლა საჭიროა გავიგოთ
სად ინახება კონტეინერები.თქვენით დავიწყოთ იან! თქვენ ღამით
51
აიღეთ მაგიდიდან სამი კონტეინეტი,გამოხვედით
ლაბორატორიიდან და ვიღაცას მიეცით კონტეინერები.
გვითხარით ვის?
–რას ამბობთ? მე.. მე არაფერი არ ამიღია–გაოცდა პეტერსი.
–ამის გარდა: იმისთვის,რომ ბატონ ბერნს ვერაფერი
შეეტყო,საძილე წამლის სამმაგი დოზა ჩაუყარეთ ვახშამში.
–არა,არავითარ შემთხვევაში,მე მაგას როოგორ ჩავიდენდი? ბატონ
ბერნს?
–აი რა,– ვთქვი და ჰანს ლეუვბეკს დავადექი თავზე.–ეხლავე
გამოიყვანეთ ბიჭი ტრანსის მდგომარეობიდან კოლეგა,თორემ
პატიმრობის ისეთ ვადას გაგიჩალიჩებ,მთელი ცხოვრება ვერ
დაითვლი! და საერთოდ ბატონი ხერარდი ეხლავე გადასცემს
თქვენ თავს საერთაშორისო დაზვერვას!
–დიახ,საერთაშორისოს,ნაკლები არ იქნება,–დამეთანხმა ბატონი
ბერნი.
–კარგით,–სურვილის გარეშე დაიქნია თავი ლეუვბეკმა,–
იცოცხლებს,არაფერი დაემართება...ვინ ხართ თქვენ?სად
დაეუფლეთ ნეიროჰიპნოზს?
–წადი შენი!–ვთქვი ქართულად და ლილიას მივუბრუნდი.
–თქვენ დაინახეთ,რომ იანმა ლეუვბეკს გადასცა
კონტეინერები.სად წავიდნენ ამისშემდეგ კონტეინერები?
–არ ვიცი,შემდეგ მე სახლში წავედი,–აიჩეჩა მხრები გოგონამ.
– ჯანდაბაშიც წასულხარ!–ვერ შეიკავა თავი იურგასმა,–სად
დააწყვე მასალა? ისინი ხომ შენ გეკავა ხელში?
–დიახ,აი,ამ ხელებში მეკავა,– თქვა ჩუმად ლილიამ და ხელებს
დახედა.–ჰანსმა მითხრა რომ რამოდენიმე საათით შემეტანა მამას
კაბინეტში ,მოადგილესთან,იორებ ფან ლაუბერთან,იქ კი ვიღაც
ხალხი მივიდოდნენ და წაიღებდნენ.
–ესეიგი კონტეინერები ეხლაც კლინიკის დირექტორის
მოადგილესთან არის? თუ ბატონმა იორენმა ვინმეს მისცა მასალა?

52
–არა,არ არის იქ,იორენი გამოვცადე,ვერ მომატყუებდა.–
ჩაილაპარაკა ლეუვბეკმა.
– თქვენ კი ბატონო ჰანს... შეგიძლიათ ამიხსნათ რაში დაგჭირდათ
ეს მიკრობები? გაითვალისწინეთ,თქვენთვის ეხლა უკეთესია,თუ
სიმართლეს იტყვით,ჭიშკართან კარეტა გელოდებათ,ასე,რომ
თქვენს აღიარებას იქნებ და ექნეს მცირედი მნიშვნელობა მაინც...
–მე არაფერში არ მჭირდებოდა,მაგრამ არის ხალხი,რომლებიც
დაინტერესებულები არიან...
–დიდი ფული შემოგთავაზეს?–ჩაერთო ლაპარაკში აქამდე ჩუმად
მყობი ბატონი ხერარდი.
–არა,ფული არა,დამპირდნენ,რომ ბოსტონის უნივერსიტეტში
გადამიყვანდნენ,კათედრას მომცემდნენ,მიწვევას
გამიფორმებდნენ და ჩემთვის ეს ფულზე მეტია.ის ხალხი ძალიან
მაღალი დონის მეცნიერები არიანამასთან ბიზნესმენებიც,ხო და
მე ასეთ ხალხს იმედი გავუცრუე ,ამიტომ გზა
უნივერსიტეტისკენ,ყოველ შემთხვევაში ბოსტონში, ჩამეკეტა...–
დაამთავრა ,,მონოლოგი,, მონსტრმა.
–თქვენი გზა ხსნილია ციხისკენ აი,ამ გოგონაზე თავდასხმისა და
ფიზიკური შეურაცხყოფის გამო.–ვუთხარი და ლილიასკენ
მივუთითე.მაგრამ ჯერ სხვა საკითხია გასარკვევი. ლილია,მაშ
თქვენ ამბობთ,რომ კონტეინერები ბოლოს ბატონი იორენის
კაბინეტში ნახეთ არა?
–დიახ,მაგრამ იქედანაც გაქრა,–მიკარნახა ლილიამ,–ამან,ამ
მოძალადემ დამირეკა გუშინ ღამით და ყვიროდა,იგინებოდა,რომ
მამას მოადგილის კაბინეტიდან კონტეინერები გაქრა.
–... დავუშვათ,რომ მამაშენის მოადგილემ მართლა არ იცის სად
გაქრა კონტეინერები,რადგან პატივცემულმა ექსტრასენსმაც
მოასწრო მისი გულმოდგინედ გამოკითხვა.არც იანს გაუგია მეტი
მათ შესახებ ,ხო და რა დაგვრჩა? უნდა გავარკვიოთ როგორ
აიდგეს ფეხი კონტინერებმა და როგორ დატოვეს ბატონ იორენის
კაბინეტი? და უმთავრესი: სად წავიდნენ?...
–მეშინია,რომ ხვალ ... ხვალ ბოლო დღეა,–ამოიკვნესა ბატონმა
ბერნმა და იანს შეხედა,–უნდა ჩავრთოთ ცენტრი.
53
–რას ამბობთ?ეს შეუძლებელია! ეს დასასრულია!– ფეხზე
წამოიჭრა იან პეტერსი და ნათელი გახდა,ბიჭი რეალურ
ცხოვრებაში დაბრუნდა...
– –––––––––
–აააა... ეს ისევ თქვენ ხართ?–უცებ მიცნო კლინიკის დირექტორის
მოადგილემ,ბატონმა იორენ ფან ლაუბერმა,როცა მის კაბინეტში
შევედი.
–როგორც ხედავთ!–ვუპასუხე და მის პირდაპირ სავარძელში
მოვკალათდი, ფეხი ფეხზე გადავიდე და მის რეაქციას
დაველოდე.
–იცით,მე მგონი თქვენ არ გაწყენდათ ჩვენს კლინიკაში მცირე ხანს
მკურნალობა,ნერვები არ გაქვთ მწყობრში,მაგრამ სამწუხაროდ
დაგაგვიანდათ...
–როგორ თუ დამაგვიანდა?–ისე გავიკვირვე,თითქოს ძალიან
მჭირდებოდა აქაური ფსიქიატრების სამედიცინო დახმარება.
–ადგილები არ არის! –დაიწყო ახსნა ლაუბერმა უხალისოდ,–
ჩვენთან ცოცხალი რიგია,ნახევარი წლით ადრე ეწერება ხალხი.
ნახევარ ქალაქს უნდა ,რომ ჩვენს კლინიკაში მოთავსდეს,მაგრამ
კლინიკა ხომ ურაზმერო არ არის?
–ეხლა რომ უცებ აგრესიული გავხდე და თქვენს ოთახში
არმაგედონი მოვაწყო,მაშინ?–ყოველი შემთხვევისთვის
დავინტერესდი აქაური შინაგანაწესით.
–აქ? ამ შემთხვევაში გამოვიძახებ პოლიციას და ... ცოტა კი არ
ყოფილა ასეთი შემთხვევები?გამოვიძახებ პოლიციას და
გადაიყვანენ განყოფილებაში,ნაცადი გზაა!
–აბსოლუტურად გეთანხმებით, იქ ყველას სამყოფი ადგილია. აი
მაგალითად თქვენი მეგობარი ჰანს ლეუვბეკი ესესაა ჩასვეს
საგამომძიებლო იზოლატორში,მოიძებნა მისთვის
ადგილი.იმედია თქვენთვისაც მალე მოიძებნება ადგილი!
_თქვენ რა,სულ გაგიჟდით? –გაკვირვებული შემომაშტერდა
ლაუბერი.–რაღაც ვერ გავიგე, რაშია საქმე?

54
–– არც იოცნებოთ ,სრულიად ჯანმრთელი ვარ და თქვენთან
პირველ ჯერზეც და ეხლაც მხოლოდ იმისთვის მოვედი,რომ
გავარკვიო,როგორ გაქრა თქვენი კაბინეტიდან ... ნიმუშები!–
შეგნებულად არ ვახსენე კონტეინერები,მაინტერესებდა,
მიმიხვდებოდა თუ არა ლაუბერი ახსნა–განმარტების გარეშე.
აშკარად ვერაფერს მიმიხვდა კოლეგა.
–რა ნიმუშები?–გამიმეორა კითხვა.
–არა,ეხლა ამას თქვენ მომიყვებით,ლეუვბეკი იქ მოყვება,თქვენ–
აქ! ჯერჯერობით... რა თქმა უნდა ,თქვენ თუ ასე არ გაწყობთ...
–მაწყობს!–გამაწყვეტინა სიტყვა ბატონო იორენმა,მაგრამ მაგრამ
ჯერ მაინც არ მესმის რაზე ლაპარაკობთ.მართალია,მე და ჰანსს
შორის მართალი გითხრათ მართლა ჰქონდა ადგილი საინტერესო
შემთხვევას,თუმცა არასასიამოვნოს. გუშინ ჰანსმა მთხოვა,რომ
ჩემთან შემენახა რკინის რაღაც კოლოფები და მე ჩემი ხელით
შევინახე აი ,ამ კარადაში. არც მიკითხავს რა იყო მათში.
–რატომ?
–ჯერ იმიტომ,რომ მართლა არ ვარ ცნობისმოყვარე,მეორეც კიდევ
მედიკოსები სულ ატარებენ ცდებს,აქვთ სხვადასხვა სახის
ანალიზები ,რა ვიცი,ვიფირე რომ რაიმე პირადული იყო და
შევუნახე. მერე კი აღმოვაჩინე,რომ ეს ყუთები სადღაც
დაიკარგა,თითქოს და მიწამ ჩაყლაპა.დავურეკე ჰანს სამსახურში
და...მოვარდა,დაიწყო ყვირილი,ლამის ხელითაც შემეხო.გავაგდე
აქედან და ვუთხარი კიდეც,რომ დამაშვიდებელი ტაბლეტები
მიეღო,საშინელ დღეში აქვს ნერვები.ეს არის ყველაფერი,რაც
შემიძლია გითხრათ.
–გამოდის თქვენ მართლა არ იცით რა იყო იმ რკინის კოლოფებში
არა?
–არ ვიცი და არც მაინტერესებს,მაინც რა იყო შიგ?– შემეკითხა
ლაუბერი ყოველგვარი ინტერესის გარეშე.
ექიმის ასეთმა უემოციო და უინტერესო გამომეტყველებამ ცოტა
გამაღიზიანა კიდეც.

55
იკოცეთ ბატონო იორენ,რომ ს კოლოფები თქვენს კლინიკაში არ
იყოს გადამალული,ილოცეთ,რომ ისინი არავინ გახსნას და წყლის
მილში არ !თქვენ თუ წარმოგიდგენიათ რა მოხდება თქვენს
პაციენტებს შორის რომ მოხდეს ქოლერის,ციმბირული წყლულის
ან ჭირის ეპიდემიის გავრცელება? თქვენი დაწესებულება ხომ
მთელს მსოფლიოში გახდება ცნობილი და თქვენც ამავე დროს
,როგორც სამკურნალო პროცესზე პასუხისმგებელი პირი!
რას ამბობთ?–წამოხტა სავარძლიდან ლაუბერი და პირველად
დავინახე ,როგორ გათეთრდა მიტკალივით.–თქვენ გინდათ
მითხრათ,რომ იქ აქტიური მიკრობები იყო? რატომ?საიდან?–მერე
ცოტა ხანს გაჩუმდა და დაამატა,–ყიველთვის ვიცოდი,რომ ჰანსი
ოცნებობდა ჩემთვის რაიმე სისაძაგლე გაეკეთებინა,მაგრამ
ასეთიჩვენ კურსელები ვართ,არაფრით არ უნდა იმის პატიება,რომ
ფან ბორნმა სწორედ მე მომიწვია ამ თანამდებობაზე.თავის
გრძნობებს არასოდეს მალავდა ჰანსი ,მაგრამ ჩემს წინააღმდეგ
ბაქტერიოლოგიური ომის მოწყობა? წარმოუდგენელია,თვით
ლეუვბეკისთვისაც კი წარმოუდგენელია!
–არა,მე არ ვფიქრობ,რომ სპეციალურად გააკეთა,მაგრამ ყველა
ომი რომ შემთხვევით იწყება,ეს ყველამ იცის...მოდით ეხლა
ერთად დავფიქრდეთ,სად შეიძლებოდა კონტეინერი წასულიყო?
ვინ ლება ოთახში შემოსულიყო,თქვენს აქ არყოფნაში?
–კიდევ ერთხელ გეუბნებით ,მე და ჰანსს ამ თემაზე არ
გვილაპარაკია,კაბინეტში შემოსვლა კი ყველას შეეძლო,ეს ოთახი
მნახველებითვისაა განკუთვნილი და თითქმის ყოველთვის ღიაა.
–ხო,აი კიდევ რა...მითხარით,ვინ გარდაიცვალა ამ დღეებში
თქვენს კლინიკაში?
–რა?–გაიმეორა კითხვა ეხლა უკვე მართლაც აკანკალებულმა
ლაუბერმა.–არავინ. ჩვენ ბოლო წელს ლეტალური შედეგი არ
გვქონია,მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით.
–მაშინ... ვინ იწვა გუშინ კლინიკის მორგში?
–იქ არ შეიძლებოდა ვინმე ყოფილიყო,მე მხედველობაში მაქვს
კლინიკაში გარდაცვლილი.

56
–მოიცადეთ,ხომ აქვს ვინმეს უფლება თანამშრომლებიდან,რომ
შევიდეს მორგში? ხომ გყავთ მომსახურე პერსონალი?
–გასაოცარი კითხვაა.რად გინდათ ამის ცოდნა? ეგ ხომ საქმეს სულ
არ ეხება?
–და მაინც!
–საერთოდ მორგის შენობაზე ბიძია ბრამია მიმაგრებული.აქ
ნახევარ განაკვეთზე მუშაობს,მოხუცი კაცია,პენსიონერი,მაგრამ
უსახლკარო,მთელი ქონება კაზინოში დატოვა,სოციალურ
დახმარებაზე ცხოვრობს,მაგრამ სახლი არ მისცეს,ლოთობა
დაიწყო და სახლი ჩამოართვა მთავრობამ,აგერ უკვე მესამე წელია
ჩვენს კლინიკაში ცხოვრობს ერთ პატარა ოთახში,ვაჭმევთ,არავინ
არ ჰყავს და სოციალურიდან ვუქვითავთ კლინიკის ხარჯებს.
–როდის ნახეთ ბიძია ბრამი ბოლოს?– დამაინტერესა ლოთმა
მოხუცმა.
–გუშინ საღამოს,–ამოიოხრა ლაუბერმა,– შემომივარდა აქ
კაბინეტში და ხელფასის მომატება
მომთხოვა.ყვიროდა,კაბინეტიდან არ გავალ,სანამ ხელფასს არ
მომიმატებთო.სანამ არ დანმთანხმდები არ გავალო!იყავი, სანამ არ
მოგწყინდება–მეთქი ვუთხარი,სულაც გაგაგდებ სამსახურიდან
ლოთობისთვისთქო. მერე ისევ სადღაც გაქრა. ჩვენ ყველა
მიჩვეული ვართ უკვე,მაგრამ ბიძია ბრამი მეორე მსოფლიო ომის
შვილია,საკონცენტრაციო ბანაკში გაჩნდა, ღმერთმა და
ამერიკელმა სამხედროებმა მაშინ გადაარჩინეს,მაგრამ დედ–მამას
ვერ უშველეს,ვერ მოასწრეს... ამიტომ ყველას გვეცოდება და მისი
ფსიქიური აშლილობისაც არავის ეშინია,ყველა ცდილობს
თავისებურად მიხედოს და მოუაროს...
–საინტერესოა და თან სამწუხაროც,–ვთქვი ცრემლმორეულმა, –
მაგრამ იქნებ და...
სწორედ ამ დროს ჩანთაში ტელეფონიდან შეტყობინების ზარი
გაისმა. ბატონ იორენს მოვუბოდიშე და ტელეფონში შემოსული
შეტყობინება წავიკითხე.

57
,,სასწრაფოდ!–მწერდა იურგასი,–კონტეინერები აღმოჩენილია
აპელდორნის ცენტრში,სიყვარულის შადრევანთან .ნინ,გააკეთე
რამე,აქ გელოდებით ბატონ ბრამთან და ლილიასთან ერთად!,,.
დაბნეულმა კიდევ ერთხელ წავიკითხე შეტყობინება.ეს რას
ნიშნავს ეხლა,რომ კონტეინერები იქ არის სადაც კლინიკაში
შემოსვლამდე ჩემი ,,ზურგის გამმაგრებლები,, დავტოვე?
–მაპატიეთ,სასწრაფოდ უნდა გავიდე,– ცეცხლნაკრავივთ
წამოვხტი სავარძლიდან,–იმედია ეს საუბარი ჩვენს შორის
დარჩება,ასე სჯობია თქვენთვის,საქმე საიდუმლოა,უარესიც
ზესაიდუმლო...
მთავარი ექიმის მოადგილემ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია
და მითხრა:
–მე მაინც გირჩევდით,რომ მცირე ხნით დაგელიათ მსუბუქი
დამამშვიდებლები... მოგეხსნებოდათ ზედმეტი
ნერვოზი,დაძაბულობა, დეპრესიულობა...როცა
განთავისუფლდებით,შემოიხედეთ ჩემთან და გამოგიწერთ
რამოდენიმე რეცეპტს,ერთად შევარჩიოთ მკურნალობის მცირე
კურსი... მაგრამ თუ მაინც სტაციონარში მკურნალობას
გადაწყვეტთ,მე მზად ვარ...
–ბატონო იორენ,აუცილებლად შემოგივლით როგორც კი
გავნთავისუფლდები,მე გამიგია ამ კლინიკის ისტორიის და
ნაცისტების მიერ კლინიკის პაციენტების განადგურების
შესახებ,მაშინდელი ექიმების გმირობაზე და ... სიამოვნებით
გავეცნობოდი დეტალებში ამ ისტორიას პირადად
თქვენგან,მოვალ და ვისაუბროთ ,როგორც კოლეგებმა,თქვენეული
ხედვაც მაინტერესებს ეგრეთ წოდებული ებრაელთა პოსტ
ტრავმატული ომის სინდრომის მკურნალობის მეთოდოლოგიის
შესახებ.
–კოლეგებმა?–სათვალე მოიძრო ბატონმა იორენმა
–დიახ,მოდით წასვლის წინ მაინც გავიცნოთ ერთმანეთი,–
ვუთხარი და ხელი გავუწოდე.–ესტერ ჭელიძე ,იუსტიციის
სამინისტროს კრიმინოლოგიისა და ფსიქიატრიის კვლევითი

58
საექსპერტო კლინიკის,, პიტერ ბანის ცენტრის ,, ექსპერტი–
ფსიქიატრი.
–თქვენ?... დავიბენი... ბოდიშით...–ვეღარ უყრიდა სიტყვებს თავს
მთავარი ექიმის მოადგილე.
–რას ბრძანებთ ბატონო იორენ,რა ბოდიში... აი,ეს ჩემი სავიზიტო
ბარათია,–,,ზესაიდუმლო,,–ვუთხარი ბატონ იორენს,სავიზიტო
ბარათი გავუწოდე და სანამ გაოცებული კიდევ რამის თქმას
მოასწრებდა,კაბინეტიდან გამოვედი...
ქალაქის მთავარ მოედნამდე სირბილით თხუთმეტ წუთში
მივედი.
მოედანზე არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა,აქა–იქ
გამვლელები, რამოდენიმე საღამოს ქალაქში მოსეირნე ხანში
შესული მოქალაქეები და ფანტანის გარშემო შეკრებილი ქუჩის
მუსიკოსები... სად არის აქ კონტეინერები? ან ,,ჩემები სად
არიან?,,.მოედანი გადავკვეთე და კაფეს შესასვლელთან ნაყინი
ვიყიდე, ასე შეუჩნევლად მივუახლოვდი ქალაქის მერიის შენობას.
ის–ის იყო სიყვარულის ისტორიულ ქანდაკებასთან ჩამოჯდომა
და ჩოტა დასვენება გადავწყვიტე,რომ ვიღაცამ უკნიდან თმაზე
მომქაჩა. ლილია იყო.
–ჩქარა ესტერ,ჩქარა,შენ გელოდებითბატონი ბერნი ადგილს ვერ
სცილდება,დარაჯობს!წარმოგიდგენია? როგორც კი კლინიკაში
წახვედი მერიის უკანა მხარეს ჟურნალისტებმა და ტელევიზიამ
მოიყარა თავი.აი იქ,კუთხეში ... გაფიცვების და მიტინგების
ადგილას....
ლილია მირბოდა და თან მიმათრევდა. კუთხეში,რომელიც
ოფიციალურად იყო აღიარებული და სანქცირებული,როგორც
საპროტესტო სივრცე ხალხის სიმრავლე შეინიშნებოდა და სულაც
არ გამკვირვებია,როცა ე.წ. დემოკრატიის კარავთან,რომელიც
თავად ხელისუფლებამ დაუდგა ,,პროტესტანტებს,, ბორდიურზე
ჩამომჯდარი თმაგაბურძგნული უცნაური კაცი დავინახე. საკმაოდ
ხანდაზმულ მამაკაცს თავის გარშემო ცარცით წრე ჰქონდა
შემოხაზული და ამ წრის ცენტრში სამფეხა სადგარზე გაკრული
იყო მოთხოვნის ტექსტი: ,,მოვიდეს ქალაქის მერი,,!

59
–წრის იქით არავის უშვებს,ამბობს მხოლოდ ქალაქის მერს
დაველაპარაკებიო.–ამიხსნა ლილიამ.
მეამბოხის პირდაპირ უბედური ადამიანის სახით იჯდა
ბორდურზე ბატონი ბერნი და თვალმოუცილებლად უყურებდა
გაბურძგნულ კაცს.გვერდით მივუჯექი და უცებ გადაქანცული
ბერნი ალაპარაკდა.
– აი ისინი ესტერ,ნახე? ხელში უჭირავს სამივე. ნახე,ნახე,როგორ
აქნევს აქეთ–იქეთ,კიდევ კარგი ,რომ კარგად არის
დახრახნული,მაგრამ ხომ შეიძლება გახსნას?
–რას ესიყვარულებით მერე? უნდა ავიყვანოთ!
–საქმეც იმაშია ესტერჩიე,რომ საშიშია! ყვირის,რომ თუ ვინმე
გადალახავს თეთრ წრეს,იმწუთშივე ჩაასხავს ფანტანში
კონტეინერის შიგთავსს. იურგასმა გაარკვია ,რომ ფანტანის წყალი
გაედინება ქალაქის ცენტრალური კანალიზაციის არხში.
გააკეთებს,ისეთ საშინელ მდგომარეობაშია,რომ გააკეთებს!
არანაირი გეგმა არ მქონდა,უკვე სადაცაა დაღამდებოდა და ასე
გაჩერება კარგს არაფერს მოიტანდა. დამაინტერესა რა ეწერა
აჯანყებულის წინ გაფენილ თეთრი ქაღალდის პლაკატზე და
თეთრ წრეს მივუახლოვდი.
,,მე ვარ აბრაამ ბრონშტეინი,–გავარჩიე ლურჯი ფლომასტერით
დაწერილი სიტყვები.–დავიბადე 1944 წელს რავენსბრიუკის
საკონცენტრაციო ბანაკში,ვარ ებრაელი,ათი წელი ვიმკურნალე და
კიდევ ოთხი წელი ვიმუშავე ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში.მაქვს კარგი სამუშაო სტაჟი. ეხლანდელი
ხელმძღვანელობა არ მაძლევს ოთხი თვის ხელფასს,რადგან
მეუბნება,რომ უკვე დათბა და ნახშირის ღუმელები აღარ
გვჭირდება,მივცალებულები კი კლინიკაში არ არიან,რომ მორგში
გადავიყვანო. ესეიგი საავადმყოფოში საჭირო არ ვარ. მოვითხოვ
მოვიდეს აქ ქალაქის ბურგომისტრი და დააკმაყოფილოს ყველა
ჩემი მოთხოვნა.წინააღმდეგ შემთხვევაში დავაინფიცირებ მთელ
აპელდორნს ჭირით და კიდევ ქოლერით.,,
მერე ნაწერი წყდებოდა,ან შეიძლება მეორე გვერდზე
გრძელდებოდა,მაგრამ ბიძია ბრამთან ყველაფერი ისედაც
60
ნათელი იყო...და უცებ...,, არასოდეს განსაჯო მშიერი,მითუმეტეს
როცა შენ მაძღარი ხარ!,,–გამახსენდა დრუიდების სპილოს ძვლის
კამათლები და ტანში გამცრა...
იქვე სამი პოლიციელი იცავდა ბიძია ბრამის ,,ხელშეუხებლობას
და დომოკრატიას,, და ასეთ მომენტს ნამდვილად არ ველოდი:
არავის ჩვენოთხი ადამიანის გარდა არ სჯეროდა,რა ბომბი ეკავა
ხელში მოხუცს...
ისევ ჩამოვჯექი ბატონი ბერნის გვერდით. იურგასი არსად არ
ჩანდა,მაგრამ მის არსებობას ნამდვილად
ვგრძნობდი,ვიცოდი,რომ მარტო არ დაგვტოვებდა და აი,იურგასი
გამოჩნდა,გამოჩნდა და თვალები გამიფართოვდა
გაკვირვებისგან ,მის გვერდით ნელი ნაბიჯით მოდიოდა ბატონი
ვილემ ფორინკი...ბატონი ვილიამი შესანიშნავად
გამოიყურებოდა,ლამაზად გამოწყობილი,ხელში ტყავის
დიპლომატით... უცებ ბორდურიდან წამოვხტი და მისკენ
გავიქეცი.
–არ წამოხვიდეთ აქეთ შეფ!– ჩუმად ,მაგრამ ხელზე ხელით კვრით
ვუთხარი და მერიის შენობის კედლისკენ შევაბრუნე. იურგასმა
საჩვენებელი თითი კეფასთან მიიტანა და დაატრიალა.–
მაპატიეთ,ბატონო ვილემ,აქ თქვენი გამოჩენა სასტიკად არ
შეიძლება! გამარჯობათ,კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება,ხომ
კარგად იმგზავრეთ? –მივაყარე კითხვები გაოგნებულ
ხელმღვანელს.
–გამარჯობა ესტერ! კი,კარგად ვიმგზავრე....რა ხდება აქ? რატომ
არ მიშვებ ბატონ ბერნთან? მივესალმო მაინც,ამდენი საშინელება
გადაუტანია , იურგასმა მიამბო გზაში. შენ კი... იმედი ხომ არ
გამიცრუე ესტერ? ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის?–მკითხა
ძალიან დინჯად და სიგარეტს მოუკიდა.სწრაფი ნაბიჯით ბატონ
ბერნთან მივედი,ჩუმად რაღაც ვუთხარი და სანამ აზრზე
მოვიდოდა და ჩანთიდან მოზრდილ კონვერტს
ამოაცურებდა,მოვასწარი და ვუთხარი,რომ ათ წუთში ყველაფერი
დამთავრდებოდა. ბერნმა გაკვირვებული თვალებით ამომხედა
და კონვერტი გადმომცა. კონვერტი ხელჩანთაში ჩავიდე და
ვილიამ ფორინკთან და იურგასთან დავბრუნდი....

61
პირველ წუთებში,როცა ფორინკა გაიგო,რომ ბურგომისტრის
როლი უნდა შეესრულებინა წარბები მოღუშა და სახე
გაუმკაცრდა.შემდეგ სახე ნელ–ნელა დაულაგდა და სწრაფად
დამთანხმდა.რა თქმა უნდა მისთვის საჭირო არ იყოს
საბურგომისტრო ტექსტის სწავლა და მოთმინებით უცდიდა
იურგასის ნიშანს,რომელიც ამ დროს პოლიციელებს უხსნიდა
რაღაცას ისეთს,რამაც პოლიციელები ადგილზე გაუნძრევლად
გააქვავა. ..მტკიცე ნაბიჯით,აი ისეთით,მხოლოდ მთავრობის
ხალხი რომ დადიან,გავემართეთ ,,აჯანყებულისკენ,,.
–გამარჯობათ ბატონო ბრამ,–ვუთხარი მოხუცს ოფიციალური
ტონით,–როგორც ხედავთ მერიის ადმინისტრაცია წამოვიდა
თქვენთან შესახვედრად და აი თავად გუბერნატორმა დატოვა
უმნიშვნელოვანესი სხდომა ჰააგაში და ნახა დრო თქვენთან
გასაუბრებლად.მე გახლავართ სოციალური სამსახურის უფროსი
და გვითხარით,რა პრეტენზიები გაქვთ? რა პრობლემები
გაწუხებთ?
–პრეტენზიები? –იკითხა მოხუცმა,რომელმაც მთლიანად
გადაიწურა იმედის წყალი,რომ ვინმე ყურადღებას მიაქცევდა და
მის სიტყვას გაიგონებდა.მერე ვილემ ფორინკს ახედ–დახედა და
პირდაპირ მიახალა:
–საჭმელი მინდა,დალევა მინდა. ხელფასს კი ნახევარი წელია არ
მაძლევენ! ამბობენ არ გამოგიმუშავებიაო...
–მოითმინეთ ბატონო,–შევაწყვეტინე ბიძია ბრამს,– რამდენი
გეკუთვნით კლინიკიდან ფული ?
–დაითვალე შვილო! თვეში 800 ევრო,ექვსი თვე არ ამიღია და ...
–მოკლედ,თქვენ რომ ეგ თანხა აიღოთ,გაფიცვას შეწყვეტთ?
–რა თქმა უნდა,მაგრამ ვინ მომცემს ამ თანხას?
–ბატონო ბრამ,–როგორც იქნა ამოიღო ხმა ფორინკმა.– აი აქხუთი
ათასი ევროა,გამომართვით ეს ფული და ქალაქის
ადმინისტრაციის სახელით გთხოვთ,გაანთავისუფლეთ
ადგილი,წაბრძანდით კლინიკაში,თუ გნებავთ გაგაცილებთ,ხვალ
კი მიბრძანდით ბანკში და შეიტანეთ თანხა ანგარიშზე,კლინიკის
ადმინისტრაცია დაეხმარებათ,ერთბაშად რომ არ დაგეხარჯოთ
62
თანხა. და მაინც მე მინდა გადაითვალოთ თანხა,მომაწოდეთ ეგ
ყუთები,დავიკავებ ცოტახნით,თქვენ კი ფული დაითვალეთ.
მოხუცმა წინააღმდგობის გარეშე მიაწოდა ბატონ ვილიამს სამივე
კონტეინერი და ფულის თვლა დაიწყო. ფორინკმა იქვე მდგომ
ბერნ მეიერს თვალით აჩვენა მოსულიყო მასთან და
კონტეინერები გადასცა...
მოხუცმა ფულის თვლა დაამთავრა და გარშემომყოფ
საზოგადოებას მიმართა:
–ვაცხადებ,რომ აქცია წარმატებით დასრულდა და ჩემი
მოთხოვნები დაკმაყოფილებულია!...
ვიგრძენი როგორ გროვდებოდა ხალხი ჩვენს გარშემო და მათ
შორის ალბათ ისეთებიც,რომლებიც ნამდვილად
ამოიცნობდნენ ,,ცრუ ბურგომისტრს,, ,ამიტომ სასწრაფოდ
გავეცალეთ მოედანს...
მეორე დღეს, სამსახურიდან დაბრუნებულს კარებთან
უზარმაზარი თაიგული დამხვდა წერილით:,, მადლობა ჩვენი
სიცოცხლის გადარჩენისთვის. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.
ბერნ მეიერი და იან პეტერსი,,...
2010 წლის 20 აპრილი
ჰოლანდია.

63

You might also like