You are on page 1of 2

სამკურნალწამლო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

კუნელის ნაყენი
(GRATAEGI TINCTURA)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: კუნელის ნაყოფის ნაყენი


პრეპარატის 1 მლ შეიცავს კუნელის ნაყოფის ნაყენს (Crataegi fructus) (1:10) (ექსტრაგენტი - ეთანოლი
70 %).

სამკურნალწამლო ფორმა: ნაყენი.


ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ყვითელ-წითელიდან მოწითალო-მურა ფერამდე,
გამჭვირვალე სითხე, მომწარო გემოთი, სუსტი არომატული სუნით; დასაშვებია ნალექის წარმოქმნა
შენახვისას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
კარდიოლოგიაში გამოსაყენებელი საშუალებები.
ATX კოდი C01E B04.

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს კუნელის ნაყოფი (ფლავონიდები,
ქოლინი, აცეტილქოლინი, სათრიმლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები, ტრიტერპენის მჟავები),
აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას კორონალურ სისხლძარღვებში და თავის ტვინის
სისხლძარღვებში, ზრდიან მიოკარდიუმის მგრძნობელობას გულის გლიკოზიდების მიმართ და
ამცირებენ მის გაღიზიანებადობას, რაც გულის კუნთის შეკუმშვების გარკვეულ გაძლიერებას
იწვევს.
ფარმაკოკინეტიკა.
პრეპარატი კარგად შეიწოვება ორგანიზმში შიგნით მიღებისას. ეფექტი დგება 30 წუთის - 1 საათის
შემდეგ.

კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ფუნქციური აშლილობები (ნეიროცირკულატორული
დისტონია); როგორც დამხმარე სამკურნალწამლო საშუალება გულის რითმის დარღვევების
მსუბუქი ფორმების დროს (მოციმციმე არითმია, პაროქსიზმალური ტაქიკარდია).

უკუჩვენებები.
პრეპარატის კომპონენტებისადმი ინდივიდუალური აუტანლობა. გამოხატული არტერიალური
ჰიპოტენზია და ბრადიკარდია.

უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები.


პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის ჭამის დროს საკვების კომპონენტებთან
ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად.
სამკურნალწამლო საშუალება არის ჩვეულებრივი მცენარეული წარმოშობის სამკურნალწამლო
საშუალება ხანგრძლივი გამოყენებით დადასტურებული ჩვენებების შესაბამისად გამოსაყენებლად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან და ურთიერთქმედებების სხვა


სახეობები.
პრეპარატი აძლიერებს გულის გლიკოზიდების და არითმიის საწინააღმდეგო საშუალებების
მოქმედებას. ალკალოიდების მარილებთან ერთად მიღება რეკომენდებული არ არის უარყოფითი
კომპლექსების წარმოქმნის ალბთობასთან დაკავშირებით. პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული
არ არის ციზაპრიდთან ერთად. პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს საძილე, სედატიური და
ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედება.

განსაკუთრებული გაფრთხილებები.
გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში. უკუნაჩვენებია.

რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან


მართვისას. პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, ამიტომ მისი გამოყენებისას უნდა
მოერიდოთ სატრანსპორტო საშუალებებით მართვას და პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან
მუშაობას.

გამოყენების წესი და დოზები.


მიიღეთ პერორალურად ჭამის წინ. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია მიიღოთ ნაყენის 20
წვეთი 3-ჯერ დღე-ღამეში, 12 წლის ზემოთ ბავშვებში - 1 წვეთი სიცოცხლის 1 წელზე გაანგარიშებით
3-ჯერ დღე-ღამეში სტაბილური სამკურნალო ეფექტის მიღწევამდე. მკურნალობის ხანგრძლივობა
განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.
პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, თუ სიმპტომები არ გაქრა სამკურნალწამლო
საშუალების გამოყენების დროს ან აღინიშნება გვერდითი რეაქციები, რომლებიც მითითებული არ
არის სამკურნალწამლო საშუალების სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციაში.

ბავშვები.
12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

ჭარბი დოზირება.
სიმპტომები: არტერიალური წნევის დაწევა, ძილიანობა, ბრადიკარდია.
მკურნალობა: პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და სიმპტომატური თერაპიის ჩატარება.

გვერდითი რეაქციები.
იშვიათად აღინიშნება ძილიანობა, გულის რითმის მნიშვნელოვანი შენელება, ალერგიული
რეაქციები (მათ შორის, ჰიპერემია, გამონაყარი, ქავილი, კანის შეშუპება).

ვარგისიანობის ვადა. 4 წელი.

შენახვის პირობები.
შეინახეთ არაუმეტეს 25 0C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.
25 მლ შუშის ფლაკონებში.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი.
შპს „დკპ „ფარმაცევტული ფაბრიკა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის წარმოების ადგილის მისამართი.


უკრაინა, 12430, ჟიტომირის ოლქი, ჟიტომირის რ-ნი, ს. სტანიშოვკა, კოროლიოვის ქ., ს. 4.
ხელმოწერილია, ბეჭედდასმულია

You might also like