You are on page 1of 14

ფერმენტების რეგულაცია

ქ.გულდედავა
ფერმენტების რეგულაციის ძირითადი პრინციპები
 ჩვენი ორგანიზმის უჯრედებს მრავალი სხვადასხვა მაკონტროლებელი ფაქტორებია:
ფერმენტის წარმოქმნა შეუძლიათ და შესაძლოა,  სუბსტრატის კონცენტრაცია. ფერმენტებს
თავიდან ვიფიქროთ: ძალიან კარგი, მოდი, ყველა ახასიათებს გაჯერების კინეტიკა: მათი სიჩქარე
ფერმენტი „დავქოქოთ" და მეტაბოლიზმი რაც იზრდება სუბსტრატს კონცენტრაციასთან ერთადდა
შეიძლება ავაჩქაროთ! თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მაქსიმუმს აღწევს როცა ფერმენტი გაჯერდება
სულაც არაა კარგი იდეა ყველა ფერმენტის ერთად სუბსტრატით.
წარმოქმნა და აქტივირება ერთდროულად ან ერთ
 მარეგულირებელი მოლეკულები. ფერმენტების
უჯრედში.
აქტივობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს
 საჭიროებები და გარემო პირობები სხვადასხვა უჯრედს აქტივატორი და ინჰიბიტორი მოლეკულების მიერ,
განსხვავებული აქვს და ისინი დროთა განმავლობაში რომლებიც ფერმენტებს სპეციფიკურად
იცვლება კიდეც. მაგალითად, კუჭის უჯრედებს სულ სხვა უკავშირდებიან.
ფერმენტები სჭირდებათ, ცხიმის შემნახველ, კანის,  კოფაქტორები. მრავალი ფერმენტი აქტიური
სისხლის ან ნერვულ უჯრედებს კი - სხვა. ასევე, მხოლოდ მაშინაა, თუ არაცილოვან დამხმარე
მომნელებელი უჯრედი საჭმლის მირთმევის შემდეგ მოლეკულასთან - კოფაქტორთანაა დაკავშირებული.
უფრო აქტიურად და დატვირთულად მუშაობს საკვები
 კომპარტმენტალიზაცია. კომპარტმენტალიზაცია
ნივთიერებების გადასამუშავებლად და დასაშლელად,
ვიდრე ჭამიდან რამდენიმე საათის მერე. უჯრედების ფერმენტების სპეციალურ კომპარტმენტებში
(გამოყოფილ სივრცეებში) მოთავსებაა, რათა მათ
საჭიროებებისა და პირობების ცვლასთან ერთად
უჯრედი არ დააზიანონ ან შეექმნათ ოპტიმალური
სხვადასხვა ფერმენტის რაოდენობა და
პირობები ფუნქციონირებისთვის.
ფუნქციონირებაც იცვლება მათში.
 უკუკავშირით ინჰიბირება. მთავარი მეტაბოლური
 ფერმენტები უჯრედის ნივთიერებათა ცვლას ფერმენტები ხშირად ინჰიბირდება იმ მეტაბოლური
წარმართავენ და არეგულირებენ, ასე რომ, ისინიც გზების საბოლოო პროდუქტებით, რომელთაც ისინი
დიდი სიზუსტით უნდა გაკონტროლდნენ. აკონტროლებენ (უკუკავშირით ინჰიბირება).
სუბსტრატის კონცენტრაცია

 სუბსტრატის კონცენტრაცია, რომელზეც რეაქციის სიჩქარე Vmax-ის


ნახევარია, Km-ით აღინიშნება და მისი მეშვეობით განისაზღვრება,
რამდენად სწრაფად იზრდება რეაქციის სიჩქარე სუბსტრატის
კონცენტრაციასთან ერთად. Km ასევე გამოხატავს ფერმენტის
აფინობას სუბსტრატისადმი (ანუ, მიდრეკილებას, დაუკავშირდეს
სუბსტრატს). დაბალი Km ნიშნავს, რომ სუბსტრატისადმი აფინობა
მაღალია, მაღალი Km კი - დაბალ აფინობას შეესაბამება.
განსხვავებით Vmax-გან, რომელიც ფერმენტის კონცენტრაციაზეა
დამოკიდებული, Km კონკრეტული ფერმენტისა და კონკრეტული
რეაქციისთვის მუდმივია (თუმცა, Km-ის „რეალური", ანუ
ექსპერიმენტით გაზომილი, მნიშვნელობა შეიძლება ინჰიბიტორების
მოქმედებისას შეიცვალოს).
შექცევადი ინჰიბირება - ხდება მათი სუბსტრატების
სტრუქტურული ანალოგების და რეაქციის პროდუქტების
მიერ
მარეგულირებელი კონკურენტული vs.
მოლეკულები არაკონკურენტული
 ფერმენტი შესაძლოა  ბევრ კარგად შესწავლილ შემთხვევაში,
რეგულირდებოდეს სხვა აქტივატორის ან ინჰიბიტორის დაკავშირება
მოლეკულებით, რომლებიც ზრდიან ფერმენტთან შექცევადია, ანუ, ეს მოლეკულა
სამუდამოდ არ უკავშირდება ფერმენტს. ზოგი
ან ამცირებენ მის აქტივობას.
მნიშვნელოვანი წამალი სწორედ შექცევადი
ფერმენტის გამააქტიურებელ ინჰიბიტორია, მაგ: მედიკამენტი ტიპრანივირი,
მოლეკულებს აქტივატორები ეწოდე რომელიც აივ-ის წინააღმდეგ
ბა, მათი აქტივობის შემამცირებელ გამოიყენება. იგი ვირუსის იმ ფერმენტს
ნივთიერებებს კი - ინჰიბიტორები. ბლოკავს, რომელიც აივ-ის მრავალი ასლის
წარმოსაქმნელადაა საჭირო. შექცევადი
 არსებობს მრავალნაირი მოლეკულა, ინჰიბიტორები ფერმენტთან დაკავშირების
რომელთაც ფერმენტების თავისებურებების მიხედვით ჯგუფებად იყოფა.
გააქტიურება ან დათრგუნვა
შეუძლიათ და ისინი ამას სხვადასხვა
გზით ახერხებენ.
კონკურენტული vs.
არაკონკურენტული
 ინჰიბიტორი შესაძლოა ფერმენტის აქტიურ საიტს
დაუკავშირდეს და სუბსტრატს მასთან ბმაში ხელი
შეუშალოს. ამას კონკურენტული
ინჰიბირება ეწოდება, რადგან ინჰიბიტორი
„კონკურენციას უწევს" სუბსტრატს ამ
ფერმენტთან დაკავშირებაში. სხვანაირად რომ
ვთქვათ, ნებისმიერ მომენტში ფერმენტთან ან
მხოლოდ სუბსტრატი შეიძლება იყოს
დაკავშირებული, ან მხოლოდ ინჰიბიტორი.
 არაკონკურენტული ინჰიბირების დროს
ინჰიბიტორი სუბსტრატს ხელს არ უშლის აქტიურ
საიტთან დაკავშირებაში. ამის ნაცვლად, იგი
ფერმენტის სხვა ნაწილს ებმის და თავად
ფერმენტს არ აძლევს საშუალებას, წარმართოს
რეაქცია. ინჰიბირების ამ სახეს
„არაკონკურენტული" ეწოდება, რადგან
ინიბიტორიცა და სუბსტრატიც ერთდროულად
შეიძლება იყოს ფერმენტთან დაკავშირებული.
კონკურენტული და არაკონკურენტული ინჰიბიტორების გარჩევა იმის
მიხედვითაა შესაძლებელი, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ფერმენტის
აქტივობაზე სუბსტრატის სხვადასხვა კონცენტრაციის პირობებში.

• თუ ინჰიბიტორი კონკურენტულია, იგი  თუ ინჰიბიტორი არაკონკურენტულია,


შეამცირებს რეაქციის სიჩქარეს ფერმენტის მიერ კატალიზებული
სუბსტრატის მცირე კონცენტრაციაზე, რეაქციის სიჩქარე არასდროს მიაღწევს
მაგრამ სუბსტრატის დიდი რაოდენობით თავის მაქსიმალურს (რაც ნორმაში
არსებობის შემთხვევაში, „დაიჯაბნება". აქვს), რაც არ უნდა ბევრი იყოს
სხვანაირად რომ ვთქვათ, ფერმენტი სუბსტრატი. ეს იმიტომ ხდება, რომ
რეაქციის მაქსიმალურ სიჩქარეს მაინც არაკონკურენტულ ინჰიბიტორთან
მიაღწევს, თუ სუბსტრატი საკმარისად დაკავშირებული ფერმენტის
ბევრი იქნება. ამ შემთხვევაში, მოლეკულები „მოწამლულნი" არიან და
ფერმენტის თითქმის ყველა მოლეკულის ვერ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს,
აქტიურ საიტთან სუბსტრატის მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის
მოლეკულები იქნებიან სუბსტრატია ხელმისაწვდომი.
დაკავშირებულები და არა -
ინჰიბიტორისა.
რეაქციის სიჩქარისა (y ღერძი) და სუბსტრატის სხვადასხვა
კონცენტრაციის (x ღერძი) ურთიერთდამოკიდებულების
გრაფიკზე ეს ორი სახის ინჰიბიტორი ერთმანეთისგან
შეგიძლიათ, მრუდის ფორმით გაარჩიოთ:
ალოსტერული რეგულაცია
 ალოსტერული რეგულაცია, ზოგადად რომ ვთქვათ, რეგულაციის ის
ფორმაა, რომელშიც მარეგულირებელი მოლეკულა (აქტივატორი ან
ინჰიბიტორი) ფერმენტს აქტიური საიტისგან განსხვავებულ ადგილას
უკავშირდება. ფერმენტის ამ ნაწილს ალოსტერული საიტი ეწოდება.

 არაკონკურენტული ინჰიბირების თითქმის ყველა შემთხვევა


(კონკურენტული ინჰიბირების ზოგ უნიკალურ შემთხვევასთან ერთად)
ალოსტერულ რეგულაციას მიეკუთვნება.

 მიუხედავად ამისა, ზოგიერთ იმ ფერმენტს, რომელიც ალოსტერულად


რეგულირდება, უნიკალური თავისებურებები ახასიათებს, რაც მათ
სხვებისგან გამოარჩევს. ამ ფერმენტებს, მათ შორის ჩვენი მეტაბოლიზმის
ზოგ მთავარ რეგულატორსაც, ხშირად ალოსტერულ
ფერმენტებს უწოდებენ. ალოსტერულ ფერმენტებს, როგორც წესი, ცილის
სხვადასხვა სუბერთეულზე განლაგებული რამდენიმე აქტიური საიტი აქვთ.
როცა ალოსტერული ინჰიბიტორი ფერმენტს უკავშირდება,
სუბერთეულების ყველა აქტიური საიტი მცირედ იცვლება, რაც მათ
ფუნქციის შესრულებას უძნელებს.

 არსებობს ალოსტერული აქტივატორებიც. ზოგი მათგანი ფერმენტს


აქტიური საიტისგან განსხვავებულ ადგილას უკავშირდება და აქტიური
საიტის გააქტიურებას იწვევს. არსებობს
ე.წ. კოოპერატიულობის ფენომენიც, რომლის დროსაც თავად სუბსტრატი
ასრულებს ალოსტერული აქტივატორის როლს: იგი ერთ აქტიურ საიტს
უკავშირდება და ამით სხვა აქტიურ საიტებს ააქტიურებს. ესეც
ალოსტერული რეგულაციის სახედ ითვლება, რადგან სუბსტრატი თავისი
კოვალენტური ურთიერთქმედება
მოდიფიკაციები ცილებს შორის
 ფერმენტების აქტივობა შეიძლება  ფერმენტების აქტივობა შეიძლება
რეგულირდებოდეს კოვალენტური მოდულატორის პროტეინებთან
მოდიფიკაციების მეშვეობით მოდულირდებოდეს. პროტეინები
ააქტივებენ თავის სამიზნე ცილებს
შექცევადი დაკავშირებით.

ცვლილებები ფერმენტის
ზიმოგენების გახლეჩა კონცენტრაციაში
 ზოგი ფერმენტი სინთეზდება  ფერმენტების კონცენტრაციის
არააქტიური ფორმის სახით, ცვლილება შეიძლება
რომლებსაც ზიმოგენებს რეგულირდებოდეს მათი სინთეზის
უწოდებენ. ისინი პროტეოლიზის სიჩქარის ან დეგრადაციის
გზით აქტივდება (ქიმოტრიპსინი) სიჩქარის რეგულაციით
მეტაბოლური გზების რეგულაცია

 მეტაბოლური გზის სიჩქარის მალიმიტირებელი ფერმენტის რეგულაცია


ყოველთვის ასახავს მის ფუნქციას კონკრეტულ ქსოვილში.
 უკუკავშირით რეგულაციისას საბოლოო პროდუქტი პირდაპირ ან
არაპირდაპირ აკონტროლებს საკუთარ სინთეზს.
 შესაძლოა მეტაბოლური გზის რეგულაცია სუბსტრატის მიერ (ფორვარდული
რეგულაცია)
 სინთეზური და დეგრადაციული გზები კონტროლდება კომპემენტარული
რეგულაციით
 მეტაბოლური გზები ასევე ფერმენტების კომპარტმენტალიზაციით
რეგულირდება
კოფაქტორები და კოფერმენტები
ბევრი ფერმენტი კარგად, ან საერთოდ, არ მუშაობს,
თუ სხვა, არაცილოვან, დამხმარე მოლეკულასთან
- კოფაქტორთან არაა დაკავშირებული. ეს
ნივთიერებები ფერმენტს შესაძლოა დროებით,
იონური ან წყალბადური ბმებით უკავშირდებოდეს ან
მუდმივად - უფრო ძლიერი, კოვალენტური ბმებით.
კოფაქტორები ხშირად არაორგანული იონებია, მათ
შორის რკინა (Fe2+) და მაგნიუმი (Mg2+). მაგ:
ფერმენტს, რომელიც დნმ-ის მოლეკულას
წარმოქმნის, დნმ-პოლიმერაზას, მაგნიუმის იონები
ესაჭიროება ფუნქციონირებისთვის.
კოფერმენტები კოფაქტორების ქვეჯგუფია,
კერძოდ, ორგანული (ნახშირბადზე დაფუძნებული)
მოლეკულები. კოფერმენტების ძირითადი წყარო
საკვებით მიღებული ვიტამინებია. ზოგი ვიტამინი
კოფერმენტის წინამორბედია, ზოგი კი პირდაპირ
კოფერმენტის როლს ასრულებს ორგანიზმში
მოხვედრისას. მაგალითად, C ვიტამინი
შემაერთებელი ქსოვილის მთავარი მოლეკულის,
ცილა კოლაგენის წარმომქმნელი რამდენიმე
ფერმენტთა კომპარტმენტალიზაცია

 ფერმენტები ხშირად კომპარტმენტალიზებულია (უჯრედის სპეციალურ


ნაწილშია მოთავსებული და იქ ფუნქცნიონირებს) - მაგალითად, რომელიმე
ორგანელაში. კომპარტმენტალიზაცია ნიშნავს, რომ სპეციფიკური
პროცესებისთვის საჭირო ფერმენტები იმ სივრცეში თავსდება, სადაც ისინი
საჭიროა, ადვილად „იპოვიან" თავიანთ სუბსტრატებს, არ დააზიანებენ
უჯრედებს და სადაც მათ სწორედ ის მიკროგარემო აქვთ, რომელიც კარგად
მუშაობისთვის სჭირდებათ.
 მაგალითად, ლიზოსომების მომნელებელი ფერმენტები საუკეთესოდ
ფუნქციონირებენ, როცა გარემოს pH დაახლოებით 5,0-ია, რაც
ლიზოსომების შიდა სივრცეს შეესაბამება (და არა ციტოზოლს, რომლის pH-
იც 7,2-ია). ლიზოსომების ფერმენტები ნაკლებად აქტიურია ციტოზოლის pH-
ზე, რითაც უჯრედი „თავს იზღვევს": ლიზოსომა რომც გასკდეს და მისი
ფერმენტები გარეთ გადმოიღვაროს, ისინი უჯრედს მაინც ვერ მოინელებენ,
რადგან ფუნქციონირებისთვის საჭირო pH აღარ ექნებათ.
მეტაბოლური გზების უკუკავშირით ინჰიბირება

 უკუკავშირით ინჰიბირების პროცესში მეტაბოლური გზის საბოლოო


პროდუქტი ამ გზის მთავარ ჩამრთველ ფერმენტზე მოქმედებს და ხელს
უშლის მეტი საბოლოო პროდუქტის წარმოქმნას.
 ეს შესაძლოა, უცნაურად მიგეჩვენოთ - რატომ უნდა უნდოდეს მოლეკულას,
რომ საკუთარი მეტაბოლური გზა გამორთოს? მაგრამ, სინამდვილეში, ეს
საკმაოდ ჭკვიანური გზაა იმისთვის, რომ უჯრედმა სწორედ საჭირო
რაოდენობით წარმოქმნას პროდუქტი. როცა პროდუქტი ცოტაა, ფერმენტი
არ ინჰიბირდება, მეტაბოლური გზა მთელი დატვირთვით იმუშავებს და
პროდუქტს საკმარისი რაოდენობით წარმოქმნის. როცა პროდუქტი ბევრია,
იგი დათრგუნავს ფერმენტს და ხელს შეუშლის იმავე ნივთიერების მეტი
რაოდენობის წარმოქმნას, სანამ არსებული მარაგი არ დაიხარჯება.
 უკუკავშირით ინჰიბირება, როგორც წესი, მეტაბოლური
გზის პირველ გადამწყვეტ საფეხურზე მოქმედებს, ანუ იმ პირველ
საფეხურზე, რომლის იქითაც მეტაბოლური გზა შეუქცევადია.
მიუხედავად ამისა, უკუკავშირით ინჰიბირებას შესაძლოა,
რამდენიმე სამიზნე წერტილი ჰქონდეს გზაზე, განსაკუთრებით
მაშინ, თუ ეს მეტაბოლური პროცესი „დატოტვილია". გზის ის
საფეხურები, რომლებიც უკუკავშირით ინჰიბირდება, ხშირად
ალოსტერული ფერმენტების მიერ კატალიზდება.
 მაგალითად, ენერგიის გადამტანი მოლეკულა ატფ ზოგი
ფერმენტის ალოსტერული ინჰიბიტორია უჯრედულ სუნთქვაში -
პროცესში, რომლის დროსაც ატფ წარმოიქმნება სხვა უჯრედული
რეაქციების ენერგიით მოსამარაგებლად. როცა ატფ ბევრია,
უკუკავშირით ინჰიბირება აჩერებს ახალი ატფ-ის წარმოქმნას. ეს
ჭკვიანურია, რადგან ატფ არასტაბილური მოლეკულაა. თუ იგი
ჭარბად წარმოიქმნა, შესაძლოა, დიდი ნაწილი თავისით
დაიშალოს (ადფ-ად და Pi-ად) და სულ ტყუილად დაიხარჯოს.
 ადფ, მეორე მხრივ, ატფ-ის მიერ ინჰიბირებული ზოგი
ფერმენტის დადებითი ალოსტერული რეგილატორია
(ალოსტერული აქტივატორი). მაგალითად, ადფ-ს შეუძლია,
დაუკავშირდეს ფერმენტს, შეუცვალოს მას ფორმა და უფრო
აქტიური გახადოს.
 რეგულაციის ამ თავისებურების წყალობით, როცა ადფ-ის დონე
ატფ-ზე მაღალია, უჯრედული სუნთქვის ფერმენტები ძალიან
აქტიურდება და ამ პროცესში ბევრ ატფ-ს წარმოქმნის.

You might also like