You are on page 1of 2

ლევამიზოლი 7,5 % (Levamizole 7.

5%)
Levamizole

წამლის ფორმა: საინექციო ხსნარი, გამოიყენება ვეტერინარიაში.

შემადგენლობა: 1მლ შეიცავს: ლევამიზოლს 75 მგ.

დამხმარე ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი, საინექციო ხსნარი.

გამოშვების ფორმა: 10მლ, 20 მლ, 50 მლ, 100 მლ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიპარაზიტული,
ანტიჰელმინთური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

იმიდათიაზოლის ჯგუფის
ჰელმინთების საწინააღმდეგო
პრეპარატი. გააჩნია ფართო სპექტრის
ნემატოდოციდური მოქმედება.

მსხვილფეხა და წვრილფეხა
პირუტყვი - ზრდასრული
გასტროინტესტინალური
ნემატოდებით და მისი მატლებით
(Haemonchus spp, Ostertagia spp,
Trichostrongylus spp, Nematodirus spp,
Bunostomum spp, oesophagostomum spp, cooperia spp), ზრდასრული ფილტვის
ნემატოდებისა და მათი მატლებით გამოწვეული დაავადებები.

ღორი - გასტროინტესტინალური ნემატოდებით (Toxocara spp,Toxascaris spp,


Ancylostoma spp, Uncinaria sp) გამოწვეული დაავადებები.

გამოყენების ჩვენებები

მსხვილფეხა, წვრილფეხა პირუტყვის და ღორების კუჭ-ნაწლავის და ფილტვების


ნემატოდოზების მკურნალობა, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე
ჰელმინთებით.

გამოყენების წესი და დოზები


მსხვილფეხა პირუტყვი - ერთჯერადი ინექცია კუნთში ან კანქვეშ, დოზით 1
მლ/10კგ.ც.წ.-ზე; 300კგ-ზე მეტი წონის ცხოველს უკეთდება არაუმეტეს 30 მლ.

ცხვარი, თხა - ერთჯერადი ინექცია კუნთში ან კანქვეშ, დოზით 1 მლ/10კგ.ც.წ-ზე;

65 კგ-ზე მეტი წონის ცხოველს უკეთდება არაუმეტეს 4,5 მლ.

ღორი - ერთჯერადი ინექცია კუნთში ან კანქვეშ, 1 მლ ლევამიზოლი 10კგ.ც.წ.-ზე;

150 კგ-ზე მეტი წონის ცხოველს უკეთდება არაუმეტეს 20 მლ.

ძაღლი - ერთჯერადი ინექცია კუნთში ან კანქვეშ, 1 მლ/10კგ. ც.წ.-ზე.

უკუჩვენებები

პრეპარატის მიცემა არ არის რეკომენდებული მაკეობის ბოლო 3 თვეში, არ ეძლევა 10


კგ-ზე ნაკლები წონის მოზარდს.

დაყოვნების პერიოდი

ხორცი - 7 დღე, რძე - 2 დღე.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 5-25ºC-ზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა: ბიოტეკსი, საქართველო.

You might also like