Professional Documents
Culture Documents
Text
Text
(ლექცია-1)
ფარმაკოდინამიკა-
შეისწავლის წამლის მოქმედების შეხების წერრტილს;
წამლის მოქმედების მექანიზმს;
და საბოლოო ეფექტს.
(მაგ. ადრენალინი- თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრე გამოყოფს, ის აღარგზნებს
სიმპათიკურ ნერვულ სისტემას და იწვევს ტაქიკარდიას. არ აქვს მნიშვნელობა ენდოგენურად
არის თუ ეგზოგენურად შევიყვანთ.
წამლის შეხების წერტილი-გული
საბოლოო ეფექტიი- ტაქიკარდია
მექანიზმი- გულში ლოკალიზებულია ბეტა 1 ადრენორეცეპტორები და მას აღაგზნებს
ადრენალინი, რის შედეგადაც ადგილი აქვს გულის შეკუმშვის ძალისა და რიტმის აჩქარებას;
**ადრენალინი ასევე იწვევს ჰიპერტენზიას, რადგან ის მოქმედებს პერიფერიულ
სისხლძარღვევბზე და ავიწროებს მათ. მექანიზმი- პერიფერიულ სისხლძარღვებში მოთავსებული
ალფა 1 ადრენორეცეპტორების აღგზნება)
ფარმაკოკინეტიკა-
ეს არის წამლის ბედი ორგანიზმში და შეისწავლის:
წამლის აბსორბციას; (კუჭ-სისხლი)
ორგანიზმში განაწილებას; (სისხლიდან-ორგანოებში)
გარდაქმნას; (სამიზნე ორგანოში ის მეტაბოლიზდება და განიცდის ბიოტრანსფორმაციას ანუ
გაუნებელყოფას)
გამოყოფას. (ექსკრეცია/ელიმინაცია)
• წამალი
წამლებს გააჩნიათ როგორც სპეციფიკური ასევე არასპეციფიკური მოქმედება.
არასპეციფიკური ახასიათებთ-
მაგ. ოსმოსურდიურეზულ საშუალებებს ( შარდმდენ ეფექტს იწვევენ)
გააქტივებულ ნახშირს ( მუხცელში აირების დაგროვებისას ვიყენებთ)
წამლების დაყოფა
აგონისტი
წამალმა A-მგამოავლინა მაქსიმალური ეფექტი და მას უწოდებენ აგონისტს.
აგონისტი- წამალი რომელიც უკავშირდება რეცეპტორს, იწვევს ტრანსდუქტორის საშუალებით
მის დეფორმაციას.
რატომ?
ავიღოთ ორი წამალი, ერთნაირი აფინურობით რეცეპტორთან.
თუ ორი სხვადასხვა წამალი ერთნაირად უერთდება რეცეპტორს, რატომ გვაძლევენ სხვადასხვა
ეფექტებს (სრულს ან პარციულს)?
სრული აგონისტის წამალ-რეცეპტორის ნათესაური კავშირი ანუ აფინურობა ტრანსდუქტორის
მიმართ გაცილებით მეტია ვიდრე პარციული აგონისტის შემთხვევაში.
ანტაგონისტი
მაგ. გასაღები გავუყარეთ კლიტეს, თუმცა ვერ ვატრიალებთ და ვერ ვაღებთ, რადგნა კლიტეში
ჩამონტაჟებულ მექანიზმს (ტრანსდუქტორს) ვერ ვამოქმედებთ.
ანტაგონიზმის სახეებია:
1. კონკურენტული ანტაგონიზმი- ორი საწინააღმდეგოდ მოქმედი წამალი უკავშირდება
ერთსა და იმავე რეცეპტორულ უბანს . ( მაგ. აცეტილქოლინი მუსკარინულ რეცეპტორს
უკავშირდება და აღაგზნებს მას და ატროპინიც უკავშირდება მუსკარინულ რეცეპტორს და
აინჰიბირებს მას). კონკურენტული ანტაგონიზმი შექცევადია, ანუ აგონისტის დოზის გაზრდით
ანტაგონისტის ეფექტი ითრგუნება.
2. შეუქცევადი ანტაგონიზმი- როდესაც ანტაგონისტი დაუკავშირდება რეცეპტორს,
შემდგომ მისი ეფექტის მოხსნა ძალიან ძნელია; რადგან რეცეპტორთან ამყარებს შეუქცევად,
ანუ კოვალენტურ კავშირებს
3. არაკონკურენტული ანტაგონიზმი- ორი საწინააღმდეგოდ მოქმედი ნივთიერებაა,
თუმცა ისინი ერთსა და იმავე რეცეპტორულ უბანს არ უკავშირდებიან. აგონისტი რეცეპტორის
ერთ უბანს უკავშირდება, ანტაგონისტი მეორე უბანს, თუმცა ეს ხელს არ უშლით
საწინააღმდეგო თვისებების გამოვლენაში.
• ქიმიური და ფიზიოლოგიური ანტაგონიზმი

აბსცისათა ღერძზეა- წამლის კონცენტრაცია
ორდინატზე- ამ კონცენტრაციით გამოწვეული ეფექტი
*შევიყვანეთ სრული აგონისტი რაღაცა დოზით და ვხედავთ, რომ სრულმა აგონისტმა მოგვცა
მაქსიმალური ეფექტი;
შემდეგ სრული აგონისტის შეყვანამდე, ჯერ შევიყვანოთ კონკურენტული ანტაგონისტი
(რომელიც რეცეპტორის იმავე უბანზე მოქმედებს, რომელზეც აგონისტი) და ანტაგონისტის
მოქმედების ფონზე ისევ შევიყვანეთ სრული აგონისტი. სრულმა აგონისტმა მაინც მოგვცა
მაქსიმალური ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ შევიყვანეთ კონკურენტული
ანტაგონისტი, რომელმაც რეცეპტორის გარკვეული ოდენობა დაბლოკა, მის ფონზე შეყვანილი
სრული აგონისტი მაინც გვაძლევს მაქსიმალურ ეფექტს; თუმცა ამისათვის გვჭირდება სრული
აგონისტის დოზის გაზრდა. დოზის გაზრდისას გვაძლვეს მაქს. ეფექტს.
*თუ ძალიან გავზრდით წინასწარ შეყვანილი შეუქცევადი ანტაგონისტის დოზა, მაშინ ამის
ფონზე როგორც არუნდა გავზარდოთ სრული აგონისტოს დოზა ის ვეღარ იძლევა მაქსიმალურ
ეფექტს.
პრაქტიკული მაგალითი:
პაციენტს გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი. ექიმმა მას დაუნიშნა მცირე ფიზიკური
დატვირთვა რეაბილიტაციისათვის. პაციენტი წრეს ურტყავს იპოდრომს :დდ და შენიშნა რომ ამ
დროს გულის ცემა უჩქარდება და ეს დისკონფორტს უქმნის. ექიმი ეტყვის რომ, როდესაც ის
ფიზიკურად იტვირთება, ენდოგენურად მის ორგანიზმში გამოიყოფა ადრენალინი რომელიც
ააღგზნებს გულში ლოკალიზებულ ბეტა 1 რეცეპტორებს და იძლევა ტაქიკარედიას. იმისათვის
რომ ტაქიკარდია მოვსპოთ, ადრენალინს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ აღაგზნობს ბეტა
რეცეპტორები და ამისათვის უნდა დავუნიშნოთ ბეტა ბლოკატორი. წავიდა პაციენტი და 1 თვის
მერე დაბრუნდა და თქვა რომ სიარულისას მაინც უვლინდება ტაქიკარდია. ბეტა ბლოკატორმა
ხომ დაბლოკა დავუშვათ რეცეპტორების 90%, მაშინ რატომ იწვევს ფიზიკური დატვირთვა
ტაქიკარდიას? რადგან 5-10 % ადრენორეცეპტორების საკმარისია იმისათვის, რომ
ენდოგენურად გამოყოფილმა ადრენალინმა მოგვცეს ტაქიკარდია. ამ შემთხვევაში ან ვნიშნავთ
უფრო ძლიერ ბეტა ბლოკატორს ან ვამცირებთ დატვირთვას ( ან ვზრდით დატვირთვებს შორის
პერიოდს).
—> ამ ეფეტსუწოდებენ რეცეპტორების სიჭარბეს, ანუ რეცეპტორების რეზერვს.
კითხვა : წამალი, რომელიც ჩვეულებრივ არის პარციული აგონისტი შეიძება, რომ გარკვეულ
სიტუაციაში ტრანსფორმირდეს სრულ აგონისტად?
პასუხი : დიახ, რეცეპტორების სიჭარბისას.
ახსნა:
წარმოიდგინეთ მდგომარეობა, როდესაც რეცეპტორების რიცხვმა მოიმატა. ავიღოთ ორი
ვირთაგვა. ერთი არის ნორმოტენზიული (ჯანმრთელი), მას გავუზომეთ წნევა და შევუყვანეთ
წნევის დამწევი წამალი; შედეგად ვირთაგვას წნევამ დაიწია წამლის მიერ 5-10 მმ.
ვერცხლისწყლის სვეტით.
მეორე ცხოველში გამოვიწვიეთ ექსპერიმენტული ჰიპერტენზია და ამის შემდეგშევიყვანეთ
წამლის იგივე დოზა ( რომელმაც ჯანმრთელ ცხოველში წნევა ძალიააან მცირედით დააქვეითა).
ვნახავთ, რომ ჰიპერტენზირებულ ცხოველებში წნევა დაქვეითდება 30-40 მმ-ით.
ალოსტერული აქტივატორი&ინჰიბიტორი
მაგ:
• შევიყვანეთ სრული აგონისტი, რომელიც 100 %-იანი ეფექტით შეუერთდა
თანამოსახელე რეცეპტორს და თანდათან დავიწყეთ პარციული აგონისტის შეყვანა. რაც უფრო
მზარდი დოზით მიდის ორგანიზმში პარციული აგონისტი, მით უფრო კლებულობს სრული
აგონისტის შეკავშირება რეცეპტორთან. გამოდის, რომ პარციული აგონისტის სრულ აგონისტთან
ერთად შეყვანისას ასრულებს კონკურენტის როლს და კონკურენტული ანტაგონისტი გამოდის.
ცალკე კონტროლში სრული აგონისტის შეყვანისას ვიღებთ მაქსიმალურ ეფექტს;
ცალკე პარციული აგონისტის შეყვანა არგვაძლევს მაქსიმალურ ეფექტს; ერთად
(ჯერ სრული, შემდეგ ნელ-ნელა პარციული) შეყვანისას რაც უფროიზრდება პარციული
აგონისტის დოზა, მით უფრო მცირდება რეცეპტორებთან სრული აგონისტის შეკავშირება.
პარციული აგონისტი ამ შემთხვევაში კონკურენტული ანტაგონისტია.

რეცეპტორი
მოლეკულურ დონეზე თერმოდინამიკური პროცესებიდან გამომდინარე დადგინდა, რომ თურმე
რეცეპტორი მოსვენების დროს იმყოფება ორ კონფორმაციულ მდგომარეობაში. მას ორი
კონფორმაციული უბანი აქვს. ერთი, ეს არის არააქტიური Ri; Ra- აქტიური; D-წამალი.
წამლის შეყვანამდე აქტიური უბანი მცირე ეფექტს იძლევა.
დამტკიცდა, რომ რეცეპტორს მოსმევენების მდგომარეობის დროს (აქტიური უბნის ქონის გამო)
გააჩნია კონსტიტუციური აქტივობა და ....